მას ბავშვობიდანვე უნდოდა, მხატვარი გამხდარიყო…
ისე ძალიან უნდოდა, რომ არაფრად აგდებდა მკაცრი და გოროზი მამის წინააღმდეგობას და სკოლის გაკვეთილების ნაცვლად საათობით იჯდა ხატვის მასწავლებლის – ბარტუს კორტელინგის სახელოსნოში. თუმცა, მშობლების დაჟინების წყალობით დელფტის ტექნიკურ კოლეჯში მოხვდა, არქიტექტურის ფაკულტეტზე.
როგორც იტყვიან, სანთელ–საკმეველმა გზა მაინც არ დაკარგა – საკმარისი აღმოჩნდა უნივერსიტეტის კონკურსის ოქროს მედლით დაჯილდოვებული ერთადერთი აკვარელი და მამის მიერ ნალოლიავები სამომავლო გეგმა წყალში ჩაიყარა – ჰან ვან მეეგერენმა ხატვას მიჰყო ხელი.
მიჰყო – ადვილი სათქმელია და მეეგერენის გზა იმაზე ძნელად სავალი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. არადა, როგორც მკვლევარები ირწმუნებიან, ნიჭიერი ანიმალისტი იყო, მაგრამ წარმატება არა და არ მოდიოდა. სახელოსნოში გათენებულ ღამეები ერთმანეთს მისდევდა, ის კი ძლივს ახერხებდა ახალგაზრდა ცოლისა და ორი პაწია ბავშვის გამოკვებას.
ხელმოცარული ხელოვანის გულში წვეთ–წვეთად გროვდებოდა ბოღმა და სასოწარკვეთა. ოჯახის სარჩენად მეეგერენმა ძველი ტილოების აღდგენაზე დაიწყო მუშაობა და მალე მიხვდა, რომ ის მხოლოდ უბადლო რესტავრატორი კი არ იყო – ძველ ფლამანდელ ოსტატებსაც არაფერში უდებდა ტოლს. საერთოდ, ამ კაცს ყველაფერი გამოსდიოდა, რასაც ხელს მოჰკიდებდა – ნიჭიერი არქიტექტორიც გახლდათ და ექსპერიმენტატორი ქიმიკოსიც – თავის ლაბორატორიაში საოცარ საღებავებს ქმნიდა. სამწუხარო მხოლოდ ის იყო, რომ სწორედ იქ არ უმართლებდა, სადაც ყველაზე მეტად ცდილობდა წარმატების მიღწევას. და ვან მეეგერენი გაბოროტდა – გადაწყვიტა, ჭკუა ესწავლებინა იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც მისი აღიარება არ ინება.
შურისძიების გზის პოვნა არ გასჭირვებია – მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპამ ხელმეორედ აღმოაჩინა მცირე ჰოლანდიური სკოლის წარმომადგენელი იან ვერმეერი და მის ტილოებზე ნამდვილი ნადირობა დაიწყო. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს მეეგერენმა მეგობარს რომანტიკული ისტორია უამბო იმის შესახებ, როგორ ჩამოიტანა იტალიიდან კონტრაბანდული გზით ვერმეერის უცნობი შედევრი – “ქრისტე ემაუსში“.
მეგობარი, როგორც მხატვარი იმედოვნებდა, ენაჭარტალა აღმოჩნდა და მალე ამ სენსაციური ამბის შესახებ ყველა გზაჯვარედინზე გაჰყვიროდნენ გაზეთის გამყიდველი ბიჭუნები.
მეეგერენის ნამდვილი ტრიუმფი კი მაშინ შედგა, როდესაც საყოველთაოდ ცნობილმა, უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ექსპერტმა ბრედიუსმა დასკვნა გამოამზეურა: ეს ვერმეერია.
