დღევანდელი ჯეოპარდის თემას რომ გადაავლებთ თვალს, ალბათ, გაიკვირვებთ – სად მოლი და სად პოლიტიკაო… თუმცა, რატომაც არა – ცხოვრება ხომ, უბრალოდ, წარმოუდგენელია ამის გარეშე და ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე აპოლიტიკურ ადამიანს, მეტ-ნაკლებად სმენია იმ ხალხის შესახებ, ვინც სახელმწიფოთა ბედს განაგებს. ასე რომ, მოდით, ის სახელები გავიხსენოთ, იღბალმა თუ უიღბლობამ საზოგადოებრივი კიბის უმაღლეს საფეხურზე რომ მოაქცია.
Good luck!
1. ფრაზა “მე ბერლინელი ვარ!” აშშ-ის ამ პრეზიდენტს ეკუთვნის;
2. ამ ადამიანის – თანამედროვე ისრაელის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრემიერ-მინისტრის სახელს ქვეყნის უდიდესი აეროპორტი ატარებს;
3. უნგრელი არისტოკრატის ეს შთამომავალი დღეს სულ სხვა ევროპულ სახელმწიფოს მეთაურობს;
4. 1992 წელს, ეს ქალბატონი, დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის პერი გახდა და ბარონესას ტიტულიც მიიღო;
5. ამ ბრალდების გამო, უნგრეთის პრეზიდენტი პალ შმიტი 2012 წლის 2 აპრილს თანამდებობიდან გადადგა;
6. შვედეთის ეს პრემიერ-მინისტრი, 1986 წლის 28 თებერვალს, სტოკჰოლმში, გვიან ღამით, კინოთეატრიდან შინისკენ ფეხით მიმავალი მოკლეს;
7. “ვარშავის პაქტის გრაფ დრაკულად” წოდებული ეს რუმინელი პრეზიდენტი, 1989 წლის 25 დეკემბერს, სახელდახელოდ გამართული ტრიბუნალის განაჩენით, ცოლთან ერთად დახვრიტეს;
8. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ამ პრეზიდენტს, შემდგომ კი იმპერატორს, მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრავაგანტულ დიქტატორს, დამხობის შემდეგ, სასამართლომ კანიბალიზმშიც დასდო ბრალი;
9. ეს შავკანიანი დისიდენტი და უფლებათა დამცველი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, 1994 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს;
10. ჰანს-ადამ მეორე ცენტრალური ევროპის ამ ჯუჯა სახელმწიფოს რიგით მეთხუთმეტე მმართველია;
11. 1962 წელს, ეს მგზნებარე ამერიკელი რევოლუციონერი, “კომუნიზმის წინააღმდეგ დეკრეტის” შესაბამისად, რომის პაპმა ეკლესიიდან განკვეთა;
12. საბჭოთა კავშირის ამ მეთაურმა, სხვა “საგმირო საქმეებთან” ერთად, მსოფლიოს თავი გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე ფეხსაცმლის ბრახუნითაც დაამახსოვრა;
13. ამ ევროპული ჯუჯა სახელმწიფოს მმართველებად, ტრადიციის მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტი და ურხელის ეპისკოპოსი ითვლებიან;
14. გასაკვირია, მაგრამ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დამაარსებელი, 1994 წელს გარდაცვლილი კიმ ირ სენი დღესაც ამ ტიტულს ატარებს;
15. ამ აპენინელმა მეგობარს – რუსეთის პრემიერ-მინისტრს სიმღერაც კი მიუძღვნა – “მე მუდამ შენზე ვფიქრობ”.
5. plagiati… danarcheni ar vici
1 qula ^^
LikeLike
1.კენედი;
2.ეს არ მახსოვს, ჰ და ც ურევია, მაგრამ არ მახოსვს, არ ვიცი :შ
3.არ ვიცი;
4.ტეტჩერი?;
5.პლაგიატობა ჰო? რაღაც მსგავსი, თუ არ ვცდები, ხარისხი ჩამორთვეს…
6.პალმე;
7. :შ
8.არ ვიცი;
9.მანდელა;
10.ლიხტენშტეინი;
11.არ ვიცი;
12.ხრუშჩოვი;
13.უი, არ ვიცი :შ
14.ანდორა;
15.არ ვიცი…
LikeLike
მე პას, პოლიტიკა შორსაა ჩემგან და თან ყველა ნამდვილად არ ვიცი.
