საღამო მშვიდობისა, ხალხნო! რა კარგია, რომ ჯერ არ გძინავთ, თორემ გამოვყრუვდი სიჩუმისგან. მოგეხსენებათ, მარტო ვცხოვრობ, ეს ტომი და ანიკა კი ისეთი სამაგალითო ბავშვები არიან, ახლად შებინდებულზე ეძახიან დასაძინებლად და ისინიც ცხვრებივით მორჩილად მიჩანჩალებენ. მე კიდევ ვზივარ ახლა, უფრო სწორად, ვწევარ იატაკზე და კვერებისთვის ცომს ვზელ. ჯერ სწავლა არ დაწყებულა და ორივენი დილით ადრიანად მოირბენენ ნაღებიანი ყავის დასალევად.
უჰ, როგორ მიხარია, სტუმრები რომ მოდიან ხოლმე! სხვათა შორის, თავადაც ძალიან მიყვარს სტუმრად წასვლა, მაგრამ რად გინდა – ერთხელ ძლივს დამპატიჟეს და ისეთი ამბები დავატრიალე, ფრუ სეტერგრენმა მითხრა, აქ აღარ დაგინახოო.
ისე, კაცმა რომ თქვას, რა უნდა მექნა? ბაიყუშივით ნამდვილად ვერ ვიჯდებოდი, იქ სამხიარულოდ მივედი. ჰო, ტკბილი ღვეზელებიც ფრიად მომეწონა და მგონი, მეტისმეტად ბევრი მივირთვი, არც კი ვიცი, სხვებსაც შეხვდათ თუ არა. და კიდევ შაქარი დავყარე იატაკზე. დიდი ამბავი.
სიტყვამ მოიტანა და სკოლაში სიარულიც გულით მინდოდა, მაგრამ იმდენი სისულელე დამავალეს, გადავიფიქრე. ჯერ იყო და – რაღაც უაზრო გავალების ტაბულაზე მელაპარაკებოდნენ, მერე – იატაკზე ხატვა ვის გაუგონია, მაინცდამაინც ქაღალდზე უნდა დახატოო, თითქოს მე უკეთ არ ვიცოდე, რა შეიძლება და რა არა. ისხდნენ საწყალი ბავშვები და გაყოფას გადიოდნენ, იმის მაგივრად, რომ “მხიარულების “ გაკვეთილი ჰქონოდათ და მერხებზე ეხტუნავათ. არააა, არ მომეწონა იქაურობა, არადა, ცოტაოდენი განათლების მიღება არ მაწყენდა.
ესეც ასე, ცომი უკვე მზად არის, ახლა ცხობაც შეგვიძლია, დავიწყოთ. უჰ, უკაცრავად, გეთაყვა, ფქვილი შემოგაყარეთ? ბატონო ნილსონ, წყალი მოარბენინე, სტუმრებს უნდა გადავავლოთ, თორემ ნახე, რას დაემგვანნენ. აქეთ, აქეთ, აი, ამ გოგონას მიასხურე ცოტა, თავზე არა, ბრიყვო, კაბაზე.
რას ვამბობდი? ჰო, იმის მოყოლა მინდოდა, რა უიღბლო ადამიანი ვარ – ბებიაც კი არ მყავს. იძულებული ვარ, წერილები საკუთარ თავს ვუგზავნო. ბოლოს და ბოლოს, მამაჩემის მეზღვაურმა ფრიდოლფმა რომ მასწავლა, ის ასოები რამეში ხომ უნდა გამოვიყენო?
უი, ჩემი სახელი არ მითქვამს და არც ის იცით, მამაჩემი ვინ არის? პეპი გრძელიწინდა გახლავართ, მხიარულების კუნძულის მეფისა და “ჭრიჭინას“ კაპიტნის – ეფრაიმის ქალიშვილი. თანაც ერთადერთი. ძალიან ღონიერი რომ ვარ და ცხენის აწევა შემიძლია, უკვე გითხარით? სახეებზე გატყობთ, რომ არ გჯერათ. აი, ამ კვერს გამოვიღებ ღუმელიდან და გაჩვენებთ, ცხენი აქვე მყავს, ტერასაზე.
