მართალი უთქვამთ – გული არ ბერდებაო… აგერ, 964 წლის შევსრულდი და ისევ ის ომარ ხაიამი მგონია თავი, მედრესეში სწავლისას ონავრობით რომ გამოირჩეოდა. მაშინდელი ოინების გახსენებაზე ახლაც მეღიმება – ყოველდღე ახალ–ახალ თავსატეხს ვუჩენდი მხცოვან მასწავლებლებს. არა, ვსწავლობდი კიდეც – მათემატიკა გინდათ, ასტრონომია, გეომეტრია, თეოსოფია თუ ისტორია – ბადალი არ მყავდა. მთელი ყურანი ვიცოდი ზეპირად… აღმოსავლეთის განთქმული თეოლოგები მაკითხავდნენ ხშირად რჩევისთვის.
ბოლოს და ბოლოს, ტყუილად კი არ შემომთავაზა ნეტარხსენებულმა ნიზამ ალ–მულქმა ნიშაპურის მმართველობა – იცოდა დიდმა სელჩუკმა განათლებული ადამიანების ყადრი, მოგეხსენებათ, თავადაც ფრიად განსწავლული გახლდათ. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და დღეს არ გაატარებდა უჩემოდ – მიმიხმობდა და ღამეებს ვათენებდით საუბარში… “სიასეტ–ნამეს“ რომ წერდა, აზრს მეკითხებოდა ხოლმე – თავმდაბალი იყო უზომოდ… მისი დიდებული სასახლე მახსოვს, მცველებითა და სამოთხის ჰურიებით სავსე… მწვანეში ჩაფლული წალკოტი და ბულბულების საამო სტვენა… ვხედავ ჩემს თავს, მოქარგულ ბალიშებზე მონებივრეს, ნარგილეთი ხელში და მასპინძლის ამო საუბარი ჩამესმის ყურში… მას შემდეგ, რაც დიდი ვეზირი წყეულმა ასასინებმა მოკლეს, გულითადი მეგობარი აღარც მყოლია – მონათესავე სულები გახლდით.
აღარავინ მყავს, არვინ ისმენს ამ ჩემს ღაღადისს,
მარტოღა ვუმზერ ქვეყანას და არც ღირს ნახვად ის.
მეგობრის ნაცვლად სუფრის თავში ზმანებას დავსვამ
– უცებ რომ მოვკვდე, ამან მაინც მითხრას “ნახვამდის“…
ეჰ… დავხუჭავ ახლა თვალს და მშობლიურ ნიშაპურს ვხედავ… სამოთხეს ჰგავდა იქაურობა. მოგზაურებისთვის ყველა აღმოსავლური ქალაქი ერთნაირია – მეჩეთებით, აბანოებით, ვიწრო და ხმაურიანი ქუჩებით, მაგრამ ნიშაპური სხვა იყო. ისეთი სურნელი ჰქონდა, ისეთი ეშხი, სხვაგან რომ ვერსად წააწყდებით. სამარყანდმა დიდება და გამოჩენილი მეცნიერის სახელი მომიტანა, ბუხარამ – პატივი, ისპაჰანმა – მეგობრული განწყობა ძლიერთა ამა ქვეყნისათა, მაგრამ ისეთი ბედნიერი და უდარდელი, სიყრმის ქალაქში რომ ვიყავი, აღარსად ვყოფილვარ.
აფსუს, ბავშვობის თავფურცელი მოიცვა ბინდმა
და გაზაფხული გადანისლმა ზამთრის ამინდმა…
ნიზამ ალ–მულქის დაღუპვის შემდეგ ყველაზე დიდი უბედურება მალიქ–შაჰის იდუმალი სიკვდილი იყო – ერთ წელიწადში ორივე მფარველი დავკარგე და ვეღარაფრით მოვიგე გვირგვინოსანი დედოფლის – თურქან–ხანუმის გული. არადა, მისი პირადი ექიმიც ვიყავი, ვარსკვლავთმრიცხველიც და ძალ–ღონეს არ ვიშურებდი, რომ კარგად ეგრძნო თავი. უფლისწული სანჯერი მძიმედ გახდა ავად, სიკვდილის პირას იყო და მეგონა, ვერ გადარჩებოდა… სიბრიყვე მომივიდა და ეს აზრი ვეზირთან წამომცდა… ტახტის მემკვიდრე გამომჯობინდა, სხვათა შორის, ჩემი წყალობით, მაგრამ არც დედამ და არც შვილმა სიცოცხლის ბოლომდე არ მაპატიეს, რომ სანჯერ–მირზას გამოჯანმრთელებაში ეჭვი შევიტანე…
წინდახედულობით არასოდეს გამოვირჩეოდი და, უკვე სიჭარმაგეში შესულმა, სასიკვდილო საფრთხეშიც ჩავიგდე თავი – გავლენიან სასულიერო წრეებს დავუპირისპირდი. ადამიანის სიცოცხლე მაშინ ხმელ ფოთოლზე ძვირად როდი ფასობდა და მეც მექას მივაშურე ტყავის გადასარჩენად. ძნელი იყო ხანში შესული კაცისთვის შორეული მოგზაურობა, მაგრამ, სული ტკბილიაო, თქვენც გეცოდინებათ…
მართალია, ცხოვრების უკანასკნელი წლები მარტოობაში, ეჭვებითა და უნდობლობით გარემოცულმა გავატარე, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ძალიან გამიმართლა – რაც მიყვარდა, სწორედ იმის კეთების საშუალება მომეცა, ეს კი ჩვენს დროშიც იშვიათობა იყო. ხუთი წელი ვიკვლევდი ციურ სხეულებს ისპაჰანის ობსერვატორიაში სხვა ასტრონომებთან ერთად და მარტო სამეფო კარის ასტროლოგი კი არ ვყოფილვარ, ახალი კალენდარიც შევადგინეთ.
ვიცი, უმრავლესობას მხოლოდ ღვინის, დუდუკისა და ქალების მოყვარული პოეტი ვგონივარ, მაგრამ ასეც არ ყოფილა საქმე. ჩემი გეომეტრიული ნაშრომი – “ევკლიდეს რთული დებულებების განმარტებათა შესახებ“ და “არითმეტიკის სიძნელეები“ – დროის ქარიშხალმა გაანადგურა და საუკუნეთა მტვერი მიაყარა, სამაგიეროდ, “ალგებრულმა ტრაქტატმა“ მოაღწია აქამდე. ფილოსოფიური თხზულებებიც შემოინახა, და მაინც, ვისაც არ უნდა ჰკითხო, სალაღობო რობაიების ავტორად უფრო გამიხსენებენ…
არა, ზემოხსენებული ტრიადაც იყო, განა უარვყოფ… ღვინო – ჭეშმარიტი მუსლიმისთვის აკრძალული და ამის გამო უფრო სასურველი, დუდუკის ტკბილი, თავბრუდამხვევი ჰანგები და ლამაზმანები სამყაროს ყველა კუთხიდან, სხვადასხვა ჯიშისა და ჯილაგის, ფერის, აღნაგობის, ზოგი ზაფხულის ღამესავით ცხელი, ზოგიც – მყინვარის თოვლივით ცივი და უხედნი ბედაურივით დაუმორჩილებელი… ჰოდა, უკვე თითქმის მივიწყებული, გაცრეცილი სახეების ზღვაში გულზე ნატყვიარივით დამჩნეული შავი თვალები, გიშერივით თმა და თაფლისსურნელიანი კანი – ის ერთადერთი, რომლის წინაშე დროც კი უძლურია.
ნიშაპურთან ახლოს, ჩემს სამარეს გაზაფხულობით ხეებიდან ახლად გადაშლილი ყვავილები აცვივა ხოლმე და სწორედ იმ ერთადერთის ალერსს მაგონებს…
დაგლიჯა!!! :)
LikeLike
გამახარე :) ხომ გაგაცანი :)
LikeLike
კი :) შორიდან ვიცნობდი ძალიან, ასე ახლოს არა… ნამდვილად სასიამოვნო იყო!
LikeLike
ესეც შორიდან გამოდის :)
LikeLike
მთელი დღე ომარ ხაიამზე “მეფიქრებოდა”, არადა არ მახსოვდა, იუბილარი თუ იყო… :) …მომწონს ეს რუბრიკა – სულ მინდოდა მწერლებთან და მათ გმირებთან “გაბაასება” :)))
LikeLike
უკვე იუბილარია. რუბრიკა მეც მომწონს და დღეიდან მუდმივად ვაქცევ.
LikeLike
კარგი ხარ, მოლი!
