მობრძანდით, გეთაყვა, მობრძანდით. ვხედავ, გვარიანად დასველებულხართ, უმჯობესია, ბუხარს მიუჯდეთ. მოგეხსენებათ, ჩვენთან, ლონდონში, ოქტომბერი კი არა, აგვისტოც არ გახლავთ მაინცდამაინც მზიანი. ქოლგა გარეთ დატოვეთ, ახლა მისის ჰადსონს ვთხოვ და ჩაის მოგვიდუღებს. ნუ მებოდიშებით, ჩემო კარგო, ამ სახლში ვიზიტისთვის უფრო გვიანი დროც შეურჩევიათ ხოლმე.
ღია ფანჯარა ნუ გაგაკვირვებთ, ახლავე დავხურავ – კვამლი იდგა და ვანიავებდი. აი, დედოფალ ვიქტორიას ეს მშვენიერი ვენზელი კედელზე ახლახანს გამოვიყვანე. მეზობლები უკვე მიჩვეულები არიან, სროლის ხმაზე ყურსაც აღარ იბერტყავენ.
თქვენის ნებართვით, ჩიბუხს გავაჩაღებ – თამბაქოს სუნი, ვიცი, რომ არ შეგაწუხებთ, ბოლოს და ბოლოს, შავ “დანჰილს“ ეწევით. ნუ მიყურებთ უზარმაზარი თვალებით, სიგარეტის კოლოფი თქვენ თვითონ არ დადეთ აქვე, მაგიდაზე? მაგრამ სიტყვამ მოიტანა და ბარემ გეტყვით, რომ დოლჩე და გაბანას light blue გყვარებიათ – კარგი არჩევანია. დიახ, დიახ, ნამდვილი მაძებარი სუნამოებშიც უნდა ერკვეოდეს – ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი ამას, სერ ჰენრი ბასკერვილს უცნაურ წერილებს რომ უგზავნიდნენ. კიდევ რა… კომპიუტერის ხშირი მომხმარებელი ბრძანდებით – მარჯვენა ხელზე, მაჯასთან, ფრიად დამახასიათებელი პატარა კოჟრი გაქვთ. შემთხვევით, დიეტას ხომ არ იცავთ? ტანსაცმელი ორიოდე ზომით დიდი მეჩვენება, თან ნათხოვარსაც არ ჰგავს – ხარისხიანი პროდუქციაა. მისის ჰადსონის კექსი მაინც უნდა შემოგთავაზოთ – ჩაის ძალიან უხდება. ჰმ… აკურატულობაზეც მინდოდა, მეთქვა ორიოდე სიტყვა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, დამაბნიეთ – მობილური ტელეფონი შავ დღეში ჩაგიგდიათ, სათვალეს კი ერთი ნაკაწრიც არ ემჩნევა. მოითმინეთ, მოითმინეთ… სავარაუდოდ, სათვალეს განსაკუთრებით უფრთხილდებით, ეტყობა, მასთან ძვირფასი მოგონებები გაკავშირებთ. ნუ შეცბუნდებით, გეთაყვა, კარგ მაძებარს გაცილებით ინტიმური დეტალებიც არ გამოეპარება.
ვატყობ, ისევ გცივათ. ნება მიბოძეთ, ჩაიში ვისკი ჩაგიმატოთ, აი, ასე. ახლა კი გისმენთ, ამ საშინელ ამინდში ტყუილუბრალოდ არ მოხვიდოდით. მითხარით, რა გაგჭირვებიათ. რაო? ჩემ შესახებ გინდათ, რომ გიამბოთ? ჰმ.. ჰმ… შეგიძლიათ, დაიტრაბახოთ, რომ თვით შერლოკ ჰოლმსი გააოცეთ – მერწმუნეთ, ეს არც თუ იოლია.
სამწუხაროა, რომ ძვირფასი უოტსონი არ არის აქ – ორიოდე საათის წინ ავადმყოფთან გამოიძახეს, თორემ, იცოცხლეთ, გაიხარებდა – მეტი არაფერი უნდა, ოღონდ ჩემზე ალაპარაკე. დილამდე სულმოუთქმელად იქაქანებდა, თან რამდენს მაქებს ხოლმე. მე ხომ ვერ შევასხამ ხოტბას საკუთარ თავს, უხერხულია.
