მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ მყვირალა სათაურების მოყვარული არ გახლავართ, ამა თუ იმ საკითხის რეზონანსულობით ბოროტად არასოდეს მისარგებლია და თემის შერჩევას ტელევიზიებისა და ფეისბუქის კარნახის გარეშეც მშვენივრად ვახერხებ ხოლმე. დღეს ჩვეულებას გადავუხვევ – არ შემიძლია, ორიოდე სიტყვა არ ვთქვა იმაზე, რასაც, აგერ, უკვე მეოთხე დღეა, მთელი ჯინეტი განიხილავს.
ალბათ, უკვე მიხვდით – ხუთშაბათს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ამაზრზენ ფაქტს და ზოგადად, იმ პრობლემას ვგულისხმობ, ჩვენდა სამარცხვინოდ, ოცდამეერთე საუკუნეშიც რომ აქტუალურია.
არ მგონია, ახლა ისეთი რამ გითხრათ, აქამდე რომ არსად წაგიკითხავთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ანბანური ჭეშმარიტებები დროდადრო უნდა გაიმეორო, რადგან განსაკუთრებული მონდომებით სწორედაც რომ მათ ვივიწყებთ.
ადვოკატის მოქმედი ლიცენზიის მიუხედავად, ვექილად ნამდვილად არ გამოვდგები, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი – აბსოლუტურად ლეგიტიმურ, მშვიდობიან მსვლელობაში უხეში და ძალისმიერი ჩარევა ისეთი უკანონო და ამორალური საქციელია, მარტო დემონსტრანტებს კი არა, მთელ საზოგადოებას რომ აზიანებს.
ლგბტ თემს კარგად ვიცნობ-მეთქი, ვერ დავიჩემებ, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი მსვლელობებს გასართობად არ აწყობს და ყველაზე მეტად ის უნდათ, საკუთარი ინტერესების დასაცავად ქუჩაში გასვლა არასოდეს დასჭირდეთ.
ზემოთ ანბანური ჭეშმარიტებები ვახსენე და მართლა გულწრფელად მიკვირს, რატომ არის ასე ძნელად გასაგები, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, სწავლობენ, მუშაობენ, გადასახადებს იხდიან – ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ზუსტად ისეთივე უფლებები გააჩნიათ, როგორც ყველა დანარჩენს.
ჰომოფობია, პირველ რიგში, განსხვავებულისადმი სიძულვილია და საზოგადოების ერთი (არც თუ მცირე) ნაწილი შუა საუკუნეებისათვის შესაშური ფანატიზმით და უგუნურებით ცდილობს განსხვავებულ რწმენასთან, გემოვნებასთან, ცხოვრების წესთან ბრძოლას. ვშიშობ, ასე თუ გავაგრძელეთ, მალე იქამდეც მივალთ, რომ საძინებელში შეჭრას და თამამი სექსუალური ფანტაზიის ბრალდებით ადამიანების სამარცხვინო ბოძზე გაკვრას არ მოვერიდებით.
ჰომოფობია მართლა გვკლავს და ეს მხოლოდ ჰიპერბოლა არ არის – იმის შეგრძნება, რომ შენგან ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულ ადამიანთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალება მუშტი და ხელკეტია, ჩვენვე გამოგვხრავს შიგნიდან კიბოსავით, ყოველგვარ ტოლერანტობას, მიმტევებლობას და ლმობიერებას დაგვაკარგინებს, შედეგად კი ზომბირებულ, ფობიებით შეჭმულ, კომპლექსებით დახუნძლულ საზოგადოებას და ისეთ სახელმწიფოს მივიღებთ, სადაც ყოველი ზედმეტი ამოსუნთქვისთვის წერილობითი ნებართვის აღება მეზობლისგან მოგვიწევს.
მე კი ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას არ ვისურვებდი.
დარწმუნებული ვარ, არც თქვენ.
“მართლა გულწრფელად მიკვირს, რატომ არის ასე ძნელად გასაგები, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, სწავლობენ, მუშაობენ, გადასახადებს იხდიან – ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ზუსტად ისეთივე უფლებები გააჩნიათ, როგორც ყველა დანარჩენს.” – მეც ძალიან მიკვირს!
“ვშიშობ, ასე თუ გავაგრძელეთ, მალე იქამდეც მივალთ, რომ საძინებელში შეჭრას და თამამი სექსუალური ფანტაზიის ბრალდებით ადამიანების სამარცხვინო ბოძზე გაკვრას არ მოვერიდებით.” – მაგას ვფიქრობ ზუსტად ეს დღეები :(
არც მე, რა თქმა უნდა, არც მე!
LikeLike
არც მე, პირველი წავალ ამ ქვეყნიდან თუ საბოლოოდ დავინახე რომ აღარაფერი გვეშველება და სინათლის სხივი არ ჩანს ამ ბნელეთში.
LikeLike
მენანება აქაურობის დატოვება :(
LikeLike
შენც იცი, რომ მეც, მაგრამ თავს ზევით ძალა თუ აღარ დაგვიტოვეს..
LikeLike
ვიცი, რა თქმა უნდა. ასეთი ხალხის წასვლაც საშინლად მენანება. მერე საერთოდ არაფერი ეშველება აქაურობას.
LikeLike
სინათლე რა არის ვერ გავიგე – ვიშ რა კარგია ჰომოსექსუალობა ან ტრანსექსუალობა? მოდით დავუყვავოთ მათ… მოდი გავაპოპულარულოთ ისინი? :| მე ეს არ მომწონს…
LikeLike
არავინ ითხოვს, ვისაც არ მოსწონს, იმას მოსწონდეს. მეც ძალიან ბევრი რამ არ მომწონს ამქვეყნად, მაგრამ ვისაც მოსწონს, იმას ხელკეტით არ ვხვდები შუა ქუჩაში.
მოწონება-არმოწონება ყველას პირადი გემოვნების საქმეა,. აი, ძალადობის უფლება (პირველ რიგში მორალური, კანონისმიერზე რომ არაფერი ვთქვათ) არავის აქვს.
LikeLike
ერთის მხრივ, მინდა ამ თემას გამოვეხმაურო და მოლის ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ამ თვალსაზრისში… მაგრამ თან მიკვირს და გული მწყდება – ან მოლის რად უნდა სჭირდებოდეს ამ მართლაც “ანბანურ ჭეშარიტებაზე” პოსტის მოცდენა, ან მე – თავის კანტური, კი, მეც ასე ვფიქრობ-თქო.
გულსატკენია
LikeLike
მოლის მოცდენა აქ რა მოსატანია, თაბუ. ვუყურებ და გული მისკდება. ტოლერანტობა სისხლში გვაქვს, “ვეფხვის და მოყმის” ლექსი ჩვენი დაწერილია და ამ განათლებულ საუკუნეში რა ცოფიანი შეუწყნარებლობა დაგვემართა…
LikeLike
ჯინეტის ფარგლებსაც გასცდა ეს მოვლენა :) ისტორიამ გამომიძახა ამას წინათ. ვდგავარ ამხელა ქალი გამწარებული ვიქაფებ ენას (გაკვეტილი კარგად არ ვიცოდი და ნახევარი ჩემით მოვიგონე :) ) ადამიანის უფლებებზე. მოკლედ ჩავაძაღლე ეს ექსპრომტი და ამაზე არ დამიწყო საუბარი. კლასელები გაწვნენ სიცილით , ძალიან თავისებური ქალია სიტყვებსფრთხილად ვარჩევდი :) რომ ვთქვი არც მაღიზიანებს და პირიქით ძალიანაც მივესალმები მეთქი, მთელმა სემესტრულმა ნიშნებმა ჩამიქროლა თვალწინ, მაგრამ კიდევ კარგი აზრის გამოთქმაში მაინც არ გვზღუდავს :)
LikeLike
სულ ,,მლოცველები ბობისთვის” მახსენდება, ამ თემას რომ ეხება ვინმე. არ ველოდებოდი ასეთ პოსტს შენგან, სწორედ იმ მიზეზით, ზემოთ რომ გაქვს ხსენებული.
ამ ხალხმა კიდე ვერ შეიგნო, ყველას თავისი ცხოვრება რომ აქვს. არ მიყვარს როცა ვინმეზე ცუდის თქმა მიწევს, მაგრამ ძალიან აფათურებენ ხელებს და ცხვირს იქ, სადაც საჭირო არაა :)
LikeLike
ვერ შეიგნეს :( ადამიანები განსხვავებულები არიან. სხვადასხვა რამ მოსწონთ, სხვადასხვა წიგნებს კითხულობენ, სხვაგან ლოცულობენ და ცხოვრების სხვა წესი აქვთ.. შენ ვინ გეკითხება :((
LikeLike
ჯანდაბას, მშობელს გაუგებ (მაგრამ მაინც შენსას გააკეთებ ადამიანი), მაგრამ ასეთი ფსევდოჰუმანურების არ მესმის.
LikeLike
ეგ “ჰუმანურობა” ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში კანონით ისჯება. ჩვენთანაც, სხვათა შორის.
LikeLike
არავინ მინახავს ასე დასჯილი.
LikeLike
მოვა დრო და ვნახავთ.
LikeLike
იმედია, არ დაგვჭირდება :)
LikeLike
პირველი კანდიდატები, მგონი
LikeLike
ეს რა ბოდვაა :( სულ გამოთაყვანდნენ მანდ?
LikeLike
გავოცდი. რავიცი მე რა არის, მაგრამ დროზე მოეგებიან (ან მოაგებენ) გონს, იმედი მაქვს.
LikeLike
იმედი ვიქონიოთ. სულ გაგიჟდა ეს ხალხი.
LikeLike
დავიქოქე მაგ ფოტოს კომენტარებში… რა უბედურებაა ეს? :(
LikeLike
აუ, რა ვიცი, მაგრად გარეკა ამ ხალხმა მგონი და რას აკეთებენ თავადაც არ იციან
LikeLike
აქედან არსად წამსვლელი არ ვარ, რაც უნდა მოხდეს : ) მაგრამ საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა მაინტერესებდეს ვიღაცის პირადი ცხოვრება… ყველამ ის წესი აირჩიოს, რომელიც სწორად მიაჩნია…
LikeLike
სწორზეც ხო არაა. ფრიად საკამათო თემაა ეგ. მართალია, ჯანმოს ამოღებული აქვს დაავადების სიიდან, მაგრამ ამ მიდრეკილებებს რომ გენური ,,დარღვევა” იწვევს, ამაზე არ დავობენ.
LikeLike
მე ექიმი არ ვარ, ომარ. მე იურისტი ვარ და პროფესიას რომ თავი გავანებოთ, მოქალაქეობრივი პოზიცია გამაჩნია. მე მინდა მქონდეს უფლება, ნებისმიერი კანონიერი მოთხოვნით ნებისმიერი კანონით დაშვებული ქმედება განვახორციელო (მანიფესტაციის მოწყობის ჩათვლით) ისე, რომ ვიღაც ხელკეტიანი წინ არ გადამიდგეს. და სულ არ მაინტერესებს (არც უნდა მაინტერესებდეს) იმ ვიღაცას ჩემი მოთხოვნები, გემოვნება და ცხოვრების წესი ესიმპატიურება თუ არა.
პოსტი ამაზეა.
LikeLike
კეჟერაძის კომენტარს მოვაყოლე შემთხვევით ეს მცირედი გადახვევა. მე მომიტევეთ :დ
LikeLike
რას ამბობ :) მივხვდი :)
LikeLike
არც ავადმყოფების ცემა-ტყეპა მგონია სწორი და არც ჯანმრთელების… ამ შემთხვევაში არც ერთ მხარეს დაუკლია (იმ განსხვავებით, რომ ერთმანეთი ეგონათ “ავადმყოფები”)…
LikeLike
ნუ, მე ხომ არავინ მიცემია… ჰოდა, ეს მმკ-ს პირველი ასეთი “აქცია” არ არის და ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, ვის ვთვლი ავადმყოფად, ფანატიკოსად და ფაშისტად.
და საერთოდ…. სექსუალური უმცირესობის ავადმყოფებად მოხსენიება რამდენად კორექტულია, ამას რბილად რომ ვთქვათ, დიდი კითხვის ნიშანი უზის ბოლოში..
LikeLike
ვიღაც იქნებ თვლის ავადმყოფებად (რამდენად სამართლიანად, ეს სხვა საქმეა და პირადად მე სხვა აზრის ვარ), მაგრამ არც ეს აძლევთ ძალადობაზე გადასვლის უფლებას…
LikeLike
მაგას ვამბობ მეც – ძალადობის უფლება არავის აქვს.
ისე, მმკ-ს რომ დაუჯერო, მეც არანაკლები ვარ, იმიტომ რომ ბუღაძეს და პოტერიადას ვკითხულობ, ათეისტებთან ვმეგობრობ, საკრედიტო ბარათით და ახალი აიდით ვსარგებლობ და ყველაფერზე “როგორც პატრიარქი გადაწყვეტს, ისე იყოსო” არ გავიძახი.
ჰო, როკს ვუსმენ კიდევ. თუ ვინმეს გაინტერესებთ, ბლოგს მიგასწავლით, როკ-მუსიკის მავნებლობაზეა მამალი პოსტი გამომცხვარი.
LikeLike
დაახლოებით ეგრე რომ ვიქცევი, ყველაფერს გაუაზრებლად რომ ვერ ვიღებ, მეც ათეისტად მთვლიან. არასოდეს მიღიარებია, ათეისტი ვარ-თქო, მაგრამ ხარო და, ვიყო-მეთქი. არადა, იმ სტადიაზე ვარ, ჯერ რომ ადრეა ასეთი რამის თქმა. იოანე ოქროპირის სახარების განმარტებებს ვკითხულობ, ახალი დაწყებული მაქვს და ბევრი რამ მისი ქადაგებიდან არ მომწონს. რა ვქნა, ვერ დავიბრმავებ თვალებს :)
LikeLike
ისე, დაეჭვება სიბრძნის ნიშანიაო, ამბობენ.
ჰოდა, სწორადაც იქცევი.
