მას შემდეგ, რაც წმინდა ლუკამ ყალამს მოჰკიდა ხელი და წილად ხვდა ბედნიერება, სამყაროს პირველი ფერმწერი გამხდარიყო, უამრავი შედევრი შეიქმნა. ზოგიერთი მათგანი საუკუნეთა მანძილზე განადგურდა, ზოგმა მედგრად გაუძლო დროის ქარტეხილს და ჩვენამდე მოაღწია. მათი დიდი ნაწილი სახელგანთქმულ მუზეუმებშია დავანებული და ხელოვნების მოყვარულთა მზერას ატკბობს. ძნელია, უფრო სწორედ, შეუძლებელია მათი ერთმანეთან შედარება და რომელიმეს გამორჩევა – საბედნიეროდ, ასწლეულებმა მრავლად შემოგვინახა გენიოსების სახელებიც და ფასდაუდებელი ქმნილებებიც. თუმცა, მაინც არსებობს ნახატები, რომელთა შესახებ ფერწერისადმი ყველაზე გულგრილად განწყობილ ადამიანებსაც კი სმენიათ.
მეთხუთმეტე საუკუნის მიწურულს, რესენსანსის ყვავილობის ხანაში, მეცენატი და ტირანი ლოდოვიკო სფორცა საყვარელი მეუღლის სიკვდილმა მცირე ხნით გამოსტაცა თავაშვებულებისა და უზნეობის მორევს. მილანის ჰერცოგმა რამდენიმე დღის განმარტოვებული გლოვის შემდეგ გადაწყვიტა, ცნობილი ბიბლიური სიუჟეტის დახატვა ებრძანებინა და ეს რთული მისია იმ ეპოქის უკვე აღიარებულ ფერმწერს – ლეონარდო და ვინჩის დააკისრა. პატივმოყვარე მმართველი, ალბათ, ფრიად განაწყენდებოდა, რომ სცოდნოდა, რომ შორეულ მომავალში მის სახელს ძირითადად ამ ფაქტთან დაკავშირებით გაიხსენებდნენ.
ამბობენ, რომ ლეონარდო არასოდეს ყოფილა რელიგიური ადამიანი. სავსებით შესაძლებელია – ის მეტისმეტად უსწრებდა წინ ეპოქას და ამგვარ განსაკუთრებულ პიროვნებებს შორის ხშირად გვხვდებიან მეამბოხენი. თუმცა, “საიდუმლო სერობის“ შემხედვარე, ძნელად წარმოიდგენ, რომ კაცს, რომელმაც ეს საოცრება შექმნა, ღმერთი არ სწამდა… რომ არ სჯეროდა იმისი, რასაც ხატავდა… არ ხედავდა მოციქულებით გარშემორტყმულ ქრისტეს, ვერ გრძნობდა მისი ტვირთის სიმძიმეს და არ სტკიოდა ეკლის გვირგვინი… სხვაგვარად არც ერთი ფიგურა არ იქნებოდა ასე მეტყველი და დიდებული და ვერც მნახველი იგრძნობდა, როგორ მიექანებოდა უკან, წარსულში და არ აივსებოდა ენით გამოუთქმელი მოწიწებით…
საინტერესოა, იცოდნენ თუ არა მილანის სანტა–მარია დელა გრაციას მონასტრის მკვიდრმა დომინიკანელმა მამებმა, რომ მწირ ბერულ საკვებს კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დიდებული ფრესკით შემკულ სატრაპეზოში მიირთმევდნენ… ვფიქრობ, ვარაუდობდნენ მაინც – “საიდუმლო სერობა“ მხატვრის სიცოცხლეშივე იქცა მის საუკეთესო ქმნილებად. თუმცა, ვშიშობ, რომ ეკლესიის მსახურთათვის ფლორენციელი დიდოსტატის შედევრი ადამის ძეთა ცოდვების, იუდას მუხანათობის, ვნების კვირის და იესოს ჯვარცმის მარადიული სახსოვარი უფრო იყო… მეეჭვება, განუწყვეტელი მარხვითა და ხორცის გვემით დაქანცულ, მუდმივად ლოცვებში ჩაფლულ ბერებს შეემჩნიათ, როგორ განსხვავდებოდა ლეონარდოს