წიგნების კითხვას, ფერწერასთან ზიარებას და ინტელექტუალურ საუბრებს რა სჯობს, მაგრამ, მგონი, ცოტა მხიარულებაც არ გვაწყენდა – არა მგონია, მოლი ბლუმის სტუმრებმა ტემპერამენტიან ან მინაზებულ, მინორულ ცეკვებზე უარი თქვან. მაშ, ასე, გეთაყვა,
Танцуют все!
1. ეს ფრანგული ხალხური ცეკვა, მეთექვსმეტე საუკუნიდან, არისტოკრატული მეჯლისების აუცილებელ ატრიბუტად იქცა და გრაციოზული რევერანსებით სრულდებოდა;
2. ეს მხიარული და სწრაფი ჩეხური ცეკვა, მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში, ბოჰემიაში შეიქმნა;
3. ამ ნელი სამეჯლისო ცეკვის სახელი, ფრანგულად “პოლონურს” ნიშნავს;
4. საინტერესოა, რომ ამ უნგრული ხალხური ცეკვის სახელი სიტყვა “ტავერნადან” მომდინარეობს;
5. ეს ცეკვა, საბერძნეთის ერთ-ერთი სიმბოლოა, თუმცა სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ, 1964 წელს შექმნა კომპოზიტორმა მიკის თეოდორაკისმა;
6. ასე ჟღერს ივრითზე “მოდი, ვიმხიარულოთ”;
7. ფრედერიკ შოპენი ამ ცეკვის სამოცამდე კლასიკური ვარიანტის ავტორია;
8. ამ საბრძოლო ქართულ ხალხურ ცეკვას, დოლისა და ჭიბონის თანხლებით, მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ;
9. ამ იტალიურ ცეკვას, შუა საუკუნეებში, შხამიანი ობობის ნაკბენის ერთადერთ წამლად თვლიდნენ;
10. თანამედროვე სამეჯლისო ცეკვებში, ვალსის სწრაფ სახეობებს ამ დედაქალაქის სახელით მოიხსენიებენ;
11. ეს მხიარული ცეკვა პოლონეთის ერთ-ერთი ქალაქის სახელს ატარებს;
12. ამ ამერიკული ცეკვის სახელით მოიხსენიებენ ზოოლოგები მელიების სეზონურ სასიყვარულო თამაშებს;
13. ეს ცეკვა, 2009 წელს, არგენტინისა და ურუგვაის მოთხოვნით, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს;
14. ამ ესპანური ცეკვის შექმნას, მეთვრამეტე საუკუნის მიწურულის ცნობილ მოცეკვავეს – სებასტიანო სერესოს მიაწერენ;
15. ქალს, რომელიც ამ ცეკვას ასრულებს, ბაილაორას უწოდებენ, მისი მთავრი ატრიბუტები კი საგანგებოდ შეკერილი კაბა, ესპანური შალი, დიდი მარაო და კასტანიეტებია.
უი ჯეოპარდი… სულ ამომვარდა თავიდან…
LikeLike
სამაგიეროდ, პრომო იცანი :)
LikeLike
უმეტესობა მაინც ვიცი, დანარჩენი გამახსენდება :)
LikeLike
გუდ ლაკ! :)
LikeLike
1) ნელი? მენუეტი? მახსოვს ადრე ცეკვასა და ნაწარმოებს საერთო სახელები ჰქონდათ. როგორც პოლკა, მაგალითად, მარა არ მახსოვს მენუეტი სადაურია :( წაუფრანციცულებს
2) ჩეხური, აუ აუ.. პოლკა?
3) მოიცა, აქაც პოლკა–მაზურკა? :დ თუ უბრალოდ მაზურკა?
