მიყვარს თვითკრიტიკული ადამიანები – თავადაც ასეთი გახლავართ და იმიტომ. აი, მაგალითად, სულ არ მიჭირს, ვაღიარო, რომ გამოუსწორებელი მსუნაგი ვარ და, რამდენიც არ უნდა მეძახონ – ღორმუცელობა მომაკვდინებელი ცოდვააო, ტკბილეულს და სასუსნავს გვერდს გულგრილად ვერ ავუვლი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ, ხანგრძლივი შვებულების შემდეგ, მონატრებულ მკითხველთან შეხვედრა სწორედ ვერანდაზე გადავწყვიტე, სადაც თავშესაქცევი საუბარიც შეიძლება და ყელის ჩაკოკლოზინებაც. ამ პაპანაქებაში კი, ალბათ, უკვე მიხვდით, თქვენ გამასპინძლებას სწორედ ცივზე ცივი, უგემრიელესი ნაყინით ვაპირებ.
კარგად მოგეხსენებათ, როგორ მიყვარს სტუმრების მიღება, მით უმეტეს, რომ ძალიან დიდი ხანია, თავი არ მოგვიყრია. აგერ, ამსტელდალეული თამარაც დაგვიბრუნდა, სადღაც ნაყინით ცხვირმოთხუპნულ თაიასაც მოვკარი თვალი და სამზარეულოდან საეჭვო ტკაცუნიც გავიგონე. ახლადგამომცხვარი სტუდენტი – სოფიც შევამჩნიე სარწეველა სავარძელში… ვიცი, ვინმე აუცილებლად გამომრჩება და აჯობებს, უბრალოდ, გითხრათ, რომ თქვენთან ყოფნით ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ და ყველა ერთანაირად მიყვარხართ. ამიტომაც მემეტება ჩემი საყვარელი სასუსნავი, თორემ ნაყინის ნებისმიერ რაოდენობას მარტოც გავუმკლავდებოდი.
ამბობენ, ამ ნუგბარს თვით ალექსანდრე დიდიც სიამოვნებით მიირთმევდაო – თურმე მთიდან ყინულის ჩამოსატანად საგანგებოდ გაწრთვნილ, ფეხმარდ მონებს არჩევდნენ და გაყინული ხილის საშუალებით დღევანდელი პლომბირის შორეულ წინაპარს ამზადებდნენ. მერე, ალბათ, ყურთბალიშებზე მონებივრე დიდი მხედართმთავარი როქსანასთან ერთად სიამოვნებით აჭაშნიკებდა უცხო სასუსნავს.
მედიცინის მამამთავარი ჰიპოკრატე ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში გვირჩევდა ტკბილი კრემის ჭამას, რომელიც, მისი აზრით, ადამიანებს გუნება–განწყობილებას უუმჯობესებდა, ხოლო გადასახლებული ნაპოლეონ ბონაპარტისთვის წმ. ელენეს კუნძულზე საგანგებოდ ჩაიტანეს ნაყინის დასამზადებელი მოწყობილობა. კაცმა არ იცის, იმპერატორი იყო ჩემსავით მსუნაგი თუ, უბრალოდ სურდა, თავისი უკნასკნელი სიყვარულისთვის – ნორჩი ბეტსი ბალკომბისთვის სიამოვნება მიენიჭებინა.
ისე, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ამ საკითხში პირველობას ჩინელები მაინც არავის უთმობენ – ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინ ხილს თოვლში ურევდნენ და ვერცხლის თასებში ინახავდნენ, რომ ნოყიერი სადილის შემდეგ დესერტით შეექციათ თავი.
ვენეციელ ვაჭარსა და მოგზაურს – მარკო პოლოს ზოგი ხოტბას ასხამს შორეული ჩინეთის შესახებ მოწოდებული ფასდაუდებელი ცნობების გამო, ზოგიც მთელ ამ ვოიაჟს ზღაპრულსა და გამოგონილს უწოდებს. კაცმა არ იცის, ვინ უფრო მართალია, მაგრამ, ასეა თუ ისე, პირადად მე მაინც ვალში ვარ მის წინაშე – 1295 წელს ევროპამ ნაყინს სწორედ მისი წყალობით გაუსინჯა გემო. გაუსინჯა და ჩაიხლართა კიდევ ათასნაირი ინტრიგა – ყველა თავმომწონე არისტოკრატი პრესტიჟის საკითხად თვლიდა პირადი მენაყინის ყოლას, საუკეთესო სპეციალისტების გადასაბირებლად მთელი აგენტურული ქსელი მუშაობდა და რა ხერხს აღარ მიმართავდნენ – ფულს, მუქარას, შანტაჟს და, ასე გასინჯეთ, საწამლავსაც კი.
