მოლი ბლუმის ბლოგზე, მეოცე საუკუნის ფოტომატიანეს თუ ფურცლავთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ “ექსპონატთა” უმრავლესობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც თუ მსუბუქი შინაარსისაა. გასაკვირია არაფერია – კაცობრობის ისტორიის ყველაზე დრამატული ასწლეული მხოლოდ პოზიტიური, ფერადი შტრიხებით ნამდვილად ვერ დაიხატებოდა.
ავღანელ ლტოლვილთა ბანაკში, “დიდი დეპრესიის” მსხვერპლ მიგრანტთა თავშესაფარში, ორად გაყოფილ ბერლინში ან სისხლით მორწყულ ივოძიმაზე გადაღებული კადრები გულგრილს არავის ტოვებს, მაგრამ სურათი, რომლის შესახებაც დღეს მინდა გიამბოთ, ნებისმიერ ბატალურ სცენაზე შემზარავი მეჩვენება… თუნდაც იმიტომ, რომ ამ დრამის მთავარი გმირი ყოველგვარი ძალადობის უარყოფასა და ამქვეყნიური ამაოებისგან განშორებასთან ასოცირდება.
ტჰი კუანგ დუკის – სამხრეთ ვიეტნამელი ბუდისტი ბერის სახელი, შესაძლოა, უცებ ვერც გაიხსენოთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ყველას გეცნობათ ეს კადრი – უიმედო, უღონო. სასოწარკვეთილი პროტესტის სიმბოლო.
1963 წლის მაისში, ვიეტნამის კათოლიკე პრეზიდენტის მიერ ბუდისტური დროშის კანონგარეშედ გამოცხადებას ამ, ფრიად მშვიდობისმოყვარე, რელიგიის ათასობით მიმდევართა გამოსვლები მოჰყვა, თუმცა, უშედეგოდ – პოლიციამ უიარაღო დემონსტრანტებს ტყვიები დაუშინა. ალბათ, სწორედ მაშინ გადაწყვიტეს დაუმორჩილებლობის მოთავე ღვთისმსახურებმა “ბუდისტური კრიზისის” საქვეყნოდ გახმაურება.
11 ივნისის მზიან დილას, “ასოშეიტედ პრესის” საიგონის ბიუროს ხელმძღვანელი მალკოლმ ბრაუნი ვიეტნამში კამბოჯის საელჩოსკენ მიიჩქაროდა – ჟურნალისტები წინა დღით გააფრთხილეს, ხვალ განსაკუთრებით საინტერესო, ისტორიულ მოვლენას ელოდეთო… მუდამ მოუცლელმა კორესპოდენტებმა ინფორმატორს ყური არ ათხოვეს – რელიგიური ვნებათაღელვის პიკს უკვე გაევლო. ბრაუნს ინფორმაციის ადგილზე გადამოწმება არ დაზარებია, თუმცა იმას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ პულიტცერის პრემიის და საქვეყნო დიდებისკენ მიმავალ გზას ადგა.
ქალაქის ცენტრალურ უბანში, პრეზიდენტის სასახლიდან ორიოდე კვარტალის დაშორებით, რიტუალურ სამოსში გამოწყობილმა რამდენიმე ასეულმა მომღერალმა ბუდისტმა წრე შეკრა. იქვე მდგარი ძველთაძველი “ოსტინიდან” სამი ბერი გადმოვიდა. ერთ-ერთი მათგანი, სახელდახელოდ გაშლილ ჭილოფზე, ლოტოსის პოზაში დაჯდა, დანარჩენებმა კი საგანგებოდ მომზადებული ავზიდან ბენზინი გადაასხეს და სასიკვდილოდ გამზადებულ თანამოძმეს ასანთი მიაწოდეს…
თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ ცეცხლის ალში გახვეული ტჰი კუანგ დუკი სიკვდილს ჭეშმარიტი ბუდისტისთვის შესაფერი სიმშვიდით შეეგება, ჯოჯოხეთურ ტკივილს წარბშეუხრელად გაუძლო და ერთი სიტყვაც არ დასცდენია.
66 წლის ბერის ნეშტი, ხელმეორედ კრემაციის შემდეგ, საკადრისი პატივით დაკრძალეს. გული, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა დაწვას, დღესაც ინახება ქალაქის უდიდეს პაგოდაში. პრეზიდენტ ნგო დინ დიემის კარიერას და სიცოცხლეს კი, ხუთიოდე თვეში, სახელმწიფო გადატრიალებამ მოუღო ბოლო.
