სიმართლე გითხრათ, ამ პოსტის სათაურზე დიდხანს ვიფიქრე. ასეთი კითხვები არ მიყვარს, თავს ვარიდებ და თუ მაინც გადავეყარე სადმე, ორივე-მეთქი, ვპასუხობ. სიტუაცია, როდესაც ალტერნატიული ვარიანტებიდან ერთის არჩევა სასიცოცხლოდ აუცილებელია, რეალობაში არც თუ ხშირად გვხვდება.
“წიგნი თუ ქინდლი” – ეს დილემა, ბოლო დროს, განსაკუთრებით პოპულარულია და რა გასაკვირია, რომ “დაპირისპირებულ მხარეებს” ღრმად პოლარული, ხისტი და უკომპრომისო პოზიციები აქვთ. ერთნი დარწმუნებულნი არიან, რომ რიდერი სულ მალე მოსპობს წიგნს და ანტიკვარიატის თაროზე მიუჩენს ადგილს. მეორენი თვლიან, რომ ი-ბუქს მომავალი არ გააჩნია და ვერასოდეს შეცვლის ძველ, ტრადიციულ, მამაპაპურ ნაბეჭდ გამოცემას და გაცრეცილი ფურცლების რომანტიკას.
ჭეშმარიტება კი, როგორც ხდება ხოლმე, სადღაც შუაშია…
მეთერთმეტე თვეა, “ქინდლ მინის” ბედნიერი მესაკუთრე გახლავართ და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია, გითხრათ, რომ შინიდან “გრეისის” გარეშე არ გავსულვარ. კითხვას მგზავრობის დროსაც ვახერხებ, სალონშიც, კაფეშიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე ათეული გვერდისთვის სამსახურშიც კი ვპოულობ ორიოდე საათს. მეორე მხრივ, ტრადიციულ წიგნებთან ურთიერთობის თითქმის ოცდაათწლიანი გამოცდილება მაქვს, არც თუ ურიგო პირადი ბიბლიოთეკაც გამაჩნია და ბუნებრივია, რომ ზემოხსენებული კითხვა ჩემთვის რიტორიკული სულაც არ არის.
მოლი ბლუმის ბლოგის ბიბლიოფილ სტუმართა შორის, ჩემდა გასახარად, ქინდლოსანთა რიცხვმა ერთი-ორად იმატა. ჰოდა, დღეს ზუსტად თქვენი აზრი და იმპრესიები მაინტერესებს – ძალიან მინდა, ვიცოდე, როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩემს მკითხველებს ესოდენ საჭირბოროტო საკითხთან. მე კი ჩვეულ აქტიურობას ცოტა ხნით გავეშვები და მოდერატორის ფუნქციას დავჯერდები.
ოღონდ, სანამ პილატესავით ხელს დავიბან და განზე გავდგები, მთლად უსაქმურად რომ არ ჩამთვალოთ, წიგნების და რიდერების რამდენიმე თვალშისაცემ პლიუს-მინუსს ჩამოგითვლით.
“ქინდლი”, პირველ რიგში, თავისუფალი არჩევანია. კითხვას, კარგად მოგეხსენებათ, შესაბამისი განწყობა სჭირდება. ჰოდა, თუ ჩანთაში, ერთი ან, მაქსიმუმ, ორი მომცრო ტომის ნაცვლად მთელი ბიბლიოთეკა გიდევს, შეგიძლია საკითხავი სურვილისამებრ შეარჩიო – დეტექტივი, საბავშვო წიგნი, კლასიკა, Sci Fi, ან სულაც რომელიმე პოსტმოდერნისტული რომანი… სულო და გულო, არაფრით ხარ შეზღუდული.
თბილისში მომრავლებული წიგნის მაღაზიები, იცოცხლე, კარგია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – უცხოენოვანი ლიტერატურის აქტუალური სიახლეები ჩვენამდე ან საერთოდ ვერ აღწევს, ან თუ მაინც გვეღირსება – საგრძნობი დაგვიანებით. “ქინდლი”, ამ მხრივ, პირდაპირ მისწრებაა – უახლესი გამოცემების მოპოვებას სულ რამდენიმე წუთიც ჰყოფნის.
ზემოთ პირადი ბიბლიოთეკა ვახსენე და საკუთარი გამოცდილებითაც ვიცი, რამდენ დროს მოითხოვს წიგნების მოვლა – მათ ხომ ნესტისგან, მტვრისგან, უდიერი მოპყრობისგან ყოველდღიური დაცვა სჭირდებათ. უპირველესი სატკივარი მაინც ადგილია – პერიოდულად ახალი თაროების შეკვეთაც მიწევს და ჩემს ოთახში ცარიელი კუთხეების მოძიებაც, ჰოდა, თავისუფალი სივრცეც შაგრენის ტყავივით თვალსა და ხელს შუა კლებულობს.
