1984 წლის გაზაფხულის მიწურულს, “National Geographic”–ის კორესპონდენტი – სტივ მაკკარი პაკისტანში, ავღანელი ლტოლვილების ბანაკში მოხვდა.
კადრები, რომლებსაც ფოტოგრაფი გაწამებულ, ნაშიმშილებ, ახლობლების დაკარგვით შეძრულ ადამიანებს უღებდა, ისეთივე იყო, როგორიც სხვა, მსგავს თემაზე შექმნილი უამრავი სურათი და არაფრით გამოირჩეოდა. ყოველ შემთხვევაში, თავად მაკკარი ასე თვლიდა – მისი მიზანი იყო, ჟურნალის მკითხველებისათვის დელიკატურად მიეწოდებინა შეერთებული შტატების პოლიტიკური თვალსაზრისი – საბჭოთა კავშირი უსამართლო, დამპყრობლურ ომს აწარმოებდა ავღანეთში და ამის გამო ათასობით უდანაშაულო ადამიანი ღია ცის ქვეშ რჩებოდა, სამშობლოს, ოჯახის და თავშესაფრის გარეშე.
რას იფიქრებდა ამერიკელი კორესპონდენტი, რომ ნაზირ–ბაგჰის ბანაკში, დევნილი პატარებისთვის გახსნილ სკოლაში პუშტუნი გოგონა ელოდა, ძონძებში გამოხვეული, ჭუჭყიანი სახით და გასაოცარი, უძირო მწვანე თვალებით… გოგონა, რომელის გამოსახულება სულ ცოტა ხანში მსოფლიოს მოივლიდა და ავღანელთა გამათავისუფლებელი ბრძოლის სიმბოლოდ იქცეოდა.
შარბათ გულა – ბავშვი ხაფანგში მომწყვდეული ნადირის გამოხედვით – სტივ მაკკარის თავიდან არც კი შეუმჩნევია. მერე მაინც შენიშნა და სხვა პატარებთან ერთად, მასაც გადაუღო რამდენიმე ფოტო. გოგონა, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდებოდა დამშეული, ჩამოკონკილი თანატოლებისაგან, მისი თავგადასავალიც არ ყოფილა უჩვეულო – საბჭოთა ბომბდამშენების მიერ გაპარტახებული სოფელი, დაღუპული მშობლები, გრძელი და სახიფათო გზა პაკისტანამდე…
და მაინც… ვაშინგტონში დაბრუნებულმა ფოტოგრაფმა ნეგატივები გაამჟღავნა და კარგა ხანს გაოცებული დასცქეროდა სურათებს, საიდანაც დაფლეთილ თავსაფარში გახვეული პატარა ქალი უჩვეულო ფერის, საცრისხელა თვალებით პირდაპირ სულში უყურებდა. მაკკარი მიხვდა – მისი ვარსკვლავური საათი დამდგარიყო.
გულას ფოტო 1984 წლის ივნისში “National Geographic”–ის გარეკანზე დაიბეჭდა და ელვის სისწრაფით გაითქვა სახელი. კაცმა არ იცის, რა იყო ამის მიზეზი – ბავშვის სახეზე აღბეჭდილი ტკივილი, უიმედობა თუ ის უცნაური ათინათი, რომელიც მის თვალებში ირეკლებოდა და ნორჩ ავღანელ ლტოლვილს ყველა დანარჩენისაგან გამოარჩევდა. ღირსება ის თვისებაა, ადამიანებს შენარჩუნება ყველაზე მეტად რომ უჭირთ და ზუსტად ამიტომ არის გასაოცარი ღატაკი, უსახლკაროდ და უსასოოდ დარჩენილი გოგონას კეთილშობილებით აღსავსე მზერა.
საოცარი ფოტოა რაა.. : >
LikeLike
თვალები აქვს საოცარი…
LikeLike
სადღაც წავიკითხე სტატია,წლების შემდეგ ისევ იპოვნეს ეს გოგო და უკვე სხვა გარემოში და შედარებით დამშვიდებულს,ასაკში შესულს უკვე მზერაც შეცვლილი ჰქონდა..
LikeLike
კი კი. იაკომ ფოტოც დადო.
