ასეთი მოუთმენლობით თებერვალს პირველად ველოდი. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ხეში წყლის ჩადგომა და გაზაფხულის სურნელი მენატრებოდა – ერთი სული მქონდა, ხელმეორედ როდის შევხვდებოდი ბავშვობისდროინდელ, მაგრამ გაზრდილ და დასერიოზულებულ კალესა და პეპის. ჯერ კიდევ მახსოვდა, ზაფხულში ერთად რამდენი ფათერაკი გამოვიარეთ.
ჰოდა, ეს დროც დადგა – “მილენიუმის“ მეორე წიგნი გამოსვლისთანავე ვიგდე ხელთ და ჩემი მარტოსული, მიუსაფარი, პირსინგიანი და თმააჩეჩილი გრძელიწინდა “სანელებლების კუნძულზე“ – გრენადაზე დამხვდა ოკეანის პირას, პლაჟზე მონებივრე, “მათემატიკურ განზომილებებში“ ჰქონდა ცხვირი ჩარგული. ცოტა წავიჭორავეთ – ვმოგზაურობდიო, მითხრა. გვადელუპეზე, სენტ–ლუსიაზე და დომინიკაზე ყოფილა, ვიღაც მომაბეზრებელი ხულიგანისთვის აგურიც უთავაზებია თავში (გაუჭირდებოდა, მე თქვენ გეტყვით), ევროპაშიც უსეირნია ცოტა ხანს, პატარ–პატარა, ინტიმური პრობლემებიც მოუგვარებია… ისიც შევატყვე, არამზადა ვენერსტრომის მილიონებიდან კარგა ბლომად ჰქონდა კიდევ დარჩენილი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, შვედეთში დაბრუნებულმა ლიზბეთმა იმარჯვა და დაუყოვნებლივ ხათაბალაში გაეხვია, თანაც როგორში – ამის შესახებ უკვე სტიგ ლარსონი მიამბობდა. მართალია, ცოტა ბევრი ლაპარაკი უყვარს და უამრავ უსარგებლო დეტალზეც მიყვება ხოლმე, მაგრამ ისეთ ინტრიგებს ქსელავს, ყურს და თვალს მაინც ვერ მოსწყვეტ. რამდენჯერმე კი შევუძახე, დაივიწყე, რომ ჟურნალისტი ხარ და ფაქტების მშრალად გადმოლაგებას მოეშვი–მეთქი, თუმცა, გულახდილად უნდა ვთქვა, სასაყვედურო არაფერი მქონდა – ჯერ მარტო იმის გამო დავრჩი კმაყოფილი, ერთ საარაკო ნაძირალას რომ გააფრთხობინა სული, რომელზეც ჯერ კიდევ ტრილოგიის პირველი ნაწილიდან ვილესავდი კბილებს. მერე მოდგა ეს ჩვენი ლარსონი და, როგორც სჩვევია, ოსტატურად გადახლართა ერთმანეთში სალანდერის წარსული, სკანდალურ წიგნზე მომუშავე წყვილის მკვლელობა, ტრეფიკინგის ინდუსტრიის შემზარავი ამბები, რუსი ჯაშუშის ისტორია და შიგადაშიგ ჰიპერსექსუალურ კალეზეც გვიამბობდა რაღაც–რაღაცებს. ისე, ჩვენში დარჩეს და ორმოცს გადაცილებული კაცი ცოტა უფრო სერიოზულად უნდა იქცეოდეს – ხანდახან ღრმად პატივცემული ბლუმკვისტი ჰორმონებით თავგზააბნეულ მოზარდს წააგავს და ნერვებს მიშლის. რა ვქნა, ლიზბეთი მეცოდება, თორემ მიქაელის სასიყვარულო თავგადასავლებს რას დავეძებ…
ერთი კი ვუთხარი ლარსონს – მეტისმეტად ბევრი, არატრადიციული თუ ტრადიციული სექსი ხომ არ არის ამ ამბებში–მეთქი, მაგრამ ისეთი შემომიბღვირა, მტრისას – შენო, რა გესმისო, ამით ათასნაირი სულიერი ჭიდილის, მარტოობის და ტკივილის გამოხატვას ვცდილობო. მეც მხრები ავიჩეჩე და შევეშვი, აღარ მითქვამს, შენი პერსონაჟების ამგვარი განურჩევლობა მსგავს საკითხებთან, ცოტა არ იყოს, დისკომფორტს მიქმნის და იქნებ ეს ჭიდილი და ფორიაქი როგორმე სხვა ხერხითაც აღგეწერა–მეთქი. ახლა ვიღაც უცხვირპირო ფსევდომორალისტი ნუ გეგონებით – არამც და არამც! მაგრამ, მომკალით და, ბატონი ლარსონი ფროიდს ენათესავება რაღაცით. ბისექსუალი სალანდერი, მეტისმეტად ენერგიული ბლუმკვისტი, უცნაური სასიყვარულო სამკუთხედი, ერიკა ბერგერის ქმარი იობის მოთმინებით – ზედმეტად ცხარე სანელებლები მგონია და რა ვიცი… არადა, თვითონ კერძი უდავოდ გემრიელია – თითებს ჩაიკვნეტ.
