მოლი ბლუმის სტუმრებმა, ჯეოპარდის წყალობით, ერთხელ უკვე იმოგზაურეს ბავშვობაში. ეს პროცესი იმდენად სახალისო და სასიამოვნო გამოდგა, რომ ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა, კიდევ გაგვემეორებინა–მეთქი. მაშ, ასე, გეთაყვა, დღეს ოთხშაბათია და, ალბათ, საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, თუ საყვარელ ანიმაციურ ფილმებს და მათ პერსონაჟებს გავიხსენებთ,
Good luck!
1. ამ მხიარულმა თერძმა, მეგობარ საფრთხობელასთან ერთად, ცა გაკერა და ქალაქი წარღვნას გადაარჩინა;
2. ამ ქართული მულტფილმის გმირი, პატარა ჩიტი, მერაბ სეფაშვილის ხმით “მღერის”;
3. ეს ასოციალური, გულის სიღრმეში კი კეთილი არსება ღამ-ღამობით შურდულით ფარნებს ამსხვრევდა, მაგრამ მერე გამოსწორდა – ქალაქიც გაანათა და წერა-კითხვაც ისწავლა;
4. ამ ძველ ქართულ მულტფილმში, გოგონამ და მისმა მეგობრებმა ციცქნა ქერის მარცვალი მსუნაგი ბატისგან იხსნეს;
5. ამ ფრიად კოლორიტულმა გურულმა გლეხმა, მამისეული ხმლის და მოხერხებულობის წყალობით, საქვეყნოდ გაითქვა სახელი.
6. თავის დროზე პოპულარული ფრაზა “რაია, რაია, ჩემი გულის ცენტრალნაია” ამ ანიმაციურ ფილში ჟღერს;
7. ამ მულტფილმის მთავარი გმირი, უცნაური და ენერგიული არსება, ერთი უსაქმური კალატოზის ქოხმახში გაჩნდა;
8. “არც მაწყენს და არც თავს მატკენს, და ლოთობით ვერ დამათრობსო” – ამ ბაღჩეულზე მღეროდა მუყაითი პავლე;
9. ამ მულტფილმის მთავარი გმირი – პატარა თაგუნა, ვეფხვადაც კი გადააქციეს, მაგრამ კატის შიში მაინც ვერ დაძლია;
10. ეს “ძველრომაული” ანიმაცია ადამიანისა და მტაცებლის მეგობრობის გულისამაჩუყებელ ისტორიაზეა აგებული;
11. “ყველაზე ადრე სახლში ბებია იღვიძებს…” – ამ სიტყვებით იწყება ეს უაღრესად თბილი მულტფილმი;
12. მზია და ბადრი ამ ანიმაციური ლავსთორის მთავარი გმირები არიან;
13. ამ საწყალ თბილისელ თუხლუჭს, ბედად, ახალი ქოშები ერგო, თუმცა ძველი ჯღანები მაინც ვერ მოიშორა;
14. ეს მულტფილმი ქართული ხალხური ზღაპრის “მუჭანახევარას” მოტივებზეა შექმნილი, ოღონდ – მუსიკალური აქცენტით;
15. ასეთი უნდა იყოს დათვი ერთი ქართული ანიმაციის მიხედვით.
1. თერძი ბესო
3. ბომბორა
6 კოჯრის ტყის ზღაპრები
7ნახევარქათამა
8 საზამთრო
10. კაცი და ლომი
12 ჩიტების ომი
13 ბაბაჯანა
15 საზრიანი
დანარჩენს მერე გავიხსენებ
LikeLike
ცუდი შედეგი მექნება ვატყობ :)
1 “თერძი ბესო”?
2 არ მახსოვს “ვირების ქალაქი” ?
3 “ბომბორა”
4 “ბატი” ქვია მგონი
5 ????
6 “კოჯრის ტყის ზღაპრები”
7 ოსტატი და წიწილა ქვია მგონი
8 “საზამთრო”
9 არ მახსოვს ზუსტად მგონი “გულადი თაგუნა”
10 ” ლომი და კაცი” სახელები ზუსტად არ მახსოვს
11 ????
12 “მზია და ბადრი” ალბათ თუ არსებობს ასეთი რამე :)
13 “ბაბაჯანა”
14 ????
15 ????