ფრესკა ამავე თემაზე შექმნილი ხელოვნების უამრავი სხვა ნიმუშისაგან… რამდენად გენიალური იყო კომპოზიცია, რა ღვთაებრივი შუქ–ჩრდილების დაჭერა მოეხერხებინა მხატვარს ფუნჯის რამდენიმე მოსმით… ალბათ, არ ესმოდათ მაცხოვრის სევდიანი ხმა, მოწაფეებს მოსალოდნელი ღალატის შესახებ რომ აუწყებდა, ვერ ხედავდნენ, რა შეუდარებელი ოსტატობით იყო გადმოცემული მოციქულთა სახეებზე აღბეჭდილი ემოციები – სიყვარული, შფოთვა, შიში, ძრწოლა და თავზარი… არა, არ იცოდნენ, რომ ამ ფრესკის ავტორი თავადაც ღმერთი იყო – ღმერთი ფერწერისა… რომ მის სულში ჩაუქრობელი ცეცხლი ენთო და ყალმის წყალობით იღვრებოდა სატრაპეზოს მობათქაშებულ კედელზე… ვერც იმას იფიქრებდნენ, რომ “საიდუმლო სერობა“ ასწლეულების მანძილზე აურაცხელ განსაცდელს გადაიტანდა, გაუძლებდა წყალდიდობას, ავსტრიელი და ფრანგი ჯარისკაცების შემოსევას, ანგლო–ამერიკულ ბომბდამშენებს და ჩვენამდე მოიტანდა ტოსკანელი ნოტარიუსისა და მშვენიერი გლეხის ქალის უკანონო შვილის, ფერწერის, გეომეტრიის, მათემატიკის და ინჟინერიის გენიის – ლეონარდო და ვინჩის შეუდარებელ ოსტატობას.
მოლი ყველაფერში გეთანხმები და თან ვერც კი წარმომიდგენაი საერთოდ არამორწმუნემ როგორ უნდა დახატოს რელიგიური სცენა. დახატოს ისე როგორც ლეონარდომ . ვფიქრობ გულის სიღრმეში დიდი მოწიწება გააჩნდა უფლისადმი და ვინჩის .
LikeLike
გულის სიღრმეში რას ფიქრობდა, არ ვიცი ნამდვილად… ამას მხოლოდ ვივარაუდებთ, მაგრამ უკვდავი შედევრი რომ შექმნა, ცხადზე ცხადია…
LikeLike
შენი ყოველი პოსტიც რომ შედევრია ესეც ცხადზე ცხადია. მიიღე შენი მკითხველის გულახდილი კომპლიმენტი ^_^
LikeLike
ასეთ ქებაზე ხმა როგორ უნდა ამოვიღო :) მადლობა, ნია :)
LikeLike
რა უსასიამოვნესად ჩავიკითხე ჩემს უსაყვარლეს ფერმწერზე დაწერილი პოსტი, მართლაც გენიალური და უდიდესი ნახატია, რამდენიმე დღის წინ სადღაც ამოვიკითხე რომ საფრთხე ემუქრება ფრესკას, რესტავრაცია ძალიან რთულია და ახლო მომავალში შეიძლება განადგურდესო, რამდენად მართალია არ ვიცი მაგრამ მე კი შემაშფოთა :)
LikeLike
ერთხელ უკვე ჩაუტარდა რესტავრაცია, სანდრო. მეორედაც უშველიან.
LikeLike
იმედია
LikeLike
როცა ადამიანს უდიდესი ნიჭი აქვს და ამ დიდი და მრავალმხრივი ნიჭით უკვე ზეადამიანი ხდება, ის აუცილებლად არის დაკავშირებული უხილავ ზებუნებრივთან, ცნობს ის ამას თუ არა…შემთხვევით არ ხდება არაფერი
LikeLike
შემთხვევით მართლა არაფერი ხდება. ოღონდ, ლეონარდო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ სამაგალითო კათოლიკე გახლდათ… სამაგიეროდ, ფერმწერი იყო გენიალური და ჩემთვის ამას უფრო აქვს მნიშვნელობა.
LikeLike
ჩემთვისაც. :)
LikeLike
D’accord!
LikeLike
ვინ იცის, რა ჩადო ამ რესკაში ლეონარდომ, მაგრამ უმშვენიერესი და უგენიალურესია.
