კარგად მახსოვს, მეოთხე კლასელი, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ვიქტორინაზე რომ აღმოვჩნდი სრულიად შემთხვევით. საგულდაგულოდ ჩაწიკწიკებული კონსპექტებით შეიარაღებულ კონკურენტებს რომ გადავხედე, ამათ რა აჯობებსო, ერთი კი ვიფიქრე, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მთავარი პრიზით – უზარმაზარი ლარნაკით ხელდამშვენებული შინ მაინც მე დავბრუნდი.
წელიწადნახევარია, ბლოგის მეპატრონე გახლავართ და სულ ორ კონკურსში ვცადე ბედი. პირველად, “დიოგენესთვის” დავწერე უმბერტო ეკოს “ვარდის სახელზე” და ჯილდოდ მშვენიერი და ფრიად პრაქტიკული ლეპტრეი მერგო. მეორე გამარჯვება სულ ახლახანს მხვდა წილად და, სტიგ ლარსონის და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წყალობით, ახალი ქინდლი მაქვს.
თვე არ გავა, ფეისბუქით რომელიმე ლიტერატურული კონკურსის შესახებ არ გავიგო. ზოგიერთი მართლაც დამაინტრიგებელია, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, გამარჯვებულის ე.წ. “ლაიქების” რაოდენობის მიხედვით გამოვლენის საყოველთაოდ გავრცელებული წესი იმდენად არ მომწონს, ინფორმაციისთვის თვალის გადავლებით შემოვიფარგლები ხოლმე.
ჰოდა, ამას რატომ გიყვებით… ამ ერთი კვირის წინ, “წიგნების თაობის” ანონსი რომ წავიკითხე, მგონი, პირველად ვინანე, სტუდენტი რომ აღარ ვარ და ამ საინტერესო პაექრობაში მონაწილეობას ვერ მივიღებ.
“წიგნების თაობა” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და Zoom-ის ერთობლივი პროექტია – კონკურსანტები გუნდებს ქმნიან, სამოქმედო გეგმას ადგენენ და ექვსი კვირის მანძილზე წიგნების პიარ კამპანიას ეწევიან. ყველას, ვისაც ორიგინალური შემოქმედებითი იდეები მოეპოვება, შეუძლია, თავისი პოტენციალი ერთობ სასარგებლოდ გამოიყენოს – გამოხატვისა და შესრულების ფორმები არაფრით არის შეზღუდული. ეს ყველაფერი კი საგანგებოდ შექმნილ ბლოგებზე უნდა გაშუქდეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა ინდივიდუალურადაც შეიძლება, მაგრამ, დამეთანხმეთ, რომ კონკურენტებთან მეტოქეობა მარტოს ნამდვილად გაგიჭირდებათ. მე, მაგალითად, სამკაციან ჯგუფში გაწევრიანებას ვარჩევდი.
გუნდების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 22 აპრილამდე გასტანს. 30 აპრილისთვის პროექტის პრეზენტაცია იგეგმება და მერე უკვე ყველაფერი მონაწილეების ხელშია – გამარჯვება თქვენს კრეატიულ იდეებზე და მონდომებაზეა დამოკიდებული. სახალისო მინი-კონკურსების და მწერლებთან შეხვედრების ორგანიზება, ბაღებსა და სკვერებში აქციების გამართვა – ათასი რამის მოფიქრება შეიძლება…
გუნდებს გასათამაშებელი წიგნებით და ფასდაკლების ბარათებით, ფლაერებით და კატალოგებით გამომცემლობა მოამარაგებს. ივენთებისთვის ფართსაც გამოუყოფს, წიგნის ფესტივალზე, გარკვეული დროით, სტენდსაც დაუთმობს და საინფორმაციო უზრუნველყოფაშიც დაეხმარება.
ცხადია, ეს ის კონკურსი არ არის, წარმატებას ვინმემ შემთხვევით და დაუმსახურებლად მიაღწიოს. პირველობისთვის სერიოზული შრომა იქნება საჭირო. მაგრამ ერთი, რომ თავად მარათონია საინტერესო და პრიზებიც ერთობ მაცდუნებელი ახლავს თან – გამარჯვებული გუნდი ერთი წლის განმავლობაში 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებს, ზუმის რჩეული კი ანდროიდის სმარტფონ IDEOS-ით და ჯეოსელ-კონექტით დასაჩუქრდება.
