დღეს ოთხშაბათია და მოლი ბლუმის ბლოგის ერთგული მკითხველიც, დარწმუნებული ვარ, მორიგ ჯეოპარდს ელოდება. ზოგიერთები, ალბათ, იმის გამოცნობასაც კი ცდილობენ, მოლიმ ამჯერად რა თავსატეხი მოგვიმზადაო… გასაკვირი არაფერია – მეორე წელია, ტრადიცია არ დარღვეულა – თუ ქვეყანა არ იქცევა, კვირაში ერთხელ აქ ინტელექტუალური პაექრობების მოყვარულები ვიკრიბებით. ოღონდ, დღეს, ახალი პაკეტის ნაცვლად, ერთ, არც თუ მარტივად გადასაწყვეტ დილემას გთავაზობთ – ღირს თუ არა პროექტის ამ სახით და ფორმატით გაგრძელება…
ჯეოპარდი, კარგა ხანია, ბლოგის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა და გულშემატკივრების ნაკლებობასაც არ უჩივის. მეორე მხრივ, ალბათ, იმასაც შეამჩნევდით, რომ სხვა პროექტებთან შედარებით, მაინც ნაკლებ რეიტინგულია… სწორედ ამიტომ, ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ ამ წამოწყებამ საკუთარი რესურსი უკვე ამოწურა, ჰოდა, იქნებ აჯობებდა, ოთხშაბათი “ჩვეულებრივი” პოსტებისთვის დაგვეთმო?
ჩემი სტუმრების უმრავლესობა თავადაც ბლოგერია და არავის ესწავლება, რომ ამგვარ საკითხებს, როგორც წესი, ავტორი წყვეტს. თუმცა, ამ შემთხვევაში, საბოლოო ვერდიქტის მთლად ერთპიროვნულად მიღების იდეა არ მომწონს – ბევრჯერ მითქვამს და ახლაც დიდი სიამოვნებით გავიმეორებ – ეს ბლოგი ვიზიტორებზე კი არა, მკითხველებზეა ორიენტირებული. აქაურობა მათ გარეშე, უბრალოდ, ვერ იარსებებდა… ამიტომ მგონია, რომ სანამ არჩევანს გავაკეთებდე, უპრიანი იქნებოდა, თქვენთვისაც მომესმინა.
ასეა თუ ისე, გულწრფელად მადლობელი ვარ თქვენი იმის გამო, რომ ერუდიტ–მარათონის მანძილზე ერთხელაც არ დაგიწუწუნიათ, არ მაკრიტიკებდით, თემებს არ მიწუნებდით და არც იმას მეუბნებოდით, თავი ნუ მოგვაბეზრეო. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ჯეოპარდმა ამდენ ხანს იარსება და, ვგონებ, მცირე სარგებელი მაინც მოგვიტანა. ჰოდა, მოდით, ამ საჩოთირო კითხვასაც ერთად ვუპასუხოთ. რას იტყვით, ტრადიციას მივყვეთ თუ უკვე ცვლილებების დროა?
უფ, ჯეოპარდს ველოდებოდი, სწორედაც :(
LikeLike
მოლ, უკეთესს თუ გვთავაზობ რამეს ცვლილების დრო ყოფილა, თუ არადა დარჩეს ჩვენი ჯეოპარდი! :)
LikeLike
უკეთესის რა გითხრა, სალ… ოთხშაბათობით ჩვეულებრივი პოსტი დაიდება. ისე, როგორც სხვა დღეებში.
ეს გაითვალისწინეთ რჩევის მოცემის დროს.