არ მგონია, მარცხნივ იესოს გვედით ქალი იჯდეს, მიუხედავადიმისა, რომ უწვეროა.
LikeLike
ეგ ცალკე პოსტის (და არა ერთის) თემაა :)
LikeLike
უწვერო იმიტომაა ჩემო კარგო რომ ეგ იოანე ღვთისმეტყველია, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული და მოწაფე, რომელიც სიყრმითგან დაემოწაფა იესო ქრისტეს.
LikeLike
ლაშა, მადლობა. :)
LikeLike
გეხვეწები, ბიჭუკელა, იოანე მახარობელს ქალად ნუ აღიქვამ, :დ :დ
განა გაბრალებ რამეს, მარა ეს მოარული ჭორები, მისტიური დამოკიდებულებები და უაზრო მითქმა–მოთქმა ნერვებს მიშლის…
არ მინდა რელიგიური პოლემიკა, მაგრამ… ერთი უნდა ავღნიშნო, ბევრს არა აქვს ისეთი მოწიწებული დამოკიდებულება სიწმინდეების მიმართ (თუნდაც სხვისი), როგორც ათეისტ ლეონდარდოს :) ამაში ის გვჯობია :)
LikeLike
ეს პოსტი რელიგიური პოლემიკის გასამართად არც დამიწერია, ქევან. ნახატზე დავწერე. “საიდუმლო სერობასთან” დაკავშირებული თეორიების განხილვა არ მქონია მიზნად.
სხვის რწმენას მეც პატივს ვცემ, მაგრამ არა მგონია უფლება არ მქონდეს, იმ თეორიას მივემხრო, რომელსაც ავირჩევ. მიუხედავად იმისა, სხვას რამდენად მოსწონს ან აღიზიანებს. ზუსტად ასეთივე უფლებით სარგებლობს ყველა და ყველას შეუძლია, ის ამტკიცოს, რისიც სჯერა. რა თქმა უნდა, დისკუსიის საზოგადოდ მიღებული წესების დაცვით.
ლეონარდოსთან გაჯიბრებას არ ვაპირებ. მე ჩემი დამოკიდებულებაც მომწონს. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, არავის დავცინი, თუმცა ვიტოვებ უფლებას, იმის მჯეროდეს, რისიც მჯერა და ამ საკითხში სხვისი პრეფერენციები არ გავითვალისწინო.
LikeLike
ეს დისკუსია იქამდე მივა, აქვს თუ არა მკვლელობის აზრს არსებობის უფლებაო :დ :დ
შენთან კამათი არც მქონია მოლ. გლეხის ბიჭის კომენტარს გამოვეპასუხე.
შენ, მოლ, ხომ იცი, როცა არამეგობრულ წრეში ვარ, როცა მესმის რომ ჩემს სიწმინდეებს შეურაცხყოფენ, მე მშვიდად (უკვე ვისწავლე) გამოვდივარ და თავს ვანებებ.. : )))
LikeLike
დისკუსია იმის დისკუსიაა, სადამდეც მივა, იქამდე მივიდეს (თუ, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფაში და ერთმანეთის დაცინვაში არ გადაიზრდება).
ჰო, ვნახე, გლეხის ბიჭს უპასუხე, მის მაგივრად მე ვერაფერს ვიტყვი, ოღონდ არა მგონია, მას ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს. ხვალ, შესაძლოა, მეც დავწერო პოსტი ამ ნახატთან დაკავშირებულ თეორიებზე (თუმცა, ძალიან მეეჭვება. აბსოლუტურად არ მაინტერესებს ეს თემა, ბევრად საინტერესო საკითხები არსებობს საჩემოდ) მაგრამ ვთქვათ და დავწერე…. შეურაცხყოფა გამოვა?
LikeLike
მე ვთქვი არამეგობრულ წრეში თქო და მე მგონია რომ მეგობრულ წრეში ვარ, არ მეგონა ჩემი კომენტარი (მით უმეტეს რომ დავწერე, არ გაბრალებ თქვა, ანუზოგადად ვამბობ თქვა) ასე სერიოზულ კამათს თუ გამოიწვევდა, ეგ ერთი.