LikeLike
კი, საოცარი ბავშვია და ფოტოც ალბათ შეუძლებელია არ გამოსულიყო კარგი.
LikeLike
წარმოიდგინე, კატერინა, რამდენ დევნილს გადაუღებდნენ სურათს და სიმბოლოდ მხოლოდ ეს იქცა. საოცარი კადრია ნამდვილად.
LikeLike
ძალიან კარგი ფოტოა და არანაკლებ საინტერესო პოსტი. ესეც შარბათ გულა 17 წლის შემდეგ: http://api.ning.com/files/Ll7mUXZ8DJaT5gOq4Yvd-EICs3T8B8LkL95KhMwmygMdTO9Eb4UrTs2pMRYNneDhBUndiGjCVGelObfmf9iYmSDm90sst7PB/2004855912_a439bfba99.jpg
LikeLike
აჰა :) მოიძიეს… თუმცა, დაზუსტებით არ იციან, ის არის თუ არა.
LikeLike
უფრო მკაცრი გამოხედვა აქვს…
LikeLike
მომნუსხველიც…
LikeLike
აიი,მეც მაგაზე ვთქვი. :)
LikeLike
საოცარი ფოტოა… ახალ ფოტოზე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ მაინც ასაკოვან ქალს ჰგავს. მზერა ოდნავ შეეცვალა, მაგრამ, როგორც ჩანს, ავღანურ წარსულს (და ალბათ აწმყოსაც) უკვალოდ არ ჩაუვლია…
LikeLike
თავისთავად… ასეთი რამ უკვალოდ ვერ ჩაივლიდა. შენ თუ “მიგრანტთა დედა” გახსოვს, ნათია, მანდ სრულიად ახალგაზრდა ქალი, სულ მცირე, სამოცი წლისას ჰგავს…
LikeLike
მახსოვს და პირველი ნახვისას “მიგრანტთა დედაც” ასაკოვანი მეგონა…
LikeLike
ასეა :( ძალიან ძნელია, ადექვატურად გამოიყურებოდე, ასეთი საშინელება რომ გაქვს გადატანილი :(
LikeLike
ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ფოტო ცოცხალია და ეს გოგონა მე კი არა მუყურებს ჩემს მიღმა იყურება.უხეში შედარებაა მაგრამ ასე მგონია რენტგენს მიღებს თუ შიგნიდან მხედდავს . . .
LikeLike
რას ერჩი შედარებას. ზუსტად გავიგე, რისი თქმაც გინდოდა და გეთანხმები კიდეც.
LikeLike
კიდევ ერთი ფოტო :)
LikeLike
აჰა. ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა მოიძია.
LikeLike
ნაადრევად არის ოღონდ დაბერებული :| თუმცა რა გასაკვირია, რა სიმწარეც იმ პერიოდის ავღანელებმა გამოიარეს..
LikeLike
არა, გასაკვირი ნამდვილად არ არის. საშინლად გულდასაწყვეტია მხოლოდ.
LikeLike
ძალიან მიყვარს, საოცარი ფოტოა, რაღაც განყენებული თვალებია, აი ძველ ეგვიპტურ ქანდაკებებს რომ აქვთ ისეთი.
და აი ეს ფოტო მიყვარს კიდევ ძალიან.
მემგონი ესეც ავღანეთშია გადაღებული: http://i044.radikal.ru/1203/78/07d4674a4d0e.jpg
LikeLike
საცრისტოლა თვალები :)
გულა ჯობია.
LikeLike
მართლა არაამქვეყნიური გამოხედვა აქვს
LikeLike
ნამდვილად. სულისშემძვრელი.
LikeLike
გუშინ მომხვდა კიდევ ერთხელ ეს ფოტო შემთხვევით თვალში. საოცარი ფოტოა ნამდვილად. გაოცებული შევცქერი ხოლმე.
LikeLike
Absolutely so!
LikeLike
საოცარი ფოტოა, როცა იპოვეს არ მოსწონებია სურათი დამზწვარი თავსაფარის გამო :)
LikeLike
არადა, დაკონკილ სამოსს თავისი ეშხი აქვს.
