Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for სექტემბერი 5th, 2012

ნოდარ დუმბაძე - მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

“ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე“… ამ სიტყვების შემდეგ, ალბათ, უთქმელადაც ცხადია, რომ მოლი ბლუმის დღევანდელი ჯეოპარდი იმ მწერალს  ეძღვნება, რომელიც გვაიძულებდა, მისი ნაწარმოებების კითხვისას, ცალი თვალით გვეცინა და ცალით – გვეტირა. ასე რომ, ყველამ ერთად გავიხსენოთ ტკივილიანი იუმორის ვირტუოზი ნოდარ დუმბაძე და მისი უკვდავი დებიუტი – “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და ამით პატივი მივაგოთ მზიანი სულის შემოქმედს – გუშინ მისი გარდაცვალებიდან ოცდამერვე წელი შესრულდა.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: