ამბობენ, ერთი ბრიყვი იმდენ შეკითხვას დასვამს, რომ ასი ბრძენიც ვერ უპასუხებსო. მოდი, ეს ხალხური სიბრძნე გადავამოწმოთ.
ჯეოპარდი იმ თემებს უტრიალებს, რაზეც ბლოგზე ვწერ ხოლმე.
ვიკიპედია აქ ნაკლებად თუ დაგეხმარებათ, ასე რომ მეტი აქცენტი ნაცრისფერ ნივთიერებაზე. :)
და გუდლაქ.
1. მათემატიკის სახელგანთქმული პროფესორი, მთაში ხეტიალი რომ უყვარდა და სიცოცხლე კი ჩანჩქერის ფსკერზე დაასრულა;
2. ამ მეთოდით მოსპეს კრიმინალი პოლისმენმა არტურმა და მისმა ცხენმა ჰარიმ;
3. მისი უმაღლესობის ლეიბ-გვარდიის კავალერიის პოლკოვნიკი, რომელიც საკუთარ ცხენზე სწრაფად გარბოდა;
4. ღორმუცელა მფრინავი, რომელიც ბევრს დაფრინავდა, მაგრამ მუდამ უკან ბრუნდებოდა;
5. ფრანგი მეცნიერი, რომლის კანონის ძალითაც აბესალომი ქვევრში აღმოჩნდა გამომწყვდეული;
6. ადამიანი, ვისი მარტინიც წვიმაშიც კი არ სველდებოდა;
7. ამ ბრენდის ტანსაცმელს ჩაიცვამდა ნიანგი გენა, სუსურუკუში რომ არ დაბადებულიყო;
8. ეშმაკეული, რომელსაც ერთაოზი უნდა მორიდებოდა ქალაქში;
9. მოტობურთელთა საყვარელი პოეტური ჟანრი;
10. ადამიანი, ვინც მთვარიდან ორალურ სექსზე ხსნილი გამოაცხადა;
11. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სტადიონი, სადაც მეგრული არ იციან;
12. დათვი, რომელსაც სურდა, ღრუბელს დამგვანებოდა;
13. სიმართლისთვის მებრძოლი ბლოგერი, ვინც კედლებზე პოსტვას ერთი თათი შეალია;
14. ქსოვილი, რომლითაც საუკუნეზე მეტია ცხენებს აბამენ ერთმანეთს;
15. ყველაზე ტკბილი მონარქი მსოფლიოში.
და ბონუსად:
ვინც თხუთმეტივე კითხვაზე პასუხი იცის, გოგია უიშვილის ძაღლის სახელიც ეცოდინება. :)
და ერთი ქულა ჩემგან ბონუსად იმას, ვინც სათაურის მნიშვნელობას ამიხსნის :)
LikeLike
სტენდალისეური ფერებია :)
LikeLike
აუ, რა სერიოზული რამეა!!! :)
LikeLike
ურბანული ლეგენდა არ არის, თამაღ. ამბობენ, სიმართლეაო.
LikeLike
რამდენიმეს დავწერ, რაც უცებ მომიფრინდა თავში და ხვალ გავაგრძელებ :)
2. ჰარის მიერ დაორთქლილ მინაზე არტური “სმაილებს” ხატავდა :) ;~
5. ლავუაზიე;
7. Lacoste;
8. ფაიტონი;
10. პატარა ნილის და მისტერ გორსკის ურბანული ლეგენდა იგულისხმება? :)
12. ვინი პუჰი :) ;
13. ფეხცანცარა ციცუნია :) ;
დანარჩენებს გავიხსენებ :)
გოგია უიშვილის ძაღლზე ვერსია მაქვს: ბროლია :)
სათაურის ნახევარს ავხსნი: ერთაოზის შავი დედალი იგულისხმება და თუ მართალი ვარ, ნახევარი ქულა დამიწერეთ :)
LikeLike
4 კარლსონი
7 ლაკოსტა
8 ფაეტონი
12 ვინი პუხი
15 იაკობსი : ))))))
იმფერი პასუხები დავდე როო ავ თვალს არ დეენახვება მაშ : )))
ისე ჯეოპარდიცაა და ჯეოპარდიც.
ეს ჯეოპარდის ჯეოპარდი იყო, რა იყო ნენა ეგი?
