ამ წიგნის წაკითხვას საერთოდ არ ვაპირებდი – სიტყვა “ბესტსელერს“ სკეპტიკურად ვუყურებ და იმიტომ, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაინც გადავფურცლე. გადავფურცლე და ვეღარც გავუშვი ხელი.
ან როგორ გავუშვებდი, როცა ისეთი ჯოჯოხეთური თამაშის მონაწილე გავხდი, ნებისმიერს შოკს მოჰგვრიდა. ვნახე აპოკალიფსის შემდგომი სამყარო, ფენიქსივით ფერფლიდან აღმოცენებული სახელმწიფო და მისი რაიონები – ეკლიანი მავთულით გაყოფილი თორმეტი სექტორი, რომლებიც დღემდე ისჯებიან რამდენიმე ათეული წლის წინანდელი ამბოხისთვის. სასჯელი კი შემაძრწუნებელია – ყოველ ზაფხულს თითოეული რეგიონი ორ მოზარდს აგზავნის ტურნირზე, სადაც გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს… ვნახე, როგორ მიემართებიან სასიკვდილოდ ბავშვები მხოლოდ იმისთვის, რომ მათ მშობლებს არ დაავიწყდეთ – კაპიტოლიუმი ხელშეუხებელია.
არა, ეს არც ლაბირინთში ჩასაფრებული მინოტავრის მითია და არც რომაელ გლადიატორთა არენა – ეს სიუზენ კოლინზის “შიმშილის თამაშები“ გახლავთ – ერთ–ერთი საუკეთესო ანტიუტოპია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს… დახვეწილი ლიტერატურული კოქტეილი და დინამიკური სიუჟეტი, თავბრუდამხვევი პასაჟები და ძალიან, ძალიან ნამდვილი ხასიათები, იოტისოდენა სიყალბის გარეშე…
ახლა ვზივარ და ვფიქრობ, როგორ მოვიტანო თქვენამდე ის შთაბეჭდილება, რომელიც ოდნავაც არ გამნელებია… როგორ გადმოგცეთ ის ემოციები, კალეიდოსკოპის სისწრაფით რომ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ჩემში… როგორ აგიხსნათ, რატომ გადმოვქაჩე კითხვის დამთავრებისთანავე ტრილოგიის მომდევნო ნაწილები და მთელი ღამე მათთან ერთად გავათენე… საოცარია – უამრავი რამის თქმა მინდა და ვერ ვახერხებ. ჯერ კიდევ სავსე ვარ განცდებით, ჯერ ისევ იქ ვარ, პოსტაპოკალიფსურ სამყაროში, დაბეჩავებული, დამონებული ხალხით დასახლებულ ქვეყანაში, რომელსაც პანემი ჰქვია… იქ, სადაც სისასტიკე, განუკითხაობა და ძალმომრეობა გაბატონებულა… სადაც შიმშილისგან გასავათებული, სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა განუწყვეტლივ შრომობს, ყველა ამქვეყნიური სიკეთე კი მხოლოდ დედაქალქის გაზულუქებული მაცხოვრებლებისთვის არის განკუთვნილი… სადაც ადამიანები გაუმაძღარ კაპიტოლიუმს სწირავენ არა მხოლოდ თავდაუზოგავი, მონური შრომის ნაყოფს, არამედ ყველაზე ძვირფასსაც, რაც გააჩნიათ – საკუთარ შვილებს… სადაც ბავშვები დედის კალთის ნაცვლად, გაუვალ ჯუნგლებში ემალებიან სასიკვდილო საფრთხეს და რბილი ლოგინის მაგივრად, შიშველ მიწაზე სძინავთ იარაღით ხელში… სადაც ისინი ერთმანეთს ანადგურებენ, უმოწყალოდ, დაუნდობლად, იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ… იმიტომ, რომ ამ საბედისწერო ლაბირინთიდან, არენა რომ ჰქვია და ყოველ კუთხეში სიკვდილია ჩასაფრებული, ცოცხალი მხოლოდ ერთი მათგანი დაბრუნდება…