ვაიმეეე! ცხელი ტაფა დაგეცათ ფეხზე? მაპატიეთ, თუ შეიძლება, ხანდახან საშინლად მოუხერხებელი ვარ ხოლმე. თუმცა, პოლიციელები რომ მოვიდნენ ბავშვთა სახლში ჩემს წასაყვანად, ძალიანაც მარჯვედ გავუსწორდი, თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ. წარმოგიდგენიათ, ჩემი საყვარელი ვილა “ყიყლიყოდან“ მიპირებდნენ წაყვანას და მხოლოდ იმიტომ, რომ პორტუგალიის დედაქალაქზე არაფერი ვიცოდი. რაში მჭირდება, ჰა? ისიც მეყოფა, რომ სერიოზული თავსატეხი მაქვს გადასაჭრელი – ვერ გადამიწყვეტია, მეკობრე უნდა გამოვიდე თუ მანდილოსანი. ამათ კიდევ – პორტუგალიაო! ჰმ!
მოკლედ, გასართობი არ მაკლია ხოლმე. ხან ტვისტის ცეკვას ვსწავლობ ქურდბაცაცებთან ერთად, ხან ფუსუსუნას დავეძებ (არ მკითხოთ ახლა, ეგ რა არისო, იმიტომ, რომ მთლად კარგად არც მე ვიცი), იმ საზიზღარ ფრეკენ როზენბლუმსაც კარგი ოინი მოვუწყვე, ბავშვების უსაჩუქროდ დატოვება რომ უნდოდა, აქაოდა, უცოდინარები არიანო. მხიარულების კუნძულზეც მივემგზავრები ხანდახან. პირველად რომ ჩავედი, პატარა შეხლა–შემოხლა მომივიდა ერთ უსინდისო ზვიგენთან – წარმოგიდგენიათ, ბიჭს უპირებდა კბენას. ჰო, იმ თავხედ ყაჩაღებს – ჯიმსა და ბუკს ქოქოსის კაკლებს რომ ვესროდი, მაშინაც გვარიანად ვიხალისე.
ერთი სიტყვით, მოსაწყენად არ მცალია ხოლმე, თუმცა ტომიმ მითხრა ერთხელ – ისეთი თვალები გაქვს, დედას რომ ჰქონდა ჩემი ავადმყოფობისასო. არა, ხანდახან დედა მენატრება ხოლმე, მაგრამ ვიცი, რომ ამ დროს ცაში უნდა ავიხედო – ანგელოზები ხომ იქ ცხოვრობენ. მამაც იშვიათად არის ჩემთან, რა ქნას, მეფეა და ხალხი ჰყავს მისახედი. ტომი და ანიკა ღამღამობით შინ ბრუნდებიან და ფრუ სეტერგრენი საწოლში რომ ჩააწვენს, საბანს შემოუკეცავს და კოცნის ხოლმე…
არა, როგორ იფიქრეთ, რომ ვტირი? რა სისულელეა! ეგ მეორედ თავშიც აღარ გაივლოთ, თორემ მეწყინება. მეტი საქმე არა აქვს პეპილოტა ვიქტუალინა როლგარდინას, ცხვირი აქსუტუნოს. თვალები? ეეჰ, აი, თქვენ რომ ერთხელ მაინც მოხვედრილიყავით ბატავიაში და ის წითელთვალა მოხუცი გენახათ, აღარაფერი გაგიკვირდებოდათ. ჩემი ოდნავ შეწითლებული ქუთუთოები იმასთან რა მოსატანია.
უკვე მიდიხართ? ეჰ, სულ ასეა ხოლმე… მოიცადეთ, კვერებს გაგატანთ. მერე ცხენს შაქარს ვაჭმევ და დავიძინებ, თორემ ბავშვები ხვალ უთენია მოვლენ და ფეხისგულებზე ღუტუნს დამიწყებენ.
რა ამის პასუხია და, ბატონო ნილსონ, სად წაიღე ჩემი ბალიში? რამდენჯერ გითხარი, ხელი არ ახლო–მეთქი! მომიტანე ახლავე, რომ დავწვები, სად უნდა დავალაგო ფეხები!
წამებში წავიკითხესულმოუთქმელად :)
ჩემი პეპილოტა <3
ჩემი ბავშვობა თუნდაც იმიტომ იყო ბედნიერი, რომ ასტრიდ ლინდგრენმა გვაჩუქა ეს ნაწარმოებები და როულინგმა პოტერიადა :) <3
LikeLike
ჩემიც <3 პეპიც ჩემია და პოტერიც.
LikeLike
აააააუუუუუუ!!!
რა კარგი იყო!