კიდევ ერთი და არცთუ უმნიშვნელო ფაქტორი ფინანსებია. ინტერნეტში უხვად გაბნეულ უფასო რესურსებზე რომ არაფერი ვთქვათ, ლეგალური ელექტრონული წიგნები ტრადიციულ ანალოგებზე ერთი–ორად იაფია, შეღავათი კი, ცხადია, არავის ჯიბეს არ აწყენს.
სადაც ამდენი სიკეთე ჩამოვთვალე, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ქართული ელექტრონული წიგნების მოძიება კვლავ პრობლემად რჩება. ახლა ისე არ გამიგოთ, თითქოს ამ მხრივ წინსვლა არ შეიმჩნეოდეს. ერთი წლის წინ სამამულო ი-ბუქები თითქმის არ არსებობდა. დღეისთვის, lit.ge-ზე Windows-ის აპლიკაციასთან, Android-ის ტელეფონებთან და ტაბლეტებთან და “იოტასთან” თავსებადი ხუთასამდე ეგზემპლარის ნახვაა შესაძლებელი. ახლახანს დაფუძნებული ელექტრონული წიგნების სახლი “საბა” მკითხველს ბოლო ათი წლის მანძილზე, ყველაზე პრესტიჟული ქართული ლიტერატურული პრემიის შორთლისტებში მოხვედრილ ორასამდე წიგნს სთავაზობს. ქართულ ელექტრონულ გამომცემლობებს შორს მიმავალი გეგმები აქვთ. ოფფლაინ რიდერებსაც გვპირდებიან და “საქინდლო” ბუქებსაც, მაგრამ, ეშმაკი, მოგეხსენებათ, ტექნიკურ დეტალებშია… “გრეისი“, მაგალითად, lit.ge-ს და “საბას” პროდუქციას ვერ კითხულობს.
და, რაც მთავარია, ქინდლოსანთა რიცხვის მკვეთრი ზრდის და ადექვატური ფასების მიუხედავად, რიდერი, ჯერჯერობით, საყოველთაოდ გავრცელებულ ჩვევად მაინც ვერ იქცა. თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს მხოლოდ დროის საკითხია.
ჩამონათვალი, რასაკვირველია, ამომწურავი არ გახლავთ. უბრალოდ, დისკუსიის ინიცირების მცდელობად ჩათვალეთ. ახლა კი თქვენ მოგისმენთ. დარწმუნებული ვარ, საინტერესო არგუმენტები გექნებათ. მაშ, ასე, ქალბატონებო და ბატონებო,
წიგნი თუ “ქინდლი”?
ორივე…. ვერცერთს ვერ შეველევი…
LikeLike
ქინდლის გარეშე ვერც მე გავდივარ გარეთ, თუმცა რომ ვთქვა რომ მეტროში ან ქუჩაში ვკითხულობ, არ იქნება მართალი. ვკითხულობ სამსახურში, სახლში და მოფარებულ კუთხეში, ნუ მე მაინც კომპლექსს :დდ
LikeLike
kindli arasodes mjeria xelshi da shesabamisad dilemac ar arsebobs chemtvis
LikeLike
ქინდლი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მაქვს :)
ქინდლის პლუსები: კომპაქტურია, მოსახერხებელი, ფაქტიურად, თან დაატარებ მთელ ბიბლიოთეკას. სიამოვნებით გამოვიყენებდი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გატარებულ დროს საკითხავად, მაგრამ ეს აგურივით წიგნები არცთუ მოსახერხებელია სატარებლად…
LikeLike
ჩემი ქინდლი კითხულობს ქართულ წიგნებს. არაფერი ჩამიწერია თან. არანაირი პროგრამა.
რაც ქინდლი მაქვს, მაქსიმუმ, 10 ტრადიციული წიგნი წავიკიტხე. სულ ქინდლში ვკითხულობ.
ტან ძალიან მეხმარება, როცა ინგლისურად რამე სიტყვას ვერ იგებ, განმარტებიტი ლექსიკონი რომ აქვს.
ქინდლი მეც სულ დამაქვს, ძალიან ვუფრთხილდები და ვუვლი. როცა თან მაქვს, ასე მგონია, მარტო არ ვარ.
მე ქინდლს ვარჩევ ერთმნიშვნელოვნად.