ძალიან რომ არ მოგაბეზროთ თავი და პირველი წაკითხვის სიამოვნება არ ჩაგიშხამოთ, ბევრს აღარ ვიქაქანებ. ლიზბეთმა კი წამიქიმუნჯა რამდენჯერმე – ჩემს მოხერხებულობასა და სიმამაცეზე კიდევ თქვი ორიოდე სიტყვაო, მაგრამ, მოდი, დანარჩენი სიურპრიზად დავტოვოთ და, საგის უკანასკნელი ნაწილის ქართულ ენაზე გამოსვლამდე, უკვე თარგმნილი წიგნებით ერთად ვისიამოვნოთ.
P.S. გასულ ზაფხულს, პაპანაქება აგვისტოში, დრაკონის ტატუიან გოგონაზე პირველ პოსტს რომ ვწერდი, არც ბლოგერების კონკურსის შესახებ ვიცოდი რამე და ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ გამარჯვება მხვდებოდა წილად. ასეთი ფანტასტიკური სიურპრიზი, ვისაც გნებავთ, იმას დატოვებს გაოგნებულს და არც მე ვარ გამონაკლისი. ისღა დამრჩენია, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას და ჟიურის წევრებს გულწრფელი მადლობა მოვახსენო.
გემრიელად წერ – გაგიჭირდებოდა, მე შენ გეტყვი :))))
LikeLike
ჰეჰ :) მწერალი რომ მოგიწონებს ნაწერს, განსაკუთრებით სასიამოვნოა :)
LikeLike
ამას რომ მეუბნები, პატარასავით ვწითლდები :)
LikeLike
მე მეამაყება, აქაურობას ის მწერლები რომ სტუმრობენ, რომლებსაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ :)
LikeLike
არ მქონდა აქამდე წაკითხული. ვერ მოვწყდი.
LikeLike
როცა მორჩები კითხვას, შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაიზარო :)
LikeLike
კიდევ ერთხელ გილოცავ, უკვე ბლოგზეც და ეს მეორე ჯერ არ წამიკითხავს ისე აღწერე მოლი, რომ დარწმუნებული ვარ მომეწონება :)
LikeLike
პირველი თუ მოგწონს, სანდრო, მეორე კიდევ უკეთესი მგონია…
LikeLike
კიდევ ერთხელ გილოცავ. პოსტი, როგორც წესი, საინტერესოა :)
LikeLike
მადლობა, კატერინა :)
LikeLike
როგორ მინდა წაკითხვა :შ
პოსტი, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგია ^^
LikeLike
სენქს ე ლოთ!
LikeLike
არა რა, გაზრდილი პეპი და კალე როგორ არ უნდა გავიცნო :) თან ეს წუთია პრატჩეტი დავამთავრე, პოსტიც, როგორც ყოველთვის, მომეწონა – ე.ი. ხვალვე ვიწყებ ტრილოგიას :D
LikeLike
დისკოს სამყაროს ორივე ტომი მორჩი? მერე პოსტი არ უნდა მიუძღვნა?
ტრილოგიის შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაიზარო, ნათია.
LikeLike
ორყვავილას ამბები უკვე მზად არის :) ლარსონზეც დავწერ მერე ერთ-ორ სიტყვას…
LikeLike
აუცილებლად! ორივეს პერსონალური პოსტი ეკუთვნის.
