ისე გამოვიდა, ასაკით ბლოგის სტუმართა უმრავლესობაზე უფროსი გახლავართ და კარგად მახსოვს, ჩემი ბავშვობის თბილისსა და ბათუმში, ლამის ყველა კუთხეში თითო წიგნის მაღაზია რომ იყო გახსნილი. თუმცა, ხარისხიანი საკითხავი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაინც დახლქვეშ უნდა გეძებნა.
იმასაც მოვესწარი, ქვეყანაში საკითხავი კი არა, პური რომ ჭირდა, ბიბლიოფილები ქუჩის დახლების და ვერის პარკის სახელდახელო ბაზრობის იმედად ვიყავით და კაპიკ–კაპიკ ნაგროვები ფულით ნაყიდ წიგნებს შინისაკენ ელდორადოს განძივით მივარბენინებდით.
ახლა, საბედნიეროდ, სხვა დროა და ლიტერატურული სასუსნავით იმდენი გამომცემლობა გვამარაგებს, თუ გაფაციცებული არ იყავი, რომელიმე სიახლე აუცილებლად გამოგრჩება, წიგნის მაღაზიების მოსავლელად კი ერთი ხეირიანი გზამკვლევია საჭირო.
ჰოდა, ჩემო კარგებო, თუ რამდენიმე თავისუფალი წუთი მოგეპოვებათ და მოლი ბლუმის საზოგადოების საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, ბუქ–შოფებში სახეტიალოდ გამომყევით. ყველგან ცხვირის შეყოფას, ალბათ, ვერ მოვასწრებთ, მაგრამ ხშირად რომ ვსტუმრობ, იმათ აუცილებლად მოვინახულებთ.
მოდი, “პარნასით” დავიწყოთ. ლესელიძის ქუჩის ფილიალსაც არაფერი დაეწუნება, მაგრამ ვაკის მაღაზიასთან მაინც სხვა დამოკიდებულება მაქვს – შაბათ-კვირის ფეხით სეირნობა და იქ შებოდიალება ძველი და სასიამოვნო ტრადიციაა. ყველაზე მეტად, ქვედა სართულზე, წიგნების თაროებში ქექვა მიყვარს. “პარნასს” რუსულენოვანი ლიტერატურული ნუგბარი არასოდეს ელევა და, თუ რამე მაინტერესებს, პირველად, იქ გავრბივარ. განსაკუთრებით მიმზიდველი ფანტასტიკის განყოფილებაა და ჩემი საყვარელი “Фантастика & фэнтези. The Best of”-ის უგემრიელესი პოქეტბუქები სხვაგან არც შემხვედრია.
თავის დროზე, შინ ისე არ ვბრუნდებოდი, ყაზბეგის კუთხეში მიყუჟულ “ExLibris“-ში არ შემევლო და არ მახსენდება, იქიდან ხელცარიელი გამოვსულიყავი. საბავშვო ბიბლიოთეკის ორი მესამედი “ექსიდან” მაქვს გამოზიდული. ახლა, მართალია, მისამართი იცვალეს, მაგრამ, დამიჯერეთ, ზედმეტი ორასიოდე მეტრით გადახვევა, ჩემნაირ სიბარიტსაც კი, ერთხელაც არ დაზარებია.
“სანტა ესპერანსას” ჯერ მარტო სახელი აქვს ისეთი, ჭეშმარიტი ბიბლიოფილი გვერდს ვერაფრით აუვლის. წიგნებით გაძეძგილი უამრავი სტელაჟის მიუხედავად (ან, იქნებ, ზუსტად ამიტომ), ისეთი სიმყუდროვეა, ისეთი შინაურული გარემო, იქ რომ ვარ, ფუმფულა სავარძელს ვეძებ და ლამისაა, ახლადდაფქვილი ყავა მოვითხოვო ნამცხვართან ერთად.
სხვათა შორის, ბლოგერი მკითხველებისთვის ამ ორ მაღაზიას სხვა ხიბლიც აქვს – “ექსში”, წლების მანძილზე, ფანტასტიკის და მძიმე როკის მოყვარული აიზეკ კლარკი გვხვდებოდა, “ესპერანსა” კი მუდამ მოუცლელი და საქმიანად მოფუსფუსე სტავროგინის სამფლობელოა.
საფირმო “დიოგენეს” წელიც არ შესრულებია, მაგრამ სტუმარი ნამდვილად არ აკლია და, მე თუ მკითხავთ, კრეატიული, ფერად-ფერადი და მხიარული ღონისძიებების რიცხვით ბარე ორ ვეტერანსაც არ ჩამოუვარდება. კვირა არ გავა, რომელიმე პრეზენტაციას არ უმასპინძლოს, სინემანიაკებს, კინოკლუბში, ერთი მეორეზე უკეთეს ფილმებზე იწვევს, მსახიობები ყველაზე პატარებს წიგნებს უკითხავენ… “მწვანე შაბათების” ამბავი თქვენც გეცოდინებათ – თვის ბოლო შაბათს ისეთი გემრიელი ფასდაკლება აქვთ, სულ რომ არაფერი გქონდეს საყიდელი, კატალოგს გადაქექავ, რაიმე საინტერესოს მაინც იპოვნი და თავქუდმოგლეჯილი გაქუსლავ, ემანდ, არ დამაგვიანდეს, მერე მთელი თვე რა მოიცდისო…
“ბიბლუსის” ქსელის მაღაზიები მთელს ქალაქში პატარა და საყვარელი სოკოებივით მომრავლდნენ და, სადაც არ უნდა იყო, ზუსტად იცი, რომ უახლოეს მათგანს სულ ორიოდე ნაბიჯი გაშორებს. “პალიტრა L”-ის სერიებს თუ მიყვები და, შემთხვევით, რომელიმე გამოტოვე, ფიქრად არც ღირს – ყველაფერი იქ დაგხვდება.
“ლიგამუსში“, ამ ბოლო დროს, არც ისე ხშირად ვარ ხოლმე, მაგრამ ილიაუნის გამომცემლობას ჩემგან (და არა მხოლოდ ჩემგან) დიდზე დიდი მადლობა თუნდაც მხოლოდ ტერი პრატჩეტის “დისკოს სამყაროს” და როჯერ ზელაზნის “ამბერის ქრონიკების” გადმოქართულებისთვის ეკუთვნის – რომ იცოდეთ, რამდენი ხნის ნატვრა ამისრულეს.
