ამას წინათ, ბლოგის არქივს ვაწესრიგებდი. ფოტოგალერეაში ორ მივიწყებულ სურათს გადავაწყდი. გამეღიმა და ვიფიქრე, რომ ურიგო არ იქნებოდა, მკითხველისთვის ერთი ძალიან კარგი წამოწყების შესახებ მეთქვა რამდენიმე სიტყვა.
შარშანდელი ამბავია. ახლადწამოჩიტული ბლოგერი გახლდით, დროც მეტი მქონდა და ხალისიც… ჰოდა, რომელიღაც მშვენიერ შაბათს, ნაღებიანი ყავის ჭიქით ხელში, კომპიუტერთან გემრიელად მოკალათებულს, ფოსტამ თამარას ცინცხალი პოსტი მომიცუნცულა – “ვეფხისტყაოსანი” ხომ არ გადაგვეწერაო…
თურმე, ნუ იტყვით და, ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ ფორუმს ხელნაწერი “ვეფხისტყაოსნის” შექმნა გადაეწყვიტა და მსურველს თითო სტროფის გაგზავნას სთავაზობდა.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე რუსთაველი და მისი პოემა ნანოტექნოლოგიების ეპოქაშიც მეამაყება. იმედია, ამას ფსევდოპატრიტიზმსა და ყალბ პათოსში არავინ ჩამოთვლის. იდეაც მომეწონა და საქმეს შევუდექი – ბიბლიოთეკის ბოლო თაროდან ხვნეშა-ხვნეშით ჩამოვათრიე ‘ქართული კლასიკური მწერლობის” მეორე ტომი – ყველაზე სანდო, ათასგზის გადამოწმებული, გადამუშავებული და საბოლოოდ დადგენილი ტექსტი მანდ მეგულებოდა. ფურცლები მოვიმარაგე, კალამი მოვიმარჯვე, ღმერთი ვახსენე და დავიწყე…
ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიჭირდა ხელით წერას გადაჩვეულს… თან, რაღაც სისულელეს ხომ არ ვჯღაბნიდი, “ვეფხისტყაოსანი” უნდა გადამეწერა! ათი ფურცელი მაინც გავაფუჭე. ხან სიმეტრია არ მომეწონა, ხან მძიმე დავსვი უადგილოდ, ხან ასო გამომრჩა… ერთი სიტყვით, დიდი წვალება-ჯახირის შემდეგ ვერდიქტი “არა უშავს” გამოვიტანე და შვებით ამოვისუნთქე.
რა დასამალია და თავიდან “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი… ” მინდოდა, მაგრამ თამარას საგანგებოდ ჰქონდა გამოცხადებული, ჩემია და არავინ შემეცილოსო. რაღა დამრჩენოდა – მეორე, არანაკლებ საყვარელ სტროფს მივადექი.
მოკლედ, გადავწერე, კიდევ ერთხელ დავათვალიერე, ჩავკოცნე, დავასკანერე და სადაც ჯერ არს, გავაგზავნე.
ორიოდე თვეში მომწერეს – ეს ნაწყვეტი ერთმა პატარა გოგონამაც აირჩიაო, შენო, დიდი ხარ, თანაც ბლოგერი, თანაც ცნობილიო (მართლა ასე მითხრეს) და იქნებ, დაუთმოო…
რაღას ვიზამდი… ჩემს ბავშვობაში, “ვეფხისტყაოსნის” საზეპიროებით სკოლაში გვაშინებდნენ, ასეთ კრეატიულ იდეებზე არავის სმენოდა და ნორჩ ბიბლიოფილს როგორ შევუშლიდი ხელს… ესეც არ იყოს, ათას ექვსასზე მეტ სტროფში ერთი საჩემო როგორ ვერ უნდა მომეძებნა. ჰოდა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მესამე და საბოლოო ვარიანტიც ვიპოვე. აი, ის, პოსტს გამხსნელ სურათად რომ ახლავს.
შარშანდელი ამბავია-თქო, კი გითხართ და, წესით, ახლა სრული პოემა უნდა იყოს შეკოწიწებული – ამ სახალისო პერფორმანსს მონაწილეები ნამდვილად არ დააკლდებოდა. მე კი ის მიხარია, რომ მკითხველების “ვეფხისტყაოსანში” ჩემი, ოკრობოკროდ და არეულ-დარეულად, მაგრამ დიდი სიყვარულით გადაწერილი სტრიქონებიც მეგულება.
