კითხვაზე – რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგიო, ყველას, დიდსა თუ პატარას, კლასიკური ქართული კინოკომედიის წყალობით, ერთი პასუხი აქვს – სათამაშო არ ჰქონდა და იმიტომ.
ცხრაას ჩვიდმეტ წლამდე რა ხდებოდა, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგ დროს არ მოვსწრებივარ, მაგრამ ოთხმოციანებში ხარისხიანი სათამაშო რუსეთში ან საზღვარგარეთ უნდა გეძებნა – “ყველაფერი საუკეთესო – ბავშვებს”, საბჭოთა ლოზუნგების უმრავლესობის მსგავსად, მთლად ზედმიწევნით არ სრულდებოდა.
ჰოდა, იმის მიუხედავად, რომ არც სამამულო წარმოების გასართობი მაკლდა და მოსკოვ-ლენინგრადიდანაც უხვად ჩამოჰქონდათ საჩუქრები, ყველაზე გემრიელად მაინც გერმანული, უცნაური, ფერად-ფერადი კვადრატებით აჭრელებული კუბი მახსენდება.
ფერების მიხედვით უნდა დაალაგოო, რომ მითხრეს, თავიდან იოლი მეჩვენა. ამას რა უნდა, ეგეთები ამომიხსნია-მეთქი, ტუჩი ავიბზუე. ჭადრაკს დიდი წარმატებით ვთამაშობდი და ასაკის კვალობაზე მეტისმეტად თავდაჯერებულიც გახლდით… მოკლედ, ათიოდე წუთში მივხვდი, რომ კოვზი ნაცარში ჩამივარდა – როგორ არ ვეწვალე, რა არ ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ნირწამხდარმა ვაღიარე, რომ დახმარების გარეშე ერთი გვერდის ამწყობიც არ ვიყავი. რა მექნა, იმ რუსულ ჟურნალებს, ამ უზომოდ პოპულარული თავსატეხის ამოხსნის ალგორითმებს რომ ბეჭდავდნენ, მაშინ არ ვკითხულობდი…
ასე იყო თუ ისე, ჩემს პირველ რუბიკის კუბს, კარგა ხანს, მხოლოდ ლამაზი და უცხო სუვენირის ფუნქცია ეკისრებოდა. უნგრელი მოქანდაკისა და არქიტექტურის პროფესორის – ერნო რუბიკისა და ამ “საბავშვო სათამაშოზე” მათემატიკოსების მიერ დაწერილი დისერტაციების შესახებ ბევრად გვიან გავიგე.
ბავშვობისდროინდელ ფიასკოზე ჯავრის ამოყრა სტუდენტობისას მოვახერხე, მეგობრის წყალობით. დღემდე მახსოვს, ზაფხულში, აგარაკზე, იობის მოთმინებით რომ მიხსნიდა “შლეიფის” და “ჯვრის” აწყობის მექანიზმებს… ცოტა კი გავწვალდი, სამაგიეროდ, ისე დავოსტატდი, რომ ახლა ინსტრუქტორადაც ვივარგებ და ორ საათში თუ ვერა, ერთ დღეში ნებისმიერს ვასწავლი, როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ, თითქოსდა, რთულ ამოცანას.
კუბოლოგიის ეპიდემია მსოფლიოს არის მოდებული, ჩქაროსნულ აწყობაში – სპიდკუბინგში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები ტარდება და სპიდკუბერებისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ, სპეციალურ კუბებსაც ამზადებენ – წახნაგების ტრიალი რომ გაიოლდეს. თუმცა, ეს საჩემო არ არის – ამ სფეროში რეკორდების დამყარებაზე არასოდეს მიფიქრია.
ის პირველი, გერმანული ” კუბიკ-რუბიკი“ სადღაც დავკარგე. თბილისურ სათამაშოების მაღაზიებში გულმოდგინედ დავეძებდი ახალს, მაგრამ ჩინური, მდარე ხარისხის იაფფასიანი კუბი რამდენჯერმე ხელში რომ ჩამეფშვნა, ვიკადრე და “ამაზონს” ვთხოვე შველა. ახლა შინ მიდევს საპატიო ადგილზე და დღე ისე არ გავა, ერთხელ მაინც არ დავატრიალო – არა მგონია, მედიტაციის დროს უფრო მეტი განტვირთვა იყოს შესაძლებელი.
რევოლუციამდელი ბავშვის გონებაჩლუნგობის რა ვთქვა – მაგათი დამსახურება არაა სათამაშოები რომ აქვთ დღეს ბავშვებს?! :დ
ეგ კუბიკი აწყობამდე დავამსხვრიე, შიგნით ვინ იჯდა მაინტერესებდა. ჰოდა, ისევ დავუბრუნდი ჩემს საყვარელ ნარინჯისფერ, სამთვალა ველოსიპედს (ამას რა ბედიე ეწია, არ ვიტყვი)). მერე ამ პერიოდში რომ ვიყიდე ეს კუბიკი, ნერვები დამაგლიჯა, ისეთი უხარისხო იყო – იჭედებოდა.