ეს, რაც ბუქსთორებს შეეხება… ისე, ახალთახალი (ან, პირიქით, ძველი და გაიშვიათებული) გამოცემებისთვის “ლოგოს პრესის” რედაქციაშიც ვყოფილვარ, “სიესტაშიც“, “აგორაშიც” და თითო–ოროლა სახსოვარი ყველა მათგანიდან მაქვს წამოღებული. ჰო, კიდევ ერთი, შინაურული და კომფორტული ადგილი გამახსენდა, დარწმუნებული ვარ, თქვენც გეცოდინებათ – მართალია, “სულაკაურის” წიგნებს, აფთიაქების ჩათვლით, ყველგან ნახავთ, მაგრამ გამომცემლობაში, მარჯანიშვილზე, ნახევრად სარდაფში მიმალულ პატარა მაღაზიაში სტუმრობას მაინც სხვა ეშხი აქვს.
ახლა, ჩემო ძვირფასებო, თუ ძალიან არ დაგღალეთ ხეტიალით, სადმე მყუდროდ და მოხერხებულად მოვკალათდეთ, თითო ჭიქა ბეილისიანი კაპუჩინო მივირთვათ და ორი სიტყვით თქვენს ფავორიტ წიგნის მაღაზიებზეც მიამბეთ.
ესე იგი მოლი…
ძირითადად ლესელიძის პარნასში დავიარები, მაინც დღეში რამდენჯერმე ავუვლ-ჩავუვლი და როგორ შეიძლება არ შევიხედო,ხოლმე.
სანტა ესპერანსას ფასდაკლებით როდესაც ვსარგებლობ მაშინ ვაკითხავ და დიოგენე შენი ბლოგის საშუალებით აღმოვაჩინე სხვათაშორის და მწვანე შაბათებს იქ ვატარებ ხოლმე. აი ესე..
LikeLike
ლატერნა რუსთაველზე, გეპეის მიწისქვეშა გადასასვლელთან და თავისუფლების მეტროსთან რომ წიგნების გამყიდველია, ჯერ–ჯერობით ეს სამნი ^_^
LikeLike
ვაკის პარნასში იმდენი წიგნი მაქვს ნაყიდი, რომ არ ვიცი და ,,ბიბლუსს” მარტო მე ვეყოფი თამამად ვამბობ, კვირა არ გავა წიგნი კი არა წიგნები არ ვიყიდო:)) ,,დიოგენეც” კარგია, აი ,,სანტა ესპერანსაში” არ ვყოფილვარ. პეკინზე ლიტერატურული კაფე და მაღაზია გამოგრჩა:) მიყვარს ეგ მაღაზიაც:)
LikeLike
არ გამომრჩენია, სალომეა. აქ ის მაღაზიები ჩამოვთვალე, სადაც ყველაზე ხშირად ვარ ხოლმე. სულ მცირე, კვირაში ერთხელ მაინც. პეკინის ლიტერატურულში, რაც გაიხსნა, მაქსიმუმ, სამჯერ შემევლო, ერთი წიგნიც არ მიყიდია მანდ და გასახსენებელიც არაფერია.
LikeLike
მოლი მე მაგ მაღაზიაში აგოტა კრისტოფი და ფრანსუაზა საგანი აღმოვაჩინე, ჩემთვის ყველზე საყვარელი ადგილია,ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს:)
LikeLike
მგონი, წიგნებისთვის ცალკე სახლი დაგჭირდება მალე და მერე ჩვენ მოვალთ მოლის ბიბლიოთეკაში :)
LikeLike
არ მითხრა, რუსა :(( ეს თავისუფალი ადგილები და კედლები რომ გამომელევა, რა ვქნა მერე, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა :(
LikeLike
ყველაზე მაგარი ის არსი უცნობ წიგნის მაღაზიას, რომ აღმოაჩენ და დიდიხნის ნაძებნ წიგნს იპოვნი, ეგა სიხარული, თორე ეგრე ზეპირად რო იცი სად რა წიგნი დევ, ბარემ სახლში მოატანინებ ვინმეს :-) მეპიარშიკება თქვენი პოსტები, ძალიან შევეცადე მომწონებოდა, მაგრამ ყველას მსგავსად, ვერ ყველასავით ვიფიქრე და ვერც ვიპირფერე ;-)
LikeLike
თბილისსში თუ უცნობ წიგნის მაღაზიას აღმოაჩენ ბრავო!
LikeLike
უცნობი წიგნის მაღაზიებიც აღმომიჩენია ხოლმე. თავიდან ყველა უცნობი იყო ჩემთვის და ასე გავიცანი. უცნობი წიგნებიც ბლომად შემხვედრია. თუმცა, შინ მოტანას ისევ მაღაზიებში ხეტიალი მირჩევნია.
მოწონება აუცილებელი არ არის. არც მჭირდება, ყველამ მოიწონოს და მაინცდამაინც ნუ დაატანთ თავს ძალას. “პიარშიკობაზე” მწარედ ცდებით. მე ჩემს ცხოვრებაზე ვყვები. იმ მაღაზიებზე, სადაც კვირაში ორ-სამჯერ მაინც დავდივარ ხოლმე. ამ მაღაზიებს სახელი აქვთ, კონსულტანტებს ძალიან კარგად ვიცნობ და, ბუნებრივია, ამ პოსტშიც და სხვაგანაც მათ რომ მოვიხსენიებ.
და კიდევ ერთგან ცდებით მწარედ – აქ არავინ არავის ეპირფერება. საკუთარი გამოცდილების განზოგადება არ ღირს.
LikeLike
ძალიან დიდ ბოდიშს მოგიხდით, პატივცემულო, მაგრამ თქვენთვის უცნობი მკითხველების ერთი კრებითი სახელით მოხსენიება, თანაც, მათსავით რომ ვერ ფიქრობთ თურმე, რბილად რომ ვთქვათ, მთლად თავაზიანი საქციელი არ უნდა იყოს.
