ამბობენ, სიცილი ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებსო. ჰოდა, თუ ასეა, მოდით, ერთად ვიცინოთ იმ ბრიყვულ კანონებზე, დღემდე რომ მოქმედებენ – ზოგი სად და ზოგიც სად. ვფიქრობ, დღევანდელი ჯეოპარდი, სახალისოსთან ერთად, თავსატეხიც გამოვა – პასუხების გამოსაცნობად ცოდნაზე მეტად მახვილგონიერება და იუმორის გრძნობა დაგვჭირდება. მაშ ასე,
Good luck!
1. ფლორიდელ გასათხოვარ ქალიშვილებს, კვირაობით, ამის გაკეთება სასტიკად ეკრძალებათ, მათაც კი, ვისაც ექსტრემალური სპორტი უყვარს და სიმაღლის არ ეშინია;
2. ვერმონტელ ქალბატონებს ამის გამოყენებისთვის ქმრების წერილობითი თანხმობა სჭირდებათ. კიდევ კარგი, ძია იულიუსი შვედი იყო და ქმარიც არ ჰყავდა;
3. მაიამიში არ შეიძლება იმ ველოსიპედის მართვა, რომელსაც ხმოვანი სიგნალი არ გააჩნია. თუმცა, იგივე კანონი ველოსიპედისტებს კატეგორიულად უკრძალავს… ?
4. არიზონაში მამაკაცებს ამ ფრიად მოხერხებული აქსესუარის გამოყენება ეკრძალებათ, ასე რომ, ლარი კინგი მანდ დიდხანს ვერ გაჩერდებოდა;
5. კალიფორნიაში მოქმედებს სიჩქარის ლიმიტი ავტომობილისთვის – 60 მილი საათში, თუ ავტომობილში არ იმყოფება… ?
6. ალაბამაში მანქანის ასე მართვისთვის აუცილებლად დაგაჯარიმებენ – თემიდას აშკარად ფეხით მოუწევდა სიარული;
7. მინესოტაში გისოსებს მიღმა მოხვდებით, თუ ასე გძინავთ. სხვა მხრივ, ნუდისტებს მანდ დიდად არც ერჩიან;
8. ოკლაჰომელ ქალბატონებს, საკუთარი ხელით თმის შესაჭრელად, ამ პროფესიის დამადასტურებელი ლიცენზია ესაჭიროებათ;
9. ნიუ-ჯერსის რესტორანში ასე ჭამისთვის დაგაპატიმრებენ და ღირსიც იქნებით – ეტიკეტის დაცვა ყველას ევალება;
10. ინდიანაში თუ ცხოვრობთ და კოცნაობა გიყვართ, ამ მამაკაცურ სიამაყეს უნდა შეელიოთ, თორემ ჯარიმა არ აგცდებათ;
11. ნებრასკაში პარიკმახერებს დილის შვიდიდან საღამოს შვიდ საათამდე ამ ორი ბოსტნეულის ჭამა ეკრძალებათ – კანონი კლიენტს უფრთხილდება;
12. ჩრდილოეთ კაროლინაში აკრძალულია ბამბის პლანტაციის დასამუშავებლად ამ ცხოველის გამოყენება. ფერმერთა საყურადღებოდ – ინდოეთიდან ან აფრიკიდან ჩამოყვანას აზრი არ აქვს;
13. კონექტიკუტში ამ სატრანსპორტო საშუალებისათვის სიჩქარის უმკაცრესი ლიმიტია დაწესებული – მაქსიმუმ 100 კილომეტრი საათში;
14. პენსილვანიელი მამაკაცები ალკოჰოლურ სასმელს მათი წერილობითი ნებართვის გარეშე ვერ იყიდიან;
15. თუ მონტანაში სექსით ტკბობა გადაწყვიტეთ, უნდა გაითვალისწინოთ – კანონგარეშედ გამოცხადებულია ყველა პოზა, ამ ერთის გარდა.
ვცადოთ, აბა :)))
1. პარაშუტით გადმოხტომა?;
2. აქ არის რამდენიმე ვარიანტი:
– ღამე ყვირილი, წამოხტომა, ზეწარში გახვევა და კანკალი;
– წითელქოლგიანი გნომის დასიზმრება;
– ცხელი ყავით თითების დაწვა;
– ღამით პროთეზის წყლიან ჭიქაში ჩადება.