LikeLike
აუ რა საყვარელი კითხვებია ^_^
რამდენიმე ვიცი-კიდეც, მგონი:
3. პიპინია? (პორტ არტურიდან საკუთარ ცხენს რომ გამოასწრო)
.
5. ლავუაზიე
.
7. Lacoste?
.
12. ვინი პუჰი <3
ზოგი მეცნობა, მაგრამ… ვნახოთ, ხვალ თუ დავამატებ რამეს ^_^
მადლობა ლორდს
LikeLike
ტაიმებს შორის შემოვირბინე :) რა კითხვებია, ერთი ორი მეცნო და მეშინია სისულელე არ წამოვროშო :) ხვალ დავსწერამ, საღამოს <3
LikeLike
გავიდა უკვე :) ბატემ წააგო და ჩამოიწერა.
LikeLike
:) ჩემი ბილეთიც გავიდეს ლორდ, ველი ახლა :)
LikeLike
მე-12 რომ იცით მიხარია, მარა პირველს რაფრა ვერ პასუხობთ??? ჰაიტ! :)
LikeLike
sunamo tavikitxe exla movrchi amtutas kitxvas da mere teras, xoda gantvirtva mindoda sinamdvileshi da ara sruli tavsatexi, zedmeti ikneba chemi vitro gonebistvis gmertmani.
LikeLike
ხვალ შემოიარე, თამი. თავსატეხზე მეტად სახალისო და გასართობი კითხვებია :)
LikeLike
xo etyoba dzalian makvs patara tvini gadartuli sxva gilakze, xvalac moval da…
LikeLike
1. მორიატი,
2 დაორთქლილზე ხატვა;
3 პიპინია ერისთავი
5 ლაუაზია
9 ლირიკა
11 მეხიკოს ოლიმპიური სტადიონი
12 ვინი პუჰი
15 შოკოლადი მგონია
წავია.
დანარჩენზე მერე ვიფიქრებ, ამიდუღდა თავი :))
LikeLike
4 კარლსონი
LikeLike
6 ბონდი
LikeLike
13 არსაკიძე (არ მესროლოთ :) )
LikeLike
10. ნილ ამსტრონგი. (მიმართვა ბატონ გორსკის :))))) ) რამ დამავიწყა :)))
LikeLike
უკაცრავად – არმსტრონგი
LikeLike
7 ლაკოსტა
LikeLike
8 ფაიტონს ერიდეო
LikeLike
15 ასე არ ვფიქრობ, ძალიან მარტივ პასუხად მიმაჩნია, მაგრამ კითხვა რომ არ ჩამივარდეს დავწერ – ნაპოლეონი :(
LikeLike
მეც მარტივი მეგონა, მარა ყავის ფინჯანი ვერ გავაგდებინე ამ ხალხს :)
ეგ ადამიანი მე სამივე იპოსტასში მიყვარს – როგორც ნამცხვარი, როგორც სასმელი და როგორც იმპერატორი :)
LikeLike
ეს პასუხი, როგორც ალტერნატიული პასუხი მე-13 კითხვაზე, კი უნდა ჩაითვალოს :)
LikeLike
1 მორიარტი
2 დაარწმუნეს კრიმინალები რომ ავტობუსის უკანა საქარე მინაზე ხატვა კაი იდეა იყო
3 აი არ ვიცი
4 კარლსონი
5 ლაუაზიე
6 ბონდ ჯეიმს ბონდ (ნავერნოე)
7 LACOSTE
8 ფაიტონი
9 არც აგი ვიცი
10 აა მთვარიდან დაპუსწიმა ნო ნეზნაიუ
11 ნოუ კამპი – ნოუ ნოუა და კამპი ესპანურად მეგრულს ნიშნავს (ალბათ)
12 ვინი პუჰი
13 აგი აბა საიდან?
14 ეს საინტერესო კითხვაა პასუხი მაინტერესებს ნამეტნავად ;)
15 იაკობს მონარქი???
უი ისა მოლი ბონუს ქულა მინდა – მიშელ ობამა წითელ ხალიჩაზე???
თამარას ვკითხე და არც პოლიტკორექტულობაში იჭრებიო და არც რასიზმი არააო მაგიო და დაეჯერება მაგას მაგფერები მემგონი.