გადასარევზე გადასარევი!
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
ბავშვობა გამახსენდა :) სიცხიანს რომ მიკითხავდნენ ხან პეპის, ხან ემილის თავგადასავლებზე… გადაიკითხავდა ისე პეპის თავგადასავლებს…
LikeLike
სიცხიანს მეც ლინდგრენს მიკითხვდნენ :)
LikeLike
როგორ მომეწონა, ჰაიმეეეეე!!!!!!
LikeLike
გამახარე :)
LikeLike
ეჰმ,პეპი.. პეპი.. < 33 მოიტა აქ შენი კვერები.
LikeLike
ინებე, გეთაყვა :))
LikeLike
მთელი ბავშვობა პეპის გაცნობაზე ვოცნებობდი და… :) …კარგი “ლინდგრენული” ღამე გამოვიდა :)
LikeLike
აქეთ მე და იქეთ თამარა :) ან, პირიქით.
LikeLike
არაჩვეულებრივია, როგორც ლინდგრენისა და მისი გმირებისადმი მიძღვნილი შენი ნებისმიერი პოსტი, მოლი, მაგრამ ორ ადგილზე არ დაგიჯერე: პეპი, უიღბლო ვარო, არ იტყოდა და ბატონ ნილსონს “ბრიყვს” არ აკადრებდა ;)
LikeLike
“უიღბლო” და “ბრიყვი” აბსოლუტურად ზუსტი და, რაც მთავარია, თავის ადგილზე დაწერილი სიტყვები მგონია.
ეგ არაფერი, ქეთი. ჩემი კი არა, ზოგს (ვიცნობ ასეთებს) ლინდგრენის არ სჯერა.
LikeLike
მგონი, კარგად ვერ ვთქვი – შენს ტექსტში, რა თქმა უნდა, თავის ადგილზეა – უბრალოდ, პეპის ლექსიკიდან ვერ გავიხსენე ასეთი რამ :)
LikeLike
მადლობა შესანიშნავი მონოლოგისთვის და რაღა თქმა უნდა კვერებისთვისაც ;) <3
LikeLike
მადლობა, იაკო :))
LikeLike
პეპი <3 რომ არ მცოდნოდა, ვინ წერდა :)
წავედი ახლა თამარასთან, იქაც საინტერესო პოსტი მელოდება
LikeLike
თამარას ისეთ წიგნზე აქვს დაწერილი, ისეთ წიგნზე რომ აი, რა გითხრა… სუპერ ლინდგრენზე :) რაც მთავარია, იშვიათზე.
LikeLike
მმ, ვნახე და ეს არც მე მინახავს აქამდე
LikeLike
რუსულად კი ვიცოდი და ქართული არც გამოსულა აქამდე. მალე იქნებაო, სულაკაურმა. ლინდგრენის საიუბილეო სერიაში.
LikeLike
ხოდა, აბა არ მეცოდინებოდა მე. მწირი მარაგი მაქვს რუსულის :დ
LikeLike
ქართულს დაველოდოთ ერთად :)
LikeLike
ხო, რა დამრჩენია :დ ან შეიძლება ვეღარ მოვითმინო და წავიფურხილო იმ ლინკზე რაღაც :დ მაგრამ დალოდებით ისედაც დაველოდები :დ დაამ შვენოს ჩემი მწირი(მაგრამ საკუთარი) ბიბლიოთეკა :დ
LikeLike
დაელოდე, ომარ, დაელოდე :) ცოტას რომ წაიფორხილებ, ვეღარ მოსწყდები და შეიბრალე თვალები და ზურგი :)
LikeLike
ჩემი ყველაზე, ყველაზე კარგი გოგო <3 და ყველაზე, ყველაზე საყვარელი წიგნი წიგნთა შორის…
LikeLike
ჰოდა, შენ წარმოიდგინე, კატერინა, იმ ყბადაღებულ 50 სავალდებულო წოგნში ვერ მოხვდა…
LikeLike
ეგ საოცრებაა საერთოდ…
LikeLike
“პროექტმა “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”, ადამიანებს კითხვა შეახსენა და წიგნებთან ურთიერთობა”
საოცრება, მე თუ მკითხავ, ეს არის, თორემ თავად ჯადოსნური ორმოცდაათეული ერთი იაფფასიანი, პრეტენზიული, მასოვკაზე გათვლილი რიგითი პროექტია.
