ჯეიმს ჯოისის შემოქმედების თაყვანისმცემლებს კარგად მოეხსენებათ, რომ ყოველ წელს, 16 ივნისს, დუბლინში, ათასობით მადლიერი მკითხველი იყრის თავს და “ულისეში” ზედმიწევნითი სიზუსტით აღწერილ ლეოპოლდ ბლუმის გზას იმეორებს.
ბლოგის სტუმრებმა კი ასევე მშვენივრად იციან, რომ მათი მასპინძელი დიდი გურმანია, თუმცა მოლი ბლუმის გასტრონომიული ტურის შესახებ ბევრი არაფერი სმენიათ. მართალია, ეს მარშრუტი, ჯერჯერობით, არც ისე ცნობილია, სამაგიეროდ, უდაოდ გემრიელია და რაც მთავარია, შორეული ირლანდიის დედაქალაქში კი არა, აქვე, ჩვენი მშობლიური თბილისის ქუჩებზე გადის.
სასუსნავებზე უარის თქმა ძალიან რომ მიჭირს, კარგა ხანია, არავისთვის აღარ არის საიდუმლო და მეც, ფავორიტ კაფე-რესტორნებში, თვიდან თვემდე, რაბლეს გმირებისათვის შესაფერი გულმოდგინებით დავსუსნსულებ.
მოლი ბლუმის კულინარიული მარშრუტი ნუცუბიძის ფერდობზე, პანატერიით იწყება. ამ მყუდრო და სტუმართმოყვარე დაწესებულების წყალობით, წლებია, პიცა სხვაგან არ გამისინჯავს. თუ შემთხვევით იმ მხარეს მოხვდებით და ჩემს გემოვნებას ენდობით, აუცილებლად შეუკვეთეთ “ცეზარი” ქათმის ხორცით და ლორით, ახლად გამომცხვარი, ცხელ-ცხელი საფირმო “როტონდა” დააყოლეთ და, რაც მთავარია, დესერტად უგემრიელესი ნამცხვრებიც არ დაგავიწყდეთ.
ყავას, დიდი ხანია, ვაჟაზე, “Coffee Room”-ში გეახლებით. საგანგებო ნაზავიდან ჩამოფქვილი და განსაკუთრებული წესით მოხალული ლუნგო ლეგერო, ყველაზე მეტად, დღის საათებშია გემრიელი – ნება-ნება მიირთმევ არომატულ სითხეს და არც ხმაურიანი სტუმრები გიშლიან ხელს. სხვათა შორის, ამ დროს პოსტებიც განსაკუთრებული ეშხით იწერება – თუ დიდხანს შემორჩი იქაურობას, ფანტასტიური ცხელი შოკოლადითაც ჩაიტკბარუნებ პირს.
“კოფი რუმისგან” არც თუ შორს, “ტერემოკია” – ჩემი “რუსული საღამოების” მუდმივი მასპინძელი. არჩევანი აქაც უცვლელია – უგემრიელესი “შუბა” ქაშაყით, პელმენი ქოთანში, ბლინი ლორითა და ჰოლანდიური ყველით. კი ვიცი, ამ ყველაფერს, ტრადიციულად არაყსაც რომ აყოლებენ, მაგრამ არაყთან დიდად არ ვმეგობრობ და რა ვქნა…
ლორიანი სენდვიჩების და თბილ–თბილი კრუასანის დასაგემოვნებლად, პეკინზე, “ანტრეს” ვსტუმრობ, სიამოვნებისგან თვალმინაბული მივირთმევ და ერთადერთი, რაც მაწუხებს, ის არის, რომ საყვარელ სასუსნავს სიგარეტს ვერ ვაყოლებ.
“No Smoking Area”-ა იქვე, “ლუკა პოლარეშიც”. თუმცა, თბილისში, ალბათ, საუკეთესო “ვაშლის შტრუდელის” ნაყინის, ნაღებიანი კექსის და უგემრიელესი ჩიზ–ქეიქის ხათრით, ორიოდე საათით სიგარეტსაც ვივიწყებ.
ძველი და საყვარელი ლიტკაფეს წყალობით, ახალი ფილმის ნახვა ყოველთვის “ამირანში” მირჩევნია – სეანსის დაწყებამდე ორმაგი “Carte Noir”-ის, “ჩუბიკას” და ნიგვზის ტორტის დაგემოვნება, დიდი ხანია, ურყევ და ფრიად სასიამოვნო ტრადიციად მაქვს ქცეული. თანაც, თუ შესასვლელში, ოვალურ მაგიდასთან მდგარი ჭრელი სავარძელი დაკავებული დამხვდა, ისე ვიბზუებ ცხვირს, თითქოს საგვარეულო ტახტს მეცილებოდეს ვინმე.