4) უნგრული რაფსოდია ვიცი, მარა არ მახსოვს ეგეთი ცეკვა არის თუ არა :დ
5) სირტაკი
6) არ ვიცი ––––––––––––––––
7) ჯანდაბა, ვერ ვიხსენებ… არადა სირცხვილი, ჩემი და უკრავდა შოპენს.. რო გაიღვიძებს ვკითხავ :დ
8. ხორუმი
9) –––––––––––––––––––
10) ვენის ვალსი
11) ააა, ვაიმე არ თქვა მაზურკაო… ჯანდაბა, პოლონურ ცეკვებს ვისწავლი :დ
12) თითქოს ვიცი და არც ვიცი :დ
13) ცხადია ტანგო იქნება
14) არ ვიცი ––––––––––––––––
15) ფლამინგო? თუ რა ჰქვია, მარტო ქალი ცეკვავს ქუსლების ბაკუნით და მარაოს ქნევით :დ
LikeLike
კაი ჭკუის სასწავლებელი ჯეოპარდია :დ :დ
LikeLike
ჭკუის სასწავლებელი ჯეოპარდი არ დამიწერია აქამდე და არც გამიგია :)))))))))))))) ნათლია ხარ, ქევან :))
LikeLike
მართლაც,რომ. :)
ვაიმეე. :)
LikeLike
მშვიდობაა, ხალხო? :)
LikeLike
რანაირად იქნება მშვიდობა,მოლი. :) დავიღუპეთ და შევრცხვით.პრინციპში მრავლობითში რა უფლებით ვიძახი,მაგრამ ვგონებ..
:)
LikeLike
ასეთი ძნელი პაკეტია ვითომ? :(
LikeLike
აჰაა,მე-7,მე-8 და მე-15 კიდევ ვიზუალურად ვიცანი. :) მაგრამ რა თავში ვიხლი ეგენი ყველამ იცის მგონი. :)
აი,”9. ამ იტალიურ ცეკვას, შუა საუკუნეებში, შხამიანი ობობის ნაკბენის ერთადერთ წამლად თვლიდნენ” – ამას ვინც უპასუხებს,ცეკვა მაგას ჰყვარებია თუ ჰყვარებია. :)
LikeLike
შენ ვიზუალური მიმახვედრე როგორმე და ჩაითვლება :)))
ადვილია იტალიური – ობობას სახელს თუ გაიხსენებ, ცეკვაც იქვეა :)
LikeLike
ასე ძალიანაც არ მიყვარს ობობები. :(
ეეჰმ. :)
LikeLike
აი, ქევანას გაახსენდა :)
LikeLike
ვაიმე გამახსენდა.. ობობაო და ახლა გამახსენდა :დ
ეს დამალე: ტარანტელაა ეგ ცეკვა :დ
LikeLike
მარა არ ვიცოდი ნაკბენს თუ შველოდა :ო :ო
ოო, ღმერთო, ობობა იტალიურად :დ
LikeLike
სავარაუდოდ, სწრაფი მოძრაობა შხამის გამოდევნას უწყობდა ხელს.
LikeLike
ე.ი. ვცდი ბედს. :))
1. მენუეტი
2.პოლკაა ეგ და ნუ გვაბნევ მაგის ჩეხურობით :)))
3. ვერ მივხვდი
4. ჩარდაში
5. სირტაკი
6. ჰავა ნაგილა
7. ვალსი
8. ხორუმი
9. ტარანტელა.
10. სწრაფი არ ვიცი და ნელი ვალსი ბოსტონია :))
11. მაზურკა
12. აზრზე არა ვარ :))
13. ფლამენკო
14. ბოლერო
15. ფლამენკოს მოცეკვავეა ეგ, მე ეგრე მახსოვს
მე ვერ გამოვიცანი თუ ტანგო არსადაა ნახსენები? :O
LikeLike
როგორ მიყვარს ცეკვა!
LikeLike
ცეკვა ძალიან მიყვარს, მაგრამ არ ვცეკვავ :)
LikeLike
1. მენუეტი;
2. პოლკა;
3. :(
4. ჩარდაში;
5. სირტაკი;
6. ჰავა ნაგილა (ვგიჟდები ამ ცეკვაზე);
7. ვალსი;
8. ხორუმი;
9. ტარანტელა;
10. ვენური ვალსი?
11. კრაკოვიაკი;
12. ფოქსტროტი;
13. ტანგო;
14. ბოლერო, მგონი;
15. ცეცხლოვანი ფლამენკო :)
LikeLike
imedia movicli rom davwero an saertod davfiqre pasuxebze :(
LikeLike
ღამის თორმეტ საათამდე დროა :)
LikeLike
ცეკვა მიყვარს ძალიან!