LikeLike
დღევანდელი კუბიკები, რაც თბილისში იყიდება, არაფრად ვარგა. სამ დღეში გადასადგებია.
LikeLike
პირველ დღესვე დაიწყო ჭედვა და დევს ახლაც თაროზე. გადასაგდებია, აბა რაა, მაღიზიანებს, რომ ვუყურებ, არადა, მართლა მომენატრა :დ
LikeLike
ერთხელ, ზუსტად მასეთ, გასაცოდავებულ კუბიკს მოვკიდე ხელი ბაზრობის დახლზე, დავატრიალე და გამყიდველმა იკივლა, რას აკეთებ, ახლა არევ და მაგის ამწყობი ვინ არისო…
LikeLike
ჰაჰა :) მაგის ამწყობი ვინ არისო :) არასდროს არ ამიწყვია, არც არასდროს არ მიცდია :) ჩემი და ეწვალებოდა ხოლმე ცოტა ხანს… არ მიყვარს მე თამაში :) არაფრის თამაში არ მიყვარს საერთოდ, ფეხბურთი არ ითვლება
LikeLike
ჰო :) ენას კბილი დავაჭირე, რომ არ მეპასუხა, ამის აწყობა რომ შეგეძლოს, აქ არ იქნებოდი მეთქი… ისეთი მიკივლა, პირი დავაღე, არადა, ერთხელ დავატრიალე, ხომ უნდა მენახა, რამდენად ხარისხიანი იყო.
ასეთი არააზარტული, ფეხბურთს როგორ უყურებ, ეგ მიკვირს უკვე.
LikeLike
ოო ფეხბურთის გამო საკუთარ დედას ვერა მაგრამ საკუთარ თავს კი გავყიდი (ნორმალური გაგებით :) )
კარტს ვთამაშობ ხოლმე მაგრამ ბევრ ფულს ვაგებ და თავს ვიკავებ, ასე რომ არ ვარ აზარტული მაგ მხრივ, მხოლოდ კაზინოების მეშინია :) ადრე მე და მამა ვთამაშობდით ხოლმე, მარტოს არ მითამაშია …
მთელი ჩემი აზარტი ფეხბურთს მიაქვს :)
LikeLike
ბანქოდან, კერძოდ, რას? მე ჯოკერის თამაში არ ვიცი :) ნუ, წესები კი ვიცი, მაგრამ არ მითამაშია არასოდეს.
ფულზე საერთოდ არ ღირს თამაში. აზარტი ისედაც უნდა გეყოს.
LikeLike
ისე ვერ მყოფნის აზარტი :) ჯოკერს და პოკერს ვთამაშობ მე
LikeLike
პოკერი მითამაშია. სხვათა შორის, ღრმა ბავშვობაში რულეტკაც მქონდა შინ. ციფრული დაფით და ფიშკებით. ოღონდ, მაშინ მაინცდამაინც ვერ ვიხალისე. მთლად კარგად არც ვიცოდი, რა იყო :))
LikeLike
ფეხბურთი მაინც სხვაა, ბავშვობაში დავდიოდი კიდეც, სამი წელი მგონი… სუფთა გერმანული ფეხბურთით ვთამაშობდი, იდაყვებით ვამუშავებდი ხალხს :) ახლაც ვერ გადავეჩვიე უხეშ თამაშს, აუ კარგია რა ფეხბურთი :)
LikeLike
რაღაც შენ და რაღა შვაინშტაიგერი :)))))
ათიოდე დღეც და დაიწყება :)
LikeLike
ჩემი შვაინა :) რაღა ათი დღე კვირაც აღარ დარჩა იჰაა
LikeLike
ნუ, ჰო :) რვა დღე :)
LikeLike
ყოველი იმ პოსტის შემდეგ, სადაც საკუთარ თავზე წერ რამეს, მგონია რომ ამის შემდეგ ვეღარაფრით გამაოცებ, მაგრამ ა ბატონო! ჭადრაკი კარგი, ვიოლინოც კარგი და თურმე რუბიკის კუბიკსაც აწყობ! :) რა კარგი ვინმე ხარ <3
LikeLike
ახლაც მაგიდაზე მიდევს :) ერთი ხელის გაწვდენაზე :)) ძალიან ძალიან მიყვარს და იმიტომ :)
მადლობა, იაკო :)
LikeLike
მე ბავშვობაში გავიყინე ერთი გვერდის და მიმდებარე ხაზის აწყობაზე : ))
ბოლოს ჯგუფელებმა მასწავლეს, მაგრამ ჩემი კუბიკი თითქმის დაშლილია და მესამე ხაზის აწყობა აღარ მახსოვს მგონი უვარჯიშებლად : ))
LikeLike
მესამე ხაზი, მერე ჯვარი, მერე კუთხეები, მერე კუთხეების გადმოტრიალება და ეგ არის ;))
LikeLike
ჰო : ))
LikeLike
კუბიკ-რუბიკს პირველად დაახლოებიტ ორი კვირის წინ შევხვდი. ნუ თავდაპირველი რეაქცია იდენტური იყო. ამს რა უნდა მეთქი :) ერთი საათი მოთმინებიტ ვეწვალე, მეორე საათი უკვე ვდუდღუნებდი. მოკლედ მთელი დღ ვიჯახირე და მერე ახლოს მდებარე კედელს შევაფშვენი და ბავშვიც ავატირე რას ქვია სათამაშო დამიმსხვრიეო.
