თქვენი არ ვიცი, მე კი ძალიან მომენატრა ვერანდაზე სტუმრების ჟრიამული. კარგად მახსოვს, ბოლოს ზამთრის ბაღში მოვიყარეთ თავი, ჩაის შევექცეოდით და ჩინებულად ვიხალისეთ. მართალია, სუფთა ჰაერზე გადაბარგება ცოტა ნაადრევად მოგვივიდა – გადარეული მარტი არ გვასვენებს, მაგრამ გაციების ნუ შეგეშინდებათ – თბილი, ღუნღულა პლედები მაქვს მომარაგებული, თანაც დღეს ცხელი კერძის შემოთავაზებას ვაპირებ და, იმედი მაქვს, არ გამეყინებით.
სანამ სასუსნავს ჩამოვარიგებდე, შეგიძლიათ, ჩემი ახალი “ქინდლი” დაათვალიეროთ – ტრაბახში კი ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ძალიან მიხარია ამ კონკურსში გამარჯვება და რა ვქნა. ქევან, გახედე ერთი თაიას, რა აყვირებს, მგონი, ხეზე აძვრა და ვეღარ ჩამოდის. სოფიმ – მოგეხმარებიო და უკვე ორი თეფში გამიტეხა – აშკარად აჯობებს, მე თვითონ დავტრიალდე, თქვენ კი მოხერხებულად მოკალათდით და დღევანდელი მენიუს შესახებ ორიოდე სიტყვით გიამბობთ.
წეღან სიცივე ტყუილად არ მიხსენებია – ფონდიუ, რომლითაც დღეს თქვენთან თავის მოწონებას ვაპირებ, ზუსტად გასათბობად გამოიგონეს შვეიცარიელმა მწყემსებმა. რა უნდა ექნათ საწყლებს – ყურყუტებდნენ თოვლით დაფარულ ალპებში და თან მხოლოდ გამხმარი ყველის კვერი, ცოტაოდენი ხმელი პური და ღვინო ჰქონდათ. ზამთრის თოვლიან, უსასრულო ღამეებში, ვერც კოცონი შველოდათ და და ვერც ცხვრის ტყავისაგან შეკერილი ტყაპუჭი. უვლიდნენ გარშემო ფარას, კანკალებდნენ და თბილ სამზარეულოზე, ცხელ საჭმელსა და ცოლის ალერსზე ოცნებობდნენ.
ალერსის რა მოგახსენოთ, მაგრამ რომელიღაც ჩობანი აშკარად დანარჩენებზე ჭკვიანი და მოხერხებული გამოდგა, ან სიცივემ და შიმშილმა შეაწუხა სხვაზე მეტად (გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო, ხომ გაგიგონიათ). კაცმა არ იცის, საიდან მოიტანა თიხის ქოთანი, სახლიდან გამოაყოლა ხელს თუ ღამის გასათევი ქოხის კუთხეში მიგდებული იპოვნა, მაგრამ ცეცხლზე რომ შემოდგა და გამხმარ–გაქვავებული ყველი ჩაათალა შიგნით, ფაქტია. დასწვდა ერთი კვირის წინანდელი პურის ნატეხს, ამოავლო გამლღვალ, წელვად მასაში და ისე გემრიელად ჩაკბიჩა, თქვენი მოწონებული. მერე დანარჩენებიც მიიპატიჟა, ნახელავი გამისინჯეთო და… ასე მოევლინა კულინარიულ სამყაროს ფონდიუ, ფრანგულად დნობას რომ ნიშნავს.
ხელმოკლე გლეხების სუფრიდან ფონდიუმ მალე არისტოკრატთა მენიუში გადაინაცვლა. თანაც, ხომ მოგეხსენებათ, ჭამა ქონებაზე ჰკიდიაო – ხმელი ყველის ნაცვლად ბატონები საუკეთესო ხარისხის შვეიცარიულ ნუგბარს გეახლებოდნენ, საგანგებოდ გამომცხვარ პურთან ერთად. ჰოდა, ისე დააგემოვნეს ეს უბრალო კერძი, ავსტრიიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩამოსულ საპატიო სტუმრებს შინ არ გაუშვებდნენ, ერთხელ მაინც რომ არ მიერთმიათ.
