ამ ორიოდე კვირის წინ, მოლი ბლუმის ბლოგის სტუმრებს ჩემი ფავორიტი ჟურნალის – ლეგენდარული “ფლეიბოის” შესახებ ვუყვებოდი. პოსტსკრიპტუმში ქართულენოვანი გამოცემაც ვახსენე და მკითხველებს იმასაც შევპირდი – ამ, არც თუ ოპტიმისტურ, ისტორიას ცალკე პოსტს აუცილებლად მივუძღვნი მეთქი. სიტყვას კი, მოგეხსენებათ, შესრულება უნდა.
“ფლეიბოის”, თქვენც გეცოდინებათ, ამერიკულის გარდა, საერთაშორისო ანალოგებიც მრავლად გააჩნია. ჰოდა, რითი ვართ ბულგარეთზე, მექსიკაზე ან ჰოლანდიაზე ნაკლებიო – იფიქრეს ქართველმა ენთუზიასტებმა და, ხუთი წლის წინ, ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიის შემდეგ, დღის სინათლე სმოკინგიანი ბოცვერით დამშვენებულმა, შავ და ოქროსფერ ტონალობაში გადაწყვეტილმა პირველმა ქართულმა ნომერმა იხილა.
სამამულო “ფლეიბოი” კანონიკური დიზაინით, მუდმივი რუბრიკებით, ინფორმაციული სტატიებით, სახალისო ჩანართებით და თავად ჟურნალის ხარისხითაც უკლებლივ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა და ერთობ მიმზიდველი საკითხავი ჩანდა. მთავარი რედაქტორიც შესაფერისი მოუძებნეს – ნოვატორობა დახვეწილი გემოვნების ინტელექტუალმა, მელომანმა, და, სხვათა შორის, უაღრესად საინტერესო ბლოგის ავტორმა ნიკო ნერგაძემ ითავა.
ჰოდა, წარმატებისთვის ყველა წინაპირობა არსებობდა. წესით, ქართულ “ფლეიბოის” საკუთარი ნიშა და ერთგული მკითხველი იოლად უნდა ეპოვა და თუ ქართული ბეჭდვითი მედიის ერთპიროვნული ლიდერი ვერ გახდებოდა, რამდენიმე მდარე, ყვითლად შეფერადებული ჟურნალის კარგა მანძილზე ჩამოტოვება ნამდვილად არ უნდა გასჭირვებოდა.
სიახლეს საზოგადოების მხრიდან თავიდანვე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მკითხველთა ერთი ნაწილის სრულიად გასაგებ ინტერესს სხვათა გაუგებარი, უსაფუძვლო და ისტერიამდე მისული გაღიზიანება დაერთო. “ფლეიბოის” კრიტიკა მედიისგანაც არ დაკლებია. განსაკუთრებით უკვე სიყვითლეშეპარული “ალია”-“ქრონიკა” და საბჭოთა “კომუნისტის” პირდაპირი იდეური მემკვიდრე – “საქართველოს რესპუბლიკა” აქტიურობდნენ. ინგა გრიგოლიას ყველა გაგებით ხმაურიან თოქ-შოუს აღარ გავიხსენებ – დარწმუნებული ვარ, ლელა წურწუმიას, ხათუნა ჟორდანიას და ხატია სიჭინავას ფსევდომორალისტური ქადაგებები და ჯონდი ბაღათურიას პატრიოტულ–ეგზალტირებული გამოსვლა დღესაც მშვენივრად გახსოვთ.
იმ დროის თბილისში, საგაზეთო ჯიხურები “ეროტიკონის”, “სექსოდრომის”, “პორნოზავრის” ყაიდის, პორნოგრაფიის ზღვარზე (და ზღვარს მიღმა) შესრულებული იაფფასიანი მაკულატურით იყო სავსე და რაღაც არ მაგონდება, ამის გამო ჯვარზე გაეკრათ ვინმე. სამაგიეროდ, “ფლეიბოის” კითხვა უზნეო ქმედებად შერაცხეს და ცოტა დააკლდათ, მერვე სასიკვდილო ცოდვას გაუტოლეს. ახლაც თვალწინ მიდგას პრესის გამავრცელებელი ქალის გამყინავი მზერა – თითქოს, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ გასართობ ჟურნალს კი არა, ქართველ კანიბალთა ასოციაციის მიერ გამოცემულ კულინარიულ წიგნს ვითხოვდი.