LikeLike
ჯეოპარდში აქტიურად არ ვმონაწილეობდი ხოლ,ე მაგრამ სახალისო იყო მაინც,
LikeLike
რა გითხრა, მე ჯერჯერობით არც ერთი გამომიტოვებია, გარდა იმ თემისა, რომლის აზრზეც არ ვიყავი. ნუ, ასეთებს ვეცნობოდი მაინც და ასეც გავაგრძელებ… ასე რომ, მე მომხრე ვარ, დარჩეს. უკიდურეს შემთხვევაში, გაიშვიათდეს, მაგალითად, იყოს ყოველ მეორე ოთხშაბათს…
LikeLike
ცვლილებები და ოთხშაბათი სხვა პოსტებს დავუთმოთ არ გამაგონოთ ^_^ მინდა მე ჯეოპარდები ♥
სულ რომ ვერაფერი გამოვიცნო, მაინც მინდა და არ გაიმეტო, მოლ, დასახურად, ფლიიზ
LikeLike
რა ვქნა,მოლი,რა თემაშიც ჩახედული არ ვარ (და ასეთი საკმაოდ ბევრია სამწუხაროდ) ამის გამო ხშირად ვაკლდი ოთხშაბათობით შენს ბლოგს.. კარგი იყო ჯეოპარდი.
მაგრამ შენი პოსტები,რომ კიდევ უფრო კარგიაა.. <3
LikeLike
არა!
LikeLike
უკვე მომზადებული ვიყავი სათამაშოდ :)
ჩემი ხმა ჯეოპარდს – დადებითად მოქმედებს ჩემს მეხსიერებასა და ცოდნაზე :) …მაგრამ თუ რამე უფრო საინტერესო გველის ოთხშაბათობით… :)
LikeLike
აუჰ, რა თქვი ახლა ეს :( თუ გინდა ყოველკვირეული ნუ იქნება, მაგრამ ჯეოპარდის სულ მთლად გაუქმება?! კარგი რაა, გვეთამაშე ხოლმე მოლი :(
LikeLike
მე ვერ ვხედავ მკვეთრად განსაზღვრულს პროს და კონტრას : ) ამიტომ არ მაქვს პასუხი : )
არგუმენტების გარეშე გადაწყვეტილების მირება მიჭირს : )
LikeLike
არგუმენტები კი დავწერე, მაგრამ გავშლი აქაც.
ძნელია მუდმივი პროექტის ქაჩვა, ჩორვენ, როცა წინასწარ იცი, რომ რეიტინგული არ იქნება (უფრო სწორად, ისეთი რეიტინგული ვერ იქნება, როგორც ორშაბათის ან პარასკევის პოსტი თემების მიუხედავად).
ძნელია ყოველ ოთხშაბათს ახალი პაკეტის დადება, როცას წინასწარი იცი, რომ მკითხველთა რაღაც ნაწილს (არც თუ მცირეს) რომელიც სხვა დროს რეგულარულად გსტუმრობს, ჯეოპარდი არ აინტერესებს. (ნუ, ეს ბუნებრივია, კი არ ვაპროტესტებ, უბრალოდ, ვითვალისწინებ).
შეუძლებელი არ არის, რა თქმა უნდა. აქამდე ასე ვიყავი და მოვაღწიე როგორღაც. უბრალოდ, რთულია სუფთა ბლოგერული თვალსაზრისით და ბლოგის განვითარების კუთხით, თორემ თამაში მეც ძალიან მიყვარს.
LikeLike
თუ ეს შენი ფიშკაა?
თუ ეს უკვე ცნობადობბაზე მოქმედებს?
თუ ამაზე კატეგორია მკითხველების მიჩვეულია?
თუ ეს ავსებს მთლიან კონტენტს?
თუ ეს ნიშურია?
თუ ეს სასიამოვნოა? : )
LikeLike
ესეც პრო არგუმენტები…. მადლობა, ჩორვენ.
ზუსტად ამიტომ ვერ გადამიწყვეტია და ვყოყმანობ.
