საუბედუროდ, ან, იქნებ, საბედნიეროდ, ადამიანს მომავლის განჭვრეტა არ ძალუძს. არავინ იცის, ვის რა ელის – სად რომელი ფათერაკია ჩასაფრებული. ნებისმიერი ჰომო საპიენსი, გულის სიღრმეში მაინც, გამოუსწორებელი ოპტიმისტია და გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ცუდი არასოდეს არაფერი შეემთხვევა. თუმცა, ხალხური და მრავალნაცადი სიბრძნე ღაღადებს – “სიფრთხილეს თავი არ სტკივაო”. ჰოდა, იმისთვის, რომ ხვალინდელ დღეს თამამად გავუსწოროთ თვალი, კაცობრიობამ დაზღვევა გამოიგონა.
ეს სიტყვა, როგორც წესი, ცივილიზებულ სამყაროსთან ასოცირდება და, ალბათ, ცოტას თუ სმენია, რომ რისკების მართვის უძველესი ანალოგები ჯერ კიდევ თალმუდში მოიპოვებოდა – მწყემსები ვირებს აზღვევდნენ. ჰამურაბის კანონების მიხედვით კი მექარავნეები წინასწარ უთანხმდებოდნენ ერთმანეთს, რომ მოგზაურობისას ყაჩაღების თუ სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი თანაბრად უნდა აენაზღაურებინათ.
დაზღვევის ყადრი რომის იმპერიაშიც კარგად იცოდნენ – ლეგიონერებს საგანგებო სალაროში რეგულარულად შეჰქონდათ თანხა, რათა, დაღუპვის შემთხვევაში, ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე არ დარჩენოდათ. ეგვიპტური პირამიდების მშენებლებს კი სპეციალური ფონდი გააჩნდათ, ისევ და ისევ გარდაცვლილთა ან დასახიჩრებულთა ოჯახების დასახმარებლად.
პრაქტიკული გერმანელები შუა საუკუნეებშიც ორგანიზებულობით გამოირჩეოდნენ – სავაჭრო გილდიები ფინანსურ დახმარებას უწევდნენ ავაზაკებისგან დაზარალებულ ადამიანებს.
ხალისით სავსე, სიცოცხლის მოყვარულმა იტალიელებმა კი სპეციალური დაწესებულებები დააარსეს, სადაც ღარიბი მშობლები ქალიშვილის შეძენისთანავე იწყებდნენ მცირე თანხების შეტანას, ეს კი გოგონას მზითევით უზრუნველყოფდა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რამხელა შვება იქნებოდა მსგავსი ნოვაცია საბრალო დარისპანისთვის – აღარ მოუწევდა კარდაკარ ხეტიალი თავის კაროჟნასთან ერთად, აქეთ შეეხვეწებოდნენ “შემოდგომის აზნაურები” – დაგვდე პატივი და შენი მზითვიანი ასული მოგვათხოვეო.
XV საუკუნის ბოლოს ევროპა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ბუმმა მოიცვა. კოლუმბისა და ვესპუჩის მაგალითით შეგულიანებული მოგზაურები ზღვებსა და ოკეანეებს სერავდნენ და მშობლიური ქვეყნების საზღვრებს terra incognita-ს საშუალებით აფართოვებდნენ. კომერციულმა რეისებმაც იმატა და, რა გასაკვირია, რომ მეკობრეების, ჭირვეული ამინდის თუ ათასი სხვა უბედურებისგან თავის დაზღვევა ერთიორად მნიშვნელოვანი გახდა.
სხვათა შორის, პირველი კომერციული პოლისიც ზღვას უკავშირდება – ხომალდი “სანტა კლარა”, რომელსაც ტვირთი გენუიდან მაიორკაზე გადაჰქონდა, გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან 1347 წელს დააზღვიეს.
ცინიკოსი არ გეგონოთ, მაგრამ ანდაზა “ზოგი ჭირი მარგებელიაო”, ხანდახან სრულიად წარმოუდგენელ შემთხვევებს მიესადაგება ხოლმე. 1666 წლის ლონდონის დიდი ხანძარი იმდროინდელი მსოფლიოს უდიდესი კატასტროფა კი იყო, მაგრამ სწორად ამ ტრაგედიამ განაპირობა პირველი “ცეცხლის ოფისის” შექმნა და სახანძრო დაზღვევასაც ჩაეყარა საფუძველი.
