დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის სათაურზე – ათასგზის გამეორებულ ფორმულაზე – გაგეღიმებოდათ, რამე უფრო კრეატიულის შერჩევაც შეიძლებოდაო… სიახლეების ნაკლებობას აქაურობა ნამდვილად არ უჩივის, მაგრამ რა ვქნათ, როცა ძველი ისე ზუსტად გადმოსცემს სათქმელს, რომ ალტერნატივის ძიება ზედმეტიც კია. თანაც, თუ სახელგანთქმულ მარკიზა დე პომპადურს დავუჯერებთ, “ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველი” ყოფილა…
მოლი ბლუმის ბლოგზე, კარგად მოგეხსენებათ, უმთავრესად ბიბლიოფილები ვიკრიბებით და წიგნებზე ვსაუბრობთ. თუმცა, კაცმა რომ ვთქვას, მხოლოდ აკადემიური რევიუების წერა-განხილვა ოდნავ მოსაწყენია და არც გართობა აუკრძალავს ჩვენთვის ვინმეს.
ამას წინათ კოშმარი მესიზმრა – დაუსახლებელ კუნძულზე ვიყავი და ყველასთვის საყვარელი, რუსული ფილმის გმირისა არ იყოს, ცეცხლმოკიდებულივით დავრბოდი აქეთ–იქით და განწირული ხმით ვითხოვდი შველას. რაც მთავარია, შოკირებული იმ ფაქტით კი არ გახლდით, რომ მარტოდმარტო აღმოვჩნდი მიწის პაწაწინა ნაგლეჯზე, არა… მთავარი საშინელება ის იყო, რომ ირგვლივ ვერც ერთი წიგნი ვერ ვიპოვნე! სულ, სულ ვერც ერთი! რაღა გასაკვირია, რომ ისეთს გავყვიროდი, ჩემიანები გულგახეთქილები შემოცვივდნენ – ეგონათ, ვინმე დამესხა თავს.
ამ ამბის მერე რამდენჯერმე ვიფიქრე – მართლაც რომ მოვხვდე ასეთ სიტუაციაში, ნეტავ, რომელი წიგნის წაღებას ვარჩევდი-მეთქი, მერე ვთქვი – ნეტავ, ჩემი მკითხველები რას იტყოდნენ-მეთქი. ჰოდა, ერთი სახალისო ინტერაქტივის იდეაც მომივიდა თავში.
ჩემო ბიბლიოგურმანო მეგობრებო, ნუ დამზარდებით, გონება დაძაბეთ, ბიბლიოთეკას გადახედეთ და ის ერთადერთი წიგნი შეარჩიეთ, უკაცრიელ კუნძულზეც რომ თამამად წაიღებდით.
გასაგებია, რომ კითხვა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ თქვენგანს, ათი, ორმოცდაათი ან თუნდაც ასი ფავორიტის ჩამოწიკწიკება ოდნავადაც არ გაგიჭირდებოდათ, მაგრამ ერთადერთის, განსაკუთრებულის და სრულიად გამორჩეულის დასახელება, ცოტა არ იყოს და, რთულია. თუმცა, მე თუ მკითხავ, მთელი ხიბლიც ამაშია.
მოდით, მასპინძლის პრივილეგიით ვისარგებლებ და დავიწყებ. სიმართლე გითხრათ, კარგა ხანს ვიმტვრიე თავი და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ასტრიდ ლინდგრენის “ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონის” გარეშე ცხოვრება არც უკაცრიელ კუნძულზე შემეძლო და არც შუაგულ მანჰეტენზე.
ახლა თქვენი ჯერია. თაროებს ჩამოუარეთ, რჩეული წიგნები ჩამოწერეთ და “უკაცრიელი კუნძულის ბიბლიოთეკაც” ერთად შევადგინოთ.