სიმართლე გითხრათ, ეგზოტიკურ კერძებზე არ ვგიჟდები, მაგრამ თუ ბამბუკის ყლორტებით შეზავებული სამეფო ბრინჯი მომენატრა, მიმინოშვილის ქუჩისკენ მივეშურები. სიჩუანური ხორცი, ცხარე ბულიონი, “გუნბაო” და ცომში გახვეული ქათამი სხვაგანაც გამისინჯავს, მაგრამ ჩინური რესტორანი ღიმილისმომგვრელი სახელით – “პიკასო” ყველას მირჩევნია.
ოპერის გვერდით, პატარა და მყუდრო “Near Opera”-ა და დამერწმუნეთ, იმაზე გემრიელ კიევურ კოტლეტს, იქ რომ ამზადებენ, თბილისში ვერსად გასინჯავთ. ღვიძლის სალათიც ჩინებულია, ნაღებიანი ყავაც, მაგრამ მთავარი სატყუარა, ჩემთვის, პირველ რიგში, ლაზური ხაჭაპურია – სულგუნის ნაჭრებით მორთული, ქართული სამზარეულოს შედევრი.
მოლი ბლუმის კულინარიული მარშრუტი ვაკეში, “Donut Stop”-ში სრულდება. ამ ფანტასტიურ სასუსნავს ჯერ კიდევ მაშინ შევეჩვიე ნარკოტიკივით, “დონატები” ვარაზისხევში, ერთ პატარა ოთახში რომ იყო შეყუჟული. ახლა ბევრად კომფორტულ გარემოში გადაინაცვლეს, ჩემდა გასახარად, მწეველთა კუთხეც მოეძებნებათ და უსადენო ინტერნეტიც გამართულად მუშაობს. მეც მეტი რა მინდა – შესვლისთანავე კარამელიან და ვანილიან ფუნთუშებს მოვითხოვ, “illy”-ს უგემრიელეს ყავას ვაყოლებ და ამ დროს რომ ვინმემ შემომხედოს, მაშინვე მიხვდება, როგორ გამოიყურებიან ნირვანაში მყოფი ბუდისტები.
ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ასეთი კულინარიული რუკის პატრონს დროდადრო, დიეტის ახალ-ახალი ვარიანტების ძებნა და ტანისამოსის საკიდად ქცეული ველოტრენაჟორის ჩართვაც მიხდება… თუმცა, не надо о грустном – ეს უკვე სხვა პოსტის თემაა.
ეჰ გადაწყვეტილი მქონდა უვახშმოდ დამეძინა და ახლა რაღა დამაძინებს მშიერს, მოლი შენ გურმანი ნამდვილად არ მეგონე :)
LikeLike
აჰა :) აბა, სად მე და სად გურმანი :)
LikeLike
სიამოვნებით ^^ უკვე იმდენს მივასწავლე, ქართველსაც და უცხოელსაც, უკმაყოფილო არავინ დამრჩენია და იმედია თქვენც მოგეწონებათ. ფალიაშვილის 14, ფალიაშვილის და ერისთავის კუთხეში, იქიდან შეგიძლიათ დესერტად ლუკა-პოლარეშიც აიაროთ :)) თუმცა ლოკალინოს ტირამისუსაც არა უშავს (მაგ საქმის ექსპერტი ნამდვილად არ ვარ და თავს ვერ დავდებ:) ) http://www.info-tbilisi.com/ge/localino/
LikeLike
მადლობა, მოვინიშნე უკვე :)
დესერტს რაც შეეხება, ტკბილეულს ყველგან დიდი სიამოვნებით გეახლებით, მაგრამ თუ სადმე, ხელმისაწვდომად, ლუკა პოლარეა, სხვა რაღაცები არც მახსენდება. საუკეთესო ნაყინი, უგემრიელესი ნამცხვრები და ათასი სხვა სასუსნავი.. პოლარე ჩემი ფავორიტია.