LikeLike
პირველად დამწვიტე გული :(
LikeLike
რა არ მოგეწონა?
LikeLike
სათაურმა შემომიტყუა. სხვა რამ მეგონა
LikeLike
არა მგონია, ოდესმე მურაკამიზე დავწერო. ჩემი ბლოგი ძალიან მიყვარს.
LikeLike
მოლი, მოლი, მოლი! რა კარგი ჯეოპარდია! <3 მაგრამ ვაი რომ უმეცარი გამოვდექი.. მეგონა რამე ვიცი-მეთქი, მაგრამ… შორიდან დავაკვირდები.. 2 პასუხი კიდე არ შეიძლება! :დ ეე რა დებილი ვარ რა.. :( :საკუთართავზეგაბრაზება: არადა ცეკვა როგორ მიყვარს.!
LikeLike
ეგ არაფერი, მარიშკალია :)
LikeLike
კინაღამ დამავიწყდა, პასუხები რომ ჩამოსაწერი მქონდა :)
1. ფრანგული ცეკვები არ ვიცი იმდენად, გავოტი მახსოვს და სამი მუშკეტერიდან – ძალიან პოპულარული მერლეზონის ბალეტი, მაგრამ ეგ არ იქნება:) მენუეტიც. იყოს მენუეტი, დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორად ვამბობ სახელს, მაგრამ ჯანდაბას :)
2. პოლკა;
3. პოლონეზი ალბათ;
4. უნგრული ცეკვა ერთი ვიცი, ქალებს რომ მოკლე, ფერადი, გაშლილი კაბები აცვიათ და წინსაფრები უკეთიათ, ტავერნის მიმტანების ფორმას ჰგავს მართლა :) მაგრამ ზუსტად არ მახსოვს, რა ჰქვია, ჩარდაში თუ რაღაც ასეთი…
5. სირტაკი;
6. ჰავა ნაგილა;
7. მაზურკებს დაწერდა ალბათ :) აბა, ნოქტიურნი ცეკვა არ არის :)
8. ხორუმი იქნება ეგ;
9. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ შეიძლება, ტარანტელაა :) ტარანტულის ნაკბენს შველოდა, ალბათ :)
10. ვენური ვალსი…:)
11. კრაკოვიაკი :) აი ლოვე პოლშა :)
12. ფოქსტროტი! :)))
13. ტანგო იქნება;
14. გამორიცხვის მეთოდის მიხედვით, ეს არის ბოლერო;
15. ფლამენკო ( ეგ გამოვრიცხე წინა პასუხში) :)
ვნახოთ, აბა, ველოდებით საღამოს, ველოდებიიიიით :) მანამდე თეძოს ჩატეხავდა კაცი :)
LikeLike
1.
2. პოლკა
3. პოლონეზი
4. ჩარდაში
5. სირტაკი
6. ჰავა ნაგილა
7. ვალსი
8. ხორუმი
9. ტარანტელა
10. ვენა
11. კრაკოვიაკი
12. ფოქსტროტი
13. ტანგო
14. ბოლერო
15. ფლამენკო
LikeLike
1)
2) პოლკა
3) პოლონეზი
4)
5) სირტაკი
6) ჰავა ნაგილა (?)
7) მაზურკა
8 ) ხორუმი
9) ტარანტელა
10) ვენური ვალსი
11)
12) ფოქსტროტი
13)
14) პასო დობლი (?)
15) ფლამენკო
სულ ეს არის, რაც ვიცი.
LikeLike
მეცამეტე ალბათ ტანგო უნდა იყოს :დ (სხვა ვერაფერი მივამსგავსე :( )
LikeLike
1. ბურე
2. პოლკა
3.პოლონეზი
4.
5. სირტაკი
6. ჰავანაგილა? :)
7. ვალსი
8. ხანჯლური
9.
10.ვენური
11.
12
13 ტანგო
14. ბოლერო
15 ფლამენგო
LikeLike
მართალია ძალიან დავიღალე, კარგადაც არ ვარ! არც ცეკვა მეხერხება, მაგრამ ჩამოვწერ მაინც. :) (კითხვა, რომ წავიკითხო და მაუსით არ ავწიო-ჩამოვწიო ხოლმე, ჯერ word-ში ვწერ ხოლმე და მერე იქიდან ვაკოპირებ). :)
LikeLike
უჰ, რამდენს წვალობ თურმე :)
LikeLike
არა არ ვწვალობ, პირიქით მიადვილდება. :)
LikeLike
ყოჩაღ შენ :)
LikeLike
1. გალოპი?!
