ერთი უკბილო ხუმრობის არ იყოს, საწამებელ იარაღთა კოლექციაში, “ესპანურ ჩექმასთან” და “რკინის ქალწულთან” ერთად, დამსახურებული ადგილი, მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც ეკუთვნის. კაცმა რომ თქვას, არც თუ უსაფუძვლოდ – ვინ მოთვლის, რამდენი ნორჩი არსებისთვის გაუმწარებიათ სიცოცხლე.
ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, ორმაგად გამიმართლა. ბავშვობის პირველივე მოგონებებს გამების, სონატების, ეტიუდების აკომპანიმენტი ახლავს თან – მუსიკის პედაგოგი დედა მოსწავლეებს შინაც ამეცადინებდა.
ჰოდა, აბა მე ვინ დამტოვებდა შვიდწლედის გარეშე… მესამეკლასელს მკითხეს, რომელ ინსტრუმენტს აირჩევო და დღემდე აუხსნელი მიზეზების გამო, არც კი დავფიქრებულვარ, ვიოლინოს–მეთქი, ვუპასუხე.
ერთ ციცქნა ბათუმში, იმ დროს, ოთხი მუსიკალური სასწავლებელი იყო გახსნილი. დედა სახლთან ახლოს, პირველ სკოლაში მუშაობდა და, რასაკვირველია, მეც იქ მოვხვდი. საზეიმოდ გამოწყობილს სმენა, ნიკაპი და თითების ბალიშები შემიმოწმეს და აბა, კარგად მოემზადე, გამოცდაზე გელოდებითო, დამაიმედებელი პასუხით გამომისტუმრეს.
გამოცდის არასოდეს შემშინებია და რაღა ეს გამიჭირდებოდა… ვიმღერე (კი მახსოვს, რაც, მაგრამ არ გავამხელ, ნამეტანი სასაცილოა), ფანქარი ვაკაკუნე, ნოტები გამოვიცანი… ერთი სიტყვით, შინ სამი ოთხიანით და საორკესტრო განყოფილების ვიოლინოს კლასის ახალგამოჩეკილი მოსწავლის სტატუსით დავბრუნდი.
სიმართლე გითხრათ, პირველ მუსიკალურში გატარებული წლები მაინცდამაინც დიდ კოშმარად არც მაშინ მომჩვენებია და დღეს ხომ სულ ღიმილ–ღიმილით ვიხსენებ… სპეციალობის პედაგოგი, იმავდროულად, ჭადრაკის თავგადადებული მოყვარულიც გახლდათ და მეც მეტი რა მინდოდა – სპორტის სამყაროს ახალ ამბებსაც ვარჩევდით და დროდადრო, ორი-სამი ხელის თამაშსაც ვახერხებდით. მუსლიტერატურის გაკვეთილებზე, ბახის და მოცარტის ბიოგრაფიების პარალელურად, ათას, სრულიად არამუსიკალურ თემაზეც ვჭორაობდით. გუნდში პირველ რიგში მაყენებდნენ – იმდენად ბედნიერი სახე მქონდა, დამალვა არაფრით გამოვიდოდა…
ჩემთან ერთად ვიოლინოც “იზრდებოდა” – თუ თავის დროზე ციცქნა “მეოთხედით” დავიწყე, მერე და მერე სულ უფრო მძიმდებოდა და მეც სულ უფრო მეზარებოდა ტარება… მუსიკალურში ვტოვებდი და საღამოს დედას მოჰქონდა ხოლმე. ერთხელ რეპეტიციიდან მომავალმა, ისე უშნოდ გავკარი ფუტლიარი კედელს, ერთიანად მივაფშვენი და ეს გამოცდამდე ორი დღით ადრე აღმოვაჩინე… მცირე ზომის ტორნადო კი გამოიწვია ამ ამბავმა, მაგრამ ახალი ინსტრუმენტი მაინც სასწრაფოდ მომიცუნცულეს.