როგორი კალიგრაფია ჰქონია მოლის, გაკრულ ნაწერს რომ ეძახიან ეგაა ალბათ
LikeLike
ძალიან ელეგანტური ასოებია !…ღმერთმა ქნას, რომ ერთ ათ წელიწადში ამ ზედმეტად განვითარებული ტექნიკისგან წიგნის სურნელი და წერა არ დაგვავიწყდეს… თუ წერა დავივიწყეთ, გამოდის, ინდივიდუალურობისა და ინტელექტის რაღაც ნაწილს ვკარგავთ…მე სერიოზულად მეშინია და ვვარაუდობ ამას.
LikeLike
ზედმეტად განვითარებული ტექნიკა ხელს ნამდვილად არ მიშლის და ჩემთვის საყვარელ ავტორებს წიგნის სურნელის გარეშეც სიამოვნებით ვკითხულობ. თუმცა, ტრადიციულ ბიბლიოთეკასაც დიდი მონდომებით ვავსებ.
LikeLike
ეთანხმები, რომ ტექნიკა ზედმეტადაა განვითარებული ?
თუ ამ შესიტყვების ბრჭაყალებში ჩასმა დაგავიწყდა ?
LikeLike
მხოლოდ შენი ციტატა იყო. “ზედმეტად განვითარებული” არაფერი არსებობს. თუ განვითარებულია, ესე იგი, ასეა საჭირო. მით უმეტეს, ტექნიკა.
LikeLike
ყველაფერში არსებობს საზღვარი, მაგრამ ამ გაქანებულ მეცნიერებას რომ უკვე ვერაფერი შეაჩერებს — ეს ასეა. მალე ადამიანებს არაფერი გვექნება საკუთარი ხელით გასაკეთებელი და შემოქმედება მოძვლებული ტრადიცია და სიგოიმის საკითხი გახდება.
მე — პოტენციური რობოტი და საშინლად არომანტიკული არსება…
ტექნიკის ამგვარი აღმავლობა რომანტიკას აცლის სამყაროს…
LikeLike
შენ რა გექნება საკუთარი ხელით გასაკეთებელი, არ ვიცი, მაგრამ მე ტექნიკა არაფერში მზღუდავს და არც რომანტიულობას მაცლის.
LikeLike
მე ასეთი არფერი დამემართება, მაგრამ არ მინდა დადგეს დრო, როცა ადამიანებს დილით ხელპირს რობოტი დაჰბანს.
მე ადამიანის შრომის გაუფასურებაზე ვამბობ და შენ ვერ მიხვდი.
LikeLike
ის რობოტიც ადამიანის შრომის ნაყოფია. ასე რომ, ასე მარტივად არ გაუფასურდება.
LikeLike
მართალი ხარ !
LikeLike
მშვენიერი კალიგრაფია გაქვს,მოლი :)
LikeLike
სკოლაში გიჟი მასწავლებელი გვყავდა – კალმით და მელნით ვწერდით. ჰოდა, მისი დამსახურებაა ხელიც.
LikeLike
ჰო, მახსოვს, კარგი წამოწყება გამოდგა, ძალიან დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს ბლოგოსფეროში და ფეისბუქზეც :)
ჰო, ჩემი სტროფი მგონი, შემრჩა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი და დავასწარი ყველას! :)
LikeLike
ჰო :) აშკარად უპიონერე ამ საქმეს :) ჰოდა, მადლობა შენ!
LikeLike
ჩემი ბატიფეხური აკლია :(
LikeLike
ვაიმე, ბატიფეხური :( გამხსენებოდა, პოსტში ჩავამატებდი.
LikeLike
მოლი, მეც შენს თანაგადამწერად მიგულეო. ჩემი საგამომცემლო ცხოვრების მანძილზე ალბათ ოთხჯერ მაინც მიმიღია მიმიღია მონაწილეობა ”ვეფხისტყაოსნის” გამოცემაში. ხელით გადაწერის დროს სულ სხვა გრძნობა დამეუფლა, ბევრად უფრო თანაზიარი ხდები.
LikeLike
ჩემთვის პირველი იყო და წარმომიდგენია, რა ემოციებიც გექნებოდა, ნატო :)
აწი, თუ კიდევ იქნება, რა თქმა უნდა, ერთსაც არ გამოვტოვებ.
LikeLike
ბავშვს რომ დაუთმე ის სტროფი იყო ჩემი საყვარელი სტროფი ყოველთვის
LikeLike
ლეკვი ლომისა სწორიაო – დღესაც მბურძგლავს ამის წაკითხვისას.