ჰოო, ნამეტნავად რთული კითხვაა! :)
რაშია საქმე, იცი? ჩემი უსაყვარლესი წიგნები იმდენჯერ მაქვს გადაკითხული, რომ უმეტესობა ზეპირად მახსოვს და წაკითხვას ვეღარ ვახერხებ – აზრობრივად უკვე წინ ვუსწრებ თვალს და იმიტომ :)))
ასე რომ, გარდა იმისა, რაც თავში უკვე მტკიცედ მაქვს ჩალაგებული, რომელს წავიღებდი, ცოტას დავფიქრდები და მოგახსენებთ.
LikeLike
ბეჭდების მბრძანებლის და სილმარილიონის ომნიბუსს. მარტოობისგან რომ გავრეკავ სხვა სამყაროში გადასასვლელი მაინც მექნება :3
LikeLike
რა რთული კითხვა ესაა, დიდი ხანია მოფიქრებული მაქვს, დიუმას “სამი მუშკეტერი”, უყოყმანოდ და ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე <3
LikeLike
ჰერმან ჰესეს “დემიანს”
LikeLike
თუ მხოლოდ ერთი უნდა იყოს, მაშინ დაუფიქრებლად: “სამოსელი პირველი” ეს იმ უიშვიათეს წიგნთაგანია, რომელსაც ცხოვრების ყველა ეტაპზე სხვნაირად კითხულობ და ყოველ ჯერზე, რაღაც ახალს და საოცრად შენს პოულობ მასში.
პ.ს. ისე დაუსახლებელ კუნძულს დაუსახლებელი ბიბლიოთეკაც დაამშვენებდა :)
LikeLike
ჰოოო რთული შეკითხვაა.
ერთი ის ვიცი რომ ასეთ შემთხვევაში პოეზიის კრებულს წავიღებდი აუცილებლად, მიუხედავად იმისა, რომ პროზა 100000ჯერ უფრო მიყვარს.
აი პოეზიიდანაც დავვიწროვდეთ და ქართულ პოეზიას წავიღებდი.
აი ვაჟა-ფშაველა თუ ოთარ ჭილაძე მანდ უკვე ვეღარ ვიყოფი.
და თუ მაინც და მაინც პროზა, მაშინ თომას მანის ჯადოსნურ მთას წავიღებდი, იქ ბევრი დრო მექნებოდა და არ დამეზარებოდა მაგ წიგნის 900ჯერ წაკითხვა რომ 900-ვე გვერდი კარგად გამეგო :დ ^_^
LikeLike
“იყო და არა იყო რა”
LikeLike
გემთმშენელობის სახელმძღვანელო დამჭირდება ნამდვილად :) მაგრამ შიგადაშიგ გართობაც აუცილებელია… შემთხვევით კუნძულზე დიდხანს რომ შევრჩე, მარაგი გამომელევა. თან მეორედ წაკითხვას ისეთი”მუღამი” არ აქვს… მგონი, ქინდლის წაღება ჯობია. … :) …ოღონდ მზის ენერგიაზე უნდა მუშაოდეს :) მაშინ ბანანებს რომ გავანადგურებ და კოცონს დავანთებ, ყოველთვის მექნება ახალი საინტერესო წიგნი :)
LikeLike
ქინდლი არ ითვლება :)))))) დარჩი შენ გემთმშენებლობის სახელმძღვანელოს ამარა :)
LikeLike
ბიბლიას. ასეთი მრავალფეროვანი სიუჟეტები სხვა წიგნში არსად მეგულება. ბევრი საკითხავი და ბევრი საფიქრელი მექნებოდა. ჩემი ხელგარჯილობის ამბავი რომ ვიცი, წესით ”ხელმარჯვე ოსტატის ჩანაწერები” უნდა წამეღო. აბა რისი გამკეთებელი ვარ იქ? :)))
LikeLike
ამ იდეამაც ძალიან მომხიბლა…
LikeLike
ერიხ მარია რემარკის ,,ტრიუმფალურ თაღს”.