LikeLike
მე ჩემს შეთავაზებაში მეწერა გამოჭიმულად, მარა აბა არ გაითვალისწინეს :( უსამართლობაა ეგ. ბალზაკია და ეგ არა, საქმეა ეგ?
LikeLike
მე საერთოდ არ შემივსია შეთავაზება. და, როგორც ვატყობ, კარგადაც მოვიქეცი, კატერინა.
LikeLike
ახლა მეც მასე ვფიქრობ :) მაშინაც დიდად არ მჯეროდა, მაგრამ თან კონკურსის პონტში პოსტიც დავწერე და იმას მივაყოლე, პირობა იყო ასეთი. სწორად ატყობ, მსგავს ამბებში განზე გადგომა სჯობს :)
LikeLike
სადაც კოლექტიური გემოვნებაა (ანუ, უგემოვნება) ჩარეული, სადაც წიგნებს პირდაპირი კენჭისყრით და ხმათა უმრავლესობით ირჩევენ (ფეისბუქის ლაიქ-კონკურსების მსგავსად), სადაც პროექტის მესვეურნი ურცხვად აცხადებენ (არაერთხელ) რომ ხალხს წიგნის კითხვის დავიწყებული ჩვევა გაახსენეს (ჩემთვის და უამრავი ჩემი ნაცნობისთვის არავის არაფერი შეუხსენებია) – იქ ნამდვილად ჯობს განზე დგომა. მადლობა ღმერთს, ამ სამარცხვინო პროექტთან, 4 ნაყიდი წიგნის გარდა, არაფერი მაკავშირებს.
LikeLike
შევცდი, მოლი, მრცხვენია მაგრად, მაგრამ რას იზამ, ერთხელ ყველა ცდება. გამოვსწორდი მას მერე :) მე ეგენიც არ მიყიდია. რაც იქაა ისედაც მაქვს და ნახევარს ასე უმოწყალოდ ედება მტვერი :)
LikeLike
რას ამბობ, კატერინა :))) შენ რა შუაში ხარ :))) ვინ იცოდა, ასე რომ შეტრიალდებოდა საქმე? თავიდან მეც დამაინტერესა ამ პროექტმა, მაგრამ მერე ჩავიქნიე ხელი.
“რაც იქაა ისედაც მაქვს” – ზუსტად!
LikeLike
ფუსუსუნა ჩემი საყვარელი სიტყვაა. მშვენიერი პოსტია აი, წიგნის გადაკითხვას რომ მოგანდომებს ისეთი(როგორც ყოველთვის)
LikeLike
ფუსუსუნა <3 მიხარია, რომ მოგეწონა, თამი :)
LikeLike
პეპი
LikeLike
ძიახ :)
LikeLike
მართალია, ბალიში ფეხქვეშ ამოსადებად სჯობს :დ ბალიშზე თავის აყუდება არც მე მიყვარს და ფეხქვეშ მაინც იყოს, სისხლძარღვები მაინც დაისვენებს :დ
კარგი იყო :)
LikeLike
ჭეშმარიტი პეპისტი ყოფილხარ, რუსა!
LikeLike
ააააა, თვითონ ჩამეკითხა ბოლომდე…
კარგი იყო, ძალზედ !! <3 ^_^
LikeLike
თვითონ ჩამეკითხაზე გამეღიმა :)
LikeLike
ისე კიკინები ოდესაც მიკეთია ძალიან ბევრი მეუბნება, რომ ვგავარ პეპის, მითუმეტეს ნებისმიერ ფერში შეღებილი თმა მაინც რიჟად წამკრავს :დ თან მისნაირი ცელქი ა ცანცარა ვარ :დ :))))
LikeLike
გარეგნულადაც ჰგავხარ და ხასიათითაც :) აშკარად :)
LikeLike
რა სახალისო ნაზავია, ვერც მიხვდები, სად იწყება პეპი და სადაა მოლი!
LikeLike
ასეთი ნაზავისთვის მომწონს “მონოლოგები”, რუსა :)
აი, აქ https://mollybloomsday.com/monologues/ კიდევ ორია – ტომ კენტი და ომარ ხაიამი.