მოკლედ, ესე ამბავი ჩემი და რუბიკის კუბის ბედშავი შეხვედრისა :)
LikeLike
სასწრაფოდ ახალი კუბიკი მოიძიე და შეურიგდი :))
LikeLike
ჯერ პირველმა რისხვამ გადამიაროს და ცოტა ხანში ალბათ მეორესაც შევმუსრავ :) ვინ იცის რამდენი სეეწირება სანამ მე რამეს ვისწავლი :)
LikeLike
უი, მოლი , ანფოლოუ მოგეცი. ელფოსტას რაღაც იდიოტობა დავმართე და ახალი უნდა გავაკეთო :)
LikeLike
ისე, რაღაც უცნაურობები ჩემს ფოსტასაც ჭირს. ნოტიფიკაციების ნახევარი არ მოსულა ჯერ.
LikeLike
უი, მაშინ 80-იანი წლების დასაწყისი იყო, მოიტანა თანამშრომელმა ინსტიტუტში, ვთხოვე რამდენიმე წუთით, მალულად შევედი სამუშაო ოთახში, შიგნიდან ჩავიკეტე და გვიან ღამემდე ვეღარ წავედი სახლში. მეორე დღეს განყოფილების გამგემ მისაყვედურა, ასე როგორ შეიძლება, გეთქვა ცუდად თუ იყავი და ისე წასულიყავი სახლშიო. ვერ ავაწყვე თორემ ვეტყოდი ამაყად: არსადაც არ წავსულვარ, ოთახში ვიყავი, რუბიკის კუბიკს ვაწყობდი, ავაწყვე და თუ გინდათ თქვენც გასწავლით-მეთქი.
LikeLike
თქვენც თუ ვერ ააწყობდით პირველივე ცდაზე, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ბატონო რაულ :)
LikeLike
რა პირველივე, დღესაც ვერ ვაწყობ და შვილიშვილის იმედი მაქვს, იქნებ ისწავლოს და…. მასწავლოს.
LikeLike
გამეღიმა :)) დღევანდელი ბავშვები ბევრად გონებაგახსნილები არიან ისე… ასეთ რაღაცებს იოლად ითვისებენ.
LikeLike
კი, გონებაგახსნილები არიან, ზედმეტადაც კი… კომპიუტერთან დაჯდება, Cars: Lightning McQueen’s Desert Dash-ს მოძებნის და ძლივს რომ მაღირსებს და დამითმობს კომპიუტერს…. თამაშების გარდა ვეღარაფერს ვერ ვხსნი. იძულებული ვხდები… ისევ მას დავუთმო კომპიუტერი.
LikeLike
თამაშით მეც ვთამაშობ, მაგრამ… Cars: Lightning McQueen’s Desert Dash აი, ეს საერთოდ არ გამიგია :))
LikeLike
ოთხი წლისაც არაა და ეს – Cars: Lightning McQueen’s Desert Dash Online Game – მოწონს მხოლოდ. შენთვის… ადრეა, მე ყოველდღე ვუყურებ და ვერ შევიყვარე ჯერ.
LikeLike
ჰო, ჩემთვის ადრეა :)) ისე, საბავშვო თამაშებზეც არ ვამბობ ხოლმე უარს. ტანკები და მარიო და ასე შემდეგ :))
LikeLike
მიზანში (ჭაღი!) ბურთის მორტყმაც გეყვარება შენ. მე ვერ შევიყვარე, ჩემი პატარაობისას ნათურა იყო ჩამოკიდებული ოთახში, იმაზე დავხვეწე ოსტატობა და ჭაღი… ნამეტანი დიდი მეჩვენება სამიზნედ.