ასე იყო თუ ისე, “ფლეიბოიმ” მხოლოდ ათიოდე თვე იარსება, მთავარი რედაქტორი შეცვალა, ისედაც სიმბოლური ღირებულება ერთი ლარით შეამცირა და, ვიდრე საბოლოოდ დაიხურებოდა, შვიდი ნომრის გამოცემაც მოასწრო..
ამ ჟურნალზე ყველაფრის თქმა შეგეძლოთ, მაგრამ უინტერესოს ნამდვილად ვერ დაარქმევდით – იუმორის გვერდიც ჰქონდა, პროზის განყოფილებაც, ცნობადი სახეების ინტერვიუებითაც გვამარაგებდა და ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე დაწერილ სტატიებსაც უხვად სთავაზობდა მკითხველს.
პირველ ნომერში ზაზა ბურჭულაძის “Passive Attack” დაიბეჭდა. მეორეში – სტივენ კინგის “უილას” ზაზა ჭილაძისეული თარგმანი, მერე – გელა ჩქვანავას და ავთო ვარაზის შვილიშვილის – ლევან ვარაზის მოთხრობები, ბესო ხვედელიძის “კალიფსოს გამოქვაბული”, ბაჩო კვირტიას ექსკლუზიურად “ფლეიბოისთვის” დაწერილი, საახალწლო “ადელინას ფაბერჟე” და ჩარლზ ბუკოვსკის “ტეხასის საროსკიპოში”. არც ინტერვიუები იყო ურიგო – ჯერი ბრუკჰაიმერს, რობერტ რედფორდს და ჯიმ კერის ვახუშტი კოტეტიშვილი და ჭოლა ენაცვლებოდნენ. საფირმო “20Q”-ს – ოც კითხვას კი, კიფერ საზერლენდთან ერთად, ჭიჭიკო და ბიჭიკო, ინგა გრიგოლია, გოგა პიპინაშვილი და ალექსანდრე რონდელი პასუხობდნენ.
“ფლეიბოი” პატრიკ ზიუსკინდის და აკა მორჩილაძის წიგნებზეც წერდა და ირაკლი ჩარკვიანის და შარლოტა გინსბერგის მუსიკაზეც. “პენ მარათონის” მორიგი კრებულის გამოშვებასაც გამოეხმაურა, მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების ჩიკაგოს სისხლიან ქრონიკებზეც გვიამბო, თანამედროვე ინტერნეტ-მეკობრეების სამზარეულოშიც ჩაახედა მკითხველი და მოდური ქართული რეალითი-შოუს კულისებშიც შეიყვანა. იმ “უზნეო” ფოტოსესიებს კი, ჯიჯი რეჯინი რომ იღებდა და ჟურნალის დახლებზე გამოჩენიდან მეორე დღეს მთელი თბილისი განიხილავდა, უხარისხოს და უშნოს ყველაზე წუნია შემფასებელიც კი ძნელად უწოდებდა.
არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მხოლოდ სტარტი იყო. შემდგომში თემატიკაც დაიხვეწებოდა, სტილიც და სარედაქციო პოლიტიკაც. სხვათა შორის, როგორც ამბობენ, ჰიუ ჰეფნერს, “ფლეიბოის” დამაარსებელს და აწ უკვე უდიდესი მედია-კორპორაციის პრეზიდენტს, შორეული 1953 წლის დეკემბერში გამოცემული პირველი ეგზეპლარისთვის ნომერი საერთოდ არ მიუნიჭებია – თურმე წარმატებაში მთლად დარწმუნებული არ ყოფილა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პროფესიონალთა გუნდმა და მონდომებამ საქმეს ვერ უშველა – პირველი ქართული ხარისხიანი გასართობი ჟურნალის ისტორია მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა. გამოცემის დახურვის შემდეგ, პოსტ-ფაქტუმ, უამრავი მიზეზი გამოძებნეს – ზოგი ლოგიკური, ზოგიც – დაუჯერებლობამდე აბსურდული და სასაცილო. ისიც კი მოვისმინე სადღაც – მსხვილ კომპანიებს რეკლამის განთავსება ეუხერხულებოდათო. ცნობისთვის, რუსული “ფლეიბოის” მხოლოდ ერთ ნომერში “BMW”-ს, “ტოიოტას”, “ფოლკსვაგენის”, აქტუალური პარფიუმერული ბრენდების, ელიტური ალკოჰოლისა და შვეიცარიული საათების მწარმოებელი კომპანიების ათობით სარეკლამო ჩანართია განთავსებული.