სიტყვამ მოიტანა და სახელგანთქმულმა ეკატერინე მედიჩიმ საფრანგეთში მზითვად მარტო შხამ–წამლების უბადლო ოსტატი რენე კი არა, ცნობილი კულინარიც ჩამოიყოლა და სანამ ფლორენციელი პარფიუმერი ჟანა დ’ალბრესთვის მოწამლულ ხელთათმანებს ამზადებდა, ხოლო ჰენრიხ ნავარელისთვის – მომაკვდინებელი ხსნარით გაჟღენთილ სამონადირეო წიგნს, დედოფლის მზარეული სამეფო კარს ნაყინის ახალ–ახალი ულუფებით უმასპინძლდებოდა. მისეული რეცეპტები მალე სახელწიფო საიდუმლოებად გამოცხადდა და მათი გამჟღავნება ზუსტად ისევე ისჯებოდა, როგორც სამშობლოს ღალატი.
1649 წელს ფრანგმა ჟერარ ტირსენმა ყველაზე პოპულარული სახეობა – ვანილის ნაყინი შექმნა, ხოლო პროკოფიო კოპტელიმ, ცოტა მოგვიანებით, კაფე–სანაყინეც გახსნა. ასე გახდა ნუგბარის დამზადების ხელოვნება ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ადგილები, სადაც ამ ნუგბარით პირის ჩატკბარუნება შეიძლებოდა, სოკოსავით მომრავლდა. გამვლელ–გამომვლელი ფიალებსა და ლამბაქებზე მოთავსებულ ნაყინს ყიდულობდა და გემრიელად შეექცეოდა. მალე, შემთხვევის წყალობით, ვაფლის რქაც გამოიგონეს – ნაყინის გამყიდველს ჭურჭელი გაუთავდა და იქვე, გვერდით მოვაჭრე მევაფლემ დახმარება შესთავაზა.
გასული საუკუნის დასაწყისში, 11 წლის ფრენკ ეპერსონი, სახლის კიბეზე იჯდა და ლიმონათს მიირთმევდა, თან ხის ჩხირით ურევდა და კმაყოფილი ადევნებდა თვალს აირის ბუშტუკებს, ერთმანეთს რომ ეხლებოდნენ და ზედაპირისკენ მიიწევდნენ. არავინ იცის, რატომ მიატოვა ნახევრად სავსე ჭიქა პარმაღზე, შესაძლოა, მეგობრებმა გამოუარეს და ფათერაკების საძებნელად გასწია მათთან ერთად, ან დედამ დაუცაცხანა და საყიდლებზე გააგზავნა, ან ჩამსხვრეული შუშის გამო საჩივლელად მოსულ მეზობელს დაემალა. ასე იყო თუ ისე, ლიმონათიანი სასმისი ღამით გარეთ დარჩა და დილით ფრენკს ყინულად ქცეული ცილინდრი შერჩა ხელთ, შიგნით გაქვავებული წკირით. ასე გაჩნდა ქვეყნად გურმანების საყვარელი ესკიმო, სწორედ ის, მე რომ ვყიდულობდი ბულვარში და ნეტარებისაგან თვალებდახუჭული მივირთმევდი, თან ტალღების ხმაურს და თოლიების გადაძახილს ვუსმენდი და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე. ახლაც, საკმარისია, საყვარელ ნუგბარს გემო გავუსინჯო – მაშინვე შორეულ ბავშვობაში ვბრუნდები ხოლმე და რენე რეჯანის გმირებისა არ იყოს, მოციმციმე ლამპიონები პორტო–ემპედოკლეს არა, მაგრამ ბათუმის ნავსადგურის ჩირაღდნები ნამდვილად მგონია.
“Luca Polare”. 2012 წლის 1 სექტემბერი.
პროსტა სუპერ! <3 ეს მჭირდებოდა ახლა ზუსტად <3
LikeLike
გემრიელად მიირთვი :)
LikeLike
ვაიმე ნაყინიოო და ყელი,რომ მტკივა გამახსენდა.. :) ამიტომაა ზომა-წონა უნდა იცოდე ადამიანმა..
