წერო მოლი ბლუმის ბლოგზე გესტ-პოსტი, საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობაა. უმასპინძლო ჯეოპარდს – ორმაგად საპასუხისმგებლო და საპატიოა. გადავწყვიტე ამ გესტ-პოსტში ჩემთვის ძალიან საყვარელი და ნაცნობი თემა – მიუზიკლები დაგახვედროთ.
სამწუხაროდ, ბევრი ცნობილი და კარგი მუსიკალური სპექტაკლი, ფილმი თუ მულტფილმი დამრჩა ჯეოპარდს მიღმა: მათ სიმრავლეში ისეთები ავარჩიე, რომლებიც ბევრისათვის ნაცნობია და კარგი მინიშნების შემცველ კითხვად შეიძლებოდა ჩამოყალიბება. იმედს ვიქონიებ, ეს ჯეოპარდი თქვენთვისაც სახალისო და საინტერესო იქნება.
Good luck!
1. ამ ცნობილი მიუზიკლის „ბროდვეის“ და ლონდონის „ვესტ ენდის“ დადგმების მთავარ მშვენებად ვოკალისტთა სამეული – სარა ბრაიტმანი, მაიკლს კროუფორდი და სტივ ბარტონი – იქცნენ. კარგი ვოკალის დეფიციტიც უარყოფითად აისახა ამავე მიუზიკლის ჯოელ შუმახერისეულ ეკრანიზაციაზე;
2. შესანიშნავ ჯაზურ კომპოზიციებზე აგებული ეს თეატრალური მიუზიკლი ბროდვეის სცენაზე 1975 წლიდან იდგმებოდა, თუმცა მსოფლიო აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, რაც მასზე 2002 წელს რენე ზელვეგერის, კეტრინ-ზეტა ჯონსის, რიჩარდ გირის, ქუინ ლატიფას და სხვა ვარსკვლავების მონაწილეობით ფილმი გადაიღეს;
3. ეს ბრწყინვალე რუსული როკ-ოპერა გრაფი რიაზანოვისა და კალიფორნიელი მზეთუნახავის კონჩიტას ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს;
4. ამ მიუზიკლში შვიდი შვილის მამისა და ყოფილი მონაზვნის სასიყვარულო ისტორია რიჩარდ როჯერსის მელოდიების ფონზე ვითარდება. 2010 წელს ეს მუსიკალური სპექტაკლი ქართულ სცენაზეც დაიდგა;
5. ამ მუსიკალურ მულტფილმში გმირებს მიშელ პფაიფერი, რალფ ფაიენსი და სტივ მარტინი ახმოვანებენ, თუმცა განსაკუთრებულ ხიბლს, თამარა დამეთანხმება, მაინც ოფრა ჰაზას განუმეორებელი შესრულება სძენს;
6. ამ ფუმფულა არსებების შესახებ შექმნილი ბრწყინვალე თეატრალური მიუზიკლიდან ერთ-ერთი არია მოგვიანებით ბარბრა სტრეიზანდის სავიზიტო ბარათად იქცა;
7. ბლუზის, რ&ბ-ს და სოულის ჰანგებით გაჯერებულ ამ მუსიკალურ ფილმში ორი კრიმინალი ძმა 5000 დოლარის საშოვნელად მუსიკალურ ბენდს აფუძნებენ. ამ მხიარულ თავგადასვალში მათ პარტნიორობას ჯეიმს ბრაუნი, რეი ჩარლზი, არეტა ფრანკლინი, ქებ ქალოუეი და სხვა გრანდები უწევენ;
8. ათი ოსკარის მფლობელი ეს წმინდად ამერიკული ხასიათის მიუზიკლი შექსპირის ცნობილი ტრაგედიის მიხედვით იქნა გადაღებული;
9. ვებერისა და ტიმ რაისის ამ ცნობილმა როკ-ოპერამ ზოგიერთი რელიგიური წრეების რისხვა დაიმსახურა, ხოლო სამხრეთ აფრიკაში საერთოდ აიკრძალა მისი ჩვენება რელიგიურ ნიადაგზე;