3. ვაჰ, რას ნეტავი??? ყვირილს თუ სიგნალის იმიტაციას? :)
4. ლარი კინგი რითია ცნობილი? არ ვიცი… მოდი, ჩავთვლი, რომ კინგი არის ალუზია და პასუხი იყოს – სამეფო გვირგვინი :) ;
5. რაღაც სასწაული იქნება – ალიგატორი ან სკუნსი ან კიდევ კლონირებული ცხვარი :)
6. ჰეჰეეე, თვალებახვეული? :)
7. შიშველი ძილი ნელზიაო? არ გადამრიოთ :) რამანწიკა და შანელის წვეთები არ იციან მაგათ? :)
8. ცხვრების მპარსავის :) ;
9. ალბათ, დანა-ჩანგალს თუ ახმაურებ და ისე ჭამ.. ისე, ჩვენს სახინკლეებშიც უნდა დაინერგოს ჩანგლის ხმარების აკრძალვა :) იფ!!! :)
10. რაო??? :) სად კოცნა და სად სიამაყე კი არადა…. ჯარიმა?? :)
11. ნიორი და წიწაკა ;)
12. სპილო?? :))))))
13. სკეიტბორდი :)
14. ცოლი იქნება ან დედა :)
15. აღარ წავიდეთ მონტანაში :(
LikeLike
1. პარაშუტით ხტომა, ხო?)) მაინცდამაინც კვირას რატომ უნდა მოგინდეს? :P ან რა შუაშია გასათხოვარი აქ)))))
2. აუ მგონი პროთეზზეა ეს კანონი.
3. დაპიპინება?
7 უეჭველი შიშველი ძილი, არადა ვინ დაგინახავს რო? :P
10. აუ ეს ვიცოდი, მგონი წვერი არ უნდა ქონდეს კაცს,
15. სახლის წინ რო აკრძალულია ეგ ვიცი და სად აღარ მახსოვს.
LikeLike
და კიდევ რამდენი უაზრო კანონია, ჩვენც გვინდა ერთი ასეთი სასაცილო კანონი :P
LikeLike
უამრავი :) ამაზონზე სპეციალური წიგნი ვნახე, ასერთი მოქმედი სულელური კანონიო. და სადაც 101 შეარჩიეს, რამდენი დარჩებოდა, ვინ იცის.
LikeLike
დავიწყეთ :)
1. ხიდიდან გადმოხტომა;
2.
3. ხმოვანი სიგნალის გამოყენებას მოძრაობისას;
4. პაჟები, აჭიმები;
5. ადამიანი;
6. თვალახვეული;
7. შიშველს;
8. დალაქის;
9. ხელით (დანა-ჩანგლის გარეშე);
10. ზრდილობის ფარგლებში თავში არაფერი მომდის :)
11. ნივრისა და ხახვის :D თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გამოვიცანი. კარგი იყო.
12. სპილოს;
13. კები, ეტლი. ცხოველის გამწევ ძალაზე დამოკიდებული ნებისმიერი მისაბმელი :)
14. მეუღლის;
15. მისიონერული.
LikeLike
მე-2 კითხვის პასუხი ცოტა მიგვანიშნე, რა, მოლი!
10. რამდენად ჯდება კორექტული სიტყვების მარაგში ამ კითხვის პასუხი? :)
LikeLike
მეათე აბსოლუტურად კორექტულია :)) კოცნაობაში ხელს უშლისო, ინდიანაში ასე თვლიან. აი, “სიამაყე” სუფთა ქართულია.
მეორეს ძია იულიუსი იყენებდა ხშირად. ხშირად რა, ყოველდღე. ღამით ასვენებდა.
LikeLike
10. ნუთუ, ღიპი? :)
2. ვიფიქრებ ხვალ (დღეს) საღამომდე.