LikeLike
ისე, დღეს ყელი მეც მტკივა, ანა :)
LikeLike
მარტო ამ ნუგბარისთვისაც კი უნდა გიყვარდეს ადამიანს ზაფხული <3
LikeLike
Absolutely So! შენი გამოჩენა გამიხარდა, სალ. იქნებ ჩვენც გესტუმროთ აწი ახალ პოსტებზე…
LikeLike
რა გითხრა რით გაგახარო? :)
მეც მაქვს მაგის იმედი და ვიცი, ყველას უნდა, მაგრამ ვნახოთ :)
LikeLike
რა გემრიელი პოსტია :) მიხარია მოლი ბლუმის შვებულების დასრულება, დიდი ხანია “რიდერში” შენი ბლოგი აღარ “ამომხტომია” :)
მიუხედავად იმისა რომ ნაყინის დიდი მოყვარული არ ვარ, ისე მომინდა ლამისაა ჩავიცვა და ქუჩაში გავქანდე ნაყინის საშოვნელად :)
LikeLike
აბა, მე მკითხე, როგორ მიხარია, აქ რომ გხედავთ ყველას… ნამეტანი ხანგრძლივი შვებულება გამომივიდა :(((
LikeLike
კომპიუტერთან 3 კვირაა არ ვყოფილვარ და ბლოგები მომენატრა, ამიტომ ვითომ არ ვარ დილით რვის ნახევარზე ასადგომი, ვანილის ნაყინში ჟოლო ჩავყარე (ღამის სამის ნახევარია!), მოვკალათდი და დამხვდა ნაყინი :))) მიუხედავად იმისა, რომ ნაყინის და, საერთოდ, ტკბილეულის დიდი მოყვარული არ ვარ, ახლა ორივე ნაყინი მეგემრიელა :)
LikeLike
აი, სამი კვირა არ ყოფილხარ, რუსა და ვორდპრესსმაც კი გიუცხოვა და შენი კომენტარი შეაჩერა :(((
ისე, ჩვენში დარჩეს და ღამის სამის ნახევარზე დაგემოვნებულ სასუსნავს სულ სხვა, განსაკუთრებული ეშხი აქვს :)
ველქამ ბექ!
LikeLike
არა მგონია, ჩემზე მეტად ვინმეს უყვარდეს და ჩემზე მეტს ნთქავდეს :)))
უგემრიელესია! ისა, პოსტი ვიგულისხმე :)
LikeLike
პოსტისთვის მადლობა :) ლუკა პოლარეს ნაყინიც უგემრიელესია და მსუნაგობაში პირველობას ასე იოლად ვერ დავთმობ :))
LikeLike
გილოცავ კიდევ ახალი სეზონის დაწყებას მოლი და ნაყინს რაც შეეხება მგონი არც მე ჩამოგივარდებით შენ და ეკატერინე მედიჩს მსუნაგობაში :), ისე კი არ ვიცოდი ნაყინს თუ ამხელა ისტორია ქონდა, დიდი მადლობა მარკო პოლოს :)
LikeLike
შევერკინოთ, ფეოლა კი არა და, სანდრო :)) და სინიორ პოლოს, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა!
LikeLike
მოლი დაგვიბრუნდაააააააა ♥♥♥ ეს იმის მაუწყებელია რომ მორჩა არდადეგები , დასვენება და შრომის , გარჯის , სწავლისა და მეცადინეობის დორ დადგა :(:)
LikeLike
ასეთი კომენტარის ავტორის ანონიმად დარჩენა მენანება :(
LikeLike
ბავშვებო :)) როგორ მიხარია, ყველას აქ რომ გხედავთ. ეს განცდა მომნატრებია :) გემრიელად მიირთვით :)
LikeLike
მართალი რომ ვთქვა, შემრცხვა, რომ ნაყინის ასე მოყვარულმა ასე ცოტა რამე ვიცოდი მასზე. წარმატებები ახალ სეზონში.
LikeLike
მადლობა, კატერინა :)
LikeLike
ეე.. ლუკაში იყავი? მომენატრა ლუკას ნაყინი. უნდა გავიარო და ამოვსკდე.. :)))
პ.ს. მე ბავშვობაში მეგონა, რომ ვაფლი, რაშიც ნაყინი იყო მოტავსებული, ქაღალდის გახლდათ და ვაგდებდი. მერე მამამ დამინახა ერთხელ და მითხრა, რომ იჭმეოდა. არ ვუჯერებდი მანამ,, სანამ ნახევარი ვაფლი იმას არ ვაჭამე. მერე გავბედე. :)
სხვათაშორის, გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არის ერთი სანაყინე, სადაც განუმეორებელ ნაყინს ჰყიდიან. ყოველ ჯერზე, როცა ჩავდივარ ან იქ ვარ, აუცილებლად ვსინჯავ და ჩემს ბავშვობაში ვბრუნდები.