LikeLike
ბიბლიას
LikeLike
კუნძულზე, თანაც უკაცრიელზე, ნამდვილად ჩემი ასტრიდი დამჭირდებოდა, სრული კრებული!!! ყველაფრის ნაკლებობას შემივსებდა, ასე მგონია, კიდეც გამახალისებდა, სევდასაც ზომიერად მომგვრიდა, ნოსტალგიასაც შემომყრიდა და გამიქარწყლებდა და კეთილ ღიმილს დამიტოვებდა მზით გაჩახჩახებულ კუნძულზე <3
LikeLike
ჰმ რა თქმა უნდა ჟიულ ვერნის საიდუმლო კუნძულს : ) თემატურია და გამოსადეგი ნიუანსებიც არის, რომლის საშუალებითაც მინიმუმ ცეცხლს დაანთებ კაცი ^^
LikeLike
სახელმძღვანელოს “როგორ დავაღწიო თავი უკაცრიელ კუნძულს”:)
LikeLike
მარადისობის კანონს
LikeLike
ვაჟა-ფშაველას კრებულს უყოყმანოდ.
LikeLike
ლილე იროელს, მოლი, პოტერსა და ლილეს შორის ვარჩევდი, მაგრამ ლილემ გადაწონა:)
LikeLike
ისე გამახარე, პირობას გაძლევ, წელიწადში ერთხელ ჩამოვალ და ახალ წიგნს მოგიყვები :)
LikeLike
ვფიქრობ სამართლიანი იქნება პროზის და პოეზიაის წაღების უფლება მოგვცე :) ასეთ შემთხვევაში ბეჭდების მბრძანებელს და შექსპირის სონეტებს წავიღებდი სიამოვნებით :)
LikeLike
იოგას სახელმძღვანელოს წავიღებდი, რამდენი ხანია ვარჯიშის დაწყება მინდა.დავჯდებოდი ხის ძირას ლოტოსის პოზაში და ეგება გასხივოსნებისთვისაც ქე გამომეკრა ხელი..:) ვახ, ბიჯო, კუნძულზე მომინდა!:))
LikeLike
ჰარი პოტერს… ოღონდ შვიდივეს! ვერცერთს ვერ დავთმობ:)
LikeLike
პირველად ამ კითხვაზე – მზად მაქვს პასუხი: Bear Grylls’ Survival Guide For Life :) მართალია ჯერ–ჯერობით ჩემს ბიბლიოთეკას აკლია ეს შესანიშნავი სახელმძღვანელო, მაგრამ დღე–დღეზე ველოდები და იმედია იქამდე არ წამიღებს ზღვა :))
LikeLike
ბეჭდების მბრძანებელს უყოყმანოდ. რა თქმა უნდა ჩემს საკუთარ ეგზემპლიარს, სადაც სილმარილიონიც და ჰობიტიც შედის!
LikeLike
აუჰ, რა მაგარი ეგზემპლარია!
LikeLike
“რობინზონ კრუზოს” :) უკაცრიელ კუნძულზე უკეთესი რა უნდა წავიღო.
LikeLike
მარტოობის ასი წელიწადი და ტრამალის მგელი
LikeLike
“ჩვენც სალტკროკელები ვართ” – უპირობოდ :)
LikeLike
ისეთ წიგნს, რომელიც უცხო გარემოში საჭმლის, მტკნარი წყლის მოპოვებში და ასეთი პრაქტიკულ საკითხბის მოგვარებაში დამეხმარებოდა. და კიდევ, მეორის უფლებაც მომეცი რაა: ))) ეს მეორე იქნებოდა ბიბლია : ))))
LikeLike
გულის კარნახით პირველი რაც მომაგონდა, ჩემი უპირობო ფავორიტი “სამოსელი პირველია”. ასე არცერთი წიგნი არ მეახლობლება და მიყვარს…
შემდეგ კომენტარების კითხვისას “ბიბლიამ” გადაწონა – სხვა რომელმა წიგნმა უნდა ისეთი სიმშვიდე… რომელი დამაიმედებს. ბოლოსდაბოლოს, “ბიბლიის” კარგად წაკითხვის და გეგბის დრო და ინტერესი მექნებოდა.