LikeLike
“პიკასო” ჩინურებში მეც ყველას მირჩევნია და “გუნბაოსაც” ყველაზე გემრიელს მართლაც მანდ ამზადებენ <3 კარგა ხანია არ ვყოფილვარ და მომენატრა..საერთოდ კარგა ხანია არსადაც არ ვყოფილვარ და მგონი დროა უკვე ^^
პიცას კიდევ მე "ლოკალინოსას" ვარჩევ.. უგემრიელესი პიცა აქვთ, რაც კი გამისინჯავს თბილისში მათ შორის ყველაზე იტალიური <3 განსაკუთრებით "ყველაფერი თევზის გარდა" მიყვარს, ერთ პიცაში 5 სხვადასხვანაირი გემრიელობაა <3
LikeLike
“ლოკალინომ” დამაინტერესა, ლიკა. მისამართს გამანდობ? უნდა მოვინახულო :)
LikeLike
ოოჰ მოლი, მოლი… შენი კულინარიული პოსტები მუდამ ვირტუალურ ნაყროვანებაში მაგდებენ :) ხოდა მიუხედავად ორი, ისეთი სერიოზული წინაღობისა, როგორიც დიეტა და სტუდენტური სიდუხჭირეა, ხვალიდანვე ვიწყებ შენი კულინარიული მარშრუტის განმეორებას! :) აუ როდის გათენდება, მოვდივარ კატლეტუნებო ^__^
LikeLike
ორივე წინაღობის მწარე გემო ვიცი, იაკო :) ნუ, ერთი მოვიტოვე უკან, კარგა ხანია და მეორეს ჯერ ვერაფრით გავეშვი :( ახლაც, საკუთარ პოსტს ვუყურებ და თავბედს ვიწყევლი :)
LikeLike
კოტლეტ–ო ^^
LikeLike
უგემრიელესობა! ფრის გარნირით!
LikeLike
ვაიმე მოლი, მეც ამ დღეში ვარ, ერთადერთი “Coffee Room” ს არ ვსტუმრობ, მაგრამ ამ პოსტის მერე მომიწევს ვაჟაზე გასეირნებაც :) და საერთოდ აწი გადაწყვიტე შენს ვერანდაზე ღამის 12 საათზე აღარ შემოვისეირნო :) მორჩა! ვერანდა მხოლოდ 6 საათამდე მუშაობს! თორემ მომიწევს მერე გესტუმრო და შენი ტანსაცმლის საკიდად ქცეული ველოტრენაჟორით მე ვისარგებლო
LikeLike
ტრენაჟორს, როცა გაგიხარდება, მაშინ დაგითმობ :) ოღონდ, ვერანდაზე ფეხის ამოკვეთა არ გიშველის ;) ეს პოსტი სხვაგან დევს :))))
LikeLike
“ცოტა” გვიანი რომ არ იყოს, კიევური კოტლეტით დავიწყებდი და ყველაფერს თანმიმდევრულად ავითვისებდი :) ჩემს წონაზე მაინც არაფერი აისახება :)))
LikeLike
ეჰ… არ თქვას ვინმემ, ამაზე დიდი ბედნიერება არსებობსო :((
LikeLike
ისე მოლი შენს სიას შევმატებდი ფანტასტიკოს, არ ვიცი მე პირადად მირჩევნია პანეტერიას. და ლიმონჩელოს ტირამისუს. ყველგან გამისინჯავს სადაც კი ვინმეს მასკარპონე გაუჩხაკუნებია და ამაზე უკეთესი არსად არ არის! ტერემოკზე, კიევურზე, ჩუბიკაზე, “პიკასოს” მთელ მენიუზე და “ლუკა პოლარისზე” ნამდვილად გეთანხმები. დონატებზეც დაგეთანხმებოდი, მითუმეტეს მაშინ როდესაც პირდაპირ სახლთან მქონდა (სხვათაშორის მაგან შემიქმნა პირველად წონის პრობლემა, შეიძლება ითქვას რომ მაგან დამღუპა :D ) მაგრამ ეხლა ისე გააფუჭეს შესვლაც აღარ მინდა. ბოლოს რომ ვუთხარი ორი მზარეული გვყავსო და ეტყობა მაინც სულ ის მეორე მხვდებოდა და შევეშვი :(
LikeLike