LikeLike
კი, უკვე აკინძულია და ვიდეობლოგებიც იდება ბიბლიოთეკის ფეიჯზე. სამწუხაროდ მე ისეთი სტროფები შემხვდა არცერთზე რომ დიდად არ ვგიჟდები და კი გადავწერე, საშვილიშვილო საქმე მაქვს გაკეთებული-თქო გულში ვფიქრობდი.
LikeLike
აჰა. არ ვიცოდი სიახლეები. გაიხარე :) ისე, მართლა საშვილიშვილო საქმეა.
LikeLike
“ვეფხისტყაოსნის” გადაკითხვა როცა დავიწყე ა/წ დასაწყისში, მაშინ მივიღე ქინდლი საჩუქრად. სიმბოლურიც გამოდგა: ჩემს ქინდლში პირველი წიგნი “ვეფხისტყაოსანი” იყო…
განსაკუთრებით ავთანდილის ანდერძის და ნესტან-დარეჯანის წერილის სტროფები მიყვარს – გულგრილად ვერ ვკითხულობ, რომ არ დამბურძგლოს, ისე… :)
და კიდევ ეს სტრიქონი:
“ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული
არცა მზე ჰგვანდა არც მთვარე, ხე ალვა ედემს ხებული…”
ხოდა დიდი მადლობა მოლის იმ დადებით ემოციისათვის, რაც მის მიერ დაწერილი სტრიქონების წაკითხვისა და ვეფხისტყაოსნის გახსენებით ვიგრძენი
LikeLike
ავთანდილის ანდერძი ჩემთვისაც ზე და უპირველესია.
მადლობა შენ, ტაბუ :)
LikeLike
მშვენივრად გამოგივიდა :)
სიამოვნებით გადავწერდი მეც, მაგრამ დამთავრებულია პროექტი ხომ?
LikeLike
ანგელოზმა თქვა, დასრულდა და გვერდზე ვიდეობლოგებსაც აქვეყნებენო. იქნებ კიდევ იყოს რაიმე მსგავსი, რუსა…
LikeLike
მომეწონა პროექტის იდეა :) მე ისეთი საშინელი კალიგრაფია მაქვს რამდენიმე დღის განმავლობაში გადაბმულად რომ მეცადა ერთი წინადადების ნორმალურად დაწერა მაინც ვერ დავწერდი :) მომეწონა შენი ნამუშევარი :) როდის აპირებენ დღის სინათლეზე გამოშვებას?
LikeLike
მეც დაახლოებით მაგ დღეში ვარ, ფინიკი :) გეგმებზე არაფერი ვიცი, მაგრამ ნაწყვეტებს ნელ-ნელა უკვე აქვეყნებენ.
LikeLike
ტურიკა რომ აწყობდა სახალხო კითხვას არ იყო ცუდი იდეა სხვათა შორის… მარა ორი თუ სამი სეზონი გავქაჩეთ მგონი.
არადა ხალხი მრავალი წელია კითხულობს თავიანთ რამე-რუმეებს.
LikeLike
ვეფხისტყაოსნის სახალხო კითხვაზე და გრეჩიხაზე ერთი ამბავი ვიცი :) მეგობარმა მომიყვა წუხელ და ბევრიც ვიცინე :))))))) კარგი იდეაა, რა თქმა უნდა. და სიბრძნე სიცრუისაც კარგია და აქტუალური.
LikeLike
ისე, მე სიბრძნე სიცრუის კითხვას მოვაწყობდი.
იქ ბევრი რამაა აქტუალური. თან მარტივად ნათქვამი – ყველას გასაგონად. :)
LikeLike
რა კარგი კალიგრაფია გქონია, მოლი :)
LikeLike
არ თქვა :))
LikeLike
კარგი წამოწყებაა და “გასაგებადაცაა” გადაწერილი :) ჩემთვის რომ “მოენდოთ” ეს საქმე, მთელს პოემას რამდენიმე ფურცელში ჩავატევდი, მაგრამ ვინ “გაშიფრავდა”… :))
LikeLike
ასე წვრილად წერ შენც? :) მეგობარი მყვავს, ნებისმიერ წლიურ კონსპექტს ერთ თორმეტფურცლიან რვეულში ატევდა და ადგილი რჩებოდა კიდეც :)
LikeLike
შენ გაიხარე! ვერც წარმოიდგენ როგორ ვოცნებობდი სკოლაში სწავლისას რამდენიმე ფურცელში ჩატეულ ვეფხისტყაოსანზე.
LikeLike
აშკარად ფორმაში ხარ, მილორდ :))
LikeLike
მითუფრო საქართველოს ნაკრებთან შედარებით.