ასე რომ, ცოტა ხანში ფონდიუ ქვეყნის საზღვრებს გვარიანად გასცდა და სახეც შესამჩნევად იცვალა – იტალიელები გამდნარ ყველში სოკოს, ზღვის პროდუქტებს, ფრინველის ხორცს და კვერცხის გულს უმატებდნენ, თან ფონდუტა შეარქვეს; მუდმივად მარხვაზე მყოფმა ბურგუნდიელმა ბერებმა კი ყველი საერთოდაც მცენარეული ზეთით შეცვალეს. ამასობაში ერთმა შვეიცარიელმა, ჩინეთში მოგზაურობისას, ბულიონში მოხარშული, ზოლებად დაჭრილი ხორცისგან მომზადებული კერძი – “ქრიზანთემა“ გასინჯა და სამშობლოში “ჩინური ფონდიუს“ რეცეპტი ჩაიტანა.
გასული საუკუნის შუა ხანებში განთქმულმა მზარეულმა კონრად ეგლიმ თავის რესტორანში – “შვეიცარიულ შალეში“ “ფონდიუ ტობლერონი“ დაამზადა. გამდნარ შოკოლადში მოცურავე ბანანის, ატმის, გარგრის, მაწყვის და ჟოლოს წარმოდგენაზე, ალბათ, ყველა სუნთქვა შეეკვრება და არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგა საქმე, მაინც იმ ტრადიციული “ფონდიუ ნეშატელის“ ერთგული ვრჩები, თოვლიან ალპებში ღარიბმა და უპოვარმა მწყემსებმა რომ გამოიგონეს.
უჰ რა კარგია მომინდა :) მოლი შენს ვერანდაზე მე პირველად ვარ, კეთილი იყოს ჩემი ფეხი :)
LikeLike
პირველად ხარ? აქამდე ვერანდის არაფერი წაგიკითხავს? ჰმ…
LikeLike
წამიკითხავს მაგრამ კომენტარი არ დამიტოვებია :)
LikeLike
ჰო, მაშინ აშკარად პირველად გვსტუმრობ :) ველქამ!
LikeLike
გმადლობ მოლი, ძალიან მესიამოვნა ზამთრის ჩარაზული კარ-ფანჯრიანი ოთახიდან ვერანდაზე გასვლა. სულაც არ შემცივნია, ფონდიუ არაჩვეულებრივი იყო შესანიშნავ გარემოსთან და სტუმრებთან ერთად.
LikeLike
გემრიელად მიირთვი, ნატო :)
LikeLike
აი, ხის შესახებ მართალი ხარ, თუ ავძვერი ხომ ყველაფერი კარგი მაგრამ ჩემს იქიდან ჩამოთრევას მარტო ქევანა ვერ აუვა :)))))
LikeLike
გამომიცვნია :)
LikeLike
მეგემრიელება ეს პოსტი მე. :)
LikeLike
Bon appetit :) ფონდიუ მართლა უგემრიელესია :)
LikeLike
მოლი, რამ გამახსენდა და შენი ვერნდა მუმინების ვერანდას მაგონებს :)
LikeLike
ჩემი უფრო გემრიელია, თაია :)
LikeLike
ფოტო არ გამიხსნა , მაგარმ წარმოვიდგინე, გემო .. გამდნარი წელვადი ყველი და სუხარიკები :)
LikeLike
არც ბმულზე ხსნის ფოტოს რატომღაც :( გემო მართლა ფანტასტიური აქვს.