LikeLike
ვაიმე :)
შენი საუკეთესო პოსტია ,მოლი :)
ისე, ოღონდ პეპიმ არ მოიწყინოს და მე როგროც სტაჟიანი ღამურა მთელი ღამე აქ ვიქნები :)
LikeLike
პოსტი ნამდვილად კარგია :თავმდაბალიმოლი: და ღამისთევაც არ არის აუცილებელი. დროდადრო ერთად ვესტუმროთ ხოლმე :)
LikeLike
მერი პოპინსი გვაკლია – სტაჟიანი პეპისტი! :)
LikeLike
პოპინსს არ სცალია, ალბათ, დღეს. ეგ არაფერი – ხვალეც ამ თვისაა.
LikeLike
თურმე როგორ მომნატრებია პეპი და ბავშვობა :)
LikeLike
რა დროს შენი ბავშვობის მონატრებაა, თაკლინე :) პატარა ხარ ჯერ :)
LikeLike
მე ძალიან ბავშვობას ვგულისხმობ, აი იმას პეპი და კარლსონი პირველად რომ წავიკითხე :) პეპი ჩემი მეორე წიგნი იყო ზღაპრების ასაკიდან რომ გამოვედი ჯერ კარლსონი წავიკითხე და მერე პეპი :)
LikeLike
მეც ერთ წიგნად მქონდა :) ოღონდ, რიგითობა, მომკალი და აღარ მახსოვს. კარლსონი უფრო რომ მომეწონა, ეს დავიმახსოვრე :))
LikeLike
ჩემთან პირველი კარლსონი იყო. სქელი თეთრი წიგნი, პეპის ხელები მაღლა ქონდა აწეული და კარლსონი ეკავა :) ყდა ფერადი იყო და ისე ულამაზესი შავ-თეთრი ილუსტრაციები ქონდა :)
LikeLike
ერთი წიგნი გვქონია ორივეს :) ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანია, თაკლინე და ილონ ვიკლანდის ულამაზესი ილუსტრაციები.
ამ ორ პოსტში მაქვს ის სურათები გამოყენებული
https://mollybloomsday.com/2011/09/16/karlson-on-the-roof/
http://wp.me/p1gQ1e-ce
LikeLike
პეპი ასეთ წერილს ვერ დაწერდდა : ) ძალიან რთული სიტყვებია გამოყენებული : )))
LikeLike
მაგალითად?
LikeLike
ბაიყუში
განათლება და მისი მიღება
და ის ხომ არასოდეს ეტყოდა ბატონ ნილსონს ბრიყვოო : )
LikeLike
ვინ თქვა, რომ არ იტყოდა?
მე არ მგონია, რომ არ იტყოდა.
და პოსტი დავწერე ისე, როგორც მინდოდა. ვინც ფიქრობს, რომ არ იტყოდა, თავად დაწეროს ისე, როგორც სურს. ეს ჩემი იმპრესიებია. მე მაპატიეთ, მაგრამ არა მგონია, ლინდგრენს ვინმეზე ნაკლებად ვიცნობდე. და არც ლინდგრენის დაკოპირებას ვაპირებ. ლინდგრენის სიტყვებით წიგნშიც მშვენივრად წერია.
LikeLike
რას ბრაზობ მერე? : ))
LikeLike
არ ვბრაზობ, უბრალოდ, მიკვირს, წიგნის წაკითხვის ერთადერთი კანონიკური ვარიანტი ჩემ დროს არსებობდა, სკოლაში და მგონი, უარი თქვეს და ახლა ბლოგზე რომ წავაწყდი მეორე კომენტარს, პეპი ასე არ დაწერდაო, გამიკვირდა. რა მნიშვნელობა აქვს, პეპი როგორ დაწერდა? უფრო სწორად, ლინდგრენი?
LikeLike
არადა… რა ჩემი საქმეა, მაგრამ შენი პასუხი მეც გაბრაზებული მეჩვენა. :) თუ ინდუსების მოგონილი რელიგია მართალს ამბობს, მაშინ შენ ნამდვილად ზღარბუნია იქნებოდი წინა ცხოვრებაში. :) ან მომავალში.
ლაპლასმა თქვა თუ არ ცვდები – მე ზღვის ღრუბელი ვარ, როცა მაქებენ, მაგრამ გასანთლული ქარალდი, როცა მაძაგებენო.
(თუმცა ჩორვენის ეგ კომენტარი უფრო იუმორი იყო, ვიდრე კრიტიკა)
LikeLike
არ გავბრაზებულვარ, ღმერთმანი. მხოლოდ გამიკვირდა. მსგავსი რამ პეპიმდე არავის დაუწერია. არა, ერთი იყო, მასეტის გაგება დამიწუნა, მაგრამ მერე წიგნის მთარგმნელი გამომესარჩლა.