ჰოდა, “გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა“… ბედნავსი ქართული “ფლეიბოის“ ის შვიდი ნომერი კი თაროზე, სხვებისგან განცალკევებით მიდევს და რამდენჯერაც თვალში მომხვდება, გული მწყდება. ერთი ჟურნალის დახურვა ქვეყანას, ბუნებრივია, დიდად არ დააზარალებს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ყველგან და ყველაფერში რადიკალიზმის მაძიებელმა ხასიათმა აქაც თავისი გაიტანა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკენი.
რაღაც კი მახსოვს ბუნდოვნად, მაშინ როცა გამოიცა საკმაოდ პატარა ვიყავი და არც მიყიდია მაგრამ გამოსვლები და წკრიალაშვილის მიმართ სასტიკი სალანძღავი სიტყვები მახსოვს :)
LikeLike
ნინას ფოტოსესია პირველი იყო და ყველაზე მწარედ ნინა გაილანძღა :)
LikeLike
ნიკო ნერგაძე <3
მქონდა ბედნიერება გასულ სემესტრში ჩემთვის ლექციები წაეკითხა და შეეყვარებინა თავი :)
LikeLike
მე არ მასწავლიდა :( სამაგიეროდ, მის ბლოგს ვკითხულობდი აქტიურად, სანამ აქტიურად წერდა.
LikeLike
ისეთი ზარმაცია მიკვირს ან ამდენ ხანს როგორ მოახერხა აქტიურად წერა :)
LikeLike
მე ასე ახლოს არ ვიცნობ, სალ. რასაც წერდა და რასაც წერს, ფანტასტიურად წერს.
LikeLike
სამწუხაროდ, არც ერთი ნომრისთვის ჩამიკრავს თვალი, მაგრამ ეგ უნიჭოდ ატეხილი ხმაური მართლა კარგად მახსოვს და ზემოხსენებულ თოქ – შოუსაც ვუყურე თავზე ხელშემოდებულმა :/
ხარისხს და შიგთავსს რაც შეეხება, საფუძველი არ მაქვს, არ გენდო… ისე, ქართული პრესის ფლაგმანმა, “ასავალ-დასავალმა” რაღაც საოცრება დაბეჭდა “ფლეიბოის” გამოსვლისთანავე და პირველი, რაც გავიფიქრე, ეგ იყო, ხარისხს თუ გააფუჭებდნენ, სჯობდა, საერთოდ არ გამოეცათ-მეთქი.
ახლა ვხვდები, რა მიამიტი ვიყავი მაშინ, როცა მეგონა, რომ ხარისხი ადარდებდა ვინმეს :)
LikeLike
ასავალ-დასავალი ხარისხზე ხმას როგორ იღებს :( მიწა რატომ არ უსკდება და მეხი რატომ არ ეცემა თავზე :((
შიგთავსი აფთიაქარის სიზუსტით ავღწერე, თამარა. არ დასცალდათ, თორემ, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო საინტერესო გახდებოდა.