LikeLike
მოლ, აქაც გილოცავ :)
წიგნს რაც შეეხება, ალბათ, ყველა რომ გამოვა, მერე წავიკითხავ სამივეს… პოსტი კი ძალიან კარგია :) ცხარე სანელებლებზეც დაგეთანხმები, დიდი ვარაუდით :)
LikeLike
იცი, რაშია საქმე, თამარა… ცხარე სანელებლებზე აბსოლუტურად გულწრფელად დავწერე, ოღონდ, ეს მაინც მხოლოდ ჩემი იმპრესიაა და მეტი არაფერი. დარწმუნებული ვარ, წიგნი ამ სანელებლების გარეშე არაფერს დაკარგავდა. თუმცა, ერთი მკითხველი რას ფიქრობს, მნიშვნელოვანი მარტო იმ ერთი მკითხველისთვისაა.
ტაქტიკა ფრიად სწორი შეგირჩევია. არც მე ვეკარები რუსულ და ინგლისურ თარგმანებს და ქართულს ველოდები.
მადლობა დიდი :)
LikeLike
კიდევ ერთხელ გილოცავ!
მიდევს სახლში და შაბათიდან ვიწყებ. თუ ხვალ საღამოდან :)))
უფრო სწორად, ორი თავი მაქვს უკვე წაკითხული და მოუთმენლად ველოდები დროს.
როდის დავაცხრები ერთი სული მაქვს.
LikeLike
დრო მთავარი პრობლემაა :( თან, მე შენ გეტყვი, თხელი წიგნია, ორ საათში რომ მოერევი…
თუ დამიჯერებ, წინ სიამოვნება გელის და პოსტსაც ველოდებით.
LikeLike
კი, მჯერა. ჯერ კიდევ პირველმა ორმა თავმა მასიამოვნა ძალიან. თავისი ბავშვურობა და ჩვევები რომ არ დაუტოვებია პირველ წიგნში :დ და მათემატიკით გატაცებისგან რაღაცა არაჩვეულებრივს ველოდები ფინალში :დ
პოსტი ალბათ იქით კვირაში იქნება. იმედია მოვერევით :დ
LikeLike
მათემატიკით გატაცება ძალიან კარგი მიგნება და ლიზბეთს რომ უხდება, ისეთი შტრიხი მგონია მე. ძალიან მომეწონა.
გაზრდას რაც შეეხება, ლისბეთი, რომც დაბერდეს, მაინც პეპი იქნება… ასეთი გოგონები, საბედნიეროდ, არ იზრდებიან და მომხიბვლელობასაც არ კარგავენ.
LikeLike
ჰო, ძალიან მოუხდა. გენიოს მათემატიკოსზე გამახსენდა ფილმი. სამწუხაროდ, არ მახსოვს ფილმის სახელი. თავისუფლებისმოყვარეობით ძალიან ჰგავს ლიზბეთს. როგორც კი ბლუმკვისტმა მის ფოტოგრაფიულ მეხსიერებაზე მიუთითა, მაშინვე იმას დავუკავშირე და ახლა მათემატიკაც :დ
LikeLike
რაღაც მეც მახსენდება ბუნდოვნად. შემოვა თეო და გვეტყვის.
უზუსტესი შტრიხია მათემატიკა. თან, სწავლის სიყვარული (ბავშვობაში საშუალება არ ჰქონდა და ახლა დაიწყო), თან მისი ჰაკერული ბექი.
LikeLike
იმედია, ჰაკერობას ისევ განაგრძობს. ხო, თეოს ეცოდინება. გამრავლების ტაბულის სწავლა მომეწონა- პირველ თავშია მგონი ეგ :დ
LikeLike
კი, მანდ არის და გამეღიმა მეც:)
LikeLike
მოლი გილოცავ გამარჯვებას:) ეგრევე გავიგე, როგორც კი კაფეში გამოაცხადეს გამარჯვებული, მეგობარმა დამირეკა შენმა ფავორიტმა გაიმარჯვაო :)
LikeLike
მადლობა ორივეს – შენ და მეგობარს :)
ფავორიტი შევიფერე :)
LikeLike
გილოცავ მოლი:), რა თქმა უნდა ძალიან კარგი პოსტია:) ცხოველი ინტერესი გამიღვიძა :)))))
LikeLike
მადლობა :) მეც ჩემი მკითხველის დაინტერესება მინდოდა ყველაზე მეტად.