LikeLike
შენ უკეთესი ქინდლი გაქვს, თამო :)
LikeLike
დარწმუნებული ხარ რომ ვერ კითხულობს? :)
LikeLike
დარუთვით, ალბათ, წაიკითხავს კიდეც, მაგრამ მე ჩალიჩი არ მინდა. პირდაპირ მინდა, კითხულობდეს.
LikeLike
მოიცა ნორმალურ ქართულს არაგეოდუმბას ვერ კითხულობს? შანსი არაა. იგივე უნიქოდ ფონტებზეა აწყობილი ეგეც რაც ჩემი ან ვასასის.
LikeLike
ჩემი მინია და რამდენჯერმე ვცადე თანამედროვე ი-ბუქის გადმოწერა და არაო :(
LikeLike
გადმოწერა არ ვიცი და აკრიფე რამე ტექსტი სილფაენით, გადაიყვანე მობი ფორმატში და ჩააგდე ქინდლში ან სენდთუქინდლით გააგზავნე… და ნახე აბა თუ არ გახსნის.
LikeLike
ასე არ მინდა :) წესიერი იბუქის წესიერად წაკითხვა მირჩევნია კუსტარულ წიგნებს :))
LikeLike
ადამიანო, ტესტის ამბავში გეუბნები :) რომ დარწმუნდე რომ მშვენივრად კითხულობს ქართულ შრიფტს.
არ კითხულობსო რომ ამბობ და ხალხს აშინებ. :)
თორემ ქართული იბუქი სად ნახე აბა? არის ან ვორდი ან პდფ-ი. ან ეფაბია ლიტჯის კოდირებული, რომელსაც კოდი თუ არ დაუმტვრიე ქინდლი ისედაც ვერ წაიკითხავს.
LikeLike
თორემ არ დაგილაიქებ ამ პოსტს :)
LikeLike
ქართული ი-ბუქი ვიცი მე ლიტ.ჯი-ზე და “საბას” თაროებზე და მინდა, წესიერად გადავიხადო ფული და წესიერად გამოგზავნილი წიგნი წავიკითხო. ქავერით, აბზაცებით, ჰიპერლინკებით, ანოტაციით, თავებად დაყოფით და ასე შემდეგ… ეს ვიგულისხმე, თორემ შენ რომ ქართული ტექსტის წაკითხვის ხერხები გეცოდინება, ამას რად უნდა ორი სიტყვა. შენ აკადემიკოსი ხარ და მე ახლა ვაბარებ დოქტორანტურაში.
LikeLike
მოლი, არასწორად გიწერია აბა… ეგე ვასასი გამოცდილი ადამიანია, ბლოგერი, ჟურნალისტი და ერუდირებული და საამაყო პერსონა და მაგანაც კი ვერ გაგიგო.
ქართულად ვერ კითხულობსო არასწორია – უნდა გეწეროს, რომ ლიტჯის წიგნს ვერ კითხულობსო. და ამ შემთხვევაშიც ქართული არაფერ შუაშია. ლიტ ჯის ინგლისურენოვან წიგნსაც ვერ კითხულობს და ვერც არაამაზონიდან ნაყიდ ინგლისურ, მაგრამ კოდირებულ წიგნს ვერ წაიკითხავს.
მოკლედ, ქართული აქ არაფერ შუაშია.
LikeLike
მივხვდი, მართალი ხარ და ახლავე ჩავასწორებ, მილორდ.
LikeLike
მე მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ქინდლის მფლობელი უპირეატესობას მაინც ამ უკანასკნელს ვანიჭებ, სულ მქონდა და მაქვს პრობლემა დასასვენებლად წასვლის დროს ბევრი წიგნი ვერ მიმაქვს ამიტომ ქინდლი უფრო მოსახერხებელი იქნებოდა ჩემთვის და ასევე უცხოენოვანი ლიტერატურის შოვნა როგორც ახსენე რთულია ჩვენთან, ამასაც ქინდლის დიდ პლიუსად ვთვლი. :)
LikeLike
მე ვფიქრობ რომ 119 დოლარს (და სფესალ ოფერებით კიდევ ნაკლებს) ვინც დაინანებს ახალ ქინდლში, აგერ სულ 1 საათის წინ რომ ვნახეთ – ის ღირსია მთელი ცხოვრება წიგნის მტვერი ყლაპოს სანამ არ დაიხრჩობა :)
LikeLike
მით უმეტეს, 69 დოლარად ვიყიდიდი, მაგრამ ვფიქრობ, რად მინდა, ხომ მაქვს ერთი? :)
LikeLike
ვისაც არ აქვს :)
LikeLike
მე ორი მაქვს, მაგრამ ახალი ქინდლი ისეთი სატყუარაა, დავფიქრდი…
LikeLike
ვიდეო-პრეზენტაცია დავდე და ნახე – უფრო თეთრი ეკრანი აქვს და გაუმჯობესებული კონტრასტი…
კარგი რამეა მოკლედ.