LikeLike
მე და ბრძნობა წარმოუდგენელი რამაა ერთად. :დ ცალ-ცალკე დავრბივართ. შენს პირს შაქარი და იქნებ კი შევეჩეხოთ ერთმანეთს. ოდესმე :დ
LikeLike
ფაქტი სახეზეა :) კომენტარი შენი დაწერილია.
LikeLike
ეს ძალიან ქართული ვარიანტი იყო. შეიძლება, ყველგან ერთი და იგივე განიხილებოდეს, სადაც მიხვალ, ლექციაზე, სამეგობროში, სანათესაოში, ოჯახში, ახალგაცნობილებთან?! ბიჭი ხარ და სიტყვა მათ საწინააღმდეგოდ თქვი. (აუ, ახლაც გადახვევა გამომდის და თან ისეთი, მასპინძელს რომ არ მოსწონს) დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსებივით არიან: თუ პოზიციის აზრს არ ეთანხმები, ოპოზიციონერი ხარ, თუ ოპოზიციის ნაბიჯი არ მოგეწონა, მაშინ პოზიციონერი. დამღალეს და ჩუმად ვარ. რაზე ვესაუბრო, მართლა იაღოველი კი არ ვარ, ჭეშმარიტ ღმერთზე დავიწყო საუბარი (ეს ცუდი ხუმრობაა, მგონი :) )
LikeLike
ბარემ მეც მინდოდა, მარტო წიგნებზე და ნახატებზე მეწერა, მაგრამ არ გამოდის… რაღაცებს მეც ვაპროტესტებ ხოლმე. მოქალაქე ბლუმიც ამისთვის მყავს აქ :))
LikeLike
კომენტარების კითხვა უფრო საინტერესო გამოდგებოდა მგონი, მაგრამ დაგროვილა და ახლა ყველას ვერ წავიკითავ…
მოლი ბლუმი მეც მინდა შევუთაერთდე ყველა ზემომთქმელს რომ მიკვირს როცა შენს ბლოგზე ამ თემას ვხედავ… უბრალოდ არ ვარ ჩვეული… :) :) და ბევრად ღირს-საცნობ და ღირს-წასაკითხ რამეებზე წერ…
“ყველაზე მეტად ის უნდათ, საკუთარი ინტერესების დასაცავად ქუჩაში გასვლა არასოდეს დასჭირდეთ.” << მე არ ვიცი რა უნდათ, მაგრამ ერთი დავინახე: ეს ყველაფერი როგორც მინიმუმ ორგანიზატორების – იდენტობის პოპულარიზაციის არცისეკრეატიული მცდელობა იყო… ნუ შედეგი საკმაოდ დადებითია – დღეს ყველამ იცის რომ "იდენტობას" უთენდება და უღამდება ჰომოებზე ზრუნვით… :)
აქ საქართველოა!
ბევრს საუბრობენ იმაზე რომ ჩვენ მივისწრაფვით ევროპისკენ, იქ გვინდა და ნუთუ არ უნდა დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში "ჰომოების" არსებობა? იცით, მე არაფერი მაქვს საწინააღმდგეო. იყვნენ, იარსებონ, აკეთონ თავიანთი საქმე, მაგრამ მათ პოპულარიზაციას 51_ე სკოლის ანდა პირველი გიმნაზიის წინ ნუ დავიწყებთ… ჩვენს კულტურაში არ ზის "ჰომოობა" არა!!!
"ჰომოფობიები" არ ვიცი ვართ თუ არა, მაგრამ კაცს რომ კაცის მიმართ აქვს ვნება და ეს რომ არ ზის სწორ-ჯანმრთელ-საღ ადამიანურ, ბუნებაში, მათ შორის ქართულშიც, ეს ვიცი. და რაც არ ზის ქართულ კულტურაში, უნდა მოვიშოროთ მხოლოდ იმიტომ რომ არ ვარგა??? რადგან ევროპაში დაშვებულია ჰომოების აღლუმი? ბოდიშით მაგრამ ევროპაში შევლა ნიშნავს იმას რომ უნდა შევეტენოთ ევროპას და რაც იქაა მისაღები ყველაფერი უნდა მივიღოთ? მოდით, ევროპამ გვიჩვენოს ტოლერანტობა განსხვავებული კულტურის მიმართ. და თქვას: "ჩვენ მივიღებთ საქართველოს, ქვეყანას რომელსაც უბრალოდ არ უნდათ "ჰომოების" აღლუმი." (P.S. როგორც ერთ-ერთ ქართულ ბლოგზე წავიკითხე რამდენიმმე ავროპულმა გამოცემამ სწორედ აღლუმად მოიხსენია 17 მაისის მსვლელობა).
მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკურ მეცნიერებებს ისევე შორიდან ვიცნობ როგორც პარიზის ქუჩებს, მაინც ასე მსმენია რომ დემოკრატია არ ნიშნავს იმას რომ ცუდიც და კარგიც საყოველთაოდ მისაღები იყოს. თუ ცუდია ის ცუდად რჩება (მაგრამ მას არ ქოლავენ). და რატომაა ცუდი "ჰომოობა" მგონი ამაზე უკვე დავა არ ღირს – ბოლო ბოლო მართლაც დაავადებაა! გადახრაა! ჰომოსექსუალად დაბადებული სადმე გინახავთ? ეს მერე ხდებიან "ჰომოები." მგონი კვლავაც არ ვცდები სიტუაციის შეფასებაში.
მოდით ახლა შევაფასოთ იმ დღინდელი შედეგები.
51_ე სკოლის წინ გამოვიდა სრულიად უდანაშაულო ხალხი, იძახეს "სიყვარული სიყვარულიაო", სიყვარული მრავალფეროვნებააო და… დათეთქვეს ისინი. რა მოხდა მერე? ჰომოფობია გაქრა ქართველებში? თქვენი აზრით ხვალ რომ დავინახო ქუჩაში მამაკაცი კუჭის წვენს როგორ უსინჯავს მეორე მამაკაცს გულის სიღრმეში არ შევაგინებ? (ჯერ გოგოს და ბიჭის გადამლაშებულ კოცნა-პროშტნას ვერ ვიტან და ახლა საერთოსქესიანების). რომელ მათ ნორმალურობაზე ვსაუბრობთ როცა თვით ცხოველებშიც კი არ არის ერთ სქესიანთა შორის სექსუალური კონტაქტი.
ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა და მერე სიცილიც ამიტყდა ის იყო რომ დავინახე პლაკატი: "სიყვარული სიყვარულია" რა შუაშია სიყვარული? მე მყავს რომ იტყვიან ტრუსიკის მეგობარი, ბიჭია. ერთად ერთ კარავში, ერთ ლეიობზეც ვწოლილვართ და ლიტრობით სისხლიც გაგვიღია ერთმანეთის გადასარჩენად, სიყვარულზე ხომ საუბარიც ზედმეტია, მაგრამ სექსი? ამის წარმოდგენაც კი მზარავს, ისევე როგორც მას.
"სიყვარული და სექსი." მგონი ამის გარჩევა ჩემი მხრიდან ახლა, აქ, ამ ბლოგის ავტორთან და მის მკითხველთან არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს.
განვაგრძოთ. რატომ იყო 17 მაისის მსველობა პიარ კამპანია და მეტი არაფერი? იმიტომ რომ წარმოდიგინეთ სიტუაცია.
მე ვარ თანამშრომელი ამ საზოგადოებისა, მოვიდა ჩემთან ერთი რიგითი ჰომოსექსუალი და მეუბნება: სამსახურს ვერ ვშოულობ იმიტომ რომ ასეთ უმცირესობაში ვარო.
ყველა მართლაც მზრუნველი და ამ ადამიანებზე მოფიქრალი ალბათ მოიქცეოდა: დაუჯდებოდა მას საათობით, გამოკჳთხავდა სად არ მიიღეს, როდის, რატომ, მერე წავიდოდა იმ სამსახურში, აუხსნიდა უფროსს, დაელაპარაკებოდა და ა.შ. მის უფროსს გააგონებდა რომ ესეც ჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ გოგონაა რომელსაც კაცთან სექსს ურჩევნია დაქალთან "სექსი". ესაა და ეს, თორემ სხვა მხრივ ბევრ თქვენს თანამშრომელს აჯობებს საქმით. მოკლედ, გადაყვებოდა ამ ადამიანს.
ჩემი აზრით ასეთი მუშაობა უფრო ნაყოფიერი იქნებოდა იმ "ჰომოსთვის".
ჩვენ რა მივიღეთ.
– უკაცრავად, მე ჰომოსექსუალი ვარ და სამსახურს ვერ ვშოულობ, დამეხმარებით?
– კი ჩვენ 17 მაისს გავაკეთბთ მსვლელობას და მერე მიგიღებენ.
– ჩვენც შემოგიერთდებით.
– რა თქმა უნდა!
მერე მოხდა ის რომ ეს ჰომოსექსუალი თავისი "დამხმარეებით" მითეთქვეს. ის ისევ ეძებს სამსახურს და "იდენტობა" კი პოპულარულდება (ახლა უკვე სხვათაოშორის ჩემს გამოც პოპულარულდება).
……………….
[P.S. ჰომოებად მოხსენიება ვარჩიე რაიმე საერთო სიტყვაში რომ მომექცია ყველანაირი "…სექსუალი" უმცირესოა]
……………….
კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ნამუსიც კაი საქონელიაო ნათქვამია, ეს არაა ჩემი ბლოგი… :) :) :)
მოლი… მადლობა ამ პოსტისთვის… :) :) :)
და ვისურვებდი მუდამ ის გეწეროს რაც ყველას მოგვწონს ა, ბლოგზე. შენი თვალით დანახული Art სივრცე… :)
LikeLike
სათაური, სათაური…
რაც დამავიწყდა… :) :) :)
ჰომოფობია კი არ გვკლავს, ჩვენ ის გვკლავს რომ არ გვინდა ვინმეს ვაწყენინოთ და ვუთხრათ – ეს ცუდია! შენც ისეთივე ცუდი ხარ როცა კაცი გქვია და კაცთან წევხარ, ისევე არ ვარგიხარ როგორც ის მმკ_ს წევრი რომელიც შენ ამის გამო გიტყაპუნებს… და ჯამში ორივე ძალიან ცუდ საქმეს აკეთებთ.
არაფერი არ გვეშველება ვიდრე ყველა თავისთვის, შიგნით, სახლში და გონებაში არ ჩაიკეტება და იქ არ დაიწყებს სიტუაციის მოწესრიგება, დალაგება, გამოსწორებას. ვიდრე არ დაეხმარები შენს თავს, უცნობს, მეზობელს, მეგობარს, დედმამიშვილს ისე რომ არავინ დაინახოს როგორ ეხმარები, მანამდე ტყუილად ვცდილობთ ქვეყანა ავაშენოთ. ჩვენ ვაშენთ მხოლოდ ასე – “ნახეთ ვაშენებთ!” “ნახეთ რა კარგები ვართ.”
LikeLike
არ ვიცი, შენთან როგორ არის საქმე, მთლად ამ კომენტარის მიხედვითაც არ მინდა მსჯელობა, მაგრამ მე, არასოდეს მომრიდებია, ნაგავისთვის ნაგავის, გაუნათლებლისთვის გაუნათლებელის, ხეპრესთვის ხეპრეს, ფაშისტისთვის ფაშისტის და ნაძირალასთვის ნაძირალას დაძახება.
ყველამ საკუთარ თავს რომ მიხედოს, სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირი არ ჩაყოს, არამკითხე მოამბეობას გაეშვას და რაც მთავარია, ქუჩაში ხელკეტი არ იქნიოს – პრობლემათა დიდი უმრავლესობა, უბრალოდ, არ იარსებებდა. მეც ეს მინდა ზუსტად.
LikeLike
“მერე მოხდა ის რომ ეს ჰომოსექსუალი თავისი “დამხმარეებით” მითეთქვეს”
ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამას თუ ვერ ხვდება ვერც მიმთეთქვავი და ვერც ის, ვინც ამ მითეთქვას ლამის სიამაყით აღნიშნავს, უფრო “რთულ” თემებზე, მოქალაქის უფლებებზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, იმაზე, რომ ჰომოსექსუალიზმი დაავადება არ არის, საუბარი, ალბათ, არ ღირს.
აქ საქართველოა, კი. და ეს ჩემი საქართველოც არის. მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ამ სახელმწიფოს ვემსახურები და ძალიან არ მინდა, ვიღაც კონსტიტუციას და კანონს მაშინ არღვევდეს, როცა გაუხარდება.
მე არ ვიცი, Lshisa, შენ აქ რას ელოდი და რას არა. ეს ჩემი ბლოგია და ვწერ იმაზე, რაც მაინტერესებს. ვის რა მოსწონს, ამას ნაკლებად ვითვალისწინებ. ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება.
LikeLike
მეც ეგ არ ვთქვი? რაც მოგვწონს ამ ბლოგზე – ანუ ის რაზეც შენ წერ ხოლმე – Art სივრცე… :) :) ;)
…….
მთავარია კონსტიტუცია, ის კონსტიტუცია რომელიც ევროპამ და მსოფლიო სცნო… :)
იყო ერთი კაცი, იესო ქრისტე, რომელმაც მთელი იმდროინდელი მსოფლიო აზროვნება შეატრიალა და თქვა: “გიყვარდეთ თქვენი მაწყევარნიო.”
დღეს გავიძახით რომ სამყარო ვითარდება და ჩვენ უნდა გავყვეთ ამ განვითარებას, როგორც ტექნოლოგიურს, ისევე ზნეობრივ და საკანონმდებლოს.