LikeLike
მომეწონა :) სამწუხარო რელობააა :)
LikeLike
ფრიად სამწუხარო :(
LikeLike
ქართული ფლეიბოის ამბები ცოტა ბუნდოვნად კი მახსოვდა, მაგრამ თუ ასავალ-დასავალმა შეაფასა უარყოფითად და იმ ტიპის გადაცემაში გააკრიტიკეს (აი ეს კი კარგად მახსოვდა), სადაც როგორც წესი ერთი და იგივე, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტურ ხალხს იწვევენ, ე.ი. სულაც არ ყოფილა ცუდი ჟურნალი. განყოფილებებით თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელ “ჭორიკნულ” ჟურნალებს მაინც ჯობდა და სიამოვნებით შევიძენდი…
ოღონდ მეშინია, ლელა წურწუმიას კონცერტზე ან ჯონდი ბაღათურიას პარტიაში რომ ვეღარ მოვხვდე… :D
LikeLike
ჯონდი ისე წარამარა იცვლის პარტიებს, შენ ერთ ადგილზე გაჩერდი და ერთხელაც იქნება, ერთ პარტიაში აუცილებლად აღმოჩნდებით :))
ასავალ-დასავალის და “საქართველოს რესპუბლიკის” კრიტიკა ჩემთვის ფრიად სიმპტომატურია და ბევრ რამეზე მეტყველებს.
LikeLike
ამ სამწუხარო რეალობის გაგრძელებაა ის, რომ საქართველოსი სექს-შოპი დაარბიეს, ხალხს კი შევლა და სექს-სათამაშოების შეძენა “უტყდებოდა”; ისიც, რომ სტრიპ-კლუბი დაიხურა და იმავე შენობაში სახინკლემ გააგრძელა ფუნქციონირება…
დასანანი ის კი არაა, მავანი რომ (პურიტანულს არ ვუწოდებ) სარწმუნებრივი მოსაზრებით არ შეიძენს გარკვეულ პოდუქტს (გაზეთს, ნივთს თუ მომსახურებას)… ისაა დასანანი, სხვების ბუნძურ თეთრეულში ქექვას რომ არ ვიშლით, სხვებს რომ ცხოვრებას არ ვაცლით. ამგვარად აშენებული კლიშეები კი სხვას ცხოვრებას უნგრევს და ჩვენ – აზროვნებას.
LikeLike
ვისაც არ უნდა, ნუ შეიძენს. მე კი მექნება ჩემი აზრი, მაგრამ დაძალებით როგორ დავაძალებ… მისი ნებაა. აი, მე ნუ მიშლის შეძენას.
სექს შოპის და სტრიპ-კლუბის გაგრძელებაა ეს ისტორია. ოღონდ, ეს უფრო მწარე მგონია – ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოში ცნობილი ჟურნალი იყო, ხარისხიანი, კარგად გაკეთებული და შეფუთული. “პორნოზავრებზე” თავი არავის მოუკლავს. ახლაც იყიდება, დარწმუნებული ვარ. ამაზე გადაირია ყველა.
LikeLike
მართალია მე დიდად არ მანაღვლებს პლეიბოის ამბავი, მაგრამ ის ნამდვილად მანაღვლებს, ქვის ხანაში რომ არიან ქართველი ფსევდომორალისტები და ფსევდოპატრიოტები…
LikeLike
მე ორივე მანაღვლებს, სამწუხაროდ. და კიდევ ის, რომ ვიღაც ვიგინდარას უნდა ვაბარო ანგარიში, რას ვკითხულობ და რას – არა.
LikeLike
ზუტსად მახსოვს ეს იმდროინდელი გაგებით ”ავბედითი” პერიოდი. ჟურნალმა გარდატეხა მოახდინა და ქართული კლდემა საზოგადოება: წურწუმია, სიჭინავა და მისთანაები აღაშფოთა.
ეს ყველაფერი სასაცილო იყო, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ რამდენიმე საფეხურით დაბლა იდგა ქართული საზოგადოება ევროპულისაკენ მისწრაფებაში. ვფიქრობ, იგივე ჟურნალი დღეს, რომ გამოიცეს ხალხი ნაკლები აჟიოტაჟით მიიღებს და თუ ფასიც შესაბამისი ექნება მრავალრიცხოვანი მკითხველიც გამოუჩნდება. აი ცნობილი ქალების მოძიება, რომლებიც თამამად გაშიშვლდებიან ცოტა გაუჭირდებათ… : ))
LikeLike
თავიდან 6 ლარი ღირდა და მერე უკვე – 5. სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ამაზე ნაკლები ფასი, ასეთი ხარისხის ჟურნალისთვის ძნელად წარმომიდგენია. თან, რუსულ გამოცემას (და ალბათ, ყველა საერთაშორისოს) სარეკომენდაციო ღირებულება აქვს მითითებული. ანუ, რაღაცნაირად საერთო ფარგლებშია.