LikeLike
ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს საკუთარი პეპი ჰყავს და თუ ჩორვენის პეპი ასე ვერ დაწერდა, სამაგიეროდ, მოლის პეპიმ დაწერა. რატომ უნდა ვუკირკიტოთ მართლა მშვენიერ პოსტს? მოლიც რომ ასეთი სკურპულოზური იყოს სხვებთან მიმართებაში… ეეეჰ :)
LikeLike
რას ქვია კაცო რატომ ვუკირკიტოთ?
აბა აქ იმისთვის შემოვდივარ რომ გავეცნო, ვისაუბრო, ვიკამათო კიდეც იქნებ : )
LikeLike
საინტრიღნოდ ხარ შენ მოსული ;/
LikeLike
სიტყვები კი არა, ჩორვენ, კარლსონზე, როგორც სევდიან პერსონაჟზე, კილომეტრიანი პოსტი დავწერე. ანუ, ის, რასაც ლინდგრენი პრინციპში უარყოფდა და ხელი არ შეუშლია ამას.
LikeLike
რა თქმა უნდა :) მეც მაგას ვამბობ, ეს მოლის პეპია და სხვისი პეპი, შესაძლოა, სხვანაირიც იყოს–მეთქი.
LikeLike
სტუმრად მოვდივათ, პეპი დაგვხვდი შინ :დდდ
LikeLike
მოდი, ქეთი :) პეპიც აქ იქნება და მეც :)
LikeLike
რა მაგარიაა :) სულ ყველაფერი გამახსენდა :) ეჰ, რა კაი ყოფილა ბავშვობა :(
LikeLike
ბავშვობას არაფერი ჯობია :)
LikeLike
შესანიშნავია, მოლი! ძალიან ვისიამოვნე.
LikeLike
ვნახავ აუცილებლად;
სურათებს ისევ ვერ ვდებ, მიშველეთ!
LikeLike
ისე, კარლსონს რომ გადაეკიდნენ შვედი მშობლები ეს პეპი რა მუდამ კარგი მაგალითის მიმცემი იყო? :)
თან გემოვნება კარლსონს აშკარად უკეთესი აქვს. :)
რაა ასტრიდის დაბადების დღეა თუ რა ხდება?
LikeLike
არა :) დაემთხვა :)) დაბდღე შარშან პოსტით ავღნიშნე და წელსაც მოვიფიქრებ რამეს.
ჰო, შვედები კარლსონს მაინცდამაინც არ სწყალობენ და პეპის აღმერთებენ. ლოგიკას მე ვერ გავუგე და ხელიც ჩავიქნიე. ჩემთვის პირველი მაინც კარლსონია.
LikeLike
მოლი, როგორ მიყვარს პეპი, მეორე წიგნი იყო რაც წავიკითხე :)
LikeLike
საოცარია, კიდევ ერთხელ გამახსენდა პეპი! როგორ მიყვარდა და მომწონდა მისი საოცარი ისტორიები. მახსოვს, ბოლო ფურცელი რომ ჩავიკითხე გული დამწყდა, კიდევ მინდოდა. ახლა კი ძალიან მომინდა პეპის თავიდან წაკითხვა <3
LikeLike
მადლობა, მოლი, ამ არაჩვეულებრივი მოგზაურობისთვის! <3
LikeLike
მოკლედ, მონოლოგებმა დაჩრდილა ჩემი ფავორიტი ვერნისაჟი და ესაა :)
LikeLike
მადლობა შენ, მემე, აქამდე რომ მოაღწიე :)
მალე გავხსნი ვერნისაჟს. მეც დამაკლდა :(
LikeLike
ჩემი ინტერნეტით კიდე კარგად ვმოძრაობ :) აბა, ველი!
LikeLike
შენს ინტერნეტს ვგულისხმობდი ზუსტად. გმირობის ტოლფასია აშკარად :)
LikeLike
აქეთ – ნუში, იქით – ნუში, შუაში ზის ბაიყუში. :)
LikeLike
modi es iyos chemi sayvareli sheni postebidan :)
latinuristvis ukacravad, qartuli shrifti ameria..
LikeLike
მოდი :) შევთანხმდით :)
LikeLike
სუპერ-ბუპერ ! ^_^
LikeLiked by 1 person
დანკე ))
LikeLike