მე პირველ კლასში მასწავლეს ანბაბი და მხოლოდ უნივერსიტეტში მესაუბრნენ შავ ხვრელებზე. მუდამ ამით გამოვხატავ ჩემს გაკვირვებას. ნუთუ ქრისტე გიჟი იყო? როგორ საუბრობდა ოცი საუკუნის წინ, ჩვენზე ბევრად განუვითარებელ ხალხში მტრის სიყვარულზე და ჩვენ დღეს ტოლერანტობასა და უბრალოდ განსხვავებულის შემწყნარებლობაზეღა ვსაუბრობთ? :) :) :)
მგონი ასეთ რამეებზე ამბობენ პარადოქსიაო…
და რაც მთავარია “ჰომოფობია გვკლავს!” << უსიყვარულობა გვკლავს ჩემო კარგებო… და სიყვარული რომ დედა რა კარგი ხარ ამას არ ნიშნავს, ეს მემგონი არავისთვის არაა უცხო… :) :) :)
მე კამათს არ ვაპირებ… თუ მეტის დაწერა მინდა კეთილი უნდა ვინებო და ჩემს ბლოგზე დავწერო… :)
აბა, მომავალ, მჯერაბევრადსაინტერესო პოსტებამდე… :)
LikeLike
ჰოდა, მეც ეს ვთქვი – შენ რა მოგწონს, ეს ცალკე თემაა და შენთვის არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის არანაირად მეთქი.
და ისე, “მოგვწონს” ნაცვლად, “მომწონს” უკეთესი არ იქნებოდა? უმჯობესი არ არის, საკუთარი სახელით ისაუბრო? თუ დარწმუნებული ხარ, რომ ამ ბლოგის ყველა მკითხველს ზუსტად შენნაირი პოზიცია აქვს? მე, სიმართლე გითხრა, რაღაც მეეჭვება..
კამათს არც მე ვაპირებ. ოღონდ, ის, რომ “ბევრადსაინტერესო” პოსტებს ელოდები და ეს “ნაკლებსაინტერესო” გგონია, მხოლოდ და მხოლოდ შენი შეფასებაა. მე იმაზე და იმას ვწერ, რაც მე (გამუქებულია) მგონია საინტერესო.
LikeLike
არა… ნადმვილად გეწყინა როცა ჩემი აზრი დავაფიქსირე… :) :) :)
კარგი. მაშინ ასე იყოს… მე ამ ბლოგზე მომწონს პოსტები ხელოვნებაზე.
ბოდიში უნდა მოვიხადო?
არც ამას ვთაკილობ თუკი მოსახდელი მაქვს… :)
ბოდიში შენს და მხოლოდ შენს ინტერესებში თუ ჩავერიე… :) :) :)
LikeLike
რა უნდა მწყენოდა? შენი აზრი გაქვს. ადამიანები განსხვავებულები არიან, შეხედულებებიც განსხვავებული აქვთ, რა პრობლემაა…
მიხარია, ხელოვნებაზე დაწერილი პოსტები რომ მოგწონს. უბრალოდ, მრავლობითი ფორმა გამიკვირდა. მკითხველები, როგორც წესი, კომენტარს საკუთარი სახელით ტოვებენ. კოლექტიური პირველად შემხვდა და ვიკითხე.
ჩემს ინტერესებში არ ჩარეულხარ :) გაჭირდება კომენტარებით ჩემს ინტერესებში ჩარევა :)
LikeLike
უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობაა და მეტი არაფერი ხალხს არ აქვს წარმოდგენა რასთან აქვს საქმე და გაუცნობიერებლის მიმართ შიში კიდო ბუნებრივი რეაქციაა და არანაირად არ მიკვირს. ამასწინათ ერთი ჩემი ნაცნობი ამბობდა (სხვათაშორის აღსანიშნავია რომ საკმაოდ განათლებული – ქვემოთ მოყვანილი ციტატის მიხედვით ასეთი შთაბეჭდილება არ დაგრჩებათ ამიტომაც აღვნიშნე :) ) “ჰომოსექსუალებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს ოღონდ აღლუმს ნუ ატარებენო და ამით ნუ ამაყობენო” :)) ჰოდა რატომ, შენი რა მიდის მეთქი რომ ვკითხე – “რეკლამას უკეთებენო ცხოვრების ასეთ წესსო” ანუ ტიპს გონია რომ გადამდები დაავადებაა რომელიც რეკლამით გადადის და რაღა გასაკვირია რომ პრობლემა ქონდეს? საზოგადოებამ რომ იცოდეს ის რომ ამ ხალხს ასე თავისი სურვილით არ მიუღიათ გადაწყვეტილება – ჰომოსექსუალები ყოფილიყვნენ და რომ ისინ ასეთებად დაიბადნენ, ასევე მათი “გამოსწორება” იგივეა რაც მათ რომ მოსთხოვონ გაჰომოსექსუალება დარწმუნებული ვარ ასეთი რეაქცია აღარ ექნებათ.
LikeLike
ხალხს ასე თავისი სურვილით არ მიუღიათ გადაწყვეტილება – ჰომოსექსუალები ყოფილიყვნენ და რომ ისინ ასეთებად დაიბადნენ << ეს რომელი მეცნიერის დასკვნააა??? ასეთი რამ სად წერია??? ჰომოსექსუალად იბადებიან ხალხნო??????????????????
LikeLike
რა თქმა უნდა, იბადებიან. აბა, თქვენ რა გგონიათ, ერთ მშვენიერ დღეს, საუზმისას ან ტელევიზორის ყურებისას წყვეტენ საკუთარი ორიენტაციის საკითხს?
LikeLike
საუზმისას ან ტელევიზორის ყურებისას? არა მე მგონია რომ უფრო მზესუმზირის ჭამისას… :) :) :)
მერი პოპინსი, კარგად ხუმრობთ… :) ისევე როგორც ის, ნამდვილი მერი პოპინსი…
LikeLike
სამაგიეროდ, შენ მოგდის ზედმეტი.
არა მგონია, პოპინსს ისე ახლოს იცნობდე, ასეთი ტონით საუბარი მისაღები იყოს.
მოდი, ჯერ უცხო ადამიანთან საუბრის ზოგად წესებს გადახედე და მერე მესტუმრე, ოკ?
LikeLike
არ ვიცი ჩემს ტონში რა დაინახეთ “ადამიანთან საუბრის ზოგადი წესებისთვის” მიუღებელი, მაგრამ კომენტარიდან კარგად ჩანდა რომ გამეხუმრნენ “საუზმის ანდა ტელევიზორის ყურებისასო” და მეც ხუმრობით მივუგე, მზესუმზირას ჩამისასთქო…
აქ სხვა ტონი სად იკითხება?
და თუ არ გამეხუმრნენ და ეს ჩემდა დამამცირებლად იყო დაწერილი, თითქოსდა არც ვიცოდე რაზე ვწერდე, რას ვაკრიტიკებდე, ანდა ყოვლად უაზრო შეკითხვებს ვსვამდე, მაშინ მით უფრო სწორად მიპასუხია…
ზედმეტად ბევრი შეურაცხყოფა ხომ არ არის? “განათლების პრობლემა მთავარია აქ” და “მოდი, ჯერ უცხო ადამიანთან საუბრის ზოგად წესებს გადახედე”…
LikeLike
1. ადამიანთან არა. უცხო ადამიანთან.
2. პოპინსს უცნობ კომენტატორებთან საუბრის წესი არ ეშლება და “კარგად ხუმრობო”, თქვენთვის არ უთქვამს.
3. რაც შეეხება იმას, იცით თუ არა, რაზე წერთ, ეს მართლა საეჭვოა.
Scientific and medical understanding is that sexual orientation is not a choice, but rather a complex interplay of biological and environmental factors.
LikeLike
ეს კარგია ინგლისურად რომ დამიწერეთ, ალბათ უფრო დამაჯერებელი იქნება ჩემთვის.
ბოდიში, ერთი შეკითხვა. ეს biologilac factors ცოტა ბუნდოვნად ხომ არ ჟღერს. მე როგორც ზედმეტად გაუნათლებელს ამ სფეროში, უფრო ზუსტად ხომ ვერ მეტყოდით სხეულის რომელი ორგანო აქვს განსხვავებული იმ ახალშობილს რომელიც ხდება “ჰომო….”? და მართლაც, რომელიმე მეცნიერს შეუძლია რომ შეხედოს ერთი დღის ახალშობილს, გაუკეთოს რაიმე ანალიზი და დაადგინოს რომ ის იქნება “ჰომო…”???
თუკი ამბობთ რომ ეს თანდაყოლილი რაღაცაა (ნუ დაავადება არააო და და ამიტომ დავწერ “რაღაცაა”_ს…), მაშ მისი განმასხვავებელი ნიშანიც უნდა ეტყობოდეს ხომ ასეა?
და თუკი ეს ფ ს ი ქ ი კ უ რ ი მდგომარეობაა, ე.ი. აქ environmental factors უფრო მუშაობს და აქ არანაირი “ასეთად დავიბადე” პასუხი გასამართლებელი არ იქნება…
ჰო მართლა, “კარგად ხუმრობო” არც მე მითქვამს – კარგად ხუმრობ”თ”-თქო – ასე დავწერე მგონი… და კიდევ, თქვენი აზრით მისი ფრაზა, უცნობი ადამიანის შეკითხვის აბუჩაგ აგდება არ იყო? რა შუაში იყო ტელევიზორი და საუზმე?
LikeLike
ჰო, “კარგად ხუმრობთ”. აქ მხოლობით-მრავლობითი ფორმა არსს არ ცვლის (წუხანდელი კოლექტიური კომენტარისგან განსხვავებით). ხუმრობა, ასეთი ტონით და ფორმით, შეგიძლიათ, ახლო მეგობარს, ან თუნდაც ნაცნობს მოუწონოთ, თქვენი საქმეა. უცნობთან არ ღირს.
რაც შეეხება ჰომოსექსუალობის თანდაყოლილობას. არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ პოსტი ამ თემაზე არ დაწერილა. სულ სხვა საკითხს ეხება. არც ის აბზაცი დამიწერია მაინცდამაინც თქვენს დასარწმუნებლად. მეტიც, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, ამ საკითხზე თქვენ რა აზრი გექნებათ. სულერთი არ არის ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) გამოხატვის თავისუფლების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიები. პოსტიც ზუსტად ამ პრობლემას განიხილავს.
თუ მაინცდამაინც გაინტერესებთ, რას ნიშნავს გენი და გენური მუტაცია (და არა სხეულის რომელიმე ნაწილი) ინფორმაციას თავადაც იოლად მოიძიებთ.
LikeLike
—–
თ – თქვენობითი მიმართვისთვის მივუწერე და არა მხოლობით-მრავლობითობის გამოსახატავად, მე არ მიკადრებია მერი პოპინსისთვის ბევრი ხართთქო… :) [ახლა გრამატიკაზე თუ უნდა ვიდაოთ, წინასწარ დაგყაბულდებით და ფარხმალს დავყრი, ვინაიდან მე ფილოლოგი არ ვარ].
—–
ეს გავიგე რომ ჩემი აზრი თქვენთვის უმნიშვნელოა, უკვე მესამედ მეუბნებით რომ თქვენ, თქვენვის უცნობი თქვენი მკითხველის აზრი რბილად რომ ვთქვათ არ გაინტერესებთ.
—-
იცის ვიცი პოსტი რასაც ეხებოდა, თუ რაოდენ უგუნურია ჩვენი ქვეყანა როცა უტყაპუნებს გამომსვლელებს. სხვათაშორის ისინი მმკ_ს წევრები ბლოგებზე იშვიათად დაძვრებიან, აი მე კი არაერთხელ მომხვდა მხოლოდ იმიტომ რომ ვერ გავეგებინე რომ საზოგადოება მათი სახით არა რიგით მოქალაქეებს ხედავს, არამედ ქართულ ეკლესიას და სწორედ ამიტომ უნდა მოთოკონ და ცივილურად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები. მიუხედავად იმისა რომ მართლაც საშინელებაა 51_ე სკოლის წინ იძახო სიყვარული სიყვარულია და რა მნიშვნელობა აქვს გოგოსთან გექნება სექსი თუ ბიჭთანო.
—-
იშვიათად ვუყურებ ქართულ ტელეარხებს, იმიტომ რომ ვიღაცის პირად ცხოვრებას მაყურებინებენ სერიალების სახით. ჰოდა, ამას იმიტომ ჰქვია პ ი რ ა დ ი ცხოვრება რომ პირადი უნდა იყოს და არა ს ა ზ ო გ ა დ ო ! ! !
—-
რჩევას გავითვალისწინებ და უფრო განვიმტკიცებ ცოდნას იმის შესახებ რომ “ჰომო…დ” ადამიანი არ იბადება!
—-
მადლობა საინტერესო საუბრებისთვის…
LikeLike
მესამეჯერ იმიტომ ვამბობ, რომ წინა ორს, როგორც ჩანს, ყურადღება არ მიაქციეთ.
ცოდნის განმტკიცება ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო საქმეა და მხოლოდ წაგადგებათ. იოტის ოდენადაც არ დაგაზარალებთ.
მიუხედავად იმისა, თავად პირადს ეძახით, საჯაროდ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება, ჯერჯერობით, ამ ქვეყანაში გარანტირებულია. საბედნიეროდ. (მგონი ამასაც მეოთხედ თუ მეხუთედ ვამბობ).
თქვენ მადლობა საინტერესო საუბრისთვის.
LikeLike
ბიოლოგიური ფაქტორი, ჩემო კარგო, ორგანოს აგებულებას არ გულისხმობს. ამას ანატომია სწავლობს, გასაკვირია, რომ თქვენისთანა განათლებულმა ადამიანმა ეს არ იცის.
LikeLike
ანატომია არის ქვე დისციპლინა მეცნიერება ბიოლოგიისა.
დასანანია რომ არ ვიცოდი… ;)
LikeLike
ბოტანიკაც სხვათა შორის. ოღონდ, ბიოლოგიას თავისი საკითხები აქვს, ანატომიას თავისი და ბოტანიკა თავისი.
LikeLike
აშკარად დასანანია, იმიტომ რომ ადამიანების ორგანოების აგებულებას კონკრეტულადფ ანატომია სწავლობს.
LikeLike
anatomia biologiashi ar shedis?! erterti dargia biologiisa anatomia !!!
LikeLike
და კომენტარები დაკვირვებით რომ წაიკითხო, არ გინდა?
თუ, შენი აზრით, აქაურებმა არ იციან, ანატომია ბიოლოგიის დარგი რომ არის?
LikeLike
მერი პოპინსი ოდესმე ხუმრობდა? ეტყობა, თქვენ სხვა ვერსია გაქვთ წაკითხული.