ამ პოსტის კიდევ ერთი პლიუსი – ახალ მისამართებს ვიგებ. არც ლიმონჩელო ვიცი და არც ფანტასტიკო… თუმცა, ფანტასტიკოზე ბევრი კარგი რამ მსმენია. ერთი სიტყვით, კიდევ ორი ახალი ადგილი მოვინიშნე :)
LikeLike
მოლი სათაურზეც კი ნერწყვი მომადგა. ძალიან გემრიელი პოსტი იყო :))მგონი კარგი იქნება რომ გაყვეს ადამინი შენს მარშრუტს არ იანანებს.. კრუასანების დიდი მოყვარული ვარ ;)
LikeLike
მაშინ, ანტრედან უნდა დაიწყო, ნია :) ანტრეს კრუასანს სტრასბურგში გაზრდილი ჩემი მეგობრებიც კი აღიარებენ :)
LikeLike
ძალიან კარგი, მოვხვდე მანდ და შევივლი :)
LikeLike
მოლი, კრუასანების ჭამა შენ დამაწყებინე :) ამ ბოლო დროს ახალი გემოებსი აღმოჩენით ვარ გატაცებული, მაგრამ ყველას შოკოლადიანი ჯობია. ისე კიდე კრუასანები უნდოდა ჩემნაირ სუსნიას? :)
LikeLike
მე ჩვეულებრივი მიყვარს. გულსართის გარეშე :)
LikeLike
ოოოოო ანტრეს კრუასანები….. ამაღამ არ დამეძინება და აი ხვალ რას ვიზამ უკვე წარმომიდგენია…… :|
LikeLike
გემრიელად მიირთვი, თაკლინე :)
LikeLike
ვაიჰ, ცოტაც და ჩავლაგდები და გავეშურები საჭმელად :)
LikeLike
ეჰ… ჩემთან მორატორიუმი ადევს :(
LikeLike
უგემრიელესი მარშრუტი გაქვს მოლი :))) უკლებლივ ყველა დასახელებული ობიექტის ხშირი სტუმარი ვარ! თუმცა, ამათ ,,პიცა დი რომას” მივამატებდი, პლეხანოვზეა უუუმაგრესი პიცერია, თუ სურვილი გექნება ეწვიე :***
LikeLike
დავიმახსოვრე ესეც :) მანდ არ ვყოფილვარ ნამდვილად.
LikeLike
მშია! :დ
უგემრიელესი პოსტი იყო :))
LikeLike
აბა, მე მკითხე :)
LikeLike
მომინდა :) როგორც ყოველთვის შენს სიმაღლეზე ხარ მოლი :) მაინტერესებს შეკვეთილი პოსტი იყო? კარგი რეკლამა გამოვიდა :)
LikeLike
შეკვეთილი პოსტები სხვა ბლოგებზე უნდა მოიძიო, ვივიენ. არასოდეს დამიწერია და არა მგონია, ოდესმე დავწერო.
მე შენმა ლოგიკამ დამაინტერესა. ცხრავე კაფე-რესტორანმა შემიკვეთა?
LikeLike
კარგი შემოსავალი გქონია შენ!!!
LikeLike
მარტო არ დავდივარ :) თუმცა, ხელფასი მართლა კარგი მაქვს.
LikeLike
ლუკა პოლარე მიყვარს მეც…სახლთან მაქვს და ხშირად შევირბენ ხოლმე:) კი ეტყობა პოსტს საკმაოდ ძვირი სიამოვნებანი გაქვს ჩამოთვლილი :)
LikeLike
ჩემი ფავორიტი პეკინის ლუკა პოლარეა. ჩამოჯდომა შეიძლება. აი, მოწევის ნებასაც თუ დაგვრთავენ, იქაურობას არაფერი აჯობებს…
LikeLike
მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის :) ნაყინისგან განსხვავებით:)
LikeLike
ჩემი ყელისთვის ნაყინი უფრო მავნებელია. თექვსმეტი წელია, ვეწევი და არა მგონია, ოდესმე უარი ვთქვა. ნო სმოკინგ არეა ჩემი ტკივილია :(
LikeLike
აბა არამწეველებს კითხე?? საშინელებაა როდესაც არ ხარ მწეველი და ირგვლივ სიგარეტის ბუღია.
LikeLike
ვკითხე. და საშინელება რომ არ იყოს, არამწეველთა კუთხესთან ერთად, მწეველების არეაც უნდა არსებობს. ისე, როგორც დონატებშია. და არც არავინ შეწუხდება.