რა მაგის პასუხია და თქვენი ვინაობის შესახებ არაფერი გითქვამთ. აჰა… მაშ, თქვენ ბლოგერი ბრძანდებით, დეტექტივების მოყვარული და, ძირითადად, ლიტერატურაზე წერთ… ერთი წუთით, ერთი წუთით! არ მითხრათ ახლა, რომ მოლი ბლუმი ხართ! მწვანესამყურიანმა “ზიპომ” გაგცათ. რასაკვირველია, ვკითხულობ ხოლმე, მადლობა ღმერთს, გუგლის წყალობით, დღეს ენობრივი ბარიერი თითქმის აღარ არსებობს. ჩინებული ბლოგი გაქვთ, გეთაყვა. მართალია, ფანდორინით თქვენი აღფრთოვანება ცოტა გადაჭარბებული მეჩვენება, მაგრამ მაინც…
ამ სავიზიტო ბარათს უყურებთ? არ მოგჩვენებიათ, პრემიერ–მინისტრმა დამიტოვა დილით. ისიც, წინამორბედების მსგავსად, აქაურობას ხშირად სტუმრობს. ერთი ფრიად დელიკატური ისტორიაა, ბაკინჰემის სასახლეს უკავშირდება. სამწუხაროდ, მეტს ვერაფერს გეტყვით – მეტისმეტად დიდი რეზონანასი ექნება, სადმე რომ გაჟონოს.
საერთოდ, ძლიერნი ამა ქვეყნისანი ყველა კუთხიდან მოდიან. რას იზამ, დიდ ადამიანებს პრობლემებიც მასშტაბური აქვთ. თუმცა, გამოგიტყდებით, ჩვეულებრივ ხალხთან ურთიერთობა მირჩევნია – ჯერ ერთი, სახეზე სულელური ნიღბით არავინ მეცხადება და მეორეც – მათგან გაცილებით საინტერესო ისტორიების მოსმენა შეიძლება. ჯერ მარტო მესგრეივების განძზე რად ღირს, მოცეკვავე კაცუნებზე და ელენ სტოუნერის ამბავზე რომ აღარაფერი ვთქვა. დიახ, დიახ, ჭრელი ლენტის ეპიზოდი მაქვს მხედველობაში. უჰ… საშინელი ადამიანი იყო ექიმი როილოტი. აქამდე არავისთვის გამიმხელია და გველები თავზარს მცემენ.
აი, პოლკოვნიკი მორანის იოტისოდენადაც არ შემშინებია, თუმცა მის მიერ მონადირებულ ვეფხვებზე ნაკლებ სახიფათო არამზადა როდი გახლდათ. ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგე კი მაინც პროფესორი მორიარტი იყო – იშვიათი ჭკუის პატრონი ბრძანდებოდა და, რაც ყველაზე უარესია, ყოველგვარი მორალური პრინციპების გარეშე მოქმედებდა. ძალიან გამიმართლა იქ, რაიხენბახის ჩანჩქერის თავზე.
ბასკერვილები? სერ ჰენრისთან ხშირი მიმოწერა აქვს უოტსონს. ჯონი, მოგეხსენებათ, მეტად აქტიური ადამიანია, მე კი იმდენი დრო არ მაქვს, ყოფილ კლიენტებს ველოლიავო. თუმცა, მათი ამბების მოსმენა საუზმეზე მაინც მიწევს ხოლმე. ასე რომ, სერ ჰენრისა და ლედი ბერილის ქორწინების შესახებ, ომლეტს რომ მივირთმევდი, მაშინ შევიტყვე. გაბედული ნაბიჯი იყო ბასკერვილ–ჰოლის მემკვიდრის მხრიდან, ვერაფერს იტყვი. თუმცა, სიყვარული რას არ გააკეთებინებს კაცს…
აჰა, ერთი ვახსენე ეს სულელური სიტყვა და მაშინვე გამოცოცხლდით. მინდა, გითხრათ, რომ მსგავსი რომანტიკული აბდაუბდა სასაცილოდაც არ მყოფნის. აჯობებს, მუსიკაზე ვისაუბროთ – თუ მეხსიერება არ მღლატობს, ოდესღაც ვიოლინოზე უკრავდით. თუ გნებავთ, მოგასმენინებთ, როგორ ვასრულებ შუბერტის სერენადას. პლედი ინებეთ და კარგად მოკალათდით, სანამ უოტსონი დაბრუნებულა – ეგ მისი საყვარელი სავარძელია.