მადლობა მინიშნებებისთვის
LikeLike
1. პარაშუტით გადმოხტომა იქნება მაგი :დ
2. კბილების პროთეზი :)
3. ველოსიპედზე ხმოვანი სიგნალის გამოყენებას?! :ო
4. პაწიაშკებიიი :დ
5. მძღოლი :O
6. თვალახვეული – ჰმ არადა რა მოსახერხებელია, სულ მასე დამყავს ხოლმე o.O
7. რავა, ფხიზელზე შიშველი ტანტალი შეილება და თუ ჩამოჯდა და წაუძინა პატარა, არიქა! არ დააყენოთ კაცი :დ
8. მზარეული არა? ჩემი აზრით სულ ძირზე უნდა დააჭრა მზარეულებს თმები :შ
9. პირის წლაქუნზე ალბათ?! და მე რომ ვიყო ჯერ მაგრად ვტკუცებდი იმ მოწკლაპუნე ტუჩებზე და მერე დავაპატიმრებდი
10. ულვაში :)))))))))))))
11. ხახვი და ნიორი ალბათ და სხვა პროფესიებსაც არ აწყენდათ :დ
12. ნუთუ სპილოა?! :O აი ეზოში სულ სპილო მიკრეფსხოლმე ჟოლოს, ოქროს ხორთუმი აქვს, ოქროს! :დ
13. ველოსიპედი? ვერ ვერკვევი სიჩქარეებში :ს
14. ცოლების ნებართვაა საჭირო ალბათ :) მარა უცოლო მამაკაცები რა ჯანდაბას შვებიან? O.O
15. მისიონერული :)))
LikeLike
პ.ს. მე9–ზე რომ რაღაც კოლოფი დამეხატა, მაგი ვორდში სმაილი დავწერე და ის გადმოიტანა, ჯერ იქ ვწერ მე პასუხებს და დააკოპირა ან იმამაძაღლა რაღაცაო არ დამდოთ ბრალი :შ
LikeLike
ახლა ვნახე ის კოლოფი :) არ გეთქვა, ვერც ვნახავდი :))
LikeLike
ორი ჩარჩო მაქვს ხოლმე გახსნილი მე :დ მარტივია ასე. და კოლოფებსაც ა რ ხატავს :დ
LikeLike
როგორ წვალობთ თურმე :დარცხვენილიმოლი:
LikeLike
:D არც ისე :დ რა საწვალებელი კია :)
LikeLike
ორი ფანჯარაო, ვორდიო… ხალხს ორი სიტყვის დაწერა ეზარება ნეტში და თქვენ რეების კეთება გიხდებათ.
მადლობა :)
LikeLike
აბა ამისთანა ბლოგზე და ამისთანა პოსტებზე, ზერელედ დაჯღრაკნილი კომენტარები დაიწერება? ნწუჰ! :) ხოდა პირიქით მადლობა მოლი :*
LikeLike
ასეთი მკითხველისთვის ცუდად ვერ დავწერ :) მადლობა, იაკო :)
LikeLike
1.სიმაღლიდან ხტომა. :)
2.ბეჭედი.
3.შლემის გარეშე კატაობას.
4.პაჟები.
5.ვაიმე, რომელიმე ცხოველი? მაგ; ძაღლი. :)
6.ფართოდ გახელილი თვალების გამო?!
7.შიშველს ალბათ. :)
8.დალაქის.
9.ხელით ჭამისთვის,შეიძლება..
10.წვერს.
11.ხახვი,ნიორი.. არ ვიცი. :) ძალიან საინტერესოა.
12.სპილო? (საიდან მოვიტანე ვაფშე :))
13.ნავი,კატერი..
14.ექიმის. (ან მეორე ვარიანტი გავიფიქრე,ცოლის :))
15.იდეაც არ მაქვს. :) ისე,მაგის გამო ნეტავ თუ დაუჯარიმებიათ ვინმე.
არ ვიცი,რაზე რა აღარ ვიფიქრე. :)
LikeLike
1) პარაშუტით ხტომა :დ
2) ქუდის?
3) დასიგნალებას :დ
4) სათვალე (?)
5) მძღოლის გარეშე
6) უი, თვალახვეული, ალბათ
7) შიშველს :დ (აუ, რამხელა ჯარიმებს ავირტყამდი, მარა ვინ ამოწმებს რა საინტერესოა :დ)
8 ) დიასახლისობის? :დ
9) პირის წკლაპუნით, მგონი.
10) ჰაჰ, ულვაში :დ
11) ნიორი და ხახვი, აუცილებლად :დ
12) სპილო ?
13) მოტოციკლი? ეს საერთოდ არ გამიგია
14) ცოლის :დ
15) მისიონერულის? :დ
ეუფ, ბევრი კითხვის ნიშანია :დ
LikeLike
1 – სახურავიდან გადმოხედვა :დ
2 – ასიანი კრამერი კრამერის წინააღმდეგიდანაა რამე. 1702 წელს ვუყურე მაგ ფილმს და არ მახსოვს
3 – დასიგნალებას ?