ასე იყო თუ ისე, სწავლა არც გამჭირვებია და არც მომბეზრებია. ფრიადოსანთა დაფაზეც ვიყავი გაკრული, კონცერტებზეც ვუკრავდი და ორჯერ სოლფეჯიოს საქალაქო კონკურსიც მოვიგე. ერთი ის იყო, პრიზად ორჯერვე უზარმაზარი ნოტების კრებული გამომატანეს. აბა, სხვას რას მაჩუქებდნენ… თუმცა, მე, პირადად, რამე უფრო კრეატიული მერჩია – ნოტები იმდენი მქონდა შინ, იქით გავაჩუქებდი.
მერე ბათუმიდანაც წამოვედი, სწავლა უკვე აქ, თბილისში, დავამთავრე, მაგრამ განსაკუთრებული სიამოვნებით მაინც ის პირველი ხუთი წელი მახსენდება. აქაურ მუსიკალურს აშკარად აკლდა ჩემი მშობლიური ქალაქის სითბო…
ჰოდა, ახლა, დროდადრო, თაროზე შემოდებულ ჩემს პირველ ვიოლინოს გადმოვიღებ ხოლმე. ისეთი პატარაა, ერთი თითით ოთხივე სიმს ვწვდები და იმის დაჯერებაც კი მიჭირს, რომ ოდესღაც ამაზე ვუკრავდი…
მეც ზუსტად მასე, ფრიადოსნულად და წვალების გარეშე ვისწავლე, ოღონდ ფორტეპიანოზე. მე მახსოვს დაკვრა, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე კაი ხანია სურვილი აღარ მაქვს…
LikeLike
საორკესტროები ფორტეპიანოს სავალდებულო კურსს გადიოდნენ და მეც დავუკრავ, თუ გაჭირდა. ვიოლინოს უფრო დიდი სიამოვნებით, მაგრამ ჩემი ზომის ინსტრუმენტია საჭირო.
LikeLike
ეჭვიც არ შემპარვია შენს შესაძლებლობებში. მე კი ვიოლინოზე ვერ დავუკრავ, გინდაც გაჭირდეს :)
LikeLike
შესაძლებლობები ოდნავ გაზვიადებულია :) ისე, კარგი მოგონებები ნამდვილად დამიტოვა.
LikeLike
ჰო, მუსიკალურ შვიდწლედს თუ არ დაამთავრებდი, კაპიკი იყო შენი ფასი :))
LikeLike
ასეთი დროც მახსოვს :)
LikeLike
ეჰ, მე ნამდვილად გამაწამეს ფორტეპიანოთი, პირველ კლასში ძალიან მკაცრი მასწავლებელი მყავდა, მეორეში – ხალტურშიცა და მესამიდან უკვე უსაყვარლესი და უნიჭიერესი ახალგაზრდა პიანისტი. მისი წყალობით დავამთავრე შვიდწლედი, თორემ თავს მოვიკლავდი ალბათ….
შენ მართლა ისეთი მასწავლებლები გყოლია, რომ არ მოიწყენდა კაცი :)
LikeLike
ყოჩაღ, შენს მესამეს :) აბა, მე ისიც გამიგია, მასწავლებელი ბავშვს თითებზე სახაზავს ურტყამდა არასწორი აკორდების აღების დროსო. ასეთი ბავშვისთვის ფორტეპიანო მართლა ესპანურ ჩექმაზე უარესი იქნებოდა…
LikeLike
აი მე მჭირდა მსგავსი უბედურება, ოღონდ სახაზავის მაგივრად ფრჩხილები ჰქონდა იმხელა და ისე მასობდა და კლავიატურაზე მარტყმევინებდა თითებს რომ შემაძულა ფორტეპიანო და 1 კლასიდანვე თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი. ახლა კი ვნანობ მაგრამ ყოფილიყო კარგი?
