ალბათ, არ არსებობს ხელოვნება, რომელიც ფერწერაზე უკეთ ახერხებს, ადამიანის სულს ჩასწვდეს და უხილავ, ყველაზე სათუთ და ფაქიზ სიმებს შეეხოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დღევანდელი ჯეოპარდის თემად ქართველი მხატვრები ამერჩია – ისინი, ვისი სახელებისა და შემოქმედების ცოდნა, დიახაც, რომ მოგვეთხოვება.
Good luck!
1. ამ მეტსახელით იცნობდნენ ფიროსმანს ძველ ტფილისში;
2. ქაშვეთის ტაძრის კედლები ამ ფერმწერის მოხატულია;
3. ათლარიან ბანკნოტზე ამ მხატვრის კომპოზიცია “იმერეთი – დედაჩემია” გამოსახული;
4. ამ ქართველი შემოქმედის პირველი, ბავშვური ნახატების შემფასებელი მასწავლებელი – თელავის წმინდა ნინოს სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგი ვასილ ბარნოვი ყოფილა;
5. ეს ფერმწერი გახლდათ ავტორი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პლაკატისა “დედასამშობლო გვიხმობს”;
6. ამ ხელოვანმა 1960 წელს, თბილისის ოპერის მთავარი ფარდა მოხატა;
7. ეს თვითნასწავლი ფერმწერი, ბავშვობაში ვიოლინოს უკრავდა, მისი პირველი პერსონალური გამოფენა კი 1977 წელს, გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ მოეწყო;
8. ამ მხატვრის 1982 წელს შექმნილ ტილოს “ქალი ინტერიერში” (“ქალი კლავესინთან”), მკვლევარები ვერმეერს ადარებენ, თუმცა თავად ავტორის თქმით, მისი შთაგონების წყარო ფელინის განთქმული ფილმი – “რვანახევარი” გახლდათ;
9. 1994 წლის 9 აპრილს, მოულოდნელად გარდაცვლილ ამ ახალგაზრდა მხატვარს დაუმთავრებელი დარჩა “სიბნელის ხელოვნება”. რომელსაც, თურმე, თერთმეტი დღე, სანთლის შუქზე ქმნიდა;
10. ეს ფერმწერი ანდრეი ტარკოვსკის სახელგანთქმული სპექტაკლის “ჰამლეტის” დეკორატორი გახლდათ;
11. ეს თანამედროვე მხატვარი ორიოდე წლის წინ, “ქარვასლაში”, საკუთარ გამოფენაზე, ფრიად უცნაურად – ლიმუზინით და პირადი დაცვით, ოლიგარქის როლში გამოცხადდა;
12. ამ, წარმოშობით პოლონელმა, ფუტურისტმა ფერმწერმა, 1926 წელს, ტიციან ტაბიძესთან ერთად, პირველი მონოგრაფია გამოსცა ნიკო ფიროსმანზე;
13. ეს თბილისელი ვურდენკინდი გოგონა 2 წლის ასაკიდან ხატავდა, რვა წლისას კი უკვე ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა მოწყობილი;
14. “მთვრალი ხევსური”, “მძინარე ხევსური”, “ხევსურთა ღრეობა” და “ხევსურები სადარაჯოზე” ამ მხატვრის “ხევსურული ციკლის” სურათებია;
15. მეთექვსმეტე საუკუნეში, ირანის შაჰის კარზე მოღვაწე ამ ქართველი ხელოვანის დღემდე შემორჩენილი ორი მინიატურიდან ერთ-ერთი პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული.
აუ, ვითომ არ ვაპირებდი დღეს, მაგრამ რაც უცებ გამახსენდება, დავწერ და დანარჩენს მერე გავიხსენებ:
1. ნიკალა?
2. გუდიაშვილის;
3. დავით კაკაბაძე;
4.
5. ირაკლი თოიძე;
6. სერგო ქობულაძე;
7. აუ… ვიცი ეს…
8.
9. კარლო კაჭარავა;
10.
11.
12.
13. რუსუდან ფეტვიაშვილი;
14. გიგო გაბაშვილი;
15. სიაუში.
ხვალ შევავსებ, იმედია, ვერ მოვითმინე :)
LikeLike
რამდენიმე ჩემით ვიცანი და გამიხარდა : ))
ხვალ დედიკოსთან ერთად ვითამაშებ და ვნახოთ, რა იქნება : ))
LikeLike
გელოდებით, აბა, ხვალ :)
LikeLike
1)ნიკალა
2)გუდიაშვილი
3)კაკაბაძე
4)ახვლედიანი
5)თოიძე
6)ქობულაძე :?