LikeLike
12 “მტრობა” :)
LikeLike
ნატო და სანდრო, თქვენი პასუხები მიღებულია და დამალული :)
LikeLike
მეთერთმეტეში ლეკვი როა პაწუკა და საყვარელი ის არაა? ორი გავიხსენე სახელით მარტო და ბესო კიდე :დ ამას ოჯახი ჰქვია მგონი. ხვალ შემოვირბენ დაწყნარებულ გულსა და ტვინზე
LikeLike
1) ბესო
2) არ ვიცი
3) ბომბორა?
4)
5) კვაჭი? ვუიმე, ვერ ვიხსენებ
6) ეს ძაან ადრე მაქვს ნანახი და არ მახსოვს.
7) ,, ღვინოს დროზე თუ არ დალევ’’…. არ მახსოვს სახელი :(
8 )
9) მშიშარა თაგუნა
10) აუ, ეს ლომს რომ ეკალს ამოუღებს, ის არაა, ანდრონიკე ჰქვია მგონი მთავარ გმირს.
11) ოჯახი
12) მზია და ბადრი ცისკარადან მახსენდება მარტო :(
13) ბაბაჯანა
14) რანინა? (არ ვიცი, გუგლმა მითხრა)
15) არც ეს
16) აუფ, თავი მულტფილმების დიდი მოყვარული მგონია და ეს რა მჭირს :(
LikeLike
ეჰ, ომარ, ეს კომენტარი როგორ გამოვაქვეყნო, პასუხებითაა გაძეძგილი :) ხვალ გელოდებით.
LikeLike
დღეს ვქენი და მერვე გამომრჩენია :(
LikeLike
დავამატოთ :)
LikeLike
არა, იყოს, მაგრამ გული დამწყდა :დ ყველაზე ცნობილი ეგაა :დ
LikeLike
აშკარად :(
LikeLike
,,არა უშავს”-ით ვიმშვიდებ ხოლმე თავს ყოველთვის ასეთ სიტუაციებში და საბოლოოდ, მართლაც რომ უშავს :(
LikeLike
შემდეგი პაკეტი უფრო წარმატებული გამოვა :) თან, თემაა ისეთი, აუცილებლად მოგეწონება. ჰოდა, რევანშიც მანდ აიღე.
LikeLike
ვეცდები. ველოდები მოუთმენლად :)
LikeLike
all right!
LikeLike
ეჰ,როგორ მეტყობა,რომ გასული საუკუნის შვილი არ ვარ და “თერძ ბესოს” და “მუჭანახევარას” ყურებაში არ გამიტარებია ბავშვობა.სამაგიეროდ რაღაც ურჩხულებს ვუყურებდი,რობოტების მაგალითზე.. :) და აზრზე ვერ მოვდივარ,რა მაყურებინებდა..
LikeLike
სამაგიეროდე, მე არ ვიცი არაფერი გრენდაიზერზე, კონან ბარბაროსზე, ლუი ანდერსონზე და 402-ე ოთახის ბავშვებზე :)))) პოლის თხა შნიცზე კიდო :)))))
LikeLike
აუ,აუუ მოლი. :) არადა იცი შნიცი რა საყვარელიაა.. :) მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან დიდი სისულელე ქართულ მულტფილმებთან შედარებით.. ))
LikeLike
სახელი აქვს ისეთი, უკვე ვიცი, როგორი საყვარელი იქნება :))))) დაუსწრებლად მომწონს :)
LikeLike
მეტი რაღა უნდა იცოდე? :)
LikeLike
იმდენი ახალი ანიმაციაა, რას გავწვდები :( მე ძველი მულტფილმების მუშტარი უფრო ვარ :)
LikeLike
მე მულტფილმებს საერთოდ არ ვუყურებ :(
LikeLike
შენ უკვე დიდი გოგო ხარ :)))
LikeLike
:) ახლა დავფიქრდი და ნეტავ რატომ არ ვუყურებ?
LikeLike
თუ ეს რამეში დაგეხმარება – მე ახლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ.
LikeLike
ანუ 15 წლის მერე მეც სიამოვნებით ვუყურებ? :) :)
LikeLike
მე თხუთმეტი წლის წინაც დიდი სიამოვნებით ვუყურებდი :)
LikeLike
1. ბესო
2. მწვანე ტოტი
3. ბომბორა
4.
