ხალხნო და ჯამაათნო! ინდუისტურ მითოლოგიასა და ფილოსოფიაზე რა აზრის ბრძანდებით? დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითის, რადგან დღევანდელი ჯეოპარდის თემად სწორედ ეს შევარჩიე და აბა, თქვენ იცით :),
Good luck!
1. ზეციური სამყაროდან ღმერთის ქვემოთ დაშვება ამ სიტყვით აღინიშნება;
2. ინდუისტურ ტრიადაში შემავალ ამ ღმერთს ოთხი ხელი აქვს, რომლებიც სამყაროს მხარეებს გამოხატავენ;
3. ამ ღმერთს დედა არასოდეს ჰყოლია – ლოტოსის ყვავილისგან იშვა;
4. ინდუიზმში ნგრევასა და ტრანსფორმაციას ეს ღმერთი განასახიერებს;
5. ასე ჰქვია ინდუიზმში წმინდა ჰიმნს;
6. სიბრძნისა, სილამაზისა და ხელოვნების მფარველ ამ ქალღმერთს ხშირად თეთრ გედზე მჯდომარეს გამოსახავენ ხოლმე;
7. ასეა დასათაურებული ინდუისტური ჰიმნების კრებული;
8. სწორედ ის გახლავთ ზეციური სამეფოს მბრძანებელი და ღმერთების მეუფე;
9. ასე ეწოდება უძველესი ინდუისტური წმინდა ტექსტების კრებულს სანსკრიტზე;
10. ის ცეცხლის ღმერთი გახლავთ და ოჯახურ კერას მფარველობს;
11. ეს სარიტუალო ჭურჭელი ადამიანის თავის ქალისაგან მზადდება;
12. იმპერატორ დაშარათჰას ეს ვაჟი ვიშნუს მეშვიდე ავატარად ითვლება და ერთ–ერთი უძველესი ეპოსის მთავარი გმირია;
13. სიუხვის და იღბლიანობის ეს ქალღმერთი ვიშნუს უფროსი მეუღლეა;
14. ამ ქალღმერთს, როგორც წესი, თავის ქალების გირლანდა ამშვენებს;
15. ამ სიმბოლოს ინდუიზმში ბორბლის ფორმა აქვს და სამყაროს ბრუნვას განასახიერებს.
სრული უვიცი ვარ ამ საკითხში… პასუხებს დაველოდები ^^
LikeLike
ოლ რაიტ!
LikeLike
პოპკორნი გინდა? :)
LikeLike
არ მაწყენდა :) არა უშავს. ეგეთები გადაგვიტანია? :)
LikeLike
დაცინვე მინდა მე კიდევ, პროფესორო? :))
ჩემი გამჭირვებია : ))
LikeLike
ვნახოთ, რას “დავამთხვევ” :)
1.
2. შივა
3. ბრაჰმა
4.
5. მანტრა
6. ლაქშმი
7.
8. ვიშნუ
9. ბჰაგავადგიტა
10.აგნი
11.
12.კრიშნა
13.ესეც ლაქშმია?
14.
15.
LikeLike
ახლა საკითხებს თვალი გადავავლე, მაინცდამაინც მასტერკლასს ვერ ცავატარებ მაგრამ ხვალ მოვალ და რაც ვიცი იმას დავჯღაბნი :)
LikeLike
ჯერჯერობით, მხოლოდ ნათიამ ითამაშა. კეჟერაძემ. ისევ თქვენ თუ ჩაატარებთ მასტერკლასს, თორემ თემაა მძიმე…
LikeLike
2-ბრაჰმა. 4- შივა. 5-საჰმიტა. 6-განეშა. 7-ვედა. 8-ინდრა. 9-ბჰაგავატაპურანა. 10-აგნი. 12-რამა. 13. ლაკშმი.
LikeLike
რა უვიცი ვარ არცერთ კითხვაზე არ მაქვს პასუხი, ხოდა პასუხებს რომ გამოაქვეყნებ კარგად დავისწავლი:)
LikeLike
რამდენიმეს ვცდი მაინც, გული არ მითმენს :)
1.
2. ვიშნუ;
3. ბრაჰმას გამოსახავენ ლოტოსის ყვავილზე და ალბათ, ეგაა;
4. ეს შივაა…
5.
