რა აღარ გამოიარა კაცობრიობამ – ბრინჯაოს ერაო, რკინისაო, ვერცხლისაო, ოქროსიო, მეზოზოურიო, პალეოზოურიო, ასეთიო, ისეთიო, მოკლედ, სულო და გულო…
გამოიარა და როგორც იქნა, აქამდე მოაღწია, წვალებით და ჯახირით, მაგრამ მაინც შედგა ფეხი დღევანდელობაში.
სწორედ იმ დღევანდელობაში, სადაც სიყვარულიც და სიძულვილიც ვირტუალურ ცნებებად გადაიქცა და ყველანაირ განცდას კოხტად დამრგვალებული, პირგაბადრული სმაილებით უზიარებენ ერთმანეთს.
სადაც უკვე აღარც ახლად მოთიბული თივის სუნია, აღარც ჭრიჭინობელების კუტკუტი და აღარც ვარსკვლავიანი ღამეები.
სადაც მალულად შეერთებული ხელისგულების სითბო უკვე აღარ არის ყველა კოცონზე უფრო მხურვალე და გიზგიზა.
სადაც ყველაფერი ორჯერ ორივით მარტივია, ან უფრო მეტადაც…
ჰოდა, ამ გამოციებულ, დაპროგრამებულ სამყაროში ხანდახან სულ უბრალო წიგნს გადააწყდები, გადაშლი, უწადინოდ ჩაათვალიერებ პირველ ფურცლებს, ნელ–ნელა კითხვას მოუჩქარებ და მოგეჩვენება, თითქოს დიდი ხნის მოწყურებულმა ცივ ნაკადულს მიაგენი და სულმოუთქმელად დაეწაფე.
სხვისი არ ვიცი, მე კი სწორედ ასე წავიკითხე ნიკოლას სპარკსის “დღიური“.
წიგნი, რომელშიც ყველაფერი ნამდვილია – სიყვარულიც, ტკივილიც და მონატრებაც.
ნოა – უბრალო ბიჭი გაცრეცილი ჯინსით, შრომისაგან დაკოჟრილი ხელებით და საოცარი გულით და ელი – ნოას თავს ტორნადოსავით დატეხილი ქერათმიანი გოგო ზურმუხტისფერი თვალებით.
შეხვედრა და განშორება, თითქოს სამუდამოდ.
ისევ შეხვედრა.
ღამეული ხმებით სავსე ვერანდა, სარწეველა სავარძლები, შინ გამომცხვარი პურის სურნელი, ტბაზე ნავით სეირნობა, ჭექა–ქუხილი და გედები…
ვნებით და სინაზით გაჯერებული ღამეები, ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლი და ერთმანეთით გაჟღენთილი სულები…
სიყვარულსა და ბედნიერებაში გალეული წლები და… “ორისათვის დამდგარი ზამთარი“ ულმობელი დიაგნოზის სახით.
წერილებში შენახული წარსული და თავგანწირული ბრძოლა დაბინდულ გონებასთან.
თანამედროვეობის საუკეთესო ბალადა დიდ სიყვარულზე.
წიგნი, რომლის წაკითხვის მერე მთელი არსებით, სუნთქვის შეკვრამდე მოგინდებათ, რომ შეგიყვარონ და შეიყვაროთ.
მონატრება მოგენატრებათ, კარს უკან მოპარული კოცნა, მთვარიანი ღამე, ყელში მობჯენილი გული და გახშირებული სუნთქვა…
“დღიურის“ ფურცლებს ბედნიერების სურნელი ასდის, ისეთი ძლიერი, რომ იქვე დაბუდებული ტკივილი და უბედურება ოდნავაც ვეღარ შეგაშინებთ.
და აუცილებლად გაგახსენდებათ ოდესღაც ყურმოკრული, მერე კი მივიწყებული ფრაზა – “თუ ვინმე გიყვარს, ადამიანი ხარ, თუ ვინმეს უყვარხარ – ღმერთი.“
ვაიმე…
მე ფილმიც კი არ მინახავს!
რა დაწერე ეს, მოლი, ავჩუყდები ახლა….
LikeLike
ეჰ, კინაღამ ავცრემლდი :(
LikeLike
ძალიან განსხვავდება ფილმისგან? წიგნი თუ არსებობდა არ მეგონა.
