ნათქვამია, გემოვნებაზე არ დავობენო, მით უფრო, ლიტერატურულზე, მაგრამ ეს ყბადაღებული გემოვნება მხოლოდ გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ რომ გვიყალიბდება, რა ვქნათ? ან ჩვენს საბრალო თავებში ადრეულ წლებში დალექილ მაკულატურას რა მოვუხერხოთ?
თქვენი არ ვიცი, მე კი იმ დროს ვარ გაზრდილი, ხეირიანი წიგნი სანთლით რომ იყო საძებნელი. არადა, კითხვა ისე მიყვარდა, მხატვრულ ლიტერატურას ვინ ჩივის, “საბჭოთა აჭარას” ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ნეკროლოგებს არ ვტოვებდი. ჰოდა, ჩემს ბიბლიოწარსულს კარგად თუ მოვქექავთ, იმდენ არაფრის მაქნის წიგნს აღმოვაჩენთ, ერთ სასაფლაოს ნამდვილად ეყოფა.
არა მგონია, მოლი ბლუმის ბლოგის სტუმრებს პარმენ ლორიას შესახებ რამე სმენოდეთ, მე კი ეს ბედნიერება თავზე საყრელად მქონდა ბავშვობაში – შინ ამ “კლასიკოსის” ხუთტომეული მოგვეძევებოდა და, ვინაიდან ყურადღებას არავინ მაქცევდა, სხვა წიგნებთან ერთად ისინიც სულმოუთქმელად ჩავაბულბულე. ყველაზე მწარედ “განთიადი ხევში” მახსოვს. ოღონდ, შინაარსს ნუ მომაყოლებთ – საამისოდ ნამდვილად არ მემეტებით.
იაკინთე ლისაშვილის “ერთგულება” რამდენჯერმე გამომგლიჯეს ხელიდან, მაგრამ “რად გინდა ეს სისულელე” არც თუ დამაჯერებელი არგუმენტი აღმოჩნდა და “აკრძალული ხილი ტკბილია”-ს პრინციპით მეორედაც გადავიკითხე. ვინ მაძალებდა, ან თავი რატომ არ შემეცოდა, არ ვიცი…
ლინდგრენის, ლაგერლოფის, როდარის, ბისეტის და ტრევერსის უგემრიელესი წიგნების პატრონს, წესით, საბავშვო საკითხავი სხვაგან არც უნდა მეძებნა, მაგრამ ვანო ურჯუმელაშვილის “არაბულასკენ” მაინც გამექცა თვალი და ხელი. მაშინ დაკარგული დრო დღეს მენანება, მაგრამ რაღას ვუშველი…
ცოტა მოგვიანებით ამ “შედევრებს” გივი ასლამაზიშვილის რომელიღაც რომანი მივაყოლე, ურყევ ჟურნალისტურ ეთიკას და ქორწინებამდე უბიწოებას რომ უმღეროდა. ისე, ახლა რომ ვაკვირდები, მთლად ჩემი ბრალი არ იყო – სიყვარულზე ფიქრი შენთვის ადრეაო, მეუბნებოდნენ და “მანონ ლესკოს”, “ათას ერთ ღამეს” და “ერთგულ და მოღალატე ცოლებს” საგულდაგულოდ მიმალავდნენ. ჰოდა, რაც საოჯახო ცენზურას გამორჩა, იმას მივადექი.
ნანა კანდელაკის “ცხოვრებისეულ” ოპუსებს მეზობლის ბიბლიოთეკაში მივაგენი და, მათი წყალობით, საბჭოთა კავშირში სექსი რომ არ არსებობდა, ცნობილი ფრაზის გაჟღერებამდე ბევრად ადრე გავიგე. ოჯახი რომ მხოლოდ უდიდესი ურთიერთპატივისცემისა და მოწიწების საფუძველზე იქმნებოდა და “ავხორცული” ვნება მხოლოდ სამარცხვინო კი არა, ფაქტობრივად დანაშაულებრივი მოვლენა გახლდათ, ესეც იქიდან შევიტყვე.
სადაც ამდენი რამ ვაღიარე, ბარემ იმაშიც გამოვტყდები, რომ დეტექტივების სიყვარულით იორამ ჩადუნელის და ბორის დავითაიას შემოქმედება ძირფესვიანად შემომეკითხა. სამამულო crime fiction დღესაც ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე და, იოლი წარმოსადგენია, მაშინ რა იქნებოდა – არც სიუჟეტი ვარგოდა, არც პერსონაჟები, დედუქციასა და კვანძის ლოგიკურ გახსნაზე რომ არაფერი ვთქვათ.
მოუსავლეთში გასაგზავნი წიგნები კიდევ ბლომად მეგულება და შიო გვეტაძის, ალექსანდრე კალანდაძის, რევაზ ჩხარტიშვილის, გივი კარბელაშვილის, ავთანდილ ბუხრაშვილის და სხვათა “უკვდავ ქმნილებებზე” სათქმელიც ბევრი მაქვს, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ და ბავშვობისდროინდელი “ცოდვების” ნუსხას ახლა თქვენგან დაველოდები – როგორ დავიჯერო, რომ წიგნების სასაფლაოსთვის რამდენიმე კანდიდატურა მაინც არ მოგეპოვებათ.
გოჩა მანველიძის “მგლების” ყველა ნაწილი 4 ნაწილი მაქვს წაკითხული :((
LikeLike
აჰა, პირველი ექსპონატი, თან ფრიად ღირსეული და დამსახურებული…
LikeLike
უფ, მგლები მეც დავიწყე. ისე მიქეს :დ შუამდეც არ მივედი, გავჩერდი :დ
ხოდა კიდე ის გამახსენდა, ,,მონანიება” ჰქვია მგონი, და ვისია, არ მახსოვს
LikeLike
უი, გვეტაძე არა ეს? :დ
LikeLike
გოჩა მანველიძის “მგლების” 4 ნაწილი მაქვს წაკითხული (
LikeLike
shota royvas ,,frtebi”
LikeLike
პირველი რაც გამახსენდა გორკის რომანი ,,დედა’’, რომელიც ერთი წლის წინ ბუხარში შევუძახე… ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ეს რომანი იმიტომ წავიკითხე, რომ თსუ-ში რუსული ლიტერატურის ლექტორმა იმ წიგნების სიაში შეიტანა, რომლებიც უნდა წაგვეკითხა და მერე გამოცდაც გვექნებოდა… საგამოცდო ბილეთშიც ერთ-ერთ საკითხად ეგ შემხვდა :( P.S. ეს ამბავი თსუ-ში 2006 წელს მოხდა… ნეტავ, კიდევ ავალდებულებენ მაგ რომანის წაკითხვას სტუდენტებს?
LikeLike
86-ში რომ მომხდარიყო, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ 2006 ნამეტანია უკვე… მე თსუ-ს ის ფაკულტეტი დავამთავრე, სადაც რომანებს არ გვაკითხებდნენ. საბედნიეროდ :)
LikeLike
არც ერთი არ მაქვს წაკითხული და უფრო სწორია,რომ მრცხვენია ალბათ.. მაინც წიგნის ჰქვიათ.