LikeLike
გუშინ ავიღე ხელფასი და ზეგ ვიყიდი.. აბა დღეს და ხვალ აქ ვარ გამოკეტილი და რა ვქნა :(
ვერ წარმოდიგენთ როგორ მეჩქარება წაკითხვა, გამოგიტყდები მოლი, ვიცი რომ შენ პოსტებში ზედმეტს არაფერს და მკითხველს მთავარ ამბებს არ უყვები ხოლმე, მაგრამ მაინც ცოტა ზერელედ გადავიკითხე პოსტი, არ მინდა რამე წინასწარ დავიჭირო :))) თუმცა ერთს კი მივხვდი, ჯამში იმედია მაინც არ გაუცრუებია დეტექტივს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია :)
LikeLike
ზედმეტი მართლა არაფერი მითქვამს, ჭიამაია… იმედიც ნამდვილად არ გამიცრუა. წაიკითხე და მერე ერთი პოსტი შენზეა :) თუ მოგეწონება, აუცილებლად დაწერე.
LikeLike
აუცილებლად : )
LikeLike
ველით პოსტს :)
LikeLike
დავსწერე :)
და ხვალ გამოქვეყნდება. scheduled for tomorrow 09:00
LikeLike
მშვენიერია. ხვალ გავიღვიძებ და წავიკითხავ :)
LikeLike
გამოსვლისთანავე მეც ვიყიდე :) ჯერ არ დამიწყია, ისედაც 2 წიგნს ერთად ვკითხულობ, მოვრჩები და ამას დავიწყებ :)
პოსტი ფანტასტიურია ეზ იუჟუალი :)
LikeLike
მეც მიყვარს ორი წიგნის ერთად კითხვა :))
LikeLike
სულ ეგრე ვარ მე :) ვითომ ასე უფრო მეტს მოვასწრებ :)
LikeLike
შენ პოსტებს რომ ვკითხულობ ლამისაა ყველაფერი დავყარო და სახლში გავიქცე ხოლმე დაუყოვნებლივ :)
მე კი ჯერ “გოგონა დრაკონის ტატუთი”–ც კი არ წამიკითხავს, რაღაც სხვანაირ განწყობას ველოდები, თუმცა ამის წაკითხვის შემდეგ მგონი შაბათ–კვირას არ გადაავცილებ :)
LikeLike
ანუ, ორმაგი სიამოვნება გელის წინ… ვერი ნაის.
ისე, ყოველთვის ვამტკიცებდი, ნებისმიერ წიგნს (ყველაზე გენიალურსაც კი) სათანადო განწყობა სჭირდება მეთქი და ა, ბატონო. მართალი ყოფილა.
იმპრესიების გაზიარება არ დაიზარო :)
LikeLike
განწყობა აუცილებელი ფაქტორია :)
LikeLike
და ზუსტად ამისთვის არის შექმნილი “ქინდლი”. გადაათვალიერებ მენიუს და რის ხასიათზეც იქნები, იმას აარჩევ…
LikeLike
მომილოცავს ახალი ქინდლი.
ხშირად მინდა დავაკომენტარო შენს ბლოგზე, მაგრამ ყოველთვის იმდენი ხალხია :)
LikeLike
მადლობა :)
ბევრი ხალხი, ბევრი კომენტარი და ბევრი ლაიქი პოსტის ბოლოს ჩემი სიამაყეა და ძალიან მახარებს… დავიჯერო, დისკომფორტს ჰქმნის?
LikeLike
ალბათ პოტენციურ განმეორებადობას. რამე ”სხვა” უნდა მოვიფიქრო ხოლმე :)
LikeLike
გასაგებია :) “ჩუმი” მოწონების ფორმად ვორდპრესს ლაიქები აქვს, პოსტის ბოლოს, სტუმრების გრავატარების სახით. მეტი უკვე აღარ ვიცი…
LikeLike
იმედია მალე მაღირსებენ და იყიდიან ჩემები!