4 – სათვალე ?
5 – მამაკაცი :დ
6 – თვალებახვეულს
7 – შიშველი
8 – ჟეშტიანშიკი (ვერანაირი ლოგიკით ვერ მივდივარ)
9 – ხელით ჭამა ?
10 – წტფ ვერ ვტვინავ. კოცნაობასთან რა სიამაყე არის ? ? ? :დ
11 – ნიორი ? :დ
12 – სპილო
13 – ველოსიპედი ? მაგრამ ისეთი ხალხია მანდ სამაკატკა რომ იყოს არ გამიკვირდება :დ
14 – ცოლი.
15 – ვაიჰ :დ ალბათ ჩვეულერივი ე.წ. „მისიონერული“.
საღოლ მოლი, მაგარი პაკეტი იყო :დ:დ
პასუხებს ველოდები მაგრად :დ
თავიანთი კომენტარებით.
ისე ალბათ 3 ქულას თუ ავარტყი, კაი შედეგია :დ
LikeLike
მინიშნებები რომ არ მიგეწერა უფრო სახალისო ი იქნებოდა. :) ახლა იოლია გამოცნობა უმრავლეს შემთხვევაში.
LikeLike
სრული ჭეშმარიტებაა, მილორდ, მაგრამ მაშინ ძალიან ძნელი იქნებოდა.
LikeLike
ვსო, ამდენი ჯეოპარდის გამოტოვება ნერვებს მიშლის. უნდა ვითამაშო. თუმცა მთლიანად ვრთავ საქმეში საკუთარ ინტუციას და პლუს ვითვალისწინებ იმასაც რომ სულელურ კანონებში ბევრი ალოგიკაც შეიძლება იყოს :)))
LikeLike
კი :) სულელურიც იმიტომ არის, რომ ალოგიკურია და უაზრო.
LikeLike
1. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ვერ მოვიფიქრე
2. არც ამისთვის მყოფნის ლოგიკა. სავარაუდოდ ძია იულიუსზე უნდა ვიცოდე რამე ექსტრა ინფო
3. ალბათ დასიგნალება
4. მგონი სათვალე
5. ვიტყოდი სრულწლოვანი თქო, მაგრამ მეეჭვება სწორი იყოს. რამე აბსურდული იქნება :))
6. ფეხშიშველი??? :))
7. ლოგიკურად, ალბათ შიშვლად ძილზეა საუბარი
8. სტილისტის?
9. ხელებით ჭამა? პირდაპირ თეფშიდან ხვრეპა? ან ხმაურიანად ხვრეპა? :)) რამე ასეთია
10. ვითომ ულვაში? :) სად წაიღე ბიჭო ულვაში!
11. ლობიო და კომბოსტო? :)))))) წარმოდგენა არ მაქვს
12. ამას მაინც ვერ გამოვიცნობ
13. რამე ისეთი იქნება რაც მაგ კანონის გარეშეც ნელა დადის.. ან იქნებ ცხენი?
14. ცოლების? :)
15. მისიონერული ალბათ. მაგრამ მაინც როგორ აპირებენ კანონდამრღვევის გამოჭერას?
ძალიან სასაცილო პსაუხები მაქვს, კითხვის ნიშნებით ვასრულებ ყველას. აქეთ გეკითხები მოლი :) ჩემ ჯეოპარდში ხარ ეხლა
LikeLike
მოლი მაქვს მეექვსე გრძნობა თუ არ ვვარგივარ ? :) მე ოქროს შუალედიც მაკმაყოფილებს
LikeLike
ოქროს შუალედი დაცულია :)
LikeLike
ძალიანაც კარგი :)
LikeLike
ამ ჯეოპარდის მიზანიც ეს იყო, ჭიამაია, ყველა პასუხი მაქსიმალურად სასაცილო გამოსულიყო :).