LikeLike
კი, როცა ბავშვებს ართობდა ხანდახან ხუმრობებსაც უყვებოდა ხოლმე არაა? არ გეკამათებით, იმიტომ რომ მე მერი პოპინსი არ მიწერია სახელად და ასე კარგად არც მახსოვს ბავშობის გასართობი…
სხვათაშორის წაკითხულიც არ მაქვს. უფრო ნანახი, რამდენიმე ვერსია… :)
LikeLike
არც მე მიწერია სახელად, მაგრამ წაკითხული მაქვს. სამაგიეროდ, ისიდორე დგებუაძის “ბალახიანი საძოვრები” არ წამიკითხავს (თუკი ასეთი წიგნი საერთოდ არსებობს) და, შესაბამისად, კამათის დროს არგუმენტად არ ვიშველიებ.
რამდენიმე ვერსიის რა მოგახსენოთ და ერთი ამერიკული და ერთი რუსული კი მაქვს ნანახი და მანდ პოპინსის ხუმრობებს ვერც მე ვიხსენებ.
LikeLike
მე პოპინსის თემას საკამთოდ არც გამოვხმაურებივარ… :)
კარგით… აუცილებად ვეცდები ჩემი მოსაზრება ვიდეო მასალით დავამტკიცო… :)
LikeLike
ეცადეთ.
LikeLike
რატომღაც არ გამკვირვებია.
LikeLike
რომელი წყაროდან ამოიკითხეთ, რომ იბადებიან ასეთებად? იქნებ, გარემო ახდენს მათზე ზემოქმედებას?
LikeLike
გუგლში მოიძიე და თავად ნახავ. დარწმუნებული ვარ, საძიებო სისტემა ჩემთანაც და შენთანაც ერთნაირი წარმატებით მუშაობს.
LikeLike
ჰო, და კიდევ ერთი – მიმართვისას იწერება “მერი პოპინს” და არა “მერი პოპინსი” :)))))))))
LikeLike
აბსოლუტური ჭეშმარიტება! :თავსგიდრეკთთითსვკაკვავ სმაილი: :) :) :)
LikeLike
განათლების პრობლემა მთავარია აქ. არ ვიცი, იქნებ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მაგრამ, რატომღაც, მგონია, თუ განათლებას მოვუვლით, პრობლემაც გადაიჭრება. ყოველი შემთხვევისთვის, ასეთი სავალალო მდგომარეობა აღარ გვექნება.
LikeLike
გაუნათლებელიც გამოვჩნდი… :) :) :) :) :) :)
საოცარია…
ხალხნო… აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სექსზე! ადამიანის ცხოველურ გამოვლინებაზე. ს ე ქ ს ი და არაფერი ამის მეტი. თქვენი აზრით რომელიმე “ჰომო” დაიბადა “ჰომოდ”. ვიდრე სხვათა განათლების პრობლემას ჩავეძიებოდეთ გადავხედოთ გინდათ ნაყოფის გინდათ ახალშობილის სხეულის ჩამოყალიბების პროცესს და მასში “ვნების, პირველადი სექსუალური მოთხოვნილებების გაჩენის მომენტი გამოვყოთ… მეეჭვება სადმე შენიშოთ გადახვევა. გადახრას მხოლოდ გარეშე ფაქტორები განაპირობებენ…
ისე კი, მართლაც დიდი პრობლემაა განათლების მხრივ ჩვენს ქვეყანაში…
პრტყელი სიტყვები და “მე ყველა მიყვარს” მხოლოდ ასეთი სტატუსები… :) :) :) :)
LikeLike
ჰომოსექსუალურ გადახრებს სერიოზული ფსიქოლოგიური დისბალანსი და სეროტონინის ნაკლებობა იწვევს (სხვა რთულ ბიოლოგიურ და გენეტიკურ ფაქტორებთან ერთად, რომლებშიც მე, მართალია, ვერ ვერკვევი, მაგრამ სამაგიეროდ, მსოფლიო სახელის მეცნიერები ერკვევიან და ასე თვლიან). ეს ყველაფერი დილეტანტის დონეზე ვიცი, მაგრამ არ მეგონა, თუ იმის ახსნა იყო საჭირო, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია გასართობი არავისთვის არ გახლავთ. იმ ტაკიმასხარებს თუ არ ჩავთვლით, სხვადასხვა შოუებში ამით თავს რომ იწონებენ, ადამიანებისთვის ეს სერიოზული განსაცდელია და ზოგჯერ ტრაგედიაც.
LikeLike
“ჰომოსექსუალურ გადახრებს სერიოზული ფსიქოლოგიური დისბალანსი და სეროტონინის ნაკლებობა იწვევს”
მერი პოპინს :) ( “ი” აღარ დავწერე) მგონი, აქ ^ ეს კომენტარი არ უნდა დაგეწერათ. აქ ყველა ამტკიცებს რომ ეს არაა გადახრა, (მსვლელობის მონაწილენიც ამასვე ამტკიცებდნენ) ვინაიდან რასაც აქვს გადახრა, იმას აქვს გადმოხრაც ხომ ასეა? :) :) ანუ გადახრა გულისხმობს რომ ნორმალურის მსგავსი არაა და ნუთუ თქვენც ჩემი არ იყოს აცალკევებ ჰომოსექსუალებს ჰორმალური ადამიანებისგან? :) :) :)
“არ მეგონა, თუ იმის ახსნა იყო საჭირო, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია გასართობი არავისთვის არ გახლავთ. იმ ტაკიმასხარებს თუ არ ჩავთვლით, სხვადასხვა შოუებში ამით თავს რომ იწონებენ, ადამიანებისთვის ეს სერიოზული განსაცდელია და ზოგჯერ ტრაგედიაც.” << ეს კი მართლაც არა წარმოადგენს ვინმესთვის ახსნის საჭიროებას. არც ჩემნაიrი "შეუგნებლისთვის" :D :D :D
LikeLike
არც ვაპირებ. გადახრას რაც შეეხება – არ არის აუცილებელია, ამ სიტყვას უარყოფითი კონტექსტი ჰქონდეს. მხოლოდ საყოველთაოდ მიღებული ნორმებიდან გადახვევას ვგულისხმობდი.
LikeLike
“homo” latinuri sityvaa da adamians nishnavs ! nu amoklebt homoseqsuals mxolod “homos” datovebit –verafers ambobs…
LikeLike
რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამ საკითხზე მით უფრო ნერვები მეშლება ადამიანთა მოდგმაზე. მე ნეიტრალური ვარ და ვფიქრობ ყველა ადამიანი თანასწორია და მძულს როდესაც რაიმე ნიშან თვისებით ანსხვავებენ ადამიანებს, გინდა წვრილი თვალებით, კანის ფერით, რელიგიით თუ სექსუალური ორიენტაციით.
LikeLike
მეც ამის თქმა მინდოდა, თამი.
LikeLike
ამ თემაზე უკვე იმდენ ადამიანს “ვეკამათე” რომ მივხვდი, მაშინ როდესაც კამათი რეალურად არაფრამდე მიგიყვანს არ უნდა დაიწყო. სამწუხაროა თუმცა ის რაც პოსტში ახსენე ძალიან ბევრისთვის არა თუ ანბანურ ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს არამედ საერთოდ გაუგებარია, არადა რატომღაც იმედი მქონდა რომ “ფანატიზმის” დონე საქართველოში საგრძნობლად შემცირდა. ყველაზე გამაოგნებელი კი ის იყო რომ ამ ყველაფრის გაგება ჩემ ირგვლივ ზოგ ისეთ ადამიანს გაუჭირდა რომელთა აზრიც ზოგადად საპატივსაცემოა ჩემთვის.
LikeLike
ჰომოფობია, ქსენოფობია, რასიზმი, რელიგიური შეუწყნარებლობა… “აქ რას მოეთრეოდი, შენს ინდოეთში ვერ დაეტეოდი”, “საქართველო მართლმადიდებლებისთვის”, “ვინც მართლმადიდებელი არ არის, ქართველად არ ჩაითვლება”, “ზანგები და ჩინელები მეზიზღება”… ქუჩაში, ტაქსიში, ფეისბუქზე, მაღაზიაში არა ერთხელ და ორჯერ მომისმენია :( არადა, ამით ჩინელს და მუსლიმს კი არა, საკუთარ თავს ვვნებთ.
LikeLike
ზუსტად! სამედიცინო უნივერსიტეტის ინდოელი სტუდენტების მიმართ გამოვლენილი ზიზღის მომსწრე არა ერთხელ ვყოფილვარ. ცოტა ხნის წინ კი ფიზიკურადაც გაუსწორდნენ სრულიად გაუგებარი მიზეზით. ასეთი გაცოფებული მგონი არასოდეს ვყოფილვარ, ნუთუ ასეთი ძნელია იმის გააზრება რომ ეს მთლიანად ქვეყნისთვის არის დიდი ზიანის მომტანი. სიმართლე გითხრა ზოგადად აღლუმებისა თუ აქციების მომხრე იშვიათად ვარ ხოლმე, მით უფრო ნაკლებად ვუჭერ ისეთ განცხადებებს მხარს როგორიცაა “მე საკუთარ თავს რეკლამას ვუკეთებ” და ა.შ. მგონია რომ ეს არა საჭირო მოვლენებს გაუკეთებს პროვოცირებას. სახალხოდ ყვირილი არ მიყვარს არაფრის, ვფიქრობ რომ დალაგებულ სიტუაციას ზუსტად ის გამოხატავს რომ იდეის დასაცავად მსვლელობა არავის სჭირდება. ამასთან უნდა ვაღიარო უშუალოდ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ სამწუხაროდ არ ვფლობ ზუსტ მონაცემებს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლების ჩაგვრასთან დაკავშირებულ ფაქტებზე, ამიტომ მიჭირს მსჯელობა იმაზე თუ რამდენად მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს. მმკ–ს რაც შეეხება ეს ორგანიზაცია განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა არა მხოლოდ ამ ჯგუფის მიმართ და მათი ქმედება ყველა სხვა შემთხვევაშიც საჭიროებს რეაგირებას. თუმცა კონკრეტულად ამ შემთხვევაში განვითარებული მოვლენებისა და შემდგომი რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებ საზოგადოებისთვის ეს ჯერ კიდევ საკმაოდ მწვავე თემას წარმოადგენს. ვგულისხმობ იმას, რომ ეს დაფარული ზიზღის გადმონთხევის მაპროვოცირებელი ფაქტი აღმოჩნდა ისეთი ადამიანების შემთხვევაში რომელთა შეხედულებაზეც ინფორმაციას არ ვფლობდი.
LikeLike
მე ზოგადად ვერ ვიტან ადამიანის შევიწროება-დამცირებას, სულ ერთია, ეს ეთნიკური მიზეზით იქნება თუ რელიგიური, სექსუალური თუ პოლიტიკური ორიენტაციის გამო. ერთნაირ სიმახინჯედ მიმაჩნია ჰეტეროების მიერ ჰომოების ჩაქოლვა, იეღოველისთვის თავში ჯვრის რტყმა, პატიმრის უმოწყალოდ ცემა, ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მოპროტესტეების დარბევა და ასე შემდეგ…ყველა ადამიანს თვითონ აქვს არჩევანის უფლება და სხვას არავინ ჰკითხავს, რა გზას აირჩევს.
LikeLike
სრული ჭეშმარიტებაა. ჩემი უფლება, ვაქნიო ხელი, მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი ცხვირი. და სანამ ამ ცხვირს არ ვეხები, სრული თავისუფლება მაქვს, ვაკეთო ის, რაც სწორად მიმაჩნია. არჩევანის თავისუფლება კი ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი სიკეთე და პრივილეგია მგონია.
LikeLike
ასეც არის. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ იმ ერის შვილებს, რომელთა ენაზეც თავისუფლება ყველაზე ნიჭიერად ჟღერს-“თავის-უფლება”, დავიწყებიათ ამ სიტყვის ნამდვილი არსი…
LikeLike
სამწუხაროდ :(
ტოლერანტობა ქართული სიტყვა არ არის, მაგრამ “ვეფხვის და მოყმის ლექსი” ჩვენი დაწერილია და “იქნება ვეფხვის დედაი ჩემზედ მწარედა სტირისა”-ო, შვილმკვდარ დედას ჩვენ რომ ვათქმევინეთ. კონსტიტუცია რა იყო, არავინ იცოდა. ახლა რა გვეტაკა :(((
LikeLike
მაინც ყველაფერი გონებასთან მიდის… საბოლოოდ ყველაფერი აზროვნებიდან იწყება და აზროვნებასთან ბრუნდება… აქ კი ნამდვილადაა გარღვევა და თავისუფლების აღქმაც იმიტომ გადაჯიშდა, რომ ეს თავისუფლებაც გონებაშია და აზროვნების ნაყოფია.
LikeLike
ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას არც მე ვისურვებ. გული მტკივა, რომ ამ საუკუნეში ჩვენ ისევ, ასეთი პრობლემები გვაქვს :(
LikeLike
ყველაზე უცნაური ის არის, რომ მეოცე საუკუნეშიც და კიდევ უფრო ადრეც, ბევრად ჰუმანურები და ტოლერანტულები ვიყავით.
LikeLike
გუშინდელს აქეთ არ შემოვსულვარ, გადავავლე თვალი კომენტარებს და გაოგნებული ვარ მართლა…
მოწონება და არ მოწონება ყველას პირადი საქმეა, მაგრამ რატომ ვერ ხვდება ეს ხალხი, რომ იმ ყოვლად უღირს ბრბოს, რელიგიის სახელით სრულიად უწყინარ მსვლელობას კეტებს ურტყამს, მოთოკვა სჭირდება, იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება რომელიმე ჩვენგანის ცხოვრების წესი არ მოეწონოს, ნებისმიერი მოტივით… იყავი შენი თავის ბატონ-პატრონი შენსავე სივრცეში და აცალე სხვას, ასევე მოიქცეს :(
LikeLike
“იყავი შენი თავის ბატონ-პატრონი შენსავე სივრცეში და აცალე სხვას, ასევე მოიქცეს” << სრული ჭეშმარიტება!!!