5. მძლეთამძლე
6. კოჯრის ტყის სიზმრები
7. ჯადოსნური კვერცხი
8. საზამთრო
9. აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამ? :) მგონი, „იყო ერთი თაგვი“ ჰქვია
10.
11. ოჯახი
12. მტრობა
13. ბაბაჯანა
14. რანინა
15. დინჯი
LikeLike
აუუ, ყველა პასუხი არ მაქვს, რის გამოც ძალიან მრხვენია, მაგრამ აღარ შემიძლია, პასუხების ნაწილს მაინც დავდებ და იქნებ ხვალ მოვახერხო რაღაცეების გამოსწორება :) ი ტაკ!
1. თერძი ბესო
2. მწვანე ტოტი
3. ბომბორა
4.
5. მძლეთამძლე
6. კოჯრის ტყის სიზმრებში მახსოვს მაგისთანა გამონათქვამები მე…
7. ნეტა “ოქროს კვერცხია”?! ქიცმაცური ქვია მაგას ჩემებურად, მარა ვცდები მგონი :/
8. საზამთრო – “რირავო რირავო რერა”… ნეტა იყო ვინმე, ვინც ბავშვობაში ამ სიმღერას არ მღეროდა? :)
9. “იყო ერთი თაგუნა” ერქვა თუ “მშიშარა წრუწუნა”.. თუ რაც იყო, უბედურად ეშინოდა კი მახსოვს :)
10.
11. ოჯახი – ჩემი ყველაზე, ყველაზე საყვარელი მულტფილმი, ამისთანა სულში ჩამწვდომი ხმა, ამისთანა სევდიანი ლეკვი… ეეე, ისევ ამიჩუყდა გული :/
12. მტრობა
13.
14.
15.
LikeLike
1. თერძი ბესო;
2. მელომანი ვირები ჩიტს რომ დაატყვევებენ და არ მღერის, ის მულტფილმია ეს :)
3. “ბომბორა’;
4. “გოგონა და ბატი”;
5. მძლეთამძლე :)
6. “კოჯრის ტყის ზღაპარი”;
7. “ჯადოსნური კვერცხი;
8. “საზამთრო”;
9. მულტფილმი მახსოვს, სათაური არა. მე კი ვიცი, რომ ვეფხვი ვარ, მაგრამ კატამ იცის? :(
10. “კაცი და ლომი”;
11. :(
12 “მტრობა”;
13 “ბაბაჯანა”;
14. :(
15. დინჯი :)
LikeLike
1. თერძი ბესო
2. მგონი ყვავი (ჩხიკვთა ქორწილიდან)
3. ბომბორა
4. გოგონა და ბატი
5. მძლეთამძლე
6. კოჯრის ტყის სიზმრები
7. ხელმარჯვე ოსტატი?
8. საზამთრო?
9. კატა და თაგვი
12. მტრობა
13. ბაბაჯანა
15. დიიინჯი : ))
ეს იყო, რაც გავიხსენეთ…
მადლობა, მოლ, თბილი ჯეოპარდისთვის
LikeLike
11. ბაბილინა?
LikeLike
1-ყველაზე კარგი მკერავი ბესო, 2-დაჟე სიმღერა ვიცი, მაგრამ სახელს ვერ ვიხსენებ :) 3-ბომბორა-ვაგუს ანალოგი 4-გოგონა და ბატი 5-მძლეთამძლე 6-კოჯრის ტყის სიზმრები 7-ჯადოსნური კვერცხი 8-საზამთრო 9-სიმღერები ვიცი ზეპირად :) სახელი დამავიწყდა, ალბათ კეთილი ჯადოქარი? 10- კაცი და ლომი 11-ოჯახი? პატარა ლეკვი როა 12-ქორიძეების და შევარდნაძეების ამბავი, მგონი “მტრობა”13-ბაბაჯანა 14-ოჯახის შემარცხვენელი დათუნია, ბოლოს ცირკში რომ გაამწესეს, სათაური არ მახსოვს :)
პ.ს. მაინც შემომიტყუე :)
LikeLike
1. თერძი ბესო;
2. “მწვანე ტოტში” ახმოვანებს მგონი ბულბულს სეფაშვილი
3. ბომბორა;
4. ვერაფრით გავიხსენე სახელი :(
5. მძლეთამძლე;
6. აზრზე არ ვარ. საერთოდ არ მახსოვს ასეთი მულტფილმი.