მეორეც, ჩემს ორიენტაციაზე ან რაიმე ნაკლზე საუბარი არ იქნება ისეთი შეურაცხმყოფელი, როგორც ქრისტეს შეურაცხყოფა (გინდა ქრისტეს სახელით რაიმე მიუღებელის ჩადენა, გინდა ქრისტეს ცხოვრების გაბაქიბუქება ან რავი, ქრისტესთვის რამის დაბრალება და მსგავსი).. ტაკოი ია უჟ ჩელოვეკ :))
წავედი, ფილმს ვნახავ ^^ დროებით აბა :*
LikeLike
შეურაცხყოფა რა თქმა უნდა, ცუდია, ქევან. მითუმეტეს, სხვისი რწმენის შეურაცხყოფა, მაგრამ ამ ქვეყნად, მორწმუნეთა გარდა, ათეისტებიც არსებობენ, რომლებსაც ღმერთის საერთოდ არ სწამთ და არც სახარება მიაჩნიათ წმინდა წიგნად და აზრის გამოთქმის და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად ახსნის უფლება მათაც აქვთ.
კამათის რა გითხრა, “მარა ეს მოარული ჭორები, მისტიური დამოკიდებულებები და უაზრო მითქმა–მოთქმა ნერვებს მიშლის”-ო, ამაზე გიპასუხე. კორექტული ფორმით გამოხატული სხვისი აზრი, წესით, ნერვებს არ უნდა შლიდეს.
LikeLike
ქევან, არავისთვის არაფერი დამიბრალებია. უბრალოდ უწვერული ჭაბუკი ვახსენე. და არც ის მითქვამს, მეამ ს თუ არა ვინმე ან რამე. არამეგობრული სიტუაცია აშკარად არ შემიქმნია ვინმესთვის, მგონი. (წესიერ პასუხს ხვალ დავაკომენტარებ. ახლა გონება მებინდება, ისე ვარ)
LikeLike
გუშინ კომენტარი რომ ვნახე, წესიერად ვერც აღვიქვი. არ ვიცი რას ნიშნავს შენთვის ,,ბიჭუკელა”, მაგრამ აშკარად ზედმეტი იყო ასეთი მომართვა და ცოტა არ იყოს და შეურაცხმყოფელიც.
მეორეც, ნერვების მოშლას რაც შეეხება, მომიტევე და ცივი წყალიც გექნება :)
ჩემი რელიგიურობა, აარარელიგიურობა, ორიენტაცია თუ რავიცი რაც, ჩემი საქმეა მხოლოდ და და მე ვწყვეტ თავს როგორც მივხედო ამ კუთხით. თუ რამე ცუდს ჩავდივარ, ცხვირს მე ვიტეხ და არა შენ ან ვინმე სხვა. ჩემი გატეხილი ცხვირი კი ჩემი საქმეა და არავის აქვს უფლება (მით უმეტეს მორწმუნეს და ,,სიწმინდეებისადმი მოწიწებით მოკიდებულს” ) ამ ცხვირისკენ თითი გაიშვიროს ან მასზე მტკივნეულად დამაწვეს :) . მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებულ კომენტარში შეურაცხმყოფელი არაფერი აღმინიშნავს არც რელიგიისადმი და არც და ვინჩისადმი, იმედს ვიტოვებ, არასწორად აღიქვი ჩემი ნათქვამი.
არ მსიამოვნებს, როცა ასეთი სიტუაცია იქმნება (შეძლებისდაგვარად ვარიდებ თავს). ახლაც არ მესიამოვნა, მაგრამ წავალ ცივ წყალს დავლევ და თუ რამე დირე აღმოვიჩინე, მოვიშორებ :)
LikeLike
კარგი რა ქევან, მთელი მსოფლიო დღემდე იმაზე დავობს იოანეა ეს თუ მაგდალინელი, რას აღარ ამბობენ ამ ნახატის საიდუმლო შტრიხებზე და ახლა შენ ამაზე ნერვებს ნუ მოიშლი, თან ამაზე საუბარი არ ნიშნავს იმას რომ სიწმინდე ილახება, ეს ხომ დავინჩია, მხატვრობაა ქეთი.
აი მე ვიტყვი ჩემ მოსაზრებას, გარკვევით: დარწმუნებული ვარ ქალია ეგ და არა იოანე მახარობელი, რატომ ვარ დარწმუნებული ეს მოსაზრება კი უკვე აპოკრიფებიდან გამომდინარეა, რომელიც ალბათ შენ არ გექნება წაკითხული და აუცილებლად წაიკითხე.