LikeLike
10 – მუნკი??? მუნ – მთვარეა კი – კია და დანარჩენ პადრობნოსწებს აღარ მოვყვები ახლა მრცხვენია :)
LikeLike
ან მე დაგაბნიეთ, ან რეკლამის მსხვერპლნი ხართ თქვენ :)
მე-15 კითხვაში კონკრეტული მონარქი იგულისხმება და არა ყავის ბრენდი :) რომელიც რომ დაატკბო ჯერ შაქარი უნდა უქნა. :) შაქრის გარეშე – მწარეა.
LikeLike
და სულაც არ უხდება შაქარი კიდო. ყავას რომ შაქარს უზამ, იმას ყავის კი არა, შაქრის გემო ექნება, ვოტ :)
LikeLike
1. პრაფესორი მორიარტი
2. ისინი ავტობუსებს მისდევდნენ, ჰარი უკანა შუშას ორთქლავდა, არტური კი სასაცილო სახეებს ხატავდა ზედ, მათი საქმიანობა სხვა პოლისმენებსა და ცხენებსაც მოსწონდათ, ბოლოს კი ლონდონელი თაღლითებიც აიყოლიეს, რითაც ხელი ააღებინეს მაიმუნობაზე :)
4. კარლსონი?
5. ანტუან ლავუაზიე
7. LACOSTE
8. ფაიტონი
10. ნეილ არმსტრონგი – ყურმოკრული კი მქონდა ამბავი ნეილის მეორე, უცნაურ ფრაზაზე მაგრამ გადავამოწმე მაინც სანდო წყაროსთან, ხოოდა ქე მიამბეს ოღრაშ მისტერ ლიპინსკიზე ^_^
12. ვინი პუჰი
13. Levi’s ჯინსი
LikeLike
ვაიჰ, მე–13 პასუხი მე–14ეა სინამდვილეში :შ
LikeLike
1. ?
2.დაორთქლილ შუშებზე ხატვით
3.პიპინია ერისთავი
4.კარლსონი
5.ლავუაზიე
6. ?
7. ლაკოსტა
8.ფაეტონი
9.ლირიკა
10.ნილ არმსტრონგი (“წარმატებებს გისურვებთ, მისტერ გორსკი!”)
11.მარაკანა
12.ვინი პუჰი (?)
13.?
14.?
15.ალბერტ II (ტკბილი–>შოკოლადი–>ბელგია–>მონარქი)
LikeLike
სერჟანტო, ძალიან შორიდან უვლი მონარქს, ბევრად მოკლეა გზა და იწრო. :)
LikeLike
მოკლედ, დაძაფრული ველოდები პასუხებს :)
LikeLike
12 საათზე ყველაფერს გამოვაქვეყნებ :)
LikeLike
პრიზი რა არის?
LikeLike
არავის პასუხი არ ჩანს, სხვას ხელი რომ არ შეეშალოს.
პრიზი არა, ხახვის მედალი.
და ვინ გითხრა, რომ გოგია უიშვილს ძაღლი არ ჰყავდა?
LikeLike
რატომ ხარ აგრესიული?
უკაცრავად რომ დავპოსტე და ხელი შეგიშალეთ.
LikeLike
აქ პრიზები არ არის :)
ჩვეულებრივი ვიქტორინასავითაა, შენს თავსაც ამოწმებს და ერთობი კიდეც.
12 სთ-მდე შენც შეგიძლია თამაში შემდეგ სწორი პასუხები და ქულები გამოქვეყნდება კომენტარებში :)
LikeLike
აგრესიული?
LikeLike
ხახვის მედალი :) ჰიჰი :) დავიმახსოვრებ :)
LikeLike
ოოო ლორდ რანაირად შედგენილი კითხვები
მაშინ ტკბილი მონარქი ნაპოლეონია : )
LikeLike
ლეთმიჰელფიუ. :)
1. – პროფესორი თავისი ნებით არ გადავარდნილა ჩანჩქერში, ერთმა ცნობილმა მევიოლინემ გადააგდო.
15. – დაივიწყეთ, რომ დიეტაზე ხართ. :)
LikeLike
1 გამოვიცანი მინიშნების გარეშეც :)
სხვებნიც გამოვიცნო და დავწერ
LikeLike
ხომ საყვარელი პაკეტი და კარგი კითხვებია, ტაბუ? :)
LikeLike
ამისთანა ჩახუჭუჭებული არაფერი მინახავს :)
დილით რომ წავიკითხე, თმები ყალყზე დამიდგა. და მას შემდეგ ტვინი ვიღრძე ფიქრით. განსაკუთრებული წარამტებით ვერ დავიკვეხნი – საღამომდე ვიქფირებდ ა ჩაგაბარებთ პასუხების ჩემს პაკეტს :)
LikeLike
ანუ ბრიყვზე და ბრძენზე დადასტურდა.