მდააა, გული გადაურჩა დაწვას :0
LikeLike
ლეგენდას ჰგავს და არც არავინ დაიჯერებდა ალბათ, მაგრამ ხო ში მინის პაგოდაში აქვთ და ისე უფრთხილდებიან, როგორც უძვირფასეს რელიქვიას.
LikeLike
ამ ფოტოგრაფების ადგილზე ჩემი ნებით ვიტყოდი უარს პულიტცერის პრემიაზე… მე მგონი, ეგ არის ერთადერთი ჯილდო, რომელიც ამორალურობის რაღაც შტრიხებს იძენს ჩემს თვალში… შეიძლება, ცოტა გულუბრყვილოდ გამომდის, მაგრამ ასეა და რა ვქნა :(
LikeLike
ამ პოსტს რომ ვწერდი, ინტერესისთვის, ქართულ ნეტს გადავავლე თვალი და ერთ ფოტო-რესურსზე დაახლოებით ასეთი კომენტარი დამხვდა: არ გავკარი პრემიას, აპარატის ჩხაკუნის ნაცვლად წყალი მიესხა იმ საცოდავისთვის, არ ჯობდაო?!
არის მანდ ლოგიკა, ხომ იცი…
LikeLike
იცი, რა, ქართული ნეტი იქით იყოს და გეცოდინება ის ფოტო, ნაშიმშილევი აფრიკელი ბავშვი რომ კვდება და იქვე რაღაც ლეშიჭამია ფრინველი იცდის… ეგეც პულიტცერის პრემიის ლაურეატია, მაგრამ როგორც მახსოვს, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აეყვანა ის ბავშვი და მიეყვანა ბანაკშიო. ის აღარაა ცნობილი, ფოტოს გადაღების მერე ასე მოიქცა თუ არა, მაგრამ მაგ ამბის მეორე მხარე ისაა, რომ მთელ მსოფლიოს დაანახა საშინელება, რაც იქ ხდებოდა, ერთით მეტი, ერთით ნაკლები არაფერს ცვლიდაო…
არ ვიცი, ალბათ მაინც ინდივიდუალურია ყველაფერი. უბრალოდ, როცა ასეთ სცენას უყურებ, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ არ უნდა მივარდე საშველად და ამის მაგივრად, აპარატი იშიშვლო იმის შეგრძნებით, რომ საუკუნის კადრს გადაიღებ… შეიძლება, სწორედ ესაა პროფესიონალიზმი…
LikeLike
ვიცი ეგ კადრი და მაგაზეც დავწერ აუცილებლად. ფაქტიურად, ჩემი სათქმელი თქვი – პულიტცერს ზუსტადაც რომ გახმაურებისთვის (ან გახმაურებისთვისაც) აძლევენ. მიგრანტთა დედა ხომ გახსოვს? ლორდმა, აპარატის მიშვერას პური მოეტეხა ცოტაო… არადა, ფოტოკორესპოდენტი რომ არა, მაგ ამბავს არც არავინ გაიგებდა და თუ გაიგებდნენ, ყურადღებასაც არავინ მიაქცევდა…
ერთი სიტყვით, ძნელია ასე გადაჭრით რაიმეს თქმა. ერთი ძალიან ძველი, რევოლუციამდელი რუსი ჟურნალისტის ფრაზა მახსოვს კარგად – мы не врачи, мы – боль!. ჟურნალისტებს თავისი საქმე აქვთ.
LikeLike
არც მე მესმის, როგორ იღებენ ასეთ კადრებს :( რევერტემ შემახედა შიდა სამზარეულოში, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, როგორ ინარჩუნებენ ასეთ დროს გულგრილობას თუნდაც ერთი წამით (მერე კამერის მიღმა იქნებ ცდილობენ კიდეც დახმარებას)…
LikeLike
კომანჩების ტერიტორია მაგაზეა დაწერილი, ნათია :)
LikeLike
მეც სულ ეგ მიკვირდა, გავიგე ხელოვნება და ყველაფერი, მაგრამ რა ვიცი, ადამიანობა სადღაა? ამიტომაც მიშლიან ნერვებს მასეთი ადამიანის უბედურებებზე მონადირე პოპულისტები… აი გულის ამბავმა კი გამაოგნა…
LikeLike
მონადირე პოპულისტი, ამ სურათის შემთხვევაში, მთლად ის არ არის, რაც უნდა იყოს, კატერინა. იმ ბერს გადარჩენა კი არა, გახმაურება უნდოდა.