ოღონდ ნუ მეტყვით ახლა, რომ ეს ყველაფერი აქამდე ბევრჯერ თქმულა და დაწერილა, რომ ტოტალიტარიზმსა და მის დამანგრეველ ზემოქმედებაზე ბევრად უფრო ცნობილი და სახელოვანი ავტორები წერდნენ… ეს განსაკუთრებული წიგნია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ნატიფად არის შეზავებული კლასიკური და მოდერნისტული ანტიუტოპია… არც იმიტომ, რომ ბესტსელერებისთვის დამახასიათებელი ჰეფი ენდი აქ ბევრად უფრო ლამაზი და გონივრული ფინალური აკორდებით არის შეცვლილი…. არც იმიტომ, რომ სიუზენ კოლინზთან არაფერია იდეალური – არც პერსონაჟები, არც მოვლენები – მწერალი სამყაროს მხოლოდ შავ ან თეთრ ფერებში აშკარად არ ხედავს…
უბრალოდ, აქ ქეთნის ევერდინია – მონადირე გოგონა საოცარი თავგანწირვის უნარით… აქ პიტა მელარკია – ხაბაზის შვილი რაინდის სულით… გეილ ჰოთორნია – მომნუსხველი და მიმზიდველი გარეგნობის ბიჭი – ქეთნისის უერთგულესი მეგობარი… სიფრიფანა პრიმროუზია და ციცქნა რუ… მუდამ შექეიფიანებული ჰეიმიჩი – სანდო და საიმედო დასაყრდენი… დამიჯერეთ, თქვენ ისინი შეგიყვარდებიან. ხანდახან იმედს გაგიცრუებენ, შეგაშინებენ, აღგაშფოთებენ კიდეც, მაგრამ მაინც…
მათი ბედ–იღბალი გორდიასის კვანძივით ჩახლართულა ერთმანეთთან და ავტორი ერთდროულად რამდენიმე გაკვეთილს გვიტარებს – სიყვარულის, თავდადების, სიმამაცის, ერთგულების და იმედის… იმასაც გვახსენებს, რომ მზისქვეშეთში უხვად არიან ორფეხა არსებები ადამიანის სახით და ურჩხულის სულით… რომ სისასტიკე, სიცრუე, ძალმომრეობა და ბოროტება ხანდახან სწორედ მათში იფეთქებს, ვისაც ვენდობოდით და ამას მხოლოდ სიკეთით თუ შევებრძოლებით… და ეს ძველთაძველი რეცეპტი ერთადერთი გზაა ლაბირინთიდან დასაბრუნებლად.
ანტიუტოპია???
საინტერესოა ფრიად…
ასეთი გმირების ხათრით როგორ არ წაიკითხავ ადამიანი. რაღა დაგიმალოთ და ჰარი პოტერს ვეპარები მოცალეობის ჟამს და რაღა დაგიმალოთ და მხოლოდ ნიმფადორას უფრო ახლოს გასაცნობად!!!
ჰოდა, ასეთ გმირებს ვერ გამოვტოვებ, გული მიგრძნობს :)
LikeLike
გმირები აქ მართლა ერთი მეორეზე უკეთესია… და დორა ჩემი ფავორიტია პოტერიადაში. ქალი – აურორი <3
LikeLike
კვდებაა ბოლოს ? ტონქსი (
LikeLike
მე მხოლოდ ფილმის მაქვს ნანახი, მაგრამ როგორც ვიცი, ფილმშიც და წიგნშიც კვდება :(
LikeLike
იქაც კვდება და იქაც :(
LikeLike
რა წესია ნაწილ-ნაწილ თარგმნა :) სანამ ბოლომდე არ თარგმნიან, არ მივეკარები (მერე მილენიუმივით ორ ენაზე მომიწევს წაკითხვა) :)
LikeLike
მე უკვე ორ ენაზე წავიკითხე :( ახლა, ქართულს, თარგმანის ხათრით და ინტერესით ველოდები.
LikeLike
ჯერ არ წავიკითხავ პოსტს . . . მინდა წიგნი წავიკითხო და . .. :)
LikeLike
სპოილერებს არ ვართ პოსტში :)
LikeLike
ეეჰ, რა აზრი აქვს წავიკითხე უკვე :)
პოსტი ისეთი გემრიელი იყო დიდი სიამოვნბეით მივაყოლე ჩაის ;)
LikeLike
რა დროს ჩაია, ღამის პირველ საათზე :) პოსტის შეფასებისთვის მადლობა :)
LikeLike
მეორეს ვკითხულობ ახლა. ^^ პირველმაც ჩამითრია,საინტერესო იყო და რაც მთავარია რაღაც განსხვავებული სხვებისგან.ალბათ ესაა ჩემთვის მთავარი,რომ წიგნი მომეწონოს.არ უნდა ჰგავდეს სხვებს.