LikeLike
იმედია ოდესმე ეღირსება ჩვენი პატარა ქვეყანა ცივილიზებულ კაფე-ბარებს:) კარგი პოსტი იყო !:) თემას კ გადავუხვიეთ :)
LikeLike
იმედია. ჰო, მცირედი გადახვევა გამოვიდა, მაგრამ არა უშავს. ვინ აგვიკრძალა, რო? სიგარეტზე, მწეველებზე და არამწეველებზე ერთი დიდი პოსტი მაქვს დაწერილი – “გმადლობ, რომ ეწევით”.
LikeLike
მე კი დავწერ აუცილებლად საპირისპიროს:) :) :)
LikeLike
ნუ, ჰო. ყველა რომ ერთნაირად ფიქრობდეს, ცხოვრება უინტერესო იქნებოდა.
LikeLike
ხო რა თქმა უნდა. ადრე მეც ვეწეოდი,ეხლა აღარ ვეწევი და იქნებ შენც აღარ მოწიო ოდესმე?
LikeLike
https://mollybloomsday.com/2011/10/07/thank-you-for-smoking/
სავსებით შესაძლებელია, ოდესმე მეც აღარ მოვწიო, მაგრამ ანტინიკოტინურ ქადაგებებს მაინც არ დავიწყებ. ანუ, პრობლემის მიმართ დამოკიდებულება იმის მიხედვით არ შემეცვლება, მწეველი ვიქნები თუ არა.
LikeLike
მიღებული არს შენიშვნა, აბსოლუტურად სწორი ხარ. კარგი პოსტია, მსგავსს ვერასოდეს დავწერ, საოცარი ნაწერები გაქვს ყველასგან განსხვავებული, ძალიან მომწონს.
LikeLike
არა, რისი შენიშვნა, რას ამბობ :) ჩვენ ხომ უბრალოდ, ვსაუბრობთ.
მადლობა დიდი :) გამახარე :)
LikeLike
:) მადლობთ :)
LikeLike
ვერ ვნახე ეეგ პოსტი
LikeLike
ვაიმე მოლი შენ ხომ არ იცი რა კარგი ხარ?! სადაბადებისდღეოდ სად წავსულიყავი არ ვიცოდი! აი გადამარჩინე სახლში ჯდომას! :დ ახლა ვჭამე და კიდევ შემვჭამ რამეს თორემ კუჭი არ მასვენებს! :) ისე ლუკა პოლარეს ჩიზ ქეიქზე ახლა უარს არ ვიტყოდი! :) ისე ნეტა ანტრეში ერთხელ შემთხვევით ხომ არ შეგხვედრივარ? ჰმმ.. რა კარგი იქნებოდა, რომ მენახე! :)
LikeLike
მერე არ დაიზარო და მითხარი, მარიშკალია, სადაბადებისდღეოდ სად არჩევ წასვლას :))
ანტრეში შევხვდებოდით, კი :) აშკარად ორივეს მოგვწონს :)
LikeLike
აი კვირას საღამოს გამცნობ სად ვიყავი! :) ეჰ ანტრე თან მიყვარს და თანაც ახლოა ჩემთან! :)
LikeLike
შევთანხმდით :)
LikeLike
molii!! bolos mainc atreze shevcherdi! <3 rom ar metqva ar shemedzlo! :D
LikeLike
როგორ გაატარე დრო? :) გილოცავ, დაგვიანებით, მაგრამ მაინც :))
LikeLike
daqalebis motortebuli surprizit gadasarevad! :D madloba! :* mosalodnelze kargi dge gamovida!
