დღეს მორიგი ოთხშაბათია – ტრადიციას, რა თქმა უნდა, არ ვღალატობთ და მოლის ბლოგზე ინტელექტუალური პაექრობა იმართება. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ერთი აზრი მომივიდა თავში – მართალია, გერმანო–სკანდინავიური მითოლოგია ჩვენში იმდენად პოპულარული არ არის, როგორც ბერძნული ან რომაული, მაგრამ ჩრდილოური ლეგენდების გმირებზე მაინც საკმაოდ ბევრი რამ ვიცით. ვფიქრობ, თქვენც დამეთანხმებით და ამ ცოდნის გამომზეურება არ დაგეზარებათ. მაშ, ასე,
Good luck!
1. სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ სკანდინავიური ღმერთები;
2. ეს ფიზიკური ნაკლი ჰქონდა უზენაეს ღვთაებას სკანდინავიურ მითოლოგიაში – ოდინს;
3. ეს ღმერთი ქარიშხალსა და ჭექა–ქუხილს განაგებდა და ადამიანებს ურჩხულებისაგან იცავდა;
4. ეს გოლიათი ქალბატონი ანდერსენის პერსონაჟის სეხნია და ზაფხულის ღმერთის – ფრეირის სატრფო გახლდათ;
5. ეს შემაძრწუნებელი მოვლენა – ღმერთების დაღუპვა – გარდაცვლილმა მისანმა იწინასწარმეტყველა;
6. ასე ერქვა ოდინის რვაფეხა ცხენს;
7. ეს მეომარი ქალწულები ემსახურებოდნენ დაღუპული გმირების სულებს;
8. ეს ცრუპენტელა ღმერთი დანარჩენებისაგან განსაკუთრებული ჭკუით და ეშმაკობით გამოირჩეოდა;
9. ამ ქალწულმა თვით ოდინის ბრძოლაში გამოწვევა გაბედა;
10. ასე ერქვა ბრძოლის ველზე დაცემული გმირების სამოთხეს;
11. ამ არსებების წყალობით ხდება წყალდიდობა, ხანძარი, ყინვა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩრდილოეთის ციალიც კი;
12. სინათლისა და გაზაფხულის ეს ნორჩი ღვთაება საკუთარი ძმის ხელით დაიღუპა;
13. ამ სახელოვანი გმირისა და დრაკონის შერკინება ორივესთვის საბედისწერო გამოდგა;
14. ასე ერქვა ნაყოფიერების მშვენიერ ქალღმერთს;
15. ეს ღმერთი გახლდათ სწორუპოვარი ოდინის მამა.
1. ასგარდი (მარა მანდ მარტო ასები ცხოვრობდნენ. ვანიარები არა)
2. უ ოდინა ოდინ გლაზ
3. Thor, Odin’s son! Protector of Mainkind
4. იუტუნი გერდი(ა)
5. რაგნაროკი. (ვოლუპსას წინასწარმეტყველება)
6. სლეიპნირი (ლოკის შვილი იყო კსტაწი.. :დ )
7. ვალკირიები
8. ლოკი (აუ მოლი მერე ოსურ მითოლოგიაზეც დაწერე რა. სირდონი და ლოკი იდენტური პერსონაჟები რომ არიან. და არამარტო ეგ ორი)
9. ცოტა ინფოა ( როგორც მახსოვს ერთ-ერთი ვალკირია აუჯანყდა. ბრუნჰილდა იმედია)
10. ვალჰალა
11. ნიუჟელი გიგანტები?
12. ბალდრი (ძალიან ნაღვლიანი ისტორიაა)
13. ზიგფრიდი
14. ფრეია უნდა იყოს
15. ბორი
ეჰ რამდენს ვილაპარაკებდი ამ თემაზე.. :( ეს ფორმატი მიშლის ხელს უბრალოდ.. :დ
LikeLike
ფორმატი რა პრობლემაა, აიზეკ, მაგაზე უკეთეს თემაზე რას ილაპარაკებ :) გინდა აქ, გინდ შენთან…
LikeLike
ვნახოთ ერთი რა მახსოვს ბავშვობიდან :)
1. ასგარდი
2. ცალთვალა იყო
3. თორი
4. გერდა
5.
6.
7. ვალკირიები
8. ლოკე
9. ბრუნჰილდა
10.ვალჰალა
11.
12.ბალდრი
13.ბეოვულფი
14.სიფი
15.ბორი
LikeLike
1) ვალჰალა? თუმცა ვალჰალა სასახლეა, მაგრამ რავიცი აზი ღმერთები სად ჯანდაბაში ცხოვრობდნენ, დამავიწყდა
2) ცალთვალა იყო, ცალი თვალი სიბრძნის გამო დაკარგა
3) თორი ვიცი მე ჭექა ქუხილის ღმერთად
4) აუ, გერდა მგონი, ამ ქალის გამო დაკარგა ძვირფასი მახვილი, თუ სწორად მახსოვს
5) არ მახსოვს ვინ იწინასწარმეტყველა, ბუმბერაზი იქნებოდა მგონია, ღმერთების დაღუპვა ეს დიდი ხანძარი, რაგანროკი თუ რაგნაროკი :დ :დ
6) – რაც არ ვიცი, არ ვიცი
7) კანეშნა ვალკირიები ^^ მეომარი ქალწულები, ერთი პერიოდი სკაიპში ვალკირიაც მერქვა :დ
8. ლოკი უნდა იყოს, საზიზღარი გაიძვერა
9) – არ მახსოვს
10) აი ეს უნდა იყოს ვალჰალა :დ
11) ჯუჯების? არ მახსოვს :შ
12) აუუ, ფითრის ტოტისგან რომ ისარი გამოთალეს და ბრმა ღმერთს რომ ასროლინა ლოკმა .. აუუუ ბაადური თუ ბაალდი, რაღაც ბ–ზე იწყება სახელი :შ
13) დრაკონი თუ გველეშაპი? ზიგფრიდია ეგ, დამპალი, ბრუნჰილდეს როგორ უღალატა :/ არ მჯერა ჯადოთი შეყვარების, ეგ რანაირი სიყვარულია არ მესმის
14) ფრიგია თუ ფრიგეა?
