ახალს ვერაფერს გეტყვით. იმას, რაც გუშინ ვნახეთ, ვერც აღმაშფოთებელს დავარქმევ, ვერც შოკისმომგვრელს და ვერც ამაზრზენს – არაადექვატურად რბილი ეპითეტებია. დღეს ბევრად უარესად ვარ. საშინელი გულისრევის შეგრძნება არ მშორდება.
თვალწინ იმ სადისტების კმაყოფილი სახეები მიდგას. იდიოტური გამომეტყველება და საშინლად მშვიდი, ავადმყოფურად მშვიდი ხმა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ რომელიმე მაინც ჯანმრთელია და ნორმალური. არ არსებობს. გამორიცხულია. ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი უმწეო პატიმარს კი არა, მოსისხლე მტერს ვერ მოექცევა ასე.
და იმის წარმოდგენაც მიჭირს, რომ ამ არსებებს ოჯახები ჰყავთ, ცოლები და შვილები, ღამით შინ მიდიან, ვახშმობენ და ჩაძინებულ ბავშვებს შუბლზე კოცნიან.
არადა, ჰყავთ, ალბათ… დედებიც ჰყავთ და მართლა არ ვიცი, იმათ დედებს წუხელ როგორ დაეძინათ.
არ მითხრათ, ახლა, ქურდებიო… ქურდული სამყარო სხვაზე ნაკლებად არ მეზიზღება, მაგრამ აბსოლუტურად დეგრადირებული ფორმიან-სამხრეებიანი პირუტყვი, ადამიანური რომ არაფერი შერჩენია, “შავი იდეოლოგიის” აღმსარებელ ნებისმიერ კრიმინალზე საშიში მგონია.
ბლოგს ვხურავ. წიგნებზე, მუსიკაზე და მულტფილმებზე წერის თავი ნამდვილად არ მაქვს.
რა დროს ესთეტიკაა.
ქალაქში დინოზავრები დადიან.
საშინელება. დღეს დილით ვნახე რამდენიმე კადრი და მთელი დღე თავი ვერაფერს მოვაბი წესიერად. გლდანში ვიყავი. მნახველების დარდისგან საოცრად გასავათბული და გამწარებული სახეები ახლაც არ ამომდის თავიდან.
გრავტოგრაფი კი დაგიტოვე, მაგრამ დახურვის მოწონების ნიშნად – არა. იმედია, ბლოგის ამბავი დროებითია
LikeLike
რამდენიმე პოსტი მქონდა გამზადებული და ყველა დავაპაუზე, ჯერ ხელოვნებაზე საწერად არც მე მცალია. ჩემი თხოვნაა ბლოგი არ დახურო, უბრალოდ ცოტა ხანი წერა შეწყვიტე.
პოსტის სახელი გაქვს შესანიშნავად შერჩეული.
რაც შემეხება მე, შევეცდები სამსახურიდან გავეთავისუფლო ადრე და ხვალინდელ აქციასაც დავესწრო.
LikeLike
წუხელ არ მიძინია, დღესაც საშინლად ვარ დათრგუნული…
ვითომ ვცადე ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, მაგრამ არ გამოდის…
LikeLike
კარგი გადაწყვეტილებაა. მოლი , მიუხედავად იმისა, რომ არ გვინდა ბლოგი დაიხუროს ახლა ცისარტყელებზე, რრუბლებზე და ლიტერარტურაზე პოსტს ვერც თავს მოაბამს კაცი და ვერც წაიკიტხავს.
იმედია, მდგომარეობა მალე გამოსწორდება :ოპტიმისტი:
LikeLike
RESPECT!
ოღონდ ბლოგი დიდი ხნით არ დახურო. ამ პირუტყვებს და მთლიანად დამპალ სისტემებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით უნდა მოვერიოთ. სხვა დროს არ უნდა დავუშვათ. პროტესტი და, ისევ და ისევ, პასუხისმგებლობა უნდა ვისწავლოთ (პირველ რიგში, საკუთარ თავს მოვუწოდებ).
გვეშელება, მოლი! არსებობენ კარგი ადამიანებიც. და ისინი ბევრნი არიან. არ დაკარგო რწმენა ადამიანებში :*
LikeLike
საშინელებაა, მართლაც ამაზრზენი ცხოველები არიან.