გაუჭირდებათ, ალბათ, მაგრამ ერთი, რომ ბევრი არ არის საჭირო და მეორე, ესეც მოგვარებადია. ხარისხიანი ეროტიკა ყველგან არსებობს და რაღა ჩვენთან არ უნდა იყოს, მართლა ვერ ვხვდები.
LikeLike
ფასი ნამდვილად არ მახსოვდა. მართლაც მისაღები ყოფილა.
ალბათ დადგება დრო, როცა ჩვენთანაც მყარად მოიკიდებს ფეხს ეს ჟურნალი და ზოგადად ხარისხიანი ეროტიკა. ეს ყველაფერი კი აღარ აღიქმება, როგორც ამაზრზენობა ან რაიმე მსგავსი…
LikeLike
იმედია. ერთ ჟურნალში არ არის საქმე. არ გამოვა და ნუ გამოვა. არც არაფერი მოხდება განსაკუთრებული. საზოგადოების აზროვნების მოდულია ღრმად ცუდი და არასწორი. უცხოს და განსხვავებულის მიუღებლობა ძალიან ცუდად დაბრუნდება უკან.
LikeLike
დაე გააგრძელონ :) არა მარტო ფლეიბოის არამეტ ჰასტლერის ( მე მაინც ლარრის ფანი ვარ :P ) ქართულ ვარიანტს შევიძენდი, წავიკითხავდი და დავათვალიერებდი :)
LikeLike
ჰასთლერი ბევრად მძიმეა :) მაგრამ, როგორც ერთ ფანტასტიურ ფილმშია, მე მინდა მქონდეს არჩევანი, წავიკითხო თუ არა ჰასთლერი და არ მინდა, ეს ვიღაცამ გადამიწყვიტოს.
LikeLike
სამწუხაროა, რომ არ მინახავს არცერთი ნომერი, მხოლოდ სკანდალს მოვესწარი, მაგრამ ვერაფრით გავიგე რატომ გააპროტესტეს ასე ძალიან ფლეიბოის გამოჩენა საქართველოში. ფოტოები კი არაჩვეულებრივი იყო ნამდვილად, განსაკუთრებით შორენას ფოტოსესიით ვარ მოხიბლული :)
საინტერესო პოსტია, მოლი, თან გარკვეული დეტალების შესახებ არც ვიცოდი, თუ კონკრეტულად რა იბეჭდებოდა იქ და რა ამის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად არ იყო ეს ჟურნალი გაუქმების ღირსი :(
LikeLike
მე შორენას და თამთა ჭელიძის სესიები მომეწონა.
ისეთი მოთხრობებია, ნათია, პოსტის დასაწერად გადმოვიღე ჟურნალები და თავიდან გადავიკითხე და ახლა უფრო მომეწონა. ამათ რომ დასცლოდათ, ხარისხიან ავტორებსაც შემოიკრებდნენ, პუბლიცისტიკაც გაუმჯობესდებოდა, სვეტები ექნებოდათ ნომერში… მოკლედ, მშვენიერი წასაკითხი ჟურნალი იქნებოდა.
LikeLike
ახლა უკვე გული მწყდება, რომ გაუქმდა :შ ნეტა წელს რომ გამოჩენილიყო ქართულ ბაზარზე, რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას? დიდად წინ არ წავსულვართ განვითარების დონით, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ ასე თუ ისე მიიღებდა ხალხი. ისე, მე მაინც მგონია, რომ უსაქმურობის ნიადაგზე გარკვეულმა ადამიანებმა ძალით ააგორეს სკანდალი…
LikeLike
მაგ სკანდალის გახსენებაზე სულ ერთი კითხვა მიჩნდება – მაშინაც და ახლაც, ნებისმიერ საგაზეთო ჯიხურში, რამდენიმე ქართულ პორნოგრაფიულ გამოცემას მაინც ნახავ. უიაფფასიანესს, ვულგარულს და ყოვლად ამაზრზენს. ოღონდ, იმ ლარიან გამოცემებზე სკანდალს არავინ ტეხს. ამაზე გაიგიჟეს თავი.