მაგრამ პრაქტიკული მოსაზრებით ალბათ მაინც ჟიულ ვერნის “საიდუმლო კუნძლს” (ან, “რობინზონ კრუზოც” შეიძლება) გავაყოლებდი ხელს.
LikeLike
ძალიან რთული კითხვაა (ნუ ეს ისედაც ცხადია), ჰოდა დავფიქრდები. მაქვს ფავორიტი წიგნები მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ მაინც და მაინც რომელიმე მათგანის კითხვა შემიძლია უკაცრიელ კუნძულზე. ჰოდა, ცოტა ფიქრის შემდეგ ერთ წიგნს მივადექი, საოცარია თუმცა ვერ ვიტყვი რომ ჩემი საყვარელი წიგნია, გამიკვრიდა და ალბათ ყველას გაუკვირდებოდა ვინც მიცნობს, მაგრამ ჯეინ ოსტინის “Pride and Prejudice”-წავიღებდი (არ მიყვარს ამ წიგნის სათაურის ქართული თარგმანი). თუმცა დაფიქრება კიდევ შეიძლება :)
LikeLike
ო რთულია….
კარლსონის ხსენებამ ”სალტკროკელები” გამახსენა, კუნძულზე სიამოვნებით გავერთოდბოდი უფრო მხიარული კუნძულის ამბების კითხვით… იმედია დროებით მიშვებთ უკაცრიელ ადგილზე და გემი 2-3 კვირაში მაინც მომაკითხავს :) ამ დროში კარგად დასვენებას მოვასწრებდი.
LikeLike
ქალი, რომელსაც უკაცრიელ კუნძულზე წაიყვანდით
LikeLike
მუღამი არ აქვს, მილორდ. ვერავინ გაიგებს, ვინ გყავს და… :))))
LikeLike
მე დაუფიქრებლად ჩავავლებდი ხელს ჰიუგოს ”კაცი რომელი იცინისს” :)
LikeLike
მსოფლიო ისტორიის უზარმაზარ წიგნს ვისურვებდი. არა, დიდხანს სულაც არ ვაპირებ იქ დარჩენას, მაგრამ … თუ არჩევანი შეიძლება – ფურცელსა და ფანქარს წავიღებდი, ასე უფრო საინტერესო იქნებოდა..
LikeLike
hm! სხვადასხვა ვარიანტები მაქვს:
1. წიგნს სადაც მცენარეები რა იჭმევა, რომელია გამოსადეგი რომ ეწეროს,
2. მხატვრული ლიტერატურიდან, მაინც ”სამოსელი პირველი”.
3. თუმცა, ისეთი საინტერესო თავგადასავალი იქნება უკაცრიელი კუნძულზე აღმოჩენა, რომ წავიღებდი ფანქარს და ბევრ ცარიელ ფურცელს და ჩემით დავწერდი საინტერესო აბებს, და მერე წავიკითხავდი, და უკაცრიელ კუნძულზე შევქმნიდი ჩემ საკუთარ მხატვრულ ნაწარმოებს : ))))) დანაშაულიც იქნებოდა რომ ვინც არ უნდა გარიყულიყო იგივე არ გაეკეთებინა : )))
LikeLike
ეგაა… თან ფანქარს. რამე წყალგაუმტარი მასალის ფურცელს და აზრებს
LikeLike
მოლი რა კარგი იდეაა… სიმართლე გითხრა ბევრი არ მიფიქრია, იმიტომ, რომ ვფიქრობ წიგნთა წიგნი ეს ბიბლიაა…. ბიბლიას წავიღებდი!