LikeLike
ასეთ მასწავლებელს თითები კი არა, თავი უნდა არტყმევინო კედელზე. მუსიკას აძულებენ ბავშვებს :(
LikeLike
იმდენად მიყვარს ეს ინსტრუმენტი,რომ ჩემი ოცნებაა ოდესმე მასზე დაკვრა ვისწავლო და იმედია ავისრულებ ახლო მომავალში ^^
LikeLike
მეც მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ დაკვრა არც მე ვიცი :)
LikeLike
მე რატომ მიყვარდა 8 წლისას, ეს ვერ გავიგე დღემდე ;)))
LikeLike
მე მიმიყვანეს და უკან წამოვედი ვაცდენიც მასწავლებელს სისხლს ვუმწარებდი და ნება იბოძეს ჩემ მშობლებმა და გამომიყვაანეს
LikeLike
ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე, ჩემი “ბედი” უფრო ფორტეპიანო იყო, მაგრამ აშკარა “უსმენობამ” მიხსნა :))) ეს რომ არა, ალბათ უფრო გიტარას ან ვიოლინოს ავირჩევდი…
LikeLike
გიტარა მეც მინდოდა :(( არადა, სიმებიანია ორივე. დაკვრით ვერა და მოსმენა მიყვარს ძალიან ძალიან. ნუ, აყოლაც.
LikeLike
მოლი შენს უნივერსალურობაში ისედაც დარწმუნებული ვიყავი და ალხა ესეც დაერთო : ” ფრიადოსანთა დაფაზეც ვიყავი გაკრული, კონცერტებზეც ვუკრავდი და ორჯერ სოლფეჯიოს საქალაქო კონკურსიც მოვიგე ” … შენ ყოფილხარ თუ ყოფილხარ , ფრიადოსანთა დაფა კი არა შვიდწლედი ჯოჯოხეთად მქონდა გადქცეული , 7 წლედია და მეც 7-8 მასწაველებლი მაინც მყავს გამოცვლილი. პირველმა მასწმავლებელმა შემაზიზღა ფორტეპაინო და საერთოდ მუსიკა და ამიტომ ავითვალწუნე ეს სფერო, ღმერთო რა მწარე მოგონებაა რომ იცოდეთ ჩემთვის ეს 7 წელი , რომ მახსენდება მაჟრიალებს . სულ ძალა-ძალით მატარეს , შედეგად კი ის მივიღე რომ დღეს არც არაფერი არ მახსოვს.. შვილს არასდროს არ ვატარებ ძალით რამეზე, თუ არ ენდომება, უბრალოდ აზრი არ აქვს. :)))
LikeLike
ძალით ტარებას რა აზრი აქვს, ნია… მე მასწავლებლები შემხვდა ფანტასტიური და, ალბათ, ამანაც ითამაშა თავისი როლი.
LikeLike
პირველი მასწავლებელი – << აი ვისზეა დანმოკიდებული თითქმის ყველაფერი. PS : აუ რა ცუდი ქალი იყო ჩემი მასწი თქვენ არ იცით .. მიზეზებს არ ჩამოვთვლი სიტყვაზე მენდეთ. :))
LikeLike
მოლი, როგორ ერთნაირად, გემრიელად წერ ლიტერატურასა და ფოტოგრაფიაზე, საკონკურსო კითხვებსა და საკუთრ ჰობიზე, კულინარიასა და სოციალურ საკითხებზე :)
ყველა შენი პოსტი ღიმილით თუ არა, სიამოვნებით და გრძნობით იკითხება.
LikeLike
ასეთი მკითხველის ხელში სხვანაირად როგორ დავწერო, თაბუ? :) მადლობა დიდი :)
LikeLike
ვაიმეე. <3 ამოტივტივდა გონებაში ცხრა წლის წინანდელი პირველი გაკვეთლი. :) მე "ჭრელო პეპელა" მამღერა მასწავლებელმა და იქვე მიხვდა,რა რთულ ბავშვს ეჭიდებოდა. :) მაგრამ ისეთი იყო,რომ შენ წარმოიდგინე მოლი,დაკვრა მასწავლა.მახსოვს,თავიდან როგორ მაჩნდა თითებზე სიმებისგან ზოლები და ხშირად მეწვოდა ხოლმე.გუნდშიც ვმღეროდი (მხოლოდ მეორე ხმა მაქვს და მასწავლებელი მაწამებდა პირველის მღერით :)),მუსლიტერატურას გულს ვერ ვუდებდი და ხშირად ვუცდენდი გაკვეთილებს,აი სოლფეჯიოში კიდევ ერთ-ერთი პირველი ვიყავი,მიყვარდა ძალიან,როცა ჩემს ჯგუფელებს ეზარებოდათ ყოველი დღე,როცა გვქონდა. :)
პირველი კონცერტიც გადასარევად მახსოვს,ისე ვნერვიულობდი გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. :)
თავიდან ხუთოსანი გახლდი,მაგრამ ბოლო ორი წელი მასალის გართულებასთან ერთად გამომერია 4-იანი. :)
გამოცდების კიდევ ისე არასდროს მეშინოდა,სულ სამი დამსწრე იყო ხოლმე,აი კონცერტები სხვა იყო იმდენი მაყურებელი მაშინებდა. :(
მეც 7 წლის ვიყავი,როცა მკითხეს მუსიკა თუ ცეკვაო.ორივე-მეთქი.