LikeLike
მე მაინტერესებს პოლიტიკა :) ოღონდ, აქ არა.
LikeLike
1. ჯონ კენედი
2. დავიდ ბენ-გურიონი
3. ნიკოლა სარკოზი
4. მარგარეტ ტეტჩერი
5. პლაგიატი
6. ულოფ პალმე
7. ნიკოლაე ჩაუშესკუ
8. ბოკასა
9. ნელსონ მანდელა
10.ლიხტენშტაინი
11.ფიდელ კასტრო
12.ნიკიტა ხრუშჩოვი
13.ანდორა
14.პრეზიდენტი
15.სილვიო ბერლუსკონი
LikeLike
ქევან, ნათია და ნათია, თქვენი პასუხები მიღებულია და დამალული.
LikeLike
samwuxaroa rom meti ar vici, arada titqos politika mainteresebs :D :D
vercerti ver gamovicani plagiatis garda, fiqris tavic agar mqonda
LikeLike
1 კენედი
2 დავიდ ბენ ჰურიონი
3 სარკოზი
4 მარგარეტ ბეკეტი ?
5 გარტყმაში არ ვარ :დ
6 პალმე
7 ჩაუშესკუ :|
8 ფელიქს პატასე (სხვა მმართველი არ ვიცი არავინ და ამიტომ ვწერ ამას :დ)
9 მანდელა <3
10 ლიხტენშტეინი მემგონი
11 არ ვიცი
12 ნიკიტა "დურაჩოკი"
13 არ ვიცი
14 მარადიული პრეზიდენტი (საოცარი ტიტული აქვთ :დ)
15 პას !
LikeLike
მე-5 არ ვიცოდი და ვიკიში ვნახე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამის გამო ქვეყნის პირველი პირები შეიძლება თანამდებობებს ტოვებდნენ :)
LikeLike
თან, სულ ახალი ამბავია.
LikeLike
პოლიტიკა შორს არის ჩემგან!
LikeLike
1) კენედი, როგორ უყვართ ამ პოლიტიკოსებს კაცო, მე ბერლინელი ვარ, მე ევროპელი ვარ, მე ჩერქეზი ვარ!
2) დავიდ ბენ-გურიონი
3) არ ვიცი ასე დაწვრილებით :( იქნებ გავარტყა: სარკოზი :)
4) მერილ სტრიპი :) კი არადა მარგარეტ ტეტჩერი :)
5) ტელევიზიას თუ რამე დაეჯერება, პლაგიატში დაადანაშაულეს, დისერტაციას იცავდაო თუ რაღაც
6) შემთხვევით ჩემი ისტორიის წიგნში ხომ არ იხედებოდი? :) ულოფ პალმე
7) ჩაუშესკუ და ელენა
8) ბოკასა
9) მანდელა
10) ლიხტენშტაინი, ეს რატომღა ვიცი ვერ გამიგია
11) აუფ :( არ ვიცი James Boggs-იო გუგლი ამბობს, მარა სწორიც რომ იყოს არ ჩამითვალო
12) ხრუშჩოვი, ეგრე ჰქვია ხო მაგას, ფეხსაცმლის ბრახუნის ინცინდენტი :) :)
13) ანდორა
14) მუდმივი პრეზიდენტი :) :) საიქიოდან მართავს ხო :) :)
15) არც ეს ვიცი :(
LikeLike
მოლი იმედია ნამეტანი არ მომივიდა ლაქლაქი :) :)
LikeLike
პირიქით, მშვენიერი პასუხებია, სოფი. ოღონდ, მეთერთმეტე კითხვაში მაინცდამაინც აშშ მოქალაქე არ იგულისხმება :) ამერიკა დიდია :)
LikeLike
:) ენივეი, ვერ ვხვდები ვინაა ეგ ადამიანი :(
LikeLike
მგზნებარე რევოლუციონერი მაგ კონტინენტზე ორ-სამ კაცს უხდება მარტო :)) აქედან, სახელმწიფოს ერთი მართავდა :)
LikeLike
მოლი ნუ მაინტრიგებ :)
LikeLike
არადა, ძალიან იოლია :) თუ არ გჯერა, თამარას ჰკითხე :))
LikeLike
1. კენედი
2. ბენ გურიონი
3. სარკოზი
4. ტეტჩერი
5. პლაგიატი
6. პალმე
7. ჩაიშესკუ
8. ბოკასა
9. მანდელა
10. ლიხტენშტენი
11. კასტრო
12. ხრუშოვი
13. ანდორა
14. ჩუჩხე
15. ბერლუსკონი
LikeLike
მე-14 კითხვის დაზუსტებისთვის: აქვს ტიტულები “მარადიული პრეზიდენტი” და “დიდი ბელადი მარსალი ამხანაგი კიმ ირ სენი”
LikeLike
ჰოდა, ამ ორ ტიტულს შორის უნიკალური ზუსტადაც რომ “მარადიული პრეზიდენტია”. თორემ “დიდი ბელადი” სხვადასხვა ვარიაცებით, ბევრს ერქვა.
ყოველი შემთხვევისთვის, ჩუჩხე ტიტული არ არის.
LikeLike
ჰოდა, “ზუსტადაც” მიტომ დავწერე “მარადიული…”. მოგვიანებით, მაგრამ მაინც. არავის არაფერს ვუმტკიცებ და არც ეგეთ კილოს ვიმსახურებ, როგორც მკითხველი მაინც :(
LikeLike
კითხვის კორექტულობა დადგა ეჭვქვეშ და მეც გიპასუხე. განსაკუთრებული კილო (მითუმეტეს, უსიამოვნო) არ შემირჩევია. საერთოდ, მკითხველს მე ყოველთვის ხაზგასმული პატივისცემით ვეპყრობი.
LikeLike
დევიწყეთ, აბა!
1. Ich bin ein Berliner – კენედი;
2. ბენ-გურიონის აეროპორტია ეგ, იმედია, გვარს არ ვამახინჯებ;
3. დღეს თუ მეთაურობს, შეიძლება, სარკოზია. დარწმუნებული არ ვარ;
4. აუჰ… რამდენიმე სახელი მიტრიალებს თავში ახლა და ვერ ვახარისხებ, იმედია, გამახსენდება საღამომდე;
5. ჰიჰი, პლაგიატიზმში დაადანაშაულეს; პასუხებს რომ გამოაქვეყნებ, მერე ანტიპლაგიატის პეიჯზე წავიღებ :) ;
6. ულოფ პალმე, მეუღლესთან ერთად იყო, თავს რომ დაესხნენ. მეუღლეს ლისბეთი ერქვა, სხვათა შორის;
7. ნიკოლაე და ელენა ჩაუშესკუ :( არადა, არ იყო ეგეთი ურჩხული, სამარცხვინოდ მოკლეს. მეგობარი მიყვებოდა ამას წინათ და მერე ვიკიში შევიხედე;
8. სალაჰ ად-დინ აჰმედ ბოკასა (სახელის გამო უფრო დავიმახსოვრე);
9. ნელსონ მანდელა, მაგარი ტიპი :) ;
10.ლიხტენშტეინის ალბათ, მანდაა მონარქია :)
11. აუ, ფიდელი მგონია, მაგრამ ამერიკელიო და… :(
12. ჰაჰა, ხრუშჩოვი;
13. ანდორა;
14. აუ, აი, არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი :)
15. რაოო?? :) ვაჰ, იქნებ გავიხსენო ესეც…
მოკლედ, წავედი, აი’ლ ბი ბექ :):):)
LikeLike
მეოთხე კითხვის პასუხი არის ტეტჩერი, ვისზე ვფიქრობდი, ნეტავი :):):)
LikeLike
ამერიკელი მაინცდამაინც აშშ-ს მოქალაქეს არ უნდა ნიშნავდეს, თამარა :))
ურჩხულზე უარესი იყო “დრაკულა”. მართლა სახელდახელოდ გაასამართლეს, ოღონდ, მაგ დროს, კანონიერებას და მართლწესრიგს ვინ დაეძებდა – “სეკურიტატე” აჯანყებულებს, სანამ შეეძლო, ქუჩებში, ტყვიამფრქვევებით ხვრეტდა.