LikeLike
მე კარგი მოთამაშე არ ვყოფილვარ, მაგრამ ოთხშაბათი გამორჩეული იყო ჯეოპარდით, არ გააუქმო რა :)
LikeLike
მგონი, სულ ერთი ტური მაქვს გამოტოვებული ამ ხნის მანძილზე, მიყვარს ეს პროექტი და , რა თქმა უნდა, გულიც დამწყდება, მაგრამ მაინც შენი გადასაწყვეტია, მოლი :)
LikeLike
ძალიან კარგად მესმის, რომ მართლა არაა მარტივი ყოველ ოთხშაბათს ახალი პაკეტის მომზადება!!! ისიც ვიცი, რომ ავტორზე დამოკიდებული საბოლოო ვერდიქტი. თუმცა ჩემი მომკრძალებული აზრით, მსგავსი წარმატებული პროექტი იშვიათია ბლოგერულ სივრცეში :) სასტიკად დამენანება თუ დაიხურება. რომ შეცვალო, აი მაგალითად სხვადასხვა ბლოგერმა რომ მოგიმზადოს ხოლმე პაკეტი ან რა ვიცი რამეში დაგეხმაროს, თემატიკას შენ აირჩევდი და ისე :)
LikeLike
ჯეოპარდი!
LikeLike
მოლი, ჯეოპარდში ბევრნი შეიძლება არ ვმონაწილეობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვკითხულობთ და არ მოგვწონს.
ისე კი ერთ იდეას შემოგთავაზებ და იფიქრე, აბა:
ორ კვირაში ერთხელ ჯეოპარდი სტუმარს ჩაატარებინე – ჯეოპარდი გესთ–პოსტი. ოღონდ ალბათ აჯობებს, 15–ზე მეტ კითხვიანი პაკეტი შეიმუშაოს (ვთქვათ, ოც კითხვიანი), რათა შენ წინასწარ გადახედო და გაცხრილო კითხვები. სტუმრების ჩართულობაც გაიზრდება და შეიძლება გადახალისდეს ეს პროექტი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან დამწყდება გული, ჯეოპარდი რომ გაუქმდეს – ყოველთვის ვკითხულობ ჯეოპარდს და ბევრ ახალსაც ვიგებ. ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი კატეგორიაა.
LikeLike
იცი შენი ჯეოპარდით ჩემი ცოდნა როგორ გავზარდე ბევრ საკითხში? მოხარული ვიქნები თუ გააგრძელებ რადგანაც როგორც კონკურსანტი არასოდეს ვმონაწილეობდი, უბრალოდ პასუხებს ველოდებოდი და ვსწავლობდი. თანაც ესეთი პროექტი მგონი მარტო შენ გაქვს ექსკლუზიურად ასე რომ ერთი ხმა გაგრძელებას.
LikeLike
მაგ ლოგიკით მე მარტო ტრაკებზე და კუნილინგუსზე უნდა ვწერო? :)
თუ გისწორდება – წერე სულ რომ არავინ წაიკითხოს და თუ მოგბეზრდა დაიკიდე სხვების აზრი :)
გახსოვდეს მიზერი :)
LikeLike
მოლი სიმართლე გითხრა მე ჯეოპარდების დიდი მოყვარული არ ვარ და რამე უფრო საინტერსოს თუ შემოგვთავაზებ დიდი სიამოვნებ მივცემდი ჩემს ხმას. მაგრამ ჯეოპარდებითაც მშვენივრად ვერთობი ხოლმე და ბევრ რამესაც ვსწავლობ ან ვიხსენებ ასე რომ ჩემი ხმა დაბნეულია :) ჯერ უნდა გავიგო რას გვთავაძობ უკეთესს ;)
LikeLike
ჯეოპარდი თუ შეწყდა, თაკლინე, ოთხშაბათობით რაიმე ახალი, განსაკუთრებული და სპეციალური პროექტი არ იქნება.