LikeLike
პირველმა რომ ჩამითრია, იმიტომ მივაყოლე მეორეც და მესამეც… ანტიუტოპია, ფარენჰეიტით დაწყებული, უამრავი წამიკითხავს, მაგრამ ეს აშკარად განსხვავებული იყო. მართალი ხარ, ანა.
LikeLike
ფილმს თუ უცქირე უკვე? შედარებისთვის, როგორია?
LikeLike
რუსთაველში ვნახე. უხარისხოზე უხარისხო ქართული თარგმანით. თავად ფილმი კარგია, მაგრამ, ჩემი აზრით, წიგნთან ახლოსაც ვერ მოვა.
LikeLike
მაშ მომიწევს რუსული ლიცენზიის დალოდება და წიგნის მოძიება :) გმადლობ
LikeLike
რუსულიდან თარგმნილს ვუყურე. ორი ენა ისმოდა ერთად :) ტორენტებზე, სავარაუდოდ, უკვე დევს რუსულად დუბლირებული ვარიანტი.
LikeLike
უმშვენიერესი რევიუა :) წაკითხული რომ არ მქონდეს,ამ პოსტის გამო წავიკითხავდი :)
პ.ს გეილი არ მომწონს,ძალიან შეზღუდული აზროვნებისაა :)
LikeLike
danke! მანდ იდეალური თითქმის არავინ არის. მე პიტა უფრო მესიმპატიურება :)
LikeLike
ძალიან დავინტერესდი. აუცილებლად წავიკითხავ!
LikeLike
ისე დავინტერესდი აუცილებლად უნდა წავიკითხო…
LikeLike
არ ინანებთ :)
LikeLike
თ?
:)
LikeLike
ჰო. შენ და იალინდას დაახლოებით ერთი შინაარსის კომენტარი გქონდათ.
LikeLike
ააა, მე ვერ მივხვდი… :)
LikeLike
მორიგ იაფფასიან გასართობს ველოდი და, თქვენ წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ეს წიგნი ჩემთვის :)
LikeLike
მეც ზუსტად ეს ეჭვი მქონდა და საბედნიეროდ, აშკარად არ გამართლდა. ამ წიგნზე ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ იაფფასიანს ვერანაირად ვერ დაარქმევ.
LikeLike
პირველი წიგნი იქნება რომელსაც შევიძენ, მას შემდეგ რაც ქინდლის ბედნიერი მფლობელი გავხდი :) შენი რჩევა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, ისედაც მინდოდა წაკითხვა და ახლა კიდევ უფრო “მწყურია” :)
LikeLike
შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაგავიწყდეს, თეო :) ძალიან მაინტერესებს, როგორ მოგეწონება.
LikeLike
გამოცდების წინ ამ პოსტის წაკითხვა თვითმკვლელობაა ,:)
LikeLike
გამეცინა :) ხვალ მაქვს გამოცდა და იმიტომ :))
LikeLike
ra namusit ar wavikitxo exla es wigni roca ase agmafrtovaneblad agwere da daaxasiate?! welshi gavwydebi, gamocdebistvis ar movemzadebi da tvalebs davitxro mara wavikitxav! :D:D
LikeLike
რას ამბობ :) გამოცდებს ნუ დააზარალებ, მარიშკალია :) პარალელურად წაიკითხე და უკეთესი იქნება :)
LikeLike
eh daeca mexi gamocdebs! :D aucileblad wavikitxav! <3
LikeLike
მგონია ხოლმე, რომ ასეთი ‘ამბები’ ერთ წიგნში უნდა დასრულდეს და სახტად ვრჩები, მეორე წიგნის არსებობაზე რომ შევიტყობ. და ჰა, მესამეც! უფრო მაოცებს, რომ პირველ ტომს არაფრით რომ ჩამოუვარდებიან.
იმედია, მექნება წაკიხვის შესაძლებლობა :დ
LikeLike
ტრილოგიები და ტეტრალოგიები თანამედროვეობის ტრენდია. ალბათ, სხვა მიზეზებთან ერთად, კომერციული ინტერესებიც მუშაობს. პრინციპში, ცუდი არ არის, თუ ხარისხი არ ფუჭდება.