LikeLike
დამიჯერე, ანა, არაფერი დაგიკარგავს :) პირიქით :)
LikeLike
ამ შემთხვევაში მაგით დავიწყნარებ თავს. :)
LikeLike
კი, საბჭოთა გმირებზე, განსაკუთრებით. როგორ მისცეს მედლები ჩაის, ბამბის, ყურძნის მკრეფავებს, აბრეშუმის მომყვანებს(?), მეტრაქტორეებს, ომის გმირებს … აუუჰ
LikeLike
ერთი ავტორი მაინც გაიხსენე ყულაბისთვის :))
LikeLike
მმ, ვფიქრობ ავტორებს. მაგათ გამო კარგა ხანს ქართულ წიგნებს არ ვკითხულობდი. საბედნიეროდ, მხოლოდ ორი წელი გამიგრძელდა ეს გატაცება :დ
LikeLike
კიდე, ის გამახსენდა, დგებუაძე, მგონი- ,,თამუნია”. მამაიდაჩემი და მთელი სამეზობლო ისე გულმოდგინებით კითხულობდა, დავიწყე და ვეღარ შევძელი გაგრძელება :)
LikeLike
ორდე? :) დგებუაძე ორი ვიცი. ფუცუ და ორდე :))
LikeLike
არა, ფუცუ :დ
LikeLike
ოქროს ბეჭედი :))) მაია დადიანზე :))
LikeLike
:D
LikeLike
არცერთი არ მაქვს წაკითხული)) თუმცა დაიცა “მონანიება” ვისი იყო? ციალა და თამაზ გელოვანი, შავკოსტუმიანი ჩეკისტი მაინც მახსოვს და მიყვარს, რა ვქნა.
LikeLike
შიო გვეტაძის რომანია, თუ სწორად მახსოვს.
LikeLike
ჰო, გვეტაძისაა, ბებიაჩემმა გაიხსენა :დ
LikeLike
შიო გვეტაძესია მგონი, სხვები არ ვიცი და არც მაინტერესებს, პრინციპში წარმოდგენილიც კი მაქვს რა საშინელება იქნება, მაგრამ “მონანიება”-ზე ვერავის დავეთანხმები რომ წაუკითხავი წიგნების სიაში უნდა იყოს.
LikeLike
არ მომეწონა მე.
LikeLike
მე ახლაც მომწონს.)
LikeLike
ნუ, წასაკითხი და არწასაკითხი წიგნების სიას ყველა სათავისოდ ადგენს. მოლის ბლოგი პალიტრა ელი კი არ არის, საყოველთაოდ აუცილებელი ორმოცდაათეულები ჩამოვაწიკწიკო. ოღონდ, შიო გვეტაძის კითხვას, სატელეფონო ცნობარის წაკითხვა მირჩევნია. ბევრად საინტერესოა ჩემთვის.
LikeLiked by 1 person
რათქმაუნდა)) სატელეფონო ცნობარის წაკითხვით შეიძLება “წვიმის კაცს” გაუგო :პ, “მონანიებით” კი ვერ ჩაწვდები იმდროინდელ კარიერისტების ზეობას. არ ვამბობ რომ მხატვრულია მაგრამ არც ისეა როგორც შენ ამბობ, მე პირადად “მგლის ბილიკი” და რაღაც მსგავსი დეტექტივები რომ იყო, აი იმათ ჩავამატებდი წაუკითხავი წიგნების სიაში
LikeLike
მგლის ბილიკი სანადირაძის არ არის? აშკარად ღირსეული კანდიდატია და ამ სიაშიც საპატიო ადგილი ეკუთვნის.
LikeLike
სანადირაძის რაღაცები ბლომად ეყარა სახლში, კიდევ კარგი, იმ ასაკშიც კი მივხვდი, რომ ნაგავი იყო :) “უსაფლავო ჯარისკაცები” მახსოვს :)
LikeLike
ალექსანდრე იასაღაშვილის :) ძლივს გავიხსენე :)
LikeLike
წიგნების სათაურებს ვერ ვიხსენებ. ზოგიერთი ისეთი ყვითელი, ეროტიული კონტექსტის ან ქურდული მენტალობისა იყო, ახლაც ვწითლდები, ასეთი “ღირებული” წიგნები ხელში რამ ამაღებინა-თქო :)
პ.ს. სასიამოვნოა მოლი ბლუმის ბლოგზე დასაბუთებული და სამართლიანი კრიტიკის წაკითხვაც :)
LikeLike
ქურდული მენტალობის, მგლების გარდა, “ქურდები და არიფები” მახსენდება.
კრიტიკა აკლია აქაურობას, არა? :( არა უშავს, გამოვასწორებთ, თაბუ.
LikeLike
ეჰჰ, მოლი, შენ საბჭოთა ბავშვი იყავი და მე რა მრჯიდა?
ბებიაჩემთან დედაჩემს აქვს ძალიან დიდი ბიბლიოთეკა. რატომღაც არავინ არ გამფრთხილა რომ ამ წიგნებიდან ყველა არ იყო ნომალური ადამიანისთვის. ჰოდა დავიწყე . .
დუმბაძის და დოჩანაშვილის აღმოჩენამ ისე გამათამამა რომ ლამის ყველა წიგნი გადავიკითხე. ლამის ჭკუიდან გადავედი!!! “გამომძიებელი ქალი შორენა” – ისე იყო დაწერილი მეგონა კონან დოილი საფლავში მალაყებს აკეთებდა. “ჭიამაია” – მეგრელი რომე და ჯულიეტას ისტორია. ყველაზე მძაფრად აეს ორი დამამხსოვრდა საბედნიეროს მათი ავტორები არ მახსოვს :)
LikeLike
შენთვის რომ ეთქვა ვინმეს, არ წაიკითხოო, ორმაგი სიჩქარით გადააბულბულებდი და პოსტსაც დაუწერდი :)))
ჭიამაია არ მახსენდება რატომღაც :(
LikeLike
არაა გამორიცხული ;)
“ჭიამაია” -ს ავტორი არ მახსოვს მაგრამ ღრმად საბჭოთა იყო. თან ისეთი რომ მის ფონზე მანველიძე მწერალი გეგონება :)
LikeLike
ნუ, მანველიძე ზოგს ახლაც მწერალი ჰგონია.
ჭიამაიამ დამაინტერესა :)))
LikeLike
ამ კაცის “მგლებმა” ერთი მშვენიერი დღე ჩამიშხამა. ისე “მეწამულ ორდენს” არა უშავს , მოწყენილი რომ ხარ შეიძლება კაცმა ერთი ჯერისთვის გადაიკითხოს.
LikeLike
კარგი, რა… სხვა წიგნი და ავტორი დაილია?
ნუ, არ ვიცი. მე პირველი მგლების რამდენიმე გვერდი წავიკითხე და იმის შემდეგ მანველიძეს არ ვეკარები. შესაძლოა, რამდენიმე შედევრი მაქვს გამოტოვებული, მაგრამ რაღაც არ მგონია.
LikeLike
ნუ, “მეწამული ორდენი” სხვების ფონზე მართლა ნორმალურია.
მოლი, მაია ბურჭულაძეს რამე წაკითთხული თუ გაქვს და მაინტერესებს თუ მოგეწონა.
LikeLike
არა, თაია. არაფერი წამიკითხავს და ეჭვი მაქვს, არც წავიკითხავ. ჯერ ასე არ გამჭირვებია :)
LikeLike
მე მაქვს თითქმის ყველა ნაწარმოები წაკითხული და გაინტერესებს რატომ წავიკითხე :) : ამ წიგნებს ზალიან მსხვილი შრიფტით უშვებდნენ მე კიდევ წვრილს ვერ ვქაჩავდი. თან ნახატებიანიწიგნები ზედმეტად ბავშვური მეგონა :0 ჰოდა შრიფტის გამო ამ მარაზმით ვიტენიდი თვს :)
LikeLike
ყოჩაღ შენ. რა გაძლება გქონია :)
LikeLike
“ჭიამაია”-ს ავტორი ვანო ურჯუმელაშვილია. :)
ზემოთ ჩამოთვლილი ავტორების ნაწარმოებები კი გადავაბულბულე ბავშვობაში, მაგრამ მანველიძე და გორკის “დედა” არ წამიკითხავს ჯერაც.
LikeLike
რატომ არ მახსოვს :((
არც წაიკითხო. არა მგონია, რამე დაგაკლდეს :)
LikeLike
შინაარსი არც მე მახსოვს. :)
LikeLike
ვანო ურჯუმელაშვილია “ჭიამაიას” ავტორი :) მქონდა წაკითხვის ბედნიერება.
