ერთი კვირის წინ, ამ პოსტს რომ ვაქვეყნებდი, დიდი იმედი მქონდა, ჩემთვის მეტად რთული და მტკივნეული დილემის გადაჭრაში დამეხმარებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ჯეოპარდი მეც ფრიად მესიმპატიურება, დარწმუნებული ვიყავი, რომ პროექტმა რესურსები ამოწურა, აქტუალობა დაკარგა და, ცოდვა გამხელილი ჯობს, წერტილის დასმასაც ვაპირებდი.
ჰოდა, სიმართლე გითხრათ, დახმარების ნაცვლად საქმე ერთი-ორად გამირთულეთ :) ტრადიციული ოთხშაბათობების ასე ერთსულოვნად და არგუმენტირებულად მხარდაჭერის შემდეგ, ხელაღებით უარის თქმაზე ფიქრიც კი აღარ შეიძლებოდა და ისევ კომპრომისული ვარიანტის ძიება მომიხდა.
ჯეოპარდი, ცხადია, მოლი ბლუმის ბლოგის სავიზიტო ბარათი, ექსკლუზიური პროდუქტი და ერთობ სახალისო რამ გახლავთ, თუმცა, სტატისტიკას და ციფრებს გვერდს ვერ ავუვლით, ამ ფუფუნების უფლებას ვერც ერთი ბლოგერი მისცემს თავს… უნდა ვაღიარო, რომ ჩვენს ინტელექტუალურ პაექრობას სხვა თემებთან მეტოქეობა აშკარად უჭირს. აქ მხოლოდ რეიტინგშიც არ არის საქმე. ვიქტორინა, დამეთანხმეთ, პოსტის სპეციფიკური ნაირსახეობაა და თქვენს ჩართულობას ყველაზე მეტად მოითხოვს.
ისიც მნიშვნელოვანია, რომ არსებობენ მოთამაშეები, ორი წლის მანძილზე ერთი ტურიც რომ არ გამოუტოვებიათ და, თუნდაც მხოლოდ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, პროექტის შეწყვეტა დიდი უსამართლობა იქნებოდა. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ რამდენიმე პაკეტს განსაკუთრებული ინტერესით ველოდები. სხვა თუ არაფერი, ბლოგოპარდი (მადლობა ნათლია ფაიფურის ანგელოზს) გვაქვს ჩასატარებელი.
ერთი სიტყვით, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ასეთ გამოსავალს მივაგენი – ჯეოპარდი არ გაუქმდება. უბრალოდ, დღეიდან, აზარტულ მკითხველს კვირაჩაგდებით ვუმასპინძლებ. გამოთავისუფლებულ ოთხშაბათებს კი “ჩვეულებრივ” პოსტებს დავუთმობ. ამით, ბლოგის მობილურობაც გაიზრდება, ცხელ-ცხელ ამბებზე რეაგირებისთვის სივრცე მომემატება და არა მგონია, ჩემს სტუმრებს ეს საწყენად დაურჩეთ.
კარგია :) მე მგონი, ზუსტად მაგ აზრზე ვიყავი მეც :)
LikeLike
მაინც კარგია, სულ გაუქმებას სჯობს :)
LikeLike
გეთანხმებით, პატივცემულო :)
გაუქმებას ასე ჯობს ცალსახად.
LikeLike
ჩემი აზრით, ოპტიმალური გადაწყვეტილებაა :)
LikeLike
ამ ეტაპზე მთავარია, რომ ჯეოპარდი დარჩება : )) მომავალი გვიჩვენებს, რამდენად სწორი იყო სიხშირის შემცირება
ყოველ ჯეოპარდს დაველოდები და შეძლებისდაგვარად მივიღებ მონაწილეობას : ))
LikeLike
მალადეც და მადლობა მოლი :*
LikeLike
თქვენი დამსახურებაა :)
LikeLike
საინტერესო გადაწყვეტილებაა :)
LikeLike
გამიხარდა რომ ეს გადაწყვეტილება მიიღე! :*
LikeLike
საუკეთესო გამოსავალია მოლი. ძალიან გამეხარდა :)
LikeLike
ვნახოთ, თაბუ, ჯერჯერობით, მართლა ყველაზე ოპტიმალური მგონია :) და თქვენ რომ კმაყოფილი დამრჩით, ეს ყველაზე მეტად მიხარია.
LikeLike
მიხარია რომ არ აუქმებ, მე თუ ვმონაწილეობდი ვკითხულობდი მაინც სულ
LikeLike
მშვენიერი გადაწყვეტილებაა :)) კომპრომისისთვის მიგვიღწევია! :)
LikeLike
მანდ ადრე ვიღაცამ კაი იდეა თქვა – ჯეოპარდი მოწვეულმა როჟებმა ჩაატარონ ხოლმეო.
აი მე ჩავატარებდი რამეროიყოს ერთ ჯეოპარდს ჩემს სტლიში :)
LikeLike
აქ ჩვენ პრინციპზე და გრაფიკზე შევთანხმდით, თორემ მოწვეული ჯეოპარდების იდეა მართლა ფანტასტიურია.
მოკლედ, სიტყვაზე გიჭერ, მილორდ. დღეს ოთხშაბათია და ზუტად ერთი კვირის შემდეგ, თუ გეცლება და მოასწრებ, რა თქმა უნდა, შენი პაკეტით დავიწყოთ. მოსულა?
LikeLike
სტამბოლში ვიქნები მაგ დროს :) რო ჩამოვალ – მერე.
LikeLike
ჰეჰ :) დავინტრიგდი :)
LikeLike
იდეის ავტორმა ჩაატაროს ჯერ… ტაბუ იყო მგონი?
LikeLike
თეო და თაბუ :) ორივემ თითქმის ერთდროულად მოიფიქრა.
ოკი. ერთი ჯეოპარდი შენთვის მაქგს დაჯავშნული.
LikeLike
თაბუა თუ ტაბუა?
LikeLike
მე ტაბუს ვეძახდი. თაბუდ, ქოფოლას მსგავსად, შენ მოიხსენიებ ხოლმე :) ჰოდა, მეც გადმომედო :))))
LikeLike
ჰოო… ესე იგი ქოფოლას სწორედ ვეძახი და ტაბუს კი – არასწორად :)
ლოგიკურად – ტაბუა.
LikeLike
მშვენიერი გამოსავალია. მე არ ვყოფილვარ კარგი მოთამაშე, თუმცა მაინც მიყვარდა და მიყავსრ მოლის ოთხშაბათები. არც მწვადი დაწვა არც შამფური :)) კარგია
LikeLike
ძალიან კარგი :) მიხარია, ეს ეპოპეა ასე კარგად რომ მთავრდება. კომპრომისი მიღწეულია, მკითხველი კმაყოფილია, მოლი – მით უმეტეს.
LikeLike
ესაა მაგალითი იმისა როგორ გადაარჩინა მოლიმ მწვადიც და შამფურიც დაწვას ! :)
მომწონს მე ეს იდეა :)
LikeLike
სადაა დასაწვავი მწვადი, სალ :)
LikeLike
ხინკალი მშია
LikeLike
მეც მშია…
LikeLike