ესეც შედეგია. :) Mythbusters fail :)
LikeLike
მე რატომ მეჩვენება ყველა ძველ პაკეტზე იოლი და სახალისო :(
პრინციპში, ბევრი თემაა და არა ერთი, ეს ართულებს, ალბათ, საქმეს.
LikeLike
კითხვის ფორმა, ალბათ, მაგრამ პრინციპი ერთია ყველა კითხვის და ერთი მაინც თუ გამოიცანი – მაშინ ლოგიკა იცი და მარტივად უნდა უპასუხო, ასე მეჩვენებოდა მე. :)
აი, როგორც მოცეკვავე კაცუნებია – პრინციპი თუ იცი, იოლად გაშიფრავ :)
LikeLike
რა საყვარელი მინიშნებებია <3 მილორდ, შენ ჯეოპარდები უნდა წერო ხოლმე ბლოგზე :) აი, მართლა.
LikeLike
ჯეოპარდი კი არა მე წითელი მქვია დავამთავრე გუშინ და დიდი სურვილი მაქვს, ფამუქს თავს დავესხა :) მარა ვასასის პატივისცემით თავს შევიკავებ, ალბათ. :)
LikeLike
ანუ, იმდენად მოგეწონა, რომ ასე გინდა, უკვდავყო, ლენონივით… მესმის, მესმის :)
LikeLike
ზოგადად მომეწონა, ცოტა ზედემატად “აღმოსავლურია” და ოდნავ გაწელილი, მაგრამ ეგ არაფერი.
მაგრამ სტამბოლი+წითელი არსს არ ვეთანხმები :)
ახლა შავი უნდა წავიკითხო ან თოვლი.
LikeLike
იმ დროის სტამბოლი იყო წითელი. შენ თანამედროვეს ადარებ.
თოვლი წაიკითხე. შავი, ჯერჯერობით, მხოლოდ რუსულად გვაქვს.
LikeLike
ისედაც რუსულად ვკითხულობ :)
LikeLike
თანამედროვეზე წერს, იმჰო… :)
მგონი საქმეც მაგაშია, რომ ძალიან ახლო პერიოდს იღებს და უფრო შორს არ მიდის.
LikeLike
პოსტს თუ დაწერ, მშვენიერი დისკუსია გაჩაღდება.
LikeLike
გეთანხმები, მოლი – მიუხედავად ჩემი წარუმატებელი (წინასწარ შემიძლია ვთქვა) მონაწილეობისა, ძალიან კარგად კარგად დალაგებული კითხვებია. სწორედ ნაცრისფერი ნივთიერების ასამუშავებელი შეკითხვებია!
LikeLike
ასე გადაჭრითაც ნუ იტყვი წინასწარ, ტაბუ. ესეც არ იყოს, აქ გართობა და ხალისია მთავარი, წარმატება-წარუმატებლობა და ქულები მეორეხარისხოვანია. ჰოდა, თუ მოგეწონა, მისიაც შესრულებულა :)
LikeLike
10ზე პასუხი ღამე რომ გამაღვიძო მაშინაც გამახსენდება, ტურიკას მოთხრიბიდან მახსოვს :) ნილ არმსტრონგი
LikeLike
მგონი, ამდენი უაზრო პასუხი ჯერ არ დამიწერია :))
1. მორიარტი
2. ცხენები ავტობუსს მისდევდნენ, პოლისმენები მათ დაორთქლილ შუშებზე ხატავდნენ :)
3. ბარონმა მიუნჰაუზენმა პოლკოვნიკობას მიაღწია ვითომ? :)
4. კარლსონი
5. ლავუაზიე
6.
7. ნიანგს ლაკოსტა მოუხდებოდა :)
8. მარგალიტას რომ მორიდებოდა, უკეთ წაუვიდოდა საქმე :) ?
9. თეთრი ლექსი?
10.მთვარესთან ერთადერთი ნილ არმსტრონგი ასოცირდება, მაგრამ… :) ?