6. პარვატი არა და სარასვატი ალბათ… საიდანღაც მახსოვს…
7.
8. ინდრა;
9.
10.
11. კაპალა;
12. პრინცი რამა;
13. ლაკშმი;
14. კალიმა;
15.
კრიშნაზე არ იყო კითხვა თუ მე ვერ მივხვდი? :)
LikeLike
ჰიმნს მანტრა ხომ არ ჰქვია? :)
LikeLike
შემდეგი მოთამაშეებისთვის იყოს, განწყობას შეუქმნის და დაეხმარებათ! :)
LikeLike
მოაცუნცულა უცებ :დ კაცი ვერაფერს დაგასწრებთ რა :დ წავედი პასუხებზე. ეს კარგად უნდა ვიცოდე :დ
LikeLike
როგორ მომწონს მაგრამ დიდი არაფრი ვიცი :) სავარაუდოდ დავწერ:
1. ნირვანა
2.შივა
4. ლილას ან შივას ვფიქრობ
მეტს ვერც ვფიქრობ :)
LikeLike
მიყვარს ყველანაირი მითოლოგია, თან თამარას ატვირთულმა ვიდეომაც შემიქმნა განწყობა, ასე რომ, ვეცდები :)
LikeLike
შენ რომ მითოლოგიის ექსპერი ხარ, ძველი ამბავია, მერი :) სცადე :)
LikeLike
1. ავატარი;
2. ვიშნუ უნდა იყოს;
3. ბრაჰმა;
4. შივა;
5. მანტრა;
6. :(
7. :(;
8. ინდრას ჰგავს;
9. ვედები;
10. აგნი;
11. :(;
12. რამა (მეორე კლასში ვიყავი, “რამაიანა” რომ წავიკითხე, სად მყავდა პატრონი? :))))));
13. :(
14. კალი არ არის?
15. რაღაც ნაცნობია და ვერ ვიხსენებ :(
LikeLike
5. რიგვედა?
7. ვედები?
8. ბრაჰმა?
12. რამა?
14. კალი? ჩვენ კალი იუგას ეპოქაში ვართ, მგონი
მეტ არ ვიც
LikeLike
1) ავატარა
2) ვიშნუ
3) ბრაჰმა
4) შივა
5) მანტრა
6) ეს თუ არ ვცდები და სწორად მახსოვს, ახალი წელთანაც ასოცირდება, მაგრამ სახელი არ ვიცი
7) შრიმად ბჰაგავატამი (ამაზეა საუბარი?)
8 ) კრიშნა (ინდუისტურ სიმღერებში მოხსენიებული ჰყავთ ლოტოსის ყვავილის მსგავსად)
9) ვედა
10) კალი
11) ………
12) რამა
13) ლაქშმი
14)
15) სვასტიკა
LikeLike
1. ავატარი
2. ვიშნუ (თუმცაღა ლაკშმისაც 4 ხელი აქვს და მისი ხელებიც სამყაროს მხარეებს გამოხატავენ)
3. ბრაჰმა
4. ომ ნამა შივა
5. მდას. :( მანტრა?
6. სარასვატი
7. ვედები (უფრო კონკრეტულად რიგ ვედაშია როგორც ვიცი უმეტესომა წმინდა ტექსტებისა)
8. ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვცემ, მეტი კონკრეტიკა მჭირდება
9.
10. აგნი
11. კაპალა
12. რამა
13. ლაკშმი
14. კალი (სხვათა შორის შივას თავებია ეგენი)
15. არ მახსოვს. :( ნუ სვასტიკას ვუპასუხებ მარა ვიცი რომ არ არის
LikeLike
ჰა შემიფასე მოლი როგორ ვითამაშე>??!
LikeLike
სწორი პასუხები:
1. ავატარი;
2. ვიშნუ;
3. ბრაჰმა;
4. შივა;
5. მანტრა;
6. სარასვატი;
7. რიგვედა;
8. ინდრა;
9. ვედა;
10. აგნი;
11. კაპალა;
12. რამა;
13. ლაქშმი;
14. კალი;
15. ჩაკრა.
წინასწარი შედეგები:
Isaac Clarke – 12; მერი პოპინსი – 10; tamara – 10; გლეხის ბიჭი – 8; Tamuna Nadibaidze -6; kevana – 5; Kejeradze – 4; სანდრო – 1.
LikeLike