ბოლო დღეებია, შინ თუ გარეთ, ქუჩაში, ტრანსპორტში, ბაზარსა თუ კინოში ერთი ფრაზა მესმის სხვადასხვა ვარიაციით – “მოიცა, მოვიდეს პირველი ოქტომბერი და მერე ვნახოთო…”
მოვიდა კიდეც. სულ რაღაც რვა საათში საარჩევნო უბნებიც გაიხსნება და დავიწყებთ… ორშაბათი როგორ ჩაივლის, მეტნაკლებად გასაგებია – საინფორმაციო გამოშვებები ურთიერთგამომრიცხავი ნიუსებით, პირდაპირი ჩართვები “ცხელი წერტილებიდან”, ეგზიტპოლები ონლაინ რეჟიმში, ბრიფინგები და საგანგებო განცხადებები, ინტერვიუები და კომენტარები… ასე მივალთ საღამომდე. აი, მერე… მერე, რა მოხდება, აღარ ვიცი.
მეთექვსმეტე წელია, ხმის უფლება მაქვს, არჩევნები ჯერ არ გამომიტოვებია, მაგრამ ჩემი რჩეულებით განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ–მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. თავადაც მოგეხსენებათ – გამარჯვებულები წინასაარჩევნო დაპირებების ნახევარს მაშინვე ივიწყებენ, მეორე ნახევარის შესრულებას 4-5 წელი არ ჰყოფნის და, თუ სასწაული მოხდა და ეყო, ისეთი უკუღმართობა გამოდის, დავიწყება აჯობებდა… ვაკანტური თანამდებობები ამ სკამების დაკავების მსურველთა რიცხვზე ერთი-ორად ნაკლებია, “უბილეთოებიც”, (იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო, რა თქმა უნდა) მაშინვე ოპონენტთა ბანაკში ინაცვლებენ, და, რაც მთავარია, არჩევანს, როგორც წესი, ცუდს და უარესს შორის ვაკეთებთ.
წუწუნი მეინსტრიმულია და მეც დიდი მონდომებით ვიწუწუნებდი, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სამოქმედო პროგრამას იშვიათად თუ გადააწყდები, რომ წინასაარჩევნო ლოზუნგები ახლაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, რომ კომპრომატების ბინძური ომია გაჩაღებული, რომ ზოგი ისევ ცდილობს კოშმარულ ფაქტებზე ხელის მოთბობას, რომ ჩვენთან პარტიები და კოალიციები, იდეის კი არა, ერთი ადამიანის მხარდასაჭერად (ან წინააღმდეგ) იქმნება, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური გაერთიანების ძალა მხოლოდ წინასაარჩევნო აქციებისთვის მობილიზებულთა რაოდენობით განისაზღვრება, რომ ხალხი, მავანისთვის, საბოლოო ჯამში, მხოლოდ სტატისტიკა და შემოხაზული ციფრებია…
ვიწუწუნებდი, მაგრამ ამას წინათ, ერთი ჩემზე უფროსი და ჭკვიანი ბლოგერის დაახლოებით ასეთ კომენტარს გადავაწყდი – ბაბუების თაობას არ ჩაუტარებია არჩევნები, მამების თაობას არ ჩაუტარებია, ჩვენმა თაობამ ვერ ჩაატარა, ვერც თქვენ ატარებთო…
მეტნაკლებად მშვიდი არჩევნების პრეცედენტი რომ არ გვაქვს, ამაში ისევ საკუთარ თავს თუ დავადანაშაულებთ. ჰოდა, მეც ჩუმად ვარ.
