ლიტერატურული პოსტებისთვის ავტორებს არასოდეს ვარჩევ საგანგებოდ. ზოგჯერ სიახლეებზე ვწერ, ზოგჯერ კარგა ხნის წინ წაკითხული წიგნი მომხვდება ხელში, ან რაიმე ასოციაციის წყალობით გამახსენდება და ჩემეული იმპრესიების მკითხველისთვის გაზიარება მომინდება.
მარი ბექაურის “ბებია, რეი და ამერიკა“ “სულაკაურში” მორიგი სტუმრობისას ვიყიდე და მეორე თუ მესამე დღეს, სამსახურისკენ მიმავალმა, ჩანთაში ჩავაგდე. ვიფიქრე, თვალს გადავავლებ–მეთქი.
თვალის გადავლების რა მოგახსენოთ და კოხტა, ჭრელყდიანი პოკეტბუქი ორიოდე საათში შემომეკითხა. პირველი, რაც გამახსენდა, გრიბოედოვის ცნობილი, ლამის ანდაზად ქცეული გამოთქმა იყო: “Хорошо там, где нас нет”. ჰოდა, თუ მარი ბექაურს უნდოდა, ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში დავერწმუნებინეთ, ეს ძალიან ლაზათიანად გამოუვიდა.
ისე არ გამიგოთ, თითქოს ავტორი ჭკუის სწავლებას გვიპირებს და მარადიულ ღირებულებებზე ჭკვიანური ლაპარაკით გვიბურღავს ტვინს. არანაირად. ამ წიგნში სწორედ ის მომეწონა, რომ საკუთარ აზრს არავინ გახვევს თავზე, დოგმად და აქსიომად არავინ გაჩეჩებს და არც თითს გიქნევს – ემანდ არ გაბედო და ჩემს სიმართლეში ეჭვი არ შეგეპაროსო.
ამ პატარა რომანში ახალგაზრდა ქალი ცხოვრობს. უცნაური ტიპია, ჯერ იყო და იმდენი მოახერხა, გარდაცვლილი ბებიამისი შემაყვარა, კუშტი, მკაცრი, მთელი სოფლის მოჭირნახულე, უცენზურო ლექსიკის მოყვარული და, საერთოდ, ისეთი მაგარი ვინმე, რომ სადღაც გული დამწყდა – ჩემი ტკბილი, სათვალიანი დიდედებიდან არც ერთი არ ჰგავდა.
მერე იყო და ამ უცნაურმა გოგომ ცოტა აურია – სიზმარ-ცხადს შორის დაიკარგა და საოცნებო ამერიკაში ამოყო თავი. აი, იმ ამერიკაში, რეი ჩარლზის და ჩარლი პარკერის გამო ბავშვობიდან რომ უყვარდა.
ეგ როგორო, გაიკვირვებთ. როგორ და ეგრე, უბრალოდ. იჯდა მერე იქ და ჯოს ელაპარაკებოდა, ბარმენს. ის კიდევ ყვავილოს ეძახდა, თავისი მომზადებული შემწვარი ხორცით უმასპინძლდებოდა და ერთად უსმენდნენ პარკერს და დევისს, როცა სასტუმროში ყველას ეძინა. ოღონდ ეს არ იყო, რასაც ახლა ბევრი გაიფიქრებს. სრულიად სხვა რამე იყო და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მომინდა ჯოსთან ერთად ამერიკის ქუჩებში მებოდიალა.
სწორედ ჯომ ასწავლა იმ დაფეთებულ, სიზმარ-ცხადში დაბნეულ გოგოს, რომ “შენი სახლი ისაა, სადაც ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც უყვარხარ.“
გოგოს სახლი კიდევ ამერიკიდან ძალიან შორს აღმოჩნდა, პატარა, ორ ზღვას შუა მოქცეულ ქვეყანაში, იმ კუთხეში, სადაც ასიოდე წლის წინ ერთი კაცი ყვავილებს, ხეებს და შვლის ნუკრებს ალაპარაკებდა.