აი… დამეთანხმეთ, რომ ვიოლინო საოცარი ინსტრუმენტია – არც ერთი საკრავი ასე ღრმად არ ეხება სულს. ასე არ არის? ოჰო, ჩაგძინებიათ. რას იზამ, დაღლილობა თავისას შვრება. ვეცდები, არ გაგაღვიძოთ – ძალიან შორი გზა გაქვთ გამოვლილი.
რაო, რას მეკითხებოდა წეღან, სიყვარულიო? ბოდვაა და მეტი არაფერი. ეშმაკმა დალახვროს, ვიღაცამ აირენის სურათი გადაადგილა. ათასჯერ ვუთხარი მისის ჰადსონს, მტვრის გადაწმენდა არ არის საჭირო–მეთქი. თავადაც მშვენივრად ვახერხებ ამას. ხანდახან.
ისე, ჭეშმარიტი ქალი იყო. ვერავინ შემედავება.
მეც მინდა ასე სტუმრად შერლოკთან! :)
როგორი ფანტაზია გაქვს <3
LikeLike
ჯერ არ უღალატია <3
LikeLike
იეეეეეეეეეეეეე
LikeLike
მოლი, perfect, როგორც ყოველთვის და ზოგჯერზე უფრო მეტადაც :)
როგორი ჰოლმსური იყო! :)
ანაქრონიზმები ისე ორგანულადაა ჩასმული, ყურს საერთოდ არ ჭრის. კომიქსიც ზედგამოჭრილია. სულ ტყუილად გეხამუშებოდა.
LikeLike
გამახარე, თაბუ :) არადა, ცოტა არ იყოს, მართლა მეხამუშებოდა.
LikeLike
უოტსონის სავარძელში მოიკალათე და თავი მოიმძინარე, ჰო? :)
ფანდორინზე ნამდვილად ასეთი რეაქცია ექნებოდა, არ მეეჭვება!
კარგი ჯენტლმენია ეს მისტერ ჰოლმსი, პროფესიონალი და კარგი რესპონდენტიც ყოფილა!
LikeLike
სერენადას ადრე ვუკრავდი, თამარა, თორემ ახლა დავბერდი და ჩამეძინა :))
ჰოლმსი სასტიკად ეჭვიანია და მძაფრად რეაგირებს ნებისმიერი კონკურენტის ქებაზე. სხვა მხრივ, ჰო :) ჯენტლმენია.
LikeLike
მოკითხვა ჩემგან ბატონ შერლოკს (პოსტის კითხვის პროცესში მართლა მეგონა, რომ ჰოლმსს ვუსმენდი) :)) იმედია, ფანდორინის სიყვარულს მაპატიებს :)
LikeLike
მეც უნდა მაპატიოს :))
LikeLike
ჩინებული ბლოგი გაქვთ, გეთაყვა.
LikeLike
და ჩინებული მკითხველიც მყავს!
მადლობა, თამი.
LikeLike
რა კარგ ვინმესთან ყოფილხარ სტუმრად,მოლი! <3
LikeLike
აბა, დავიღალე ამდენი პირქუში პოსტებით და რა მექნა…
LikeLike
უუფ,კარგი იყო მერე.. გადმომედო მეც,ეს დადებითი მუხტი და საერთოდაც ორივე რა კარგები ხართ,მარტო ის კი არა!
<3
LikeLike
<3 ტყუილად არ დამიწერია ეს პოსტი.
LikeLike
ნეტარი დეგენერატის ღიმილით ჩავიკითხე :) ჩემი შერლოკი, ყველაზე მაგარი კაცი და გემრიელი პოსტი <3
LikeLike
უმაგრესი კაცი :)
LikeLike
ჰმ… აირენის სურათიო… უყურე შენ ამ ცუღლუტს :)
LikeLike
არადა, რომ ჰკითხო, არ უყვარს და საერთოდ, სიყვარული სისულელეაო…
LikeLike
მეგონა რომ მე ვსტუმრობდი შერლოკს, თან იდიოტურად ბედნიერი ღიმილი დამთამაშებდა სახეზე, არაჩვეულებრივი იყო.
LikeLike
ჰეჰ :) ზუსტად ამ ეფექტის მიღწევა მინდოდა. მიხარია, რომ გამოვიდა.