საბრალო მკვლევარს, ალბათ, გული გაუსკდებოდა, რომ სცოდნოდა, როგორ შრომობდა ვან მეეგერენი მთელი შვიდი თვის მანძილზე, როგორ აზავებდა უნიკალურ საღებავებს, როგორ აშრობდა ტილოს სპეციალურ ღუმელში, როგორ იყენებდა ჩინურ ტუშსა და ლაქს “საუკუნეთა მტვრის“ ეფექტის მისაღწევად და როგორ ვარჯიშობდა ვერმეერის ხელმოწერის გასაყალბებლად.
ამ გაბედული, რომ არ ვთქვათ, უტიფარი ფალსიფიკაციის შესახებ, ალბათ, ვერასოდეს ვერავინ გაიგებდა, ვან მეეგერენი ეშხში რომ არ შესულიყო და თანამემამულე ფერმწერის ნაყალბევების შექმნა არ გაეგრძელებინა. ყველაზე წინდაუხედავი ნაბიჯი კი ნამდვილად ჰერმან გერინგისთვის ერთ–ერთი ასეთი “ვერმეერის“ – “ქრისტე და მსაჯულების“ მიყიდვა იყო, თანაც იმ დროისთვის ზღაპრულ ფასად.
1945 წელს ამერიკელმა კაპიტანმა მაღალჩინოსანი ნაცისტის კოლექციაში სწორედ ეს ტილო აღმოაჩინა, კვლევა წამოიწყო და ვან მეეგერენი კოლაბორაციონიზმის ბრალდებით დააპატიმრეს – მან, ჰოლანდიელმა, ფაშიზმის იდეოლოგს ნაციონალური საგანძური მიჰყიდა!
ამაოდ გაჰყვიროდა მხატვარი – სურათი ჩემი შექმნილია და სკამი, რომელზეც ქრისტე ზის, ახლაც ჩემს სახელოსნოში დგასო. მოსამართლეებმა დამცინავი ღიმილით განუცხადეს – თუ ასეა, აქვე, ჩვენს თვალწინ, ახალი ვერმეერი უნდა დახატოო.
და მანაც დახატა. ექვსი კვირა იჯდა შინაპატიმრობაში და წერდა უკანასკნელ ტილოს – “ახალგაზრდა ქრისტე ტაძარში ქადაგებისას“. წერდა მთელი გატაცებით, მონდომებით… თითოეული ფუნჯის მოსმაში აქსოვდა იმ ცეცხლს, სულში რომ ენთო და მოსვენებას არ აძლევდა… იღვრებოდა ნიჭი, რომელიც ვერავინ შეამჩნია და დააფასა..
მოწვეულმა ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით განაცხადეს – “ეს ვერმეერია!“
ამ გაუგონარი სიყალბის გამო მეეგერენს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ციხეში არ მოხვედრილა – გულის შეტევით გარდაიცვალა და, ბედის სასტიკი ირონიით, გენიალური მხატვარი ვირტუოზი ფალსიფიკატორის სახელით დარჩა ისტორიაში.
მეც მომხიბლა, მოლი,იმდენად, რომ თაღლითობას ვეღარც ვხდავ. როცა ასეთი ნიჭია, იქ რაღაცები ხუნდება….
LikeLike
ეს უდიდესი ნიჭი რომ არა, ჩვეულებრივი ფალსიფიკაცია იქნებოდა, ერთი მრავალთა შორის. არაფრით გამორჩეული და მხოლოდ სპეციალისტებს თუ დააინტერესებდა.
LikeLike
მაინცდამაინც დიდი დანაშაული არ მგონია ასეთი თაღლითობა. ვერმეერის ნამუშევრები ხომ არ მოუპარავს, მხოლოდ მისი სტილი გამოიყენა.
LikeLike
პლიუს, საკუთარ ტილოებს ვერმეერად ასაღებდა და ყიდდა.
LikeLike
ენა ჩამივარდა!!!