იქვე, ახლოს, გოგოს ბებიის საფლავი ელოდა. აი, იმ ბებიასი, კაბიან ციციკორეს რომ ჰგავდა.
შეშის ღუმელი ელოდა, ბათქაშჩამოყრილი ჭერი და ტყუპი მთები ლიქოკის ჭალის წინ.
და მერე რა, რომ ამერიკას სილვია პლატი და ალან გინზბურგი ჰყავდა. ელვის პრესლიც ჰყავდა, ჯორჯ ელიოტიც, პარკერიც, დევისიც და ვინ მოთვლის…
მაინც აქ იყო იმ გოგოს სახლი.
პოსტი როგროც ყოველთვის შესანიშნავია . წიგნს უნდა გადავხედო ოღონდ ჯერ “ფორსაიტებს” მოვრჩე :)
ამ სხვათა შორის კითხვის პროცესში ყვითელი მარიამის “ნოსტალ.ჯი” გამახენდა ;)
LikeLike
ნოსტალ.ჯი მომეწონა მე :)
LikeLike
უიმე, მაგის წაკითხვა მოგისაჯეს? :)
LikeLike
არა, თაია პრინციპულად კითხულობს წიგნებს, რას ჰქვია, რამე ვერ წავიკითხოო :) :)
LikeLike
ზოგს პრინციპულად კითხულობს და ზოგსაც პრინციპულად არ კითხულობს.
LikeLike
ესე იგი ყველა ჩემს კომენტარში რამე გამოსადევნი რომ არ იპოვოს ცუდად გახდება ეს კაცი :დ
ნებით ვკითხულობ , ლორდ და ძალიანაც მომწონს :)))
LikeLike
ყველაში – არა :)
ხანგამოშვებით.
LikeLike
რა საყვარლები ხართ <3
LikeLike
არ თქვა ახლა, რომ ტყუილს ვამბობ :)
LikeLike
არც მე ვამბობ ტყუილს :) საყვარლები ხართ ძალიან.
თაია “ფორსაიტებს” რა გაკითხებს, სკოლაში ასე სჯიან ახლა?
LikeLike
ფილმი რომაა გადაღებული, არ იცის ალბათ.
LikeLike
ხუთფურციალი მოკლე შინაარსიც ექნება ვინმეს გამოცემული :))))
LikeLike
რიდერს დაიჯესთ. მაგრად მიყვარს ეგ :)
LikeLike
:)))))))))))))))))))))
LikeLike
ვაიმე მოლი, როგორ მომენატრეთ შენ და შენი ბლოგი <3 დაგვეცეს მე და გამოცდებს მეხი.. ხვალ ვაპირებ ამის დაწყებას თუ მარიამ სტიუარტი მოვრჩი :) იმედია ისევე მომეწონა როგორც შენ :*
LikeLike
შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაგავიწყდეს, მარიშკა :)
LikeLike
მარი ბექაურს არ ვიცნობ (ჯერჯერობით), მაგრამ მარტო ბებიის დატირება იყო ისეთი მაგარი, რომ დარწმუნებული ვარ, მომეწონება :)
LikeLike
მაგარი იყო? :) გემოვნებას დიდზე დიდი პლიუსი :)
LikeLike
ოჰო :)) საინტერესოა
LikeLike
ძალიან :)
LikeLike
თავიდანვე ვიტყვი – სლენგებთან დისტანცია მიჭირავს და პირწიგნაკზე გაკეთებული ამონარიდი ჩემს ყურს ეხამუშა. და მაინც… ეს პოსტი მკარნახობს, წიგნში ჩადებული ხედვები ისაა, რაც ჩემთვის ასე ახლოა; რასაც ვფიქრობ; როგორც ვგრძნობ.
ახლა საფიქრალი გამიჩინე – წავიკითხო წიგნი ჩემთვის ახლობელი იდეებით თუ არ წავიკითხო წიგნი დაწერილი ყურისათვის უხეში ენით (ალბათ)?!