კიდევ ერთხელ გილოცავ! ხო გამიხარდა, რომ შენ მოიგე, მაგრამ კიდევ უფრო გამიხარდა რომ ღირსეულად მოიგე! :)
LikeLike
უღირსად მოგებას ისევ წაგება ჯობია, ცოტნე :) მადლობა :)
LikeLike
კი ნამდვილად! მართლა ყველას ჯობდა შენი პოსტი! ;)
LikeLike
ძალიან მიხარია, რომ ჟიურიმაც ასე ჩათვალა :)
LikeLike
მეც! :)
LikeLike
ავტორი, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა :)
LikeLike
ლარსონი – უდავოდ :)
LikeLike
არა მოლ, შენ, შეეეენ :დ :*
LikeLike
გავიბადრე :)
LikeLike
ჰომ,ეს ორივე წიგნი მაქვს.ისღა დამრჩენია პირველ დროზე მოვრჩე,რომ მეორეც დავიწყო. :)
პ.ს.გილოცავ,მოლი. :*
LikeLike
აჰ, პირველს უკვე კითხულობ? მშვენიერია…
მადლობა, ანა :)
LikeLike
კი,კი ვკითხულობ.მაგრამ შუაში ვარ გაჩხერილი. :)
LikeLike
დიდი წიგნია…
LikeLike
მე ეს ნაწილი ყველაზე მეტად არ მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ტრილოგიისთვის. როგორც შენ აღნიშნე, ბევრი ისეთი დეტალია, რომელიც აშკარად ზედმეტია ნაწარმოებში. ეს კი რაღაც ვარიანტში, კითხვის ტემპს აგდებს. მსგავსი რამ პირველ ნაწილში არ იგრძნობოდა.
p.s. ქართულად როგორი თარგმანია? კარგია?
LikeLike
“უსარგებლო” დეტალები ტრილოგიის ტკივილია ( ნუ, ჯერ ორი წიგნი წავიკითხე და როგორც ჩანს, მესამეშიც ასე იქნება… ლარსონმა ჟურნალისტობა აშკარად ვერ გადადო გვერდზე… მე ასე მგონია, მხოლოდ რომანს არ წერდა. აქედან, ასეთი დეტალიზაციაც.
თარგმანი ხარისხს ინარჩუნებს, თუმცსა, სიმართლე რომ ვთქვა, ოდნავ ნაჩქარევად გაკეთებული მეჩვენა. უკეთესადაც შეიძლებოდა.
LikeLike
გადაწყვეტილია, უნდა წავიკითხო :)
LikeLike
ორივე ხელით გეთანხმები :)
LikeLike
ქინდლს გილოცავ
პოსტი გემრიელია, რუსას თქმის არ იყოს და მაიძულებს სასწრაფოდ დავამთავრო რასაც ახლა ვკითხულობ და მერე ეს წიგნი ჩავიგდო ხელში : )
P.S. წინა კომენტარში სიყვარულს გიხსნიდი თითქმის და წამეშალა
LikeLike
მადლობა :)
ოჰ, ეს ჭირვეული ვორდპრესი :((
LikeLike
ვაიმე მოლი როგორც იქნა დავბრუნდი შენს სამფლობელოში! რა კარგი პოსტები დამხვაა!! ბევრი პოსტი მაქვს წაკითხული ამ წიგნზე, მაგრამ მხოლოდ შენმა პოსტმა გადამაწყვეტინა ხვალვე გამოვართვა ეს წიგნი ჩემს ბიძაშვილს! :დ სხვა ყველა წიგნს გვერძე გადავდებ!
LikeLike
ამ წიგნზე, მარიშკალია? თუ პირველ ნაწილზე?
ველქამ ბექ :)
LikeLike
ჯერ პირველ ნაწილზე და მერე მეორეც იქნება! :დ ჰეპი თუ ბი ჰირ! :დ
LikeLike
კი, აწი ნელნელა წამოვა მეორეც.
გლეხის ბიჭს აქვს მშვენიერი პოსტი მეორე ნაწილზე.