LikeLike
არა, მე სხვა შემთხვევები ვიგულისხმე, კომენტარებს ჩამოვყევი და :)
LikeLike
გადამრევს მე ეს ხალხი . . . როცა ადამიანი შენს თვალწინ იწვება ფოტოაპარატის თავი გაქვს? ან ის მიგრანტი დედა ავიღოთ, დავიჯერო იმ ოჯახაშენებულ ფოტოგრაფს ხურდები არ ეყარა ჯიბეშ რომ პური მაინც ეყიდა იმ ხალხისთვის. მე მგონი ეს ნამდვილად აჯობებდა ფოტოსესიის გამრთვას.
LikeLike
ანუ, არც ეს პოსტი წაგიკითხავს და არც მიგრანტთა დედა… აქ, თაია, ფოტოგრაფმა წინასწარ დაგეგმილი აქცია გადაიღო, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, დიდი ხნის მანძილზე ამზადებდნენ ორგანიზატორები და ზუსტადაც ის უნდოდათ, რომ ვინმეს გადაეღო და მსოფლიოსთვის ეჩვენებინა.
რაც შეეხება მიგრანტთა დედას, ხურდაც ეყარა და მეტიც. დაეხმარა კიდეც. არა მხოლოდ ხურდით. და არა მხოლოდ იმ ქალს.
“მისიონერები საზღვრების გარეშე” – დედა ტერეზას ორგანიზაციაზე – ერთ პოსტს სპეციალურად შენთვის დავწერ.
LikeLike
ან თუნდაც ერტვიტის ფოტო. კაცი წყალს სვამს ონკანიდან რომელასაც ზევით “colored” აწერია და შენ კიდევ ფოტოებს უღებ. შეიძლება ეს ფაქტი არც ისეტი ტრაგიკულია როგორც მიგრანტთა დედა ან ალომოდებული პროტესტი, მაგრამ ფაქტი ფატად რჩება ამათი პროფესიონალიზმი სრულიად გამორიცხავს ჰუმანურობას.
LikeLike
ლოლ. და რა უნდა ექნა? წარწერა ჩამოეგლიჯა? :))))))
LikeLike
მე მაინც არ მესმის, მოლი, იმ კონკრეტულ წუთში ადამიანი იწვის რა მნიშვნელობა აქვს მას ამით რისი დამტკიცება უნდა. ან მიგრანტთა დედას იმ წუთში უჭირს ფოტოებისთვის მართლა არ სცალია. წაკითხვით მართლა წაკკთხული მაქვს მაგრამ გაგებით ვვერ გამიგია :(
LikeLike
არ ვიცი , მოლი რა უნდა ექნა მაგრამ იმ მომენტში ფოტოების გადღება არასწორი მგონია .
LikeLike
შენ არ გადაუღო. ფირფიტა ჩამოგლიჯე და აღშფოთებული წამოდი.
LikeLike
ჰო, აშკარად ვერ გაიგე, იმიტომ რომ ამ ფოტოს გადაღებით მიგრანტთა დედასაც დაეხმარა ფოტოგრაფი და აპარტეიდის მსხვერპლსაც. თან, ისე დაეხმარა, ვერანაირი ხურდით რომ ვერ დაეხმარებოდა. (კადრისგადაღებას რამდენიმე წუთი სჭირდება და იმის მერე როგორ დაეხმარა, ამას აღარ განვიხილავ. შენ ფოტოზე გაქვს აქცენტი).
რაც შეეხება ბერს… აბა, რა გითხრა. ამ აქციის მნიშვნელობის ახსნა აქ რომ დავიწყო, მგონი აზრი არ აქვს.
ენივეი, სხვისი პროფესიონალიზმის განსჯა ძაააალიან იოლია.
LikeLike
შემძრა ამ ფოტომ :( ისე, მართლაც და რანაირად უნდა მოიფიქრო მაგ დროს ფოტოს გადაღება. საკვირველია….
LikeLike
ამას რომ არ გადაეღო, ის თავს ტყუილად დაიწვავდა.
LikeLike
ისტორიას შემოუნახა, ამ მხრივ ძალიან კარგი საქმე გააკეთა.
LikeLike
ყოველთვის მაღელვებდა ეს ფოტო და ეს ისტორია :)
ინგმარ ბერგმანს აქვს “პერსონაში” გამოყენებული ერთ-ერთი პირველ კადრად ეს სცენა და საკმაოდ კარგადაც აქვს ჩასმული. სათქმელს შესანიშნავად ამბობს
LikeLike
“პერსონა” ჩემი საყვარელი ბერგმანია :)
LikeLike
არ ვიცოდი ამაზე არაფერი. საინტერესო პოსტია და სევდიანიც..