LikeLike
ჩემთვის ლუკა და ნაყინი სინონიმებია, ვასასი. საუკეთესო და გემრიელზე გემრიელი ნაყინი მანდ აქვთ.
იმ ვაფლის ხათრით დავიწყე, მგონი, ჭამა, იმდენად მიყვარდა… და გორის ნაყინი ნამდვილად არ მიკვირს. ათასნაირი გამისინჯია, სად არ მიჭამია, მაგრამ ჩემი ბავშვობის ბათუმის 20 კაპიკიანი პლომბირის გემო დღესაც მახსოვს.
LikeLike
აი დაბრუნებაც ამას ქვია, ნაყინზე უკეთესს ვერაფერს მოგვართმევდი მოლი :) ხვალისთვის ვინახავდი ვანილის ნაყინის მოზრდილ ულუფას, მარა ისე ამიწაკწაკე სული ახლავე უნდა გავავლო მუსრი! :D
LikeLike
ვანილის ნაყინი <3 ჩეემი პლომბირი <3 გაავლე მუსრი, იაკო :) მაინც განწირული ყოფილა და ნუ გადადებ :))
LikeLike
ლუკას ნაყინმა სეზონი არ იცის, ზამთრის სიცივეშიც კი მიყვარს :)
რა კარგია რომ დაბრუნდი მოლი და რა გემრიელი სეზონის გახსნაა :) ჰედერი მომეწონა ძალიან, ავატარს ჯერ ვერ მივეჩვიე, სულ მწვანე ქუდს ვეძებ მაინც
LikeLike
ლუკა ფავორიტია. პეკინზე მიყვარს გავლა, ჩამოსხდომაც შეიძლება და უგემრიელესი რაღაც-რაღაცებიც აქვთ. ნაყინზე რომ არაფერი ვთქვათ…
ავატარს მეც ნელნელა ვეჩვევი :) ჰედერის მოწონებამ გამახარა :) ჩემი უსაყვარლესი და უაღრესად გემოვნებიანი მეგობრის იდეაა <3
LikeLike
მართლა საოცარი ჰედერია ^^
LikeLike
ორმაგი მადლობა :) ჩემი შერჩეული რომ ყოფილიყო, ასე არ გამიხარდებოდა :)
LikeLike
ნაყინი… ჩემით იშვიათად მინდება, მაგრამ თუ შემომთავაზებენ, უარს თითქმის არასოდეს ვამბობ <3
ამასწინათ გულით მინდოდა და მაინცდამაინც მაშინ არ მოუნდა სახლში არავის, რომ მაღაზიამდე გამომყოლოდა (ცოტა შორსაა ჩვენთან სოფელში და)… ახლა შენ ისევ მომანდომე, მოლ, და რა ვქნა ახლა, სად წავიდე ამ შუაღამისას? : ))
P.S. ველქამ ბექ… ხვალიდან სულ ტოპებში მენახე ;)
LikeLike
ამ კომენტარით ვატყობ, პოსტი გამოსულა :) მადლობა, მარიამ. ისე, ჩემთან, სოფელში, მახსოვს, მოტოროლერს დაჰქონდა ნაყინი და სულ იმ მოტოროლერის ხმას ველოდებოდით ბავშვები :)))
LikeLike
ჩემთანაც იყო ეგ… ყოველდღე გვითვლიდა პაპა 50-50 თეთრს მე და ჩემს დეიდაშვილებს და ჩვენც ყოველდღე გავრბოდით სიგნალის ხმის გაგებისთანავე… ეგ ხმა რომ გამოგვპარვოდა, წარმოიდგინე, რაღა იქნებოდა ჩვენი დღე… შუადღით ნაყინის ხათრით გვაძინებდნენ, მგონი : ))
ჩემი გურჯაანის ნაყინი <3
LikeLike
ნაყინი მომინდა :(
ხვალ შევჭამ ^^
ესკიმო მართლა ეგრე აღმოაჩინეს? ლიმონათში რომ რძე არ არის? :(
LikeLike
პრინციპი აღმოაჩინეს ასე :) ნუ, ლეგენდა ასე უბნობს.