15) ტიტუუჰ, ოდინის მამა არ მახსოვს :0
LikeLike
ამ ღამეს ძილში თუ რამე გამახსენდა, დილას დავპოსტავ კიდე…
არადა მახსოვს წიგნია სპეციალური გერმანული მითები და ლეგენდებიო, აწერია, მაგარი წიგნია ^^
LikeLike
მე გერმანული ბალადები მახსოვს. გულისმომკვლელი რაღაცები ეწერა :(
LikeLike
შეიძლება ეგრეც ჰქვია, ზუსტი სათაური ჩემით ვერ გავიხსენე :დ :დ :დ
LikeLike
არა, ქევან, მითები ცალკე იქნებოდა. მე “ბალადები” მქონდა ბავშვობაში. აკაკი გელოვანის თარგმანი, თუ სწორად მახსოვს. ფრიად ნაღვლიანი ლექსებიც ერია და ეგ ჩამრჩა უფრო.
LikeLike
მე ბერძნული და რომაული მითები მიყვარს.
LikeLike
საჩემო თემაა, მოლი :)
LikeLike
ეჭვიც არ მეპარებოდა. მითოლოგია ნამდვილა შენია, მერი :)
LikeLike
1. აზგარდი;
2. ცალთვალა იყო საწყალი :);
3. თორი;
4. მმ… სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურად რომ ვივარაუდოთ… გერდა?
5. რაგნაროკი;
6. სლეიპნირი;
7. ვალკირიები;
8. ლოკი;
9. ბრუნჰილდა;
10. ვალჰალა;
11. გოლიათები;
12. :(
13. ბეოვულფი;
14. :(
15. ბორი.
LikeLike
ჰმმ.. მითოლოგია მაინტერესებს აბსტრაქტულად. ეს იცით რას ნიშნავს? რომ გინდა იცოდე კარგად მაგრამ არ იცი :)))))))))
LikeLike
ნუ, მთავარია, გინდა, კარგად იცოდე :) დანარჩენს ეშველება.
LikeLike
1. რამე განსხვავებული ერქვა?! (სკანდინავიის ქვეყნები ვიცი)
2. მხოლოდ 1 თვალი აქვს.
3. თორი
4. გერდა
6. სლაიპნირი
12. ბალდერი
14. ფრეი(ა)
LikeLike
სწორი პასუხები:
1. ასგარდი;
2. ცალთვალა იყო;
3. თორი;
4. გერდა;
5. რაგნაროკი;
6. სლეიპნირი;
7. ვალკირიები;
8. ლოკი;
9. ბრუნჰილდა;
10. ვალჰალა;
11. გოლიათები;
12. ბალდრი;
13. ბეოვულფი;
14. ფრეა;
15. ბორი.
წინასწარი შედეგები:
Isaac Clarke – 14; მერი პოპინსი – 13; Kejeradze – 11; kevana – 9; tsotnee – 6.
წინასწარი შედეგები:
LikeLike
ვააა, 5 კაცი რატომ ვართ? :(
LikeLike
მოკლედ, მშვენიერი დღე მქონდა დღეს, მაგრამ ნაშუადღევს ყველაფერი ჩამამწარა ამ ინტერნეტმა :(
ვერც ჯეოპარდი ვითამაშე, ვერც ფეხბურთს ვუყურე…
დამთავრდა ფეხბურთი და ინტერნეტიც გასწორდა….
შემდეგ ჯეოპარდს ორჯერ ვითამაშებ და ეგ იქნება :(
LikeLike
მე რომ ვუყურე, რა ხერირი? გულზე ვარ გამსკდარი!
LikeLike
უი, მერი რეალის გულშემატკივარია?? :)
LikeLike
მერი ორთოდოქსი ბლანკოსია :) რეალის უერთგულესი ქომაგი :)
LikeLike
უხსოვარი დროიდან :)
LikeLike
ვახ მარტო ბეოვულფი გამიმაზავს.. :(
არადა როგორ გავდა ზიგფრიდს ეგ ყველაფერი. :) თან ბეოვულფი ჩისტა სკანდინავიური მითი არ არის განსხვავებით ნიბელუნგებისგან. :)
LikeLike
გამომრჩა ეს :(
LikeLike
ცუდია :(
LikeLike
და ბერძნული მითი რომ არ არსებობს? ის პელასგური მითოლოგიაა, პელასგები ბერძნები არ იყვნენ.
LikeLike