LikeLike
я не верю ни единому вашему слову, но готов умереть за ваше право, это говорить.
ვოლტერის ფრაზაა, თუ სწორად მახსოვს.
დამაინტერესე, ანგელოზო. მე მარტო “:და ვინჩის კოდი” ვიცი და ეს, ბუნებრივია, ძალიან ცოტა კი არა, მიკრო-ცოტაა.
LikeLike
მხოლოდ იუდას გამოც კი შემიძლია ვთქვა, რომ შედევრია… როგორც ამბობენ, იესოს მარცხნივ იოანეა და მჯერა : )
LikeLike
მეც მჯერა :)
LikeLike
აღვნიშნე, ქალი რომაა არ მჯერა-მეთქი და პირწავარდნილ მკრეხელად მაინც შევირაცხე და ,,ბიჭუკელად” :დ
LikeLike
არადა. მეც ეს ვთქვი, იოანეა გამოსახული და მჯერა მეთქი.
LikeLike
ჩვენ ადვილი გვგონია განსხვავებული აზრის მოსმენა… არადა, არ გამოსდის ბევრს და ეტყობა, არაა ადვილი :))))))
LikeLike
მართლა არ ყოფილა ადვილი, რუსა :)
LikeLike
am naxats imdeni axsna aqvs ukve arc vici ra vifiqro . . . gansakutrebit ki iesos gverdit mjdar qalze .
LikeLike
ჰო, ეს კონსპიროლოგიური თეორიები ფრიად პოპულარული ყოფილა. ყველას ეს ქალი გაახსენდა :)
LikeLike
:დ ჰო :დ
LikeLike
ამ სურათთან დაკავშირებული მე ის ისტორია მომწონს, ლეონარდომ ქრისტე და იუდა ერთი ნატურიდან დახატაო…
LikeLike
ხო, ვიცი ეგ ისტორია, მეც ძალიან მომწონს.
LikeLike
მართლაც კარგი იქნებოდა გვცოდნოდა როგორ ხატავდა ამ საოცრებას ლეონარდო, რომელი სიუჟეტით გააცოცხლა საიდომლო სერობა… ვინაიდან როცა სახარების ამ ეპიზოდს ვკითხულობთ, თვალწინ სულ სხვა სურათი წარმოგვიდგება. მაცხოვარი სხვა ფორმით ზის, მოციქულებიც სულ სხვაგვარად არიან წამოწოლილ-მჯდარნი და ა.შ.
მაგრამ ლეონარდოს “ნიჭიკოსობა” სწორედ ისაა რომ მან პირველმა გამოსახა ყოველივე ეს, იმდაგვარად როგორც ხედავდა… და დღესაც საიდუმლო სერობის ყოველ გახსენებაზე, ყველას ლეონარდოს უკვდავი შედევრი ეხატება თვალწინ…
ამას ჰქვია – ნიჭი. :) :) :)
LikeLike
ჩემი ფავორიტი ტილოა. თან საიდუმლოებით მოცული, არც ერთი დეტალი რომ არაა უმნიშვნელო. ასეთი შთამბეჭდავი არც მონა ლიზა ყოფილა. არაჩვეულებრივად გიწერია მოლი.
LikeLike
ჯოკონდაზე ბევრად შთამბეჭდავია, ფინიკი. მართალი ხარ.
LikeLike
მე კი მგონია რომ სავსებით შესაძლებელია ქალი მიეხატა გვერდით და არა კაცი… და ვინჩს როგორც მეცნიერს ვაფასებს, მისი ტილოები დიდად არ მიტაცებს, რენესანსში და მანამდეც იშვითად მომწონს მხატვარი, პაეტამუ…
მაგრამ და ვინჩის ცხოვრება-შემოქმედების კვლევას კი მოვკიდებდი ხელს ინტერესით, ვის არ დააინტერესებდა..
LikeLike
პრინციპში, მე ზუსტადაც რომ ტილო მომწონს, იმპრესიები, ესთეტიკა… კონსპიროლოგიური თეორიების მიმართ, ამ შემთხვევაში, ღრმად გულგრილი ვარ. რა მნიშვნელობა აქვს, ქალია თუ კაცი… ნუ, შეიძლება, მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩემთვის – არანაირი.