10. სვინგური აკორდებით გაჯერებულ ამ მუსიკალურ ფილმში გლენ მილერის ორკესტრის ისეთი შესანიშნავი მელოდიები ჟღერს, როგორიცაა “Chattanooga Choo Choo”, “Moonlight Serenade” და “In the Mood”. ეს ფილმი ერთ-ერთი იმ მცირე ამერიკულ “პროდუქტთაგან”, რომლის ჩვენებასაც საბჭოთა მთავრობა არ კრძალავდა და ლორდ ვეიდერს თუ დავუჯერებთ, მან მთელ მოდურ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი;
11. ბერნარდ შოუს ცნობილი დრამის ამ ადაპტირებულ კინო-მუსიკალურ ვერსიაში მთავარ როლს ოდრი ჰეპბერნი ასრულებს;
12. ჯაზ-სტანდარტი Summertime გერშვინის ამ ჯაზ-ოპერის (რასაც თავად გერშვინი ამერიკულ ფოლკ-ოპერას უწოდებდა) ერთ-ერთი არიაა;
13. ვებერის ამ მიუზიკლში ნიუ იორკის ცნობილი თიკუნით: „დიდი ვაშლი“-თ ბუენოს-აირესია მოხსენებული;
14. ჟანა მარი ლეპრენს დე ბემონის მშვენიერ ზღაპარზე დაფუძნებული ეს მუსიკალური მულტფილმი დისნეის 30-ე სრულმეტრაჟანი პროდუქტია. მან სხვა ჯილდოებთან ერთად ოქროს გლობუსი და გრემი დაიმსახურა საუკეთესო მუსიკისათვის;
15. ვიქტორ ჰიუგოს რომანის მიხედვით დაწერილი ამ მიუზიკლიდან არია შეასრულა სუზან ბოილმა ბრიტანულ „ნიჭიერში“ 2009 წელს.
ჰოდა, სანამ თამადას ავირჩევდეთ კი არა და, საქმეზე გადავიდოდეთ, უღრმესი მადლობა ტაბუს ასეთი მშვენიერი თემის შერჩევისთვის და ძალიან საინტერესო კითხვების მოძიებისთვის.
ჩემი ფერადი კანდინსკი ალალი იყოს ამ პაკეტზე.
მადლობა, ნინო!
LikeLike
მოლი, შენ მადლობა შენი პრივატული სივრცის დათმობის, ასეთი საპატიო მისიის დაკისრებისა და ნდობისათვის :)
კიდევ ერთხელ (და არა უკანასკნელად) გეტყვი – ეს ჩემთვის პატივია!
LikeLike
ვააა, რა გადასარევი თემაა:
1. “ოპერის მოჩვენება”;
2. “ჩიკაგო”;
3. “იუნონა და ავოსი”, მგონი, ასე ჰქვია… რუსულად ვიცი სახელწოდება;
4. “მუსიკის ჰანგები”;
5. “ეგვიპტის პრინცი” – ოფრა <3<3<3
6. "კატები"???
7. "ძმები ბლუზები", ალბათ :)
8. "ვესტ საიდ სთორი"???
9. ეგ იქნება ალბათ "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი"
10. ეუფ!!! ლორდულ კითხვაში ჩავიჭერი…
11. "ჩემი მშვენიერი ლედი"?
12. აუ, ეგ როგორ არ უნდა ვიცოდე… დამავიწყდა!
დანარჩენს ხვალ ვუპასუხებ :)))
ძალიან დიდი მადლობა Taboo-ს ასეთი გადასარევი პაკეტისა და პერსონალური კითხვისთვის :)
LikeLike
10. ეს იქნება “მზიანი ველის სერენადა”, მგონი ასე ჰქვია;
12. “ვიღაცა და ბესი”;
13. “ევიტა” – ში იქნება ალბათ ბუენოს-აირესი… ისე, ეგ ქალი, მომკალით და საშინლად არ მესიმპათიურება. თუ მადონას ბრალია, არც ვიცი :)
14. რომელია მაგი??? “მზეთუნახავი და ურჩხულია”, ვითომ??
15. “ნოტრ-დამელი კუზიანი” იქნება ალბათ, ჰიუგოს მიხედვით მეტი მიუზიკლი არ ვიცი…
უკარგესი პაკეტი იყო, მადლობა კიდევ ერთხელ ნინოს!!!