ოღონდ, რაც არ უნდა სკეპტიკურად ვუყურებდე ამ პროცესს, ხმის მისაცემად აუცილებლად წავალ. ფრანკლინ რუზველტს უთქვამს თავის დროზე, “ცუდ მთავრობას ის კარგი მოქალაქეები ირჩევენ, არჩევნებზე რომ არ დადიანო”. არ მინდა, ჩემი სახელმწიფოს ბედი უჩემოდ გადაწყდეს. არც გულხელდაკრეფილი ჯდომა და ყველას და ყველაფრის კრიტიკა მხიბლავს – ეს იოლზე იოლი გზაა საკუთარი ინფანტილიზმის გასამართლებლად.
ერთი ეგ არის – ძალიან მინდა, ეს ორომტრიალი რომ ჩაივლის და შედეგებიც გაცხადდება, დამარცხებულმა (ვინც არ უნდა იყოს) გამარჯვებულს წარმატება მიულოცოს და ახალი ოპოზიციური სტრატეგიის განსაზღვრას მიჰყოს ხელი.
ვიცი, ამის წაკითხვაზე სკეპტიკურად გაგეღიმებათ, მეც ზუსტად ასე მეღიმება, მაგრამ რა ვქნა, იმედი ბოლოს კვდებაო – გაგონილი გექნებათ.
ტრადიციას ვაგრძელებ და ისევ ყველაფერში გეთანხმები.
გული მწყდება რა.
წუხელ ვფიქრობდი, ბებიაჩემი მეუბნებოდა ნორმალურ ქვეყანას მე თუ არა თქვენ ხომ მაინც მოესწრებითო ხოდა ეჭვი მაქვს მეც ამას ვეტყვი ჩემს შვილიშვილებს.
LikeLike
შენი შვილიშვილები უკვე ნამეტანია, სალ :) ღმერთმა ნუ ქნას, მანამდე არაფერი გვეშველოს…
LikeLike
ბებიაჩემის ბებიასაც მასე ეგონებოდა მოლ :D
LikeLike
გეთანხმები ყველაფერში რაც ზემოთ წერია :) იმედი მაქვს რომ ამ ხნის მანძილზე ჩვენ ყველამ ერთად დავაგროვეთ უკვე საკმარისი გამოცდილება (უნდა დაგვევგროვებინა ყოველ შემთხვევაში) რომ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეტება შევძლოთ. ესე გვიდგას საქმე დღეს და მომავალში იქნებ კარგსა და უკეთესს შორისაც მოგვიწიოს არჩევანის გაკეთება :) კაცი იმედით ცოცხლობს.
LikeLike
ეგ დრო დადგეს, ჩემო მიშა და ამ პოსტს საერთოდ წავშლი :)))
LikeLike
“ცუდ მთავრობას ის კარგი მოქალაქეები ირჩევენ, არჩევნებზე რომ არ დადიანო”. აქამდე კიდევ ვორჭოფობდი, თუმცა აუცილებლად წავალ ჩემი ბიულეტენის გასაუქმებლად მაინც.
LikeLike
ღმერთო, ოღონდ მშვიდობით ჩაიაროს ყველაფერმა, აღარაფერი მინდა… წავედი არჩევნებზე!!!!!!!
LikeLike
მთელი ეს დრო ჩუმად ვიყავი, იმიტომ რომ არაფერი გამეგებოდა, გუშინ პირველად ავლაპარაკდი და არსებული დავგმე, მერე შესაძლო მომავალიც ზედ მივაყოლე და მივხვდი რომ არჩევანი აღარც მრჩებოდა. არჩევნებზე მაინც წავედი და იმედიღა დამრჩა, რომ როგორც ამბობ, დამარცხებული გამარჯვებულს მშვიდად მიულოცავს და ამით დაკმაყოფილდება ამ დროისთვის მაინც :(
LikeLike
ყველაფერი კარგად იქნება! :unsure:
LikeLike
“ერთი ეგ არის – ძალიან მინდა, ეს ორომტრიალი რომ ჩაივლის და შედეგებიც გაცხადდება, დამარცხებულმა (ვინც არ უნდა იყოს) გამარჯვებულს წარმატება მიულოცოს და ახალი ოპოზიციური სტრატეგიის განსაზღვრას მიჰყოს ხელი.” – ვოცნებობ ამაზე
LikeLike
ჯანდაბას, ვიტყვი რომ ამაზე მეც ვოცნებობ :)
LikeLike
მეგრელს კითხეს ამ არჩევნებში ხმას ვის აძლევო და
– ჩემი ოცნებაა ამ ქვეყანაში ყველაფერი ხუთიანზე იყოს… :)))))))))
LikeLike
დიპლომატია ფორევა!