ამ ტრილოგიაში მეორე და მესამე პირველს არაფრით ჩამოუვარდება. პირიქით. ქართული თარგმანი როგორი იქნება, არ ვიცი…
LikeLike
არ ვიცი რა მუშაობს, მაგრამ იმ ბესტსელერმა ნამდვილად დამაფიქრა, ჩვენ რომ ვიცით.
იმაში ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ბესტსელერობის გამო წიგნს აღარ ავითვალწუნებ :დ (ხსენებულზე რომ დამემართა :დ )
LikeLike
ბესტსელერს უკვე იმდენ წიგნს ეძახიან, ნამდვილი ბესტსელერის გარჩევა ჭირს, თორემ დასაწუნი ნამდვილად არაფერია…
LikeLike
საინტერესოა! :) აუცილებლად წავიკითხავ. აღწერიდან გამომდინარე შეუძლებელია არ მომეწონოს და ამავდროულად შენს ლიტერატურულ გემოვნებას ვენდობი! ;)
LikeLike
საკუთარ გემოვნებას ენდე, ცოტნე. საუკეთესო ვარიანტია.
LikeLike
კი ეგ რა თქმა უნდა! უბრალოდ რაც არ წამიკითხავს და შენ ასე მოგეწონა არამგონია მართლა ცუდი იყოს. თან აღწერაც მაგრამ მომწონს. :)
LikeLike
როგორ წაიკითხე მოლი წიგნი იყიდე? რამდენ ხანში წაიკითხე რაც გამოზაგხულდა ვეღარ ვკითხულობ : )
LikeLike
ჰო, წიგნი ვიყიდე. დრო არ დამინიშავს.
ორი “ა” ბოლოში, ანუ “კვდებაა” იმპრესიის გაძლიერებას ემსახურება თუ ახლა ასე საუბრობენ?
LikeLike
: ) დამეწერა ორი “ა” მაპატიეთ :)
LikeLike
სად შეიძლება ეს წიგნი ვიყიდო?
LikeLike
ექს ლიბრისში, სანტა ესპერანსაში, პარნასში… ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში.
LikeLike
დიდი ხანია მინდოდა არ ვიცოდი გადმოთარგმნილი თუ იყო :)
LikeLike
სულ ახალი თარგმანია, თინა. აპრილის დასაწყისში გამოსცა სულაკაურმა.
LikeLike
ვა ვა მაგარია მემგონიი ხვალვე წავალ :)
LikeLike
მოლი ფილმი თუ მოიძებნება მისი სიუჟეტით?
LikeLike
კი, როგორ არა, ნია. ორიოდე კვირის წინ ვნახე “რუსთაველში”.
LikeLike
ხო სახელწოდება მეცნო აშკარად , ალბათ რეკლამას მოვკარი ყური
LikeLike
ნახევარი საათის წინ შევიძინე და ვკთხულობ :)
ანტუტოპია ის ჟანრია, რომელზეც უარს ვერ ვამბობ. თხრობს სტილი – ერთობ მიმზიდველი. მგონ, მომეწონება :)
კიდევ ერთ მადლობა შენ, მოლი!
LikeLike
გემრიელად მიირთვი კი არა და, წაიკითხე, თაბუ :) და მერე მოყვიყევი, რა მოგეწონა და რა – არც ისე…
LikeLike
წავიკითხე :)
სად რას და ვის მოვპარე დრო, არ ვიტყვი, “ქურდობა დასჯადიაო” და… :)
მომეწონა:
ძალიან დინამიური სიუჟეტი. მწერლის ფანტაზია, გარემო, ფონი. თხრობის ძალიან მარტივი და ადვილად კითხვადი სტილი.
საბოლოო ჯამში ეს არ არის წიგნი, რომელიც რაღაც ახალს შეგძენს, მნიშვნელოვანზე ჩაგაფიქრებს და შენს აზროვნებას სხვა კალაპოტში გადაიყვანს; მაგრამ გიტოვებს აფორიაქებას და ბევრ ემოციას, რაც თავისთავად ასევე დასაფასებელი.