LikeLike
ოჰო :) აშკარად გემრიელი უნდა იყოს. ჯერ ტრადიციული და მერე შოკოლადში მოცურავე მარწყვი არ შეიძლება? :D
LikeLike
ვინ აგვიკრძალა? რა თქმა უნდა, შეიძლება.
LikeLike
ოჰ მოლი, რა გემრიელად იცი წერა <3 სული ამიწაკწაკდა ფონდიუს ნდომით :შ წავალ ჭვავის პურს გავაფიცხებ, ჩემი სოფლის ჭყინტ ყველს დავადებ ზემოდან და ჩავრთავ იმეჯინეიშენს :D
LikeLike
ჭვავის პური მეჭმეოდეს ახლა, ხმის ამომღები არ ვარ და ცივადაც შევსანსლავდი :(
LikeLike
ეეჰააა, მე თუ ფონდიუ არ გავაკეთე, რაა მამული :დ :დ
LikeLike
სურათის გადაღება არ დაგავიწყდეს :)
LikeLike
აუცილებლად ^^
შენმა პოსტმა მომანდომა სამზარეულოში ტრიალი :დ
ჯერ ვერა, მარა აღდგომის მერე აუცილებლად.. ახლა რეცეპტს ამოვიწერ ^^
LikeLike
მეც სააღდგომოდ ვგეგმავ რაღაც-რაღაცებს :) მანამდე წესიერად ვიქცევი :)
LikeLike
ოჰ, მეც პირველად მოვხდი ვერანდაზე, და მომეწონა.
ფონდიუ მომინდა:), თუმცა არასდროს გამისინჯავს, მაგრამ რატომღაც მჯერა, რომ მომეწონება. :)
LikeLike
რომ გასინჯავ, ორი სიტყვით შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაიზარო :)
LikeLike
აუცილებლად. თუმცა, სამწუხაროდ, ვერ შეგპირდები, რომ ეს მალე მოხდება. :)
LikeLike
ოლ რაიტ!
LikeLike
რა გემრიელი პოსტია :)) სიამოვნებით დავაგემოვნებდი, ფონდიუ ტობლერონი განსაკუთრებულად მომეწონა :)
LikeLike
შენ ტკბილეულის მოყვარული ყოფილხარ…. მე მდნარ ყველს ვირჩევდი. ხორცის პატარა ნაჭრებთან ერთად :(
LikeLike
კი ჩემი ცუდი ჩვევაა ტკბილეულის სიყვარული :) ხორცის უყვარულობა :))))
LikeLike
პირველი მშვენიერია და მეორეში მხარს ვერ აგიბამ :( სამაგიეროდ, როკერმელომანი გამოჩნდება და გაუხარდება :)
LikeLike
ოჰ,რა მსუნაგი ხარ :) :)
LikeLike
არ მკითხო, ნატალია :)
LikeLike
გასაკვირი არავისთვის იქნება თუ დავწერ რომ გონების დაბინდვამდე მომინდა :)
LikeLike
გასაკვირზე მეტად, სასიხარულო იქნება ჩემთვის :) კარგი პოსტი დამიწერია :)
LikeLike
არა შოკოლადითა ხოლო ცხონდების კაცი :)
დანარჩენი რაც ფბ-ზე დავწერე :)
LikeLike
და Dixi კიდო :)
LikeLike
ამაზე შეკამათების სურვილი არვის ექნება, ამიტომ დიქსის გარეშეც შეიძლება ;)
LikeLike
შოკოლადი მასაც უყვარს, ვინც დარწმუნებულია, არ მიყვარსო – ერთი ცოცხალი კლასიკოსი ბრძანებდა თავის ოპუსში.