LikeLike
გინება ვისწავლე…
ბოროტება ვისწავლე…
მათნარი ვხდები მათ მიმართ…
და ეს ყველაფერი იმიტომ რომ აქამდე ჩუმად ვიყავი!!!
როცა ყვიროდნენ ციხეებში პატიმრებს აწამებენო, ორი ყურიდან გარბოდა…
ვიდრე არ ვნახავთ არ გვჯერა :(
ჰოდა ახლა ასე ვწევარ უსხეულო და უგონებო და ვუყურებ ჩემს თავს და მე მათნაირი ვართ მათ მიმართ…
მაგრამ ჯერ დედა მყავს…
დოქსოპულოს კი აღარ ჰყავდა… :@
LikeLike
მე მჯეროდა.. და ამიტომ შენზე ადრე ვისწავლე სართულების აწყობა. მაგრამ ახლა ვუყურებ გარშებო გინების კორიანტელს და ვიცი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა არ არის ამის გამკეთებელი მათნაირი პირუტყვებისთვისაც კი. მათნაირი არ გამხდარხართ. ეს ემოციებია, გრძნობებია, რისგანაც დაცლა სჭირდება ადამიანს სწორედ იმიტომ, რომ მათზე უკეთესები ხართ და არაადამიანობა გტკივათ.
თაიასი არ იყოს, მეც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და არასოდეს იმედს არ დავკარგავ, რომ ჩამოვყალიბდებით საზოგადოებად, ვისწავლით საკუთარ შეცდომებზე. ჯერ ახალგაზრდა ერი ვართ და იმ შეცდომებს ვუშებთ, რასაც გამოცდილება არ დაუშვებს (იმედია)
LikeLike
მეც ოპტიმისტი ვიყავი… მეც მჯეროდა ქართველების სიკარგის… მაგრამ ნახე >> http://www.qwelly.com/profiles/blogs/azdaki
ვუყურებ დღევანდელ საქართველოს და ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწერილი მეორდება… მეორდება კიი??? არც შეცვლილა…
და ასეთი უამრავი…
კიდევ ახალგაზრდა ერი ვართ Author? ისევ ახალგაზრდა? როდის უნდა შედგეს ლუხუმი ლაშარის ველზე?…
LikeLike
დამუნჯებული ვარ.
LikeLike
მოლიიი, მეგონა ჩემს აზრებს ვკითხულობდი… მე ვერც დავწერე, სიმწრისგან და აღშფოთებისგან სიტყვები გამიქრა… კი, ტირანოზავრების ქვეყანაა ეს…
LikeLike
ის რაც ვნახეთ დღეს არავის გაუგია, სამწუხაროდ ეს ყველამ იცის რომ ხდება საშინელებაა ის რომ ამას ცალი ყურით ვისმენთ სანამ ჩვენი თვალით არ ვნახავთ. (და კიდევ უფრო სამწუხარია რომ არა მარტო ჩვენთან, მსოფიოს პრობლემაა ძალადობა ციხეებში)ერთ მხრივ იმის ბრალია რომ არ შეიძლება ფორმა ჩააცვა ფსიქიკურად გაუწონასწორებელ „ადამიანს?!“ (რომლების ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვას ნამდვილად ვერ დავიწყებ ეხლა აქ) მაგრამ მე მიჭირს არჩევანის გაკეთება ამის უშუალო შემსრულებელ არსებასა და იმ ადამიანს შორის რომელმაც ეს პოლიტიკური მიზნებით გამოიყენა. და ეს კადრები გვაჩვენა არა მარტო ჩვენ, არამედ იმ ხალხს ვისაც: შვილი, შვილიშვილი, მამა, ძმა, ქმარი ან მეზობელი ყავს ამ ციხეში. და ისეთი ტანჯვისთვის გაიმეტა რისი წარმოდგენაც მზარავს. მაინტერესებს ის უფრო მეტი სატანაა ვინც ამ ძალადობას უშუალოდ ახორციელებს თუ ის ვინც ეს მათ მშობლებს თუ ახლობლებს აჩვენა (რა დამთხვევაა რომ წინასაარჩევნოდ) და ხალხს რომელიც ამას სამოქალაქო ომისთვის გამოიყენებს. იმიტომ რომ დამიჯერეთ ბრბოში (ბოდიშს არ მოვიხდი ამ სიტყვისთვის იმიტომ რომ ეს კიდევ მსუბუქად ნათქვამია!) გაჩნდება აზრი რომ ახლა ამის გამკეთებლებს გავუკეთოთ ცოცხები და დუბინკები, შევაფურთხოთ ყველა ფორმიანს, ვესროლოთ პომიდვრები და კვერცხები, ასე გავაბოროტოთ კიდევ უფრო და უფრო რომ მერე ისევ იმათ გაგვიკეთონ იგივე და ასე ვიაროთ წრეზე მანამ სანამ…….