LikeLike
მე პირიქით, მიზეზები, ისტორიები, შედეგები და ასე შემდეგ მაინტერესებს, ჩემთვის ეს ის ტილო არაა, ვუყურო და დავტკბე
LikeLike
ყველას თავისი ლეონარდო გვყავს :)
LikeLike
ნამდვილად :)
LikeLike
მე ზემოთ გამართული კითხვა-პასუხის მსგავსი არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ერთს კი ვიკითხავ – რატომაა შესაძლებელი რომ ქალი მიეხატა? ან რატომ გგონია რომ მეცნიერი ლეონარდო ამას გააკეთებდა?
LikeLike
სწორედ იმიტომ, რომ მეცნიერი იყო. ამას ვგულისხმობ იმაში რომ საინტერესო იქნებოდა ამ ყველაფრის გამოკვლევა და მიზეზებში ძიება, ხომ შეიძლება რომ მართლაც ქალი იყოს და ამას თავისი განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდეს? თუმცა ამის მტკიცება რა თქმა უნდა ახლა არ შეგვიძლია
LikeLike
რამდენიმე დღის წინ ვლაპარაკობდი ზუსტად ამ თემაზე გოგი ხოშტარიასთან და ერთ რამეზე მაშინვე შევთანხმდით: რა დონის იდიოტი შეიძლება იყოს ადამიანი (ამ შემთხვევაში იქაურ მონაზვნებს ვგულისხმობ) რომელიც ამ ფრესკის შუაგულში კარს გაჭრის.
LikeLike
არ იცოდნენ მაშინ, შედევრი რომ ჰქონდათ სატრაპეზოს კედელზე გამოსახული :)
LikeLike
თუმცა, მაინც არსებობს ნახატები, რომელთა შესახებ ფერწერისადმი ყველაზე გულგრილად განწყობილ ადამიანებსაც კი სმენიათ – ასეა, ასე! :)
LikeLike
შენ ხარ გულგრილი? აბა, კლიმტიო?
LikeLike
ჰო, ასე ამბობს ფერწერაზე და ბარე ორ მოყვარულზე მეტი ესმის:)
პ.ს. პოსტი არაჩვეულებრივია!
LikeLike
ეს მეც შევამჩნიე, სხვათა შორის :)
მადლობა, მემე :)
LikeLike
ეგ სნობურად მომივიდა ცოტა :) ვენაში ვიყავი და კლიმტი ვნახე :)
LikeLike
ალბათ ნიჭიც ეგ არის,თუნდაც დახატო ის რისიც არ გწამს.შედევრია და მეც ძალიან მომწონს.რაც შეეხება ქალს ფრესკაზე,ძალიან საინტერესოა მისი ამბავი..
პ.ს.მოლი,ბევრჯერ მიფიქრია რა კარგი ჟურნალისტი იქნებოდი. :)
LikeLike
თუ ქალის ისტორია საინტერესოდ გეჩვენება, დენ ბრაუნის “და ვინჩის კოდი” წაიკითხე, ანა. სულ რამდენიმე საათის წიგნია.
გუშინ რომ გენახე, დარწმუნდებოდი, რომ ყველაზე კარგი მაინც იურისტი ვარ :თავმდაბალიმოლი:
LikeLike
კი,აუცილებლად.გამიგია წიგნზეც,ფილმზეც.. :) და მეცნიერთა შეხედულებებიც ამ საკითხზე.მაგრამ მე მაინც ლეონარდოს ნამდვილ ამბავს დიდი სიამოვნებით მოვისმენდი,მაგრამ სადაა..
ჰაჰ. :) მაგაშიც არ მეპარება ეჭვი.
LikeLike
წარმოიდგინე, ლეონარდოს ბლოგი რა საინტერესო წასაკითხი იქნებოდა :)
LikeLike
ჰაჰაა. :) ლეონარდოს ბლოგი,ვაიმე. :)
LikeLike
ოღონდ, ქართულ ბლოგოსფეროში დაიჩაგრებოდა. “დრაკონის პოზა”. “როგორ შევაბათ მამაკაცი ერთ საათში”, “გუშინ კიდევ სამი სტუდენტი ცემეს” და მსგავსი სისხლისგამყინავი პოსტები აჯობებდა :)
LikeLike
და მის ბლოგზე ბევრად მეტი მნახველი,ეყოლებოდა ბლოგს,რომელზეც ყოველ დღე დაიწერებოდა პოსტი “რა მივირთვი” საუზმეზე. :)
LikeLike
რა თქმა უნდა :))
LikeLike
აჰ, კი მოვკარი ტოპებში თვალი “რა ვჭამე საუზმეზე” თუ რაღაც ასეთი :) :) პირველ ადგილზე იყო :) ალბათ ასეთი რაღაცეების კითხვა ტვინის და გონების დატვირთვას რომ არ მოითხოვს იმიტომაა პოპულარული?
