ალბათ, თქვენც, როგორც ადამიანების უმრავლესობას, უსიამოდ გაგცრათ ტანში. და იქნებ ისიც იფიქრეთ – მოლი ლატენტური ოკულტისტი ყოფილაო.
არადა, სულ სხვაგვარადაა საქმე.
ეს ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო, შეიძლება ითქვას, ბავშვობაში, როდესაც, მორიგი ალბომის თვალიერებისას, მიხეილ ვრუბელის “მჯდომარე დემონს“ წავაწყდი.
სურათის სათაურისთვის თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია. უბრალოდ, ვიჯექი და თვალმოუშორებლად დავცქეროდი გრძელთმიანი, დაკუნთული ჭაბუკის სახეს.
არ მახსოვს, ან მანამდე და ან მას შემდეგ, რომელიმე ტილოდან ასეთი მაგნეტიზმი მეგრძნო. ემოციური და იმპრესიული ყოველთვის ვიყავი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეგზალტაციისკენ მიდრეკილება არასოდეს მქონია.
აქ კი, ახლაც არ ვიცი, რა დამემართა.
ვუყურებდი ნახატს და ცხადად ვგრძნობდი, როგორ შემოდიოდა ჩემს სულში ეს სევდით სავსე სახე, უსაშველოდ დიდი თვალები შიგნით ჩაგუბებული სასოწარკვეთილებით და თავგანწირულად გადაჭდობილი ხელები.
ფერადი მოზაიკის მსგავსი ყვავილების სურნელიც მცემდა…
მეწამული დაისი კი აქვე იყო, სულ ახლოს. ქლიავისა და ატმის ფერები ირეოდნენ ჰორიზონტზე და ზეცა ისეთი საოცარი იყო, სხვაგან რომ არასოდეს მინახავს.
სურათი ერთდროულად მამშვიდებდა და მაფორიაქებდა.
და, რაც მთავარია, ამოუხსნელი ძალით მიზიდავდა. იმდენად, რომ ერთი ხანობა შეგნებულად ვარიდებდი თვალს – ვგრძნობდი, რომ ნარკომანივით ვიყავი დამოკიდებული და, ცოტა არ იყოს, მეშინოდა.
მერე ეს არეულ–დარეული იმპრესიები დალაგდა, შიში დაილექა და მიზიდულობა დარჩა.
მაშინ ვერაფრით მივხვდი, რატომ ერქვა ტილოს “დემონი.“
კაცმა რომ თქვას, მაინცდამაინც ვერც ახლა ვხვდები.
ჩემთვის ეს ნახატი ნაღველითა და უიმედობით გაჟღენთილი მშვენიერებაა და ბოროტ სულთან ვერაფრით ვაკავშირებ.
თუმცა, როგორც თავად მხატვარი ამბობდა – “დემონი ავზე მეტად, ტანჯული და სევდიანი სულია“.
და ვრუბელზე უკეთ ეს არავინ იცოდა.
არაჩვეულებრივი პოსტია, სწორედ ნამუშევრის შესაფერისი…
პირადად მე ასე უფრო მესმის ხელოვნება, ვიდრე თუნდაც ყველაზე ბრძენი ხელოვნებათმცოდნის ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები. ასე რომ, რესპექტ!
შენც და ვრუბელსაც…
LikeLike
არნოლფინებს უფრო განხილვა მოუხდებოდა. ეს იმპრესიების ტილოა :)
LikeLike
ახლა ვათვალიერებდი ვიკიში დემონებს მასონებს ასე შემდეგ. ვრუბელი ერთ ერთი საყვარელი ფერმწერია
LikeLike
მშვენიერი გემოვნება გქონია, თამი.