მახვილი თვალი გაქვთ – იმას ხედავთ და იქ, რაც და სადაც არ არის – პიარს და პირფერობას! :)
LikeLike
მოლი, ეტყობა, ვატიკანის ბიბლიოთეკაზე უნდა წერო ხოლმე, რომ პიარში არ დაგადანაშაულონ :)
P.S. თქვენ კი, გეთაყვა, ნიკი ვერ შეგირჩევიათ სათანადოდ – პროვოკატორი უფრო მოგიხდებოდათ.
LikeLike
ზუსტად დროული პოსტი იყო :) მთელი დღე წიგნის მაღაზიების თემას ვიკვლევდი და ჯერჯერობით ამით დავასრულებ :)
გამიჭირდება იმის თქმა, რომელს ვსტუმრობ უფრო ხშირად… გააჩნია რომლის სიახლოვეს აღმოვჩნდები – გულგრილად ვერ ვახერხებ ჩავლას :) ბუკინისტებთანაც ბევრი კარგი წიგნი აღმომიჩენია, მაგრამ დათო ტურაშვილის ნათქვამისა არ იყოს, სპეციალურად ვერ მივდივარ და სადმე “გზად” რომ გადმოიყვანდნენ…და წერეთელზეც რომ გახსნიდეს ვინმე ერთ პატარა მაღაზიას ჩემს სიახლოვეს, მადლობელი დავრჩები :))
LikeLike
ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, აქტუალურიც გამოსულა პოსტი :) ძალიან კარგი!
LikeLike
წერეთელი მართლაც დაჩაგრულია მაგ მხრივ :( წიგნის სახლი კი არა, ყავის დასალევი ხეირიანი ადგილიც ვერ მიპოვია :(
LikeLike
ეჰ არადა სანტაში ერთ დროს იყო კაფე, მოლი. :) ერთ დროს, მე ვერ მოვესწარი. :(
LikeLike
არც მე მახსოვს :(( ხელოვნების განყოფილებაში კია მოხერხებული დივანი, მაგრამ კაფე არ მახსოვს.
კაფეა პროსპერო’ს ბუკში. თან, ისეთი კაფე, რომ ხალხი მანდ, მგონი, ყავის დასალევად უფრო დადის.
LikeLike
კარგი და ვაღიარე რომ ვცდებ, ერთი სიტყვა არავის დაგცდათ რომ წიგნები ძვირია!!! ძალიან კარგია პოზიტიურობა მაგრამ ყველაფერი არ იძლევა ამის საშვალებას :-/
LikeLike
მაპატიეთ, მაგრამ ეს ჩემი პერსონალური ბლოგია და არა “ეკონომიკური მაცნე”. ვწერ იმაზე, რაზეც მინდა და ისე, როგორც ვთვლი საჭიროდ. “სავალდებულოდ მოსახსენიებელი საკითხები” აქ არ მაქვს. მითუმეტეს, არაფერში მჭირდება აქცენტებზე სხვისი მითითება.
არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ეს პოსტი ძალიან კონკრეტულ წიგნის მაღაზიებზეა და არა წიგნის ფასზე და ფასწარმოქმნის პრობლემებზე. ოდესმე, თუ შესაბამის განწყობაზე ვიქნები, ამაზეც დავწერ, ოღონდ ყოველგვარი არამკითხე მოამბეების მითითების გარეშე.
ჩემთვისაც ძვირი იყო წიგნი სტუდენტობის დროს. ახლა სტუდენტი აღარ ვარ, ეს პრობლემა ასე მძაფრად არ მაწუხებს და საკუთარი ხელფასის ისე განაწილებას, ჩემი სიამოვნებისთვისაც რომ მეყოს, მშვენივრად ვახერხებ.
LikeLike
კი, ძვირია. ამიტომ ყოველთვის ვერ ვყიდულობ ნაბეჭდს და მადლობა ღმერთს რიდერი მაქვს, ინტერნეტში მოვნახავ, ჩავაგდებ და მაქვს უკვე ^_^
LikeLike
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ უნდა მიგითითო
საშვალება არა -საშუალება
და არც ვარი ან თუთხმეტი:)) მაჟრიალებს ასეთ შეცდომებზე:(
LikeLike
აზრი არ აქვს, სალომეა :(
გამარჯობათ კიდევ და რეამინაცია.
LikeLike
ყლეზე მკიდია თქვენი ჟრიალი, არ მაქვს იმდენი დრო რომ ყველა ასო თქვენსავით დაღინებული მზერით ვამოწმო!!!
LikeLike
ასე საკუთარ ბლოგზე ილაპარაკე. მაქსიმუმ, შენ და ორმა შენნაირმა წაიკითხოთ და საშიში არ არის.
როგორ გკიდია, რამდენი დრო გაქვს და როგორი მოუცლელ-დაკავებული ხარ, ესეც კარგად ჩანს. მეორე დღეა, აქ ხარ დარჭობილი და კომენტარს არ აციებ, მაშინვე საპასუხოდ მორბიხარ.
LikeLike
,,შენ ბრაზობ, ე.ი. არ ხარ მართალი”- კობო აბე:)
LikeLike
“ვინც ვიზულას მეტად წინა პლანზე “აყნებს” მათ ფუნდამენტალური პრობლემები აქვთ და ერთადერთი მათი გენიალუროა, სხვისი გაუმახვილებელ ყურადღებაზე, ყურადღები გამახვილებაა”
LikeLike
ვიზულას
“აყნებს”
გენიალუროა
ყურადღები
4 სიტყვა დაწერე არასწორად:)
შენს ადგილზე ტერმინოლოგიასაც შევარჩევდი:) და თუ ჩვენი მეგობრული რჩევები არ გაინტერესებს ნუ შემოდიხარ:)
LikeLike
:-დ სოკოს ბრალია ყველაფერი, მადლობა მეგობრული რჩევისთვის ;-) უნდა გამოვფხიზლდე :-დ
LikeLike
ბიბლუსს ვსტუმრობ ხშირად. როგორც აღნიშნე, ახლოსაა თითქმის ყველგან და მაგის დამსახურება უფროა. დიოგენესაც ვსტუმრობდი ადრე. ახლა კარგა ხანია არ ვყოფილვარ. ხოდა, ჩემებურ წუწუნს არ დავიწყებ და წავალ ჩემით
LikeLike
სამაგიეროდ, იმის “საშვალებას” იძლევა, ადამიანები არარსებულ ცოდვებში დაადანაშაულო :D
LikeLike
ჰო :) “საშვალება” კლასიკაა :))
LikeLike
ჰო, ჰო , ჰო, სახელმწიფო მართვისთვის შეუფერებელი შეცდომა მომსვლია, არ დამიწერია ბოროტული განზრახვით აეცერთი კომენტარი როგორადაც თქვენ მიღეთ, მაგრამ სოციალისტურ აღმზრდელობაში ჩამოყალიბებულ ქართველთა აზროვნებას ხომ საერთოდ არ შეუძლიათ განსხვავებული აზრის მიღება. :-D :-D
LikeLike
განსხვავებულ აზრში იმას თუ გულისხმობთ, რომ ყველა პოზიტიურად განწყობილ მკითხველს შეურაცხყოფა მოგვაყენეთ და პირფერები გვიწოდეთ, რატომ გიკვირთ, რომ რეაქციაც შესაფერი გვქონდა? პოსტის მოწონება–დაწუნება თქვენი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვები უნდა გალანძღოთ.