ერთი სიტყვით, თუ სტუდენტი ბრძანდებით, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ ღირს. პროექტის წესებს კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი, გუნდი შეკრიბეთ და საგანგებო ელექტრონულ მისამართზე აპლიკაცია-განაცხადი აფრინეთ – რეგისტრაციის დასრულებამდე სულ რაღაც ექვსი დღეა დარჩენილი.
მოსწავლეებს არ შეუძლიათ ანუ. საკამოდ საინტერესო ჩანს . ps: ფეისბუქის ლაიქებით შემდგარი კონკურსი მარაზმია ..((
LikeLike
მხოლოდ სტუდენტებსო, ნია… თან, არადამამთავრებელ კურსზე უნდა იყვნენ.
ლაიქების თვლა და გროვება მარაზმია, აბა რა.
LikeLike
მეც ვინანე, სტუდენტი რომ არ ვარ. გეთანხმებით, ლაიქების კონკურსები მარაზმია ნამდვილად, ამიტომაც არ ვეკარები სიახლოვეს, რაც ვსინჯე, იმისაც მრცხვენია :)
LikeLike
ეს კონკურსი მარათონული დისტანციის გამოც მომწონს. ექვსი კვირა შემთხვევითობას მინიმუმამდე ამცირებს.
LikeLike
ხო, თან აზარტულია და საინტერესო, აქტიური პროცესია შემოქმედებითი თვალსაზრისითაც და პიართან ზიარების ამბავშიც, მეორიგინალურება და მომწონს
LikeLike
ზუსტად! მასშტაბურიცაა. ჯანდაბას. მართლა დამწყდა გული :)
LikeLike
კი ცუდია სტუდენტი რომ არ ვარ მაგრამ სულ მეზარება ხოლმე ასეთ კონკურსებში მონაწილეობა :) კი ღირს ცდად :(
LikeLike
რას ამბობ, დავბერდი აგერ და მე არ მეზარება და შენ როგორ უნდა დაიზარო :)))
LikeLike
ეჰ რა ვიცი :) ჯგუფური მუშაობა არ შემიძლია, ან უნდა დავემორჩილო ან უნდა ვუხელმძღვანელო, ამიტომ ეგეთ რაღაცეებს სულ ვერიდები :)
LikeLike
უხელმძღვანელე მერე :)
LikeLike
ეჰ
LikeLike
მიეჩვიე ნელნელა :)
LikeLike
ხელმძღვანელობას ისევ ხელქვეითობა მირჩევნია, ნაკლები ნერვების მოშლაა
LikeLike
როგორც მივხვდი აქამდე გაკეთებული კომენტარებიდან მარტო მე ვარ სტუდენტი…
:)
აბა ვაფრინეთ წერილები ჩემს კრეატიულებთან და შემდეგ გამომცემლობის “სარეგისტრაციო ფორმის” შემნახველებთან…
:)
მადლობა მოლი…
ამ კონკურსის შესახებ ისევე არაფერი ვიცოდი როგორც ტიბეტელი ბერის დღევანდელი სადილის შესახებ… :) :) :)
LikeLike
პირველი სტუდენტი სტუმარი ხარ ნამდვილად :)
მიხარია, პოსტი თუ გამოგადგა. უკვე შემიძლია მშვიდად ვთქვა, რომ ტყუილად არ დამიწერია.
წარმატებები!
LikeLike
ამას წინათ ვნახე შენ მიერ დაპოსტილი ეს წესები, მაგრამ აღარ მახსოვს და გუნდი აქედანვე უნდა იყოს შერჩეული? ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია, მივიღებ თუ არა მონაწილეობას, ჩემი უთავობის ამბავი რომ ვიცი :დ
LikeLike
ა, გავხსენი. გუნდი რეგისტრირდება პირდაპირო
LikeLike
ჰო, გუნდი უნდა დაარეგისტრირო. შევსებულ აპლიკაციას აგზავნი და ეგ არის.
LikeLike
ვაგროვებ უკვე. :დ ნეტავ, ადრე გამოვფხიზლებულიყავი :დ ცოტა დრო მექნებოდა საფიქრად :დ მარა არც ჯერ არის გვიან :დ
LikeLike
არა, რა გვიან. დრო საკმარისია ჯერ. ერთს კი არა, სამ გუნდს დააკომპლექტებ.