LikeLike
ამ დემონის პროფილი მომწონს :)
ისე დემონი უძახე და გარეგნობით ბოტიჩელის ანგელოზს ჯიბეში ჩაისვამს :დ
LikeLike
ჰო :)
LikeLike
შესანიშნავი შეფასებაა მოლი. (ჩემდა სამარცხვინოდ) აქამდე არასოდეს მინახავს ეს დემონი, რა ლამაზი რამეა, გავადიდე და ვათვალიერებ :) მადლობა რომ გაგვიზიარე და თან ასე საინტერესოდ :)
LikeLike
გემრიელად მიირთვი კი არა და, დაათვალიერე, იაკო :)
LikeLike
ჯერ პოსტის სათაურმა მიმიზიდა ისე რომ ერთი სული მქონდა წამეკითხა, შემდეგ პოსტის თავში გამოსახულმა ფიგურამ მომჭრა თვალი. მართლა ძნელია თვალის მოწყვეტა. დემონის ასეთი განმარტებაც ძალიან საინტერესოდ მეჩვენება, მიუხედავად იმისა რომ არც მე მგონია “დემონები” ისეთები იყვნენ როგორებადაც მათ ადამიანთა უმრავლესობა წარმოიდგენს, მაგრამ ამ შემთხვევაში აშკარა თანაგრძნობის შეგრძნებაც ჩნდება.
LikeLike
სევდიანია და მარტოსული :(
LikeLike
მოლის თვალით დანახული შედევრები ჩემს თვალში ხელახლა იბადებიან
LikeLike
ისეთი სასიამოვნო კომპლიმენტია, უარს ვერ ვამბობ :) მადლობა, ტაბუ :)
LikeLike
გადასარევი დემნია, ეგ კი არა მეც მომხიბლა :)
LikeLike
პირველი ნახვის ეფექტი მაინც სხვაა…
LikeLike
დემონი კი არა, ლამის გვერდით მივუჯდე და თავი ჩემს კალთაში ჩავადებინო, ისეთ თანაგრძნობას იწვევს :))
ძალიან კარგი პოსტია, მოლი :)
LikeLike
წლის კომენტარია, რუსა :) ახლა უფრო შემეცოდა საწყალი დემონი :(
LikeLike
ეს ნამუშევარი ერთ-ერთია ჩემს ფავორიტთა შორის… ისეთი “საყვარელია”, არც კი მჯერა, რომ დემონია :)
LikeLike
ამაშია ეშხი :) დემონიც საყვარელია :) (ადამიანია მეთქი, კინაღამ დავწერე :))
LikeLike
მოლი, შენ წერ ისე, როგორც მინდა რო მე ვწერდე, მაგრამ ვერ ვწერ : ) არადა, ზუსტად ისე ამბობ სათქმელს, როგორც მე მინდა, რო ვამბობდე. ზუსტად რო არ ვიცოდე, ვიფიქრებდი, რომ შენ მე ხარ.
LikeLike
მხატვარი რომ ნახატზე დაწერილ პოსტს მოგიწონებს, განსაკუთრებით სასიამოვნოაო, ძველ შუმერ ბლოგერებს უთქვამთ :) “შენ მე ხარ” მაგარია!
LikeLike
როგორც კი დემონი წავიკითხე ეგრევე მერი შელის ,,ფრანკენშტეინი” გამახსენდა, ,,დემონი ავზე მეტად, ტანჯული და სევდიანი სულია“-
და ეს ფრაზა უფრო განამტკიცა ))))
LikeLike
დემონის გონებასთან, აზრივნებასთან გაიგივება ბარათაშვილმა დაიწყო, მერე სიმბოლისტებმა აიტაცეს, ნუ გალაკტინმა ხო საერთოდ. ვრუბელის ხსენებაზე სულ ტიციანის “ანანურთან” მახსენდება და ფრაზა-“ისე ნაზია ეს მოგონება, როგორც დემონის ფრთების შეხება…” ან კიდევ “კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს”…
LikeLike
მშვენიერი ასოციაციებია :)
LikeLike
წარმოვიდგინე რა შთამბეჭდავი უნდა იყოს ამ ტილოს ორიგინალში ნახვა… შეიძლება საათობით ვერ მოსწყდე
LikeLike
ყვავილებში ზის დემონი,სიმბოლურად ეს სიკეთე და სიყვარულია მის გარშემო .
LikeLike
ესეც პროფესიონალის თვალი და ცოდნა :)
LikeLike
ჩემს მეგობარს უყვარს ეს ნახატი ძალიან, სწორედა ასე გადავაწყდი შენთან. ახლა უნდა ვაჩვენო :3
LikeLike