LikeLike
სასწრაფოდ გავრბივარ სამზარეულოში… ფონდიუ თუ არა, რაც მომეპოვება, ის მაინც ავითვისო : ))
LikeLike
:))))) თან, ზუსტად სადილობის დროა :))
LikeLike
მთელი დღეა გვერდს ვუვლიდი, შორიდან ვყლაპავდი ნერწყვებს :(( ახლა ვისადილე და მშვიდად წავიკითხე, თუმცა ამაზე უარს მაინც ვერ ვიტყოდი :))
პ.ს. მგონი დაგვითბა კიდეც ;)
LikeLike
ამაზე უარი როგორ ითქმება :)
კი, აშკარად დათბა….
LikeLike
კარგი კულინარის იმიჯი შეიქმენი.
ცოტა მოფარებულში მაინც დასხედით, სუნი მეცა :)
LikeLike
კულინარზე მეტად, ალბათ, გურმანის.
LikeLike
მეც მაქვს ჩემი ფონდიუ :) ოღონდ არ ვიცოდი ფონდიუ თუ ერქვა :)
ლობიოს ვხარშავ, ოღონდ ისეთს რომელიც ლაბს იკეთებს, სქელ წვენს, რომ მოიხარშება ძველს პურს ჩავყრი, ცოტა ხანს კიდევ გავაჩერებ ცეცხლზე, დავამატებ ბევრ მწვანილს და სუნელებს და იიიფ იიიფფ.
თბილია, ნოყიერი, გემრიელი, მარტივი და არაერთფეროვანი :)
LikeLike
ვაიმე, რა გემრიელია :) მაგას იმერული, კნაწუნა ჭადიც მიუმატე, მწვანე ხახვი, ოდნავ ტყემალი, სულგუნის წველა და ფონდიუ არც გამახსენდება :)))))
LikeLike
ნუ ახლა ეგ მეფური სუფრაა, ჩმა (ჩემი მოკრძალებული აზრი IMHO) :))
LikeLike
ჩმა :) მშვენიერი ანალოგია :))
LikeLike
me ki arasodes damaviwydeba, rom fondou pirvelad molly bloom-is verandaze davagemovne :)
LikeLike
არ არსებობს :) მანდაც არ გაგისინჯავს?
LikeLike
რა კარგია მოლი, თან გარეთ მშვენიერი ამინდია და ზუსტად ვერანდაზე ყოფნის და ასეთი გემრიელობის დაგემოვნების დროა! :))
LikeLike
ამინდმა აშკარად გაგვიმართლა :) ზუსტად, ფონდიუს ჭამის დროა :)
LikeLike
კინოებში გამოგია ეს კერძი და ახლა შენთან გავსინჯე! <3 ჰმმ.. ისე დღეს საკმაოდ დათბა! :პლედისგვერდზეგადადება: აგერ სოფიმ თუ თეფშები გაგიტეხა შემდეგზე მე მოგეხმარები და პირობას ვიძლევი არაფერს გავტეხ! :დ უფ წავალ რამეს შევჭამ! :შიმშილისგრძნობა:
LikeLike
შევთანხმდით, მარიშკა – შემდეგი წვეულებისთვის შენ მეხმარები :) და გემრიელად ივახშმე დღეს :)
LikeLike
:ხელისჩამორთმევა: ამ საღამოს მთლად ფონდიუს ვერა, მაგრამ “იტალიურ” მაკარონს შევექეცი! :P
LikeLike
შავი პურის ყუაზეც თანახმა ვარ :(
LikeLike
ვაიმე მოლი.. გულით შემეცოდე! :( ლორდმა კიდე ახლა დადო კარგი ღომის სურათი! :დ
LikeLike
ვნახე ის ღომი :))
LikeLike
ვახ საინტერესოა. არასოდეს გამისინჯავს. ნამდვილად გემრიელია?
LikeLike
უგემრიელესია!
LikeLike
გამდნარ ყველზე ვგიჟდები, ათას მეთოდს ვიგონებ, რომ რაღაც მოვუხერხო ხოლმე :)
პირველი სურათი კი რა გემრიელიააააა… ისე, გამდნარ ყველს კარტოფილიც არანაკლებ უხდება, იფ!!!