7)ვარაზი
8)
9)ფარჯიანი
10)მირზაშვილი
11)
12) ზდანევიჩი
13)ფეტვიაშვილი
14)
15)სიაუში
:))
LikeLike
14) გაბაშვილია მემგონი
LikeLike
1. ნიკალა პაპა
2. ლადო გუდიაშვილი
3. კაკაბაძე
4. ელენე ახვლედიანი
5. თოიძე
6. სერგო ქობულაძე
7. ავთო ვარაზი
8.
9. გენიალური და არაადამინურად მაგარი კარლო კაჭარავა <3
10.
11
12
13
14. გიგო გაბაშვილი
15.
სულ ეგა ვარ.. :) მარა მაინც არ ვთვლი რომ ქართული მხატვრობა ცუდად ვიცი. :)
LikeLike
ქეთა, შენ, თუ არ ვცდები, ჯეოპარდზე პირველად მსტუმრობ და რომ არ გაგიკვირდეს, პასუხებს 24 საათით ვმალავ ხოლმე, სხვებმაც რომ ითამაშონ. ხვალ ღამის 12-ზე ყველა მოთამაშის ვარიანტებს და სწორ პასუხებს ერთად გამოვაქვეყნებ.
LikeLike
აა უპ :)) მე კიდე გამარჯობაც არ მითქვამს :)) ნუ მოკლედ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს :)) გამარჯობა.. ხშირი სტუმარი ვარ თქვენი :)) მომწონს აქაორობა, მადლობა ყურადღებისთვის და დაველოდები აუცილებლად პასუხებს :))
LikeLike
კეთილი იყოს თქვენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :) დიდი მადლობა შექებისთვის. შემოიარეთ, როცა გაგიხარდებათ :)
LikeLike
1. გრაფი?! ან უბრალოდ ნიკალა :)
2. ლადო გუდიაშვილი
3. დავით კაკაბაძე
4. ელენე ახვლედიანი – წმ ნინოს სასწავლებელი, აი ეს მახსოვს – გიმნაზიაში გვითხრეს, ჩვენ ქალი მხატვრებიც გვყავსო, თანაც ერთ–ერთი თქვენსავით, წმინდანის სახელობის, გოგონების სასწავლებელში სწავლობდაო – მაშინ გოგონები და ბიჭები ცალ–ცალკე ვსწავლობდით ჩვენც და დამამახსოვრდა :)
5. არ იცის :/
6. სერგო ქობულაძე – ეს პასუხი მოვიმათხოვრე სანაცნობოში ^_^
7. არც ეს იცის :/
8. ამ კითხვაზეც ვსცადე პასუხის მომათხოვრება, მაგრამ უშედეგოდ :/
9. კარლო კაჭარავა <3 ერთ ხანს მისი და, ლიკა მიკითხავდა ლექციებს, ზოგჯერ რაღაცეები წამოსცდებოდა ხოლმე კარლოზე :შ
10. არც ეს :/
11. ოლეგ წიმჩენკო :)
12. :/
13. რუსუდან ფეტვიაშვილი <3
14. გიგო გაბაშვილი – ეს ხევსურები, სულ კაპიროვკით მაქვს ბავშვობაში ნახატი :) რატომღაც მახსოვს ერმიტაჟი ეწერა წიგნზე o.O სიცხე მქონდა და მეპატია მკრეხელობა )))
15. ჩემდა სამარცხვინოდ – არც ამაზე მაქვს პასუხი :/
LikeLike
აუ, მოლი :( რა ამის პასუხია და შენგან განახლებებს ვეღარ ვიღებ მეილზე.ვინმეს რამე იდეა ხომ არ აქვს რატომ?? და ყველზე ასეა, ახალი პოსტები აღარ მომდის. ნუთუ ჩემი დაპრივატებული ბლოგის გამო ვისჯები? :)))
LikeLike
დიდი ხანია? ისე, კი ჰგავს დაპრივატების შედეგებს…მაგნუმში ვიკითხოთ დღეს და იქნებ ვინმემ რამე ჭკვიანური გვითხრას.
LikeLike
მე საღამომდე არ ვიქნები, უფრო სწორად ხვალინდელ დღემდე… ადრეც ვაპრივატებდი, მაგრამ მაინც მოდიოდა. მერე ერთბაშად შეწყდა.. აი ბოლოს…
გაწორდება იმედია, ან დავაკვირდები ეხლა. ხომ გავხსენი უკვე და შევხედავ რას იზამს
LikeLike
სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ჯიმეილმა აურია. ეგ და ვორდპრესი მთლად გამართულად ვეღარ მუშაობენ. ხან კომენტარები არ მომდის, ხან გამოწერილი პოსტები აგვიანებს. ეჭვი მაქვს, რაღაცრაღაცები გამოვტოვე უკვე..