LikeLike
ისე, ეს კანონები კია სასაცილო მაგრამ რაღაც შემთხვევა რომ არა , არ ექნებოდათ. მოგეხსენებათ ეს პრეცედენტული სამართალი :)))
ჰოდა, ისიც საინტერესო და სახალისო იქნებოდა ამ აბსურდული კანონების ბექგრაუნდებს გავეცნოთ : )
LikeLike
რა თქმა უნდა, ასეა. სადღაც რაღაც მოხდა და სასამართლო გადაწყვეტილებამ პრეცედენტის და წესის სტატუსი მიიღო. ბექგრაუნდი საინტერესოა, ოღონდ ბლოგზე არ დაეტევა :) პრეცედენტული სამართლის კვლევა სადისერტაციო თემაა.
LikeLike
1. მგონი, პარაშუტით გადმოხტომა, სადღაც წაკითხული მაქვს;
2. კბილის პროთეზი;
3. სიგნალის გამოყენებას :);
4. ალბათ, აჭიმები;
5. მძღოლი? :);
6. თვალახვეული;
7. შიშვლად;
8. პარიკმახერის;
9. სავარაუდოდ, ხელით ჭამისთვის;
10. ულვაშს?;
11. ხახვი და ნიორი იქნება :);
12. სპილო?
13. ამას ვერ მივხვდი :(
14. ცოლების;
15. მისიონერული.
LikeLike
კარგად ვიხალისე, მოლ :)
LikeLike
ძალიან კარგი :) მეც ეს მინდოდა, მერი :)
LikeLike
დღეს ისტორიის გამოცდა მაქვს, იმისდა მიხედვით რა ნიშანს მივიღებ ან დავწერ ან არა :) თუ კარგ ხასიათზე მოვედი დავწერ აუცილებლად, საინტერესოა ძალიან :*
LikeLike
წარმატებები!
LikeLike
9.25 მივიღე :(
LikeLike
ცოტაა, სოფი? მაღალი ქულა მგონია მე.
LikeLike
ბევრად მეტიც მიიღეს :(
LikeLike
ბევრად მეტს როგორ მიიღებდნენ, შენიც ხომ ათიანია.
LikeLike
1.ხეებზე (ელექტრობოძებზე) აძრომა :)
2.ჩიბუხი
3. ქუჩაში დასიგნალებას
4. ამჭიმავები :) (ე.წ. პაწიაშკები)
5. მძღოლი? (მშობიარე? :დ)
6. თვალებახვეული
7.შიშველი
8. პარიკმახერის (არქიტექტორის უკეთესი იქნებოდა :) )
9. ხმაურიანად? ანუ წკლაპუნ-ხრუპუნით
10. ულვაში
11. ნიორი და ხახვი
12. ნუთუ სპილო? :)
13. მოტოციკლეტი
14.მეზობელსა და ცოლს შორის ვმერყეობ… ცოლი იყოს:)
15. ე.წ. ტრადიციული
LikeLike
logikuri msjeloba ki shorsaa chemgan mara mainc ragacas movaxlaforteb egeba! :D
1.
2.
3.
4.patwiajkebs qartulad ra qvia??? :( nu egaa mokled! :D
5.mdzgoli albat! :D
6.fexshvela?!
7.tu shishvels gdzinavs?
8.stilisti ro davwero dzaan advilad chans da ravici.. iyos mainc! :D
9.xelit chama?
10.
11.xaxvi da niori albat
12.zebra? :D
13.satvirto avtomobili(?)
14.
15.
saintereso jeopardi iyo moli! <3 ucbat chamekitxa! :P chems kompiutertan ar vzivar amitom bodishs gixdi inglisuri shriftistvis! :)
P.S. imedia 0 qulas ar avigeb! :D
LikeLike
არ დამცინოთ, კაი?!
1. სახურავზე არ უნდა ავიდნენ?!
3. სიგნალის გამოყენებას?
4. სათვალე
5. მძღოლი?!
6. თვალებახვეული?!
7. საცვლის გარეშე?!
9. ხელით ან ხმებისა და ემოციების თანხლებით ჭამისას. :დ
10. წვერი?
11. ხახვი და ნიორი.
12. ალბათ სპილო?
13. მეტრო ან მატარებელი?!