LikeLike
დანკე :)
LikeLike
შემზარავი კადრია, დამიარა ტანში :/
LikeLike
მეც :(
LikeLike
მე მგონი, ცუდი თემა წამოვჭერი :) მე ზოგადად ვთქვი პულიტცერის პრემიაზე, იმიტომ, რომ როგორც ყველაფერი, ისიც გაკომერციულებისკენ მიდის და ჩასაფრებული ჟურნალისტების მეტი რა არის… მაგრამ ამ შემთხვევას ეს ყველაზე ნაკლებ ეხება ალბათ, ისევე როგორც შუმანის ნახტომს, ან მიგრანტთა დედას….
ჩვენში რომ დარჩეს, არა მგონია, ეს ბერი დიდად მადლობელი დარჩენილიყო, იმ ჟურნალისტს წყალი რომ მიესხა და მერე თვეობით ემკურნალათ და გადაერჩინათ…
ეს მართლა წინასწარ დაგეგმილი აქცია იყო და ბერმა სრულიად კონკრეტული მიზნითა და მტკიცე გადაწყვეტილებით გადადგა ეს ნაბიჯი და ღირსეულად აღასრულა კიდეც…
ესაა მთავარი და ამ შემთხვევაში მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ჟურნალისტისთვის, რომელმაც ეს კადრი შემოგვინახა.
LikeLike
პირიქით, ძალიან საინტერესო დისკუსია გამოვა, ცხვირი მიგრძნობს… კომერციალიზაციის ბაცილა ნობელის პრემიას შეეხო და თანამედროვე პულიტცერი როგორ იქნება გამონაკლისი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მეოცე საუკუნეში, ყველაფერი რეიტინგებით და ქლიქებით ჯერ კიდევ არ იზომებოდა და ამიტომ მგონია, რომ იმ სურათებმა, რომლებზეც ვწერ, დამსახურებულად მიიღეს პრემია. 1963 წელი ძალიან ადრეა ტოტალური კომერციალიზაციისთვის.
ჰქონდა თუ არა ჟურნალისტს ამის (ან სხვა, მსგავსი რაღაცის) გაკეთების მორალური უფლება… ამაზე დავა ლამის საუკუნეა, მიმდინარეობს. მედია-ეთიკა ისეთი რამ არის, ასე მარტივად და ერთი ხელის მოსმით ვერ გაერკვევი.
LikeLike
საზარელი კადრია და თვალს მაინც ვერ ვწყვეტ.
LikeLike
ნამდვილად საზარელია, ფინიკი.
LikeLike
თავად დაწვის პროცესზე ბეევრად მძიმე ბერისთვის ალბათ გადაწყვეტილების მიღებამდე რამოდენიმე დღე ან იქნებ კვირაც იქნებოდა, თორემ დაწვისას წარბიც რომ არ შეუხრია, არც გამიკვირდა. წარმოუდგენელია, რა ტრიალებდა მის გონებასა და გულში.
LikeLike
ბრრრრრრრ. დამბურძგლა :(
LikeLike
აბა :(
LikeLike
წყლის მისხმის დრო არ ჰქონდა და ფოტოს გადაღებას 3 წამი უნდა.
LikeLike
არა, რა, მაესტრო მილორდზე ნაკლებად არ გიხდება :)
LikeLike
ისტორია არ ვიცოდი! :( და ასეთ დროს სულ ის მოხუცი ქალი მასენდება “აგვისტოს ომში” დასახიჩრებული დახმარებას ხელი გაწვდენით, რომ ითხოვდა. რამდენი ტელევიზიის მაქნანამ ჩაუარა. ყველამ გადაიღო და არცერთი მიხმარებია! :(
LikeLike
სამწუხაროდ:(((
LikeLike
მე კი ერთი ცნობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მახსენდება, http://www.youtube.com/watch?v=oxnBM4IlyP8
ფოტოგრაფის თვალით დანახული ეგ პრემიაც და ის ოცი წამიც.
ამ ბოლო დროს შევეჩვიე შენთვის ლინქების დადებას :)
”დრაფტში” მაქვს კაპაზე, ნაშთვეიზე დაწერილი საკურსოები. იქნებ ამ დღეებში ამოვქექო. სტუდენტობა გამახსენე :)
LikeLike
კაპას ერთ კადრზე კი მაქვს დაწერილი პოსტი, მაგრამ შენი საკურსო რომ ბევრად საინტერესო იქნება, ამას რად უნდა ლაპარაკი… ბმულისთვის მადლობა, ახლავე ვნახავ.