ანუ, ახლა ხომ არის ორი პოსტი ორშაბათს და პარასკევს და ერთი ჯეოპარდი – ოთხშაბათს? იქნება სამი პოსტი ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, იმ თემებზე, რომლებზეც ზოგადად ვწერ ხოლმე. წიგნები, ვერანდა, ვერნისაჟი, ქინდლი, მოქალაქე ბლუმი და ასე შემდეგ…
LikeLike
მაშინ ესე ადვილად ვერ დავთმობთ ჯეოპარდს. სხვა თუ არაფერი უკვე შევეჩვიეთ :) თუ მაინც და მაინც კვირაში ერთხელ თუ არა ხან და ხან მაინც გააკეთე :)
LikeLike
ბევრი ვიფიქრე და ლორდის აზრს ვიზიარებ მეც.
LikeLike
ლოლ, სხვადასხვა ვარიანტებით ვცადე დაკომენტება და აი, ეს ვარიანტი შემრჩა. აქამდე რატომ არავინ მითხრა ;დ
LikeLike
ბევრი იფიქრე და დამეთანხმე. ნეტარ არიან, ვისაც არ უფიქრია და მაინც დამეთანხმა.
LikeLike
შენ ბოლოს მაინც ყველაზე სწორი გამოდიხარ ხოლმე ;დ
LikeLike
მოლი გთხოვ არ გააუქმო ჯეოპარდი! ძალიან საინტერესო და სახალისოა! მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ხშIრად ვიღებდი მასში მონაწილეობას მაინც ძალიან მიყვრას და დანარჩენებს ვგულშემატკივრობდი! თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, ჯეოპარდი უნდა დარჩეს! :სასოწარკვეთილიხმა:
LikeLike
ჩემიმკატეგორიული უარი . . .და მეც ვეთანხმები ლორდის აზრს. თუ აღარ გინდა ჯეოპარდი ან მოგბეზრდა – გააუქმე, მაგრამ ეს პოსტები მოლი ბლუმის ბლოგის ერთ–ერთი სიმბოლო იიყო და პრინციპში ტრადიციაც. მოკლედ მე ძალიან, ძალიან დამწყდება გული.
და საერთოდ ამ პოსტს არ დავაშეარებ, რომ გამოხტეს ვინმე და კარგი აზრია, გააუქმეო რომ თქვას :(((((
LikeLike
მოლი, მეც არ მინდა, რომ გააუქმო ჯეოპარდი! მე მგონი, ყველაზე ზარმაცი ბლოგერი ვარ, მაგრამ აქ მაინც შემოვდივარ და ჯეოპარდებსაც დიდი ინტერესით ვკითხულობ ხოლმე. :) ჯეოპარდი ამ ბლოგის სამარკო ნიშანივითაა და თუ ყოველ ოთხშაბათს ვერ შესთავაზებ მკითხველს, იქნებ სხვა ალტერნატივა მაინც გამოინახოს.
LikeLike
ისე მოიქეცი როგორც შენ გინდა… (მარტივი რჩევა რჩევის მსურველთათვის… :) ) ბოლოს და ბოლოს ბლოგი შენია.. რასაც გინდა იმას უზამ… ცვილებები კარგია… შენ ბლოგზე ოდესმე რაიმე პოსტს თუ გადავმწყდარვარ ყველას ბევრზე ბევრი კომენტარი და ლაიქი ჰქონია.. ასე რომ მკითხველი არც ისე მოგაკლდება და არც ასე… არჩევანი შენზეა.. ჰქმენ ისე როგორ შენ გინებს… :))
LikeLike
მე მგონია, რომ უნდა დარჩეს, იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ვეცნობი ხოლმე, ამდენი რამის გაგება შეიძლება, ბოლო-ბოლო :) თუნდაც მხოლოდ ერთგული მოთამაშეების გამო იქნება რთული გასაუქმებელი..
LikeLike
[…] კვირის წინ, ამ პოსტს რომ ვაქვეყნებდი, დიდი იმედი მქონდა, […]
LikeLike