11.მარაკანა?
12.ვინი პუჰი
13.
14.
15.სიტკბოზე ყავა მახსენდება, ყავაზე – იაკობს მონარქი, მაგრამ არაო და… :)
LikeLike
1. მორიარტი
2. მოკლედ ცხენს ავტობუსის უკანა ფანჯრის შუშის დაორთქვლა ევასებოდა, ჰოდა ჰარი კიდე ზედ სასაცილო ნახატებს ხატავდა. ჰოდა მერე თუ სწორად მახსოვს, ბოროტმოქმედებმა ეს რომ დაინახეს მოეწონათ, რა მაგარ რაღაცას აკეთებსო და ცხენები იყიდეს და დადიოდნენ თვითონაც და დაორთქლილ ფანჯრის მინებზე ხატავდნენ. (მემგონი თუ სწორად მახსოვს)
3. პიპინია (შენ ის პიპინია არა ხარ, პორტ არტურიდან საკუთარ ცხენს რომ გამოასწარი?! :დ )
4.
5. ლავუაზიე
6. ბონდ, ჯეიმს ბონდ
7. ლაკოსტა
8. ნე პომნიუ :( :(
9. ტოჯე ნე პომნიუ
10. ამსტრონგი (წარმატებებს გისურვებთ მისტერ გორსკი)
11. უემბლი?! (ალუზია მაქვს შტანგა გოლზე)
12. ვინი პუჰი (კაჟეტსია დოჟდ საბირაეტსია)
13. ფეხცანცარა ციცუნია ჩემი კაი (ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში და რამე! აუ რა ზე წიგნია!!! )
14.
15. ნაპოლეონი..
LikeLike
რაღაცეები ვერა, მარა ზატო ზე კითხვები ავიღე.. :დ :დ
LikeLike
1. დაუდგრომელი მორიარტი არ არის?
2. ჰიჰ! ჩემი საყვარელი ბისეტი :) ჰარი შუშებს ორთქლავდა და არტური სასაციო სახეებს ხატავდა;
3. “შენ ის პიპინია არა ხარ, პორტ–არტურიდან საკუთარ ცხენს რომ გამოასწარიო?!”
4. ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული მაამკაცი – კარლსონი;
5. ლავუაზიე;
6. ბონდი, ჯეიმს ბონდი;
7. ლა კოსტა;
8. :(
9. :(
10. გუდ ლაქ, მისტერ გორსკი – ნილ არმსტრონგი;
11. :(
12. ვინი პუჰი;
13. ფეხცანცარა ციცუნიააა :);
14. :(
15. ნაპოლეონი ალბათ.
P.S. თხუტმეტივიე კითხვას ვერ ვუპასუხე, მაგრამ გოგია უიშვილის ძაღლის სახელი მახსოვს, წავია ერქვა;
P.P.S. გაიხარე, ლორდ, კარგად ვიხალისე :) :) :)
LikeLike
როგორც იქნა მოვედი :)
1.
2. ავტობუსზე ხატვით, ცხენი აორთქლავდა და არტური ხატავდა :)
3. არაჩვეულებრივი გამოფენა – პიპინია
4.კარლსონი
5. ლაუაზია
6. ჯეიმს ბონდი
7. ლაკოსტა? :)
8.
9.ლირიკა
10. ნილ არმსტრონგი
11.
12. ვინი-პუჰი
13.
14.
15. იაკობი
თხუტმეტივეზე პასუხი არ ვიცი, მაგრამ წავიას რა დამავიწყებს :)
LikeLike
ძალიან მაგარი იყო :) სათაურზე ერთადერთი კუსტურიცა გამახსენდა ;)
LikeLike
1.მორიარტი
2.
3
4
5.ლავუაზიე
6
7
8.ფაეტონი
LikeLike
1. პოლკოვნიკ მორანის შეფი;
2. აზრზე არ ვარ;
3. ქუთეისელი იქნება აგი :D
4. მურაბათმმუსვრელი;
5. კანონშემოქმედი ლავუაზიე;
6. ჯეიმს ბონდია ეს? :D
7. იუმორისტულ ჟურნალზე იქნება ლაპარაკი უეჭველი :D
8. აზრზე არ ვარ ;
9. არტემა ჩაჩანიძე იყო მემგონი მაგ ჟანრის დიდი თაყვანისმცემელი;
10. მრ. გორსკი პლეიბოის ვერშემდგარი გამომცემელი :D
11. აზრზე არ ვარ (მარაკანაა ვითომ?);
12. ია ტუჩკა, ტუჩკა, ტუჩკა ა ვოვსე ნე მედვედ :D
13. ძირს წორდპრესი ასაკრძალია იმჰო;
14. აზრზე არ ვარ;
15. მონტესუმა feat ერნანდო კორტესი
გოგია უიშვილს ძაღლი არ ჰყავდა და თქვენ თუ იცით რა ერქვა ბატონი დეზაკურის ძაღლს?