სიცოცხლის დაზღვევის საქმის პიონერიც ნისლიანი ალბიონი გახლავთ – ქვრივ-ობლების შემწე პირველი ორგანიზაცია აქ ჩამოყალიბდა.
დაზღვევის ისტორიასა და ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში ბრიტანელების მიერ შეტანილ წვლილზე საუბრისას, გვერდს ვერაფრით ავუვლით “ლოიდს”, რომელიც დღემდე მსოფლიოს უდიდეს სადაზღვევო კორპორაციად ითვლება და საინტერესო ისტორიაც გააჩნია.
მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა იტალიელებს საზღვაო ვაჭრობის ჰეგემონია ჩამოართვეს, ლომბარდიელებმა ლონდონში გადაინაცვლეს და ქუჩისპირა კაფეებში კომერციული და სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება წესად გაიხადეს. ერთ-ერთ ასეთ კაფეს, ტაუერის მახლობლად, ვინმე ედვარდ ლოიდი ფლობდა. მასპინძელს შექეიფიანებული მუშტრები რეგულარულად ამარაგებდნენ ხომალდების მიმოსვლასთან, კოლონიური საქონლის ფასებთან და სადაზღვევო ფსონებთან დაკავშირებული ინფორმაციით. ალღოიანი ინგლისელიც ცხელ-ცხელ ამბების ალმანახს კვირაში სამჯერ გამოსცემდა. “ლოიდის ცნობები”, ახლა უკვე ყოველდღიურად იბეჭდება.
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოაღწია ჩვენამდე ინსტიტუტმა, რომლის გარეშეც ცივილიზებული ადამიანის ყოფა თითქმის წარმოუდგენელია. თანამედროვე მზღვეველები კრეატივის ნაკლებობას აშკარად არ უჩივიან – სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების დაზღვევის სტანდარტულ პაკეტებთან ერთად, ჭირვეულ მომხმარებელს არაერთ ღიმილისმომგვრელ სერვისს სთავაზობენ. ფეხბურთელები ფეხებს უფრთხილდებიან, პიანისტები – თითებს, დეგუსტატორები – ენას, ზომაზე მეტად ემოციურები კი უცხოპლანეტელებისგან თავის დაცვაზეც ზრუნავენ. სადაზღვევო კომპანიები, თქვენ წარმოიდგინეთ, ნანატრი შვებულების ცუდი ამინდისგან დაზღვევასაც კი გვპირდებიან.
ღიმილი იქით იყოს და დაზღვევა თანამედროვეობის, ყველა გაგებით, სასიცოცხლოდ აუცილებელი ატრიბუტია. ღმერთმა არასოდეს დაგაჭირვოთ თქვენი სადაზღვევო პოლისი, მაგრამ, დამეთანხმეთ – როცა საწერი მაგიდის უჯრაში ან საფულეში ეს პატარა, ოთხკუთხა ბარათი გეგულებათ, მომავალს უფრო იმედიანად უყურებთ.
ძალიან ინფორმატიული, ძალიან კარგი და პოზიტიურად დამუხტული სასარგებლო პოსტია! :)
წარმატებებს გისურვებ კონკურსში :)
LikeLike
მადლობა :) თემა იყო ოდნავ უცხო, მაგრამ, ზუსტად ამიტომ დამაინტერესა, დავწერდი თუ ვერა… ჰოდა, შეფასებები თქვეზეა უკვე.
LikeLike
მოლიი როგორ მომნატრებია ახალი საინტერესო პოსტი და შენებური წერის სტილი. ძალიან საინტერესო პოსტი იყო, როგორც ყიველთვის, შემეცნებითი.