LikeLike
უჰ, იმდენი მაქვს ჩამოსათვლელი :)
– აი, ის ცნობილი მოთხრობები, ლორდმა რომ მითხრა, რამ წაგაკითხა ეგ სისულელეო (“დაშნა” და “ბრონზავაია პწიცა” ანუ :) );
– იაკინთე ლისაშვილის “ერთგულება” მეც ორჯერ მაქვს წაკითხული;
– ნანა კანდელაკის ერთ რომანს მეც ვიცნობ;
– აუ, “ქალიშვილის დღიურიდან” ავტორი აღარ მახსოვს, საბჭოთა მასწავლებლის თავგანწირვასა და ღვაწლზე იყო;
– კაპიტონ რუსიძის “ბეწვის ხიდზე” – საბჭოთა ექშენ რომანის შექმნის მცდელობა;
– ედიშერ ყიფიანის რაღაც-რაღაცები’;
– კიდევ გამახსენდება ბეეეევრი :))
LikeLike
რა მიალანძღა საწყალი რიბაკოვი :))) რუსული ნაგავი იმდენი იყო, თამარა, ერთი პოსტი კი არა, ერთი ბლოგი არ ეყოფოდა :))
კაპიტონ რუსიძე მეც წავიკითხეეე :((((
LikeLike
მოლი, რუსიძე მეც მაქვს წაკითხული. შპიონ ქალს მეცნიერი რომ უყვარდება :) :) :)
LikeLike
ეგაა :)) “ბეწვის ხიდზე” :))
LikeLike
“თქვენთვის, მშობლებო” – ავტორები აღარ მახსოვს :) როგორ უნდა აღზრდილიყო იდეური და ურყევი საბჭოთა მოქალაქე :)
LikeLike
“დაშნა” და “ბრინჯაოს ფრინველი” მეც მაქვს წაკითხული და თან არაერთხელ. რავიცი, მაშინ მომეწონა. ნეტა ასეთი მძიმე ბავშვობა მქონდა? :D :D
LikeLike
თავის დროზე მეც მომწონდა რიბაკოვი :)
LikeLike
საბჭოთა ლიტერატურაა, რა :)) კამსამოლი მიშა სამაგალითო ტიპად არის გამოყვანილი :)
LikeLike
ჰო, აი ასეთი, იმპერიული მენტალობის წიგნებს ვკითხულობდი ოდესღაც :( თავი არ გამომეყოფა დემოკრატიულ საზოგადოებაში :(
LikeLike
იმპერიული მენტალობა იქით იყოს და ყველაზე მძიმე დაღი მგონი, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობებმა დამასვა :((( რა მაკითხებდა თორმეტი წლის ასაკში, არ ვიცი…
LikeLike
ნინოშვილი, თუ სწორად მახსოვს, მაგ დროს ისწავლებოდა კიდეც. პალიასტომის ტბა და განკარგულება.
LikeLike
კი :) მაგრამ მაგ ორს რა უჭირთ კიდევ, დანარჩენი მოთხრობებია საშინლად მძიმე…
LikeLike
რას ამბობ, მაგ მიშაზე 11 წლის ასაკში შეყვარებული ვიყავი… მგონი გულწრფელად :D :D
LikeLike
ეგ არ შერჩება რიბაკოვს :) მე სლავკა მომწონდა, გენკა ძალიან “ბუნტარი” იყო, მე კიდევ ზანუდა ბავშვი ვიყავი :)
LikeLike
მე ერთადერთი პერსონაჟი მიყვარდა სრულიად გულწრფელად, თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე სადღაც :)))))
სლავკა ისე მომწონდა, კარგი ბავშვი იყო… :))))
LikeLike
გენკა კაი ტიპი იყო :) სლავკა ნამეტანი დავარცხნილ-მოწესრიგებული დედიკოს ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა :) ნუ, ეს იმიტომ, რომ ინტელიგენტების ოჯახში იყო გაზრდილი და მუშურ-გლეხური წარმოშობის უპირატესობა ხომ უნდა ეჩვენებინა ავტორს :)
LikeLike
ჰო, სლავკა იყო მომავალი რაფინირებული ინტელექტუალი :)) მგონი, მაგიტომაც მომწონდა :)
LikeLike
ბრინჯაოს ფრინველი, დაშნა და გაქცევა იყო მგონი მესამე ^^ მეც მაქვს წაკითხული
საყვარლობა იყო <3
LikeLike
აჰა :) რიბაკოვი ახლაც მიყვარს – ბავშვობას მახსენებს…
LikeLike
მე 2006 ში, 13 წლის ვიყავი :( სამწუხაროდ არ დამიშალეს :(
LikeLike
მგლები? ათი წლის ვიყავი და ბევრიც მიშლაეს მაგრამ მაინც წავიკითხე :)
LikeLike
იმდენი ასეთი წიგნი მაქვს წაკითხული, კიდევ კარგი ყველა არ მახსოვს, თორემ ეკოს რა სინდისით მოვკიდებდი ხელს :)))
ზემოთხსნებეულ ვანო ურჯუმელაშვილს ვიცნობ ახლოს – ფეხბურთელებზე ჰქონდა რაღაც და როგორ გამოვტოვებდი :) პარმენ ლორია, მაია ბურჭულაძე, ვიღაც მანველიძის მსგავსი მწერალი (ქურდებზე წერდა) და გამომძიებელი ქალი შორენაც მაქვს “გადაბულბულებული” :))) რუსულებს აღარ ჩამოვთვლი :) საწყალი რიბაკოვიც საკმარისია :)
LikeLike
“სამხრეთის ვარსკვლავი” ერქვა მაგ რომანს, (ან დიდ მოთხრობას), უპატრონო სოფლელი ბიჭი, გივი ბარნაველი ფეხბურთელი რომ ხდებოდა და მარაკანაზე, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, გადამწყვეტი გოლო რომ გაჰქონდა… გიგუა ჰყავდა კიდევ ძმაკაცი. და აგრონომ ნაკაიძის გოგო უყვარდა :))))))) უვარგისზე უვარგისი წიგნი.
LikeLiked by 1 person
უყურე შენ, რა ვნებათაღელვები დატრიალებულა საქართველო-ბრაზილიას შორის გადებულ სპორტისა და მეგობრობის ხიდზე :))))
LikeLike
ეეე… მანდ სოციალური კონფლიქტი იყო, გული გაგისკდებოდა. ამ გივის ადგილს სოფლის გუნდში (და აგრონომის გოგო ნუნუს) ეცილებოდა სოფლის კოლმეურნეობის ბუღალტრის ბიჭი დათო, რომელსაც მამამ ვოლგაც უყიდა და ნამდვილი თოფიც. მაგრამ ტალანტმა მაინც გაიმარჯვა. ჰოდა, მერე დათოც გამოსწორდა :)
LikeLike
ყველა ერთმანეთს როგორ ჰგავდა ისე :)) ის გახსოვს, დუმბაძის “როგორ დავწეროთ რეცენზია” :) მე მგონი, ზუსტად აღწერს საბჭოთა ლიტერატურის ძირითად ტენდენციებს :)
LikeLike
გამოკითხვით შინაარსს რომ იგებს :)
ბალახიანი საძოვრები ერქვა მგონი, იმ რომანს :)
LikeLike
კი :) კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ქვრივი ქალი, კოლმეურნე ქალ-ვაჟი და ფრონტიდან მოულოდნელად დაბრუნებული ქმარი ფიგურირებდა შიგნით :)
LikeLike
:))))))))
რეებს წერდა ხალხი :)) არადა, ნამდვილად ასე იყო :)
LikeLike
გივი გამახსენდა :) მაშინ აგრონომები და სიყვარული არ მაინტერესებდა – მარტო ფეხბურთი :)
LikeLike
მოლი, ამ ბლოგზე ყველა კომენტარიც კი წაკითხული მაქვს, შენ მეგობარ ბლოგერებსაც ვსტუმრობ ხოლმე მათი კომენტარებით დაინტერესებული, იცი ეს, ალბათ, და ამიტომაც ამბობ: ”არა მგონია, მოლი ბლუმის ბლოგის ს ტ უ მ რ ე ბ ს პარმენ ლორიას შესახებ რამე სმენოდეთ”-ო. ლორიას ”მაღაროებში” ახლახანაც კი გადავიკითხე კიდევ ერთხელ. მგონია… იმ ეპოქის სულს შევიგრძნობ ხოლმე ასეთი წიგნების კითხვისას. გული დამწყდა… ამ და წინა პოსტებში ჩამოთვლილთაგან რამდენიმე (ჩხარტიშვილი, დავითაია) შენ რომ გცოდნია და მე ვერ გავიხსენე, მაგრამ… შოლოხოვის ”წყნარი დონი”-ც კი არ გქონია წაკითხული, მე კი…მის პუბლიცისტურ წერილებსაც კი ვკითხულობდი ხოლმე. ასეა ეს და… ნუ იჩემებ… პირველობას.