LikeLike
ახლა ვუყურებ :)
LikeLike
მს სურფეისის ყიდვა მინდა.
ახალი რიდერიც მომეწონა.
ფაია – HD 7 – ინჩიანი ეგეც მომწონს… ჰოდა ამათ რომ ვდიო გავიყიდები და ეგაა :)
LikeLike
ეგ 69 დოლარი მგონი მინის ახალი ფასია… ცოტა გაურკვევლადაა. ენთრი ლეველ მოდელიო ამბობს… მოკლედ ახალი ქინდლის ფასი არაა ეგ მგონი. მე ესე მესმის.
LikeLike
ლორდ, გამიხარდა თქვენი გამოჩენა :)))
LikeLike
აქამდე მარილი არ აკლდა
LikeLike
აწი სპეციალურად დავაკლებ ხოლმე, მილორდ.
LikeLike
ლორდ, იცით, თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც მაინცდამმაინც თავგადაკლული მკითხველი არ არის ჩემი, ხანდახან შემოიხედავს მხოლოდ, მაგრამ საიუბილეო პოსტში მაინც მოხვდა :დ
LikeLike
ეს რა რეკლამაა? :)
ანუ მე ვარ ღმერთი?
LikeLike
საიუბილეო წინა პოსტი იყო, მილორდ :))
მეორე ნაწილს უკომენტაროდ დავტოვებ. გადაჭრით “არა”-ს ვერ ვამბობ და იმიტომ :)))))
LikeLike
ფრიად რთული შეკითხვაა. :) მე მაინც წიგნი მირჩევნია, უფრო გემრიელად ვკითხულობ :) თუმცა პრაქტიკულობის მხრივ, რა თქმა უნდა ,,ქინდლი” :)
LikeLike
უდავოა ქინდლი, რომ ოდესღაც მთლიანად ჩაანაცვლებს ტრადიციულ წიგნს, სხვა თუ არაფერი საგამომცემლო ინდუსტრია წიგნებისა და ბეჭდური გამოცემების საწარმოებლად ყოველ წელს 130 მილიონამდე ხეს ანადგურებს, რა ვიცი კია მგონი საყურადღებო ფაქტი :) ისე კი მიჭირს რომელიმეს გამორჩევა, ზოგ წიგნს ისეთი ყდა, ფურცლები, ილუსტრაციები და საერთოდ იმისთანა დიზაინი აქვს – წაკითხვაც დაგენანება (მიდევს ერთი მაგისთანა კარამელივით წიგნი ^__^)
LikeLike
რაც ქინდლ თაჩის ბედნიერი მფლობელი გავხდი წიგნი მგონი არც წამიკითხავს, ანუ ნაბეჭდს ვგულისხმობ, სახლში თითქმის არ ვარ, გზაში კითხვასაც მივეჩვიე და სამსახურშიც ვახერხებ ხოლმე წაკითხვას.
ჩემთვის ყველაზე დიდი დადებითი კომპაქტურობის გარდა ძალიან დიდი არჩევანია, ეკონომიურობაზე, რომ არაფერი ვთქვათ :)
თუმცა წიგნს მაინც ვერ შეველევი, ჩემი ბიბლიოთეკა შვილივით მიყვარს :)
LikeLike
პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. ჩემი აზრით მთავარია წაიკიტხო და არა აქვს მნიშვნელობა წიგნია თუ ქინდლი. და რაც მთავარია კარგი ნაწარმოები ორივეგან მშვენივრად წაიკითხება,მ ხოლო ნაგავი ეკრანზეც და ფურცელზეც ნაგვად დარჩება :)
LikeLike
“თუ” არ მომწონს – მთავარია შინაარსი :) …ისე ნელ-ნელა ქინდლისკენ ვიხრები და მალე ალბათ მომიწევს ქინდლოსანთა არმიასთან შეერთება :) დადებით მხარეებში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპაქტურობაა – აღარ მომიწევს მუდმივად იმაზე ფიქრი, სად მივუჩინო ადგილი ახალი წიგნებს (სხვა მხრივ, უქინდლოდაც ვძლებ – თუ ძნელად “მოსაპოვებელი” წიგნის წაკითხვა მინდა, მონიტორზეც უპრობლემოდ ვკითხულობ…და მგზავრობა ისეთ პირობებში მიწევს, კითხვაზე ფიქრიც ზედმეტია :) )…
LikeLike
თეო რომ არა, ჩავთვლიდი, რომ რაღაც მჭირს :)) მგზავრობის დროს კითხვა ჩემი დიიიიდი სისუსტეა :)
LikeLike
:) ტრანსპორტში დიდ დროს ვატარებ და კიდევ კარგი რომ კითხვა შემიძლია პარალელურად
LikeLike
მე არ დამაქვს ქინდლი ქალაქში, რადგან, როგორც წესი, სულ რამდენიმეწუთიანი მგზვრობა მიწევს სამსახურამდე და უკან, ამიტომ ტელეფონში ვკითხულობ ძირითადად. სამსახურში გამორიცხულია, 1 წუთით მეცალოს, ამდენად, ქინდლი – სახლში და შორ გზებზე :) ბეეევრად მოხერხებულია, ვიდრე წიგნი, თუმცა, ბეჭდურ წიგნებსაც ვყიდულობ და ვკითხულობ მაინც. ძველი ჩვევაა, ალბათ :)
LikeLike
ქინდლი შორ გზებზე და ტრადიციული ბიბლიოთეკის ერთგულება – ორივე ხელით გეთანხმები. მეც ზუსტად ასე ვარ, რუსა.