მოლი ბოდიში ასეთი ემოციური კომენტარისთვის თანაც, სულ არ შეეფერება შენს პოსტს უბრალოდ გიჟს ვგავარ!
P.S. იმედია ბლოგს არ დახურავ
LikeLike
არაფერი შემიძლია ვთქვა :((((( ;( გვიშველე ღმერთო…
LikeLike
დოქსოპულოები იქეთ იყვნენ და ტუღუში რომ ამბობდა ასეთი ამბები ხდებაო და დეპუტატებს მიმართავდა და იმათ რომ დაიკიდეს. რა საჭიროა ასეთი პარლამენტი.
პროკურატურას რომ მიმართა გამოიძიეთო, იმათაც რომ დაიკიდეს.
და თუ არ დაიკიდეს და ტყემალზე სხედან, არანაკლები უბედურება – რა საჭიროა ასეთი პროკურატურა.
ბლოგი კი არა საქართველოა დასახური.
LikeLike
ჰოდა, მიხედოს ახლა სისტემას ტუღუშმა. რეკომენდაციებს ხომ იძლეოდა? რჩევების მიცემას და რეალურად მუშაობას შორის რა განსხვავებაც არის, პირველი თავადვე გაიგებს.
ისე, თუ შეატყვე, მილორდ, მე კონკრეტულ ადამიანებზე დავწერე. გლობალური ანალიზისთვის და მაკროპროგნოზებისთვის არ მაქვს ეს ბლოგი. და არც სასამართლოს ფუნქციები შემითავსებია ჯერ.
LikeLike
არ ვიცი რას იზამს, მაგრამ სხვამ როგორც დაალაგა კი ვხედავ. და რომ ამბობდნენ, გადასარევადა გვაქვს აწყობილი და ტუღუში ვერ ხედავსო ეგეც კარგად მახსოვს.
და ვინ ხედავდა და ვინ არა და ვის კიდევ არ უნდოდა დანახვა – ეგეც გამოჩნდა.
და ტუღუშის საქმე აქამდე იყო რეკომენდაციები და ძალიან კარგად ასრულებდა თავის საქმეს. ზოგიერთებისგან განსხვავებით.
საკამათოა აქ რამე?
ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრ ისეთ სფეროს მოხედა, რომელიც ეჭვი მეპარებოდა ოდესმე თუ დალაგდებოდა… ასე რომ დალაგება და სისტემის აწყობა ნამდვილად იციან…
ჰოდა სხვა პოსტზეც დავწერე იგივე კომენტარი – თუ ეს სისტემა ვერ დაალაგეს, გამოდის რომ ნება არ იყო.
LikeLike
ჰოდა მეც კონკრეტულ ადამიანებზე ვწერ.
გლობალური ანალიზი არაა.
გვარები და სახელებიც შემიძლია ჩამოვწერო. თუ გინდა პარლამენტიდან დავიწყებ – ყველა დეპუტატი, ვინც დარბაზში არ იყო. და მერე ყველა ის ვინც დაიკიდა. მეგონი ძალიან კონკრეტული ვარ.
იმიტომ რომ ორიდან ერთია – სხვატა შორის ფბ-ზეც დავწერე იგივე მაშინ – ან სახალხო დამცველია აფერისტი-თქო და უნდა დაითხოვონ ან კალმახელიძე ტყუის და ის უნდა გაათავისუფლონ.