LikeLike
სასმელი მოლი? :))
LikeLike
სასმელზე ცალკე დავწერ, რუსა :)
ისე, ჩემი მარნიდან მირჩევნია :))
LikeLike
მოლი, სულ ის ადგილები და ის გემრიელობები ჩამოთვალე მე რომ სიამოვნებით ვაგემოვნებ :) ნანახი არ მყავდე ერთხელ მაინც ფაქტიურად შეუძლებელია :))) ისე მე ტერემოკში არაყზეც არ ვამბობ უარს ;)
LikeLike
მე არაყი არ მიყვარს, თეო, თორემ უარს როგორ ვიტყოდი :) მითუმეტეს, ქაშაყთან და პელმენთან ერთად…
LikeLike
ღმერთო ჩემო, ლორიანი სენდვიჩებიო :X ვაიმე :(
LikeLike
აჰა :) და პელმენი ქოთანში კიდო :)
LikeLike
ყველაფერს ავიტან, მაგრამ ლორი? კაშმაარ
LikeLike
ლორი და ჰოლანდიური ყველი :)
LikeLike
ლორი ხო იგივე სალაა? თეთრი ქონი თუ ცხიმი :დ
LikeLike
დაახლოებით :)))))
LikeLike
ვაიჰ :)
LikeLike
ნწუჰ… ლორი შებოლილი ღორის ხორცია და მეტწილად აბსოლუტურად უცხიმო. უგემრიელესიაააააააა :)
LikeLike
აა :) ნუ ჩემთვის სულ ერთია :)
LikeLike
ტკბილეულობა მშია ამ შუაღამისას. :)
LikeLike
დონატები, ანუ :)
LikeLike
მშია ხალხო :)
მოლი შენი პოსტების კითხვა სულ სამსახურში მიწევს და თუ კულინარიული და გურმანულია მაშინ წასულია ჩემი საქმე.. :))
დონატებზე გამახსენდა, მეც მაქვს საყვარელი ადგილი აბაშიძეზე “დონატ სტოპში” თუმცა რაც სექტემრიდან გადარბენაზე ვარ ვეღარ მივედი, იმედია არ დაუხურავთ :D
LikeLike
იმედია, ჯერ ისევ მუშაობს :))
აბა, მე მკითხე, თავგადადებული დიეტის დროს როგორი დასაწერი იყო ეს პოსტი? :))
LikeLike
ამ საკითხში მხოლოდ შემიძლია ვივიარაუდო როგორ გაგიჭირდებოდა. :) დიეტა და მე ვერ ვმეგობრობთ : )
LikeLike
მეც არ ვიმეგობრებდი, თან, დიდი სიამოვნებით, მაგრამ არ გამოდის :((
LikeLike
კაი რა მოლი კარგი ხარ :))
ამხელა ქალი ვდიეტობ 1 კვირაა და ასეთი პოსტი მინდოდა მე ახლა?
წამომივიდა ნერწყვები :( :*
გემრიელი პოსტია :))
რა რეკლამა გაუწიე ამ კაფეებს :)))
LikeLike
ამას რომ ვწერდი, ჯესს, სამი კვირის სასტიკ დიეტაზე ვიყავი :)))
LikeLike
რამდენი დაიკელი 3 კვირაში?
LikeLike
ჯერ არ შემიმოწმებია :))
LikeLike
ნუ მე სადღ 2 კილო დავიკელი 1 კვირაში, ისიც არ დამდგარვარ სასწორზე… სანამ თვალზე არ მივხვდები რომ მომწონს როგორიც ვარ დიეტობას არ მოვრჩები და სასწორზეც ტყუილად არ დავდგები :)
LikeLike
აჰა :) მეც ზუსტად ასეთი პოლიტიკა მაქვს :)
LikeLike
თუმცა შენ რას გეუბნებიუ მე არ დიეტაზე და სამსახურის დესკტოპზე საჭმელების ვოლფეიფერები მაქვს :)
LikeLike
სახლის კომპიუტერის დესკტოპზე ისეთი სომხური მწვადის სურათი მიდევს, რომ ვუყურებ, ცუდად ვხდები :)))))))
LikeLike
საჭმელზე არ ვგიჟდები, თუმცა ახლა დავფიქრდი! კარგი იყო! :)
LikeLike
ახლა ეს მინდოდა მე? მშია… როგორ მინდა :შ :)
LikeLike
ეჰ :( არც მე ვიტყოდი სასუსნავსე უარს, ნათია :(
LikeLike
თანაც საქმე იმაშია, რომ არ მშია, აი, უბრალოდ ძალიან მინდა ეს გემრიელობები <3
LikeLike
მე უკვე გეგმებს ვაწყობ, დიეტას რომ მოვრჩები, სად წავალ და რას შევსუსნი :)))
LikeLike
ბევრი ადგილი ემთხვევა.
ჰოდა, გამარჯობას რომ არ მეუბნები, უზრდელობა არაა? :)
LikeLike
mea culpa :) გამოვასწორებ :)
LikeLike
მე კაპუჩინო ისე მიყვარს, კოფირუმშიკ კი კაპუჩინოს ვსვამ, თუმცა ლოგიკურად ნესპრესო უნდა დავლიო.