LikeLike
პირველი სურათი ჩემი თანთია :( მანდ, ახალი კარტოფილიც არის და ეგ სულ მკლავს :(
LikeLike
ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ გამიხარდა, დაგემოვნების საშუალება რომ მომეცა. ისე გემრიელად იყო მომზადებული, მეგონა გამყმარი ყველი არ ჰქონდა (ვერ ვიტან) :დ
კი დააგემოვნებდა ისე, კაცი. არასდროს გამისინჯავს :(
LikeLike
არც გამხმარი სულგუნი გიყვარს?
LikeLike
არ მიჭამია. გამომშრალი კი, ოღონდ მაცივარში. ყველეული ძალინ მიყვარს და რძის პროდუტები, მაგრამ მზეზე გამომშრალ ყველს ვერ ვჭამ. ხალამის ე.წ. ,,საყველიერო ყველზე” ვგიჟდები :)
LikeLike
სამაგიეროდ, მე ხალამი არ გამისინჯავს :( არადა, ყველი, ალბათ., ყველაზე მეტად მიყვარს.
LikeLike
თიხის დიდ ქოთანში აგროვებენ ხოლმე, ბნელ ადგილას წვენში. გექნება ნაჭამი. ზემო იმერეთში ვჭამდი უპურ-მჭადოდ ბევრს :დ და მერე ბევრ წყალსაც ვსვამდი :დ არა მგონია, რომ არ გქონდეს გასინჯული მაინც.
ჩემები ემალის ქვაბში აგროვებდნენ, მაგრამ მაინც გემრიელი იყო :დ
LikeLike
შესაძლოა… ოღონდ, მე უფრო მეგრული, აჭარული და მთის ყველის სპეციალისტად ვითვლები :)
LikeLike
მე იმერულ ყველს და მეგრულ სულგუნს ვერ გავცდი. რამდენჯერმე იტალიურიც დავაგემოვნე, ოღონდ სახელი არ ვიცი. მგონი მწვანილებით იყოა შეზავებული თუ რა იყო არ ვიცი. დაობებულიაო მითხრეს, მაგრამ ისეთი გემრიელი იყო, ობის ვერაფერი შევატყვე :დ
ჰო, კიდე თურქული მაქვს ნაჭამი, ოღონდ რაღაცნაირად პაკეტრებული იყო და დაძველებული უფრო გემრიელი მეჩვენა :დ (ეს ბავშვური ექსპერიმენტები ვერ მოვიშალე) :დ
LikeLike
იტალიური ყველის სპეციალისტი თამარაა. მოცარელა გასინჯა და სულგუნს ჯობიაო :) მე ჰოლანდიურიც ძალიან მიყვარს და შვეიცარიულიც. ფრანგული და დაობებული – როკფორი ანუ, ჯერ არ გამისინჯავს.
LikeLike
არა, მასე შორს ვერ ვარ წასული, მაგრამ ფინანსურად ცოტა რომ გავიზრდები, დარწმუნებით ვიცი, მაცივრის ორ თაროს ყველეულს დავუთმობ, სხვადასხვა ჯურისას :დ
LikeLike
რაც არ უნდა დიდი ოდენობით ყველი მომეძევებოდეს შინ, მაინც მეცოტავება…
LikeLike
:) არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ სადღაც წავიკითხე თუ მითხრეს არ ვიცი, ნარკოტიკულ ნივთიერებას შეიცავსო. მგონი ერთ-ერთმა ლექტორმა თქვა ლექციაზე. ყველის დიდი მოყვარულია და ლექციებს რომ მიტარებდა, ყველზე ჩამოვარდა საუბარი. ისეთი აღტაცებით საუბრობდა, მეგონა წინ მედო და ამიტომაც მივაწერე მას ახლა, შეიძლება :დ
LikeLike
ერთადერთი ნარკოტიკი ყოფილა, რომლის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს :) პირიქით, სტაჟიანი მომხმარებელი ვარ :)
LikeLike
აუ, კარგად გავიხსენებ, იმედია, ჩავიწერე სადმე იმ ნარკოტიკის სახელი :დ დაშტერებული კი ვუსმენდი და სადღაც მაინც მივაჯღაბნიდი :( (თუ ნამდვილად ლექტორი იყო) :დ
ფრანგებმა აღმოაჩინესო. ხომ იცით, მათ როგორი დამოკიდებულება აქვთ საჭმელებთანო :)
LikeLike
თუ გაიხსენებ, მეც გამაგებინე. დამაინტერესა ფრიად.