P.S. ”ქართველ ადვოკატთა სიტყვები სასამართლო პროცესებზე”-ც (ასე ერქვა,მგონი) მაქვს წაკითხული, ვიშინსკის საბრალდებულო სიტყვებიც (წიგნადაა გამოცემული) და… ნეკროლოგებსაც ვკითხულობდი, ჯერ ”ჭიათურის მაღაროელში”, შემდეგ კი – ”თბილისში” და ”Вечерный Тбилиси”-ში. მეორე საპრიზო ადგილი მაინც მომანიჭე, გთხოვ.
LikeLike
პირველ ადგილი გეკუთვნით, ბატონო რაულ :) მე თქვენ როგორ შეგეცილებით :) ჭიათურის მაღაროელი არასოდეს წამიკითხავს. აი, ზუგდიდის “მებრძოლი” მახსოვს :)
LikeLike
მე ბიბლიოფილების ოჯახში დავიბადე და ეგეთი წიგნები არ მქონია, თუმცა სხვების ხელში კი მინახავს. გორკის “დედას” რაც შეეხება, სულაც არაა ცუდი წიგნი. მანდ რომ რაბოჩაია სლობოდა არის ძალიან ხშირად მახსენდებოდა, როცა სკოლაში მივდიოდი დილაობით ):
LikeLike
ჰო, აი, მე ვერ ვიყავი მთლად ბიბლიოფილი მაგ დროს და ასეთ წიგნებსაც ვკითხულობდი.
LikeLike
მეც რამდენი რამე მაქვს ასეთი წაკითხული, სახელები არ მახსოვს სამწუხაროდ.. ერთი იყო პონი პედრო ერქვა წიგნს, თუ რაღაც.. საბჭოთა ჯარისაკცებზე იყო კიდევ ერთი
LikeLike
პონი პედრო :( რა საყვარელი სათაურია და ასეთი ცუდი წიგნი იყო? :(
LikeLike
ჰო, სათაური საყვარელია :D ისე, კარგად არ მახსოვს რა ეწერა პატარა ვიყავი ძალიან როცა წავიკითხე, მაგრამ უაზრობა იყო რაღაც, მახსოვს..
პ.ს. ისე, კაი ფორუმზე მეტი კომენტარები მოგროვდა, დავიკარგე :)
LikeLike
ნუ, აქ ასე ხდება ხოლმე :)))
LikeLike
”მგლის ბილიკი” 25 მანეთი ღირდა შავ ბაზარზე, წარმოუდგენლად დიდი ფასი იყო 60-იანი წლების დასაწყისისათვის. ალექსანდრე იასაღაშვილია ავტორი. 10-15 მანეთი ღირდა ორდე დგებუაძის ” განთიადი დედოფალი”
LikeLike
კი, ძალიან ძვირი ღირებულა. 25 მანეთიანი წიგნები არც კი მახსოვს. უფრო სწორად, ბავშვობაში არ მახსოვს. მერე და მერე, ბაზრობებზე მეტიც მინახავს, მაგრამ ის უკვე სხვა დრო და სხვა ფული იყო.
LikeLike
გაგრძელებაც აქვს მაგას, უფრო ნაკლებ პოპულარული – “შავი ვარდი” :)
LikeLike
ორდეს? თუ :მგლის ბილიკს?
LikeLike
მგლის ბილიკის გაგრძელება იყო, ბანდის გადარჩენილი წევრებიც გასკვანჩეს… და ისე დრამატულად მთავრდებოდა: “იმ ლაღუმით მხოლოდ საკუთარი ცხოვრება, საკუთარი მომავალი ააფეთქა”-ო… ეხხ!!!
LikeLike
ჩემს ნათესავებს ხელით ჰქონდათ გადაწერილი “მგლის ბილიკი” :)))))))))
LikeLike
ნუ გამაოგნე ახლა :))))))))))))))
LikeLike
კი, კი :) და მეც სწორედ ის ხელნაწერი მაქვს წაკითხული :)))))))))))) შვიდი თუ რვა ასფურცლიანი რვეული იყო.
LikeLike
ამათგან არაფერი წამიკითხავს.
თუმცა, იმდენი რამ –არ– წამიკითხავს, “ყველას” რომ წაუკითხავს, რომ გასაკვირი იქნებოდა პარმენ ლორია მქოდეს წაკითხული.
ისე, ადამიანს ვინი პუჰი, სამი მუშკეტერი, ჰოლმსიანა, შავი კატა (და სხვა მოთხრობები) და ხმაური და მძვინვარება თუ აქვს წაკითხული – მეტი არც არაფერი სჭირდება. ყველა სხვა წიგნი ხომ ამათი განმეორებაა. :)
LikeLike
გამახსენდა – ავაკუმ ზახოვის ციკლიდან მაქვს ერთი ნაწარმოები წაკითხული.
კიდევ ლენინზე მოთხრობები…. მაგრამ ეგ ზოშჩენკოა და ვერ გავიმეტებ სასაფლაოსთვის.
LikeLike
ერთი მეც მაქვს. ავაკუმ ზახოვი 07-ის წინააღმდეგ. ნუ, ლენინზე მოთხრობები – ოხრად.
LikeLike
მე არ მახსოვს რომელი… რაღაც ატომურ შპიონაჟზე იყო მგონი. :) CIA აგენტი გამოააშკარავა.
LikeLike
ჰო, ეგ არის. მეც მხოლოდ ერთი წავიკითხე. ის ნოლშვიდი ნამეტანი მზაკვარი ვიღაც იყო, მაგრამ ზახოვმა მაინც აჯობა. ნუ, ავტორს ბონდზე ჰქონდა აშკარად ალუზია.
LikeLike
ავაკუმ ზახოვი მეც მახსოვს :) და სასაფლაოსთვის არ მემეტება – სახალისო იყო.
LikeLike
ქინდლში უნდა გადმოვქაჩო ყველა ნაწილი :)) ბავშვოაბს გავიხსენებ.
LikeLike
პარმენ ლორიაზე და იორამ ჩადუნელზე გამეცინა გულიანად :)) ჩემს ბავშვობაშიც ბევრს კითხულობდნენ ამ ბუმბერაზ მწერლებს და მგონი ყველას ჰქონდა სახლში :)) პირადად მე არ წამიკითხავს და კმაყოფილიც ვარ საკუთარი თავით :)))
LikeLike
იმ დროს ამდენი უხარისხო წიგნი იმიტომ გამოდიოდა თურმე, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა რას წერდი,რაც არ უნდა სისულელე ყოფილიყოს იმის მიხედვით გიხდიდნენ თანხას თუ რა მოცულობის იყო შენი ნაწარმოები,ამიტომ წერდა ყველა შესაძლებლობისა და უნარის მიუხედავად,
LikeLike
ჩემს წიგნების სასაფლაოს რაც შეეხება,დეტექტივებს ვეტანებოდი უფრო,კიდევ რამოდენიმე კრიმინალის შესახებ მახსენდება, ,,ქურდული” ცხოვრების მოყვარულ გმირებზე, მაგრამ ერთი საშინლად მახსოვს ,,შავი ვარდი” კიდევ ის ,,ვინ თქვა ბიჭები არ ტირიანოო” ,,შავი ვარდი”
კიდევ გამახსენდება და მივუმატებ აღსარებას :D
LikeLike
“შავ ვარდს” სადღაც ავცდი (საბედნიეროდ) და “ვინ თქვა, ბიჭები არ ტირიანო” გამიგია. “შავი სატანა” ჰქონდა მეორე სახელად. უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურებზე იყო. იშვიათზე იშვიათი სისულელე.