LikeLike
თამარა, შენ მადლობა ასეთი კომპლიმენტისა და მშვენიერი თამაშისათვის! :)
LikeLike
კიდევ კარგი, ჯეოპარდი “შევინარჩუნეთ” :) საუკუნეა ამდენი არ მიფიქრია მიუზიკლებზე :)
1. ოპერის მოჩვენება
2. ჩიკაგო
3. Юнона и Авось
4. მუსიკის ჰანგები
5. ეგვიპტის უფლისწული
6. კატები
7. ძმები ბლუზები
8. უესთ საიდის ისტორია
9. იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი
10.მზიური ველის სერენადა
11.„ჩემი მშვენიერი ლედი“
12.პორგი და ბესი
13.ევიტა
14.ურჩხული და მზეთუნახავი
15.საბრალონი
LikeLike
სრულყოფილი პასუხები! გმადლობ :)
LikeLike
კითხვებიც სრულყოფილი იყო :)
LikeLike
უღრმესი მადლობა :)
LikeLike
ძალიან კარგი გესტ ჯეოპარდია
1 The Phantom of the Opera
2 ჩიკაგო
3 Юнона и Авось (ახალგაზრდა კარაჩენცევი თამაშობდა)
4 მუსიკის ჰანგები
5 ეგვიპტის პრინცი
6 Cats
7 ძმები ბლუზები (ძალიან მიყვარს)
8 რომეო და ჯულიეტა
9 იესო Super Star
10 მზიური ველის სერენადა (მადლობა ილუზიონს)
11 პიგმალიონი – ჩემი მშვენიერი ლედი
12 პორგი და ბესი(ძალიან მიყვარს)
13 მომკალით ვერ ვიხსენებ (ჯერ)
14 ფიფქია და 7 ჯუჯა (???)
15 პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
ნინო დიდი მადლობა, სასიამოვნო რაღაცეები გავიხსენე.
მე-13-ს ვფიქრობ და 14-ც მეფიქრება.
LikeLike
ნატო, მადლობა შექებისათვის :)
3 – თანაც შესანიშნავად თამაშობდა.
7 მეც ძალიან მიყვარს
10 და მადლობა ვეიდერს – სტილიაგების შესახებ მისგან შევიტყვე :)
LikeLike
მე 14 სისულელე დავწერე. ფიფქოა და 7 ჯუჯა პირველია. 30-ე წერებულა – მეფე ლომზე და ურჩხულზე და მზეთუნახავზე ვფიქრობ. ზღაპრის ავტორები ნამდვილად არ ვიცი. ჟანა მარი ლეპრენი დე ბემონი ფრანგები უნდა იყვნენ, ამდენად ისევ ”მზეთუნახავი და ურჩხული” გამოდის.
LikeLike
მეორე არის მულენრუჟი და დანარჩენისთვის მეზზარება ჩემი სუსტი მეხსიერების დაძავა,არადა რამდენიმეს გაიხსენებდა კაცი.
4.ვგიჟდები ამ ფილმზე ეშმაკმა დალახვროს ვერ ვიხსენებ სახელს
8 რომეო დაჯულიეტა
7 ძმები ბლუზები ხომ არ არის შემთხვევით
15.ალბათ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
მოლი ალბათ რაც დავწერე უმეტესობა შეცდომაა მაგრამ ხომ ვცადე:(
LikeLike
დარწმუნებული ვარ, ცოოოტა მეტი დროის ქონა და შედეგი გაცილებით უკეთესი იქნებოდა. თუმცა მთავარი მონაწილეობაა :)
LikeLike
ხო აბა რა, მშვენიერი პოსტი იყო-მეც რომ მომანდომა თამაში-მუსიკის ჰანგები მოგვიანებით გავიხსენე და ვეღარ მოვხვდი კომპიუტერთან რომ მომეწერა
LikeLike
სხვა დროსაც სცადე ხოლმე, სხვა ოთხშაბათებსაც :)
LikeLike
შედეგის მიხედვით მიხვდები, რატომ ვიკავებ თავს ხოლმე:)
LikeLike
შედეგი აქ მაინც მეორეხარისხოვანი მგონია. მთავარია, გავერთეთ, ვისიამოვნეთ და რაღაცებიც გავიხსენეთ :)
LikeLike
მეც ასე ვფიქრობ. შემდეგ ჯეოპარდებს აღარ გამოვტოვებ :)
LikeLike
თუმცა უმეტესობა არასწორედ.მაგამ მაინც კარგია …სხვა დროს უფრო სერიოზულად ვეეცდები
LikeLike
ვაიმეეეე, ციებ-ცხელება ამიტყდა, სანამ ბოლომდე ჩავიკითხე, მარა ყველა ვერ გამოვიცანი. ახლა პასუხებს დავდებ
LikeLike
რაც გამოიცანი, ეს მოგვწერე.
