ხელოვნება მიყვარს…
უჰ, ესეც ახალი ამბავიო – ვიცი, რომ ჩაიქირქილებთ.
არადა, მართლა მიყვარს. მთელი ბავშვობა ფერწერული შედევრების თვალიერებაში გავატარე – მივიდგამდი სკამს, ზედ მეორეს შემოვასკუპებდი, ხვნეშით ავფოფხდებოდი და სულ ზედა თაროზე შემოლაგებული, პრიალაფურცლებიანი ალბომებიდან ხან რომელს ვტაცებდი ხელს, ხანაც – რომელს…
ერთხელაც ამ სანუკვარ თაროზე ახალი წიგნი აღმოვაჩინე, საინტერესოდ სქელი და მძიმე. სანამ სკამების პირამიდიდან ქვემოთ მოვცოცავდი, ფეხი დამიცდა და ძირს მოვადინე ტყაპანი. გაავებული ჯუჯღუნით ავდექი და დივანზე მოკალათებულმა ნადავლი გადავშალე თუ არა, ნატკენი მუხლი ხელად დამავიწყდა.
ადრე კი ვახსენე სადღაც, წერა-კითხვა ძალიან ადრე ვისწავლე-მეთქი, მაგრამ ეს – ქართულად, რუსულისა რა მოგახსენოთ. ჰოდა, ერთადერთი, რისი გარკვევაც მოვახერხე, ავტორის გვარი და სახელი – ერნსტ გომბრიხი გახლდათ.
თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს, თავიდან ტექსტით დიდად არ დავინტერესებულვარ – ისეთი საოცარი სურათები ვნახე, ვიღაც გომბრიხის ნააზრევისთვის არ მეცალა. ვფურცლავდი და ვფურცლავდი სუნთქვაშეკრული და თვალებგაფართოვებული, ხან ჩინურ რელიეფის ფრაგმენტებს ვაკვირდებოდი, ხან რომაული და ბიზანტიური ტაძრების საოცარ ფრესკებს, ხან კოლიზეუმის ნანგრევებს, ბუდას ქანდაკებას, იმპერატორთა ბიუსტებს და პრეისტორიული ხანის გამოქვაბულის მხატვრობას.
თითოეულ ნახატთან, ქანდაკებასა თუ ფოტოსთან ჩემეული ასოციაცები მაკავშირებდა. წარმოიდგინეთ, რა თვალუწვდენელი სიღრმე ექნებოდა პატარა ბავშვის თვალში ერთ წიგნში მოქცეულ მთელს იმ მშვენიერებას, რომლის შექმნასაც კაცობრიობამ ასწლეულები მოანდომა.
ახალი და შეუცნობელი ძალიანაც მიზიდავდა, მაგრამ სადღაც შუაში უკვე ნაცნობ რეპროდუქციებს რომ წავაწყდი, ჩემს სიხარულს მაინც საზღვარი არ ჰქონდა. აქ იყვნენ, ყველანი აქ იყვნენ – ჩემი საყვარელი წმინდა სებასტიანი, ისრებით დაცხრილული სხეულით, მენინები და პატარა ინფანტა მარგარიტა ყველა გოგოსთვის საოცნებო კრინოლინიანი კაბით, მომნუსხველი ჯოკონდა, უფლისაკენ ხელგაწვდილი ადამი, არნოლფინების წყვილი, ნიჟარაზე მდგარი, თმაგაშლილი ვენერა, ცისფერი ბალერინები, მაღალყვრიმალებიანი, მუქკანიანი ტაიტელი ქალები თავზე შემოდგმული ხილის კალათებით და კიდევ ვინ იცის…
ასე ვიზრდებოდი ამ საოცარ წიგნთან ერთად. ნელ-ნელა რუსულშიც გავიწაფე და უკვე ვიცოდი, რომელი იყო პაპუას ტომის რიტუალური ნიღაბი, რომელი კი – მოცეკვავე ესკიმოსისა; დანტეს “ღვთაებრივი კომედიის“ ილუსტრაციებსაც ვცნობდი, სიქსტის კაპელის დეტალებსაც, ჩელინის განთქმული სამარილის შექმნის ისტორიაც ჩავაბულბულე და რემბრანდტის გასაოცარ, შავ-თეთრ ოფორტებსაც აქ წავაწყდი პირველად.
ავტორის ძალადაუტანებელი, მსუბუქი და მაინც ყოვლისმომცველი თხრობა მოზარდის ფანტაზიისთვის უკიდეგანო ასპარეზს ქმნიდა და რა გასაკვირია, რომ კოლიზეუმის არენაზეც ვიბრძოდი, მაორების ბელადიც ვიყავი და ავსტრალიელი აბორიგენივით ყველა კედელზე ტოტემსაც ვხატავდი.