LikeLike
კიი და ასეთი სახის ნაწარმოებები მეგობრის დედას ჰქონდა :დ
და ისეთი ინტერესით ვკითხულობდით,უმეტესობის სახელიც კი არ მახსოვს,
ერთი იყო კიდევ რაღაც მიტევება თუ არვიცი,ნუ ერთი სიტყვით შავი ბავშვობა მაქვს
LikeLike
პარმენ ლორიაზე არაფერი მსმენია,”გამომძიებელი ქალი შორენა”,”მგლის ბილიკი”,შავი ვარდი ძალიან პოპულარული იყო ჩემს თანასკოლელებში,ამათგან ხოლოდ პირველი წავიკითხე(რას ვერჩოდი ჩემ თავს)გასაოცარად დაბალი დონის რომანი რომ იყო ეგ დამამახსოვრდა კარგად.იაკინთე ლისაშვილის ერთგულება მეც”მწარედ”ჩავიკითხე:). და კიდევ ერთი იყო ასეთი რომანი”ლონდა”ჩემდა სამარცხვინოდ ესეც ბოლომდე იქნა წაკითხული.
აი ამათ სიამოვნებით გადავუძახებდი ღრმად გათხრილ საფლავში! :)
LikeLike
“ლონდა” მეცნობა ბუნდოვნად და ვერც ავტორი გავიხსენე და ვერც სიუჟეტი.
LikeLike
“ლონდა”-ს ავტორი მგონი დგებუაძეა. კარგად მახსოვს ეგ წიგნი. ჩემი რუსულის მასწავლებლის რჩევით წავიკითხე.
LikeLike
მაინც არ მახსენდება :( შენ ჩემზე უკეთესი მეხსიერება გქონია, თინა.
LikeLike
შენს პოსტებს რომ ვკითხულობ, სულ იმას ვფიქრობ, რომ მოლის ძალიან კარგი მეხსიერება აქვს. სამწუხაროდ, ბავშვობაში წაკითხული ბევრი წიგნის მხოლოდ სახელწოდება მახსოვს, ან ავტორი. რაც შეეხება დგებუაძეს, ჩემი სტუდენტობის პერიოდში ძალიან პოპულარული იყო ქუთაისში. ასეთი კომენტარიც კი მახსოვს მის ერთ-ერთ რომანთან დაკავშირებით: ეს ისეთი წიგნია, ყველა დედა უნდა ურჩევდეს საკუთარ ქალიშვილს წასაკითხადო.
LikeLike
ამისთანა დაფასებას არც ელოდა ალბათ ქალბატონი ფუცუ :)
LikeLike
ალბათ :) მახსოვს, რა იმედგაცრუებული ვიყავი იმ წიგნის წაკითხვის შემდეგ. სახელწოდება არ მახსოვს, მაგრამ მთავარი გმირის სახელი დამამახსოვრდა, მაია ერქვა.
LikeLike
თუ დგებუაძე-ფულარიაა და მთავარ გმირს მაია ჰქვია, “ოქროს ბეჭედი” ყოფილა. დადიანების ოჯახზეა.
LikeLike
მეხსიერება არ ვუჩივი, მაგრამ აი, ხომ ხედავ, ლონდა ვერ გავიხსენე.
“ყველა დედა უნდა ურჩევდეს ქალიშვილს წასაკითხადო” აქ რა მოსატანია და, ასეთი ფრაზა დე სადის “ბუდუარის ფილოსოფიის” შესავალშიც წერია :)))
LikeLike
ეჰ, “ლონდა” როგორ ვერ გაიხსენე. :)
შენივე სიტყვებით გიპასუხებ: არა მგონია, რამე დაგაკლდეს.
მართლა რამდენი დრო მაქვს დახარჯული არაფრის მომცემი წიგნების კითხვაში. ხომ შეიძლებოდა ამის ნაცვლად რამე უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამეკეთებინა. :)
LikeLike
ავტორი არც მახსოვდა!სიუჟეტი დაახლოებით სექსუალური ძალადობის მსხვერპლ გოგონაზე იყო!
თინა!რუსულის მასწავლებელი გემოვნება ლიტერატურაში…. (((
LikeLike
რამდენიმე წლის წინ გადავარჩიე აწ უკვე ჩემ ბიბლიოთეკად წოდებული “საგანძურები” და მაკულატურაში ჩავაბარე :)
LikeLike
აჰ, არა. მე მაგას ვერ ვიზამ. მშობლების ბიბლიოთეკას ხელს ვერ ვახლებ. ჩემს პირად წიგნებში მსგავს რაღაცებს არ ვაჭაჭანებ – ეს ნამდვილად შემიძლია.
LikeLike
მე სკოლა, რომ დავამთავრე თავისი ბიბლიოთეკა მაჩუქა დედაჩემის მამიდამ, კიდევ მამაჩემის ბებიამ და რაღაც წიგნები მამიდაჩემმა, ჰოდა ასე გადავარჩიე მერე და რაღაცეები მაკულატურაში გავუშვი, რაც ორი იყო გავაჩუქე :)) მერე უკვე რასაც ჩემით ვყიდულობ რა თქმა უნდა ისაა რაც მინდა გულით :) ერთადერთი რაც გასაჩუქებლად ვერ გავიმეტე ილიაა, ყველა გამოცემა მაქვს მგონი :)))
LikeLike
მშვენიერი საჩუქარი მიგიღია, თეო :) რაც არ უნდა იყოს, ბიბლიოთეკაა, წიგნებია და შესაბამისად, განძიც. აბა, მე საკუთარი ბიბლიოთეკის შეგროვება ცარიელი თაროებით დავიწყე.
LikeLike
me magalitad, chemi mshoblebis bibliotekas chemsas shvuertebdi, ertaderti siamovnebit gadavagdebdi erti kritikosis wigns, mgoni javelidzea, nervebze momshala…
LikeLike
მე შეერთებულების არ მწამს :) საკუთარი მირჩევნია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემებს უზარმაზარი ბიბლიოთეკა აქვთ, თან ფრიად ღირებული გამოცემებით, სერიებით და ტომეულებით სავსე, მაინც ჩემი პირადი მირჩევნია.
LikeLiked by 1 person
ჰა, ჰააა-ჩემი გზააბნეული ბავშვობაც გამახსენდა. თითქმის ყველაფერი მაქვს წაკითხული აქ ჩამოთვლილთაგან-და თან საშინლად პატარას. ავსა და კარგს რომ ვერ ვარჩევდი მაშინ.
LikeLike
კომენტარებსაც გადავხედე და არაფერი მეცნო. მხოლოდ “პონი პედრო”, რომლის შინაარსი არ მახსენდება, მაგრამ არც ცუდად დაუმახსოვრებია თავი, ფაქტია. მე ერთი რამ მიკვირს. თუ არ მოგწონდათ, რატომ კითხულობდით ბოლომდე? არცერთ ასაკში ბოლომდე იძულებით არ წამიკითხავს წიგნი, თუ კი არ მომწონდა დასაწყისში :)
LikeLike
კომენტატორების ნაცვლად ვერაფერს გეტყვი, ქეთი, და თუ მანდ მეც ვიგულისხმები, იძულებით არც ბავშვობაში გამიკეთებია რამე (მხოლოდ წიგნის კითხვას არ ვგულისხმობ) და ახლა ხომ მითუმეტეს… მე რომ ვკითხულობდი, იმ დროს ეს წიგნები საინტერესოდ მეჩვენებოდა (ვკითხულობდი, დაახლოებით, რვიდან თორმეტ წლამდე ასაკში). ესეც არ იყოს, წიგნზე შთაბეჭდილებას ბოლომდე წაკითხვის შემდეგ ვიქმნიდი ხოლმე. ყოველი შემთხვევისთვის, მაშინ ასე იყო.