LikeLike
თქვენი განსხვავებული აზრი, პატივცემულო, თქვენი საკუთრებაა, გამოხატვის უფლებას არავინ გეცილებათ და, სიმართლე გითხრათ, დიდად არც მაინტერესებს – დამეთანხმეთ, ყველა გამვლელ-გამომვლელის შეხედულებებზე თუ ვიფიქრე და ვიდარდე, ბევრად საინტერესო რაღაცებისთვის არ დამრჩება დრო. მითუმეტეს, თუ ეს განსხვავებული აზრი მტკნარი სისულელეა.
მაგრამ ამდენი ადამიანის პირფერად მოხსენიება განსხვავებული აზრი კი არა, შეურაცხყოფაა და ამის მიჩქმალვას განსხვავებული აზრის გამო დევნილის პოზაში ჩადგომა არ უშველის.
LikeLike
სხვაგან მოვხვდი, ამხელა აგრესიულობა ნეტა რისი უქონლობის ბრალია, თან პოზებზედაც ამხელა ყურადღებას ამახვილებთ?
LikeLike
აგრესიულობა ნაკლებად. ზედმეტად უმნიშვნელოა თქვენი პერსონა იმისთვის, მასზე აგრესია დაიხარჯოს. შეურაცხყოფაზე ადექვატური პასუხი უფროა.
პოზას, თქვენთვის, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი მნიშვნელობა აქვს და ზუსტად ეს მეტყველებს გარკვეული პრაქტიკის უქონლობაზე.
კი, აშკარად სხვაგან მოხვდით. აქ, კომენტატორები, “საშვალებებით” არ საუბრობენ.
LikeLike
დიდ პატივს დამდებთ თუ ამ ყველაფერს წაშლით გულახდილად ვამბობ ამგვარი დიალოგის სურვილი აზრადაც არ მქონია ჩემთვისაც ზედმეტად უმნიშვნელო პერსონა ხართ და საერთოდ არც შენ იცი მე ვინ ვარ და არც მე ვიცი შენ ვინხარ იდიოტობა ეს ყველაფერი წარმატებებს გისურვებ
LikeLike
კომენტარებს, ცხადია, არ წავშლი. უარესებიც დაუწერიათ აქ, მაგრამ ცენზურა არ მოქმედებს. თან, “თავისუფალი აზროვნების” (მათ შორის, ზრდილობისა და ელემენტარული განათლებისგან თავისუფალი აზროვნების) ბრწყინვალე მაგალითია და ვერაფრით შეველევი.
თქვენთვის “ზედმეტად უმნიშვნელო პერსონის” ერთ რიგით პოსტზე ამდენი დროის ხარჯვა, სულ მცირე, სასაცილოა და არაადექვატური. აი, ჩემთვის მართლა უმნიშვნელო ბრძანდებით და თქვენს ბლოგზე ათამდე კომენტარის დაწერაში კი არა, ერთი ქლიქისთვის არ დავკარგავ დროს.
LikeLike
“ქებორდულ-ქალიგრაფიულ” შეცდომების აღნიშვნა მაგარი გოიმობა “ონლაინსიცოცხლეში” (puke)
LikeLike
რადგან მაინცდამაინც გინდათ, რომ გიპასუხოთ, გიპასუხებთ კიდეც – “საშვალება” კალიგრაფიული კი არა, მორფოლოგიურ–ორთოგრაფიული შეცდომაა და, რბილად რომ ვთქვათ, ავტორის გაუნათლებლობაზე მეტყველებს.
LikeLike
თქვენს მსგავსად, რომ ვიაზროვნო ეხლა რამე პროვოკაციულად უნდა გიპასუხოთ>? მაგრად რომ ვთქვა, თქვენი აზრი პირობითია და განათლებაც პირობითია, თქვენ ფიქრობთ რომ კალიგრაფიული, მორფოლოგიური, ორთოგრაფიული და ფატიკურ კომუნიკაციური, ცოდანა ავტორის განათლებაზე მეტყველებს, ვიღაცას წყალზე ხე-ტყის გადაზიდვის გამომგონებლის სახელის ცოდანა მიაჩნია განათლებად, მე კი ვფიქრობ რომ მთავარი სწორი აზროვნებაა და უცხო აზრის ვერმიღება პირიქითობაზე მეტყველებს ;-)
LikeLike
როგორც ვხედავ, სწორად აზროვნება სხვა პოზიციაზე მყოფი ადამიანების ლანძღვა გგონიათ. ეს ერთი. მეორე – განათლება ზუსტადაც რომ ფაქტების და თარიღების ცოდნა კი არა, სწორად მეტყველება და სწორად აზროვნებაა. ვწუხვარ, მაგრამ თქვენს მესიჯებში მე ვერც ერთი დავინახე და ვერც მეორე.. თქვენ პირფერებად მოიხსენიეთ ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ეს პოსტი მოეწონა. საინტერესოა, თქვენს შედევრულ პოსტზე, ფეკალური მასების გამოფრქვევასთან დაკავშირებით, აღფრთოვანებული კომენტარი რომ დამეტოვებინა, მაშინაც ამ ეპითეტით შემამკობდით?