სხვისი შედგენილი რომ იყოს ეს კითხვები, ყველას გამოცნობა შეიძლება მეც გამჭირვებოდა :) ეს იმის ფონზე, რომ თავს მიუზიკლო–მანად ვთვლი
LikeLike
1. ოპერის მოჩვენება
2. ჩიკაგო
3. იუნონა ი ავოს
4. მუსიკის ჰანგები
5. მოსე
6. კატები
7. ძმები ბუიღლიშვილები :) (ბლუზები)
8. ვესტსაიდური ისტორია
9. იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი
10. სან ველის სერენადა
11. ჩემი მშვენიერ ლედი
12. პორგი და ბესსი
13. ევიტა
14. ????
15. საბრალონი
LikeLike
გმადლობ, მეუღლე :)
LikeLike
აბა ვცადო რა მახსოვს, გვარებს ძნელად ვიმახსოვრებ :დდდ
1. ეგ სამი ერთად, მარტო ფანტომზე იყვნენ, თუ სწორად მახსოვს და ვებერმა ჩაძირა მეორე ავტორის მუზიკლი ამავე თემაზე
2. ოლ ზათ ჯაზ? ჩიკაგო?
3. აუ ეს არ ვიცი :დდ
4. რაღაცნაერი მუსიკის ჰანგები :დდ
5. აუ ეს არ ვიცი, ის მახსოვს, რომ თამარა ოფრას ნამღერ იავნანაზე გიჟდება, მოსეს მულტფილმში როა, მაგრამ იქ ვინ ახმოვანებს, აღარ მახსოვს : /
6. ბარბარას იმდენი სიმღერა ვიცი, მე რომელსაც მის სავიზიტოდ ვთვლი, რომ ეს არ მახსოვს რომელი იქნება
7. ძმები ბლუზები?
8. ვესტ საიდის ისტორია?
9.იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი?
10. მევასება ეგ ფილმი, “მზიური ველის სერენადა”. მამაჩემიც გიჟდება და დისკეტაზე ჩაწერილ გლენ მილერს მასმენინებდა პატარა ღლაპს :დდდ
11. შოუმ პიგმალიონი დაწერა და მგონი “ჩემი მშვენიერი ლედი” უნდა ერქვას ოდრის მონაწილეობით რომ ფილმია
12. აუ არ მახსოვს, თუმცა “სამერთაიმ” ძალიან მიყვარს, ელას ნამღერით
13. არგენტინაზე არის ევიტა, მეტი არ მახსოვს, მანდ იქნება
14.ფრანგია ავტორი? აუ, მაშინ ურჩხული და მზეთუნახავი უნდა იყოს
15. ვაიმე, ჩემი სიყვარული – “საბრალონი”
პ.ს. ჰეჰეჰეეე, ერთი ჩემი სიყვარულით დაიწყო და მეორე ჩემი სიყვარულით დამთავრდა :დდ
ერიკიდან მარიუსამდე :დდდ
LikeLike
ქევან, მადლობა მონაწილეობისა და ამომწურავი პასუხებისთვის :)
1 – ამდენი ემც არ ვიცოდი :)
6 – აქ მინიშნება “ფუმფულა არსებები” იქვნენ. არიას კი Memories ჰქვია <3
10 – ყოჩაღ მამას!
13 და 14 – მშვენივრად დაგიჭერია მინიშნებები.