7. მულტფილმი – ჯადოსნური კვერცხი (არსება კი ნახევარქათამა);
8. საზამთრო;
9. იყო ერთი თაგუნა;
10. ლომი და კაცი ჰქვია? მტაცებელი ნამდვილად ლომია. შეიძლება მულტფილმის სახელწოდება არასწორია.
11. ბაბილინა?
12. მტრობა;
13. ბაბაჯანა;
14. ვითომ მეფე და ჩიტი?
15. დინჯი :)
ამ ჯეოპარდში მოვიკოჭლე :)
LikeLike
1. ბესო
3. ბომბორა
4. გოგონა და ბატი (აბრეშუმის თეთრი ჭია, იცით რა კარგი ბიჭია?! ჰერი ჰერის რომ მღერის)
5. მძლეთამძლე
6. კოჯრის ტყის სიზმარი
7. ჯადოსნური კვერცხი
8. საზამთრო. იფ! იფ!
9. მშიშარა თაგუნა. მგონი ასე ქვია!
10. კაცი და ლომი
12. მტრობა (აუ პინგვინი რა საყვარელია აქ. და სესილიას ხმა – არგადარჩენა! :დ)
13. ბაბაჯანას ქოშები
14. რანინა
15. უხეირო დათუნია
მიყვარს მულტფილმები! :)))
LikeLike
სწორი პასუხები:
1. თერძი ბესო;
2. “მწვანე ტოტი”;
3. ბომბორა;
4. “გოგონა და ბატი”;
5. მძლეთამძლე;
6. “კოჯრის ტყის სიზმრები”;
7. “ჯადოსნური კვერცხი”;
8. საზამთრო;
9. “იყო ერთი თაგუნა”;
10. “კაცი და ლომი”;
11. “ოჯახი”;
12. “მტრობა”;
13. ბაბაჯანა;
14. “რანინა”;
15. დინჯი :)
წინასწარი შედეგები:
katerina – 14; მერი პოპინსი – 13; Kejeradze – 13; tsotnee – 13; სანდრო – 12 (11+1); Author – 11; იაკომ თქვა – 10; M.K. – 10; ნატო დავითაშვილი – 9; გლეხის ბიჭი – 8, rockermeloman – 1.
LikeLike
ახლა ვნახე რომ დალაიქებული არ მქონია! მე-2 ნამდვილად არ ვიცი, წავედი ვნახო! :)
LikeLike
როგორც მერიმ თქვა, მელომან ვირებზე და მომღერალ ჩიტზეა :)))) ბევრს იხალისებ :)))
LikeLike
ბოლო პასუხს ვეჭვობდითქო დავწერ, მარა რა ხეირი :) ხოდა კიდევ აღმოჩნდა რომ კაცი და ლომი საერთოდ არ მინახავს და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არც ბაბაჯანა ო.ო ჰოდა ორმაგი მადლობა მოლი შენ :* და +1იც ძალიან საინტერესო ჯეოპარდისთვის :)
LikeLike
ჰეჰ… კაცი და ლომი ძალიან ძველია და ბაბაჯანას როგორ აცდი? :))
შემდეგი პაკეტი, ეჭვი მაქვს, უფრო მოგეწონება :))
LikeLike
აუუ შემდეგი პაკეტიიი ^__^ ვემზადებით მე და მამა :)
LikeLike
გამოიცანი :)
LikeLike
ერთ მულტფილმს ვეძებ. იქნებ თქვენ გახსოვთ? ცხვრების ფარას თხა მეთაურობს, ებრძვნია შემოსეული მგლების ხროვას სხვადასხვა “სტრატეგიებით”, და ა.შ
LikeLike
არა, სამწუხაროდ. ვერაფრით ვიხსენებ :(
LikeLike
გამარჯობა,ერთ მულტფილმს ვეძებ,ბუნდოვნად მახსოვს,ლამაზი ჩიტი მღერის ფანჯრის რაფაზე,სხვა არაფერი მახსოვს სამწუხაროდ :( იქნებ თქვენ გახსოვდეთ და დამეხმაროთ :) დიდი მადლობა
LikeLike
მსგავსი რომ არაფერი მახსენდება? :(
LikeLike