LikeLike
მიხარია, რომ მოგეწონა :) შენ წარმოიდგინე, თურმე მეც მომნატრებია წერა :)))
LikeLike
რამდენი ახალი რაღაც გავიგე! კონკურსი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის კი საინტერესო იყო
:)))))
LikeLike
ასეთი კომენტატორი ანონიმად როგორ უნდა დარჩეს :(
LikeLike
მომნატრებია აქაურობა :) დაზღვევის ისტორიაზე უცნობი ფაქტებიც გავიგე :)
LikeLike
ეს მინუსი აქვს ბლოგერულ შვებულებას :) მუდმივ მკითხველს ენატრები…
LikeLike
gilocav dabrunebas, mshvenieri postia, informaciit datvirtuli. gamaxsenda rom mec vapirebdi dateras:(
LikeLike
საკმარისზე მეტი დროა, თამი და დაწერასაც მოასწრებ. მადლობა :)
LikeLike
ძაან საინტერესო პოსტი იყო, წარმატებას გისურვებ და გილოცავ ჯერ-ჯერობით ერთდღიან დაბრუნებას :)
LikeLike
ჰო, სეზონს პირველ სექტემბერს გავხსნი. ეს ისე, იმპროვიზაცია იყო :)
LikeLike
მშვენიერი პოსტია :) ალდაგის ჟიურიში თუ თავის მაგივრად გოგრები არ აბიათ, საცა სამართალია ეს პოსტი იმსახურებს ქინდლს :)
ამაზე უკეთესი საკონკურსო პოსტი ნამდვილად არ წამიკითხავს ჯერ (ვერც დაწერენ ;) )
LikeLike
ნუ :) ასეც ნუ იტყვი :) კსტაწი, შენს პოსტს ველოდები. იმედია, არ გადაგიფიქრებია.
LikeLike
არა მაგრამ ვერ მოვაბი თავი დაწერას, გამოცდების პასუხები იდება ნელ ნელა და ეიფორიაში ვარ :)
LikeLike
იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და დაწერასაც მოასწრებ.
LikeLike
მოვასწრებ კი, არ ვარ ჯერ უკმაყოფილო :)
LikeLike
ძალიან კარგი :)
LikeLike
ბევრი საინტერესო რამ გავიგე დაზღვევის ისტორიაზე ამ პოსტით, პრინციპში არ მიკვრის, შენი პოსტები ყოველთვის უაღრესად ინფორმატიულია ხოლმე. დაზღვევის მნიშვნელობაც ძალიან კარგად გაქვს წარმოჩენილი. რა მაგის პასუხია და რატომღაც ეს გამახსენდა: “დაზღვევის ისეთი სრულყოფილი პაკეტი მაქვს რომ ყოველდღე ვოცნებობ ნეტავ რამე დამემართოს მეთქი” :) :)
მიხარია რომ შვებულების მიუხედავად შენ ბლოგზე ახალი პოსტი გამოჩნდა “რიდერში” :)
LikeLike
“დაზღვევის ისეთი სრულყოფილი პაკეტი მაქვს რომ ყოველდღე ვოცნებობ ნეტავ რამე დამემართოს მეთქი” – სუპერ ფრაზაა! :)
LikeLike
უჰ როგორ მიყვარს შენი პოსტები.. <3
რავი ბევრი წავიკითხე ამ კონკურსზე დაწერილი, მაგრამ ჩემთვის შენი ფავორიტია :)
წამრატებები ^_^
ქინდლი შენ უნდა გერგოს, უეჭველად
LikeLike
მთავარია, მკითხველს მოეწონა და დანარჩენს ეშველება :) მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, ესეც ფაქტია.
მიხარია, აქ რომ ხარ, ნასტი :)
LikeLike
ჰო მაგრამ, კონკურსი უკვე დასასრულს უახლოვდება და.. :))
მეც მიხარია ^_^
LikeLike
:) ერთი კვირაა დარჩენილი. მერე ყველა საკონკურსო პოსტს გამოაქვეყნებენ და ვნახოთ…
LikeLike
ვნახოთ^^ :)
LikeLike
კარგი და ინფორმაციული პოსტია, მოლი. თან როგორ მომენატრა შენი ახალი პოსტები :)
LikeLike
პირველი სექტემბერიც მალე მოვა, თაბუ და ავმუშავდებით :)
LikeLike
თითქმის მომანდომე დაზღვევა :დდდ
არადა, რომ მახსენდება საქართველოში რომ ვცხოვრობ, დაზღვევა კიარა, ხვალინდელი დღის იმედი როგორ მაქვს, ის მიკვირს :დდდ
LikeLike
მე ასე პესიმისტურად ვერ ვარ ჯერ. საქართველოს იმედიც მაქვს და ხვალინდელი დღისაც. ვნახოთ…
LikeLike
ეჭვიც არ მეპარებოდა რომ მოლის პოსტი ასეთი ინფორმატიული და საინტერესო იქნებოდა!!!!! ქინდლი ამ ადამიანს ! :)))
LikeLike
:)))) რა დროს ქინდლია, ჯერ ყველას არც დაუწერია :)
LikeLike
მერე რა. დაწერილებს შორის ასეა, ვნახოთ რა იქნება ამ რამდენიმე დღეში :)))
LikeLike
მე ყველა არც წამიკითხავს :) ასე რომ, დაგიჯერებ :)
LikeLike
შესანიშნავი პოსტი!