მთლიანობაში კმაყოფილი რომ ვარ, სულ ცოტა, კითხვის ტემპზე მემჩნევა :)
LikeLike
მგონი, ამ წიგნზე დაწერილი საუკეთესო რევიუა, თაბუ :) აი, ისეთი, ყდაზე რომ უნდა წააწერო :)
შენ რომ აქ ნახსენები წიგნები მოგეწონება, განსაკუთრებით მიხარია ხოლმე.
LikeLike
რას ამბობ, მოლი – შენს ბლოგზე წიგნის მიმოხილვის შემდეგ აუცილებლად მიჩნდება მისი წაკითხვის სურვილი და, როგორც წესი, კმაყოფილიც ვრჩები.
ძალიან ვაფასებ შენს ლიტერატურულ (და არა მხოლოდ) გემოვნებას.
LikeLike
მადლობა შენ, შეფასებისთვის და კიდევ იმისთვის, ახალ წიგნზე იმპრესიების გაზიარება რომ არ დაიზარე :)
ამ ბლოგის არსებობა (ათასჯერ მითქვამს და კიდევ ათასჯერ გავიმეორებ) ასეთი მკითხველის დამსახურებაა. სხვაგვარად, აქაურობას აზრი არ ექნებოდა.
LikeLike
და რაც მთავარია, მადლობა ამ რჩევისათვის :)
LikeLike
pirveli wigni wavikitxe da magari shtabechdileba datova chemi azrit 50 sauketesota shoris unda iyo 27 enaze itargmna da amit yvelaferi natqvamia didi reitingit sargeblobs eswignui,didi molodinit velodebi rodis chamoitanen zugdidshi
LikeLike
მე წავიკითხე და ძალიან მომეწონა. უმაგრესია წიგნი. ფილმიც ვნახე, თუმცა წიგნთან ახლოსაც ვერ მივა. პოსტიც დავწერე უკვე, ხუთშაბათისთვის გადავწიე გამოქვეყნება :))
LikeLike
ნამდვილად ასეა. ფილმი კარგია, მაგრამ წიგნი ათასჯერ უკეთესია.
პოსტს ველოდებით.
LikeLike
dzaliaan magarii wigniaa.. :XX momewonaa .. :X :**
LikeLike
გადმოვწერე მეორეც :) და ვკითხულობ ეხლა. ვერ მოვითმინე :))
LikeLike
მე მაშინვე მივხვდი, რომ ვერ მოვითმენდი და სასწრაფოდ გადმოვწერე მეორეც და მესამეც :)
LikeLike
რამდენიმე დღის წინ წიგნის მაღაზიაში ავიღე ეს წიგნი, მაგრამ რატომღაც აღარ ვიყიდე. ამ პოსტის შემდეგ კი აუცილებლად წავიკითხავ.
ხვალვე ვყიდულობ… )))
LikeLike
დღეს ვიყიდე და ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ! :)
LikeLike
გემრიელად წაკითხვაში :) მერე პოსტიც მოაყოლე აუცილებლად.
LikeLike
ხვალ ფიზიკის გამოცდა მოვიშორო და მერე ვეცდები. რამდენი რამე წავიკითხე უკვე და არცერთზე არ დამიწერია. ამაზე დავწერ. :)
LikeLike
შევთანხმდით! :) აბა შენ იცი :)
LikeLike
პირველი ნაწილი წავიკითხე და ძაან მომეწონა. მეორე და მესამეც მაინტერესებს და თქვენ რა ენაზე წაიკითხეთ? ან ხო არ იცით როდის ითარგმნება ქართულად? ინგლისურად ვერ წავიკითხავ ჯერ 14 წლის ვარ
LikeLike
მეორე და მესამე ნაწილი, ეთო, რუსულად ვნახე მე. თუ გინდა, ბმულებსაც დაგიდებ. როდის ითარგმნება, არ ვიცი :( მეც ველოდები… ეს უკვე გამომცემლობის გადასაწყვეტია.
LikeLike
აუ რა ცუდიააააააა, რა მეშველება ახლა, კაი მადლობა. რამე კაი წიგნს ხომ ვერ მირჩევდი წასაკითხად არაფერი არ მაქვს ახალი
LikeLike
საბავშვო ოთახში შეიხედე, ეთო. იქ მოზარდებისთვისაც არის რაღაცები. ან მოლის ბიბლიოთეკა დაათვალიერე ნავიგატორით. საინტერესოს აუცილებლად იპოვი.