არადა, რა ძნელია, როცა სულსა და გულს აქსოვ საყვარელ საქმეში და შედეგი არა და არ მოდის. ისე, რაც მართალია, მართალია, ამ ადამიანს სნობებისთვის (თუ შეიძლებას ასე ვუწოდოთ) ჭკუა ძალიან დასამახსოვრებლად უსწავლებია… სამწუხაროა, რომ დაუფასებელი მოკვდა…
LikeLike
მთლად არსენა მარაბდელიც არ ყოფილა :) ფალსიფიკატორი იყო. უნიჭიერესი, მაგრამ მაინც ფალსიფიკატორი.
LikeLike
ისე გაქვს დაწერილი, განსაკუთრებულად კარგად განაწყობ მკითხველს მეეგერენის მიმართ და იძახე ახლა, მთლად არსენაც არ იყოო :)))
LikeLike
არ იყო და… მგლისკენ ხომ ვთქვი, ახლა ერთი ცხვრისკენაც ვთქვა. გენიოსობას არ ვუკარგავ, მაგრამ არც ისეა საქმე, მისაბაძ მაგალითად ვაქციოთ.
LikeLike
არსენა მარაბდელიც არ იქცეოდა მთლად ჩემს მოსაწონად :)) მაგრამ სილა კი გააწნა ინტელექტუალ ხელოვან სნობებს:) აი, ზუსტად ეგაა იმის შედეგი, მხოლოდ ბრენდს რომ უყურებენ და ხარისხს არა..
ნუ, ეს ვიხუმრესავით, სიყალბეს გამართლება არ აქვს, რასაკვირველია, მაგრამ არც თვითონ ენდომებოდა ფალსიფიკატორის სახელით დარჩენილიყო ისტორიაში… ასე რომ, შენი არ იყოს, მეც მოვიხიბლე :)
LikeLike
არც ჩემი გმირია არსენა :)
სხვათა შორის, ტურიკას უწერია “ამერიკულ ზღაპრებში”, იოსებ ლაღიაშვილი, ჩუდეცკის მკვლელი, იმ დროის ქართულ საზოგადოებაში გმირად შერაცხეს და მხოლოდ ილია იმეორებდა, რას ამბობთ ხალხო, კაცი მოკლა, რუსი კი იყო, მაგრამ მაინც ადამიანიო.
ოღონდ, ეს სულ სხვა პოსტის თემაა.
LikeLike
სხვა პოსტის თემაა ნამდვილად, მაგრამ მე იგივე ილიას დავესესხებოდი – კაცია-ადამიანი?
LikeLike
მკვლელი და ყაჩაღი მთლად გმირი ვერ იქნებაო – ამას გულისხმობდა ალბათ.
LikeLike
არსენას რას ერჩი? მშვენიერი ყმაწვილი იყო :)))))))))))))))
LikeLike
ყაჩაღი იყო.
LikeLike
ვიცი, ვიცი :) უბრალოდ, ხანდახან მაკიაველთან სულიერ სიახლოვეს ვგრზნობ ხოლმე და რა ვქნა :)
LikeLike
მეეგერენი დიდი მხატვარი იყო. უბრალოდ, მალე დაყარა ფარ–ხმალი და ორიგინალების ნაცვლად ფალსიფიკაციას მოჰკიდა ხელი. ისე, ჩვენში დარჩეს და კარგადაც იხეირა ამ საქმით – როგორც მახსოვს, მაშინდელი კურსით დიდძალი ფული იშოვა.
LikeLike
იოლი გზა არჩია. ჰოდა, იოლ გზას, როგორც წესი, ასეთი ცუდი დასასრული აქვს.
LikeLike
პატივმოყვარეობა შეელახა და თქვენ გაცვენებთ სეირსო, დაიქადნა :)
LikeLike
სხვათა შორის, ზოგი მკვლევარი იმასაც კი ეჭვობს, რომ სახელგანთქმული “გოგონა კლავესინთან” მთლად ვერმეერი არ უნდა იყოს :)
LikeLike
არ ვიცოდი… ისე, საინტერესოა, უდიდეს მუზეუმებში და კერძო კოლექციებში, რაც დაცულია, უკლებლივ ყველა ორიგინალია?