"შენსავე სივრცეში" და არა ქუჩაში სადა ასე "შეუგნებელნი" სავარაუდოდ ხელკეტებით გაგისწორდებიან…
LikeLike
ჰოდა, ხელკეტიანებისთვის არსებობს პოლიცია და დღეს თუ გაუვიდათ, იმას არ ნიშნავს, რომ ხვალაც გაუვათ და ზეგაც.
და რუსთაველის გამზირი, თბილისი და საქართველო ხელკეტიანებისთვის არავის უბოძებია. ქუჩა (და არა მარტო ქუჩა) საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბრად ეკუთვნის.
LikeLike
“ქუჩა (და არა მარტო ქუჩა) საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბრად ეკუთვნის.” << ჰოდა, მე ჩემს წილ სიმშვიდეს ვითხოვ…
არ მინდა ვიღაცამ ჩამიაროს ტრანსფარანტებით და იძახოს მიშა გადადექი ან ეს მთავრობა რა კარგია, დავხოცოთ ჰომოსექსუალები ან გავაპოპულარულოთ ისინი…
მოდი გაუფრთხილდნენ ჩემს სიმშვიდესაც…
და თუ მე არ ვიქცევ ყურადღებას ქუჩაში და არ ვეწევი საკუთარი თავის პოპულარიზაციას, ვიღაცის გადაღლილ დღეს არ ვღლი ჩემზე ნერვების შლით ანდა ფიქრით, ნურც ნურავი გამოვა და ნუ დაიწყებს საკუთარი თავის (და არა მარტო) ქებას… ამისთვის არსებობს ადგილები სადაც შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია… აი, თუ არ მინდა იქ არ მივალ. მაგრამ სადაც ძალაუნებურად უნდა გავიარო, იქ მოდით ყველა ყველას მოუფრთხილდეს რა…
არც ვიცი ვის როგორ, მაგრამ მე ამ თემაზე ფიქრმა უკვე ძალიან დიდი დრო დამაკარგვინა…
ახლა ნუ მეტყვი თვალი დაგეხუჭა და ყურადღება არ მიგექციაო.
როცა ტელეფონზე თუნდაც არასასურველი სმს მოდის, იმას ყველა კითხულობს და მხოლოდ ამის შემდეგ შლის… მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და მოვითხოვ ყველანაირი ასეთი "გამათავისუფლებელი" მოძრაობებისგან იზოლირებას, რომ ჩემი სიმშვიდე არ დაირღვეს.
"ვაკეთოთ ყველამ ჩვენი საქმე ოღონ პირები მოვკუმოთ და ნუ გადავაჭამთ ერთმანეთს თავს – ნახეთ რა კარგები ვართ"!!!
LikeLike
“არ მინდა ვიღაცამ ჩამიაროს ტრანსფარანტებით და იძახოს მიშა გადადექი ან ეს მთავრობა რა კარგია, დავხოცოთ ჰომოსექსუალები ან გავაპოპულარულოთ ისინი…”
საბედნიეროდ, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ერთი ადამიანის მინდა-არმინდაზე არ არის დამოკიდებული, კანონით და კონსტიტუციით არის გარანტირებული და ყველას აქვს უფლება, კანონით დადგენილ ფარგლებში, იქ გაიაროს, სადაც საჭიროდ ჩათვლის და საკუთარი მოთხოვნებიც თამამად დააფიქსიროს.
LikeLike
აჰა, აქამდე ისეთი სათნოებით აღსავსე გამოსველბს ვკითხულობდი, “რომ ჩვენთვის თითოეული ჰომოსექსუალი საყვარელია და მისი აზრი მნიშვნელოვანი, მისი სიმშვიდე, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი ინტეგრირება თანამედროვე საზოგადოების და კანონმდებლობის მოთხოვნაა!!! თუკი გვინდა რომ თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი გავხდეთ უნდა დავივიწყოთ ჰომოფობია!!!”ი და ახლა ერთ, რიგითი, ნორმალური ორიენტაციის ადამიანის აზრი, რომელმაც საკუთარი პროტესტი გამოთქვა როცა მას გადაუარეს და სიმყუდროვე დაურღვიეს ჯერ “მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეებმა და მერე მათზედ გამწარებულმა ხელკეტიანმა გიჟებმა”, უცბად მიუღებელი აღმოჩნდა ამ “თანამდეროვე” საზოგადოების მოთხოვნებისთვის? :)
კანონმდებლობა უზენაესია! ნუ უბრალოდ იქ ადამიანები ფეხებზე ჰკიდიათ? :) :) :)
LikeLike
თქვენი მყუდროების დარღვევის გამო, სხვისი კანონიერი უფლება უნდა შევზღუდოთ? თუ ქუჩა მხოლოდ თქვენია? იქნებ, შინ მოგივარდათ ვინმე და საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობა დაგირღვიათ?
LikeLike
და კაცო, ეს კანონი ჩემთვის არაა?
რითია ის ჩემზე მეტი როცა ჩემს კანონიერ უფლებას არღვევს? თუ მე არ მაქვს კანონით უფლება სიმშვიდისა? და რა გგონიათ მარტო ჩემი ახირებაა ეეს? რამდენი ადამიანი მოცდა იმაზე ფიქრით და წერით რომ იმ დღეს ან საშინელება გააკეთა მმკ_მ ან კიდე იდენტობა არასწორად მოიქცა.
კიდევ ვიმეორებ, როცა არასასურველი ინფორმაცია მოდის, მაც მაინც ვიღებთ, იმიტომ რომ ძალაუნებურად შემოდის აზროვნებაში. და მე არ მინდა ვიღაცამ თავისი აზრები მომახვიოს.
და კიდევ ვიმეორებ. თუ ვინმეს ნამდვილი დახმარება უნდა იმ ადამიანების რომელთაც თავიანთი პირადი გადახრების გამო ვინმე სახლში უვარდება, მე კი არ უნდა მასმენინოს რომ “ჰომოფობიით” ვარ დაავადებული, იმ მოძალადეს და “სახლშიშემვარდნელს” აუხსნად და გააგებინოს რომ “ჰომო…ობა” შავი ჭირი არაა და ის არ კლავს ადამიანს!
აი, ესაა ნამდვილი დახმარება და ადამიანების გვერდში დგომა,
და არა ის პოპულიზმი რაც 17 მაისს მოხდა…
LikeLike
ეს რაღაც ახალია უფლებათა და თავისუფლებათა სისტემაში.
საჯარო შეკრება მყუდროებას არღვევს და ამისთვის საჯარო შეკრება და მანიფესტაცია უნდა აიკრძალოს? და რომელ კანონიერ უფლებას გულისხმობთ? ოღონდ, თუ შეიძლება, კანონის მუხლი მიუთითეთ. დაახლოებით მაინც.
LikeLike
აჰა… ყველა თავისი კოზირით საუბრობს?
მე საერთოდ არ ვიცი კანონმდებლობა. უბრალო, ადამიანური, ზნეობრივი, ყოველდღიური კანონებით ვცხოვრობ და ჯერ არასდროს დამჭირვებია ჩამეხედა კონსტიტუციაში. და საერთოდ დაწერილი კანონების სამყაროში, ვინაიდან ვინაიდან ვცხოვრობ სწორედ ზემო ნათქვამი თავისუფლებით და ვცდილობ ჩემი თავის ფლობას, რითიც არასოდეს ვიჭრები სხვის სივრცეში…
ძალიან ცუდია თუ არაფერი წერია კანონმდებლობაში იმის შესახებ, რომ ადამიანთა ყოველდღიური მშვიდი ცხოვრების ხელყოფის უფლება არავის აქვს… :) :( :( გულწრფელად მწყდება გული. და რადგან ქუჩა ჰქვია, იქ ვისაც როგორ უნდა და რაც უნდა ის არ უნდა აკეთოს. თუ ამაზე არაფერს გვამცნობს კონსტიტუცია, მიტომაა ეს ქვეყანა კარგად რომ მიდის… :)
LikeLike
მე ამ ბლოგზე კონსტიტუციას და კანონს ძალიან იშვიათად ვახსენებ ხოლმე. პროფესიის და სპეციალობის გარდა, სხვა “კოზირებიც” გამაჩნია.
კონსტიტუციასა და შესაბამის კანონებში ყველაფერი წერია. მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის წესები და რეგლამენტი, შემზღუდველი და დამავალდებულებელი დებულებები, მაგრამ არსად, არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში “მყუდროების დარღვევა” მანიფესტაციის ორგანიზების დამაბრკოლებელ გარემოებად არ ითვლება. ადამიანის უფლება, საკუთარ სახელმწიფოში, ქუჩაში გამოვიდეს და სათქმელი ხმამაღლა თქვას, მყუდროებაზე უფლებაზე მეტია.
LikeLike
ჰოოოო… არ მაქვს უფლება არ დაგიჯეროთ – არ ვიცი და იმიტომ.
მაგრამ მე მაინც მგონია რომ სულ ერთია, ადამიანს სახლში შეუვარდები და მილეწ-მოულეწავ მადონას სერვისს და თავად მას ხელს არ ახლებ, თუ ისეთ ფსიქიკურ მდგომარეობაში ჩააგდებ შენი გაუაზრებელი და “საყოველთაოდსასურველი” ქმედებით რომ უბრალოდ ფიქრისა და ბრაზისგან “გაარეკინებ”… რავიცი აბა…
არც აზდაკი აღარაა ჩვენს ქვეყანაში რომ განსაჯოს…
მოკლედ, თემიდან ძააააააააალაინ შორს რომ არ წავიდეთ, მომავალ პოსტებამდე!
LikeLike
არადა, ზუსტად ახლა ვიყავით ძალიან ახლოს თემასთან.
სახლში შევარდნა და ქუჩის მანიფესტაცია ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება, რადგან სახლი თქვენი (ჩემი, გოგის, ნუნუს) საცხოვრებელია და ხელშეუხებლობა გარანტირებულია.
ქუჩა თქვენ, მე, გოგის და ნუნუს ერთნაირად გვეკუთვნის და თუ ნუნუს არ მოსწონს, რუსთაველზე ხმაურით და სკანდირებით რომ დავიარებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქმედება უკანონოა. (რა თქმა უნდა, თავად ჩვენ არ უნდა ვარღვევდეთ კანონს, არ ვამსხვრევდეთ ვიტრინებს, არ ვცემდეთ გამვლელებს და ასე შემდეგ).
კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით – სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.
LikeLike
chemi myudroebac xom chemi uflebaa da ratom unda shemizgudon?! e.i. chems uflebas tu homoseqsuali shemizgudavs es sapatioa ?
LikeLike
რითი შეგიზღუდა?
LikeLike
me arasodes shevswrebivar mag demonstracias, magram lshisa-s gamovexmaure. yvelaferi pirovnebebamde da konkretul shemtxvevebamde ratom dagyavs? ubralod, lshisa-s azri gavagrdzele…
LikeLike
zogadad vtqvi…
LikeLike
ოკი. ლშიშას კითხვას პასუხი ოდნავ ქვემოთ კი გაეცა (თან, არაერთხელ) მაგრამ კიდევ გავიმეორებ – გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი მანიფესტაციის გამართვის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. საგამონაკლისო ნორმებსაც კანონი ადგენს და კანონი ასეთ საგამონაკლისო შემთხვევად კონკრეტული მოქალაქის მყუდროების დარღვევას არ ითვალისწინებს.
LikeLike
პირველი ნაწილი ვერ გაიგე??? :)
ხელკეტებით გასწორება არის თვითნებობა, სისხლის სამართლის დანაშაული და სხვისი უფლებების შელახვა…
“სივრცე” პირდაპირი გაგებით არ მიგულისხმია, ქუჩა და სახელმწიფო ყველა ჩვენგანის სივრცეა. მე ის სივრცე ვიგულისხმე, სადაც ყველა ადამიანს აქვს უფლება, მოითხოვოს თავისი პირადი ცხოვრების პატივისცემა, მათ შორის, ქუჩაშიც და მათ შორის, “შეუგნებლებისგანაც”…
LikeLike
რა ძალიან კარგი ქენი ამ თემას რომ შეეხე მოლი, შენისთანა ბლოგერის აზრი და პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, რა იცი რამდენ ადამიანს მოაქცევ <3
LikeLike
ამ თემას უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი, იაკო. ეს ადამიანთა ერთი კონკრეტული ჯგუფის პრობლემა არ არის.ყველას პრობლემაა. დღეს რომ სხვას ურტყამენ, ხვალ მე აღმოვჩნდები რაღაცით განსხვავებული და ჩემთანაც მოვლენ.
LikeLike
მოლი, დიდი მადლობა ასეთი გულიანი გამოქომაგებისთვის, თუმცა ოპონენტებთან დავა არასოდეს გამჭირვებია, მით უმეტეს, როცა მეორე მხარე აშკარად ცდება :))))))))))
LikeLike
ვიცი, რომ არასოდეს გაგჭირვებია, მერი, მაგრამ აქაურობის მასპინძელი მაინც მე ვარ და დისკუსიის მოდერაციაც ჩემი მოვალეობაა. უადგილო ფამილარობა ძალიან არ მომწონს.
LikeLike
მადლობის მეტი რა მეთქმის :)
LikeLike
რას ამბობ, რისი მადლობა…
LikeLike
კომენტარები წავიკითხე და გადავირიე :)
მაგრამ მარტო კომენტარები არ მრევს მე. ჩემ ირგვლივ, ისეთ ხალხს ვერ გავაგებინე მარტივი ჭეშმარიტება რომ… “ყველამ თავის საქმეს მიხედოს”. რა არის ამაში რთული.