LikeLike
კაპუჩინო კარამელით… მნიაჰ…
LikeLike
მოკლედ, გახსოვს ვისი ”გორისა ხარ” :)
LikeLike
მახსოვს :)
LikeLike
“მოლი ბლუმის კულინარიული მარშრუტი ვაკეში, “Donut Stop”-ში სრულდება. ამ ფანტასტიურ სასუსნავს ჯერ კიდევ მაშინ შევეჩვიე ნარკოტიკივით, “დონატები” ვარაზისხევში, ერთ პატარა ოთახში რომ იყო შეყუჟული. ახლა ბევრად კომფორტულ გარემოში გადაინაცვლეს, ჩემდა გასახარად, მწეველთა კუთხეც მოეძებნებათ და უსადენო ინტერნეტიც გამართულად მუშაობს.” – ძლივს არ დაემთხვა რაღაც :დ ცოტა ხნის წინ შევეხიზნე მაგ ადგილს და ძალიან მომწონს, კვირაში ერთი დღე მანდ ვარ :დ
LikeLike
მთლად მასე ხშირად ვერა, მაგრამ თვეში ერთხელ – მინიმუმია.
LikeLike
მოლი ახლა ეს მინდოდა მე?:((: როცა სახლში პურის და ტყემლის მეტი არაფერი მაქვს;დ;;დ არაუშავს მაინც გემრიელი პოსტი იყო:დ; ისე ლობიანოფილი თუ ხართ ვინმე ჩემსავით, თბილისში ყველაზე მაგარ ლობიანებს ვაჟა-ფშაველაზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს ,,ამბარში” აკეთებენ:)) მართალია სიმყუდროვე არ არის, აქა-იქ მოზუზუნე ინდოელი სტუდენტების ჯგრომ შეიძლება სიმშვიდე დაგირღვიოთ, თუმცა ,, მოთანთალე” და ახალი ამოზელილი ლობიოს სუნიანი ლობიანების ხათრით მმმმმმმმმმ:დ;დ;დ
LikeLike
ონიაშვილის ლობიანების დიდი მოყვარული ვარ მე.
და ინდოელ სტუდენტებს არასოდეს შევუწუხებივარ. ძირძველი ქართველი, პატრიოტი და გულანთებული მამულიშვილი ძიები უფრო ხშირად მაწუხებენ მთვრალი ყაყანით.
LikeLike
სხვათაშორის ბევრმა მიქო ონიაშვილის ლობიანები, ისეთმა კომპეტენტურა ხალხმა ამ საქმეში, თან ახლა შენც:დ;დ;დ ასე რომ ვეჭვობ მალე მივუკაკუნებ:დ;დ ინდოელებს რაც შეეხება ეტყობა ჯერ ონიშვილამდე ვერ ააღწიეს და ,, ამბარში” აქვთ მოწყობილი პატარა ინდოეთი:დ;დ;დ
LikeLike
ონიაშვილის ლობიანი აბსოლუტური ლიდერია ჩემთვის (და არა მხოლოდ ჩემთვის).
ინდოელები არსად მაწუხებენ. და საერთოდ, მე კონკრეტული ადამიანი მაწუხებს და ხალხს გვარ-ტომობრივი ნიშნით არ ვყოფ.
LikeLike
კი ბატონო იყოს. ჩემთვის ,, ამბარია” აბსოლიტური ლიდერი, თუმცა ჯერ ონიაშვილის ლობიანები არ გამისინჯია, გვარ-ტომებრივ გამოყოფას რაც შეეხება, არც მე მაწუხებენ და საერთოდ ყველა ეროვნების მიმართ სოლიდარული ვარ. ინდოელები კი იმიტომ ავღნიშნე რომ არის ადამიანების კატეგორია რომელიც საკვებ ობიექტში ხმაურს ვერ იტანენ და არც თუ ცოტა , სამწუხაროდ ზოგადად ხმაურს კი არა , ადამიანს.
LikeLike
მე არ მიყვარს ხმაური. არც კაფე-რესტორანში და არც სადმე სხვაგან. ოღონდ, ინდოელებზე, ტუნისელებზე, მაროკოელებზე და სვაზილენდელებზე მეტად, მსგავს დაწესებულებებში, როგორც წესი, ქართველები ხმაურობენ. დღის სამ საათზე, ტერემოკში გათხლეშილი მთვრალი 5 კაცი და ერთი ქალი ვნახე ამასწინათ, სმას აგრძელებდნენ და მთავრობას ლანძღავდნენ – ეს რა ცხოვრება მოვიდაო.
LikeLike