LikeLike
გამახსენდა, ვაშა, ვაშაააა! :)
შმიტჰოფს წავიღებდი, დავჯდებოდი და დავწერდი დისერტაციას სრულ იზოლაციასა და სიმშვიდეში :)
LikeLike
LikeLike
ქინდლის ბატარეებიც უნდა წაიღო მაშინ :დდდ
აბა როგორ დატენი უკაცრიელ კუნძულზე? :დდ
LikeLike
მთავარია, ქალს არ დაუჯდეს ბატარეები :) და წიგნს მე თავად დავწერ დიზრაელის პრინციპით.
LikeLike
true Lord’s answer :D
LikeLike
ალბათ ჰესსეს ზღაპარ-მოთხრობებს. ოღონდ დიდ ხანს ვერ გავძლებდი ერთი წიგნის ამარა.
LikeLike
სათაური ბანალურია თუმცა მართალი ხარ სხვა ამაზე უკეთ ვერ გამოხატავს იმ იდეას რაც გინდოდა, რომ გაგეზიარებინა.
ბევრჯერ მიფიქრია იმ ერთ წიგნზე ნოეს კიდობანში რომ შევიტანდი, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მივედი სწორ პასუხამდე იმიტომ რომ მე რომ წიგნები მიყვარს – ყველა მარტოობაზე და სიცივეზეა. კუნძულზე მათი წაკითხვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. ამიტომ ახალ აღთქმას წავიღებდი, იესოს იგავებზე ღრმა მე ჯერ არაფერი წამიკითხავს:)))
მოლი მერე ათეული შეადგინე, ხმების მიხედვით სანტერესო იქნება:)
LikeLike
არა, ხმების მიხედვით დაჯგუფებას აზრი არ აქვს, 50 საუკეთესო ხომ არ არის, კენჭისყრა მოვაწყოთ… უბრალოდ, შევკრებ ყველა წიგნს და ნოუთად გამოვაქვეყნებ.
სათაური ბანალური არ მეჩვენება. გავრცელებული კითხვაა ძალიან, ბევრგან შემხვედრია, მაგრამ ბანალური არა.
ისე, ჩვენში დარჩეს, “წიგნი, რომელსაც უკაცრიელ კუნძულზე წაიღებდით” სხვა არაფერია, თუ არა “თქვენი უსაყვარლესი წიგნის” პერიფრაზი, მაგრამ, რატომღაც, მკითხველთა დიდმა ნაწილმა ზედმეტად პირდაპირ აღიქვა და მართლა კუნძულზე დაიწყო ფიქრი. ენივეი, ძალიან კარგი ინტერაქტივი გამოვიდა და მადლობა ყველას.
LikeLike
მე მართლა კუნძულზე დავიწყე ფიქრი :დდდდდ
ხოდა, მივჩოთკე–მოვჩოთკე.. მაინც ჟიულ ვერნი :უსერ:
LikeLike
ვერ დაგეთანხმები, რომ “წიგნი, რომელსაც უკაცრიელ კუნძულზე წაიღებდით”იგივეა, რაც “თქვენი უსაყვარლესი წიგნი” იმიტომ რომ პოსტში გიწერია კუნძული დამესიზმრაო და იქ არც ერთი წიგნი არ იყოო. მე მიყვარს ფოლკნერის ,,ხმაური და მძვინვარება დაა კვენტინი, წარმოიდგინე კუნძულზე რომ წავიღო ეს წიგნი და სრულ მარტოობაში რომ ვიკითხო და ვიკითხო, კვენტინივით მეც თავს მოვიკლავ. ,,და როცა იტყვიან აღსდექითო უთო ამოტივტივდება”
ამიტომ დავწერე, რომ ჩემი საყვარელი წიგნის წაღება კუნძულზე არ შეიძლება ჩემთვისთქო:))))
LikeLike
ვერც მე დაგეთანხმები. სიზმარზე კი მიწერია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, მაინცდამაინც უკაცრიელ კუნძულზე წასაღებ წიგნებს ვარჩევდე. პოსტში ესეც წერია:
“დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ თქვენგანს, ათი, ორმოცდაათი ან თუნდაც ასი ფავორიტის ჩამოწიკწიკება ოდნავადაც არ გაგიჭირდებოდათ, მაგრამ ერთადერთის, განსაკუთრებულის და სრულიად გამორჩეულის დასახელება, ცოტა არ იყოს და, რთულია.”