3. პოლკა?!
4. სირტაკი
7. ვალსი (ალბათ)
8. ხორუმი
13. ტანგო
15. ვიცი მარამ სახელი არ მახსოვს. :(
LikeLike
ისევ უსინდისოდ ვტოვებ კიდევ ერთ ჯეოპარდს. არ არის ჩემსავით უცოდინარი ამ ბლოგზე შემოსაშვები :(
LikeLike
რა თემა გაგიხარდება, მითხარი :)
LikeLike
სამწუხაროდ მხოლოდ ეს მგონია რომ ვიცი :(
2 პოლკა
5 სირტაკი
7 ვალსი ან პოლონეზი უფრო ვალსი მგონია
8 ხორუმი
9 ტარანტელის რითმები
10ვენა
11 მაზურკა?
15 ფლამენკო
LikeLike
1. მენუეტი;
2. პოლკა;
3. პოლონეზი;
4. ჩარდაში;
5. სირტაკი;
6. ჰავა ნაგილა;
7. მაზურკა;
8. ხორუმი;
9. ტარანტელა;
10. ვენა (ვენური ვალსი);
11. კრაკოვიაკი;
12. ფოქსტროტი;
13. ტანგო;
14. ბოლერო;
15. ფლამენკო.
სწორი პასუხები:
tamara – 15; მერი პოპინსი – 14; Kejeradze – 14; გლეხის ბიჭი – 11; mecmikvarkhar – 9; შოშანა – 9; kevana – 8; სანდრო – 7; tsotnee – 5
LikeLike
ჰმ! ბოლერო!
LikeLike
ძიახ :) რაველის ხსენება მინდოდა და გადავიფიქრე.
LikeLike
რაველს რომ დავინახავდი, უცებ გამოვიცნობდი და შემქმნელმა დამაბნია :დ
LikeLike
აჰა :) ოდნავ გავართულე :)
LikeLike
ოდნავო :(
LikeLike
არც ისე ოდნავ :)
LikeLike
:D
LikeLike
შემდეგი პაკეტი იოლი იქნება :პიონერისსიტყვა:
LikeLike
ტარანტელა-ტარანტულა :)) კრაკოვში კი ვარ ნამყოფი, მაგრამ ცეკვასაც თუ ერქვა ეგრე არ ვიცოდი :) 9 მშვენიერი შედეგია, მე კმაყოფილი ვარ :))) მაგრამ აი მენუეტი რატომ არ დავწერე არ ვიცი, ბურე საიადან მოვიტანე :( მშვენიერი პაკეტი იყო მოლი <3
LikeLike
ძალიან კარგი :) თორემ მე ეჭვი შემეპარა უკვე.
შენი ქინდლი როგორ არის? :)
LikeLike
კარგადაა :) დღეს შევეცადე მარშუტკაში მეკითხა, ერთად გვძინავს :))))
LikeLike
ქინდლი ტრანსპორტში კითხვისთვის არის მოგონილი. გამოვიდა? :)
LikeLike
არაუშავდა :)
LikeLike
დასაწყისისთვის კარგია :) ტრანსპორტში კითხვა ჩემი ბავშვობის გატაცებაა და იმიტომაც უფრო იოლად შევეჩვიე. შენც გეგემრიელება მალე.
LikeLike
ეჰ მე-10 დამეწერა. ვიცოდი! :(
LikeLike
როცა რაღაც იცი, უნდა დაწერო – რსრ ოქროს წესია :)
LikeLike
ხო და აწი აღარ დავაღვევ! ;)
LikeLike
არ დაარღვიო :)
LikeLike
მე ბოლოს კითხვების პასუხებს ვკითხულობ ხოლმე და ასე ვნათლდები იმ საკითხებში სადაც სუსტი ვარ :)
LikeLike
მშვენიერი სტრატეგია შეგირჩევია :))
LikeLike