LikeLike
ერთს გავწვდე და :დ პირველი იქნება ჩემთვის, თუ მივიღე მონაწილეობა :)
LikeLike
გაწვდები :)) ყველაფერი კარგი ოდესღაც პირველად ხდებაო :)
LikeLike
შესანიშნავი პროექტია. უკვე შევკარი სამკაციანი გუნდი და დავრეგისტრირდით <3
ძალიან მინდა გამარჯვება. ყველა ლექციას და სემინარს მეორე ადგილზე გადავწევ და ამ პროექტში ჩავრთავ თავს მთლიანად <3
LikeLike
მე მგონია, არადამამთავრებელი კურსის მოთხოვნა ზუსტადაც იმას ნიშნავს, რომ ამ მარათონის დროს სხვა რაღაცებისთვის ვერ მოიცლიან კონკურსანტები და შენი თქმის არ იყოს, ლექცია-სემინარების გვერდზე გადაჩოჩება მოუწევთ.
წარმატებები!
LikeLike
დიდი მადლობა
LikeLike
რას ამბობ, რისი მადლობა :)
LikeLike
წარმატების სურვილისთვის ^^
LikeLike
:) არაფერია სამადლობელო :)
LikeLike
საინტერესო პროექტია, სტუდენტი რომ ვიყო აუცილებლად ვცდიდი ბედს :)
LikeLike
მეც მაგას არ ვჩივი, სანდრო? :))
LikeLike
mec guli damtyda… Tumca studenti rom vyofiliyavi albat arc mivigebdi monatileobas.
LikeLike
და გული რაღატომ დაგწყდა?
LikeLike
egeti xasiati makvs, rasac ver gavaketeb is minda. samtuxarod chemda…
LikeLike
გასაგებია :)
LikeLike
ვადა მეწურება მაისში + მეზარება
იდეა კარგია ნამდვილად ^^ მაგრამ ვერ წარმომიდგენია კითხვის პროპაგანდა :) დღევანდელ თაობაში ეს ძალიან ძნელია :) ამიტომ მე დავტოვებდი ისე, როგორც არის…
LikeLike
პოსტს რომ დაწერ ახალ წიგნზე და კომენტარი დაგხვდება, ეს რომ წავიკითხე, წიგნი ვიყიდეო, საბოლოო ჯამში, ეს არის კითხვის პროპაგანდა.
ისე რომ დატოვო, როგორც არის, ინტერნეტიც, ბლოგოსფეროც და ეს ქვეყანაც ერთუჯრიან იმბეცილებს დარჩებათ. ჰოდა, ამიტომ, არ ვტოვებთ.
LikeLike
ძალიან კარგი თუ არ დატოვებთ ასე. ყველას რომ ჩემთვის მოებაძა, ნაწყენი დავრჩებოდი : )
LikeLike
molly, mogvianebit gilocav agdgomis dgesaswauls. studentebs ki warmatebas vusurveb. me kidev rogorc iqna,swavla damewyo da jer isev grublebshi var :)
LikeLike
მადლობა, ნინო. შენც გილოცავ :) აღდგომას და სწავლის დაწყებას. წარმატებები!
LikeLike
ეეეეჰ . . . რატომ არ ვარ სტუდენტი . . .
LikeLike
მეც მაგას ვდარდობ, თაია :))
LikeLike
სამაგიეროდ ერთ ოთხ-ხუთ წელიწადში ამაზე აღარ ვიწუწუნებ :)
LikeLike
და კონკურსები მაშინაც იქნება :)
LikeLike
იმედია :)
LikeLike
ამბობენ სტუდენტობისას გებელსიც იღებდა მონაწილეობას რარაც ეგეთ კონკურსშიო…
LikeLike
ლოლ. წიგნებზე წერა და გამომცემლობების პიარი გაეგრძელებინა მაგას, მრთელი დარჩებოდა და მაგდასაც და იმ ხუთ ბავშვსაც შეირგებდა.
LikeLike
[…] გახლდით – ჯერ “სულაკაურის” “წიგნების თაობას” ვმსაჯობდი, მერე […]
LikeLike