LikeLike
გავოგნდი, ანნა.
LikeLike
ჰო, ემოციურად არის გადაღებული. ომი ამ გაგებითაც ფულის შოვნის საშუალებაა. თუმცა, იგივე კაპაზე და იმ დროინდელ მაგნუმზე ამას ალბათ ვერ ვიტყვი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ე.წ ვოტერგეითსის სიტუაციაა. ინფორმაციური ვაკუუმი იყო და უნდა გავრცელებულიყო.
ვნახე შენი პოსტი. საინტერესო იყო, ნუ უჩივი. მე უფრო სხვა მხრივ მეწერა.
LikeLike
ომი, რაც არ უნდა სამართლიანი და სამამულო იყოს, ვიღაცისთვის მაინც ფულის შოვნის საშუალება იქნება, ანნა. რაც შეეხება, კაპას, მაგნუმს და იმ ფოტოგრაფებს, რომლებზეც ვწერ, რატომღაც არ მგონია, რომ საქმეს მხოლოდ მოგების მიღების მიზნით აკეთებდნენ და იმ მომენტში პულიტცერზე და ახალ კონტრაქტებზე ფიქრობდნენ. დრო იყო მაშინ სხვა. ბევრად გულწრფელი, ალბათ.
LikeLike
თუ თანამედროვე პოლიტ.მეცნიერებს დავუჯერებთ, იმ სამამულო ომის სამართლიანად ქცევის ძირიც ფულის საშუალებაა და მხოლოდ მე-19ს-ში ჩამოყალიბდა ეროვნება და პატრიოტიზმი, ისიც ხელოვნურად, მანამდე მეფისა და სალდათის ურთიერთობა იყოო.რავი. ავცდით მგონი თემას.
ფრინველისა და ბავშვის შედარება რომ მოიყვანეს, ის გამახსენდა, რაღაც ფილმშია კიდევ გამოყენებული, ანჯელინა ჯოლი რომ მივარდება და წამოიყვანს. გახსოვს?
LikeLike
ფილმს ვერ ვიხსენებ. ვერ ვარ მე მთლად გადასარევი სინემანი. კადრი მახსოვს და ერთ პოსტს აუცილებლად დავწერ.
არტურო პერეს რევერტეს “კომანჩების ტერიტორია”, ჩემი ფავორიტი რევერტე, სამხედრო ფოტოკორესპოდენტებზე და ტელეჟურნალისტებზეა… რა გითხრა, რევერტე მორალს არ კითხულობს და სადღაც ამართლებს კიდეც ამ ხალხს – ეს მათი საქმეაო. არადა, დაეჯერება – თავად იყო სამხედრო კორი.
LikeLike
შენ დაწერ, მე – წავიკითხავ :)
წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ჩავინიშნავ. ერთ დროს ფოტოგრაფებზე ყველა შესაძლო წიგნს ვკითხულობდი და ფილმებსაც ვუყურებდი. და იცი, შევამჩნიე, რომ იმ დროინდელი კადრი არ დატოვეს, გაგრძელება რომ არ გადაეღოთ :)
თავადაც მინდა ბლოგზე ფოტოგრაფებზე ვწერო, რუბრიკაც გავუხსენი, მაგრამ ვერ ვწყვიტავ როგორი თანმიმდევრობით. :)
LikeLike
შენ თუ კაპაზე საკურსოებს წერდი, ანნა, იმდენი გეცოდინება, მართლა გექნება არჩევანის პრობლემა – რითი დაიწყო :))
ბლოგი შენია, მაგრამ ერთი მკითხველის აზრი თუ გაინტერესებს, აუცილებლად უნდა დაწერო. დიდი ინტერესით წავიკითხავ.
კომანჩები მოიძიე, ნამდვილად არ ინანებ.
LikeLike
პროფესია მოითხოვდა, ჩემო მოგვარევ. მე კი რაც ფეისბუქი აღარ მაქვს, ჩეთი სხვადასხვაგან მიგრძელდება. აბა, ძილინებისა და პაციფისტურ სიზმრებს გისურვებ :)
LikeLike
მშვენიერი პროფესია გქონია, მოგვარე :) მაგნუმში შენი ვიდეო დავდე ახლა.
აბა, ძილი ნებისა და ფერადი სიზმრები.
LikeLike
საოცარი და შემაძრწუნებელი. :>
LikeLike
აშკარად :(
LikeLike
[…] როგორ გიამბობდით ბუდისტი ბერის განწირულ პროტესტზე ან მიგრანტთა დედაზე, შესაძლოა, იმ […]
LikeLike