ქართული თუ ლათინო-ამერიკულიო? ქართული-მეთქი.
მუსიკაზე არ მკითხეს,რადგან ჩემი და დადიოდა უკვე ფორტეპიანოზე და მეც იგივე დამიპირეს.მუსიკალურში,როგორც კი ფეხი შევდგი ეგრევე ერთ კარგს მივადეგი,რომლთანაც იქიდან გამომავალმა მელოდიამ მიმიყვანა და ფეხი,რომ შევდგი 7 წელი აღარც გამომიდგავს. <3
ძალიან ბევრი ვისაუბრე,მაგრამ ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებები მომერია და მაწერინა ამდენი. :)
LikeLike
კომენტარის ნაცვლად პოსტი გამოვიდა, ანა :)) მეც გამახსენდა რაღაც-რაღაცები და ამ პოსტს თავიდან რომ ვწერდე, ოდნავ სხვანაირად დავწერდი. დავამატებდი დეტალებს :)
ყველაზე სასიხარულო კი ის არის, რომ კოლეგები ვყოფილვართ :))
LikeLike
ისეც მშვენიერია. <3 იმდენი რაღაც გამახსენდა,რომ არ შემეძლო გაჩერება. :) მეც არ ვიცოდი მევიოლინე თუ იყავი.
LikeLike
ჰოდა, ეგ არის კარგი, პოსტმა რაღაცები რომ გაგახსენა, ანა :)
LikeLike
ვაიმე მოლი ეს რა გამახსენე ამ შუაღამეს, ცოტა არ იყოს შემშურდა კიდეც შენი ასეთი ტკბილი მოგონებები რომ გაკავშირებს ჩემი ბავშვობის კოშმართან. რომელ შვიდწლედზეა ლაპარაკი, ოთხწლედი ძლივს დავამთავრე. ისიც გამოვაცხადე გამოცდაზე არ დავუკრავ თუ არ დამპირდებით რომ ეს ბოლო იქნება თქო. ღია კონცერტი არც მღირსებია ( გაგიკვირდება და არც მინდოდა) არა მაინც რატომ დამტანჯეს ვგიჟდები. ვინც კი მუსიკაში მამეცადინებდა ყველა ისე მძულდა რომ სანამ კარგად არ გავიზარდე დიდად კიდევ არ მეხატებოდნენ გულზე. ოღონდ შენგან განსხვავებით ეს ყველაფერი მე და პორტეპიანოს გადაგვხდა. არა და ოჯახში ყველა მღერის, ბებია კაპელაში მღეროდა, და მომღერალი ყავდა, დეიდას კონსერვატორია აქვს დამთავრებული, დანარჩენი დეიდები, დედა, ბიძა მოკლედ ყველა ნიჭიერა ბაბუა საერთოდაც პიანინოს ქარხნის დირექტორი იყო და მისი ბეჭდის გარეშე პიანინო “ფეხს ვერ გადგამდა ქარხნიდან” მოკლედ მე გამოვერიე ერთი უნიჭო და ისე გამაწამეს პიანინოს რომ გავხედავ ხან და ხან ისევ თითები მტკივდება ხოლმე :)
LikeLike
ვერ მოგსვლიათ კარგი საქმე შენ და ფორტეპიანოს, თაკლინე. მართლა გასაკვირია, ასეთ მუსიკალურ ოჯახში დაკვრა როგორ არ შეგაყვარეს :) პრინციპში, უნიჭობას სულ ტყუილად აბრალებ. მასწავლებლების ბრალი იქნება ეს. ნიჭი და გენები წესრიგში რომ გქონდა მანდ მხრივ, კომენტარიდანაც კარგად ჩანს. მასწავლებელი არ შეგხვდებოდა კარგი.