LikeLike
მოლი, შენ ფუცუ ფულარია დგებუაძის ორტომეული არ გაქვს წაკითხული? :)))
ან კიდევ მარიამ გარიყულის სამტომეული :)))
მე წამიკითხავს :))) ბევრი არ მახსენდება, სახელებიც კი არ ქონდათ დასამახსოვრებელი :)))
ტომეულებს იმიტომ ვამბობ, რომ მაგათ ნაწერებს მე მოთხრობას და ნაწარმოებს ვერ ვუწეოდებ :)))
LikeLike
გარიყული არა, შოშანა და დგებუაძე-ფულარია კი მქონდა შინ. “ოქროს ბეჭედი” და მოთხრობები, თუ სწორად მახსოვს.
LikeLike
მარიამ გარიყულის მარტო ნაწარმოებები კი არა, მემუარებიც წაკითხული მაქვს :)
LikeLike
საღოოოლ :)))
LikeLike
karbelashvilis is unda iyos mgoni, qetevan dedofalze da mis shvilze, xom?
mgoni wakitxuli maq :D
auuu, kai temaa, sheidzleba teg tamashad vaqcio? ^^
LikeLike
კი, “მგზნებარებით დაფერფლილი გულები” ჰქვია.
რა თქმა უნდა… რად უნდა მაგას ან “შეიძლება” ან კითხვა საერთოდ :)) როგორც შენ გაგიხარდება, ქევან :)
LikeLike
აუ, ქევან, დაწერე, იქნებ მეც მომინდეს :))
LikeLike
თანხმობა მიღებული მაქვს, ასე რომ დავწერ ^^
LikeLike
მიხარია რომ არცერთი ჩამოთვლილთაგანი არ წამიკითხავს, არც შემხვედრია სადმე. მე არ მსმენია იმ კაცზე (რომ წერ არ ეცოდინებათო) ;)
ხო ბავშვობაში არ მიკრძალავდნენ სადღაც 8 წლამდე მაძალებდნენ წაიკითხეო. მერე ერთხელ დავფიქრდი და მაგარი შემრცხვა, რომ ისეთი რაღაცეები არ მქონდა წაკითხული. ჰო დავიწყე და მერე ვსო. ვკითხულობ და ვკითხულობ. :) ჩემები უნდა გამოვკითხო ერთი, ამათაც იმდენი სისულელე ექნებათ წაკითხული. :)
LikeLike
პრინციპში, რაც კარგ ლიტერატურად ითვლება, მხოლოდ იმის კითხვას, ისევ ასე, დამოუკიდებლად, რაც ხელში მოგხვდება, იმის წაკითხვა მირჩევნია. სხვა თუ არაფერი, გემოვნებას მაინც ჩამოიყალიბებ. თან, შენით. სხვების დახმარების გარეშე.
LikeLike
ხო გეთანხმები! უბრალოდ რაც წაკითხული მაქვს ჯერ-ჯერობით ჩემი აზრით სანაგვეზე გადასაგდები არც ერთია და მერე ვნახოთ, იქნებ აზრი შევიცვალო. :)
LikeLike
ძირითად მეც ეგრე, ნუ რამდენჯერმე ჟურნალებში გამოქვეყნებული რომანები და მაგის მსგავსი რაღაცეები შემომეკითხა. ახლა მეცინება. :) და წიგნებიდან ახლა ვფიქრობ და ჯერ ვერ ვიხსენებ. თუ გამახსენდა ჩამმოვწერ კომენტარად. :)
LikeLike
ნუ, ეს მხოლოდ შენი საქმეა. ადგილის განსაზღვრაც და შემდგომი აზრის შეცვლად.
მე ბევრი მომეძევება ასეთი, გასაყრელი და უვარგისი, რა თქმა უნდა, ჯობდა, თავიდანვე მხოლოდ ხარისხიანი ლიტერატურა შემხვედროდა, სულ მცირე, დროს არ დავკარგავდი, მაგრამ ერთი, რომ მაშინ რაც იბეჭდებოდა, 80 პროცენტი მაინც არაფრად ვარგოდა და მეორე, მე წიგნებს ჩემით ვარჩევდი, რეიტინგები და პოპულარობა ღრმად მეკიდა ორივე ფეხზე და შესაბამისად, მაკულატურაც ბევრი ვიკითხე.
LikeLike
აჰა! სწორი არჩევანიცაა ჩემი აზრით, მთავარია შენ მოგეწონოს და რა მნიშვნელობა აქვს ვიღაც კრიტიკოსის აზრს?! რჩევად კარგია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ;)
LikeLike
საბჭოთა ლიტერატურა იქით იყოს, მაგრამ აი, გასაბჭოებამდელ პერიოდშიც ბევრი სისულელე რომ იწერებოდა, არ გგონიათ? ცისფერყანწელების თაობას ვგულისხმობ, მაგალითად საფო მგელაძე და დია ჩიანელი :)
მე მგონი, საბჭოთა ნაგვის ფონზე ასცდნენ ნაგავსაყრელს, თორემ რა ვიცი, რა ვიცი… არ მითხრათ, კარგიაო, დიდ ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ არ დაგიჯერებთ :)
აუუ, კიდევ გამახსენდა: “თავზარდაცემული” (ვინმე ჩაჩიბაია-მუნტიკოვა) და “ჰავაის ბულბული” :)
ვოინიჩის “კრაზანაც” სადღაც ამ პერიოდში წავიკითხე, მაგრამ ეგ სანაგვისთვის არ მემეტება, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ახალგაზრდობის სამაგიდო წიგნად აქციეს. დღემდე არ მესმის, რატომ… :(
LikeLike
საფო მგელაძე და “ჰავაის ბულბული” არც მე მგონია ხარისხიანი საკითხავი. ვისაც მოსწონს – ღმერთმა შეარგოს.
“ართული მწერლობის” რომელიღაც ტომი მთლიანდ მე-19 საუკუნის და მე-20-ს დასაწყისის ნაკლებად ცნობილ მწერლებს დაეთმო და რაც მანდ წავიკითხე – მტრისას. შესავალიც მახსოვს – ბარემ არ გვინდოდა ამის გამოქვეყნება, მაგრამ რა ვქნათ, მაგ დროს ასე წერდნენ და რეალობას ხომ არ დავმალავთო. ან რაღაც მსგავსი.
LikeLike
არა მგონია, “ჰავაის ბულბულზე” ვინმე მოგვედავოს :) აი, საფო მგელაძე ძალიან მიქეს ერთ დროს და რომ წავიკითხე, კინაღამ გული შემიწუხდა. მერე რაღაც ჩემდა ჭირად გრიგოლ რობაქიძისადმი მიწერილ მის წერილს წავაწყდი და სულ წამიხდა ისედაც არასახარბიელო შთაბეჭდილება…
LikeLike
ჰავაის ბულბული ხომ არ გაქვთ ვინმეს ყიდვა მინდა
LikeLike
ეგეთი პირველი “ახალგაზრდა გვარდია” მახსენდება :) ვისთვის როგორ არ ვიცი და ჩემთვის სანაგვე წიგნია ნამდვილად :) ისე კი უამრავი ნაგავი წამიკითხავს, რატომ არ ვიცი. იორამ ჩადუნელს და პარმენ ლორიას მეც ვიცნობ :) მანველიძესაც… წულუკიძესაც..