მე ისევ საკუთარი თავის იმედი მაქვს.. :)
LikeLike
საკუთარი თავის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს. აბა, სხვაგვარად, როგორ…
LikeLike
მოლი, პოსტი დავწერე. ჯერ არ გამომიქვეყნებია. სამსახურში ფბ ვერ ვხსნი, დაბლოკილია და თუ არ შეწუხდები, მითხარი გამოქვეყნების გარდა რამე უნდა გავაკეთო კიდე? მაგალითად მეილზე დავულინკო პოსტის ლინკი ან რამე მსგავსი… წინასწარ მადლობა :)
LikeLike
გავგზავნე უკვე და გამოვაქვეყნე. :) პრეტენზია არაფრის მაქვს, უბრალოდ მართლა მომეწონა იდეა და თანაც სრული სინამდვილე დავწერე :))))
მოლი აქ რომ ვწერ, ასე მგონია უფროს მეგობარს ვაბარებ ანგარიშს და იმედია არ მიწყენ :)
LikeLike
ახლა, ჯეინ, მაგ პოსტის ლინკი უნდა გააგზავნო მისამართზე facebook@aldagibci.ge. თან, შენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონიც მიუთითო. ეს არის და ეს.
LikeLike
ბოლო პუნქტს გვერდი ავუარე ცოტა, თუ არ მიიღებენ არც მაგაზე დამწყდება გული :))))
LikeLike
kargia, moli ! ai, me ki, jer veraferi movifiqre…
LikeLike
ნუ, ჯერ დრო არის კიდევ…
LikeLike
პრივეტ მოლი! კარგი პოსტია. მე ალდაგის აბსოლუტ პაკეტი მაქვს. საკმაოდ ძვირი მიჯდება მაგრამ როგორც შენს პოსტში წერია ის ოთხკუთხა ბარათი ჩემი საფულედან იმედს მაძლევს :)
LikeLike
მეც მაგას არ ვამბობ?!
LikeLike
კარგი პოსტია,მოლი,მაგრამ ჩვენი ხალხის ბუნებას რომ ვუყურებ, ძალიან ძნელია, აქ რამე ახლის დანერგვა. კონდენციონერი რომაა ჩართული ტრანსპორტში, ფანჯრები ვერ დაუხურიათ და დაზღვევაც ჯერ-ჯერობით მგონი მხოლოდ სიმბოლურია.
LikeLike
სურათი წამეშალა გრავატარიდან და ვერ დავაბრუნე.
LikeLike
ბილეთების აღებაც გვიჭირს ავტობუსებში, წითელ შუქზეც არ ვჩერდებით… და ათასი სხვა რამ. არა უშავს, დრო ყველაფერს მოიტანს. გამორიცხულია, არ მოიტანოს.
საღამოს ფბ-ზე შემეხმიანე, და მივხედოთ შენს გრავატარს.
LikeLike
წარმატებები, მოლი! ყველა შემთხვევაში ღირდა შვებულების შეწყვეტა :)
LikeLike
მადლობა, მემე :)
რაკი თქვენ მოგწონთ, მართლა ღირებულა :)
LikeLike
facebook-ი არა მაქვს, იმეილი მითხარი, კარგი?
LikeLike
პირველ რიგში, წარმატებებს გისურვებ !!
და მხოლოდ ამის შემდეგ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ხარ !!
LikeLike
მადლობა, ნანაკო :) მეორე ნაწილისთვის – განსაკუთრებით. მკითხველის ასეთი შეფასება საუკეთესო პრიზია :)
LikeLike
<3<3<3<3333
LikeLike
:) მიხარია, აქ რომ ხარ :)
LikeLike
მეც ასევე : ))
LikeLike
მაგას რა ჯობია, ნანაკო :)
LikeLike
კონკურსში მონაწილეობას აღარ ვიღებ. შესაბამისად, ყველა ბმული წავშალე. პოსტს ამით ნამდვილად არაფერი დაუშავდება :)
LikeLike
Moli, dedas wavukitxe es posti da ertxmad vagiaret, rom sauketesoa! :)
LikeLike
კონკურსში აღარ მონაწილეობს ეს პოსტი, მაცო.
LikeLike
[…] უარი და გამზადებულ-გამოქვეყნებული ტექსტიც უკან გამოვიხმე – სხვებისგან […]
LikeLike