LikeLike
არადა, ხალხს ნაბეჭდი წიგნისკენ გახედვაც აღარ უნდა :დდდ
შენ, რუსა, მე (და სხვებიც გამოჩნდებია), ტრადიციულ ბიბლიოთეკის უკანასკნელი მოჰიკანები :დდ
LikeLike
სულ რამდენიმე თვის ფოლიანტების ერთგულებას ვიჩემებდი, მაგრამ ახლა ისეთი თავგამოდებული ქინდლოსანი ვარ, ნუ იტყვით :) თუმცა, ერთი მეორეს ხელს ნამდვილად არ უშლის, მგზავრობისას კი ქინდლი ნამდვილად შეუცვლელია.
LikeLike
შენი ძველი კომენტარი მახსოვს, მერი :) ფოლიანტების ერთგულად ვრჩებიო. რამდენჯერაც შევხედავ, მეღიმება :)
LikeLike
ალბათ ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი რომ ჩემთვის ორივეს თავის ადგილი აქვს. ქინდლი უფრო სადღაც გამგზავრებისას, ტრანსპორტში, დაძინებისას როდესაც არ მინდა რომ შუქი მქონდეს ანთებული და ასეთ სიტუაციებში მეხმარება, თუმცა უნდა გამოვტყდე რომ სიამოვნებას უფრო წიგნის ნაბეჭდი ვერსიის კითხვისას ვიღებ, არ ვიცი რატომ მაგრამ ასე მირჩევნია. თანაც საკმაოდ ბევრი წიგნია, რომელიც ქინდლშიც მაქვს თუმცა თაროებზე რომ ვაწყდები ცდუნებას მაინც ვერ ვუძლებ და ვკითხულობ. ზოგი წიგნი ასე წავიკითხე ნაწილი ქინდლიდან ნაწილი ნაბეჭდი ვერსიიდან :) იმედი მაქვს რომ ქინდლი არასოდეს ჩაანაცვლებს წიგნს ან პირიქით, საბოლოო ჯამში მგონია რომ ეს ორი რამ ერთმანეთს კი არ ანაცვლებს უბრალოდ ავსებს, კითხვას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
LikeLike
მე ყველასი მშურს, ვისაც ქინდლი არ გაქვთ, ისე, როგორც კეჟერაძეს შურდა ჩამოლაბორანტებულის. :)
ჰოდა, შეიხედეთ ამაზონის საიტზე. კაი სიახლეებია :)
LikeLike
ნამდვილად არ შემიძლია არჩევანი გავაკეთო, იმიტომ რომ ორივეს თავისი ადგილი აქვს, რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი ქინდლის არსებობას, ყოველთვის მიჭირდა ერთი წიგნის კითხვა, რამდენიმეს ვკითხულობდი ერთდროლად და წარმოგიდგენიათ როგორ მიჭირდა არჩევანის გაკეთება ჩანთში რომელი ჩამედო :( მითუმეტეს ტრანსპორტში კითხვს სენისგან ვერ განვთვისუფლდი :) აი, ქინდლი საუკეთეო გამოგონებაა ჩემთვის :) რამდენი ,,პრობლემა” მოაგვარა.. სამსახურშიც ძალიან მეხმარება, ამ რამდენიმეგრამიან საგანში მთელი საკანონმდებლო ბაზა შემიძლია ჩავტვირთო, ასევე განსხვავებული ჟანრის ლიტერატურაც და განწყობის თუ საჭიროების მიხდვით მაშინვე მაქვს შესაძლებლობა წავიკითხო ის წიგნი, რომელიც მჭირდება :) შესანიშნავია! გარდა ამისა ინგლისურენოვანი ლიტერატურა განმარტებითი ლექსიკონის თანხლებით შემიძლია ვიკითხო და წამიერად ვიპოვო გაუგებარი სიტყვის განმარტება..აღარაფერს ვამბობ ხმამაღლა წამკითხველზე, აუდიო წიგნებზე და მუსიკის თანხლებით კითხვაზე….ბრაუზერზე…. ძალიან, ძალიან მოსახერხებელია ….. მაგრამ ქინდლმა მაინც ვერ წაართვა წიგნებს კუთვნილი ადგილი, ქინდლის შეძენის მერეც არ შემიწყვეტია წიგნების კითხვა თუ შეძენა, ვფიქრობ ორივეს თავისი ადგილი აქვს და შედარება შეუძლებელია… წიგნის კითხვის სიამოვნებას ხომ სხვა ხიბლი აქვს, მაგრამ ქინდლსაც უამრავი უპირატესობა აქვს…..