LikeLike
ხო ისე არც უმაგისობა იყო. ისე იღებდა ჩემ ხელებს და უბრახუნებდა კლავიშებს ეხლაც მიწითლდება თითები გახსენებაზე :(
LikeLike
ხელები არ უნდა დაამტვრიო ასეთ მასწავლებელს? :((((
LikeLike
კიიიი :( მაგრამ ვიღაც უნდა აკონტროლებდეს კიდეც ეგეთები რომ არ ხდებოდეს :(
LikeLike
სად არის კონტროლი, გამართული განათლების სისტემა და კარგი ცხოვრება, თაკლინე :(
LikeLike
რატომღაც ვიცოდი, რომ თუ რამე ინსტრუმენტზე უკრავდა მოლი – აუცილებლად ვიოლინოზე :) ისე რა მაგის პასუხია და ახლა გამახსენდა, ბავშვობაში პიანინოზე დავდიოდი, მაგრამ სახლში ამ ინსტრუმენტის მაგვარიც კი არაფერი გვქონია o.O ალბათ ამიტომაც ვუკრავ მხოლოდ “სულიკოს” და იმასაც ცალი ხელით :))
LikeLike
სამაგიეროდ, როკი იცი ფრიადზე და როკ-ბენდში დაკვრაც არ გაგიჭირდება.
მე ბებიას ნაყიდი ლირა მქონდა შინ :))
LikeLike
უჰ შენ გენაცვალე ^^ <3
მერე რა, მე მაგალითად მივტირი იმას რომ მასწავლებელთან არ მივლია და ჩემით ვისწავლე პიანინოზე დაკვრა, არადა დედაჩემს უნდოდა და პატარაობაში მასწავლიდა ანა მაგდალინა ბახის სანოტო რვეულებიდან მენუეტებს, მაგრამ მაშინ მეზარებოდა, ხოდა ახლა ჩემ თავზე ბრაზობ რატომ მეზარებოდა თქო ^^
ზოგჯერ მინდება ისე დავუკრა, პიანინო "დავანგრიო", შენც გექნება ასეთი მომენტები, მოლ, რატომღაც ასე მგონია :)
არ გინდა ხოლმე შინაგანი განწყობა გადმოსცე მუსიკით და დაკვრით? ^^ <3
LikeLike
მეც ვუკრავ ხანდახან. ვიოლინოს ვერა და პიანინო კი მაქვს შინ. ოღონდ, უკვე იშვიათად.
LikeLike
ვაფასებ შენს ტალანტს, ვიოლინოზე სხვაგვარად ვერ დაუკრავდი. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ჰანგები ვიოლინოდან იღვრება-ძალიან მიყვარს!
LikeLike
ვიოლინო ყველაზე მელოდიურ ინსტრუმენტად ითვლება, თამი. ჩემთვის ყველაზე ლამაზიც არის და სასიამოვნოც :)
LikeLike
ჩემთვისაააც:)
LikeLike
რა მაგარია მოლი :) მე და მუსიკას სამწუხაროდ ერთმანეთთან არაფერი გვესაქმება, კი ვიარე ხელოვნების სკოლაში ფორტეპიანოზე, თუმცა ცოტა ხანს. ისეთი ნოსტალგიური პოსტი იყო ძალიან ბევრი რამ გამახსენე მოლი. ჩემი მეგობრის კონცერტები გამახსენდა (ფორტეპიანოზე უკრავდა) რომელიც უკვე 2 წელზე მეტია არ მინახავს, კიდევ ხელოვნების სკოლის ეზო და ჩემი ბალეტის მასწავლებელი ლუდმილა გამახსენდა. ვაიმე რა მშვენიერი განწყობა მომიტანე პოსტით :) მეგობარსაც კი მივწერე მომენატრე მეთქი :)
LikeLike
:)) კარგი პოსტი გამოსულა, ფინიკი და ტყუილად არ დამიწერია, როგორც ჩანს :) მადლობა :)
LikeLike
მე ვარ უბრალოდ კარგი მსმენელი :) 7წლედი მაქვს დამთავრებული არადა, მაგრამ მას მერე პიანინოს არ გავკარებივარ :)
LikeLike
“უბრალოდ კარგი მსმენელი” ცოტა არ არის, თეო. ცოტა კი არა, ძალიან ბევრია და ძალიან მნიშვნელოვანი. მეტი რომ გვყავდეს ასეთი ხალხი, ოდნავ უკეთ ვიცხოვრებდით.