პ.ს. კი – რეის და ჩარლი ჩიტს, არა – დევისს.
LikeLike
საინტერესო საკითხია და გემრიელი დისკუსიის თემა – სლენგი და ნატურალიზმი ლიტერატურაში. ვფიქრობ, დამოკიდებულება ღრმად ინდივიდუალურია (ისევე, როგორც მუსიკალური გემოვნება) და ყველა სათავისოდ გადაჭრის. მე, მაგალითად, არ მეხამუშება (თუ ნაძალადევი, ყალბი და ეპატაჟისთვის ჩატენილი არ არის) მშვიდად ვკითხულობ და მომწონს კიდეც.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ წიგნს – იმდენად ორგანულია, რომ უხდება. იმჰო, რა თქმა უნდა.
LikeLike
კი, მოლი, გეთანხმები რომ ინდივიდუალურია და იმპრესიის საკითხია. ამიტომაც მიწერია პირველ პირსა და მხოლობით რიცხვში.
მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, პოსტი მომწონებოდა და მეტიც, – წიგნს მაინც დავეინტერესებინე :)
LikeLike
კოლექტიური გემოვნების არ მწამს მე :) უფრო სწორად, კოლექტიური გემოვნება არ არსებობს და ეს მხოლოდ უგემოვნების სხვა სახელია.
აქაური ლიტ.განხილვები, სხვა სიკეთეებთან ერთად, იმიტომაც მიყვარს, რომ ღრმად ინდივიდუალური ხედვის მკითხველი მსტუმრობს. წიგნი იმის წიგნია, ყველამ აზრი გამოთქვას, ზოგს მოეწონოს, ზოგს არა. მოლოდინებიც, ცხადია, სხვადასხვა იქნება, განწყობაც და პრეფერენციებიც.
მოკლედ, ამდენი ვიბოდიალე და რისი თქმა მინდოდა – მადლობა თქვენ, ასეთი სხვადასხვანაირი და საინტერესო რომ ხართ :)))
LikeLike
სიმართლე გითხრა რამდენჯერმე გადავაწყდი ამ წიგნს, მაგრამ რაღაცნაირად არც კი მიფიქრია წამეკითხა. მაგრამ შენ ისე აღწერე, დამაინტერესა ეგრევე, როგორც კი ხელთ ვიგდებ წავიკითხავ :) მადლობა მოლი <3
LikeLike
მადლობა შენ და, რაც მთავარია, იმპრესიების გაზიარება არ დაიზარო, თეო.
LikeLike
დავფიქრდი, რომ დოკუმენტური წიგნების კითხვა უნდა გადავდო.
თემას რაც შეეხება, ყოველთვის გრიბოს ვუჭერდი მხარს და “ღობის იქით ბალახი უფრო მწვანეა” მეთქი, თუმცა დადგება ალბათ დრო, როცა სახლს სიყვარულის მიხედვით შევარჩევ. არ ვიცი.
LikeLike
სიყვარულის და არა ცნობისმოყვარეობის
LikeLike
გადადე :) ცოტა ხნით მაინც.
LikeLike
არ იყო ურიგო ნამდვილად. “ელექტროთაობაც” მომეწონა, მაგრამ ეს სჯობდა, იმჰო
LikeLike
“ელექტროთაობაში” რამდენიმე ძალიან კარგი მოთხრობაა, მაგრამ ეს აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია.
LikeLike
სულ რაღაც 22 წლის ყოფილა და უკვე რამდენი მიღწევა საკუთარ ანგარიშზე :)
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98
ისღა დამრჩენია, მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები ვუსურვო!
LikeLike
http://lib.ge/book.php?author=1553&book=9448
წავიკითხე მოთხრობები და ფრიად ნასიამოვნები დავრჩი.
LikeLike
ძალიან კარგი :) მიხარია, რომ მოგეწონა, ტაბუ :)
LikeLike
სულ რაღაცო?