LikeLike
არა ქევან არ განსხვავდება, ინგლისურად კარგად იკითხება ამ კაცის ყველაფერი, “სემიჩკასავით” :)
LikeLike
მაშინ მოვძებნე და ჰაიდა ქინდლისკენ ^_^
LikeLike
http://www.e-reading.org.ua/bookbyauthor.php?author=19337
რუსულადაცაა ამ საიტზევე :)
LikeLike
ყველაზე კარგი ნაწარმოებია ამ კაცის და ეკრანიზაციაც ფანტასტიურია, მსახიობების დამსახურებით უფრო :) სხვა ყველა წიგნი სჯობს ეკრანიზაციებს :) ქართულად წაკითხვა მომანდომე მოლი <3 ორიგინალში მაქვს წაკითხული
LikeLike
სპარკსმა იცის როგორ წეროს <3 მისი ეს წიგნი და სხვებიც კიდევ,მართლა მოგანდომებენ,რომ ვინმეს უყვარდე.. ფილმებიც კარგია. ^^
LikeLike
<3 <3 <3
LikeLike
ფრიად რომანტიკული პოსტი გამოვიდა <3 :))
LikeLike
თითქოს ერთი ჩვეულებრივი რომანია, მაგრამ რაღაცნაირი სითბოთი წერს ნიკოლასი… ისე, რომ ერთ ჩვეულებრივ ნოასთან შეხვედრას მოგანდომებს და მიგახვედრებს, რომ სიყვარული ჩვეულებრივი ვერ იქნება… :)
ეკრანიზაციაც არ ჩამოუვარდება – დღემდე ჩემს ფავორიტ ფილმებშია (არადა ზოგადად ეს ჟანრი მაინცდამაინც არ მიზიდავს)…
LikeLike
ამ წიგნის ხიბლიც გარეგნულ “ჩვეულებრივობაში” მგონია.
სპარკსის სხვა წიგნებს ნამდვილად მირჩევნია.
LikeLike
მთავარი როლის შემსრულებელთა დამსახურებაა დიდი ფილმი რომ კარგია :)
LikeLike
რა კარგია, ჯერ წავიკითხავ და მერე ფილმს ვუყურებ :)
LikeLike
ფილმიც კარგია, წიგნიც კარგი იქნება, მოლ, არის ქართულად ეს? ვიღაცისთვის კარგი საჩუქარია აშკარად და ვიყიდდი.
LikeLike
მეორე სურათი ქართული გამოცემის ყდაა. “დიოგენეს” წიგნია. წელს დაბეჭდეს.
LikeLike
უ ნ დ ა ვ ი ყ ი დ ო ! უი და კარგი თარგმანია ?
LikeLike
ძალიან კარგი.
http://www.diogene.ge/ka/books/book/235
LikeLike
მოლ, თარგმანი კარგია? თუ არ ვარგა არ ვიყიდი ხომ იცი)))
LikeLike
კარგია :) მე მომეწონა, ანგელოზო.
LikeLike
ჰოდა დავადგები ხვალ რომელიმე მაღაზიას :P
LikeLike
არ ინანებ :)
LikeLike
მართლა მშვენიერი წიგნია, სევდიანი და სიყვარულით სავსე. და ფილმიც კარგია
LikeLike
au tam gaaqvss?? ar gamogzavno, ro camoval mand cavikitxav <33
LikeLike
OK SAYVARELO SHEMOGINAXAV MASHIN AKAOBISTVIS
LikeLike
UI KOMENTARSHI DAMAVITYDA METKVA VIN MAIDZULA AM FILMIS YUREBA DA MERE BGAVIL FARTI ROM GVKONDA; BEE
LikeLike
ar vicodi rom cignic arsebobda, au cigni uro tbili casakitxi ikneba, sasiamovno stabejdilebebs datovebs.. ^_^ <3
LikeLike
წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ფილმი მაქვს ნანახი და საოცრად ლამაზია!
LikeLike
მხოლოდ ფილმის მაქვს ნანახი, ისიც საკმაოდ გვიან ვუყურე, გვიან ანუ მას შემდეგ რაც უკვე ირგვლივ ყველა ერთხმად ამტკიცებდა ამაზე უკეთესი სიყვარულის ისტორია არ გადაუღიათო. რატომღაც მეგონა რომ მორიგი ბანალური ისტორია იქნებოდა და ფრიად იმედგაცრუებულიც დავრჩებოდი, თუმცა ასე არ მოხდა, მომეწონა. წიგნზე არაფერი ვიცოდი, რომანტიულ განწყობაზე ყოფნისას სიამოვნებით ჩავუჯდები.
LikeLike
ეს არის ერთგვარი “ჯიბის წიგნი”.. რომანტიკოსი და თავისუფალი დროის მქონე ადამიანების საკითხავი ან აი, ისეთი ადამიანისთვის ვისაც დიდი ხანია არ ყვარებია და ეგ გრძნობა ფაქტობრივად ჩამქვრალი აქვს :)
LikeLike
მშვენიერი “ჯიბის წიგნია”, მე თუ მკითხავ.
LikeLike
გრძნობების გასაღვიძებლად და თვალის გასახალისებლად :)
LikeLike
წიგნი არ ვიცი, აი ფილმი კი ნანახი მაქვს და პოსტი ჯობია :) <3
LikeLike
ჯერ არ ვიცი, რიგში ჩავაყენებ! პოსტი მომეწონა!