იმედს ვიტოვებ, რომ ვინმე მკითხველთაგანი სამშობლოს ღალატში არ დაგ(ვ)დებს ბრალს.
“არ ვიცი, რომელ პოეტს უნდა მივანიჭოთ ამ შემთხვევაში უპირატესობა. ალბათ მაინც ფირდოუსის, გენიალური “შაჰნამეთი”. მაგრამ მაშინ რა ვუყოთ ჰაფეზს, ჯალალ ედ-დინ რუმისა თუ საადის?!”. სამაგიეროდ, არ უჭირს იმ უპირატესობის განსაზღვრა, რომელიც ჩვენთან შედარებით ფერეიდნელ ქართველებს აქვთ: “დანარჩენ ქართველებს იმით შეიძლება გვჯობდნენ, რომ სპარსულ კულტურასთან უფრო მჭიდრო და ხანგრძლივი ურთიერთობის გამოცდილება აქვთ”.
აი თურმე რაში ყოფილა საქმე! – რაღა დროს ბიძინა და ელიზბარია! გამოიწმინდეთ თვალები და გამოიფხიკეთ ყურები. რა ვქნა? მეც თავდავიწყებით შევიყვარებდი სპარსელებს, მაგრამ, ჩვენი ავტორისა არ იყოს, მეც მაწუხებს შეკითხვა: რა ვუყოთ ჯალალედინს?
P.S. ბრჭყალებში გიორგი ლობჟანიძის სიტყვებია ჩასმული, მისი მბრლამდებლის როლში კი… თვით ნოდარ ლადარიაა.
LikeLike
არა მგონია, ბატონო რაულ, აქაურობის მუდმივ სტუმართაგან თუნდაც ერთმა არაპატრიოტულ არჩევანში დამდოს ბრალი. თუ მაინც გამოერია და გავცემ საკადრის პასუხს. მთელი ჯინეტი ამ წუთას ჰომოფობიას აპროტესტებს და ქსენოფობია და რასიზმი არანაკლებ მტკივნეული პრობლემა მგონია მე. სპარს პოეტზე პოსტის დაწერა და იმის აღიარება, რომ რობაები მომწონს, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ლიტერატურული გემოვნების საქმეა და თუ ვინმე ამას ღალატად მიიჩნევს – მისი შეგნების პრობლემა.
LikeLike
ხაიამთნ შეხება არ მქონია. :( თუ არ ჩავთვლით, მეშვიდე კლასის გეომეტრიის სახელმძღვანელოში შეტანილ ერთ ფრაზას (არ მახსოვს. მგონი ფრაზა კი არა წაანეკდოტება იყო. ჩემს თანატოლებს და ერთი წლით უმცროსებს ემახსოვრებათ, მერე შეცვალეს ეს წიგნები :დ )
მეგონა, ხაიამი მითხრობდა თავის ამბას ბუხრის წინ :)
LikeLike
მეც ამ ეფექტის მიღწევა მინდოდა. კარგია, თუ გამოვიდა.
LikeLike
კი, თან რა კარგად :)
LikeLike
ამაზე Sex, Drugs and Rock’N’Roll მახსენდება სულ :)
როდის ამოვიცანი ჯერ კიდევ, რომ მწერლობ? არაო რომ ამბობდი.
ენდე.