LikeLike
მოლი ძალიან გამეხარდა ეს პოსტი, ველოდებოდი ნამდვილად.
მე და ქართულ ფლეიბოის ზუსტად იმდენი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს რამდენი ხანიც ეს უკანასკნელი ქართული პრესის ჯიხურების დახლებს ამშვენებდა. ხო და ამ დროის მანძილზე რამოდენიმე საინტერესო ისტორიაც გადაგვხდა. ნუ იმას რომ ნამდვილად ფლეიბოის ყიდვა მინდოდა გამყიდველების გაოცებულ თვალებს რამდენჯერმე ვუმეორებდი და გამვლელები ამრეზით თუ არა გაკვირვებულები რომ მაყოლებდნენ თვალს ეს წინა პოსტზეც მოგახსენე, მაგრამ მე მაინც ვყიდულობდი. ვკითხულობდი და მერე სალონში ჩამქონდა, რომ როდესაც ამა თუ იმ პროცედურის გასაკეთებლად შესულ კლიენტს გახალისება მოუნდებოდა ხელთ რამე საინტერესო აღმოჩენოდა ( ასე ვიქცეოდი ყველა სხვა ჟურნალის წაკითხვის შემდეგ და გადავწყვიტე არც “ფლეიბოი” დამეჩაგრა) ხოოოოოოოო და ერთ მშვენიერ დღეს შევედი და მხვდება ჩემი “პედიკურშა” ყურებამდე გაწითლებული და მეუბნება ეს რა მიქენიოოოოოო…… კაცი კლიენტი მყავდაო და ჟურნალი რომ აიღო და გადაშალა მიწა გამსკდომოდა მინდოდაო, მოკლედ აღარ მახსოვს როგორ დავამთავრე საქმეო და ჩემი საწყალი ჟურნალები სანაგვეზე გადაყარეს :( ასეთი სევდიანი ისტორია გვქონდა მე და ქართულ “ფლეიბოის”
ბოდიში მგონი ნამეტანი დიდი გამოვიდა კომენტარი (რაც შემეძლო დავაპატარავე :) )
LikeLike
აწი აღარ შეამოკლო და რამდენიც გაგიხარდება, იმდენი დაწერე :) ეს ბლოგი მკითხველებისთვის არის გაკეთებული და ყველაზე ფასეული მათი კომენტარებია :)
ისტორიაზე გამეცინა :) თუმცა, იმ ქალს და იმ კაცს, სავარაუდოდ, სასაცილოდ არ ექნებოდათ საქმე :) რას იზამ… ზოგისთვის (კი არა და, ბევრისთვის) “ფლეიბოი” მხოლოდ სურათები იყო და იმიტომაც დამთავრდა ეს ამბავი ისე, როგორც დამთავრდა.
LikeLike
თუნდაც სურათებს რაც შეეხება მოვიხიბლე ნინას ფოტოებით (სიმართლე გითხრა ნინას ადგილას აქეთკენ ვთხოვდი და გადავუხდიდი კიდეც იმ ხალხს ვინც ასე ლამაზად გამომაჩენდა) ფლეიბოდან გავიცანი შორენა ბეგაშვილი და ძალიან მომეწონა კიდეც (იმაზე გაცილებით მეტად ვიდრე ახლა მომწონს) სხვა ფოტოებიც ასევე საკმაოდ გემოვნებიანი და ზომიერად ეროტიული იყო.
და ნუ ეხლა ქართულ “მორალს” ფლეიბოი კი არა “და ვინჩის კოდი” “ჰარი პოტერი” და სხვა მრავალი ფილმი თუ “ივენთი” ვერ გადაურჩა და ალბათ პროგრესულად მოაზროვნე რედაქტორებს ამაზე უნდა ეფიქრათ და გაეთვალათ ეს გამოცემა :(
LikeLike
მე მახსოვს, “რუსთაველში”, “და ვინჩის კოდზე”, შესასვლელთან პიკეტი იდგა, ათიოდე კაცი, ტრანსპარამტებით ხელში და შემსვლელებს ეუბნებოდნენ, არ ნახოთ ეს ფილმი, ეშმაკისეულიაო.