LikeLike
პოლიტიკა…პოლიტიკა…პოლიტიკა :შ
LikeLike
არჩევნებზე მეორედ წავედი და არჩევანი ისევ უარესის წინააღმდეგ გავაკეთე… იმედია, ოდესმე იმას შემოვხაზავ, ვისაც ღირსეულად მივიჩნევ და არა მხოლოდ სხვაზე უკეთესად… და იმედია, ოდესმე იმასაც მოვესწრები, რომ არჩევნები ხელის ჩამორთმევით დასრულდება და არა ლანძღვა-გინებით (სულ მალე, შედეგების მიუხედავად, ობამა და რომნი ჩამოართმევენ ხელს ერთმანეთს და იქნებ კარგი რამეც გადმოვიღოთ ამერიკელებისგან)…
LikeLike
ან ფრანგებისგან :(
LikeLike
ჩემზე ბედნიერი მეორე არ დადის ახლა :) კიდევ კარგი ხმის მიცემის უფლება ჯერ არ მაქვს . . .
დაბოლოება მომეწონა და მეც ამის იმედი მაქვს.
LikeLike
rodesac archevanze midga sakme edikas da mishas shori, daaxloebit asetive shefaseba mivanichet, gavaketet archevani cuds da uaress shoris. dgesac igives vambobt da bolos mivdivart daskvnamde rom cinamorbedebi sjobdnen.. ragac jajvuri reakciiaa, davigale ukve, kargis molodinshi gavida clebi..:(
LikeLike
აი მე კი პირველად ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, გავტეხე სიტყვა და წავედი. ძალიან მინდა არ ვინანო ჩემი არჩევანი.
LikeLike
მე კი, მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩატარებული არჩევნების გარდა, (ნუ, ჯერ ასეა) ისიც მიხარია, რომ შემიძლია ნერვი არ ავიტოკო მომავალი fail-ების გამო – ვიღაცები მე არ ამირჩევია და არც მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვინც აირჩია, იმას შერცხვეს ხოლმე.
LikeLike
აქამდე ზუსტად მაგიტომ არ ვიღებდი მონაწილეობას, სხვებს შეეშალოთ და სხვებს შერცხვეთ-მეთქი, მაგრამ ახლა სხვა გზა აღარ დამიტოვეს :)
LikeLike
აწი მე დავცინებ პასუხისმგებელ ამომრჩეველს მთელი გულით და სულით თითოეულ იდიოტიზმზე. მურმან დუმბაძის და კიდევ რამდენიმეს პაბლიქ აპდეითებზე ხელმოწერას ვაფორმებ.
LikeLike
ნუ მე შეგიძლია ამომიღო მაგ სიიდან, რადგან ჩემს უბანში ბანდიტი სამადაშვილი იყო, რომლის ამბებიც ძალიან კარგად ვიცი, ჩემი უბნელია და წულუკიანი და მგონი წულუკიანი რომ სჯობს სამადაშვილს და არც დუმბაძეს ჰგავს, ამაში ვერ შემედავები. ,ე კი იმას დავცინებ, ვისაც ახალაიების მფარველი ხელისუფლება მოსწონდა, ოკ? :)
LikeLike
ვისაც ახალაიების მფარველი ხელისუფლება მოსწონდა, იმან თავისი უკვე მიიღო და კიდევ ბევრს მიიღებს. ახალი ძალა ხომ დემოკრატიულია და ათასგზის უკეთესი? ძველის იაღლიში ახალს ხომ არ ამართლებს? აბა, რა განსხვავებაა? ჰოდა, საკუთარ წილს, დუმბაძის, ჯაჭვლიანის, სანიკიძის და სხვათა გამო (რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად იყრიდა კენჭს) ვერც ისინი აცდებიან.