LikeLike
და, საერთოდ, რომელ განსხვავებულ აზრზე, განათლებაზე და აზროვნებაზეა საუბარო, როდესაც ერთი მარტივი რამ ვერ გაიგეთ – მოლის პოსტის დაწუნებას კი არა, შეურაცხყოფას ვაპროტესტებ.
LikeLike
სტუდენტობისას ძირითადად ბუკინისტების მომსახურებით ვსარგებლობდი და მარჯანიშვილის წიგნის სახლს ვსტუმრობდი, მაგრამ ათიოდე წლის წინ მთელი ბიბლიოთეკა მომპარეს :( ჰოდა, ყველაფერი თავიდან დავიწყე – პირველი მაღაზია, სადაც დანაკლისის ანაზღაურებას შევუდექი, სანტა–ესპერანსა იყო, იქაურობა დღესაც განსაკუთრებით მიყვარს. ბიბლუსში ქართული გამოცემებისთვის და ხარისხიანი თარგმანებისთვის დავდივარ, პარნასში – რუსულენოვანი სიახლეებისთვის. ექსლიბრისშიც მიყვარს შეჭყეტვა, ლატერნაშიც… მოკლედ, ფინანსურად არის რთული, თორემ ასეთ ადგილებში დაუძლეველი სურვილი მიცნდება, ყველაფერი ტომრებით გამოვზიდო.
LikeLike
რამდენი მაღაზია ჩამოთვალე რომელშიც ძალიან დიდი ხანია არ ვყოფილვარ. უმეტესად ბიბლუსის და ლიბრას სტუმარი ვარ ხოლმე (ტერიტორიულ პრინციპებზე დაყრდნობით). “ბიბლუსის” მიმართაც ნელ–ნელა მიქრება უარყოფითი შეგრძნება რომელიც თითქმის ერთი წლის წინ დამრჩა. 31 დეკემბერს შევედი და სანამ სახლისთვის ნამცხვარს ვიყიდიდი და კილომეტრიან რიგში მომიწევდა დადგომა, საკუთარი თავისთვისა და ჩემი ძმისთვის საჩუქრის გაკეთება გადავწყვიტე. შევეხეტე და დავიწყე თვალიერება, იმდენი რამე მოგვინდა ორივეს რომ ერთმანეთს ვტაცებდით წიგნებს ხელიდან, ახალი წელი იყო ჰოდა არ მენანებოდა :) სალაროსთან ჩემი სისხლის სამართლის ლექტორი შევნიშნე, მიუხედავად საშინლად ჭირვეული ხასიათისა ყველაზე მეტად ეს ლექტორი დამამახსოვრდა, თან ჩემი უზომო და ვნებიანი სიყვარული სისხლის სამართლის მიმართაც თამაშობდა თავის როლს, ჰოდა წლების უნახავი ლექტორი შევნიშნე, ხმას აუწია და დავინტერესდი რა ხდებოდა, უხსნიდა რომ გუშინ საბავშვო წიგნების ერთ–ერთი სერიიდან შვილიშვილს წიგნი უყიდა საახალწლოდ, შემდეგ აღმოაჩინა რომ ეს წიგნი უკვე ქონდა და გადაცვლა სურდა სხვა წიგნში, იმავე სერიიდან ზუუსტად იმავე ფასში. კონსულტანტები თავს იგიჟებდნენ გამორიცხულიაო და ბოლოს წიგნიც დატოვა, ქვითარიც და გაეცალა იქაურობას. გული დამწყდა რაღაცნაირად, ამ დროს კიდევ ერთი ქალი იყო მაღაზიაში და კონსულტანტებს უთხრა “რა მოხდებოდა რომ გადაგეცვალათ, ფულის დაბრუნებას ხომ არ გთხოვდათ რა წესია ეს”–ო, პასუხად კი მხოლოდ ეს მიიღო “თქვენ მაინც ნუ გვიშლით ნერვებს ქალბატონო”, შედეგად ამ ქალბატონმაც დატოვა მაღაზია საახალწლო საჩუქრის გარეშე. ვიდექით მე და ჩემი ძმა, წიგნებით ხელებგამოტენილები და ვფიქრობდით რა გვექნა, უარი ვერ ვთქვით და მაინც ვიყიდეთ. თუმცა ვერ მოვინელე და სახლში მისულმა მივწერე “ბიბლუსს” მომხდარის შესახებ, ცუდი ის არის რომ პასუხი არავის გაუცია. იმის მერე რაღაცნაირად ვუვლიდი ხოლმე გვერდს ამ მაღაზიას, მაგრამ ახლა მაინც შევდივარ.
ჰო, კიდევ ყაზბეგის გამზირზე (პავლოვზე უფრო უხდება ისე მაგ მაღაზიას) დასაწყისში უძველესი წიგნის მაღაზიაა, ჩემი სკოლის მოსწავლეობის დროინდელი, ჰოდა რაღაცნაირად მიყვარს, რკინის კარს შევაღებ ხოლმე და დიდ ხანს ვუყურებ თაროებს.
მოკლედ მგონი კომენტარი კი არა პოსტი დაგიტოვე მოლი, მაგრამ უჰ, რამდენი დავიწყებული მაღაზია გამახსენე :) კარგად ვიხეტიალე :)
LikeLike
ჰო, პოსტი გამოვიდა ფაქტიურად და ასეთი იმპროვიზებული პოსტები ძალიან მომწონს :)
სერვისი ჩვენი თანთია, ფინიკი. სამწუხაროდ, მყიდველის დაფასება ჯერ ვერ ვისწავლეთ, მაგრამ, იმედია, ოდესმე ესეც გამოსწორდება.
ბიბლუსს კარგი საბავშვო ხაზი აქვს. სერიაც ბევრი მოეპოვება რაღაცების არჩევა ნამდვილად შეიძლება. თან, სახლისკენ მიმავალ გზაზეა და მოსახერხებელია.