LikeLike
მაინც რა ვიცი, რა დააშავა ეგეთი… ზემოხსენებულმა მეგობარმა მითხრა, ტიპიური საბჭოთა ჩინოვნიკი იყოო, მერე აქ დაველაპარაკე რუმინელ კურსელს და მითხრა, თუ რამე გაკეთდა და აშენდა, ძირითადად მის დროსო, მეტროს სადგურებიდან დაწყებული საცხოვრებელი სახლებით დამთავრებული.. რა ვიცი, რა ვიცი!
LikeLike
მასე, თამარა, სტალინის აშენებულია მეტროც და სახლებიც და ომი მოიგო კაცმა, მაგრამ დიქტატორი იყო.
ჩაუშესკუს ცოლი ჰყავდა ცეკას წევრი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე, თუ სწორად მახსოვს. გაქანებული ერთმმართველობა და პიროვნების კულტი მოამძლავრა. სოფლის მეურნეობას დედა უტირა და რაც მთავარია, ისეთი სპეცსამსახური ჰყავდა, სისასტიკით გესტაპოს რომ ადარებენ დღესაც.
თუმცა, ისე დახვრიტეს, მომხრეებს და უბრალოდ, ნეიტრალებს ახლაც სალაპარაკოდ აქვთ.
LikeLike
აჰა…
ნუ, თვითონ დახვრეტის ფაქტს არაფერი ამართლებს, მართლა სამარცხვინოდ მოკლეს…
LikeLike
წავედი მე . . გავიპარე . მე და პოლიტიკა ისე ვართ შორს როგორც როგროც ასტრიდ ლინდგრენის და დეისაძეს ნაწარმოებები :)
LikeLike
ლინდგრენს და დეისაძეს, სულ მცირე, ორი მკითხველი მაინც აერთიანებს :))) სინამდვილეში – უფრო მეტიც :) ასე რომ, მთლად შორს არ ყოფილხარ :))))))
უპს… უცებ ბურჭულაძე წავიკითხე.
მართლა ძალიან შორს ყოფილხარ, თაია :)
LikeLike
მკითხველები არ ითვლება . . . მე ნაწარმოების ლიტერატურული ღირებულება უფრო ვიგულისხმე :)
LikeLike
ნუ, დეისაძეზე არ გეკამათები არანაირად. მართალი ხარ :)
LikeLike
1. კენედი
2. ბენ გურიონი
3. სარკოზი
4. ტეტჩერი
5. პლაგიატი დისერტაციის დაცვის დროს
6. ოლოვ პალმე
7. ჩაუშესკუ
8. ბოკასა
9. მანდელა
10. ლიხტენშტაინი
11. ფიდელ კასტრო
12. ხრუშიოვი
13. ანდორა
14. მუდმივი პრეზიდენტი
15. ბერლუსკონი
LikeLike
:სირცხვილისგანგვერდზეგახედვა: არაა მე და პოლიტიკა საერთოდ სხვადასხვა პლანეტებზე ვცხოვრობთ! :) მომავალს ჯეოპარდს ველი! სხვათა შორის თემის უცოდინრობის მიუხედავად ძალიან დავინტერესდი პასუხებით! :)
LikeLike
პასუხები ექვს საათში იქნება, მარიშკალია :) შემოიარე და ნახე :)
LikeLike
საღამო მშვიდობისა, ხალხო. ძლივს მოვაღწიე აქამდე, მოლი. მშვენიერი თემა შეგირჩევია. ახლავე ვითამაშებ.