LikeLike
რამდენი რაღაც დაიწერება, ყველაფერს ყურადღება თუ მიაქციე, ჰენდრიქს, საკუთარი თავისთვის დრო არ დაგრჩება :)) ბი ჰეპი და დაიკიდე :)
LikeLike
:) საკუთარი პოსტი ვერ წამიკითხია მეორედ, მაგათ როგორ წავიკითხავ :) უნდა გამოვტყდე, შენი და ლორდის ბლოგების ერთგული ვარ და ჩემი ბლოგინგი აქ მთავრდება რა :)
LikeLike
უჰ, ორი ბლოგი ძალიან ცოტაა, სოფი. ოცამდე სხვა ბლოგს მაინც გიკარნახებ ისეთს, ხარისხიანი და საინტერესო პოსტები რომ დაგხვდება.
LikeLike
რიდერი გავაკეთე და მაგნუმელებით გავავსე, უნდა გავეცნო ჰოდა კარგად, ვინ იცის რას ვკარგავ რომ არ ვკითხულობ
LikeLike
რიდერის გაკეთებას ვერ მოვაბი თავი :(
LikeLike
მეც სულ მეზარებოდა და უნდა გავაკეთო
LikeLike
აბა რა გითხრა მოლი ამდენი კომპლიმენტებისაგან განებივრებულს, როგორც ერთი ჩემი ნაცნობი იტყოდა ( hug):Dd, ასე გამოხატავს ემოციებს როცა რაღაცა ძალიან მოსწონს:)))
LikeLike
კომპლიმენტი ზედმეტი არასოდეს არის :))) და ისე, hug-ზეც თანახმა ვარ ;) მადლობა :)
LikeLike
ზუსტად ის პოსტია, წინასააღდგომოდ რომ ვისურვებდი წაკითხვას, მოლი.
LikeLike
მეც ეს მინდოდა, მერი :)
LikeLike
მართლაც გენილური ნახატია, და ამავე დროს საინტერესო ისტორიების მქონე. ძალიან დროული პოსტია ამ წინასააღდგომოდ. :) მომეწონა :)
LikeLike
ბევრი ვიფიქრე, რაზე დამეწერა ამ დღეებში და ისევ “სერობა” ვარჩიე. მიხარია, დროული რომ გამოვიდა..
LikeLike
chemi cancara mezobeli axla milanshi unda iyos da me vijde internet kafeshi, tan mashin axsendeba tavisi samshoblo, makaroni rom shemoakldeba… :)molly, rogorc yoveltvis perfekt . :)
LikeLike
ნუ, მილანს ისევ ჰაიდელბერგი ჯობია, ნინო :)
LikeLike
სჯობია, რავა არ სჯობია :) ჩამოვიდე იქნება :)
LikeLike
მოლი ამ ფრესკას ერთი არაჩვეულებრივი ლეგენდა აქვს. ამბობენ რომ მხატვარმა იესოს და იუდას დასახატად ერთი და იგივე ნატურა აარჩია, ალბათ ყველას სმენია ამ ლეგენდის შესახებ. პირადად მე ძალიან მიყვარს და მჯერა რომ ეგრე იყო :)
LikeLike
კი, მეც გამიგია და ძალიანაც მომწონს :) ლამაზი ლეგენდაა.