LikeLike
ჩეკი თუ ჰქონდა და წინა დღეს იყიდა კიდე უნდა გადაეცვალათ >.< თორე ისე ბევრი ნერვებისმომშლელი კლიენტი კი არის ხოლმე, რამდენიმე კვირის წინ ერთი ქალი სიით მოგვადგა, თავისი შვილისთვის უნივერსისტეტის წიგნები იყიდა, კაი ხანი არჩევდა, ავტორების დაზუსტებაშიც დავეხმარეთ და ორი საათის მერე მოდის – უი თურმე არ უნდა ეს წიგნები დაიბრუნეთო -.- გადაცვლა შევთავაზეთ, ავუხსენით რომ ჩეკი ამორტყმულია უკვე, ბლა, ბლა და ისტრეიკები გაგვიმართა -.-
LikeLike
მსგავსი შინაარსის სტატია წავიკითხე, როდესაც მივლინებაში აირბალტიკით მივფრინავდი. მოთხრობილი იყო მსოფლიოს საუკეთესო წიგნების მაღაზიებზე, წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც ჩემი საყვარელი წიგნების მაღაზია თბილისში “Prospero’s books” აღმოჩნდა ამ სტატიაში. ამ მაღაზიაში ყოველთვის აღმოაჩენ რაღაც აქამდე უცნობს, შეგიძლია არომატულ ყავასთან ერთად გადახედო რამოდენიმე მოწონებულს და აარჩიო შენთვის ყველაზე საინტერესო. სხვათა შორის აირბალტიკის ის ჯურნალი ბორტგამცილებლების ნებართვით წამოვიღე, მაინც რა არის ეს ეროვნული სიამაყე…:)
LikeLike
პროსპერო მშვენიერი მაღაზიაა, არჩევანიც დიდია და ყავა ნამდვილად უგემრიელესი აქვთ. თავის დროზე, აქტიურად ვსტუმრობდი. ორი წელი, პრაქტიკა მაკლია მეთქი და მხოლოდ ინგლისურად ვკითხულობდი. ჰოდა, პროსპერო და საჯარო ბიბლიოთეკის ინგლისურენოვანი კატალოგები მშველოდა. ახლა უკვე იშვიათად ვარ მანდ.
სტუმრობისთვის და საინტერესო კომენტარისთვის დიდი მადლობა, ქალბატონო მანანა.
LikeLike
დიოგენე, დიოგენე!
LikeLike
გემოვნე-ბი-ანი მკითხველი <3
LikeLike
დიოგენე ორჯერ შემთხვევით არ დამიწერია :))
დი-ოგენე :)))
LikeLike
ოჰ, ეს ალუზიე-ბი :)
LikeLike
მორიგი შესანიშნავი პოსტი ამ ბლოგზე…
ტერიტორიული სიახლოვის გამო “გუდვილის” “ლიბრას” ვსტუმრობ ხშირად. ძალიან მიყვარს “სანტა ესპერანსა” – მართლაც საოცარი სიმყუდროვეა, შეხვალ და გამოსვლის გზას კარგავ წიგნების წარმოსახვით ლაბირინთებში…
ვაკის პარნასში, ისევ ტერიტორიული მოუხერხებლობის გამო, კარგა ხანია აღარ ვყოფილვარ.
GTC-ში აქვთ ერთ კომპლექსურ მაღაზიაში წიგნების დახლი. თაშენის გამოცემის არაჩვეულებრივი ილუსტრაციები აქვთ, 2 დღის წინ კი შმიტის “ულისეს სახარება” გამოვაყოლე ხელს (ხელფასის წინა დღეს ბოლო ათი ლარით :D ).
ახლა 1 კითხვა: “დიოგენეში” ხვალ არის მწვანე შაბათი?
LikeLike
ჯითისი-ში უნდა შევიარო. თაშენის გამოცემები მომწონს ძალიან და ერთი-ორ ახალ ალბომს როგორ ვერ ვიპოვნი…
ყველა წესით და კანონით, ტაბუ, “მწვანე შაბათი” ხვალ უნდა იყოს. პოსტს რომ ვწერდი, ახალი ანონსი ჯერ არ ედო დიოგენეს და ერთი თვის წინანდელი გავლინქე. მალე, ალბათ, ხვალინდელ ინფოსაც დადებენ. ფბ-ზე საღამოს ვიქნები, გადავამოწმებ და გაგაგებინებ.
LikeLike
მადლობა, მოლი.
ჯითისი-ში შევივლი დღეს და ვნახავ, რა აქვთ. დიდი არჩევანი არ არის, მაგრამ გემოვნებითაა არჩეული, რაც აქვთ.
LikeLike
მოლი, ვიყავი ჯითისიში და აღმოჩნდა, რომ სამი სტენდი აქვს დათმობილი თაშენის გამოცემას: მხატვრებზე, არქიტექტორებზე, კინო-ფოტო ხელოვნებაზე… მმმ!
არჩევანის სიმცირე ამ მხრივ არ არის.
მე კი შმიტის კიდევ ერთი წიგნი და ბისეტის “ყველაფერი ყირამალა” გამოვაყოლე ხელს <3
LikeLike
შმიტის ახალი, ალბათ, გამხდარ სუმოისტზე :) მშვიდობაში და გემრიელად წაკითხვაში, ტაბუ!
სამი სტენდი მართლა ბევრია და მშვენიერი არჩევანიც იქნება.
LikeLike
ახალი არა, სამწუხაროდ – მგონი ყველაზე პირველი, რომელიც ქართველმა მკითხველმა გაიცნო: “პილატეს სახარება”. ახლა “ულისე ბაღდადიდან”-ს ვკითხულობ, ცოტა ხნის წინ სხვა ორი წიგნი ვშთანთქე… ძლიერ მომნუსხა შმიტმა. ასეთი სიამოვნება კითხვით კარგა ხანია არ მიმიღია!
იმ დახლებზე კი თაშენის გამოცემების არჩევანი მართლა ძალიან დიდია. გაგიჭირდება ხელცარიელი გამოსვლა :)
LikeLike
ამ ბლოგს (არამარტო, მაგრამ) ძირითადად, ლიტერატურის და ზოგადად, კითხვის მოყვარულები სტუმრობენ, რომლებსაც, რაღა გასაკვირია და, წიგნის მაღაზიებიც შესაბამისად ეყვარებათ. წიგნის მაღაზიის დანახვისას ზუსტად ის რეაქცია მაქვს, რაც პატარა ბავშვებს სათამაშოების მაღაზიასთან. ჰოდა, ამ მომრავლებული მაღაზიების ფონზე სულ პულსაჩქარებული დავდივარ :)
წარმოიდგინეთ, როგორ გამიხარდებოდა, აქვე, ბახტრიონზე რომ გახსნეს “წიგნის სახლი ბახტრიონზე” , სადაც ფუმფულა სავარძელში ჩაბრძანება, ცხელ–ცივი სასმელების მიღება და მსუბუქად წახემსებაც შეიძლება.