გემრიელად მიირთვი, ქევან :)
LikeLike
შოკოლადის ესკიმო ვჭამე ^^ :დდდდ
LikeLike
ყელი არ მქონდეს გაცივებული, გაჩვენებდით მე თქვენ შოკოლადის ესკიმოს ჭამას :))
LikeLike
მოლი რა კარგია, რომ როგორც იქნა დაბრუნდი! <3 ძალიან მომენატრე :* ნაყინი ისეთი მონატრებული მაქვს, რომ დილას გაღვიძებისთანავე მაღაზიაში გავიქცევი! ღამევე რომ არ მენახა პოსტი არ შემეძლო! მოკლედ გამახარე!
LikeLike
ახლა გვიანი, თორემ… :) არა უშავს, ხვალაც მოასწრებ, მარიშკალია.
მეც მომენატრა აქაურობაც და მკითხველიც :)
LikeLike
ხვალ დილას ბარემ ლუკაში ჩავირბენ მაინც აქვეა :დ
LikeLike
ეჰ, მარიშკა… ლუკა სახლთან ახლოს მქონდეს, იქედან ვერავინ გამომიყვანდა :)
LikeLike
მე ყველაფერი ახლოს მაქვს! :დ ლუკაც, ანტრეც, ნიკალაც :დ ამიტომაც ქრება ჩემი ბიუჯეტი უკვალოდ! :დ
LikeLike
პეკინი :)) ყოჩაღ, შენ და ბიუჯეტი შემეცოდა :)
LikeLike
დედაჩემი უნდა გეცოდებოდეს ყოველ დღე ფულისთვის მივიძურწები-ხოლმე. :დ ნეტა სკოლიდან საჭმელად მანდ მიშვებდნენ.. :( აბა ახლა იტანე გამხმარი ფუნთუშა მთელი წელი! :(
LikeLike
ნუ, ჯერ პატარა ხარ… და გამხმარი ფუნთუშა როგორი ასატანია, კრუასანი, კექსი და ვაშლის შტრუდელი რომ გეგულება ახლომახლო, ვხვდები…
LikeLike
პატარა ვარ დიდი კუჭით! :დ
LikeLike
:)))) დიდ კუჭს ასაკი ხელს არ უშლის :)))
LikeLike
ამ შუაღამისას მომინდა ნაყინი :| გათენდება თუ არა, სადმე წავსუნსულდები და მივირთმევ, თუ არ გადამინდა მანამდე :D
LikeLike
:)) ასეთ კომენტარებს რომ ვკითხულობ, ვხვდები, რომ პოსტმა ივარგა.
მიხარია, რომ მოგეწონა და ორმაგად მიხარია, აქ რომ ხარ, მარი.
LikeLike
რა თქმა უნდა, მშვენიერი პოსტია. საინტერესო და გემრიელი <3
LikeLike
გაიხარე! :)
LikeLike
Welcome back, Molly! :)
LikeLike
thanks, Mary! :)
LikeLike
როგო დიეტაზეც არ უნდა ვიყო ნაყინი მუდამ რაციონშია.
გილოცავ დაბრუნებას, გამეხარდა შენი ახალი პოსტები, რომ დამხვდება ხოლმე<3 ამდენი ხანი აღარ აიღო შვებულება, აღარ გაგიშვებთ.
LikeLike
აჰ, ვერა :( დიეტის დროს ნაყინზე უარის თქმა მიწევს. მარტო ნაყინს არა უშავს. მაგრამ ნაყინს კექსი მოჰყვება, ნამცხვრები მოჰყვება, სხვა გემრიელობები მოჰყვება და არ გამოდის…
გაისად ევრო არ იქნება და ასე ხანგრძლივი შვებულებაც აღარ მექნება :)
LikeLike
აა!
რა მაგარია!
ჯერ გილოცავთ ქალბატონო ბლუმ სეზონის გახსნას! :) მერე დიიიდიი მადლობ ამ გემრიელობა პოსტისთვის, კიდევ დიდი მადლობა გამასპინძლებისთვის . ძალიან მომენატრა აქაურობა ახალი პოსტებით :)
LikeLike
მადლობა, ქალბატონო ჯეინ!
მეც მომენატრა ახალი პოსტები და თქვენი სტუმრობა :)
LikeLike
კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ბლოგერო მოლი.