LikeLike
პ.ს. დავამატებ :) ეს ისეთი პოსტია, როცა პოსტზე არანაკლებ საინტერესო კომენტარებია!
LikeLike
ნამდვილად! დისკუსია აშკარად ამართლებს.
LikeLike
ქინდლი!
LikeLike
მშვენივრად ვუთავსებ ერთმანეთს. გარეთ ქინდლი, სახლში წიგნი. თუმცა ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ სახლში ბევრი კარგი წიგნი მაქვს დაგროვილი წასაკითხი. აი ისინი რომ გამომელევა ისევ დავხარჯავ თუ არა ამდენ ფულს წიგნებში, არ ვიცი.
ასეთი დისკუსიების დროს ყოველთვის წარმოვიდგენ ხოლმე ასეთ სიუჟეტს: როგორ კამათობს ორი შუმერი, თიხის ფირფიტები სჯობს თუ პაპირუსის ქაღალდები და ერთი რომ ამტკიცებს, ქაღალდი კი კარგია, მაგრამ კითხვის დროს თუ თიხის სუნი არ შევიგრძენი, კითხვის პროცესიდან ისე სიამოვნებას ვერ ვიღებო :) დაახლოებით მაგ მასშტაბის ცვლილების პერიოდში ვართ ჩემი აზრით. წიგნების უკანა პლანზე გადასვლა და ქინდლების და მისთანების დომინირების ზრდა გარდაუვალი პროცესია.
LikeLike
მგზავრობის დროს კითხვას რა სჯობს!
ისე, ეს “წიგნი შეუცვლელია” რა პრინციპია, მაინც არ მესმის :) ელექტრონულ ფორმატში კითხულობ თუ ფურცელზე, წიგნი წიგნია… გაცრეცილი ფურცლების რომანტიკას რაც შეეხება, მაგას სანთლის შუქი და ბუხარში მოტკაცუნე ცეცხლის ალიც უხდება, მაგრამ ჩაიარა იმ მატარებელმა :)
LikeLike
აი ამას ვამბობ მეც ზუსტად :)
LikeLike
მგზავრობის დროს წიგნსაც ფანტასტიურად ვკითხულობ, თამარა.
და “წიგნის სურნელი” საერთოდ არ მიმაჩნია არგუმენტად. იმჰო, რა თქმა უნდა.
LikeLike
მეც აგრეთვე :) უბრალოდ, სატარებლად ქინდლი უფრო მოსახერხებელია, რად უნდა საუბარი…
LikeLike
წასაღებას და საერთოდ სატარებლად, რა თქმა უნდა, ქინდლი უფრო მოსახერხებელია, მაგრამ აი, სახლში იჯდე, ქინდლს იყენებდე, და იგივე წიგნი თაროზეც გედოს…. ჩემი აზრით, ჯობია, ჩაოიღო და “ნამდვილი” წიგნიდან წაიკითხო… :დ
LikeLike
გავყიდო ეს ჩემი ქინდლი თუ რა ჯანდაბა ვქნა? :)
LikeLike
ახალი გინდა, მილორდ და ამდენი ერთად რომ გაქვს, გიტყდება თუ რაშია საქმე? :)
LikeLike
დაასეილე და მომყიდე :))
LikeLike
მაიცა და ამდენი ხანია რომ მაქვს და ჩემი სულის ნაწილია მასში როგორც ჰორკრუქსში ეგ არაფერი? :/
პირიქით, უპიროვნო, ამაზონის საწყობიდან, დაპაკეტებულ-შეფუთულზე მეტი ფასი აქვს.