“უკაცრიელი კუნძული” მხოლოდ ფონია და იმას ნიშნავს, რომ წიგნი უნდა იყოს უსაყვარლესი, იმდენად უსაყვარლესი, რომ არასოდეს მოგწყინდეს და სრული იზოლაციის და ალტერნატივის არარსებობის პირობებშიც სიამოვნებით იკითხო.
LikeLike
მოლი, ჩემთვის იცი რატომაა სხვადასხვა? აი მაგალითად აქ გეტყვი რომ ჩემი უსაყვარლესი წიგნი ”სამოსელი პირველი”-ა მაგრამ უკაცრიელ კუნძულზე არ წავიღებდი, იმიტომ რომ ზეპირად ვიცი და ნებისმიერ დროს გავიხსენებ საკვანძო ნაწყვეტებს. უკაცრიელ კუნძულზე უფრო ისეთ წიგნს წავიღებდი, რომელიც მიყვარს, მაგრამ ბევრი ფიქრი ვერ მოვასწარი და კიდევ ისეთს, გვერდში რომელიც დამიდგებოდა იქ : ) ანუ კუნძულზე წასაღებ წიგნს სხვა კრიტერიუმებით შევარჩევდი რა, აბლათ : )
LikeLike
დისერტაციის დაწერა თუ გადავიფიქრე, “ასე იტყოდა ზარატუსტრა” შეიძლებოდა… დავჯდებოდი და ჩავუღრმავდებოდი, როგორც წესი და რიგია.
ბიბლია – აბსოლუტურად იგივე მოტივით, ეს ორი წიგნია დღემდე, რომლებსაც ვერ ჩავუჯექი და ბოლომდე ვერ წავიკითხე.
ნუ, კუნდერაც არ წამიკითხავს ჯერ, მაგრამ სურვილიც არ მაქვს და ამიტომ, გამოვრიცხე :)))
LikeLike
ნამდვილად მშვენიერი თემაა,მოლი. :)
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა და ფავორიტების თაროსკენაც გავაქციე თვალი,ისე ბწჭყვიალებდა იგი თავისი მრავალფეროვანი სამყაროთი,რომ მივხვდი,აუცილებლად მას წავიღებდი და გადავიკითხავდი მოუბეზრებლად მრავალჯერ..
“მარტოობის ასი წელიწადი”
და ვიცხოვრებით მე და ბუენდიები მაკონდოში მთელი საუკუნე და მეტიც. ^^
LikeLike
ისე მე დიდი სიამოვნებით მოვხვდებოდი კუნძულზე ბევრი წიგნით. იქ მაინც არავინ შემიშლიდა ხელს, ოღონდ დაბრუნების ალტერნატივა უნდა იყოს აუცილებლად :)
LikeLike
მდაა, ყველა კომენტარი წავიკითხე და ამ კითხვას მაგნუმში კი გავეცი პასუხი ( გურჯიევის რომელიმე წიგნს წავიღებ-თქო მაგრამ ეს იმიტომ რომ ყველაზე შინაარსობრივია, ყოველ ჯერზე რაღაც ახალს იპოვი, სულიერადაც დაგამშვიდებს, ძალების აღდგენაშიც დაგეხმარება და ა.შ..) მაგრამ ახლა იმ პრინციპით რომ უკაცრიელ კუნძულზე მივდივარ და მოწყენილობისგან მოვკვდები, რას წავიღებ და… თუ ვიცი რომელ კუნძულზე მივდივარ ამ კუნძულის შესახებ ჩემს მიერ აკინძულ წიგნს, ძალიან გამომადგება.(რუქა, როგორია ფლორა-ფაუნა, და ა.შ…)
თუ მაინცდამაინც საყვარელ წიგნზეა საუბარი რომელიც არასოდეს მომბეზრდება შექსპირის პოემებია, ნამეტანი მართობს და მწყვეტს მის მიერ აღჭერილი ეპოქა თანამედროვე გარემოს. (უეჭველი იმ ეპოქიდან ვარ რეინკარნირებული :დ)
ჰოდა დავიჯერო იქ პარასკევას ვერ ვნახავ? ფოტოაპარატი გამატანეთ რა.