არტურ რემბოს 20 წლისას უკვე მომთავრებული ჰქონდა :)
LikeLike
მეც, სხვათაშორის :)
LikeLike
20-ც და 22-იც სულ რაღაცაა, ვეიდერ. ჩემს 30-თთან შედარებით ხომ, საერთოდ :)
LikeLike
ჯერ თურქეთის რაობაში ვერ გავრკვეულვარ ბოლომდე და ამერიკისთვის არ მცალია :)
LikeLike
შენ გარკვევა რაში გჭირდება, მილორდ, ზეპირად იცი ამერიკა.
LikeLike
ჩვენ მოკვდავნი ერთმანეთის მხოლოდ სახეს ვცნობთ და არა გულებს.
ამერიკაზე ერთი ვიცი – ფილმის თრეილერი 90-დან 100 შემთხვევაში სჯობს თავად ფილმს. შენ როცა რამე წიგნზე წერ, მგონია, რომ იგივეა. :)
და რაც უფრო კარგად წერ, მით უფრო მეშინია მერე იმ წიგნის წაკითხვა :)
LikeLike
გამაცინე :) ნუ, რაღაც წიგნებზე ერთი აზრი მაინც გვაქვს ხოლმე. ბისეტზე, მაგალითად. ან “მარსის ქრონიკებზე”, ან “ათ პატარა ზანგზე” :)
LikeLike
ძალიან მომწონს და მიყვარს
LikeLike
ავტორი
LikeLike
წიგნის :დ
ბლოგისაც
(რა დაბნეული ვარ) :დდ
LikeLike
რა საყვარელი და ორიგინალური კომენტარია <3 სამ ნაწილად <3
LikeLike
მოლი ბლუმ, უმაგრესი ბლოგი გაქვს <33 პოსტი, როგორც ყოველთვის, საინტერესოა.
მე ახლახანს შევქმენი ბლოგი და გთხოვ გადახედე :))
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
მარი ქართველი აგოტა კრისტოფია. ამას ვამბობდი ჯერ კიდევ როდის. მიყვარს ეს გოგო და მიხარია, რომ ჩემი მეგობარია :*
LikeLike
ძალიან კარგი :) შენი მეგობარი მეც ძალიან მომწონს და აწი მის წიგნებს უკვე სხვა ინტერესით დაველოდები.
LikeLike
შენ თვითონ არ გიფიქრია რამე წიგნი რო დაწერო? ;)
LikeLike
არა :)
LikeLike
იფიქრე მერე, ვიზე ნაკლები ხარ? :)
LikeLike
პოსტებს რომ ვწერ, მილორდ, ესეც გამკვირვებია, რაის წიგნი :))))
LikeLike
ამაზე უკეთესს კი დაწერ :D ბიბლუსი ჩემ სკოლასთან ახლოს არი და დღეს ფისკულტურის გაკვეთილიდან გავედი და ვიყიდე :) სკოლაშივე წავიკითხე :D დიდად არ აღვფრთოვანდი…
LikeLike
ნუ, მაშინ ჩემი დაწერილიც არ მოგეწონება. მე ეს მომწონს და ცუდზე და კარგზე სხვადასხვა შეხედულებები გვქონია :))
LikeLike
არა შენი დაწერილი ძალიან კარგია და სასიამოვნოთ წასაკითხი.. უბრალოდ მარ გაამართლა თითქოს ჩემი იმედი… :)
არ ვამბობ რომ ცუდი წიგნია .
კარგია :yes:
LikeLike
ეგ არაფერი :) რომც არ მოგწონებოდა, ქვეყანა ამით არ იქცევა. ლიტერატურული გემოვნება ღრმად ინდივიდუალური რამეა.
LikeLike
ესეც მოვიკითხე მაღაზიაში და არ გვაქვსო…
ძლივს ყიდვა გადავწყვიტე, სიით მივედი და ჰა.. :)
LikeLike
[…] გამომცემლობიდან რომ წამოვიღე შინ და პოსტიც უმალ გამოვაცხვე. თაროზე “მეორე […]
LikeLike