LikeLike
აუცილებალდ ვიყიდი ,,, ♥♥♥
LikeLike
not for me 100%
LikeLike
Sure! :)
LikeLike
+1
LikeLike
რა რომანტიკული პოსტია. გამახსენდა ,,დღიური” და გული ამიჩუყდა… კარგი ხარ, მოლი! :*
LikeLike
მოლი <3
ავჩუყდი :*
LikeLike
აშკარად უჩვეულოდ რომანტიკული პოსტია :)
LikeLike
მართლა ძალიიან კარგიი პოსტიია <3
LikeLike
მეც იმათ რიცხვში ვარ ფილმი რომ ნახეს და წიგნი ჯერ არ წაუკითხავთ, კიდევ იმათ რიცხვს მივემატე რომელთაც გადაწყვიტეს აუცილებლად ეწვიონ ბიბლუსს და რომანი შეიძინონ….
და კიდევ იმათ სიასაც მიმამატეთ ეს პოსტი რომ ძალიან მოეწონათ
მადლობა მოლის.
LikeLike
ფილმის შესახებ სხვა ფილმიდან გავიგე: გოგონები მაჩო ბიჭებს სახლში ეპატიჟებიან და “notebook”-ს აყურებინებენ. რომ იმ ბიჭებს მათთან მხოლოდ სექსი არ უნდოდეთ :)
LikeLike
ბიჭები კი ფიქრობენ, რა დაუმთავრებელი ფილმიაო და იპურჭყებიან ვაზაში (მალულად, გოგოებმა რომ ვერ შენიშნონ)
LikeLike
როცა ამ წიგნის თარგმანისთვის ვიბრძოდი(რაც როგორც ხედავთ გამომივიდა), ვერ ვიფიქრებდი, რომ მასზე ყველაზე პოპულარული ბლოგერებიც ალაპარაკდებოდნენ :D
LikeLike
მე ალბათ ის იშვიათი გამონაკლისი ვარ ვისაც ფილმი არ მოსწონს. პრინციპში დიდი ხნის წინ ვნახე და ახლა შეიძლება მომეწონოს კიდეც. თუმცა ცოტა ხნის წინ გავიგე ამ წიგნის არსებობის შესახებ და მომინდა წაკითხვა:))
LikeLike
ფილმზე მეც ბევრს ვერაფერს ვიტყვი, სალომეა. აი, წიგნი კი ძალიან მომეწონა და ეტყობა კიდეც პოსტს.
LikeLike
მოლი, რა კარგია ეს პოსტი <3 რა კარგი ხარ შენ!
LikeLike
ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამ ფილმს წიგნად. იცი რა მაგარი ხარ, მოლი? ჩემნაირ ზარმაცს რომ ასეთი შინაარსის წიგნის ყიდვას და წაკითხვას მოანდომებ, უკვე გმირი ხარ. :D :D
LikeLike
გამახარე :) პოსტი გამოსულა!
LikeLike
აუ ეს არ მეწერა სიაში….
უნდა შემდეგ ხელფასზე ვითვალისწინებ :)
LikeLike
გუშინ წავიკითხე და ფრიად იმედგაცრუებულმა დავხურე. რატომ არ მომეწონა? შეიძლება იმიტომ, რომ იდელაიზირებული პერსონაჟები არ აღძრავენ ჩემში სიპატიებს, თუკი ეს იდეალიზირება მნიშვნელოვან სიმბოლიზმს არ ემსახურება; ან იმიტომ, რომ ცხოვრებაშიც არ მაკლია რომანტიკა :)
ასეა თუ ისე, ის რამოდენიმე საათი ალბათ მაინც ფუჭად შემომეფცქვნებოდა პირწიგნაკზე… ამიტომ არ ვნანობ წაკითხვას – უკვე ვიცი მაინც, რა არის სპარკსის “დღიური” :)
LikeLike
მკითხველია და გუნება… ჩვეულებრივი გემოვნების ამბავია. წიგნი არ მინახავს, ყველას ერთნაირად მოწონდეს. ოღონდ, ცხოვრებაში რომანტიკა არც მე მაკლია და, არა მგონია, ამაში იყოს საქმე.
LikeLike
ცუდად გამომივიდა… მართლაც, მკითხველია და გუნება :)
LikeLike
კინოს ვუყურე და ძაან მომეწონა, წიგნი თუ იყო თარგმნილი არ ვიცოდი და შემთხვევით გადავაწყდი ძაან მაგარია ორივე, მარა გული დამწყდა რო ჩემი ჩვეულების თანახმად ჯერ წიგნი ვერ წავიკითხე და კინოს ვუყურე.
მოლი როგორც ყოველთვის ძალიან კარგი პოსტია <3
LikeLike
ხომ არ იცით სად შემიძლია ამ წიგნის შოვნა? :( ვერსად ვპოულობ,საჩუქრად მინდა და ძალიან მჩირდება
LikeLike
დიოგენეს გამოცემაა. გამომცემლობას შეეხმიანეთ, იქნებ ერთი ეგზემპლარი ჰქონდეთ. ან წიგნის მსხვილ მაღაზიებში მოიკითხეთ, სანტა-ესპერანსაში, ბიბლუსში, პარნასში, იქნებ დარჩა.
LikeLike