LikeLike
კაი, შენ გენაცვალე, სანერვიულოდ არ დამიკომენტარებია ეგ პოსტი. სულ ტყუილად მიხსნი, მე აბსოლუტურად ნეიტრალური ადამიანი ვარ და ყველა პარტია სულერთია ჩემთვის, ამიტომაც გადავზახე ყველა პარტია და მაჟორიტარი იმიტომ შემომერჩია, რომ მართლა კარგი გოგოა, რომელ სიაშიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც იმას შემოვხაზავდი. ყოველშემთხვევაში, ცუდი არაფერია იმაში, რომ ხელისუფლება იცვლება არჩევნებით. არასდროს რომ არ იცვლება ეგ უფრო ცუდია და მე მგონია ის, რაც შეეშალა ამ ხელისუფლებას სწორედ მაგის ბრალია, ხელშეუხებლობის და შეუცვლელობის.თანაც იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, შედარებითია ყველაფერი და ისიც ვიცი, რომ ჩემთვის არც ერთი ხელისუფლება არ მოსულა ჯერ, ასე რომ, სულ ტყუილად მტუქსავ. ისე, მაინც მგონია, რომ რაც იყო, იმაზე ცუდი არ იქნება. როდესმე ხომ უნდა შეცვლილიყო?თუ სულ უნდა ყოფილიყო სამიდღემჩიოდ? ვერაფერს ვხედავ ამაში ტრაგიკულს.
LikeLike
არა, ჩემო კატერინა, არც გტუქსავ და, მითუმეტეს, არც არაფერს გიხსნი. არც ერთია ჩემი საქმე, არც მეორე. ჰო, არც ვნერვიულობ :) შენი აზრები და შეხედულებები შენი არჩევანია და, რას ხედავ, რას არ ხედავ და რატომ ხედავ/არ ხედავ, მე მანდ არაფერი მესაქმება. არამკითხე მოამბე ხომ არ ვარ. ჩემი საფიქრალიც მყოფნის.
LikeLike
test comment. მოლი თუ დაიპოსტა მაპატიე და წაშალე :)
LikeLike
იყოს :) კომენტარების წაშლა ისტორიის გაყალბებააო, ძველი შუმერი ბლოგერები ამბობდნენ თავის დროზე.
კარგია, ყველაფერი წესრიგშია, ანუ.
LikeLike
კი მოზილათი. მაგრამ იქიდან ჭედავს თვითონ ბრაუზერი :))) თითო უბედურება არ მეშვება.
LikeLike
ოდესღაც მიშას რომ ვირჩევდით თავპირისმტვრევით გავრბოდი, ხმა უნდა მივცე არ გაყალბდეს-თქო მაგრამ ისე მოხდა ვერ მივაღწიე საარჩევნო უბნამდე და ახლა პირველად ვიყავი არჩევნებზე, ჰოდა რა გინდა ჩვენ არჩევნები ჩავატარეთ, აი დემოკრატია ამას ჰქვია. მე მომწონს.
LikeLike
დამარცხებულმა კი მიულოცა გამარჯვებულს, მაგრამ ოპოზიციაში მყოფი პრეზიდენტი რავარია?
LikeLike
საკონსტიტუციო მოდელს გადახედე, რუსა, თან ისიც გაითვალისწინე, რომ პრეზიდენტი, იმავდროულად, პარტიის ლიდერიც არის.
LikeLike
მაგაშია საქმე, პარტიის ლიდერი როა, მაგიტომაც არის სუბიექტური.
LikeLike