LikeLike
მაგიტომ გეუბნებით ზუსტად, მილორდ, კარგად გექნებათ დანავაროტებულ-დალაგებული!
კარგი, ბოლო ფასი მითხარი და მოვრჩეთ (ნუ, ძალიან ძვირსაც ნუ დააფასებ)! :)
LikeLike
ერთი პირობა კი ვიფიქრე ახლის ყიდვა, მაგრამ, რომ დავუფიქრდი, არ ღირს აჩქარება – მაგათი ამბავი რომ ვიცი გაისად ფერსაც დაამატებენ და ახლა ყოველ წელს ვცვალო რიდერი მაგდენი ჰოვსილა სადაა :)
მუშაობს ეს რაც მაქვს და მშვენიერი მოდელია. სად შემიძლია მე ბეზოსის დევნა…
LikeLike
შენ კიდე გამოიწერე. 119 დოლარი არაა ძვირი და ხომ დაიწყე მუშაობა მაერსკში?
LikeLike
ჰო, აი, ფორმალობებია დარჩენილი :)
არაა ძვირი, ვინ თქვა, რომ ძვირია :(
LikeLike
რა დღეში ხართ თქვენ :))))
მე დეკემბერში ვიყიდი :) საშობაო საჩუქრად. ოღონდ, მანამდე თაჩსქრინს უნდა შევეჩვიო.
LikeLike
მეც ვიბზუებ ცხვირს თაჩსქრინზე, მაგრამ ერთი-ორჯერ გავითათხე, ნუ იქცევი ბებერივითო და მგონი, მომიწევს შეგუება :)
LikeLike
ბებერი კი არა, ეკრანზე თითების ტყაპუნი არ მიყვარს. ჯერ ტელეფონმა გამაწამა და ქინდლთან მსგავსი ექსპერიმენტები ბარემ არ მინდოდა, მაგრამ ახალი რიდერი თაჩსქრინიაო და… :(((
LikeLike
“მწვადისგემოიანი” ასტრონავტის წუბიკი ჯობია თუ ცხელი შიშხინა მწვადი? ფორთოხლისარომატიანი “დიროლი” ჯობია თუ წვნიანი ფორთოხალი? ფინალის სტადიონზე ყურება ჯობია თუ სამზარეულოს ტელევიზორში? ცოცხალი შესრულებით კონცერტზე დასწრება თუ ხმაჩავარდნილი ჩანაწერის? :) მგონი გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება :) ქინდლი წიგნს ვერ ჩაანაცვლებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ სრულიად სხვადასხვა “დატვირთვა” აქვთ.
LikeLike
პოზიცია აშკარად გასაგებია, მაგრამ რა გითხრა, შინ ორი “ქინდლი” და წიგნებით გაძეძგილი 16 თარო მაქვს (ეს მხოლოდ პირადი, ჩემი ბიბლიოთეკა, მშობლებისას არ ვთვლი) მაგრამ რაღაც არ მგონია, “ქინდლი” და წიგნი ერთმანეთს ისე შეესაბამებოდეს, როგორც წუბიკი და მწვადი.
ენივეი, ყველას საკუთარი გემოვნება აქვს.
LikeLike
და პრეზერვატივით სექსი სჯობს თუ პრეზერვატივის გარეშე?
ეს აკლია ბოლოში :)
LikeLike
ჩემი აზრით, ორივე საჭირო და გამოსადეგია… მაგრამ, რადგანაც, ქინდლი ხელში არასდროს მჭერია, მაინც ზოგადად წიგნზე გავაკეთებდი არჩევანს…
LikeLike
Kindli ar maqvs magram ipedshi kitxva sul ar ushlis xels nabewdi wignis sikvaruls da qindls ratom unda szuldes wignebi? Mtavaria ikitxo da isiamovno, forma meorexarisxovania, totem davrchebodit etratebis imedad.
LikeLike
რა ჭკვიანი ხარ, ლუკა!
LikeLike
Gamarjoba moli, sheni mwvane cudi momenatra, ratom ugalate?
LikeLike
საღამო მშვიდობისა :) ესეც ლამაზია, ლუკა :)
LikeLike
ჯერჯერობით ტრადიცულად ვკითხულობ წიგნებს, თუმცა ალბათ მეც მალე შევუერთდები ქინდლომანების გაზრდილ არმიას… მაგრამ ვფიქრობ, არ შეიძლება რომელიმეს გამორიცხვა. ქინდლსაც და წიგნსაც ერთნაირად გამოვიყენებ….