LikeLike
დარწმუნებული ვარ, არა. წარმომიდგენია, რამდენი ნაყალბევი ამშვენებს ლუვრს, პრადოს, გუგენჰაიმს etc.
LikeLike
მეც მაგას ვამბობ… თან, ისეთი ასლები, ვერასოდეს რომ ვერ გავიგებთ, ასლები რომ არის.
LikeLike
როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო ამბავი მოლისგან,რომელიც აქამდე არ მსმენოდა. :>
LikeLike
კარგია :) ტყუილად არ დამიწერია ეს პოსტი.
LikeLike
მოი ლოტრეკ ილი ლოტრეკ ლოტრეკა?
დღეს სრულიად გამორიცხულია. :)
პრაქტიკულად შეუცდომლად ადგენენ საღებავის ასაკს. ტექნიკა ძალიან წინ წავიდა. :) ექსპერტი შეიძლება შეცდეს – ტექნიკა არა. :)
ეგ კი არა მხატვრობას არ ეხება, მაგრამ შოლოხოვის ავტორობაც ეგრე დაადგინეს – კომპიუტერმა დასკვნა დადო ლექსიკით, წერის მანერით, პუნქტუაციიტ და ეგეთი რემეებით წყნარი დონი და… არ ვიცი რა – თამარას ეცოდინებაა ეგაა მაგ ლიტერატურის სპეციალისტი ერთი ადამიანის დაწერილია 90% ალბათობითო.
დნმ-ის დონეზე სწავლობენ უკვე :)
LikeLike
მოვა თამარა და ჩაგაფრინდება თმებში :))))
შარშანდელ ფორბსში ეწერა, თუ სწორად მახსოვს – კრისტის აუქციონზე გაყიდული რამდენიმე ტილო ოსტატური ნაყალბევი აღმოჩენილა და რუსული კომპანია აუქციონს უჩივისო.
ფალსიფიკატორების ტექნიკაც წავიდოდა წინ, მილორდ. ლიტერატურის იდენტიფიკაცია, თუ მწერალს გამოკვეთილი სტილი აქვს, იოლია – აგერ, ტურიკას დაწერილი რომ ვიცნო, სულ არ მჭირდება კომპიუტერი.
LikeLike
ალბათ ტილოს გააჩნია – ზოგს ლაითად ამოწმებენ. მოლეკულარულ დონეზე თუ ჩაყევი, კი გაირკვევა. იმასაც არკვევენ ის მხატვარი რა საღებავს ხმარობდა… უფრო რთულია თუ ფასიფიკატორიც იმავე ეპოქისაა – აი მაშინ რთულია :) თან ტექნიკის უკან ადამიანი დგას, რომელსაც არ უნდა გამოეპაროს ტექნიკა რას ეუბნება. :)
ბანკში შემოსულა ფული, სალარო აპარატს რომ ვერ ამოუცნია, მაგრამ სერიოზული დანადგარები ქაღალდის და საღებავის ანალიზსაც აკეთებენ – იქ უკვე ვერ დამალავ.
სამხარაულთან შენ უფრო გექნება შეხება და ქე გეცოდინება :)
LikeLike
ჰო, რა თქმა უნდა. ტილოსაც გააჩნია, დანადგარსაც, ექსპერტიზის ხარისხსაც და ექსპერტსაც.
მე ერთი ბაიკა ვიცი. აშშ რომელიღაც მუზეუმში (ფრიად აკედემიურში) სამეთვალყურეო საბჭომ, შემოწმების პირველივე დღეს, დირექტორი რომ დაითხოვა თანამდებობიდან – დალის ნახატი თავდაყირა ეკიდა
შოლოხოვის მარტო წყნარი დონი ვიცი. ისიც, უბრალოდ, ვიცი. მაგის წაკითხვის ნერვი არ მეყო თავის დროზე და ახლა ხომ მითუმეტეს.