LikeLike
1) ნიკალა
2) გუდიაშვილი
3) კაკაბაძე
4) ახვლედიანი
5) აჰ, არ ვიცი
6) ქობულაძე
7) ვარაზი
8) ფარჯიანი?
9) კაჭარავა
10) არ მახსოვს, სადღაც კი მოვკარი ყური, მაგრამ… თევზაძე იყო? :)
11) ტიმჩენკო…
12) ზდანევიჩი
13) ფეტვიაშვილი
14) გაბაშვილი
15) სიაუშ გურჯი?
LikeLike
1, გრაფი;
2. ლადო გუდიაშვილი;
3. დავით კაკაბაძე;
4.ელენე ახვლედიანი;
5. ირაკლი თოიძე;
6. სერგო ქობულაძე, თუ სწორად მახსოვს;
7. ავთო ვარაზი;
8. ირაკლი ფარჯიანი;
9. კარლო კაჭარავა;
10.ჩუბჩიკა – თენგიზ მირზაშვილი;
11. ოლეგ ტიმჩენკო;
12. კირილ ზდანევიჩი;
13. რუსუდან ფეტვიაშვილი. ის ფურორიც კარგად მახსოვს;
14. გიგო გაბაშვილი;
15. სიაუში. პირველად ,,გმირთა ვარამში” შემხვდა ეს სახელი.
LikeLike
არა, მე მაინც ამ სიტყვის გაგონებაზე სულ შენ და შენი ბლოგი მახსენდებით. :) დღეს გამოვტოვებ!
LikeLike
ოლ რაიტ. შემდეგ ოთხშაბათს იყოს…
LikeLike
მგონი ავტოგრაფების დატოვება ვისწავლე :დ
1) ნიკალა
2) ლადო გუდიაშვილი
3) დავით კაკაბაძე
4)
5) ირაკლი თოიძე
6) სერგო ქობულაძე
7) ავთო ვარაზი (?)
8 )
9) კარლო კაჭარავა
10
11)
12)
13)
14) გიგო გაბაშვილი
15)
არ ვიცი დანარჩენი. მერვე, მეთერთმეტე და მეცამეტე ვერ გვიხსენე.
LikeLike
სწორი პასუხები:
1. გრაფი (ნიკალაც, რა თქმა უნდა, მაგრამ ნიკალა ძალიან მარტივია და ასეთ გამობრძმედილ მოთამაშეებს ამ შეკითხვას როგორ ვაკადრებდი :) );
2. ლადო გუდიაშვილი;
3. დავით კაკაბაძე;
4.ელენე ახვლედიანი;
5. ირაკლი თოიძე;
6. სერგო ქობულაძე (და “ვეფხისტყაოსანიც” დაასურათა);
7. ავთო ვარაზი <3;
8. ირაკლი ფარჯიანი;
9. კარლო კაჭარავა;
10. თენგიზ მირზაშვილი;
11. ოლეგ ტიმჩენკო (აი, ასეთი უცნაური პერფორმანსი დადგა);
12. კირილ ზდანევიჩი;
13. რუსუდან ფეტვიაშვილი;
14. გიგო გაბაშვილი;
15. სიაუში.
წინასწარი შედეგები:
მერი პოპინსი – 15; rockermeloman – 13; kkk_kh – 13; tamara – 9; იაკომ თქვა – 9; Isaac Clarke – 9; გლეხის ბიჭი – 8.
LikeLike
არაა 13 მოლი, 12-ია :) მაგრამ მაინც გმადლობ 13-ით რომ გამახარე :*
LikeLike
აშკარად ცამეტია :))
LikeLike
ვაიმე მოლი ზუსტად ოთხშაბათს დამეწყო გამოცდები და იქით ხუთშაბათამდე ჩემი სინსილა არ იქნება ინერნეტში. არადა რა თემა გამოვტოვე?! :(:( ძალიან მომეწონა თანაც საჩემოა! :(
LikeLike
შემდეგ ოთხშაბათს არანაკლებ საინტერესო თემა იქნება, მარიშკალია. მართლა მართლა :)
LikeLike
აი ზუსტად მაგ ოთხშაბათს მაქვს ბოლო გამოცდა! <3
LikeLike
შენ გამოცდები ჩააბარე კარგად და ჯეოპარდები სექტემბერშიც ბევრი იქნება, მარიშკალია…
LikeLike
ჩავაბარებ! :დ იმედია კარგად.. :)
LikeLike
sure! მთავარი ეს არის :)
LikeLike