როგორ გამიხარდა ახალი პოსტი ამ ბლოგზე. თანაც როგორი გემრიელი პოსტი…
LikeLike
მადლობა, თაბუ :) მიხარია, პოსტი რომ მოგეწონა. და დაბრუნებაც სასიამოვნო ყოფილა :)
LikeLike
უგემრიელესი პოსტია… როგორც ყოველთვის საინტერესო და ინფორმაციული. დაბრუნებას გილოცავ მოლი:)
LikeLike
მეც ზუსტად ეს მინდოდა :) მადლობა :) დღეიდან, ვიდრე აგვისტომდე, აქ ვარ :)
LikeLike
მომნატრებია აქაურობა :) “უცნაური” ამინდის გათვალისწინებით, წესით სამუშაო დღეებში ნაყინს არ უნდა ვეკარებოდე, მაგრამ ამ პოსტის შემდეგ… :))
LikeLike
არც მე ვიტყოდი ახლა უარს… ოჰ, ეს ოხერი სამსახური :(
LikeLike
ის საეჭვო ტკაცუნი ტყუილად არ გაგიგია, მოლი , და სანამ დროა მიხედე სამაზარეულოს სანამ მთელი ფაიფურის ჭურჭელი დამილეწია :)
მომენატრა მოლის ბლოგი, ვერანდაზე თავშეყრა და სერთოდ შენი პოსტები :))
სეზონის გახსნას გილოცავ და იმდეია ამიერიდან ასე დიდი ხნით არ გაგვეპარები :)
LikeLike
ეგ არაფერი :) ჭურჭელი იმისთვის არსებობს, ხანდახან დაიმსხვრეს.
ასე ხანგრძლივად (იმედია) აღარ წავალ.
LikeLike
მოლი ჩვეულ ფორმაში ხარ, ფრიად საინტერესო და გემრიელი პოსტია! ნაყინის შესახებ ბევრი საინტერესო ფაქტი გვითხარი… :)
welcome back! :)
LikeLike
Thanks! :)
LikeLike
რიდერის ყიდვა მინდა ძალიან, გადავწერდი შენს პოსტებს და ძილის წინ წავიკითხავდი ხოლმე. ნაყინი ადრე უფრო მიყვარდა, ახლა ისე აღარ. მაინც არც ერთს არ აქვს იმ პინგვინებიან ქაღალდში გახვეული ესკიმოს გემო, ჩემს ქუჩაზე რომ ყიდდნენ ოდესღაც… სეზონის განახლება გვახარებს ფრიად :)
LikeLike
რიდერზე გამეღიმა :) Vielen Dank!
ბავშვობის ნაყინს სხვა გემო რომ აქვს, ფაქტია :) მე მენატრება ჩემი ოცკაპიკიანი ვაფლისჭიქიანი პლომბირი.
LikeLike
ამას ჰქვია გემრიელი დაბრუნება <3 სხვანაირად არც შეიძლებოდა
LikeLike
რაც შემეძლო, ვეცადე ;)
LikeLike
მაგ ლუკაპოლარეს სახელი უკეთესი აქვს ვიდრე ნაყინი :)
LikeLike
აბა, კი :))))
LikeLike
მომინდა ნაყინი,..წავედი შევჭამო
LikeLike
თან, ამინდიც ხელს გიწყობს… გემრიელად მიირთვი, ჯესს :)
LikeLike
მიყვარს ნაყინი, ბევრ რამეს მახსენებს. შევჭამდი ახლა დიდი სიამოვნებით.
მოლი, როგორ მოიზაფხულე? :)
LikeLike
ჩვეულებისამებრ, მშვიდად, ქრისტინა :) ნაყინი მეც რომ მიყვარს, პოსტსაც ეტყობა :)
LikeLike
:) ძალიანაც კარგი
LikeLike
მოლი დაბრუნდაააა…… ურააააააააა, რა გემრიელი კვირები მელის :)
LikeLike
თაკლინე :) მეც მიხარია, აქ რომ ხარ :)
LikeLike
მოლი ბლუმი დაბრუნდა! : ))))))))))) მოგვენატრე მოლი, იმედია შენც ერთი სული გქონდა სანამ პირველი სექტემბერი დადგებოდა და შეგვხვდებოდი : ))
LikeLike
მეც მომენატრა მკითხველი, ახალი პოსტები და მთელი ეს ბლოგერული რიარია, ანაბელ :) ველქამ ბექ!
LikeLike
[…] გამოირჩევა, როგორც პიცა ან ნაყინი, სამაგიეროდ, იმის თქმა შემიძლია, რომ […]
LikeLike