ესაა დეპუტატის საქმე. მაგიტომ გვყავდნენ არჩეულები.
LikeLike
ნუ, ჰო. პარლამენტის ამბავში შეკამათება გამიძნელდება. არ იყო ნება. ეს მგონია პასუხი. იმედია, აწი იქნება.
LikeLike
სხვა სტრუქტურებს უბრალოდ არ ვიცნობ გვარ-სახელით. თორემ ვისაც ევალებოდა მაგეების გამოძიება – იქაც იგივეა ზუსტად – წაყრუება და დაკიდება ან არაპროფესიონალიზმი და საქმის უცოდინრობა.
LikeLike
ნება არ იყო – ყველაზე ვრცელდება. თორემ პროფესიონალიზმი არ აკლია მანდ ხალხს.
LikeLike
არ ვიცი რა ვთქვა,მართლა არ ვიცი
LikeLike
თავს შეურაწყოფილად ვგრძნობ:(( ყველაზე ამაზრზენი და ცუდი გრძნობა რაც არსებობს ყველაფერს ერთად განვიცდი ახლა:((((
გუშინ სტუდენტების აქციაზე ვიყავი და თითქოს ამანაც ვერ მიშველა. თუმცა კარგია რომ მეთელი სტუდენტობა ერთად ვიდექით ძალადობის და უფრო ზუსტად წამების წინააღმდეგ.
LikeLike
პირველად ხდება, კომენტარებს რომ არ ვპასუხობ. არც არაფერი მაქვს სათქმელი და იმიტომ.
ბლოგს ვათვალიერებ ახლა და ჯეოპარდების, ახალი წიგნების რევიუების და ვერანდას სასუსნავების არც დროა და არც განწყობა მაქვს (დარწმუნებული ვარ, არც თქვენ). ჰოდა, ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით, ახალი პოსტის დაწერას არ ვაპირებ.
მადლობა ყველას, ვინც აქ ხართ. ერთმანეთს ვამხნევებთ და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს.
LikeLike
” და იმის წარმოდგენაც მიჭირს, რომ ამ არსებებს ოჯახები ჰყავთ, ცოლები და შვილები, ღამით შინ მიდიან, ვახშმობენ და ჩაძინებულ ბავშვებს შუბლზე კოცნიან ”— ჩემმა მასწავლებლებმაც ასე თქვეს, აი, ზუსტად ეს ფაქტორი მოიყვანეს, მერე ბავშვებს რა ნამუსით დარა სეგრძნებით უნდა მოეფერონო ?! მაგრამ, რა იცი,ეგებ ბავშვების მიმართღ არც არაფერს განიცდიან, მით უმეტეს სიყვარულს და შესაბამისად არც მათი მოფერება უწევთ. ადამიანი, რომელიც მეორეს დუბინკით გააუპატიურებს, ბავშვს როგორ შეიყვარებს ?! ეს შეწიდული გენებივითაა — თუ ცისფერთვალება ხარ, მაშინ ქერაც იქნები და ჭორფლიანიც — თუ აუპატიურებ, მაშინ ბავშვს ვერ შეიყვარებ… ეს სრული ანალოგია არაა, მაგრამ მაინც ასეა გარკვეულწილად, ერთს მეორე მოჰყვება ბუნებრივად.
LikeLike
ასეთი ფაქტები ადრეც მინახავს ( მიუხედავად ასაკისა, 90-იანი წლებიდან უამრავი ამაზრზენი ფაქტი შემომრჩა მეხსიერებაში. იმ დროიდან კარგი მოგონება, პირადს თუ არ ჩავთვლით, არც მაქვს), მაგრამ ასეთ დროს, როცა გარეგნულად ყველაფერი კარგადაა და მსგავს რამეს ვერც კი წარმოვიდგენდით, უფრო აღმაშფოთებელი და, რაც მთავარია, მტკივნეულია უცებ ასეთი სიმართლის აღმოჩენა… და კიდევ უფრო აღმაშფოთებელი და მტკივნეული ისაა, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი ჩვენს საყვარელ “ხომ ვამბობდის” პრინციპს ვერ ივიწყებს და გარეგნული აღშფოთების მიღმა სიხარულსაც ვერ მალავს იმის გამო, რომ პოლიტიკური ისტერიის მოსაწყობი საბაბი მიეცათ…სადაც ფული და პირადი ამბიციებია იქ შეცდომების ერთად გამოსწორებაზე, ან კონკრეტული ადამიანების გრძნობებზე აბა ვინ იფიქრებს – თან თუ ის “ჯადოსნური” პერიოდი მოახლოვდა, რომელსაც არჩევნები ჰქვია და როცა ყველას “სასწაულებრივად” ახსენდება ხალხი… თითქოს ეს ქვეყანა ჩვენი კი არა, პოლიტიკური პარტიებისაა და ქვეყნისთვის ძირის გამოთხრით კონკრეტულ პოლიტიკოსებს ავნებენ რამეს…
P.S. მხოლოდ ბლოგთან დაკავშირებით მინდოდა კომენტარის გაკეთება, მაგრამ ემოციები ვერ შევიკავე… სიმართლე რომ ვთქვა, ამ ეტაპზე პოსტებს კი არა, წიგნებსაც ვერ ვუდებ გულს… ამ დღეებში ერთი წინადადებაც კი არ წამიკითხავს… მაგრამ ეს დროებითია…
LikeLike
[…] არც მე მინდა, ჩემი ბოლო პოსტი ლინდგრენზე და […]
LikeLike
მე არ მინახავს, მართლა აღარ მივარგა ნერვები სამაგისოდ, მაგრამ რა თქმა უნდა, საშინელებაა!.. ამათ უტიფრობას საზღვარი არა აქვს!
LikeLike
sagamo mshvidobisa.raime mec mindoda metqva,magram ar gamomdis…damunjebuli var.zalian vwuxvar.ara,suli mexuteba,vixrchvebi…
LikeLike
არასოდეს არ მქონია ადამიანის მიმართ ზიზღის შეგრძნება და ამ კადრების მერე ვიგრძენი 2 დღე ყბები როგორ მქონდა დაჭიმული და გულის რევის შეგრძნება როგორ არ მშორდებოდა და მივხვდი რომ თავს ვიმაგრებდი თორემ შინაგანდ ჩამოშლილი ვიყავი, ჩემთვის ადამიანი ადამიანია მნიშვნელობა არ აქვს მის წოდებას და კაცი მითუმეტეს რომელიც ასე დამცირებული ვნახე, ტირის და არ შეუძლია წინააღდმეგობის გაწევა საშინელი საყურებელი, ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე ასეთ დროს თავი მაინც მოიკალი-თქო მაგრამ მივხვდი იქ მაგასაც ვერ ან არ გააკეთებ იმიტომ რომ სულიერად ძლიერდები.
სრულიად ნორმალური ადამიანური რეაქცია გაქვს მოლი, დინოზავრების კი რა მოგახსენო მაგრამ აი ზომბები კი დადიან.
LikeLike
warmatebebs giusrvebt.kargi blogia”:) xsirad shemoval
LikeLike
იმ დღეს რაღაც მოგწერე იმეილზე და ეგ იმეილი ცოცხალია? არა რაც მაინტერესებდა კი გავარკვიე, მარა სამომავლოდ გეკითხები. :)
LikeLike
მომიკვდა თავი :(( იაჰუ აღარ არის, მილორდ.
mollybloomsday@gmail.com დიდი ხანია, ეს მაქვს.
LikeLike
… რას ერჩოდი იაჰუს :)
თან რა ლამაზი მენეჯერი ყავთ ახლა.
LikeLike
მენეჯერის ამბავი არ ვიცოდი, თორემ ვინ ოხერი… ეს უფრო მოსახერხებელია, მილორდ.
LikeLike
გუგლიდან დაითრიეს ზუსტად :)
იმდენად მაგარი ტიპია (ყოველმხრივ) რომ პოსტი მინდოდა მიმეძღვნა, მარა აირია ქვეყანა.
LikeLike
ლამაზი და ეფექტური მენეჯერების დრო ყოველთვის არის :უსერ:
LikeLike
ეგ კი ეგრეა, მაგრამ эх, Киса, мы чужие на этом празднике жизни
LikeLike
კლასიკა! <3
LikeLike