ნებისმიერი ჰომო თუ ბი სექსუალი, რომელიც დგას ტრანსფარანტით და ზედ უწერია- სიყვარული სიყვარულია, ან რავიცი ნებისმიერი რითაც მაგებინებს რომ ისიც ჩემნაირი ადამიანია- რატომ უნდა მივიღო ეს მისი არატრადიციული ორიენტაციის რეკლამად. თუნდაც სატელევიზიო გადაცემა, თუნდაც რადიო, პრესა- რომელიც წერს რომ ისიც ადამიანია,
მერე რა რო კაცთან წევს ან ქალი ქალთანო. ეს რეკლამა რატომაა? შე კაი ადამიანო, რომ მოგცა ღმერთმა გონება, იმას განსჯის უნარი ხომ მოყვა? არ მოგწონს? ნუ გააკეთებ. ვინ გითხრა ეს კაია და ესე ქენიო. კაცი თუ კაცთან წევს, შენ დაგაძალა ვინმემ? ეხლა რაც არ უნდა უკიჟინონ ტელევიზორში ქალებს გადასარევი სექსი აქვთო, მე წავალ და ქალთან დავწვები? რატომ, მე თუ არ მომწონს, არ მეპარება ეჭვი საკუთარ ორიენტაციაში, ჩემი პრინციპები მაქვს, ჩემი ხედვა მაქვს… ვიღაცის გამოსვლა აზრს შემაცვლევინებს? ვერა. ამ ადამიანის მიზანი პიარი და რეკლამა კი არაა, არამედ ის რომ მე ისეთი ხელი და ფეხი მაბია როგირც შენო, მეც ისეთი ცხვირი და ტვინი მაქვს როგორიც შენო და იმის გამო რომ ჩემივე სქესის ადამიანი მომწონს, ნუ გეზიზღებიო. ნუ მართმევ უფლებას ვიმუშაო, ვისწავლო და ქვეყანას გამოვადგე, ან უბრალოდ ქუჩაში მშვიდად გავიაროო. ძნელია ამის გაგება?
ვინმემ მიპასუხოს, ჰომოსექსუალობა რომ არჩევანი იყოს, რომელი ჭკუათმყოფელი აირჩევდა ამას, მითუმეტეს საქართველოში. დოგმების და კომპლექსების სამოთხეში. არავინ. გადახედეთ ნებისმიერ სამედიცინო ლიტერატურას, სადაც გარკვევით წერია რომ ეს არაა არჩევანი. როგორც ზანგი იბადება ზანგად და ამას არაფერი ეშველება, ისე იბადება ვიღაცა ჰომოსექსუალად და ამას არაფერი ეშველება. ასეთი ადამიანები რაც კაცთა მოდგმა შეიქმნა, მას შემდეგ არსებობენ. ამის გამო მძულდეს?
ჰომოფობიის შინაარსიც არასწორად ესმის ბევრს. არ ვარ ჰომოფობი- არ ნიშნავს მომწონს , ვიღებ ან ვაპიარებ ჰომოსექსუალიზმს. არ ვარ ჰომოფობი ნიშნავს- არ მეზიზღება რიგითი ადამიანი მისი სექსუალური სურვილების გამო.
რაღა შორს წავიდე, ქუჩაში რომ დაინახონ ბიჭი, რომელსაც ვთქვათ აშკარად ისე აცვია, როგორც გეის, ”ქართველი მუჟიკი” რისი ქართველია თუ არ მიაგინა. და რო კითხავ, რატო აგინებ რა დაგიშავაო. პასუხია ” შეხედე, ესეც კაცია და მეც? ამის დედა……” ვინ გკითხავს! ვინ გეკითხება შენ ის რას ჩაიცვამს, რა მოეწონება, ვინ მოეწონება. შენ თავს მიხედე რა. შენ რო კაცი ხარ და გოგო მოგწონს, მოვიდა გეი და გითხრა ნუ მოგწონს, კაცები ჯობიაო? არა? მაშინ მითხარით, ვინ ვის რა მოახვია თავზე. ვერც ვერავინ მომახვევს კიდევ თუ მე არ მინდა.
ვსო მოვრჩი :) მადლობა ყურადღებისთვის :))))
LikeLike
მადლობა შენ, ჭიამაია :)
ასე კარგად და ამაზე გასაგებად მე ნამდვილად ვერ დავწერდი. ოღონდ, თუ გაგება არ გინდა, მაინც ვერ გაიგებ. სამწუხაროდ.
LikeLike
არა მოლი, შენი სათქმელი გადასარევად თქვი. უბრალოდ, მართალი ხარ- თუ არ უნდა გაგება არ გაიგებს.
LikeLike
ჭიამაია გამარჯობა…
ერთხელ უკვე გამოვემშვიდობე ამ პოსტს, მაგრამ საბედნიეროდ რამდენიმე თვის წინ Follow_ს დავაჭირე და კომენტარებიც მოდის… :)
ე.ი. უკვე მერამდენე ადამიანი ამტკიცებს ამ ბლოგზე იმას რომ სომოსექსუალობა არჩევანი არაა და ეს მას დაბადებიდან დაჰყვა.
გეთანხმები რომ არჩევანი არაა, ისევე როგორც ბებიაჩემს არ აურჩევია რომ ხელჯოხებით ევლო, მაგრამ ფეხი მოიტეხა, მერე თაბაშირში ჩადებაზე და სწორად დაფიქსირებაზე უარი განაცხადა და ახლა სხვა გზა აღარ აქვს და ძლივს-ძლიობით დადის (თუ სიარული ჰქვია).
ზანგს მართლაც რომ ვერ გაათეთრებ… ერთი ვარიანტია რომ შეღებო. მაგრამ როგორც მერი პოპინსმა თქვა რომ “ჰომოსექსუალურ გადახრებს სერიოზული ფსიქოლოგიური დისბალანსი და სეროტონინის ნაკლებობა იწვევს” ამ პრობლემის გადაჭრა კი ალბათ თანამედროვე მედიცინას უნდა შეეძლოს (საქმეა მხოლოდ სურვილი) და ამის გარდა, მე აქამდე არ მიხსენებია და არც ვაპირებდი ამაზე საუბარს მაგრამ ქრისტიანული კულტურა (საიდანაც საერთოდ აითვისა დასავლურმა, ცივილიზებულმა სამყარომ უზენაესი და “განსხვავებულის” მიმართ სიყვარული) იცნობს ასეთ ფაქტებს როცა ეს “დაბადებიდანჰომო…” განიკურნა, არა ხელის დადებით და ზეგარდმო სასწაულებით, არამედ სწორი მკურნალობით.
იყო დრო როცა ნარკომანებსაც არავინ თვლიდა ადამიანებად და არავინ კურნავდა მათ, მაგრამ მონასტრებში მათზე მკურნალობამ დიდი შედეგი გამოიღო.
—-
არ ვიცი აქ ვის რა შთაბეჭდილება დარჩა ჩემზე, ზოგმა გაუნათლებელი ხარო, ზოგმა საუბრის კულტურა არ გაგაჩნიაო, ზოგმა შეუგნებელი ხარო, (და მერე ამ შეუგნებელს ასწავლჳთ შეურაცხყოფის გარეშე მიიღოს სხვისი აზრი და ა.შ.? :) :) :) ) მაგრამ თუ გინდათ შეგეჯიბრებით საქმით!!! ადამიანის პატივისცემაში ანდა მათდამი ზრუნვასა და სიყვარულში, იქნება ეს ჰომო თუ ბი სექსუალი.
მაგრამ არასოდეს არ გამოვალ და მხოლოდ იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში დემოკრატიაა, მსოფლიოს არ გავაგონებ – აი, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ რომლის ერთ-ერთი ნიშაც სწორედ ისაა რომ აქაც ნებადართულია ასეთი მსვლელობები.
დღესაც ამაზე ვსაუბრობდი ლექციის მსველობისას – გლობალიზაციის პროცესს მივესალმები, მაგრამ ამ პროცესში გამოიყოფა კულტურის მენტალობის გლობალიზაციაც (რომელიც თავისთავში მოიცავს მენტალურ გლობალიზაციასაც), რაც სრული საშინელებაა. ნუთუ მართლა ვერ ხედავთ რომ ქართველის კულტურაში და მენტალობაში ჰომოსექსუალობა არ ჯდება??? და რატომ გინდათ რომ ჩასვათ?
ყ ვ ე ლ ა მ იცოდა რა შედეგიც მოჰყვებოდა იმ მსვლელობას… ყველამ იცოდა რომ გააპროტესტებდა რუსთაველის მეტროსთან სახინკლიდან გამოსული გრადუსიანი ქართველი და გააპროტესტებდა მუშტით, მაგრამ არა! მაინც უნდა გავაკეთოთ. ამას პროტესტი გამოვთქვი ამ საიტზე როცა პირველი კომენტარი გავაკეთე… საქმე უნდა ვაკეთოთ დაფარულად და არა ასე, ყველას გასაგონად რომ აი, სიყვარული სიყვარულია.
მე რაც დავწერე მგონი გასაგებად დავწერე. ეს ტრანსფარანტი შელამაზებაა იმისა რაც არის სექსი და სექსუალური კავშირი და არა სიყვარული.
“იგი სხვაა სიძვა სხვაა შუა უზის დიდი ზღვარიო” იმ დალოცვილმა ხომ დაწერა არა? რად უნდა ამას ქრისტიანული ზნეობა? :) :) :)
მოკლედ, მე ვიცი თქვენ რაზეც გტიკვათ გული, რომ ასე მოექცნენ მათ. სხვათაშორის ერთ-ერთი დათეთქვილთაგანი ჩემი მეგობარია და დღეს ხელშეხვეული რომ ვნახე მეც დამწყდა გული, მაგრამ მოდით რა თქვენც შეხედეთ რეალობას. სოკრატე ამბობდა როგორ გავიგო ადამიანი როდის აკეთებს სიკეთესო? იმიტომ რომ შესაძლოა გარეგნულად კეთილია მაგრამ შიგნით საშინელება უტრიალებსო, ანდა პირიქით, გარეთ ჩხუბობს მაგრამ როცა დრო მოვა კეთილს გააკეთებს იმიტომ რომ შინაგანად კეთილიაო. (ციტირებაა არაა და ლინკს ნუ მომთხოვთ, შინაარსი გადმოვეცი)
აქ კი ცხადი იყო რისთვის კეთდებოდა ეს მსვლელობა.
—–
ჭიამაია, შენ წერ მე თუ არ მინდა არ გავაკეთებ იმას რაც ჩემთვის მიუღებელიაო.
ჭიამაია, შენ დაიბადე და გაიზარდე ისეთ გარემოში სადაც ეს ზოგადი ადამიანის “ზოგადგასანორმალურებელი” ცოვრება თავისით მიედინებოდა. ფსიქოლოგია ურთულესი მეცნიერებაა სადაც იმაზეც კი საუბრობენ რომ ადამიანს თვით გემოვნება გარემოდან გამომდინარე უვითარდება, ადამიანში რუტინული ქმედებების როგორობასაც კი შეიძლება სხვა ადამიანები განაპირობებდნენ თავიანთი არამიზნობრივი ქმედებებით.
(ამიტომაა რომ საშინლად ვებრძვი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ბავშვები არიან სარესტორნო მუსიკას!!!)
და ახლა შენ ამბობ თუ გინდა ნუ გააკეთებ და თუ გინდა გააკეთეო.
ასე არ არის ჩემო კარგო… აქამდე მისასვლელად უნდა შემეძლოს გავარჩიო კარგი და ცუდი, და სამწუხაროდ ადამიანის მონაპოვარი კარგი და ცუდის გარჩევა დღეს აღარავის ადარდებს.
ყველაფერი მისაღებია!
ჰოდა იყოს… მე ვერაფერს შევცვლი სამწუხაროდ.
სამკალის მომენტში მეც ვზარალდები უბრალოდ, ესაა და ეს.
კიდევ ბევრი დაწერა მინდა, მაგრამ მართლა არ აქვს მგონი აზრი, იმიტომ რომ ეს უკვე მოხდა და ჩემი ლაპარაკი ვერაფერს ვერ შეცვლის როცა ერთმა ადამიანმაც კი არ გამოხატა თავისი აზრი (ცივილურად, წერით-საუბრით-არგუმენტით) რომ ეს მსვლელობა არც კი უნდა გამართულიყო.
ააშენეთ დემოკრატია!
მთავარია ევროპის ნაწილი გავხდეთ თორემ ჩვენი “შაშინელი” კულტურა ვის რა ჭირად უნდა…
უკვე მოგვბეზრდა ეს ქართული სუფრაც, სიმღერაც და ა.შ. ჭირსაც წაუღია.
არადა ბლოგის ფონი ისეთი მრავალფეროვანია რომ ასეთ ერთფეროვან მსოფლიოში სადაც მენტალური კულტურა წასასლელი ყოფილა, ასეთი ფერები ნამეტანი დააჭყიტებს…
LikeLike
არა უშავს. რამდენჯერაც გესიამოვნებათ, იმდენჯერ გამოემშვიდობეთ. რა პრობლემაა.
LikeLike
მეც იმას ვამბობ რომ გონება რომ გაქვს, ცუდის და კარგის გარჩევა უნდა შეძლო. ეს ერთი.
“განსაკურნად” რომ გაუშვა მაშინ მას დაავადებული უნდა უწოდო. მე ასეთ ადამიანებს ავადმყოფებად არ მივიჩნევ. საკუთარი სექსუალური ფანტაზიები/მიდრეკილებები/გადახრები თუ რაც ეწოდება, ყველას თავისთვის ჰქონდეს. საწოლში. მე ამით არ ვწუხდები. არც არავინ მოდის და მაწუხებს. არც იმ გამოსვლას შევუწუხებივარ. პირველ რიგში იმიტომ რომ ეს არ იყო “აღლუმი” და და ფერად საცვალში გამოწყობილი უკანალი არავის უქნევია აგერ ვარ და მიყურეთო ( ასეთი გამოსვლა გულწრფელად არ მომეწონებოდა და ყველა ჩემი ლიბერალური შეხედულების მიუხედავად დავგმობდი, ჰეტერო იქნება ეს თუ ჰომო, სულერთია არავისგან მომეწონება) მერე, იმიტომ რომ ეს იყო გამოსვლა ჰომოფობიის წინააღდეგ და არა რაიმე განსხვავებული ორიენტაციის რეკლამა/პიარი. ჰომოფობებისგან კი სწორედ ეს უმცირესობები “იჩაგრებიან” და მათ აქვთ ყველაზე მეტად საწუწუნო, იმიტომაც იყო იქ ამდენი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი.