LikeLike
1. ფანტომი.
2. ჩიკაგო.
3. ააარ ვიციიიი
4. მუსიკის ჰანგები <3
5. ვაი, სირცხვილო და ესეც არ ვიცი
6. სასაცილო გოგონა, თუ როგორ ჰქვია, ბავშვობიდან მახსოვს.
7. არც ეს :(
8. რომეო და ჯულიეტა?
9. იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი.
10. აზრზე ვერ მოვდივარ
11. ჩემი მშვენიერი ლედი
12. ჯაზი თუა, არ მეცოდინება :P
13. ევიტააააააა
14. ნეტა რომელი?
15. საბრალონი.
LikeLike
არავითარი სირცხვილო – მშვენიერი შედეგები გაქვს!
LikeLike
“კატები” ვერ გამოვიცანი :|
LikeLike
შენც მოგწონს “კატები”? :)
კითხვების ვერ-გამოცნობის ტვირთი ჩემზეც არის – პირველად შევადგინე ჯეოპარდის შეკითხვათა პაკეტი და, შესაძლოა, არასაკმარის მინიშნებებს შეიცავდა
LikeLike
ძალიან კარგი ჯეოპარდი იყო. “კატები” მიყვარს კი არა.. უჰ.. <3 <3 <3 :D :D
LikeLike
ძალიან მიხარია ჩემი გემოვნების ადამინის პოვნა. ვებერის ყველა მიუზიკლი განსაკუთრებულად მიყვარს, მათ შორის “კატები” <3
LikeLike
მეც მიხარია :)
LikeLike
Kevana, მე-5 კითხვაში მულტფილმის დასახელება მოითხოვება. მე-6-ში კი ისეთი სავიზიტო ბარათი აირჩიე, რომელიც მიუზიკლიდანაა ;)
LikeLike
მაშინ
5. ეგვიპტის პრინცი უნდა ერქვას მოსეს მულტფილმს
6. ეს ბევრია, “სასაცილო გოგონა”-შიც კარგად მღერის, “ჰელოუ დოლი”-შიც..
ჰა, იყოს “სასაცილო გოგონა” :))))
LikeLike
1. ოპერის მოჩვენება
2. ჩიკაგო
3. იუნონა და ავოსი <3
4. მუსიკის ჰანგები
5. ეგვიპტის პრინცი
6. კატები
7. ძმები ბლუზები;
8. ვესტ საიდური ამბავი
9. იესო სუპერვასკვლავი
10. მზიანი ველის სერენადა
11. ჩემი მშვენიერი ლედი
12. პორგი და ბესი
13. არ ვიცი
14. ჩემი საყვარელი ანიმაცია Beauty and the Beast
15. საბრალონი
LikeLike
შესანიშნავი შედეგებია :)
14 – ჩემთვისაც ერთ-ერთი უსაყვარლესი ანიმაციაა
3 ამ მიუზიკლის გვერდით მიწერილმა <3-მა განსაკუთრებით მასიამოვნა. საოცრად მიყვარს ეს როკ-ოპერა
LikeLike
ესეც ასე :)
LikeLike
მიღებულია! :)
LikeLike
სამწუხაროდ, საჩემო თემა არ არის, მკითხველის როლით შემოვიფარგლები.
LikeLike
ასე იყოს, თუმცა გული დამწყდა… ყოველთვის ღირსეული მოთამაშე ხართ ყველა თამაშში!
LikeLike
არ მჯერა! :)
LikeLike
რვა მოთამაშე გვყავს უკვე… ფრიად წარმატებული პაკეტი გამოდგა :)
LikeLike
მადლობა ყველას, ვინც დრო გამონახა და კითხვებით დაინტერესდა :)
LikeLike
1) ოპერის აჩრდილი
2) ჩიკაგო
3) აუფ, ეს არ ვიცი
4) მუსიკის ჰანგები
5) ეგვიპტის პრინცი
6) ვერ გევიგე?!
7) ძმები ბლუზები
8 ) West side story
9) იესო ქრისტე -სუპერვასკვლავი
10) მზიანი ველის სერენადა
11) ჩემი მშვენიერი ლედი
12) —–
13) მმ
14) მზეთუნახავი და მხეცი
15) საბრალონი
LikeLike
ყველა გაცემული პასუხი სწორია.