LikeLike
კი, აუცილებლად. დავივლი ამ დღეებში წიგნების სანიშნებს და ჯგუფელებს :დ
LikeLike
შევთანხმდით :) მადლობა წინასწარ :)
LikeLike
არაფრის, იმედია გავიხსენებ. ყველის ბრალი იყო აშკარად ჩემი დაშტერება :(
LikeLike
:)))) ასე იცის გარდარეულმა სიყვარულმა :)))
LikeLike
კაზომორფინი მაქვს ჩანიშნული ნარინჯისფერყდიან ბლოკნოტში და იმედია ესაა.
ხასიათის გაუმჯობესებას იწვევს და ამიტომ დაინტერესებულმა ფრანგებმა ძირებში ჩასდიესო :დ
LikeLike
გაიხარე! :) მოვიძიებ ხვალ ინფორმაციას.
LikeLike
მეც შევეცდები, ხვალ კარგად დავაზუსტო. ერთი ორი ბავშვი მეგულება, ვინც უნდა იცოდეს :დ
LikeLike
ოღონდ ნამდვილი გამხმარი, ისეთი კი არა, გარედან ყავისფერი რომ არის და შიგნიდან რძე მოსდის :)
LikeLike
სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული :) ჩემი დიდი ბებია აკეთებდა. ეჰ :( ნამდვილი ორიგინალი იყო :)
LikeLike
მაგას შებოლილ სულგუნს არ ეძახიან, თამარა, თუ მეშლება?
LikeLike
კი, შებოლილსაც ეძახიან.
LikeLike
ჰო, მაშინ ეგ ვიცი, ოღონდ ძალიან გამომშრალი არ მიჭამია :)
LikeLike
გუშინ მთელი დღე ამ ფონდიუზე ვყლაპე ნერწყვები და ლორდმა ყველა სამზარეულო სიაფანდიაო,მერიოტში კი მართლა მივდიოდო მაგრამ აბა თქვენ გადამაგდეთ და მეგობრებმა კიდევ ფონდიუ რა საჭმელია გვშიაო :D
LikeLike
შემდეგ პოსტს მდოგვის უთხელესი ფენით დაფარულ შავი პურის ყუაზე, ლორის ნაჭერზე, მწვანე წიწაკაზე და ალყა-ალყად დაჭრილ ხახვზე დავწერ. ესეც ძალიან მიყვარს. იმედია, მეგობრები არ დაგიწუნებენ.
LikeLike
ვერ ვიტან მდოგვს.გახუხულ შავ პურზე ნიორი იიფ და სანელებლინი სოუსი.მაგასაც დაიწუნებენ,ვივა ქართულ სამზარეულოსო(
LikeLike
დაიწუნებენ და დაიწუნონ :) ხალხი აგერ ბისეტს და ვეფხისტყაოსანს იწუნებს და რა ვიცი, კი ვართ მშვიდად.
შინ ქართული სამზარეულოს გენიოსი მყავს. აჭარულ ხაჭაპურს ორი ყველით აკეთებს. სულგუნის და იმერულის ნაზავით.
LikeLike
გამანებე თავი((
LikeLike
მსოფლიოს ქვეყნების სამზარეულოების სერია ვუყიდე ახლა და მთელი დღეები რაღაცებს იწერს და ინიშნავს :) ისე, დაბეგვილი ხორცი შვეიცარიული ყველით ხინკალზე ნაკლები არაფრით არის :) თუ, რა თქმა უნდა, პატრიოტულ მოსაზრებებს არ გავითვალისწინებთ.