LikeLike
აჰა! რაღა დავწერო, გარდა იმისა, რომ ლენარდოს ნამუშევარი უდავოდ შედევრია, შენი პოსტი კი არანაკლები. რაც შეეხება სხვადასხვა მოსაზრებას, ბევრი არ მომწონს და არ ვეთანხმები, თუმცა არც მაღიზიანებს. თუ კი არ შეურაცხყოფს ჩემს რწმენას და მოსაუბრეც არგუმენტირებულად ცდილობს თავისი აზრის დამტკიცებას. თუმცა ასეთ თემაზე არ ღირს დისკუსიის დაწყება. გარკვეული ხანი ორივე იცავს წესებს, მაგრამ ნელ-ნელა ბეზრდებათ და უწყინარი კამათი, შეურაცხყოფაში გადაუდით ხოლმე. რწმენა და რელიგია კი ის საკითხია, რომელზეც ცივი გონებით, ემოციის გარეშე მსჯელობა მგონი შეუძლებელია. :)
LikeLike
მართალი ხარ, ცოტნე. რწმენა ძალიან პირადი საკითხია და ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ რელიგიურ თემატიკაზე გამართული დისკუსია მთლად ისე არ დამთავრდება, როგორც ჩვენ გვინდა – მშვიდობიანად, ანუ. თუმცა, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს.
LikeLike
კი, ეგ ნამდვილად! ;)
LikeLike
გმადლობ მოლი, ეს პოსტი საუცხოო წინასააღდგომო საჩუქარია მკითხველისთვის. :)
LikeLike
მადლობა, ფიფქია. მიხარია, რომ მოგეწონა :) დამდეგ აღდგომას გილოცავ!
LikeLike
ვეღარ მივხვდი პოსტი უფრო მომწონს თუ ნახატი.
LikeLike
რას ამბობ, თამი :))
LikeLike
შენ სულ აქ ხარ?
LikeLike
სულ არა, მაგრამ ხშირად.
LikeLike
გილოცავ აღდგომას!
LikeLike
მადლობა. შენც გილოცავ. მრავალ ბედნიერ აღდგომას დაესწარი!
LikeLike
მადლობთ.:)
LikeLike
გაიხარე!
LikeLike
ლეონარდო გენიოსი გახლდათ. როცა ასეთ ნიჭთან გვაქვს საქმე, არც იქნება გასაკვრი, სრულიად ურწმუნოც რომ იყოს ასეთი გრანდიოზული ქმნილების შემქმნელი…
LikeLike
გენიოსებს საკუთარი საზომი აქვთ, დია. მათთვის რწმენაც განსაკუთრებულია, განსხვავებული, არა ჩვეულებრივი.
LikeLike
ეგეც მართალია.
LikeLike
იოანე რომ ქალია…
ეს ტილო ერთ-ერთი ყველაზე კლონირებულია ები როუდის ბიტლების გადასვალსთან ერთად….
მეც მქონდა იდეა – ბლოგერებმა გავიმეოროთ მეთქი, მარა რაღაც არ შედგა პონტი. არადა სააღდგომოდ შეიძლებოდა.
LikeLike
ამას, მილორდ, ჩემ ენაზეც კი მკრეხელობა ჰქვია.
არადა, კი იცი, მსგავსი ბოჭვები, როგორც წესი, არ მახასიათებს.
LikeLike
იუმორი ქვია მაგას და ჯანსაღი ქიდინგი
რუსული ჟარგონია ეგეთი стёб. აი ეგ. ქართულში ღადავი მთლად ადეკვატურად არ ერგება.
LikeLike
ნუ, შენ რომ მაგას სტიობს ეძახი (ისე, ეგ ახალი, არაიმპერიული მენტალობის ხალხს აუხსენი, როგორი ჟარგონია, მე მინიმუმ 20 წელია, ვიცი) არ მიკვირს.
მე ის მიკვირს კიდევ თორმეტი ხუმარა რით ვერ შეიკრიბა. თემა გექნებოდათ – მიმიქარავს პოლიტიკა, ნიჭიერი, ბოზები და ძუძუები. ერთი წლის სამყოფ რეიტინგს მოგიგროვებდათ.
LikeLike
.
აწი ვეღარაფრით გაგაკვირვებ
LikeLike
დიდი ხანია, მილორდ…
მხოლოდ ვკითხულობ და ვოხრავ.
LikeLike
არადა მე გადავიღებდი მსგავსს ფოტოს.
LikeLike
ფოტოგრაფიც გყავთ… თან როგორი… მოკლედ, თორმეტი ხუმარაა მოსაძებნი და როლებიც გადასანაწილებელი.
LikeLike
ვილგელმ ბასკერვილი დამეთანხმებოდა :)
LikeLike