რაიმე “პიარშიკობის” იერი რომ არ მიეცეს (ხმამაღლა საუბრობდით და ყური მომეკრა :) ) წარმოდგენა არ მაქვს, ვისია და არც არავის ვიცნობ მასთან დაკავშირებულს. უბრალოდ, მიხარია, ბევრი ასეთი მაღაზია რომ იხსნება, რადგან ისინი, ისევე როგორც წიგნები, ზედმეტად ბევრი არ არსებობს :)
LikeLike
“მიხარია, ბევრი ასეთი მაღაზია რომ იხსნება, რადგან ისინი, ისევე როგორც წიგნები, ზედმეტად ბევრი არ არსებობს”
ოქროს სიტყვებია!
ბახტრიონის წიგნის სახლი კი დავიმეგობრე და სიახლეებსაც თვალს ვადევნებ, მაგრამ ვერ მოვიცალე გასასვლელად. ჩემს ყოველდღიურ მარშრუტს ცდება და ნამეტანი მოუხერხებელია. ახლა უკვე ნამდვილად შევივლი.
LikeLike
წიგნის მაღაზიის პიარზე უფრო კეთილშობილი საქმე რა უნდა იყოს :)
ბახტრიონის რა ნომერია, ეგეც გვითხარი დაინტერესებულთ :)
LikeLike
ბახტრიონის 11ბ ყოფილა, ისე კი აქსისის მარადმიმდინარე მშენებლობის ქვემოთაა :)
LikeLike
ფოტოს მოვიძიე ინტერნეტში:

LikeLike
აი, სახლი!
LikeLike
გავარკვიე, ბახტრიონის 11ბ ყოფილა
LikeLike
“პარნასი” , “პარნასი” და “პარნასი” <3
განსაკუთრებით აი ის ლესელიძის პარნასი, რომლის ფოტოც ბოლოს დევს… მაღაზიის სიკოხტავეს ეშხს და პეწს მატებს ის წითელთმიანი, თბილღიმილიანი გოგონა, რომელიც მანდ მუშაობს და ისე არასდროს გამოგიშვებს, ერთი კარგი წიგნი არ გამოგაყოლებინოს ხელს <3
LikeLike
ყოჩაღ წითელთმიან და თბილღიმილიან გოგონას <3
LikeLike
ჰაჰა, მსგავსი კომენტარი უნდა დამეწერა მეც :დ
LikeLike
ჩემი ფავორიტი “დიოგენეა” <3, ბოლო 1 წელია სხვაგან არც მიყიდია არაფერი, მწვანე შაბათებიც მიყვარს და დაგროვების ბარათიც მაქვს :) რომ შევალ გამოსვლა აღარ მინდა, ყველაზე კომფორტულად სწორედ ამ მაღაზიაში ვგრძნობ თავს :)
და მეორე ლესელიძის "პარნასი" <3
პ.ს. ხვალ დიოგენეში მწვანე შაბათი უწევს , ფასდაკლება იქნება 27% :) მე მივდივარ, კუტზეე და კერუაკი მაქვს შესაძენი :) თქვენც გირჩევთ
LikeLike
უწევს, არა? დადეს უკვე ანონსი? ნებისმიერ შემთხვევაში მივდივარ. ტრადიციაა უკვე :)
LikeLike
რამდენიმე დღის წინ მივწერე და გვაქვსო მომწერეს მწვანე შაბათზე :)
LikeLike
ჩემი ხმა ლიგამუსს, ბიბლუსს და სულაკაურის გამომცემლობას.
ლიგამუსი იმიტომ რომ, როგორც ილიაუნის ექსსტუდენტი, ხშირად შევდიოდი და არაერთი წიგნით ჩამიტკბარუნებია გონება. :))))))))
ბიბლუსი იმიტომ რომ სახლთან ახლოს გამიხსნეს და ხშირად შევივლი ხოლმე და მამაჩემისთვის სასაჩუქრედ აქედან წავიყოლებ ხოლმე წიგნებს :)
და ბოლოს სულაკაური- იმიტომ რომ მარტო წელს ჩემთვის საინტერესო იმდენი წიგნი გამოსცეს … და კიდევ რამდენს ველოდები :) <3
LikeLike
“დიოგენეში” შევლა მწვანე შაბათობას ლამის რიტუალად მექცა. ძალიან გემოვნებიანი წიგნები აქვთ შერჩეული სათარგმნად და თარგმანებიც ძალიან მომწონს :)
LikeLike
მაგნუმში აღვნიშნე “ლატერნა”-ს ხშირი სტუმარი ვარ-მეთქი :) ქარვასლაში მშვენიერი მაღაზია აქვთ გამყიდველითურთ და იმიტომაც.ბიბლუსი ისე ცუდად დამამახსოვრდა გამყიდველის გამო,რომ მერე აღარც მდომებია შემევლო.. დიოგენეც კარგია,მაგრამ რატომღაც ჩემთვის საინტერესო წიგნი რამდენჯერმე,რომ ვერ ვიპოვნე ისევ ლატერნას დავუბრუნდი და აესე შევრჩი კიდეც ერთგულ მომხმარებლად.თანაც ყველა გამოცემა აქვს ხოლმე და მეც ძებნა აღარ მიწევს..
LikeLike
ეჰ, მოლი წიგნები არის მაგრამ ფასებია ისეთი ვერ გაეკარები :( ბიბლუსში მივდივარხოლმე. სტუდენტებისთვის ფასკალებები რო იყოს ძალიან კარგი იქნებოდა
LikeLike
ფასსაც თავისი ლოგიკა აქვს, თამთა. მეც მირჩევნია, ეკო ლარნახევარი ღირდეს (მაჩვენეთ, ვის არ ურჩევნია) მაგრამ აქ მეორე საკითხია – რამდენად ივარგებს ლარნახევრიანი ეკო? საავტორო უფლება, თარგმანი, დიზაინი, ხარისხიანი სტამბა – უფასოდ არა არის ეს და ამაზე ეკონომია წიგნზეც აისახება.