LikeLike
ეხლა იცოდეთ ჩავატარებ გრაფოლოგიურ ექსპერტიზას ^_^ :დდდდ
LikeLike
შედეგები დაიდოს!
LikeLike
უი მეგონა ვთქვი და არ მითქვამს თურმე :O ძალიან კარგი კალიგრაფია გაქვს მოლი, უბრალოდ ლამაზიას ამავში არ ვამბობ ოღონდ, აი კარგი კალიგრაფიაა მოწესრიგებული, ძლიერი და თამამი ადამიანის :) (პაწა სტრანნად კი ჟღერს ჩემი შეფასება, მარა მიყვარს ხელნაწერები, მე თვითონ ოცამდე ფონტი მაქვს ^__^)
LikeLike
ოცამდე ფონტი? ანუ, ოცი სხვადასხვა ხელწერა განწყობის მიხედვით? რა მაგრობაა!
სტრანნად არ ჟღერს. სასიამოვნოდ ჟღერს და მადლობა :)
LikeLike
ხასიათის მიხედვით რაა, უფრო სიტუაციის მიხედვით – სკოლაში “მშობლის წერილებს” ვუწერდი კლასელებს ჩასტრახული გაკვეთილები საპატიო გაცდენებად, რომ ჩაეთვალა დამრიგებელს :გაფუჭებულიყაზირალი: :)
LikeLike
20 ფონტი რაა…
მე 80-ზე მეტი ფონტი მაქვს :)
LikeLike
ხალხი თქვენ ყოფილხართ… მე ერთი მაქვს აგერ :))
LikeLike
გადაგიწერ თუ გინდა. ფლეშკა მომე.
LikeLike
:))) “საბამ” საქინდლო ბუქები დადო, სხვათა შორის. ოღონდ, ჯერჯერობით, უბერებელი კლასიკაა, ჭოლა ლომთათიძე და ეგნატე ნინოშვილი და რამე უფრო თანამედროვე მინდა…
LikeLike
საბაზე საბაც დევს
LikeLike
ლარად
LikeLike
გიყიდია რამე? რა ფორმატშია?
LikeLike
ჯერ არა. საქინდლოდ დღეს დადეს და ისიც საჩემო რაღაცები არა. ფორმატი ვიცი, mobi და epub გვაქვსო, ამბობენ.
http://saba.com.ge/news
LikeLike
ჰმ…
კი მაგრამ მობი ღია ფორმატია და როგორ დაიცავენ?
ეგრე ვერ გაფრინდებიან ეგენი. ახალ და ძვირიან წიგნებს ვერ გაყიდიან.
LikeLike
ანუ, მე რომ ვიყიდი, შემიძლია ვავრცელო და ვავრცელო, არა? :)
LikeLike
ჰო… იმიტომაც ღირს სიმბოლური ფასი :)
სანდროს წიგნები როა კაი ხნის წინ დაანონსეს – ამაზონთან ვბაზრობთ და იქ დავდებთ ჩვენს წიგნებსო, მარა არ გამოსდით, როგორც ჩანს იოლად.
КF8-ზე ან თუნდაც AZW-ზე თუ არ გადავლენ ეგრე არ გამოუვათ არაფერი.
სხვა იგივეა – ყველა რიდერისთვის ერთი და იგივე წიგნები აქვთ – ანუ EPUB-იც ღია ფორმატში აქვთ. იმიტომ რომ NOOK-ის კოდირებული ЕPUB არ მიდის SONY-ზე და ა.შ.
LikeLike
რა ლამაზი კალიგრაფია გაქვს, მოლ. შემშურდა :)
LikeLike
მე შენი ნაწერები მომწონს :) ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურაო და ასე შემდეგ :)))
LikeLike
ხო, ფეინთში მაინც საოცრად ვწერ :D
LikeLike
აბა რა <3 განსაკუთრებით, ისა, ბეღურა რომ ხატია და ისარი რომ აქვს ზედ <3 <3
LikeLike
ჯანდაბას :( მინდა ეს ქართული რაღაცები ქინდლში. ბევრი არ მინდა, განსაკუთრებით საყვარელ რაღაცებს გადავწერ, მაგრამ ვერ მოაბეს თავი და რა ვქნა :((
LikeLike
ოდესმე ალბათ იქნება ეგეც.
LikeLike
რა კარგია, ისე მეც დიდი სიამოვნებით გადავწერდი, მაგრამ დავიგვიანე მგონი ნამეტნავად :)
LikeLike
კიდევ იქნება :) :იმედია:
LikeLike
ბოროტი რობოტი
LikeLike