თუ შეკითხვების წყობასთან შენიშვნები გაქვთ, ვღებულობ :)
LikeLike
მეექვსე კითხვას ვერ მივხვდი. დანარჩენები არ ვიცოდი, მგონი.:დ შენიშვნაც არ მქონდა, პირიქით, მომეწონა :)
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
აუფ,დამიგვიანდა კი დაწერა.. :ს მიუზიკლები,მიუზილკები!! <3
1.ოპერის მოჩვენება
2.ჩიკაგო
3.აუ ეს არ ვიცი :)
4.მუსიკის ჰანგები
5.ეგვიპტის პრინცი
6.კატებიდან – Memory
7.The Blues Brothers
8.რომეო და ჯულიეტა
9.Jesus Christ Superstar
10.Sun Valley Serenade
11.My Fair Lady
12.Porgy and Bess
13.Evita
14. —
15.საბრალონი.
LikeLike
არ დაგაგვიანდა. და შედეგებიც მშვენიერია :)
LikeLike
სწორი პასუხები:
1. ოპერის მოჩვენება
2. ჩიკაგო
3. იუნონა და ავოს!
4. მუსიკის ჰანგები
5. ეგვიპტის პრინცი
6. კატები
7. ძმები ბლუზები
8. ვესტ-საიდური ისტორია
9. იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი
10. მზიური ველის სერენადა
11. ჩემი მშვენიერი ლედი
12. პორგი და ბესი
13. ევიტა
14. ურჩხული და მზეთუნახავი
15. საბრალონი
წინასწარი შედეგები:
Kejeradze – 15; tamara – 14; mecmikvarkhar – 14; გიორგი დანელია – 14; ნატო დავითაშვილი – 12; kevana – 12; ana – 12; გლეხის ბიჭი – 11; Mari – 7; tami – 1
LikeLike
სად შემეტყო, რომ ჰიუგო არ მიყვარს :)
LikeLike
ეგ არაფერი :) ასეთ კარგ შედეგებს არ ველოდი. კმაყოფილი ვარ :)
LikeLike
ვა, რაღაცა მხსომებია :დდდ
ააა, კატების მემორი უმღერია ბარბარას :დდდ იმეე
მე3 და მე12 რომ არ ვიცოდი არ მიკვირს :დდ
LikeLike
“რაღაცა”, ქევან? მშვენივრად ითამაშე!
LikeLike
მაგ მე-3-ს ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ. შესანიშნავი მიუზიკლია: დადგმაც და მელოდიებიც.
LikeLike
საუკეთესო სიაა, მაგრამ განსაკუთრებულად ჩემი სიპათიები მაინც ეკუთვნის 1,2,3,4,6,7,9,12-ს, დავამატებდი “მერი პოპინსს” და “მეფე ლომს”
LikeLike
შესანიშნავი არჩევანია :)
ასეთი მუსიკალური გემოვნების მქონე ადამიანს კი უნდა მიგეღო ჯეოპარდში მონაწილეობა :)
პ.ს. ბევრი სხვა კარგი მიუზიკლი დამრჩა ჯეოპარდს მიღმა მხოლოდ იმიტომ, რომ გასაგები მინიშნებებით ვერ ჩამოვაყალიბე შეკითხვა.
LikeLike
ხო, ის ორი, რაც მე დავამატე, ნამეტანი ადვილად გამოსაცნობია. უწესო და ზარმაცი ვარ, ხომ იცი :)
LikeLike
არც ვიცი და არც მჯერა :)
LikeLike
:) კარგი იყო, ჩაგეთვალა. კონკურსებში და ასეთებში ვარ ზარმაცი, სხვა მხრივ არა მიშავს. :*
LikeLike
“ქებ ქელოუეი” კაი იყო :)
LikeLike
სად დაგვეკარგე? ერთი კითხვა მოგიძღვენი და შენ არ გვიკადრე :)
LikeLike
[…] უკვე მეორედ ვმასპინძლობ ჯეოპარდს მოლის ბლოგზე. […]
LikeLike