LikeLike
ჩემი პასუხები რატომ არ ჩანს? :(
LikeLike
9, 10, 11 საერთოდ ვერ ვხვდები :( დანარჩენებიდან რამდენიმეზე ვერსია მაქვს და ვშიშობ :) ერთი ორი მგონია რომ ვიცი, მაგრამ ძალიან ცოტაა :)
ჯერ კიდევ არ დავწერ და თუ 12მდე კარგი ვერაფერი მომაფიქრდა ჩავფლავდი და ეგაა :)
LikeLike
კაით ხო….
დავაზუსტოთ – მონარქი ატარებდა იმპერატორის ტიტულს :) რა ვქნა მეტი…
ნუ პოსტს დავწერ მაქ მონარქზე ერთხელაც იქნება.
LikeLike
4. კარლსონი.
12. ვინი პუჰი.
15. ნაპოლეონი
LikeLike
ახალი ვერსია მაქვს მონარქთან დაკავშირებით – თუ ყავა არ არის, ნამცხვარი იქნება :) ნაპოლეონი
LikeLike
მეც ვცადო ბედი (თუმცა ვინაიდან ლორდის პაკეტია , ფრიად დაშინებულიი ვარ)
1
2 ცხენები მინას ორთქლავდნენ, მათი პატრონები კი ზედ სასაცილო სახეებს ახატავდნენ :)
3
4 კარლსონი
5 ამპერი (?) (ფრანგი კი იყო მაგრამ . . .)
6
7 ლაკოსტი
8
9
10 ნიუჟელი არმსტრონგი
11
12 პუჰი, ვინი პუჰი :)
…………………………………………………………………………………………………………….
ლორდი ბიძია მიწასთან გამასწორებს :(
LikeLike
15 ნაპოლეონი
LikeLike
1. პოფესორი მორიარტი (შერლოკ ჰოლმსის უკანასკნელი საქმე)
2. სასაცილო „სიფათების“ ხატვით დაორთქლილ მინებზე (“ყველაფერი ყირამალა”. ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი იყო, მაგრამ სახელს ვერ გავიხსენებდი, რომ არა მოლის პოსტი)
3. ბარონ მიუნჰაუზენი.
4. კარლსონი.
5. ლავუაზიე :D
6. ჯეიმს ბონდი?
7. ქროქსი ვიფიქრე, მაგრამ რადგან კითხვების ავტორი ვეიდერია, ამიტომ ლაკოსტა :)
8. ფაეტონი
9. ლირიკა, სასიყვარულო ლექსები.
10. ნეზნაიკა? სხვა ვერავინ დავაკავშირე მთვარეს ისეთი, ვინც ჯეოპარდის ავტორის კითხვებში შეიძლებოდა, მოხვედრილიყო.
11. ასე მგონია, „პირველ მერცხალთან“ უნდა იყოს კავშირში… მოკლედ, აქ პას.
12. ვინი პუხი (ია ტუჩკა ტუჩკა ტუჩკა, ია ვოვსე ნე მედვედ)
13. ჯელსომინოს სამფეხა კატა
14. ჯინსი (დენიმი).
15. ნაპოლეონი.