LikeLike
“ქინდლსაც და წიგნსაც ერთნაირად გამოვიყენებ….”
აი, ეს ყველაზე ოპტიმალური პოზიციაა. და, ჩემი აზრით, საუკეთესოც.
LikeLike
კი, ზუსტად… ^^ ჩემ სტიპენდიას ახალ ქინდლეს მოვახმარ აუცილებლად… : ))
LikeLike
მოლიკო;)))) ბლუმ-ბლუმ!!! მე ვერ ვუვლი წიგნებს – ყოველ-დღე , მაგრამ ვკითხულობ;))) მაგარი ხარ, გოდ ბლეს იუ;)))
LikeLike
ეს ვინ გვყოლია სტუმრად :) უგემრიელესი ჟურნალი :) ველქამ! :))
LikeLike
კარგი რამე ყოფილა, მაგრამ მართლაც ორივე.
შენი ახალი გრავატარი კანდინსკია?
LikeLike
კარგია მართლა :) და მეც ორივეს ვირჩევ.
კანდინსკია, კი. Black strokes.
LikeLike
ერთ დროს ძალიან გატაცებული ვიყავი “ლურჯი მხედარი” და მთელი ამ ისტორიით. მიუნხენშიც ნამყოფი ვარ კანდინსკის მუზეუმში.
მე ამჯერად ს.დალის “მედიტაციური ვარდი” ავირჩიე.
LikeLike
ჰოდა, ძალიან ლამაზიც გამოვიდა შენი ვარდი :) გაანათა აქაურობა :)
LikeLike
მადლობა, რა სწრაფად წერ, მოლი, უკვე ახალი პოსტი დაგიდია. მე ზრდილობის გულისთვის მილაიქებ? რამე მითხარი!
LikeLike
ზრდილობის გულისთვის არასოდეს არაფერი გამიკეთებია და ბლოგოსფეროში ხომ თითსაც არ გავატოკებ.
ვორდპრესის ლაიქს ვტოვებ იმიტომ, რომ პოსტი მომწონს. ჰამსუნზე ძალიან ბევრს ვისაუბრებდი (განსაკუთრებით იმაზე, რომ ფაშისტი იყო, რაც თანამემამულეებს დღესაც ერიდებათ) მაგრამ შენ პოსტი სულ სხვა თემაზე გეწერა, ის პიესები მე არ წამიკითხვს და, შესაბამისად, რაც არ ვიცი, იმაზე საუბარი მაინცდამაინც არ მხიბლავს. სამაგიეროდ, პოსტი მომეწონა.
უკვე მეორე წელია, რუსა, კვირაში სამ პოსტს ვწერ. ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.
LikeLike
მე კი სწორედ მაგას ვერიდები, ეგ ლიტერატურა არ არის და ეს კამათი სწორედ იქ უნდა გამართულიყო და არა აქ “ქინდლთან”.
LikeLike
აჰა, ამათ უპასუხეს შენს კითხვას :)
LikeLike
ჰოდა, მეც ვეტანხმები მაგათ :)
LikeLike
აქ კიდევ წუბიკებზე ლაპარაკობდნენ…
LikeLike
ჰა?
LikeLike
ეგ თუ ქაღალდი გიყვარს და არა ის, რაც ზედ წერია.
თან ტყე შეუნახე შვილებსაო…
LikeLike
პრეზერვატივით სექსი სჯობს თუ პრეზერვატივის გარეშე – ჩამონათვალს ეს აკლიაო…
ზევით არის ერთი კომენტარი და მანდ ახსენეს მწვადი და მწვადის გემოიანი წუბიკი.
LikeLike
ულისეს ველოდები ლიტჯიზე, მარა არ დებენ ჯერ.
ისე ნაპოლეონი დადეს – დიუმას ნაწყვეტებიცაა.
LikeLike
ჯერ ტრადიციულ ვარიანტშია აქტუალური. დადებენ ალბათ. ისე, წიგნია, მილორდ, (გამოცემას ვგულისხმობ) თითებს ჩაიკვნეტ.
LikeLike
ხელს არ უშლის :):)
ადრინდელი გამოცემა მაქვს ისე.
LikeLike
მეც მაქვს :) მხოლოდ პირველი ნაწილი რომ გამოსცეს. კაკაბაძის კომპოზიციაა ყდაზე. განსაკუთრებული პატივით ვინახავ.
LikeLike
მეორე შემდეგ საუნჯემ დაბეჭდა.
LikeLike
ძიახ. საჯაროში ჰქონდათ სრული კომპლექტი და მანდ წავიკითხე.
LikeLike
“I don’t care on what you read. I care that you read” – John Green
LikeLike