რელიგია და ქართველობა, არავისგან მესწავლება. აქტიური მრევლიც ვიყავი, ეხლა უბრალოდ მართლა ვეღარ ვახერხებ ხშირად სიარულს. მარხვებსაც ვინახავ, მოძღვარიც მყავს და ბრმად არ მაწმს ის, რისიც მწამს. ჰოდა, ჩემმა რწმენამ ადამიანთა მოდგმის სიყვარული მასწავლა, მათი ინტერესების მიუხედავად. ვერ დამარწმუნებ რომ იქ ხელკეტებით მივარდნილთაგან რომელიმე ჩემზე მეტი ქართველია, ან ჩემზე მეტად “მორწმუნე” ან ჩემზე მეტად “მორალური”. უბრალოდ, მარტივია : რომელ მართმადიდებელ ქრისტიანობაზე დებს თავს ის, ვინც უდანაშაულო ადამიანებს საკუთარი შეხედულების ღიად გამოხატვისთვის ურტყამს, იგინება, იფურთხება… ბიბლიაში წერია თუ სად , რომ ჩვენგან განსხვავებულებს უნდა ვურტყათ, ან მათი აზრი უნდა დავგმოთ და ვეცადოთ შემოვაბრუნოთ “ნათლისაკენ” ხელკეტებით. წერია ეს სადმე?
ნარკომანია აქ ცოტა არასწორი შედარებაა. ნარკოტიკზე თავის დანებებით არავინ კვდება, ნარკომანობით კვდებიან. მეც მჯერა რომ ნარკომანია განკურნებადია. აქ მიზანი თამაშობს დიდ როლს,ასევე ნებისყოფა და ყველაფერი გამოვა. რა თქმა უნდა შეგიძლია გეიც წაიყვანო მონასტერში , მაგრამ იქ ისე ვერ “განკურნავ” როგორც ნარკომანს. მაქსიმუმ იმდენს მიაღწიო საკუთარი ვნებების დათრგუნვა ასწავლო, მაგრამ ვერ აიძულებ ქალი მოეწონოს.
აქვე კიდევ იმას გეტყვი რომ რომ ქართველობასა და ქრისტიანობაში ლგბტ-ს “ჩაკვეხებას” არავინ ცდილობს. არც იმის მტკიცებას რომ ეს კარგია და მისაბაძი. არც ევროპელებისგან მოგვიპარავს “ჰომოსექსუალობა”. ასეთი ხალხი სულ არსებობდა. მაგრამ იმალებოდა. ეხლა შეიძლება მითხრა, იმიტომ იმალებოდა რომ სასირცხვილო იყოო, მაგრამ ასე არაა. ვის ვისთან მოსწონს საწოლში ეს არაა სხვისი განსახილველი რა. მთავარი ადამიანობაა და ეს ყველას ავიწყდება. როცა შენივე სქესის ადამიანი მოგწონს, ამაში კარგი არაფერია. მე ასე მგონია. მაგრამ ისიც ადამიანია!! აქ ესაა მთავარი ჩემი აზრით. კაცი მოსწონს თუ ქალი, ადამიანია და მასაც აქვს ღირებულებები, ინტერესები და მიზნები. ისიც იმსახურებს ჰქონდეს სამსახური, მიიღოს განათლება, ჩაიცვას ვარდისფერი შარვალი და ამის გამო არავინ გაკიცხოს. შენგან მხოლოდ იმით განსხვავდება რომ თავისივე სქესის ადამიანი მოსწონს, უბრალოდ გაიგეთ რომ “ჰომოსექსუალიზმს” არ აპიარებდნენ 17 მაისს.
LikeLike
ჰეტერო რომ იყოს უმცირესობაში და შენ რომ კარგავდე სამსახურს იმის გამო რომ ჰეტერო ხარ, ან ვიღაც გაგინებდეს ქუჩაში, მაინტერესებს არ გამოხვალ? არ დადგები 2 მეტრიანი პლაკატით და არ იყვირებ : ხალხო, მეც ადამიანი ვარ და მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარო? რომ გდევნიდნენ შენც იტყოდი ყველამ თავის საქმეს მიხედოსო.
LikeLike
ვფიქრობ უკვე გიპასუხე ამაზე და ზემოდაც დავწერე.
როცა იცი რომ პირველი კლასის მასწავლებელი ხარ, არ უნდა ესაუბრო ბავშვებს შავ ხვრელებზე. არაა მზად ქართული საზოგადოება ამ ჰომოების მიღების და რატომ არ ვიგებთ ამას?
ამიტომ დავწრე რომ თუკი მართლა გული შესტკიოდათ ასეთ გადახრილ ადამიანებზე რომ ისინი ვერ საქმდებიან, ვერ სწავლობენ… ქუჩაში კი არ უნდა გამოხვიდე და იყვირო თქვე ჰომოფობიით ავადმყოფებოო, უნდა მიხვიდე თითოეულის უფროსთან, თითოეულისთვის მისაღებ ვაკანსიის გამომქვეყნებელთან და მას აუხსნა რომ “ჰომო…ბა” არ ნიშნავს რომ ის არ ვარგა საქმეში, მეგობრობაში, სწავლაში და ა.შ.
კეთილი საქმე ესაა… მე ყოველშემთხვევაში ასე მსმენია და რავიცი…
მაგრამ ამის წერასაც არ აქვს აზრი.
ერთხელ ერთ სტატიაში დავწერე: ტყუილად ცდილობ სიტყვით რამე შეცვალო ადამიანებში, შეიცვალე შენ და შენს გარშემო შეიცვლებიანთქო.
აი ესაა ალბათ ჩემი პრობლემაც..
—-
ეს მართლა ბოლო პასუხი იყო. უკვე მრცხვენია ამდენი ნახვამდის წერა :) :) :) :)
მაინც,
ყოველთვის ცუდად ჩაივლის ეს(ამ) განწირული(ს) სულისკვეთება…
LikeLike
“აქ პრიორიტეტების დამტკიცებული ნუსხა და იერარქია არ არსებობს. შენ თავი რომ აგტკივდეს, არ დაუწყებ ლოდინს, სანამ ქვეყანაში კიბოს საკითხი მოგვარდება ან ლეიკემიის ვთქვათ, ყველას გაშოროთ.
ისე, მინდა გითხრა, რომ ჰომოფობია იგივე ბუნების პრობლემაა, რაც რასიზმი ან, ვთქვათ, ანტისემიტიზმი. ახლა მე რომ ვთქვა, რა დროს ანტისემიტიზმია, როცა ნაგვის გადასახადი დენის ტარიფზეა მიბმული – მართალი ვიქნები?”
ეს ჩემზე უფროსი, ბევრად გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანის სიტყვებია და მე ვერაფერს დავამატებ.
“იდენტობა” და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები დადიან კარდაკარ და ყველას, ვისაც ეხება, უხსნიან, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია არ არის სამსახურზე, სამედიცინო მომსახურებაზე და ა.შ. უარის თქმის საფუძველი და ამის მიხედვით დისკრიმინაცია დაუშვებელია.
რაც შეეხება ქუჩაში გამოსვლას და ყვირილს. მეათეჯერ ვამბობ მგონი, ამ კომენტარში და თუ დამჭირდა მეასეჯერად გავიმეორებ – საკუთარ სახელმწიფოში მე, ამ სახელმწიფოს მოქალაქეს, ქუჩაში გამოსვლას, მსვლელობის მოწყობას (რაგინდარა მოთხოვნით), თუ რა თქმა უნდა, ამ მსვლელბით კანონი არ ირღვევა, ვერავინ დამიშლის.
და თუ დღეს მავანი მაინც ახერხებს ხელის შეშლას, მოვა დრო და ვერ მოახერხებს. იმიტომ, რომ ამით თავად არღვევს კანონს და კანონდარღვევა, ერთიც იქნება და აღიკვეთება.
მორიგი კარგად ბრძანდებოდეთ და სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი (არც ამის გამეორება მომწყინდება).
LikeLike
ჭიამაიავ მე ქრისტიანობა იმიტომ არ დამიწერია რომ მმკ გამემართლებინა.
ზედა კომენტარებშიც დავწერე და ახლაც ვიმეორებ: “იდენტობა_მ და მმკ_მ” ამ ერთის მხრივ თავიანთი მშვიდობიანი მსვლელობით და მეორეს მხრივ ხელკეტიანი დახვედრით, ის გააკეთეს რომ ეკლესიას ეცხო ჩირქი, იმიტომ რომ იქ მ ა მ ა ო ე ბ ი იყვნენ. (ეს სულ სხვა თემა და სხვა გულისწუხილია, რომელიც ეკლესიას ეხება და არ ვაპირებ მუხლებგადატყავებული მოწმუნის პოზიციიდან საუბარს) თორემ მღვდლის იქნება თუ ათეისტის, მუშტი და ხელკეტი ერთნაირად მტკივნეული და მიუღებელია.
ამიტომ მე არც მომითხოვია შენი ქრისტიანული ცხოვრება გამიმხილეთქო, არც კიდე მმკ_ს წევრებზე ნაკლებ მორწმუნე ანდა ნაკლებ ქრისტიანული ზნეობის მქონედ მიწოდებიხართ.
მე ქრისტიანობა დავწერე ძალიან კონკრეტული და ვფიქრობ ადვილად გასაგები მიზეზით. როგორც კი საუბარს სიყვარულზე დამიწყებენ მე ამ სიყვარულის საწყისზე ვიწყებ ფიქრს, ჰოდა თუკი ეს უზენაესი სიყვარულის ცნება მოგვწონს, მაშინ მისი წარმომთქმელიც მოგვწონს ხომ ასეა? ჰოდა თუკი მის მოძღვრებებში ჰომოსექსუალობა იგივე მამათმავლობა მიუღებელია, ისევე როგორც შენთვის, მაშინ კიდევ ვიმეორებ, მათი დაცვა ჩუმად შეიძლება და დამერწმუნე ეკლესია დღესაც რამდენიმე ასეთ ჰომოს არჩენს, მაგრამ განა ამის შესახებ ვინმეს გსმენიათ? მართლაც რომ ვერ მონახეს სამსახური ერთმა ვაჟების წყვილმა, რომელთაც გარდა საკჲთარი თავისა მოხუცი მშობლებიც ჰყავდათ სარჩენი და მეტიც, მათი პენსიის იმედად იყვნენ, მერე ეკლესიას მიაკითხეს, მათ დახმარების სანაცვლოდ მხოლოდ ერთი რამ მჴთხოვეს. იცხოვრეთ ერთად, ოღონდ სექსით ნუ დაკავდებით… ეს ძველი ისტორიაა, ისინი დღესაც ერთად ცხოვრობენ და დღესაც ეკლესია იცავს მათ და ცდილობს ჭეშმარიტ, ვნებამოკლებულ სიყვარულში ამყოფოს ისინი.
მაგრამ ამ ყოველივეს შესახებ განა აქამდე იცოდი? არა.
აი, ამიტომ დავიწყე მე იმაზე საუბარი რომ 17 მაისი იყო ინიციატორი ჯგუფების პიარ კამპანია რომ ჩვენ ვებრძვით ჰომოებს და ჩვენ თქვენზე მეტად გვიყვარს ისინი.
LikeLike
აზრი არ აქვს ვინმესთვის რამის მტკიცებას. მაინც ყველა თავის აზრზე დარჩება.
უმცირესობის უფლება უნდა დაიცვას კანონმა. ისევე როგორც უმრავლესობის. და ყველა ადამიანის ცალ-ცალკე.
1,2,3…
LikeLike
მშვენიერი წერილია, მოლი, მსგავსი რამე ქართულ ინტერნეტ გამოცემებში ნაკლებად იყო ამ დღეებში. ალბათ, გაიგებდი, რომ კონსტიტუციაში კიდევ რაღაცების ჩამატება სურთ, სადაც კვლავ რელიგიურობით მოხდება აპელირება.
LikeLike
ვასასი წერდა, ქრისტიან-დემოკრატები ერთსქესიანი ქორწინების ამკრძალავი ნორმის ჩამატებას ითხოვენო. რაც, თავისთავად, სრული ბოდვაა, თუნდაც იმიტომ, რომ რა აზრი აქვს იმის აკრძალვას, რაც დღეს ისედაც არ არსებობს და აკრძალულია.
LikeLike
ვახ, არ მინახავს ვასასის დაწერილი. წესით თავის ბლოგზე უნდა ჰქონდეს, ვნახავ ერთი.
LikeLike
კი, ბლოგზეა, ძალიან კარგი პოსტი. ძალიან სწორი კითხვებით, ნახე აუცილებლად.
LikeLike
მიპასუხეთ; ვინმემ გამოიყვანა მოედანზე და ქვებით ჩაქოლა ჰომოსექსუალებიიი/ რას ითხოვენ, რომ ძეგლები დავუდგათ და მადლობები ვუხადოტ იმიტომ, რომ ქალს ქალი უყვარს და კაცს კაციი? იცხოვრონ ისე, როგორც მიაჩნიათ საჭიროდ! თუ ჩვენც გამოვიდეთ ქუჩაში ტრანსპარანტებით და ვიძახოთ რომ მაგრები ვართ იმიტომ, რომ ქალისა და მამაკაცის სიყვარულია ჩვენი არჩევანიიი? არა, გაღმა შედავება ურჩევნიათ, რომ მერე კიდევ მეტი მოითხოვონ! როგორც გინდათ, ისე გაიგეთ– გარყვნილება მგონია ეს და მიტ უმეტეს დროშების ფრიალი…(((
LikeLike
ძეგლის დადგმა და მადლობის გადახდა არავის მოუთხოვია.
თბილისი და საქართველოს ნებისმიერი სხვა ქალაქი ყველა მოქალაქეს თანაბრად ეკუთვნის და ყველას აქვს უფლება, ქუჩაში გამოვიდეს და ნებისმიერი მოთხოვნა გააჟღეროს ისე, რომ ხელკეტით არავინ დახვდეს.