LikeLike
არა, ბურთი და ჭაღი არა :) მიზანში სროლა მიყვარს მე :)
LikeLike
მეგონა, ნერვებს დამიწყნარებდა, მაგრამ პირიქით, მიშლის… :| ჯერ ვერ დავუმუღამე… რომ გითხრა, დიდად თავს ვიკლავ…
LikeLike
ერთი პერიოდი ჩანთითაც დამქონდა… მერე ქინდლმა ჩაანაცვლა. დაამუღამებ ერთხელ და მერე ნახავ, ჩვევად გექცევა აწყობა.
LikeLike
ამ სათამაშოს ვერ დავუმეგობრდი :) ერთადერთხელ ვცადე ბავშვობაში და ნახევარ საათში რომ ვერ ავაწყვე, მომბეზრდა და ზღაპრებს დავუბრუნდი :))
LikeLike
ჩემი ფავორიტია <3 აი, ახლაც ჩანთაში მიდევს. სპეციალურად წამოვიღე.
ერთხელაც ჩაგივარდება ხელში და შეურიგდები :)
LikeLike
მეც ძალიან მომწონს და სამწუხაროდ მეც მაქვს მწარე გამოცდილება. :( პატარა ვიყავი, ნახევარი საათიც არ იყო გასული რაც მიყიდეს და ხელებში ჩამეფშვნა. ახლაც მაქვს. ერთხელ ავაწყვე ბოლომდე. მამაჩემი აწყობს მალე, მე კიდე ბოლოში რამდენიმე გადაბრუნება-გადმობრუნება-შემობრუნება რომ უნდა ხოლმე მანდ ვიჭედები ხოლმე. :)
მართლა მაგარი რაღაცაა. და შეჭიბრებები რომ იმართება ხოლმე ვინ უფრო ააწყობს ხოლმე, აუ როგორ მშურს მაგათი. რამდენჯერ აქვთ დაშლილ-აწყობილი. :)
LikeLike
ერთხელ ყურადღებით დააკვირდი და შენც ისწავლი, ცოტნე :) და სწრაფი აწყობა რად გინდა, სისულელეა ეგ :)))
LikeLike
რავი, მაგარია, რომ უყურებ და გინდა გაარჩიო რა გააკეთა, სანამ ერთ მოძრაობას გაიზრებ უკვე აწყობილი აქვთ. :დ ხო უნდა დავაკვირდე და თან გზაში ტარების იდეაც მომწონს.
LikeLike
მინდა სწავლა, წერილობითი გაკვეთილები არ გამოვა?
LikeLike
გაგვიჭირდება :( რამე სხვა უნდა მოვიფიქროთ :)
LikeLike
ვიდეო პოსტი ფოტოებით და წარწერებით :))))) ან უხმო ვიდეო ტიტრებით.
LikeLike
ვიყიდე ცოტახ ხნის წინ და მეორე დღეს უკვე გაფუჭდა , კარგად არცერთი არ ტრიალებს , მართლა ჩინური ნაგავია .
LikeLike
მეც მაგ დღეში ვიყავი, ნია :(
LikeLike
დროა შევიძინო. :) ყოველთვის მხიბლავდა,მაგრამ აწყობა აქამდე არ მიცდია და არც გამომივიდოდა პრინციპში.
LikeLike
სცადე ერთხელ და არა მგონია, არ მოგეწონოს.
LikeLike
ერთხელ ავაწყვე, 2 საათი ვეწვალებოდი. მაგის განმეორებას მეორედ აღარ ვაპირებ :)
LikeLike
რა გიწვალია :)))
LikeLike
მე ვერ ავაწყვე, მერე ნერვები მომეშალა და ზუსტად ვიცი ჯერ არ მივუბრუნდები
LikeLike
მოლიი! რამდენი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ!
ახლა შემთხვევით შენი ფეისბუქის გვერდიდან სათაურმა მომჭრა თვალი და შემოვედი.
ვგიჟდები კუბიკზე, ძალიან მიყვარს და მახსოვდა რომ შენც. ^_^
ლამაზი და თბილი სტატიაა, მომნატრებია აქაურობა. <3
LikeLike
:) საუკუნეა :) წელიწადზე მეტი, ანუ.
კი, მეც მიყვარს.
LikeLike
ამ ნივთთან ჩემმა ბრძოლამ ჩაილურის თუ არა, ონკანის წყალი მიანც დალია :)
LikeLike
ნუ ებრძვი :) მოეფერე და აეწყობა :)
LikeLike
რა აღარ ვცადე მაგრამ არაფერს შვება… ასეტი სამკუთხედიც მაქვს და იმას ეგრევე ვაწყობ :დ უადვილესია მაგრამ ეს ისე მაქვს არეული არ მგონია ოდესმე თუ ავაწყობ
LikeLike
რაც არ უნდა არეული იყოს, უმარტივესად ლაგდება, ნინიტო :) მოთმინებაა საჭირო და კიდევ ალგორითმი.
LikeLike