LikeLike
როდის მორჩები ჩემ წვალებას)) დაბეგვილი ხორცი გამდნარი ყველის სანელებლიანი სოუსით უნდა ნახო შენ.
LikeLike
სოუსით არ გამისინჯავს :) ჩემთან, ხორცი და ყველი ერთ მასად იწვება :)
LikeLike
ვალად მაქვს თეფშები :) გამდნარი ყველი? თქვენის პატივისცემით აუგს არ ვიტყვი არაფერს, ისე წავალ, ჩემით :)
LikeLike
:))) შენ მაგაზე არ იდარდო :) მოიცა, ყველსაც უარობ? :( რა ვქნა ახლა… ბოსტნეულის რაგუზე ხომ არ დაგპატიჟებთ ვერანდაზე? :(
LikeLike
მოგიწევს მოლი :) ჩაი, გახუხული პური, ბოსტნეული და ხილი :) სხვა არაფერს ვჭამ, ბოდიში ასეთი პრეტენზიულობიზა მარა რაი შემიძლიან :)
LikeLike
როგორ ძლებ ბოსტნეულზე :((
LikeLike
მე, როგორც ყოველთვის, უნდა დავაგვიანო ასეთ გემრიელ შეკრებებზე :( არა, მართლა რა მაგარი რამე ჩანს! შენი არ იყოს, მოლი, ტკბილეული იქით იყოს და, მეც ტრადიციულ ფონდიუს ვარჩევდი :)
LikeLike
უგემრიელესია, მემე :) და ტაბლერონს ნამდვილად ყველის ფონდიუ მირჩევნია.
LikeLike
როგორც ყოველთვის პოსტი უგემრიელესია!!!!
LikeLike
შენისთანა კულინარის შექება ორმაგად სასიამოვნოა :)
LikeLike
:) დიიიდი მადლობა
LikeLike
დიდი სიამოვნებით გეახლებოდით ახლა ფონდიუს. თქვენი არ ვიცი მაგრამ მე სახლში გაკეთებული ყველას მირჩევნია :))
LikeLike
შინ გაკეთება არ მიცდია არასოდეს…
LikeLike
სამწუხაროდ ჭურჭელი აღარ მაქვს თორემ აუცილებლად გავაკეთებინებდი და მოგიპატიჟებდი ^^
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
ფონდიუ კი არა, ამ ცოტა ხნის წინ ერთ ბლოგზე წავიკიტხე გშავური კერძის შესახებ, რომელიც ძალიან ჰგავს ამ ჩვენ ფონდიუს :) ოღონდ ის დაობებული ხაჭოსგან მზადდება, იგივე რეცეპტით. გადნობამდე მისი მიყვანა და პური :) მაგრამ რაც უნდა იყოს მაინც გემრიელი იქნება. მიყვარს ყველი. ვაიმე როგორ მშია. დღეს საუზმე ვერ მოვასწარი :(
LikeLike
ძალიან რომ გშია ესეთი პოსტები არ უნდა იკითხო
LikeLike
მეც თუ დამპატიჟებ ოდესმე შენს ვერანდაზე გაითვალისწინე ძალიან ხელმარცხიანი ვარ და ყვლაფერს ვლეწავ ვინმე სოფისი არ იყოს.
LikeLike
სავერანდე პოსტებს, როგორც წერი, სასტიკად მშიერი ვწერ ხოლმე. ჰოდა, წარმოიდგინე, რა დღეშიც ვვარდები.
მეც ხელმარცხიანი ვარ :)) შენ სოფის არ იცნობ? როკერმელომანი. ჩემი მეგობარი, უმაგრესი გოგო და ღრმად საინტერესო ბლოგის მეპატრონე.
LikeLike