LikeLike
საღამო მშვიდობისა, მერი :) იმედი კი მქონდა, ამ ჯეოპარდს როკ-პაკეტივით არ გამოტოვებდი, მაგრამ რომ აღარ გამოჩნდი, შევფიქრიანდი…
LikeLike
1. ჯონ კენედი;
2. დავიდ ბენ-გურიონი;
3. ნიკოლა სარკოზი;
4. მარგარეტ ტეტჩერი;
5. პლაგიატი დასდეს ბრალად;
6. ულოფ პალმე;
7. ნიკოლაე და ელენა ჩაუშესკუ;
8. ბოკასა;
9. ნელსონ მანდელა;
10. ლიხტენშტეინი;
11. ფიდელ კასტრო;
12. ნიკიტა ხრუშჩოვი;
13. ანდორას ჰყავს ასეთი უცნაური მმართველები;
14. “მარადიული პრეზიდენტი”;
15. სილვიო ბერლუსკონი.
LikeLike
რა ჩვეული სურათია :):)
LikeLike
1. კენედი
2. ბენ გურიონი (ეგ იყო მგონი პირველი პრემიერი)
4. მარგარეტ ტეტჩერი
8. ჟან ბედელ ბოკასა (ეგაა?! ვიკითხე და ეგ მითხრეს)
9. ნელსონ მანდელა (აუ გვარი მევასება მაგრად)
12. ნიკიტა ხრუშოვი
13. ანდორა
14. კიდევ პრეზიდენტია?! არ გამიკვირდება. ;)
პ.ს. სურათი მომწონს! :)
LikeLike
ჩემდა სამარცხვინოდა ნამეტანი სუსტი ვარ ამ სფეროში :/ ხოდა ამჯერად მხოლოდ თვალისმადევნებლის როლით შემოვიფარგლები, ეგება აქედან მაინც დავიმახსოვრო ვინმე და რამე :)
LikeLike
ოლ რაიტ!
LikeLike
სწორი პასუხები:
1. ჯონ კენედი;
2. დავიდ ბენ გურიონი;
3. ნიკოლა სარკოზი;
4. მარგარეტ ტეტჩერი;
5. პლაგიატი! (კარგი იქნება, ამას ქართულ ბლოგოსფეროშიც თუ გაიგებენ);
6. ულოფ პალმე;
7. ნიკოლაე ჩაუშესკუ;
8. ბოკასა;
9. ნელსონ მანდელა;
10. ლიხტენშტეინი;
11. ფიდელ კასტრო;
12. ნიკიტა ხრუშჩოვი;
13. ანდორა;
14. “მარადიული პრეზიდენტი”;
15. სილვიო ბერლუსკონი.
წინასწარი შედეგები:
მერი პოპინსი – 15; Kejeradze – 15; დათო – 15; watching panda – 15; rockermeloman – 13; tamara – 13; PorcupineD – 10; ფორთოხალი – 8; tsotnee – 8; kevana – 1.
LikeLike
მე და მელომანი ერთ ნავში ვართ :)
LikeLike
როკის გარდა არ მახსოვს 15 რამეში ამეღო :) და ყველაზე ხშირად 13 ქულას ვიღებ :)
LikeLike
13 კარგი რიცხვია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.
LikeLike
არც მე ვუჩივი, ჯეოპარდით თუ ვიმსჯელებ კარგი რიცხვია :)
LikeLike
ვაიმე დამავიწყდა, ამ ექიმებმა ისე გამომაშტერეს მგონი ამდენი წამლით სკლეროზი დამმართსე :(
LikeLike
რა დროს შენი ექიმებია, სანდრო. არა უშავს, შემდეგი ოთხშაბათიც მალე მოვა.
LikeLike
იმედია მარტივი თემა იქნება :)
LikeLike
ერთადერთი ბერლუსკონი გამოვიცანი. ცუდად მაქვს საქმე.
LikeLike
მარტო ბერლუსკონი? შენგან გამიკვირდა…
LikeLike
უცნაურია, თითქმის ყველა მცოდნია… და თუ არა მივხვდი :)
LikeLike
უცნაურად ის მომეჩვენებოდა, რომელიმე რომ არ გცოდნოდა.
LikeLike