LikeLike
ეჰ, ტაბუ, ტაბუ…
:)
LikeLike
ვაი? ასე ცუდად მაქვს საქმე? :)
LikeLike
პირიქით :) კარგად გაქვს და სულ ოდნავ რომ დაგემატებინა, კიდევ უკეთ გექნებოდა :)
LikeLike
ეს ბანკიდან წამოღებული ჩემი პასუხები:
1. საწყალი პროფესორი მორიარტი;
2. ჰარი ფანჯრების მინას აორთლავდა, არტური თითით სასაცილო სიფათებს ხატავდა, ქურდბაცაცები ფეხდაფეხ დასდევდნენ და სიცილით იჭაჭებოდნენ, ჰოდა საავკაცოდაც ვერ იცლიდნენ;
3. შენ ის პიპინია ერისთავი არ ხარ, პორტ-არტურიდან საკუთარ ცხენს რომ გამოასწარიო :) ;
4. კარლსონი, რა თქმა უნდა;
5, ლავუაზიე;
6. ჯეიმს ბონდი და მისი სახელგანთქმული მშრალი მარტინი – შეანჯღრიეთ, ოღონდ, არ აურიოთ;
7. ლაკოსტა, ალბათ;
8. არ მახსოვს;
9. პოეტი-მოტობურთელი (თუ რაც ჰქვია) არტემ ჩაჩანიძე რომ იყო, მახსოვს, მაგრამ ჟანრი არ ვიცი. ძირითადად ლირიკააო, კი ეუბნება ისე;
10. ნილ არმსტრონგი :) “მაგას მაშინ ეღირსები, ჩვენი მეზობლის ბიჭი მთვარეზე რომ გაფრინდებაო” :)))
11. მარაკანა, თუ “რეკორდი” კარგად მახსოვს;
12. “ია ტუჩკა, ტუჩკა, ტუჩკა, ია ვოვსე ნე მედვედ'” – ვინი პუჰი :)
13. ფეხცანცარა ციცუნია ჯელსომინოდან :) ეს კითხვა ჩემი ფავორიტია <3
14. მგონი, ჯინსია. ლევი სტრაუსის ლოგოს ამბავში;
15. ნაპოლეონი, ია ტაკ დუმაიუ.
ბონუსი: თხუთმეტიდან თხუთმეტი ნამდვილად არ ამიღია, მაგრამ იმ ჩემი ცოდვით სავსე გოგია უიშვილის ძაღლს წავია რომ ერქვა, ვიცი.
LikeLike
ესეც ლორდ ვეიდერის სწორი პასუხები და წინასწარი შედეგები:
1. პროფესორი მორიართი (მათემატიკოსი იყო პროფესიით და კათედრასაც ედგა სათავეში)
2. სასაცილო სიფათებს ხატავდნენ ავტობუსის უკანა მინაზე (დონალდ ბისეთი)
3. პიპინია ერისთავი “არაჩვეულებრივი გამოფენიდან”
4. კარლსონი (გაფრინდა, მაგრამ დავბრუნდები-ო)
5. ლავუაზიე
6. ჯეიმს ბონდი
7. ლაკოსტი
8. ფაეტონს ერიდე ქალაქში, ეშმაკის მოგონილიაო (“შერეკილები”)
9. სონეტი (სონეტების ახალი კრებული მოვიტანეო, თუმცა რახან კითხვაში ჟანრი მიწერია – ლირიკაც სწორი გამოდის, რაკი სიყვარულზე წერდა ლექსებს პატივცემული არტემ ჩაჩანიძე “ცისფერი მთებიდან”)
10. ნეილ არმსთრონგი (მის მეზობელს, ბატონ გორსკის ქალბატონმა გორსკიმ უთხრა, ორალურ სექსს არ გაღირსებ, სანამ მეზობლის ბიჭუნა მთვარეზე არ გაივლისო)
11. მეხიკოს ოლიმპიური (“რეკორდი”)
12. ვინი პუჰი
13. ფეხცანცარა ციცუნია (“ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში”)
14. ჯინსი (“ლივაისის” ლოგო)
15. ნაპოლეონი
ბონუს-კითხვის პასუხი ქ-ნმა მზექალამ იცის :) ისე წავია ყოფილა :)
წინასწარი შედეგები:
ნატო დავითაშვილი 13+1; მოლი ბლუმი – 13+1; Author – 12; მერი პოპინსი – 11+1; mecmikvarkhar – 10+1; Isaac Clarke – 10; იაკომ თქვა – 9; Sgt. Pepper – 9; Kejeradze – 8; Misha Chkhartishvili – 8; tamara -7; glamtaia – 6; Precelsus – 6; Tjorven-ჩორვენი – 5, M.K. – 4; spleet – 3; თორნიკე ვანიშვილი – 3.