LikeLike
ვერ წარმომიდგენია, შენ ნერვი რეიზა არ გეყო :) იფ, იფ, როგორ მიყვარს ეგეთი ბორინგი წიგნები :)
LikeLike
მეც მიკვირს :) მე ხომ ზებორინგობების ფანი ვარ :)
LikeLike
“წყნარ დონს” ვინ დაეძებს, “გატეხილი ყამირიც” წაკითხული მაქვს :))))))))))))
LikeLike
თავი არ შეგეცოდა, მერი? :)
LikeLike
ყოველი წაკითხული წიგნის შემდეგ ადამიანი ხდება ოდნავ უკეთესი, ვიდრე მანამდე იყოო – კეჟერაძე არ ამბობდა? :)
LikeLike
კეჟერაძე იმასაც ამბობდა, ქინდლი ეშმაკის მოგონილიაო. ნუ, თუ არ ამბობდა, ახლა იტყოდა აუცილებლად.
LikeLike
“წყნარი დონი” წავიკითხე ახალგაზრდობაში – ჩვენს ბიბლიოთეკაში წაუკითხავი წიგნის დატოვება თუ შეიძლებოდა რომ არ მეგონა, იმ დროს :))
LikeLike
ოდესღაც მეც ასე მეგონა, რუსა. მერე მივხვდი, რომ არ ღირს…
რაც მე საბჭოთა სისულელეები მიკითხავს, ერთ წესიერ ბიბლიოთეკას შეავსებდა, მაგრამ შოლოხოვს ავცდი როგორღაც. საბედნიეროდ :))
LikeLike
შოლოხოვს ჯვარი სწერია, იაკინთე ლისაშვილი და პარმენ ლორია მაქვს წაკითხული :))))))))))))))
LikeLike
განთიადი ხევში :)))) იაკინთე კი გვქონდა შინ, მაგრამ წამეკითხოს, არ მახსენდება.
LikeLike
ახლა რომ მახსენდება, რამდენი მაკულატურა მაქვს წაკითხული, მეც მაგით ვიმშვიდებ თავს :)
LikeLike
არ მკითხო :(( ვანო ურჯუმელაშვილი და გივი ასლამაზიშვილი არ დამიტოვებია :)))
LikeLike
კი, კაცო :) ნანა კანდელაკი და რევაზ ჩხარტიშვილი? :))))))))))) მოკლედ, პატრონი არ მყავდა – ძეხორციელი არ აკონტროლებდა, რას ვკითხულობდი დაწყებით კლასებში.
LikeLike
იორამ ჩადუნელი :))) ისე, ერთი პოსტი კი დაიწერება წიგნების სასაფლაოზე :) რაღაც მსგავსი, თამარას ჰქონდა ძველ ბლოგზე.
LikeLike
შოლოხოვი ნობელიანტია :) მე არ წამიკითხავს უბრალოდ რაც სულაც არაა კარგი ეგებ. :)
LikeLike
შოლოხოვი არ ვიცი :( მეზობლის ბიბლიოთეკაში კი იყო, მაგრამ ერთი ტომი აკლდა და მაგიტომ არ მოვკიდე ხელი…
ეჰ, სპეციალისტი რომ ვიყო, რა მიჭირს :)
LikeLike
ახლა ვკითხულობდი ამ კომენტარებს და გამახსენდა შოლოხოვის რომელიღაც წიგნი :წყნარი დინება” ს თუ “წყნარი დონი” ს შეტანა ორმოცდაათეულშიც უნდოდათ.