LikeLike
რა მაგარია მოლი … შერლოკი როგორც კი დავინახე ეგრევე შემოვქანდი… მშვენიერი მონოლოგია, კომიქსებიც უხდება და რაც მთავარია, თითქოს მართლაც ჰოლმსი გვესაუბრება თითოეულს, მხოლოდ თქვენ არა მოლი ბლუმ! :) კარგად გამოგივიდა :)
LikeLike
კომიქსი რომ უხდება, ეს განსაკუთრებით მახარებს, ბევრი ვიფიქრე გაფორმებაზე. ანაქრონიზმებიც რომ არ ყვირის, ესეც კარგია :)
მიყვარს მონოლოგები და ორმაგად მედარდება ხოლმე :))
LikeLike
ჰო მშვენიერი მიგნებაა ეს მონოლოგები. თან როცა კარგად გამოგდის. ახალი სავიზიტო ბარათი გაქვს ჯეოპარდის მერე :))
LikeLike
გაგმართლებია, მოლი!
რა სიტყვა უხვია.
LikeLike
აქაც ხომ არ დამუნჯდებოდა :))))
ინტერვიუერმა ივარგა, ალბათ :თავმდაბალიმოლი:
LikeLike
ჰო, ნამდვილად :) :*
LikeLike
შესანიშნავი იყო! ბრავო!
LikeLike
მადლობა, იალინდა :)
LikeLike
ვაიმე აღვფრთოვანდი! მოლი რა კარგი პოსტია! <3 სიყვარული რომ ახსენე, ის გამახსენდა BBC-ის შერლოკი, როM ეუბნება ირენს "I always assumed love was a dangerous disadvantage" :)))
LikeLike
ჰო :) ბიბისის შერლოკი უმაგრესობაა და აირენიც ფანტასტიური ქალია მანდ.
LikeLike
კიდევ ერთხელ წავიკითხე და რა ცუდია, რომ ყოველ წაკითხვაზე ვერ ვუსვამ ლაიქს :(
LikeLike
აბაა :((( არც მე ვიტყოდი უარს.
ისე, ეს ოპცია რომ არსებობდეს, შენს პოსტებს ათ-ათი პატარა კანდინსკი ექნებოდა ხოლმე :)))
LikeLike
ვაიჰ! :ბლუშ:
არ მეეჭვება, შენი ავატარების კოლექცია დუბლიკატებით იქნებოდა გადავსებული :)
LikeLike
აი, თუ არ მოინახა გამოსავალი! :)
LikeLike
მშვენიერი გამოსავალია :)) ია ტოლ’კო ზა! :) საუკეთესო იურიდიული ბლოგის ანაბეჭდი ჩემს კოლექციაში – ვერი ნაის!
LikeLike
შესანიშნავია…კიდევ თუ ესტუმრებით გთხოვთ მიმიკითხოთ მოლი :) :)
LikeLike
აუცილებლად!
LikeLike
მმმმ. :) მშვენიერიაა :)
LikeLike
მიზანთროპიაზე თავად ჰოლმსის რამდენიმე გამონათქვამის საფუძველზე მსჯელობენ. ნარკოტიკებიც ცნობილი თემაა. გეი რომ იყო, სად წერია?
LikeLike
გეი რომ იყო ზემოთ გრძელი და ძალიან საინტერესო (არც ხუმრობაა და არც ცინიზმი) პოსტი რომაა იქიდან გამომდინარეობს ინ მაი ჰუმბლ ოპინიონ…
LikeLike
ჰო, ასეც ვივარაუდე, სხვა წყაროს რომ არ დამიწერდი.
ჰოდა, იორ ჰუმბლ ოპინიონი მაინტერესებს ზუსტად – საიდან გამომდინარეობს?
LikeLike
პოსტი რომ წავიკითხე პირველი აზრი რაც გამიჩნდა ის იყო, რომ ავტორს ამ “ფორმით” მხოლოდ გეი დაელაპარაკებოდა თქო :D
LikeLike
შენი აზრი შენი საკუთრებაა, მაგრამ მე აქ ვერც განსაკუთრებულ ფორმას ვხედავ და ვერც განსაკუთრებულად უჩვეულო ფრაზებს.
LikeLike
ჰო ეგ შესაძლებელია :)
LikeLike
[…] აქაა მოლი ბლუმის პოსტები შერლოკ ჰოლმსსა […]
LikeLike
არაჩვეულებრივია მოლი.
LikeLike
მადლობა, ემილი )
LikeLike
ჰოლმსი გააცოცხლე… ძალიან კარგია .
LikeLike
მადლობა ) და ველქამ!
LikeLike