ისიც მახსოვს, რომელიღაც თოკ-შოუში ქალი რომ გამოვიდა, “პოტერიადა” უნდა შევისწავლო და სატანისტური ჩანაფიქრი ვამხილოო. ბაკურ სულაკაური ეჯდა წინ და ჰკითხა, წაკითხული თუ გაქვთ, ქალბატონოო და არაო, არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ სატანურიაო.
რას ვიზამთ :(((
LikeLike
ნეტა მე მეჩვენება თუ ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი :(
LikeLike
სამარცხვინოც არის, თაკლინე და საშიშიც. ერთი ფილმში და ჟურნალში არ არის საქმე. უცხოს, განსხვავებულს და შენ რომ არ მოგწონს, იმას, ასე ხელის გადაგრეხვით რომ მოერევი, განცდა გიჩნდება, რომ მთავარი ძალაა და მომხრეთა ოდენობა, ნელ-ნელა რწმუნდები, რომ ნებისმიერი რაღაცის განადგურება შეგიძლია, რომ მარტო ის უნდა არსებობდეს, რაც შენ გგავს, შენ მოგწონს და სილამაზის, მორალის, ხარისხიანობის შენეულ პარამეტრებს აკმაყოფილებს. ეს არის საშიში, თორემ ჟურნალის დახურვით ქვეყანა არ დაქცეულა.
LikeLike
ხო აი სწორედ ეს მაგიჟებს და მაცოფებს, არ მოგწონს არ გადაშალო, არ უყურო, არ წახვიდე, არ ჩაიცვა და ასე შემდეგ სხვას რას ახვევ თავს ამ შენ აზრებს. თამაც ასე აგრესულად და დიდაქტიკურად?
ისე ერთ ისევ “სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს” შემთხვევას მოვყვები. ჩემი ფეხსაცმელების აბსოლუტური უმრავლესობა მაღალქუსლიანია. ხოოო და ერთი ნაცნობი მყავს რომელიც ერთხელ ქუჩაში “დამეტაკა” და მეუბნება: საწყენად ან სასწავლებლად კი არ გეუბნებიო, უბრალოდ წავიკითხე და მინდოდა გცოდნოდაო, თურმე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სატანისტური ყოფილა და ქუსლი მამაკაცის გენეტალიებს აღნიშნავს ცხვირი ქალისასო და ამის ჩაცმა არაფრით არ შეიძლებაო….. ამავე კეთილისმსურველმა მირჩია ჰარი პოტერისტვის არასოდეს მეყურებინა, იმიტომ რომ თურმე იქ ნამდვილი შავი მაგიის ტექსტებია გამოყენებული და “ფლეიბოის” ლოგოთი (რომელიც ბავშვობაში ძალიან მიყვარდა) არასოდეს არაფერი შემეძინა იმიტომ რომ ეს სექსუალური რევოლუციის სიმბოლო და უაღრესად დიდი ცოდვა ყოფილა :|
ნამდვილად სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს :(
LikeLike
ნაცნობი შემეცოდა ძალიან :( წარმომიდგენია, როგორ უჭირს ცხოვრება :((
დღემდე მახსოვს და ყველგან ვყვები თავის დროზე, “კვირის პალიტრაში” წაკითხულ დიალოგს. საკმაოდ პოპულარული რუბრიკაა მანდ, “რას გვეტყვი, მამაო” – ღირებული და საფუძვლიანი რჩევებით ნებისმიერ რელიგიურ საკითხზე. ოღონდ, მართლა ფასეულ კითხვა-პასუხებთან ერთად, ესეც ვნახე – “რა?სად?როდის?” თამაში ცოდვად თუ ითვლებაო, და პასუხი – რა თქმა უნდა, ცოდვააო. სხვისი დამარცხება რომ გიხარია, გამარჯვება და პირველობა რომ გინდა, ცოდვააო.
არ ვიცი, ალბათ, მე არ მესმის რაღაც :(
LikeLike
ხოოო…… საინტერესო თეორიაა, ვერაფერს იტყვი :D
ეტყობა ეგ რაღაც მეც არ მესმის მოლი :|
LikeLike
არაუშავს, ჩვენ კარგად ვიყოთ და ამის გაგების გარეშეც არაფერი დაგვაკლდება.