LikeLike
:)))) სწორად გახსენდება :)) ეს, უბრალოდ, ძველი და აღმოსავლური ვარიანტია :)
არა, არ ვმწერლობ. წერა, საერთოდ, აქ დავიწყე :)
LikeLike
ჩინებული პოსტია, გადასარევი, ფორმაში ხარ როგორც ყოველთვის, პოსტი სულ ოდნავ მაგ ფორმაზე მეტია
LikeLike
სულ უფრო და უფრო მომწონს ეს მონოლოგების იდეა :თავმდაბალი მოლი:
LikeLike
ცოტათი წარმომიდგენია რა სასაიამოვნო სამუშაოა ამ მონოლოგების წერა
LikeLike
კი :) თან, ძალიან :)
LikeLike
წელს ვისწავლეთ ხაიამის “რობაიები” ძალიან მაგარია <3 ძალია, ძალიან საინტერეო იყო პოსტი :)
LikeLike
რობაიებს სკოლაში ასწავლიან? რა მაგრობაა… ყოჩაღ, თქვენ :)
LikeLike
ჰო, ასწავლიან :)
LikeLike
ჩემ დროს მაიაკოვსკის ლექსებს ასწავლიდნენ :((
LikeLike
ჩვენ თითქმის ყველაფერს გვასწავლიან ცოტ-ცოტას, მაგრამ დამერწმუნე, შენი ბლოგიდან უფრო მეტს ვსწავლობ, ვიდრე სასკოლო სახელმძღვანელოებიდან. რასაც სკოლაში ვსწავლობ, შენს ბლოგზე ის ყველაფერი მოიპოვება და მერე მიღრმავებს ხოლმე იმის სურვილს, რომ უფრო მეტი გავიგო. :)
როგორც ჩანს მაიაკოვსკის ლექსებს იმისთვის არ შეუშლია ხელი, რომ ყველამხრივ ჭკვიანი და წარმატებული ადამიანი გამოსულიყავი :)
LikeLike
აი, ახლა მართლა დავაღე პირი :)
უღრმესი მადლობა, რა თქმა უნდა… განსაკუთრებული მადლობა ბლოგის კეთილი სიტყვით მოხსენიებისთვის :)
ახლანდელ სკოლაში რომ მესწავლა, თანამედროვე პროგრამით, უფრო მეტი მეცოდინებოდა :))
LikeLike
არაფერს მოლი :) დაგეთანხმები, შენისთანა მონდომების ადამიანს, რომ ამ პროგრამით ესწავლა, ალბათ ახლა ნობელის პრემიის ლაურეატი გვეყოლებოდა საქართველოში :)
LikeLike
სულ გამაგიჟებ შენ მე, ქრისტინა :)) რას ამბობ, რისი პრემია. ისე, შენი თაობის მართლა მშურს. უსაზღვრო შესაძლებლობები გაქვთ.
LikeLike
ჰო, თუმცა ბევრი არ იყენებს ამ შესაძლებლობებს :(
LikeLike
ნუ, ასეთი ხალხი ყოველთვის იყო და სამწუხაროდ, ყოველთვის იქნება.
LikeLike
კიდევ ერთი ძალიან კარგი პოსტი :) და ძალიან საინტერესო რუბრიკა, ვიცი მომავალშიც ხშირად გაგვახარებ.
LikeLike
მადლობა, რუსა :) მიხარია, რომ მოგეწონა. ველქამ ბექ!
LikeLike
martlac rom daglija ki arada bolo frazaze damburzgla… :) mollys mkitxvelebs da pirvel rigshi ki chems tavs vulocav am axal rubrikas
LikeLike
ჰეჰ :) ვიცოდი, რომ გაამართლებდა. უფრო სწორად, იმედი მქონდა…
LikeLike
ასეთი პოსტი- მონოლოგები ძალიან მაგრია ,. მოლი :) თამარასი არ იყო მართლა დაგლიჯა.
ნეტავ არტურო პერეს რევეტეზეც გააკეთებდე სიამოვნებით გავიცნობდი :)
LikeLike
რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ და ალბათ გულმა მიგრძნო ომარ ხაიამზე, რომ გეწერა პოსტი.. ძალიან მიყვარს, თანაც ჩემმა პრეოფესიამ კიდევ უფრო დამააახლოვა ამ გენიალურ ადამიანის ნაშრომებთან. ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანები კი იმდენად გენიალურია, რომ ორიგინალში წაკითხვაზე მეტს თუ არა ნაკლებ სიამოვნებას ნამდვილად არ განიჭებს. )))
LikeLike
:ბის: არაჩვეულებრივია! ველოდები(თ) შემდეგს :)
LikeLike
აუცილებლად :) რახან ასე მოგწონთ…
LikeLike
უსაქმურობის ჟამს ბლოგებზე დავძვრები და ისევ აქ მოვხვდი, მოკლედ…
უმაგრესი პოსტია, კიდევ ერთხელ გადავიკითხე და იგივე ეფექტი ჰქონდა, რაც პირველად!
LikeLike
ურიგო იდეა არ გამოდგა მონოლოგების წერა. ჯერჯერობით, აშკარად ამართლებს :)
LikeLike
და, მოლი, ბოლოს “მოწყალება” აღმოჩნდა თუ “ვაჭრობა”? მაგაზე არაფერი უთქვამს?
LikeLike
არა. ყველამ სათავისოდ გაარკვიოსო.
LikeLike