LikeLike
მოლი შენ გემახსოვრება ტურიკას რომელ მოთხრობაშია ნილ არმსტრონგის ამბავი :) ვერაფრით გავიხსენე
LikeLike
“მეცამეტეშია” ასეთი მოთხრობა, თეო – ფელაციო ჰქვია. ჰოდა, მანდ ;))
LikeLike
მადლობა მოლი <3 მაგრამ ეგ ძველი მოთხრობაა ჰო, იმიტომ რომ ძალიან ადრე მაქვს წაკითხული :)
LikeLike
ძალიან სახალისო ჯეოპარდი იყო, მადლობა ლორდს და რა თქმა უნდა მასპინძელს :)
LikeLike
ჰაჰ – ნილს არმსტრონგის და გორსკის ეპოპეა არ ვიცოდი. რა დავწამე საწყალ ნეზნაიაკს :დ
LikeLike
შე კაი ადამიანო, ნეზნაიკა მთვარეზე რევოლუციის მოსახდენად გაფრინდა და სექსისთვის ეცლემოდა ახლა იმას? :) თან ორალურისთვის.
ისე, სტილიაგობის ამბავში კი შეეძლო :);)
LikeLike
ნეზნაიკა მთვარეზე რომ იყო, ამაზე მეტი არაფერი მახსოვს მულტფილმიდან :)
ისე, ნილ არმსტრონგს ჩემს თვალში უკეთესი რეპუტაცია რომ ჰქონდა, ვიდრე ნეზნაიკას, ცოტა უცნაურია :D
LikeLike
ისე, დღეს მოდაშია რიმეიქები და შეიძლება დაიწეროს მოთხრობა ნეზნაიკაზე, რომელიც მთვარეზე ბრუნდება, რომ სექსუალური რევოლუცია მოახდინოს. :)
გვყავს ჩვენ მწერალი-ბლოგერები და სცადონ.
LikeLike
საქართველოში ვერ მოხდა და კარგა ხანს ვერ მოხდება და იქნებ მთვარეზე მაინც…
LikeLike
გლამთაიას რომ ბისეთი ვერ გამოეცნო, მაგარი იქნებოდა :)
LikeLike
kargi iyo udavod :D
LikeLike
ვერავის რომ ვერ გამოეცნო, ეგეთი კითხვა არ აღმოჩნდა. ზნაჩიტ, ყველა ამოცნობადო იყო. კარგად შემიდგენია :)
ისე რამდენიმე სხვა ვარიანტიც მქონდა. 15-ში ვერ ჩაეტია უბრალოდ.
მაგალითად, მოფარიკავე, რომელმაც ანბანის ერთი ასოს წერა იცოდა.
ან მწერალი, რომელმაც ქართველებს ღვინის სმაში აჯობა.
LikeLike
Napoleoni yvelaze tkbili ratom Iyo? Verafrit mivxvdi :(
LikeLike
ნაპოლეონის პირადი ექიმის, ჟან კორვიზარის ცნობით, იმპერატორს სისხლში შაქრის დონე არნახულად ჰქონდა მომატებული.
LikeLike
მთელი დღე თავი უნდა ვიმტვრიო ახლა ამაზე, მილორდ :(
LikeLike
არ შემიძლია, ამ ჯეოპარდისთვის დიდი მადლობა არ გადაგიხადო. ფრიად სასიამოვნო და ჩამთრევი სათამაშო აღმოჩნდა :)
LikeLike
ლორდ, დიდი მადლობა ამ ჯეოპარდისთვის. ძალიან ვისიამოვნე.
LikeLike
რის მადლობა – როგორც ზაზაევიჩი იტყოდა, აბა რისთვის ვართ ჩვენ აქ.
LikeLike
სულ არ იყო რთული, ხალხნო, რა მოხდა :დდ
13–13 და ბონუს ქულაც ხომ აიღეთ? ^_^
LikeLike
ვინც პირველი ვერ გამოიცნო ყველა კარცერ-ლუქსშია გამოსაკეტი :)
LikeLike
:D :D :D
კიდე გააკეთე ხოლმე, მე მომეწონა, უბრალოდ მე გამომრჩა, ვერ მოვიცალე…
LikeLike
ნამდვილად არ იყო რთული, ქევან :) აი, სახალისო იყო. ყველაზე (ჭკუა)მხიარული პაკეტი მოლის ჯეოპარდის ისტორიაში :)))) ნუ, სულელურ კანონებთან ერთად.
LikeLike