14. ცოლების
კარგი იყო :დ
LikeLike
1. პარაშუტით ხტებიან
2. სამაგიეროდ შინამტანჯველი ჰყავდა :) პროთეზი
3. ხმოვანი სიგნალის
4. ქართულად მგონი აჭიმი ჰქვია ლარის აქსესუარს :)
5. მძღოლი – უფრო არარეალური ვერაფერი მოვიფიქრე :)
6. თემიდა სულ თვალახვეული იყო და რა ექნა :)
7. როგორც ჩანს, შიშველ მდგომარეობაში არ შეიძლება :)
8. ე.წ. სტილისტი ანუ პარიკმახერი :)
9. ალბათ ე.წ. „ხმაურით“ ჭამა :)
10.ულვაში
11.ნიორი და ხახვი
12.სპილო
13.ველოსიპედი
14.წესით ცოლის ნებართვა უნდა იყოს საჭირო :)
LikeLike
მინიშნებებითაც კი საკმაოდ მერთულა. :( სამი გამოვიცანი. :(
LikeLike
მერე, სად არის ის სამი? :)
LikeLike
1 პარაშუტით გადმოხტომა
3.მის გამოყენებას
6.თვალებ ახვეული
14. ცოლის თანხმობის გარეშე
უი, ოთხი ყოფილა
LikeLike
სწორი პასუხები:
1. პარაშუტით გადმოხტომა;
2. კბილის პროთეზი;
3. ხმოვანი სიგნალის გამოყენებას;
4. აჭიმები;
5. მძღოლი;
6. თვალახვეული მართვაა აკრძალული;
7. შიშვლად;
8. პარიკმახერის;
9. წკლაპუნით ჭამა;
10. ულვაში;
11. ხახვი და ნიორი;
12. სპილო;
13. ველოსიპედი;
14. ცოლების ნებართვაა საჭირო;
15. მისიონერული პოზა.
წინასწარი შედეგები:
იაკომ თქვა – 14; Kejeradze – 14; მერი პოპინსი – 13; Verzonti – 13; Author – 10; გლეხის ბიჭი – 10; tsotnee -9; PorcupineD – 9; tamara- 8; ჭიამარია – 7; »♥» ana «♥« – 7; faifuris angelozi – 5; marishkalia – 5; kisoki – 4.
LikeLike
უყურე შენ, ხალხმა რა შედეგი აჩვენა? :)
ხახვთან და ნიორთან დაკავშირებით როგორი ერთსულოვნებაა :)
LikeLike
თემიდაზე ფეხშიშველი როგორ ვთქვი. ჩამქოლეთ
LikeLike
მე კიდევ, ქართველმა ქალმა, მამაკაცური სიამაყე და ულვაში ვერ დავაკავშირე! :(
LikeLike
ნუ დარდობ ჭიამაია, თვალი კი ქონდა ახვეული, მაგრამ ზუსტად ვიცი ფეხზე არაფერი ეცვა :დ
LikeLike
ამაყი სახით ვუცქერ შედეგებს :D ისე, ის მე8 რა აბდლობა დამიწერია ახლა დავაკვირდი :) მალადეც მე :D
LikeLike
იმედია, სახალისო პაკეტი გამოვიდა :)))
LikeLike
იმედია კი არა ფაქტია :D
LikeLike
ნამდვილად :)
LikeLike
უი, წვერიც ჩამეთვალა, ისე ულვაშსაც ვფიქრობდი. :)
LikeLike
კი, ჩაითვალა :) პრინციპი ერთია და…
LikeLike
მაგარი ჯეოპარდი იყო :)))) ერთი ორის შესახებ კი მქონდა გაგონილი მაგრამ ამდენი სისულელე თუ არსებობდა არ ვიცოდი :))) კი გამოვიცანი ისე ერთი ორი პასუხი და მაგრადაც ვიხალისე
LikeLike
მთავარია, იხალისე. მეც ზუსტად ეს მინდოდა, თაკლინე.
LikeLike
ხო და გამოგივიდა, როგორც ყოველთვის!
LikeLike
მშვენიერია :)
LikeLike
ამის გამოტოვება იქნებოდა?! :(
LikeLike
დღეს კიდევ უფრო საინტერესო პაკეტი იქნება :)
LikeLike
ეჭვი არაა, უბრალოდ, აქ, როგორც თავშივე თქვი, ცოდნა ნაკლებად გამოდგებოდა, შესაბამისად, უცოდინრობა ძნელად შემიშლიდა ხელს :)
LikeLike
ასეთი თვითკრიტიკაც არ ვარგა, მემე :))
LikeLike
[…] (ისე, ნამდვილად არ გამიკვირდება, “სულელური კანონების” სამშობლოში არც იყოს გაუქმებული), […]
LikeLike