ბავშვი კარგა ხანია, აღარ ვარ, აღარც იმდენი დრო მაქვს, საათობით ვიჯდე და შედევრებით ვტკბებოდე, მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა, როდესაც ლოგოს პრესმა გომბრიხის “ხელოვნების ამბავის“ გამოცემა დააანონსა. ზედმეტიც კი მეჩვენება იმის თქმა, რომ ერთ–ერთი პირველი, ვინც სანტა ესპერანსაში მიიჭრა და ჯერ კიდევ საღებავშეუმშრალი არტ-ბიბლია შინისაკენ გულში ჩახუტებული წამოაცუნცულა, თქვენი მონა-მორჩილი გახლდით.
ჰოდა, დევს ახლა ჩემს თაროზე ყველაზე ნათელი, ღრმა და საინტერესო წიგნი, რაც კი ოდესმე ხელოვნების შესახებ დაუწერიათ… ფანტასტიური ილუსტრაციებით, მშობლიური ქართული ტექსტებით, ოდესღაც რომ ლექსიკონის მოშველიებით ვკითხულობდი… დევს და რამდენჯერაც გავხედავ, ვგრძნობ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვალში ვარ ღირსების ორდენის კავალერის, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორის – სერ ერნსტ გომბრიხის წინაშე.
მეც და ყველა თქვენთაგანიც, ვისაც ხელოვნება უყვარს.
გუშინ ”ბიბლუსში” თაროდან გადმოვიღე და ვათვალიერებდი თან ვფიქრობდი ნეტა ვინმემ მაჩუქოსთქო, ახლა უფრო მომინდა ამ წიგნის მფლობელობა :)
LikeLike
ნამდვილად :(((((
როგორ მინდა ყიდვა, ეჰ…
LikeLike
დაახლოებით იგივე დამემართა, ათი წლისამ “მარად ცოცხალი ხელოვნება” რომ ვიპოვე სახლში და წარმომიდგენია, ეს რა კარგი რამ უნდა იყოს <3
LikeLike
“მარად ცოცხალი ხელოვნება” კლასიკაა :) ყველას გამოგვივლია. აი, ეს, ათასგზის უკეთესია.
LikeLike
კლასიკაა და ლაფსუსებიც ბევრია გაპარული :)
ჰო, ეჭვიც არ მეპარება, რომ გაცილებით უკეთესია!
LikeLike
მეც ძალიან მიყვარდა პატარაობაში ალბომების თვალიერება. ბიძაჩემი ხატმწერია და მის სახლში თაროებზე ძალიან ბევრი ალომი აწყვია. როცა სტუმრად მივდიოდით ხოლმე მასთან, სულ ვათვალიერებდი დიდ ალბომებს და ვნატრობდი ნეტავ შემეძლოს წაკითხვა, რაც აქ წერია მეთქი.
LikeLike
რამდენიმე სხვა წიგნთან ერთად, იმ სიაში ჩემს ოქტომბრის ხელფასს რომ ელოდება :)) ახლა კიდევ უფრო მეტად მომანდომე მოლი :)
LikeLike
პოსტი გამოსულა :)
LikeLike
აჰა… ხელფასის დღეს კიდევ ერთი წიგნი დაემატა შესაძენი წიგნების ნუსხას…
პოსტი რომ შესანიშნავია და ზეგავლენის ქვეშ მომაქცია, მგონი უკვე გასაგებია :)
დიდი მადლობა ამ შესანიშნავი რეცენზიისთვის, მოლი!
LikeLike
პირიქით :) მადლობა შენ, ასეთი შეფასებისთვის, ტაბუ :)
LikeLike
ბავშვობაში სიცხე რომ მქონდა – ამ ნაბეჭდ გალერეებს ვათვალიერებდი :) ისე მინდოდა რაღაც მსგავსი შემექმნა, რომ ერთხელაც, მაღალსიცხიამა “ერმიტაჟი” “კაპიროვკით” გადავიტანე ფურცლებზე :( ახლა მომცა ჩემი თავი იმ ასაკში, მივტყეპავდი და მივაგდებდი კუთხეში :/
LikeLike
რა გინდა, რას ერჩი? დაგიხატავს, ხომ არ გაგიფუჭებია? მე კაპიროვკით კი არა, ქსეროქსით ვერ გადავიტან ვერაფერს. ახლაც.