ვის რა მოსწონს და რა არა, ამ უფლებასთან არაფერ კავშირშია. მეც ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ხელკეტს არავის ვურტყამ და არც ტრანსპარანტებს ვუხევ.
LikeLike
ჰოი მუხთალო წუთისოფელო, ეს დაგვმართნია. რა ქნან ეფხანებათ უკანალი და ვინმემ ხომ ენდა მოფხანოთ. რას ამართლებთ?!. იჯდნენ და ჩუმათ ასიამოვნონ ერთმანეთი თუ მართლა სიამოვნებთ. თუ ავადმყოობაა მაგიც ვუთხრათ და წავიდნენ და იმკურნალონ (მოყვარეს პირში უძრახეო). მე თუ ავად ვარ სულაც არ გავკივი და არ ვიძახი ავად ვარ და რა კარგია… ერთი კარგი სტატია იყო “კაცები გადამალეთ პიდარასტები მოდიან” ))) საწყლები როგორ გატყიპეს. თქვენ მართლა არ იცით ცემა და დარბევა როგორი უნდა ნუ შექმენით ტრაგედია… რაც გასაპროტესტებელია ის გააპროტესტეთ… მამათმავლობა თურმე რა კარგი ყოფილა და აქამდე არ ვიცოდით… : )))
LikeLike
ახლა ვიპოვე ეს კომენტარი სპამში.
კარგია თუ ცუდია, ამაზე არაფერი დამიწერია (თუ შეამჩნიეთ, რა თქმა უნდა). პოსტი იმაზეა, რომ ყველას აქვს კანონის ფარგლებში ნებისმიერი მსვლელობის ჩატარების უფლება.
მე რას გავაპროტესტებ და რას არა, ჩემი გადასაწყვეტია და სხვას არავის ეკითხება.
“თქვენ მართლა არ იცით ცემა და დარბევა როგორი უნდა”.
თქვენ, როგორც ჩანს, იცით. ჰოდა, ერთხელაც მაგ ცემა-დარბევისთვის პასუხს რომ მოთხოვენ და ვიღაც დაისჯება, მეორედ და მესამედ სურვილი არ გაგიჩნდებათ.
LikeLike
”მოლის მოცდენა აქ რა მოსატანია, თაბუ. ვუყურებ და გული მისკდება. ტოლერანტობა სისხლში გვაქვს, “ვეფხვის და მოყმის” ლექსი ჩვენი დაწერილია და ამ განათლებულ საუკუნეში რა ცოფიანი შეუწყნარებლობა დაგვემართა…” — ანუ, შენ ფიქრობ, რომ მაშინ , როცა ვეფხის და მოყმის ამბავი დაიწერა და ჯერ კიდევ ახალი იყო, ტოლერანტები ვიყავით და იქაური იმ ეპოქის მამაკაცები (მამრები) არ დაერეოდნენ შუა საუკუნეებში გამომხტარ ჰომოსექსუალებს?! ისე, ჰომოსექსუალიზმი ძალიან ხნიერია და მხოლოდ 21-ე საუკუნის სენი არაა (სიტყვა ”სენი” ტყუილად არ მიხსენებია). ვითომ მაშინდელი მამრების სექსუალური პოტენციალი აიტანდა გვერდით უპოტენციალოების არსებობას (თუმცა, უპოტენციალო რატომ?! მეორე კაცთან ხომ აქვთ პოტენციალი ?!) ?!
LikeLike
ჰომოსექსუალობა სენი არ არის.
არავის აქვს უფლება, (მითუმეტეს დღეს, განათლებულ 21-ე საუკუნეში) სხვაზე მაღლა დააყენოს თავი მხოლოდ იმიტომ, რომ იმ სხვას განსხვევებული კანის ფერი, რელიგიური შეხედულებები, ეროვნული კუთვნილება ან სექსუალური პრეფერენციები აქვს.
მას, ვისაც ერთსქესიანი ურთიერთობა ურჩევნია, არავისთან აქვს საბოდიშო და არც არავინ არის ასატანი.
კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს თანაბრად იცავს.
რისი თქმაც მინდოდა, აქამდეც ათასჯერ ვთქვი და თუ გაგიხარდება, კიდევ გავიმეორებ.
LikeLike
მე არ ვამბობ , რომ უნდა შევავიწროვოთ და ვცემოთ, მაგრამ, ჰომოსექსუალიზმზე, როგორც მოვლენაზე და როგორც ადამიანთა მიდრეკილებაზე, ფიქრობ, რომ კარგია? უძველეს დროში, აი, ჰამურაბი რომ ახსენე, მაგ დროშიც, მეფეები და მდიდარი ხალხი სპეციალურად ყიდულობდნენ მონებად ტყვედ აყვანილ ახალგაზრდა, ქორფა და ლამაზ ბიჭებს,მერე ასაჭურისებდნენ, რომ კარგად და მოხერხებულად დაემყარებინათ მათთან სექსუალური კავშირი და მათში ქალისკენ მიდრეკილება მოესპოთ. იმ მეფეებზე და არისტოკრატებზე რა აზრის ხარ? მე ისინი მეზიზღება თავიანთი არაჯანსაღი მახინჯი მიდრეკილებების და იმის გამო, რომ ადამიანებს აუბედურებდნენ და ამცირებდნენ.
LikeLike
შევიწროებაზე და ცემაზე არაფერს ვამბობო, უკვე პროგრესია. იყვნენ აქ ზოგიერთდები… მუშტებზე რომ იყურებოდნენ. ნუ, როცა ტვინი არ აქვს კაცს თავში, მუშტი ერთადერთ არგუმენტად რჩება.
რაც შეეხება ზიზღს და დამოკიდებულებას. ვინ გეზიზღება და ვინ არა, რა თქმა უნდა, შენი ასარჩევია. ოღონდ, ისიც გაითვალისწინე, რომ ადამიანებს, ჰამურაბის ეპოქაშიც, მოგვიანებითაც და მერეც, ჰეტეროსექსუალებიც მშვენივრად ამცირებდნენ. ზოგადად, ადამიანის დამცირების სურვილია მახინჯი და არა ვინმეს სექსუალური პრეფერენცია.
ეს პოსტი :მომწონს-არ მომწონს” თემაზე არ არის, მაგრამ რაკი აკეთ მიგყავს საუბარი, გეტყვი, რომ თავად თხემით ტერფამდე ჰეტეროსექსუალი ვარ. თუმცა, მიუხედავად ამისა, არანაირი ზიზღის შეგრძნება არ მაქვს ბისექსუალების ან ჰომოსექსუალების მიმართ. და, საერთოდ, მე სულელი, გაუნათლებელი, ბრიყვი, ფანატიკოსი არსებები მეზიზღება, ისინი, ვინც სხვას ამცირებს, ტანჯავს და არსებობაში უშლის ხელს. და ადამიანზე აზრის შექმნისას, მის ორიენტაციას ყურადღებას არ ვაქცევ. არც არის ჩემი საქმე. და არც უნდა იყოს.
LikeLike
homoseqsualizmi sazizgari ramea!!! magram galandzgvas da cemas mainc ar vapireb… Seni tqmit, adamians ra moswons dara ara— amas mnishvneloba ar aqvs…mashin ragatom tanavarsebobt ?! viyot yvelani chvenchventvis da warmovodginot,rom marto imas aqvs mnishvneloba ,tu ra momwons me da chemi mowoneba sxvebtan arnair damokidebulebas ar iwvevs?! ase tua, mashin sociumis nawilebi agar viqnebit da es ramdenad shesadzlebelia— adamianebma ise icxovron, rom vinme mainc ar sheawuxon?
LikeLike
შენ ან ჩემს პასუხებს არ კითხულობ, ან კითხულობ და ვერ ხვდები, რას ვწერ. ცოტა დაკვირვებით წაიკითხე, ოკ?
ადამიანის სექსუალური პრეფერენციები (შენთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ვისთან ურჩევნია სექსი) მხოლოდ მისი პირადი (პ-ი-რ-ა-დ-ი) საქმეა და მე, ადამიანის შეფასებისას, ამას არ ვითვალისწინებ. გაუნათლებლობისგან და უგუნურობისგან განსხვავებით .
სოციუმი მარტო შენგან არ შედგება, სხვაგვარად მოაზროვნე ხალხიც საკმარისზე მეტია (რასაც ეს პოსტი, ლაიქების ოდენობა და საერთოდ, ეს ბლოგი მოწმობს) და მე, შენ წარმოიდგინე, მშვენივრად ვახერხებ იმ ხალხთან ურთიერთობას და თანაცხოვრებას, ვინც ამ საკითხში მეთანხმება. ვინც არ მეთანხმება, იმათთანაც მშვენივრად ვურთიერთობ, თუ განსაკუთრებული ბრიყვი არ არის.
შენთვის ჰომოსექსუალობა რომ საზიზღრობაა, გავიგე. იყოს. რა ჩემი საქმეა, და დიდად არც მანაღვლებს შენი აზრი. ოღონდ, თუ ეს აზრი აზრს გაცდება და საზიზღრობის მოტივით სხვის უფლებებში ჩაერევი, კანონთან გექნება საქმე.
ეს არის და ეს.
ახლა გასაგებია?
LikeLike
gasagebia, rom shentvis vin vis ixmars da winidan tu uknidan — amas mnishvneloba ar aqvs…
LikeLike
ნესტანდარეჯან, ამ ბლოგს არაერთი მკითხველი ჰყავს, მათ შორის, არასრულწლოვნებიც და არც სრულწლოვანთათვის არის მაინცდამაინც სასიამოვნო მსგავსი სიტყვებით დაწერილი კომენტარების კითხვა. ამიტომ, თუ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, არანორმატიული ლექსიკისგან თავი შეიკავე.
LikeLike
shen mitxari, sheni azri ar mainteresebso… tradiciuli adamianebic egre eubnebian aratradiciulebs — tqveni azri ar gvainteresebso, tu ar gvainteresebso, e.i. arc misagebi ariso… shen liberalad miichnevi da tan meubnebi, rom chemi azri ar gainteresebs, mashin ragashi mdgomareobs liberalizmi ?! erti azris moshlashi da meoris damkvidrebashi ?! erti stereotipis msxvrevashi da meoris chamoyalibebashi ? liberalizmi xom franguli sityvisgan ( ” libre” — tavisufali ) warmosdgeba, mashin chemi da danarcheni homofobebis azric sheiwynare ! ase liberalebi ki ara, meore dapirispirebuli partia gamodixart, anu ori polusi iqmneba — isini, visac ezizgeba mamatmavloba da magdagvari rameebi da meoreni, romlebsac ar ezizgebat…
LikeLike
ასე ბევრად ჯობია, რა თქმა უნდა. “წინიდან და უკნიდან ხმარების” გარეშე.
შენი აზრი, ნესტანდარეჯან, რამდენჯერმე მოვისმინე. და, სიმართლე გითხრა, უკვე აღარ მაინტერესებს, რამდენიმე მიზეზის გამო.
პირველი – რაიმე თვისობრივად ახალი არ გითქვამს. მსგავს შეხედულებებს და არგუმენტებს ყოველი მეორე ჰომოფობი იმეორებს. საინტერესო კი ისეთი აზრი მგონია (მითუმეტეს, საწინააღმდეგო), რომელიც რაღაც ახალს გაგაგებინებს, პრობლემის მეორე მხარეს დაგანახებს, დაგაფიქრებს. ასეთ მოსაზრებებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვუსმენ.
მეორე – ჩემთვის მართლა სულერთია უკვე, ამაზე პირადად შენ რას ფიქრობ. შენ არც ჩემი მეგობარი ხარ, არც ნაცნობი და არა მგონია, ოდესმე სადმე, რაიმე ფორმით ურთიერთობა გვქონდეს (თუნდაც ბლოგერი-მკითხველის ფორმით). შენი მოსაზრებები შენი საკუთრებაა, პოზიციის დაფიქსირებას ვერავინ დაგიშლის, მაგრამ ჩემთვის ეს უმნიშვნელოა. ჩემ გარშემო (სამსახურში, მეგობრების წრეში, ბლოგოსფეროში, ჩემი ბლოგის მკითხველთა შორის) ძალიან ბევრია ისეთი ხალხი, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია (მათ შორის, ისეთებიც, ვისაც საპირისპირო შეხედულებები აქვს) და, დამეთანხმე, აუცილებელი არ არის, უკლებლივ ყველა უცნობი ადამიანის პოზიციებზე ვიფიქრო.
და ერთი ნიუანსიც. ჩემთვის ვერაფრით იქნება საინტერესო ადამიანი (და არც მასთან დისკუსიის გაგრძელების სურვილი გამიჩნდება არასოდეს), რომელიც ღია რესურსზე, აბსოლუტურად საჯარო ბლოგზე, ყველას გასაგონად, “წინიდან და უკნიდან ხმარების” მსგავსი ლექსიკით მეტყველებს.
იმედია, პასუხი გაგეცი.
LikeLike
აქ სიახლეები ყოფილა!
არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მე აღარაფერი მაქვს სათქმელი, ლორდის თქმის არ იყოს, შეუგნებელს მაინც ვერაფერს შეაგნებინებ…
აი, საკადრისად რომ დაისჯება ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე, მერე ისწავლის ყველა საკუთარ უფლებებს და სანამ სხვის საქმეში ჩაერეოდეს, საკუთარ თეთრეულს მიხედავს. რა თქმა უნდა, გაცილებით სასიამოვნო და მისასალმებელი იქნებოდა, რომ ეს შეგნების ხარჯზე ხდებოდეს, მაგრამ რას იზამ, რაც არ არის…
LikeLike
კარგი იქნებოდა ნამდვილად. მაგრამ ყოველთვის, ყველგან და ყველასთან არ გამოდის… და ზუსტად ამისთვის არსებობს კანონი. ჰამურაბიდან მოყოლებული, დღემდე, ასეა – თუ იმას ვერ ხვდები, რომ სხვის უფლებებში ცხვირი არ უნდა ჩაყო, (თან, ასეთი ფორმით – მუშტით, ხელკეტით და წიხლებით) კანონი გაგაგებინებს.
LikeLike