LikeLike
ok madloba
LikeLike
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და ზუმის ერთობლივ პროექტ “წიგნების თაობის” ფარგლებში გუნდი All you need is read გთავაზობთ ანოტაციების კონკურსს სიუზან კოლინზის შიმშილის თამაშების ტრილოგიის მეორე წიგნზე. ქართულად გამოცემულმა პირველმა წიგნმა დიდი პოპულარობა ჰპოვა ქართველ მკითხველში და მათმა დიდიმა ნაწილმა ტრილოგიის მომდევნო ორი ნაწილი ორიგინალშიც დააგემოვნა:) ეს კონკურსი სწორედ მათთვისაა..
დაწერეთ 150–200 სიტყვიანი (!) ანოტაცია და ინტერესი გაუღვივეთ “აალების” ქართულად გამოცემის მომლოდინეთ. გამარჯვებული ანოტაციის ავტორი გუნდისგან დასაჩუქრდება ამავე წიგნით მისი გამოსვლისთანავე. ამასთან, ნაშრომებს შეაფასებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა და, მოწონების შემთხვევაში, თქვენი ანოტაცია განთავსდება “აალების” უკანა გარეკანზე.
ანოტაციები გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: Allyouneedisread@gmail.com. იქნებ ამან დაგაინტერესოთ ვინმე facebook_ზე ვნახე
LikeLike
მე ახლახან დავამთავრე “შიმშილიშ თამაშების” პირველი წიგნი და მინდა გითხრათ რომ ცემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უკვე ვეგარ ვითმენ და ძალიან მინდა დანარჩენი წიგნების წაკითხვაც :)
ძალიან შემიყვარდა წიგნის გმირები “ქეთნისი,გეილი,პრიმი ,პიტა”
ხანდახან იმედს გაგიცრუებენ, შეგაშინებენ, აღგაშფოთებენ კიდეც, მაგრამ მაინც…
LikeLike
1 კვირის წინ დავამთავრე და ძალიან მომწონს. მშვენიერი პოსტი იყო ძალიან ვისიამოვნებ მისის კთხვით :)
LikeLike
წიგნი მეც ძალიან მომეწონა, ემილი.
მადლობა და კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე.
ველქამ!
LikeLike
didi madloba :) sheni saiti dzalian momwons da postebs vkitxulob xolme.
LikeLike
გამახარე :) შემომიარე ხოლმე :)
LikeLike
axlaxan davamtavre kitxva, shtabejdilebebis kvesh var tko ver vityvi, tumca udaod kargi cignia.. ^_^
LikeLike
უდაოდ :) ანტიუტოპიების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ეს ძალიან მომეწონა.
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე. ველქამ! :)
LikeLike
როგორც ვხვდები, ჩემი პირველი კომენტარი უკანასკნელი არ იქნება :)
ბიგ ფლეჟა <3
LikeLike
მაგას რა ჯობია :)
LikeLike
მეორე ნაწილში რა ხდება?
LikeLike
რომ მოვყვე, წაკითხვის სიამოვნებას ჩაგიშხამებ :)
LikeLike
ara ragaceebi vici :)
LikeLike
რაღაცნაირად მეშინია ამ წიგნის:( აი მგონია, რომ დავითრგუნები და ისე არ მინდა, მითუმეტეს ახლა, როცა არც თუ ისე კარგი პერიოდი მაქვს:)
LikeLike
მძიმე წიგნია, კი. ოღონდ, მაინც ოპტიმისტური.
LikeLike
[…] იმ ამბების შემდეგ, რაც თავს გადახდათ, მათი ცნობა შეუძლებელი იქნებოდა, […]
LikeLike
sad wavikitxo internetshi xom ver metyvit
LikeLike
არა მგონია, ქართულად ნეტში არსებობდეს.
LikeLike
თავიდან არც მე ვაპირებდი წაკითხვას, მაგრამ კონკურსისთვის მომიწია და ისეთი საინტერესო გამოდგა, ერთ ღამეში შემომეფრცქვნა პირველი ნაწილი :) ფილმი არ მინახავს და მგონი არც მომეწონება, ტრეილერებს რო მოვკარი თვალი, წიგნის გმირებთან ძალიან შეუფერებელი მსახიობები ჰყავთ შერჩეული :ს
LikeLike