LikeLike
მე და ფინიკი ვამბობდით იმ დღეს, ხელოვნების სფეროში რამე თუ გაინტერესებს, სიახლეების გაგება გჭირდება, გუგლის ნაცვლად – მოლი ბლუმი :)
LikeLike
დიდი სიამოვნებით გავიზიარებდი ამ ოპტიმიზმს, მაგრამ რაღაც არ გამოდის, რუსა.
მადლობა ორივეს.
LikeLike
მეც მომინდა ამის ქონა. მე ასეთი მოგონებები ვან გოგის ძველ, რუსულ გამოცემასთან მაკავშირებს.
LikeLike
ვან გოგიც მქონდა :)
შენ წარმოიდგინე, და ზურაბ წერეთელის მოზაიკური ალბომიც მიყვარდა. მეცინება ახლა, თორემ ღრმა ბავშვობაში, როგორც ამბობენ, საჭმელს იმ ალბომის ხათრით და დახმარებით ვჭამდი.
LikeLike
კიდევ ელენე ახვლედიანის ალბომი, ბერძენიშვილი, მიქელანჯელო და დედას ჩამოტანილი იმპესიონისტების ნაკრებები, მისალოცი ბარათის ფორმით… კარგი იყო :) ალბათ აქედან გამომყვა მათი ასეთი სიყვარული.
LikeLike
ახვლედიანი, გოცაძე, ფიროსმანი, ბერძენიშვილი, ქართული მინანქარი, ერმიტაჟი, კრემლის განძთსაცავი, ლეონარდო, იმპრესიონისტები, რემბრანდტი… ჩემები, ძირითადად, თბილისიდან და მოსკოვ-ლენინგრადიდან ეზიდებოდნენ. ბათუმში მსგავსი რაღაცები არ იშოვებოდა.
LikeLike
უცებ გამახსენდა რომ ხელოვნებათმოცდნე ვარ:)
LikeLike
მე არ ვარ :))
LikeLike
მეც გამახსენდა დიპლომში ეგ სიტყვაც რომ არის მოხსენიებული, თორემ…
LikeLike
მოლი! შესანიშნავი პოსტია! მეც რუსული ვერსია ვიცოდი, ხელოვნების სკოლაში რუსული ვერსიით გავდიოდით კურსს. ახლახან ბიბლუსში რომ დავინახე მაშინვე მომინდა ყიდვა, მაგრამ იმწუთას თანხა არ მქონდა, ამ ხელფასზე აუცილებლად უნდა ვიყიდო !!! წინ დიდი სიამოვნება მელის……
LikeLike
მეც ძველი რუსული მქონდა შინ, რუსა.
სიამოვნებაზე დაგეთანხმები. ნამდვილად ასეა.
LikeLike
ძალიან საინტერესო იქნება დარწმუნებული ვარ…
პსოტიც და თემაც ისეთია აქურობას რომ უხდება <3
LikeLike
გომბრიხი? საინტერესო კი არა, უმაგრესობაა.
პოსტიც კარგია <3 :თავმდაბალიმოლი:
დანკე!
LikeLike
საინტერესო ჩანს :) ჩემი ბავშვობა უფრო “მარად ცოცხალ ხელოვნებასთან” იყო დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ქართულად იყო და კითხვაც ვიცოდი, მაინც სურათების “ხათრით” მიყვარდა :)
LikeLike
როდის ვიყიდი ამ წიგნს რა :(
LikeLike
პირველკურსელს, მადამ სოფი, გომბრიხი კი არა, ქსეროქსის ფული მქონდა საფიქრელი. დრო იყო ასეთი :(
LikeLike
[…] პირად ტოპ-ხუთეულში ღირსეული ადგილ ერნსტ გომბრიხის “ხელოვნების ამბავს… უჭირავს. მკაცრ, კლასიკურ, აკადემიურ […]
LikeLike
საოცარი შეგრძნებაა,როცა ნანატრი წიგნი უკვე შენია :)
LikeLike
არ თქვა :) ფანტასტიური :) და ანის გემოვნებას – დიდი რესპექტ! :)
LikeLike
და შენი არ იყოს მოლი, ანაც ასე ათვალიერებდა დღეს და ალბათ ეს ემოცია სულ თან ექნება.
LikeLike
[…] სახლში, დავწერე კიდეც ამაზე – “ხელოვნების ამბავი“. ჰოდა, დიდი საქმე, უკვე მოზრდილი თუ […]
LikeLike
მაჩუქოს ეს წიგნი ვინმემ რა :(
LikeLike