აი “კრაზანა” სანაგვედ არ მემეტება სასტიკად და ძალიან კარგად თქვა მოლიმ, ამ ყველაფრისდა მიუხედავად ყველაფერს წავიკითხავ რაც დამაინტერესებს და თავად გავარკვევ, სანაგვეა თუ არა, ჩემთვის მაინც
LikeLiked by 1 person
ჰო, აბა რა :))) თორემ, ვინმემ მარტო ეს პოსტი და ამ პოსტის კომენტარები რომ წაიკითხოს, შევეცოდები – ამას ბავშვობა ნაგავსაყრელზე გაუტარებიაო :))) უკაცრავად ყველასთან, მაგრამ ჩემ დროს ბლოგები არ იყო და წიგნის ავ-კარგიანობის გასაგებად ერთადერთი გზა ვიცოდი მე ჩამორჩენილმა – წაკითხვა.
LikeLike
ცამდე მართალი ხარ მოლი :)
LikeLike
მე დიდი მოთმინებით არასდროს გამოვირჩეოდი და ამიტომ ბევრი “ნაგვისთვის ალალი” წიგნი მაქვს შუამდე მიყვანილი, მაგრამ ბოლომდე წაკითხვის ღირსი არ გამიხდია.ერთი პერიოდი იმ პრინციპით ვხემძღვანელობდი: “ნახევარი მაინც წაკითხულია და ბარემ ბოლომდეო”, თუმცა აზრის არ ქონას მალევე მივხვდი.
მე მაინც ბავშვობიდან რომ დამაინტრიგა იმ წიგნს გამოვყოფდი : “წაკითხვისთანავე დაწვით” :დ
LikeLike
“წაკითხვისთანავე დაწვით” ერთი ორჯერ კი შემხვდა სადღაც სათაურად, მაგრამ წიგნი არ მქონია.
LikeLike
პარმენ ლორია მშვენივრადაც მსმენია ^^ მე 18 წლის გოგოს ^^
“კოლხეთის ცისკარი” “მომავლის იმედი” (თუ არ მახსოვს ზუსტად) კიდევ რაღაც წიგნი ორი სხვადასხვა საუკუნის ჭრილში, თალიკოს, კობასა და ლალის სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ, “ჭიამიაიაც” მთელი საკოლმეურნეო ამბები წაკითხული მაქვს + “გამომძიებელი ქალი შორენა” “სად არის მარინე, თუ სადა ხარ მარინე” და მსგავსნი ^^
არასდროს მეზარებოდა ზაფხულის მოსაწყენი დღეების გაყვანა არანაკლებ მოსაწყენი და მდარე ლიტერატურით :) წიგნსა და წიგნს შორის ვკითხულობდი და მართლა ბევრი მომივიდა, ერთ ოთახში გვაქვს სოფელში მსგავსი წიგნები თავმოყრილი და ^^
ისე ალბათ ესეც უნდა წაიკითხო :დ ალბათ :დ
ერთი წინგია ალიო ადამიას “დიდი და პატარა ეკატერინე” რაღაცნაირი საყვარელი, თბილი წიგნია ^^ ვეძებე სააღდგომო არდადაგებზე და ვეღარსად ვნახე :შ
LikeLike
გამარჯობათ, მე იკრიბებიან წიგნი “პატარა უფლისწული”, ანტუან Saint-Exupery. ვერ დამეხმარებით? ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია: გთხოვთ!
LikeLike
აუ! მე უნდა დამეწერა რომ არ მახსენდება თქო და მოიცათ რა
“მგლები”. მაგრამ მარტო 2 ნაწილს გავუძელი.
ნინო წულუკიძის “სულის ყვირილი” თუ რაღაცა :))))
მაია ბურჭულაძის რაღაცეები ჟურნალებში მოიძევებოდა და დროის გასაყვანად რამდენჯერ მიმიმართავს. არადა რა ძვირფასი დრო :(
“დაშნა” “ბრინჯაოს ფრინველი” გამარჯობა თქვენი :)))
პროფესორ ვიღაცის (გვარი დამავიწყდა) თავი კიდე :)))
კიდევ რამდენი ქინება ვინ იცის. უბრალოდ არ მახსენდება.
LikeLike
დოუელის იყო ის თავი :)))))))
LikeLike
გახლდათ :) ეხლა ვერ გავიხსენე. მაგ წიგნში ერთმა რაღაცამ დამაეჭვა. თავი რო გადაუნერგეს (!) იმ ქალს ოპერაცია საათნახევარს გაგრძელდაო და მაშინ ვიგრძენი რომ რაღაც ვერ იყო :))
LikeLike
ფანტასტიკაა, ჭიამაია :)
LikeLike
კი ვიცი მაგრამ ფანტასტიკაცაა და ფანტასტიკაც.
LikeLike
ნუ, აქ როგორ არ დაგეთანხმო :))))))) ბელიაევი არც ბრედბერია და არც საიმაკი… ისე, საიენს ფიქშენის მოყვარული თუ იყავი, არ ვიცოდი. გყავს მანდ ფავორიტები?
LikeLike
მანდაა ძაღლის თავი მოლი, რომ არ მიყვარს საიენს ფიქშენი და საფუძველი სავარაუდოდ დოუელთან უნდა ვეძებო :)))) მაშინ რიგითი სათავგადასავლო წიგნის ძიებაში ვიყავი და ისე ჩამივარდა ხელში.
LikeLike
ვაღიარებ,მეც მაქვს იორამ ჩადუნელის რაღაცა წაკითხული, აი რა, ეგ ბუნდოვნად მახსოვს :მამლუქი:
LikeLike
“საშობაო მეჯლისი” მახსოვს კარგად. მექრთამეობას, პროტექციონიზმს და სხვა ნეგატიურ მოვლენებს ამხელდა ამხანაგი იორამი.
LikeLike
არ ვიცი, ქართულ ენაზე. მე ვარ პოლონეთის. ვერ დამეხმარებით?
LikeLike
რა გაინტერესებთ, გვითხარით და რითაც შევძლებთ, დაგეხმარებით :))
LikeLike
მოხარული ვარ! I იკრიბებიან წიგნის “პატარა პრინცი”. მე არ მაქვს ასეთი ქართულ ენაზე. მე შეუძლია რაღაც სანაცვლოდ. პოლონურ ენაზე.
LikeLike
https://www.ibook.ge/?action=book&lang=geo&book_id=6003
აი, ეს არის იმ ინტერნეტ-მაღაზიის ბმული, სადაც ქართული “პატარა უფლისწული” იყიდება.
LikeLike
უბრალოდ არ მესმის … მაღაზია რომ წერია იქ. ვინ, რა და როგორ?
LikeLike
ინტერნეტ მაღაზიაა. ონლაინ გამოწერ და ჩამოგივა…
LikeLike
არაფერია ინგლისურ ენაზე. მოდით ასე. ყიდვა წიგნი. თქვენ მე. შევიდა პოლონეთის. მე გამოგიგზავნით ფულს. რომელ ვალუტაში ხდება საქართველოში. მე არ ვიცი რა არის მაჩვენებელი?
LikeLike
do you speak english?
LikeLike
Sure.
It’s better to fix this by e-mail.
mollybloomsday@gmail.com
LikeLike
ბავშვობის შემდეგ არ წამიკითხავს, შესაძლოა არასწორად მახსოვს, მაგრამ ფრიად ცუდად მახსენდება “შავი ისარი”, მახსოვს რომ კატეგორიულად არ მომეწონა, ისე გადავიკითხავდი, დამაინტერესა რაღაც.
“Twilight” – მხოლოდ პირველი ნაწილი მაქვს წაკითხული (ამბობენ რომ დანარჩენს ეს ჯობია), მომკალით და არ მომეწონა, რა ჭირად წავიკითხე არ ვიცი (თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ჩემი სასტიკად აგდებული დამოკიდებულება პირდაპირ კავშირშია ეკრანიზაციასთან).
ჰო ბურჭულაძის “სარკეში” გამოქვეყნებული რომანებიც მაქვს წაკითხული ადრე.