LikeLike
რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობების კრებულს
LikeLike
“მარტოობის ასი წელი”. მაგრამ თუ უფრო პრაქტიკულად განვსჯი ან “რობინზონ კრუზო” უნდა წავიღო ან “საიდუმლო კუნძული :))
LikeLike
საკუთარ წიგნს დავწერდი :)
LikeLike
harry potters ყველას <3
LikeLike
:დდდ გითხრათ ეხლა ამ თემის გამო რა დამემართა :დდ <3
წუხელ დამესიზმრა ვითომ წიგნს ვყიდულობდი ბუკინისტურ მაღაზიაში, მოხუცი ქალი იყო გამყიდველი.. სტენდებზე, მაგიდაზე წიგნები იყო გადაშლილი და მე ვიდექი და ვარჩევდი; ისტორიულ მონოგრაფიებს ვეძებდი და რატომღაც რუსულ-ინგლისურ ენოვანები იყო :(
LikeLike
ასტრიდ ლინდგრენის ძველ გამოცემას, აი ბევრი ნაწარმოები რომ არის ერთად იმას წავიღებდი ან დუმბაძეს ^_^
LikeLike
ჩემთან რატომ აღარ შემოისეირნე?
LikeLike
აკა მორჩილაძის რომანების კრებულს ^^
LikeLike
აუ მე ყველაფერს წავიღებდი მარა ალბათ უფრო ჰარი პოტერს ყველას, შეიძლება ასტრიდ ლინდგრენიც, არ მოვიწყენდი… აუ მთლიანი საჯარო ბიბლიოთეკა გამატანეთ რააა :დ :დ ყველაფერს წავიკითხავდი თან ჩემი ძმაც ხელს არ შემიშლიდა პროსტა მერე უკან რო დამაბრუნოთ სახლში რო წავიკითხავ მერე
LikeLike
იცით რა მაინტერესებს? – “საყვარელი წიგნის” სტატუსი მხოლოდ ერთ წიგნს აქვს თქვენთვის?.. ჩენთან იცვლება, მაგალითად: ასაკის, წაკითხული წიგნების თანმიმდევრობის ან უბრალოდ, ცხოვრების ეტაპის მიხედვით (ზოგჯერ, კი სულაც მწერალია, ბევრი წიგნით) ..
LikeLike
რა თქმა უნდა, იცვლება :) ერთ წიგნს როგორ ექნება? აი, ჩემთვის, ახლა, კარლსონია. სხვაც ძალიან მიყვარს (თან, არა ერთი და ორი) მაგრამ რომ მითხრან, ერთადერთი წიგნი დაიტოვე ბიბლიოთეკაშიაო, კარლსონს დავიტოვებდი. ხუთი წლის წინ სხვა იყო. ათი წლის წინ – სხვა.
LikeLike
ჩემს შემთხვევაში არ იცვლება. :)
LikeLike
ისა და დეგუსტაციაზე რომ დამპატიჟოთ რა იქნება? :)
LikeLike
რობინზონ კრუზოს :P რამეში მაინც გამომადგებოდა :D
LikeLike
მხატვრულ ლიტერატურას ნამდვილად არ წავიღებდი. უფრო, თავის გადარჩენის ხერხების შესახებ სახელმძღვანელოს.
LikeLike
[…] და უკაცრიელ კუნძულზე წასაღებ წიგნზე, […]
LikeLike