LikeLike
მე ძალიან მინდოდა, სენკევიჩი შესულიყო და შევავსე კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ აფასებენ :)
LikeLike
აი, ეს მესმის. ასეთ საზოგადოებას უარესიც ეკუთვნოდა :)
მით უმეტეს ისე “სუფთად” “დააკოპირა” ვერმეერის ნახატები, რომ მარტო ამიტომ ეკუთვნოდა ერთ-ერთი საუკეთსო მხატვრის სტატუსი :)
LikeLike
მოკლედ რა… ეს ბლოგოსფერო პროტესტანტებითაა სავსე :)))
LikeLike
მიუხედავად იმისა, რომ თქვი, ჯოკერი არ იცი,
მისი წესებით კი მოქმედებ:
არაფერი დაიკლო ისე, რომ არაფერი შეგეტენოს :)
LikeLike
მართლა არ ვიცი. და ამ პრინციპით რომ ვმოქმედებ თურმე, ახლა გავიგე.
LikeLike
ის ფილმი მარტო მე გამახსენდა? ფალსიფიკატორზე რომაა..
სახელს ვერ ვიხსენებ…სასამართლოს სცენით მტავრდება იქაც, და მსაჯულების წინ დაახატინებენ სურათს..ვერ ვიხსენებ :)
LikeLike
მეც გამახსენდა ასე, უსახელოდ :)
LikeLike
ფალსიფიკატორზე “ინკოგნიტო” ვიცი მე. მგონი, რემბრანდტს ხატავს მანდ.
LikeLike
ჰო , ეგაა მოლ. ამასთან კავშირში კი არაა. სიუჟეტურად მომაგონა. განსაკუთრებით ის მომენტი, რომ ეტყვიან დაგვიმტკიცე რომ შენი დახატულიაო და დახატავს… :)
LikeLike
ჰო :) სავარაუდოდ, ეს პასაჟი რეალური ისტორიიდან აიღეს სცენარისებმა.
LikeLike
უჰ, რა გამახსენე :) ჩადუნელი და დავითაია – “გამომძიებელი ქალი შორენა”
LikeLike
“საშობაო მეჯლისი” და ისა, კიდო… “ისინი იცავდნენ საზღვრებს”.
LikeLike
მოკლედ, მოლი, ეგ ფანტასტიური იდეაა – წიგნების სასაფლაოზე პოსტის დაწერა და აქ ნუღარ გავაგრძელებთ :)
LikeLike
ოლ რაიტ. თორემ, ვერმეერი და პარმენ ლორია ერთად მთლად ჰარმონიულად ვერ გამოიყურება :)
LikeLike
მადლობა, მოლი, ამ ღრმად საინტერესო პოსტისთვის! მეც ჩვეულებრივი ადამიანივით მგონია, რომ ფალსიფიკატორობა უკან წასაწევი ფაქტია ამ შემთხვევაში :)
LikeLike
საბოლოო ჯამში, მეც ასე ვფიქრობ, მემე.
LikeLike
საინტერესოა! როგორც სხვებმა აღნიშნეს პირველ რიგში მისი საოცარი ნიჭია აღსანიშნავი მერე ამ ნიჭის გამოყენება. მთლად კარგი ვერ არის ნიჭის რელიზაცია, მაგრამ … ;)
LikeLike
მე ამ ისტორიის მოსმენისას ყოველთვის გული მწყდება ხოლმე, ძალიან ცუდია როდესაც ადამიანს ნიჭიერების მიუხედავად ოცნების ასრულების საშუალება არ ეძლევა და არ აფასებენ. რა შეგრძნება იქნება შენ ტილოს ტაშს მხოლოდ “სხვისი ხელმოწერის” გამო რომ უკრავენ.
LikeLike
au au au shemecoda zalian.
LikeLike
ჰო, სახარბიელო მაგ ისტორიაში ბევრი ვერაფერია :(
LikeLike
ამაზე ფილმიცაა გადაღებული მგონი და გეხვეწებით თუ ვინმემ იცით სახელწოდება ფილმის გამაგებინეთ რა :)
LikeLike
ინკოგნიტო ქვია მაგ ფილმს :)
აი, ეს ფილმია
http://www.imdb.com/title/tt0119365/
LikeLike
ირენ ჟაკობია მანდ ძალიან კარგი <3
LikeLike