LikeLike
ძალიან შთამბეჭდავი ფოტოა მართლაც, ემოციურია საოცრად. საერთოდ მაკკური ძალიან კარგი ფოტოგრაფია, სხვათაშორის ბლოგი აქვს ვორდპრესზე, მე კაი ხანია ფოლოუნგ ვარ :) აი ისიც http://stevemccurry.wordpress.com
LikeLike
:) მაკკარს ბლოგი თუ ექნებოდა, თან ვორდპრესზე, ვერც წარმოვიდგენდი :)
LikeLike
მე შემთხვევით წავაწყდი, ფოტოებს რომ ვეძებდი მისას ადრე :)
LikeLike
მადლობა :) დავათვალიერებ აუცილებლად :)
LikeLike
ძალიან ეფექტური კადრია. ადვილად დასამახსოვრებელი და თან მრავლის მომცველი. მარტო თვალებში იკითხება მთელი ის საშინელება რისი გამოვლაც ავღანელებს უწევდათ და უწევთ
LikeLike
ერთი ქალის ფასი მარტო თვალები აქვსო – ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე.
LikeLike
და მართალიც უთქვამს
LikeLike
აშკარად :)
LikeLike
ძალიან მაგარი სურათია, თვალები ამბობენ ყველაფერს..
LikeLike
დიახ.
LikeLike
მართლა საოცარი ფოტოა, ცოტა შემზარავიც კი მეჩვენება მისი გამოხედვა
LikeLike
შემაძრწუნებელი უფრო.
LikeLike
ხო რაღაც მასე
LikeLike
გააფთრებული მზერა აქვს, სიძულვილით, მრისხანებით და მუქარით სავსე…
LikeLike
არც მიკვირს. რაც მაგან გამოიარა :(
LikeLike
ჰო… შეიძლება ითაქვას მის თვალებში ჩაეტია მთელი ბოღმა და სიძულვილი
LikeLike
და მაინც ღირსებით აღსავსე გამოხედვა აქვს.
LikeLike
საოცარი თვალები აქვს. თვალები სულის სარკეაო და …
მთელი ომის სიმძიმეს იტევს მისი გამოხედვა. ;)
LikeLike
გინდა დაიჯერე და გინდ არა, სულ ველოდებოდი ამ გოგოზე როდის დაწერდი :))))
ძალიან ძალიან მიყვარს ეს სურათი :)
LikeLike
ამ გოგოს გარეშე ფოტოისტორია არ გამოვიდოდა არაფრით, ჯესს.
LikeLike
ვიცი ჩემო მოლი, ხოდა ველოდებოდი კიდევაც :)))
LikeLike
ჰეჰ :) რაკი ელოდებოდი, გაუმართლებია ამ მუდმივმოქმედ რუბრიკას :) მომეწონა, დანკე!
LikeLike
თან პირველი პოსტია რაც წავიკითხე სამსახურში ინტერნეტის ჩართვის მერე..ორმაგად მესიამოვნა :)))) მადლობელი მადლობელი :)
LikeLike
პირიქით :) არ იცი, როგორ მიხარია, რომ დაბრუნდი :) ველქამ ბექ :)
LikeLike
გუშინ ხომ ვიყიდე ეს ლეპტოპი. უკვე 2 დრაფტი მაქვს მომზადებული :)))))))) :))))
LikeLike
ჰოდა, აბა შენ იცი :) დაწერა შენზე იყოს, წაკითხვა – ჩვენზე :)
LikeLike
ვგიჟდები ამ სურათზე…არ ვიცი როგორ დავახასიათო იმდენი ემოციაა აღბეჭდილი მის თვალებში….მართლაც რომ გენიალური ფოტოა…
LikeLike
უდაოდ!
LikeLike
პირველად რომ ვნახე ეს ფოტო, მახსოვს მისმა თვალებმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე.
LikeLike
ჩემზე ახლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ვერაფრით “მივეჩვიე”.
LikeLike
“ღირსება ის თვისებაა, ადამიანებს შენარჩუნება ყველაზე მეტად რომ უჭირთ და ზუსტად ამიტომ არის გასაოცარი ღატაკი, უსახლკაროდ და უსასოოდ დარჩენილი გოგონას კეთილშობილებით აღსავსე მზერა.” :)
LikeLike