ისე, ფასდაკლებების სისტემა მუშაობს და თუ მიყევი, ასე თუ ისე, შეღავათია. დიოგენეს მწვანე შაბათი აქვს დღეს – ანუ, ყველა წიგნზე 27 პროცენტიანი ფასდაკლება, სანტა სამშაბათობით ‘მოხსენიების დღეს” აწყობს და თუ დათაგე სტატუსში, ერთი კვირა 15 ან 20 პროცენტიანი დისქაუნთით ისარგებლებ, სულაკაურს აქვს ხშირი აქციები, ბიბლუსის დაგროვების ბარათები… მეტ-ნაკლებად, დაზოგვის საშუალება არსებობს.
LikeLike
სამწუხაროდ, ქუთაისში ასეთი მრავალფეროვნება არ გვაქვს. თუ რაიმე წიგნს ვეძებ ბიბლუსში მივდივარ ხოლმე, რადგან სამივე მაღაზია ჩემთვის ძალიან მოსახერხებელ ტერიტორიებზე აქვთ გახსნილი. ერთადერთი რაც ბიბლუსში არ მომწონს მომსახურეობაა. არ ვიცი თბილისში ამ მხრივ რა ხდება, მაგრამ აქ ისეთი ხალხი მუშაობს რაიმეს კითხვა მოგერიდება. თან რატომღაც სამივე მაღაზიაში ასეა :/
LikeLike
ოჰ, ეს ადამიანური ფაქტორი :( ერთის მხრივ, სერვისი მართლა არ გვივარგა (რას ვიზამთ, სამოცდაათი წელი არ ვარგოდა და ასე უცებ ვერ ვისწავლით), მაგრამ ზოგჯერ მყიდველიც სცოდავს… მოკლედ, ასეც ხდება და ისეც. ისეთი კონსულტანტიც შემხვედრია, ლიტ. სიახლეები გაგვირჩევია ერთად, ეს ვარგა, ეს კარგი გამოვიდა, ეს არც ისე, ამას ველოდებით და ამას ცოტა დააგვიანდებაო და ღრმად კმაყოფილი წამოვსულვარ და ისეთიც, ნეტავ, არ შემხვედროდა…
LikeLike
სამწუხაროდ ჩვენთანაც არ არის მასეთი მრავალფეროვნება :(
LikeLike
ვაკის “პარნასი” ჩემი ფავორიტია, ჯერ ისედაც “პარნასი” და მერე ვაკის განსაკუთრებულად, ჩემი და მუშაობდა მანდ და განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს
LikeLike
უი, რა დამავიწყდა. ჩემი მეგობარი მირეკავს და უნდა გახალისოო. მოკლედ შესულა “ბიბლუსში” (თუ არ ვცდები) . იმ ავადსახსენებელ 50 წიგნს უგროვებს პირმშოებს, არადა კაი გოგოა, ნაკითხი :) ხოდა უკითხავს, 38 ტომი თუ გაქვთო, რა არის შიგო და კონსულტანტმა “მღელვარე ზაფხულიო”. ეს დაფიქრებულა, ამისთანა რაა და რატომ არ ვიციო. ხოდა რომ გადმოუღეს “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” აღმოჩნდა. დავდექი და ხმამაღლა ვიცინეო და კონსულტანტი გაოცებული მიყურებდაო :)
LikeLike
ხდება ხოლმე. მყიდველსაც უკითხავს, ტომ სოიერის რა გაქვთო.
LikeLike
სტაინბეკი 35-ე ტომია.
LikeLike
ახლა მივხვდი რას მიაქვს ჩემი დრო, უნიდან წამოსული რომ დავუყვები ხოლმე ამ მაღაზიებსა თუ ბიბლიოთეკებს, სანამ ყველა არ დაიკეტება სახლში ვერ მივდივარ :(
ყველაზე ხშირად მაინც ლიგამუსს ვსტუმრობ ხოლმე <3
LikeLike
მე ყოველ ხელფასზე ვყიდულობ 2 ცალ წიგნს, ჯერ თვე არ ჩამიგდია :) წიგნის მაღაზიაში რომ შედიხარ და ყველაფრის გამოზიდვა გინდა, მაგრამ საკმარისად არ გიწყობს ფინანსები ხელს ეგაა ყველაზე ცუდი მომენტი :/
LikeLike
ყოველ ხელფასზე ორი წიგნი ძალიან კარგია, სალ. მე რომ შენხელა ვიყავი, საერთოდ ვერ ვყიდულობდი. პრინციპში, ხელფასიც არ მქონდა, მაგრამ მაინც…
ფინანსები ჩვენი თანთია :((((
LikeLike
სალი, მეც ეგრე ვარ, მაგრამ როცა ბევრი დრო მაქვს, კითხვა არ მინდა ხოლმე და როცა უამრავ წიგნს ვყიდულობ, წასაკითხად ვეღარ ვიცლი. ვერ მივაგენი სათანადო კანონზომიერებას.
LikeLike
[…] გახსოვთ კიდეც, სამიოდე თვის წინ, თბილისური წიგნის მაღაზიებზე რომ ვყვებოდი, ერთმა, შემთხვევით […]
LikeLike
ჰოოო, რომ გადმოვალაგებ ხოლმე წიგნებს თაროებიდან, მერე გადავთვლი ღირებულებას, მერე ვხვდები, რომ ნამეტანია, და ისეთი შეგრძნებით ვიწყებ დასატოვებელი წიგნების ამორჩევას, დედას რომ უთხრან, შვილებში რამდენიმე გამოარჩიე და დატოვეო, კონსულტანტ-მოლარის კითხვაზე, ხომ არ დაგეხმაროთო, ნატანჯი ღიმილით რომ ვპასუხობ, არა, მე თვითონ-მეთქი და ასე ნაბრძოლი რომ გამოვდივარ მაღაზიიდან მუდმივი უკმარისობის შეგრძნებით, აი, ესაა ყველაზე მწარე და ყველაზე გემრიელი <3
და მაინც, სანტა-ესპერანსაში მართლა რაღაც სხვანაირი სიმყურდოვეა…
LikeLike
[…] ფოქეთბუქები, თბილისში მხოლოდ “პარნასში” რომ მეგულებოდა, კოხტად […]
LikeLike