LikeLike
აუცილებლად ვნახავ! :)
LikeLike
:) როგორც ყოველთვის-შესანიშნავია! გამარჯობა :)
LikeLike
მადლობა ნატალია, დილა მშვიდობისა და ველქამ ბექ! :)
LikeLike
ისე ტრილოგიის შვედურ მიმოხილვებში ვნახე – ეს სტერეოტიპი შვედებზე მცდარიაო და ლარსონი ტყუილად უწყობს ხელს მის გამყარებასო. სინამდვილეში შვედები სიყვარულში ერთგული და ტრადიციების მიმდევარი ხალხი ვართო. და ერეიკა ბერგერები აქ ძალიან ცოტააო. :)
იქ კიდევ სხვა რამეებიც წავიკითხე შვედეთზე.. პოსტის დაწერა მომინდა… მაგრამ, არ გავთქვავ წინასწარ. ;):)
LikeLike
[…] […]
LikeLike
ვაიიი ძალიან ჩამორჩენილი ვარ მე ამ მოვლენებს და მეც ამიხსენი რა მოლი რა ხდება? მეც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ თუ კი რამე არსებობს გაზრდილ კალეზე და პეპიზე :(
LikeLike
სტიგ ლარსონის ტრილოგიაა, თაკლინე. ორი მთავარი გმირი ჰყავს – ჟურნალისტი მიქაელ ბლუმკვისტი და ჰაკერი ლიზბეთ სალანდერი,,, გაზრდილი კალე და პეპი :))
ქართულად ჯერჯერობით, ორი წიგნი ითარგმნა. ეს მეორე წიგნზე დაწერილი პოსტია. პირველის ბმული აქვე, პოსტსკრიპტუმში დევს. “სტიგ ლარსონი – ჩრდილოეთის ვირუსი” ჰქვია.
LikeLike
უიიი დიიიდი მადლობა :) როგორც ყოველთვის სასარგებლო, სასიამოვნო და საინტერესო პოსტისთვის
LikeLike
დევინ ფინჩერის ფილმი გეცოდინება აუცილებლად. დენიელ კრეიგი კალეს როლში და უსაყვარლესი ლიზბეთი – რუნი მარა <3
LikeLike
არც ეგ ვიცი :(
LikeLike
dzalian momcons oerive nacili, moutmenlad velodebi mesames…..
LikeLike
მეც მომწონს და მეც ველოდები, ნანკა :)
LikeLike
მიუხედავად იმისა რომ ეს წიგნი ჩემთვის ცოტათი ადრე იყო (14 წლის ვარ) მაინც დიდი სიამოვნებით წავიკითხე და ლისბეთით ფრიად აღფრთოვანებული დავრჩი.
პირადად მე პირველი ნაწილი უფრო მომწონს, მაგრამ მეორეც ძალიან კარგია. ერთი შეხედვით სიუჟეტებს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ შემდეგ კვანძი იკვრება რაც ყველაზე მეტად მომწონს ზოგადად წიგნებში.
მესამე ნაწილს დიდი მოუთმელობით ველოდები, როგორც გავიგე ძალიან კარგი ყოფილა.
LikeLike
მესამე ნაწილი არც მე წამიკითხავს, ემილი. ორიგინალი და რუსული ვერსია იოლად ხელმისაწვდომია, მაგრამ ქართულ თარგმანს ველოდები. მეც მიქეს და ძალიან მაინტერესებს, რითი დასრულდება…
LikeLike
კარგი პოსტია მოლი:)) იმხელა ემოციას ტოვებს წიგნი, რომ ძნელია ყველაფერი გადმოსცე. თუმცა მე პირველი ლიზბეთი უფრო მიყვარს, მეორე რაღაცნაირად შეცვლილია:)
LikeLike
მეორეს სხვანაირობა ბუნებრივია – რაღაცები შეიცვალა…. მესამე მაინტერესებს ძალიან, არადა, რუსულს და ინგლისურს სპეციალურად არ ვეკარები. ქართულ თარგმანს ვუცდი.
LikeLike
[…] აქაურობას ხშირად სტუმრობთ, ეს და ეს პოსტებიც გემახსოვრებათ და არ […]
LikeLike
ისე ამდენიხანი რას ბეჭდავენ :/ დავიტანჯე მაგის ლოდინში
“შიმშილის თამაშებიც” ერთი სული მაქვს როდის გამოჩნდაბა წიგნის მაღაზიებში <3
LikeLike
[…] და ის კონკურსი მოვიგე. მეორე უფრო მსუბუქი, სახალისო პრევიუ იყო. […]
LikeLike