LikeLike
სტივენსონი? განძის კუნძული იყო მაგასთან ერთად კრებულში და განძის კუნძული უფრო მომეწონა მეც.
LikeLike
კი სტივენსონის :) მეც განძის კუნძული უფრო მომეწონა. არ ვიცი რატომ ჩავთვალე გამოყოფის ღირსად შავი ისარი, მაგრამ აშკარად არ მაქვს პოზიტიური მოგონება ამ წიგნზე :)
LikeLike
განძის კუნძულის ფონზე სტანდარტული სათავგადასავლო რომანია, ალბათ ამიტომ. თორემ, ისე, კაცმა რომ თქვას, არა უშავს. უარესიც წამიკითხავს.
LikeLike
ბევრი, კიარადა უმეტესობა გადასაყრელი მწერლებისა, ესწრებოდა იმ სხდომას რომლის მერეც პაოლომ თავი მოიკლა და აქტუირად მონაწილეობდა მის პარტიუ დევნაში . საქონლები
LikeLike
მოლი პირადად მე ასეთს ვერაფერს ვიხსენებ, სამაგიეროდ მეგობარი მყავს ბავშვობაში ყველა წიგნი რომ წაიკითხა, იმ თაროდან რომელსაც წვდებოდა, ბოლოს დიიდი უზარმაზარი წიგნი გამოათრია თავის ოთახში ძლივს შეიტანა და არც მეტი არც ნაკლები “როგორ იწრთობოდა ფოლადი” წაიკითხა. შთაბეჭდილებებს ვკითხავ, რაღაცატომ დარწმუნებული ვარ დღემდე მწარედ ემახსოვრება და მოგახსენებთ :)
LikeLike
ბედი არ გინდა…მაინცდამაინც იმ თაროზე როგორ იდო :) ისე, ეგ მეც მაქვს წაკითხული ღრმა ბავშვობაში. ესეც და უარესიც. მე შენ გეტყვი, საბჭოთა ლიტერატურა იშვიათი იყო და ძნელად იშოვებოდა…
LikeLike
ჰა ჰა სუპერ პოსტია:))
ნამდვილად გამეცინა საკუთარ თავზე და შენზეც:))
ბავშვობაში სოფელში როცა ვისვენებდი ყოველთვის მიმქონდა მხატვრული ლიტერატურა წასაკითხად. მაგრამ ზუსტად 1 კვირაში ყველაფერი წაკითხული მქონდა და იძულებული ვიყავი სოფლის ბიბლიოთეკით მესარგებლა. მეც მიშლიდნენ გამოდი გარეთ ბუნებაში, მაგ სისულეებს ნუ კითხულობო, მაგრამ მაინც ვკითხულობდი, რაც ჩამოთვალე მაგ მწერლებიდან ,,ვამაყობ” რომ ესენი წამიკითხავს
იაკინთე ლისაშვილი, გივი ასლამაზიშვილი, იორამ ჩადუნელი,შიო გვეტაძე და ვანო ურჯუმელაშვილი. გვარები არ მახსენდება კიდე:)))
მიხარია ამ წიგნების შემდეგ კითხვა ისევ რომ მიყვარს:))))
LikeLike
მეც გამეცინა საკუთარ თავზე :) ან რა მაკითხებდა, ან ახლო-მახლო ერთი გონიერი მრჩეველი როგორ არ აღმოჩნდა, მაგრამ მაინც კარგია, რომ წავიკითხე. წიგნი, რაც არ უნდა იყოს, მაინც წიგნია.
LikeLike
აუ ეს თემა ვალად დამედო : ( :დ :დ
სტიკერებზე უნდა დავწერო ხოლმე და ეკრანზე გავიკრა, თორე გაფანტული გავხდი ამ ბოლო დროს თუ რა მჭირს :0
LikeLike
როცა გაგიხარდება, მაშინ დაწერე… საჩქარო არაფერია, ქევან :)
LikeLike
ჯერეს პოსტი ხომ რად ღირს და მერე კომენტარებიც მაგრაი აქვს :)
კიდევ ორი წიგნის დასასაფლავბლად მოვედი, მოლი :დ
ამას წინათ წავაწყდი (ავტორი და დასახელება არ მახსოვს) ქართული ჯეიმს ბონდის ვერსიას. ესეც საბჭოთა პერიოდშია დაწერილი. მე იქ ვიხარხარეეე :დ ნარკოტიკებს ბრილიანტებში რომ მალავდნენ და წიგნის თაროს უკან ვეფხვები, რომ ჰყავდათ დამწყვდეული :)
მეორე სცენარია, ბრაზილიური სერიალის სცენარი :დ და მთელი წგნი სავსეა “ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ” – ის მსგავსი ფრაზებით :დ
LikeLike
რა მაგარი ექსპონატებია… აფსუს, არც ერთი მეცნობა და არც მეორე :)
LikeLike
კიდევ კარგი არ გეცნობა :)
LikeLike
Halo! I’m looking for book “Little Prince”.
My email: ania1633@onet.eu
please for help!
LikeLike
იაკინთე ლისაშვილი მეც წავიკითხე, ჩემს მეზობელს ჰქონდა ორტომეულო თუ სამტომეული, მსუქანი წიგნები, სადაც გლეხები ყოველდღიურ საუბარში ისე მიმართავდნენ ერთმანეთს როგორც ოფიციალურ პარტიულ შეკრებაზე.
“დედის ხელი”, ავტორი არ მახსენდება, სადაც წითელ ლაქიანი ფრჩხილები არწივის სისხლიან კლანჭებს იყო შედარებული. :-)
LikeLike
საშინელი სიყალბე მახსოვს მეც
LikeLike
დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ
პარმენ ლორიას,,მევლუდი” წიგნი.
არავის გაქვთ ? :( :( ;(
LikeLike
ბიბლიოთეკაში ექნებათ ალბათ. 96 წლის გამოცემაა, წესით, უნდა იყოს.
LikeLike
ბოლო კომენტარს გადმოვყევი და უჰუჰუჰ, რა კომენტარებია <3
LikeLike
სადღაც შუაში მწარე ჯახიცაა ) რა დრო იყო )
LikeLiked by 1 person
ძალიანაც ნუ იქაჩებით, უბიწოება რომ არ ყოფილიყო და ქართულმწერლებს ამათ წესებზე და პატიოსნებაზე არ ეწერათ, დამიჯერეთ არ იქნებოდით გაჩენილ- გაკეთებულები. წარმოგიდგენიათ მაშინ რომ დაწყებულიყო ლგბტ და მარიხუანობანა, ვიღა გაგაკეთებდათ.
თქვენი სალანძღავი არ არის არც შიო გვერაძე და არც მანველაძე. არც მე მომწონს ბევრი თანამედროვე გიჟპოეტები და მწერლები მაგრამ არ ვმარხავ
LikeLike
გვეტაძე და მანველიძე )
ჩვენ აშკარად თქვენზე მეტ პატივს ვცემთ ამ მწერლებს. სხვა თუ არაფერი, გვარებს არ ვუმახინჯებთ. თქვენ ჯერ გვარების სწორად დაწერა ისწავლეთ, მერე გვიკითხეთ მორალი.
ღმერთმა შეგარგოთ, რაც მოგწონთ და რაც არ მოგწონთ, ღმერთმა გაშოროთ, მაგრამ უვარგისის უვარგისად და ნაგვად მოსახსენიებლად არც თქვენი ნებართვა გვჭირდება, არც თანხმობა :)
პ.ს. თქვენ ვინ გაგაკეთათ, ის იკვლიეთ, გეთაყვა, აქ წიგნებზე ვლაპარაკობთ.
LikeLiked by 1 person
ღმერთო ჩემო, აქ თუ მსგავს არაადეკვატურობას წავიკითხავდი, არ მეგონა. აშკარად შემთხვევით მოხვდით.
ბოდიში მომითხოვია და შიო გვეტაძე და გოჩა მანველიძე რომელი კდემის და სათნოების მეხოტბეები ნახეთ?
LikeLike