LikeLike
რა კარგია ვიოლინო, არც ჩემთვისაა საწამებელი იარაღი მუსიკალური საკრავი, თან ფორტეპიანო, ამ სიბერეში განვაგრძე სიარული და საზაფხულო გამოცდისათვის ვემზადები. ისე მე სოლფეჯიოს ვერ ვიტან და ერთხელ დავესწარი სულ, აი მაგას როგორ ჩავაბარებ არ ვიცი :)
LikeLike
სოლფეჯიომ რა დაგიშავა, სანდრო? :)
LikeLike
უჰ არ მიყვარს, სწერვა მასწავლებელი მყავს. :)
LikeLike
ოჰ, ეს სწერვა მასწავლებლები :)
LikeLike
მოლი ბლუმ, არის რამე, რაც არ შეგიძლია?
მგონი აქ მხოლოდ მე არ მიყვარს მუსიკა.
ის წლები, როცა მუსიკაზე დავდიოდი, მოგონებებშიც არ მაქვს, არც ცუდად, არც კარგად.
მაგრამ ეს ნახე, შენს პოსტზე გამახსენდა. რა ლამაზია
LikeLike
ჯოკერის თამაში არ ვიცი :))
რა საინტერესოდ გამოიყურება ეს ვიდეო… შინ ვნახავ აუცილებლად. აქ – ვერა :( მადლობა,:)
LikeLike
აუ, ჯოკერის თამაში არც მე ვიცი :)
LikeLike
მე ცოტა სხვანაირად მახსოვს მუსიკალური, თუმცა შენ გაგიმართლა! არც 89 წლის ნახევრადმძინარე მუსლიტერატურის მასწავლებელი გყავდა და არც ჩინურ მედიცინაზე გადამკვდარი სოლფეჯიოს პედაგოგი! :დ
LikeLike
ჰო, შენს მასწავლებლებს მძიმედ ჰქონიათ საქმე, მარიშკა…
LikeLike
რაღაცნაირად შემშურდა. სიმღერაზე ვიარე სამი თვე , პარალელურად პიანინოზე დაკვრასაც მასწავლიდნენ მაგრამ ნერვი არ მეყო და გამოვედი :)
LikeLike
ეგ არაფერი :) მთავარია, მსმენელი იყო კარგი.
LikeLike
მოლი, არ ვიცოდი თუ უკრავდი :) ძალიან საინტერესო პოსტია. ძალიან მაინტერესებს როგორ უკრავ :)
LikeLike
ვუკრავდი, ოღონდ დიდი ხნის წინ.
LikeLike
მე პიანინოზე ვუკრავდი :) მაგრამ ახლა არაფერი მახსოვს :/
LikeLike
ვგიჟდები ვიოლინოზე. მართალია, სმენით არ დავიკვეხნი და ხშირად აღვნიშნავ, რომ სოფელში ერთადერთმა სპილომ გამოიარა და მაინცდამაინც ჩემს ყურებს დააბიჯა-თქო, მაგრამ ჩემს ყრუ ყურსაც კი აღაფრთოვანებს ეს ინსტრუმენტი :დ
LikeLike
მე ვუკრავდი ბავშვობაზე პიანინოზე და ძალიან მიყვარდა, როცა თავი დავანებე, ერთბაშად ავიღე ხელი- შედეგად კი ყველაფერი დამავიწყდა რაც ვიცოდი, 1-2 გამონაკლისის გარდა. ეხლა ძალიან ვნანობ და გული მწყდება. ისევ მინდა დავუბრუნდე დაკვრას და მუსიკას მაგრამ ეხლა ვეღარ ვიცლი :(
LikeLike
ახლა მაგის დრო სადღაა, ჭიამაია…
LikeLike