LikeLike
ვაიმე :)
ეს რაღაც ახალია!!! :) მაღალი ქუსლები :))))))
LikeLike
როგორც წესი განსაკუთრებულად ისინი ხმაურობენ ვისაც წარმოდგენა არ აქვს ხოლმე თემაზე, რომელზეც ხმაურობს. ზედაპირული დამოკიდებულება ავადმყოფობად გვექცა.
უნდა ვაღიარო, მე არც ქართული “ფლეიბოის” მკითხველი ვყოფილვარ, მაგრამ მისი არსებობა ხელისშემშლელი რატომ უნდა ყოფილიყო გაუგებარია. ეს ვითომ “მორალისტური” დამოკიდებულება სასტიკად გამაღიზიანებელია.
LikeLike
ზედაპირული დამოკიდებულება, ფსევდო მორალი და ორმაგი სტანდარტები :(
LikeLike
აჰა, რა ხალხი მორალისტობდა…
LikeLike
არ თქვა, რუსა :(
LikeLike
კარგად მახსოვს ,,პლეიბოის” პირველი ნომერი, მეგობარს გამოვართვი და სამსახურში მქონდა წამოღებული. უნდა გენახათ, რა თვალებით მიყურებდა ხალხი და მერე როგორ გამკიცხეს მკრეხელური საქციელისთვის. ზოგი თვალს არიდებდა ჟურნალს, ალბათ, მათთვის შეხედვა და სულის წაწყმედა ერთი იყო:))))))
ნიკო ნერგაძის ბლოგს მეც ვადევნებ თვალს და დიდ პატივს ვცემ, პროგრესულად აზროვნებს. ქართულ ,,პლეიბოისაც” ვგულშემატკივრობდი და ძალიან საწყენია, რომ ასე მალე ,,ამოძირკვეს” ქართული რეალობიდან!
შენი აზროვნება და თემები ძალიან მომწონს მოლი, respect! :))
LikeLike
თანამოაზრეები ვყოფილვართ, იალინდა :) გამახარე. არც ისე ცოტა გულშემატკივარი ჰყოლია ქართულ ფლეიბოის და ნიკოს.
მოწონებისთვის გულითადი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის :)
LikeLike
პირიქით მადლობა, რომ საინტერესო პოსტებით გვამარაგებ :**
LikeLike
ასეთი შეფასების შემდეგ უინტერესო პოსტი როგორ უნდა დავწერო :) მკითხველები მაგულიანებთ ძალიან :)
LikeLike
так держать!
LikeLike
შევეცდები :)
LikeLike
ჩვენ სახეები არ გვყავს :(
აი ქართულ ფლეიბოის ყდას რომ ვუყურებ, სახეები არ მომწონს :)
LikeLike
სახეებს ტან-ფეხი არ უვარგათ :))))))
LikeLike
ზუსტ :დ
ეგეცაა :დ
LikeLike
:)))) nothing is perfect! :)
LikeLike
შეიძლება, გამორიცხული არააა. მაგრამ ხომ შეიძლება ესთეტიკურად მესიამოვნოს სახე? ან რავი.. რავი… სუბიექტური ვარ ეტყობა : (
LikeLike
სექსი ძალზედ ცუდი სიტყვაა ;დ :(
LikeLike
სექსი მშვენიერი სიტყვაა. ძალიან ცუდი და გულისამრევია, როდესაც სექსზე წერენ უნიჭოდ და წერენ აბსოლუტური პროფანები მხოლოდ იმიტომ, რომ ყურადღება მიიპყრონ.
LikeLike
მოლი, ის გამახსენდა 7 წლის ასში “ათას ერთ ღამეს” უზრდელობას და დებილობას რომ ვეძახდი. აქაც ანალოგიური სიტუაციაა :)
LikeLike
ოღონდ, ფლეიბოის უზრდელობას და დებილობას დიდი ბიძიები და დეიდები ეძახდნენ :)
LikeLike
ისე “ათას ერთი ღამე” უფრო უზრდელობაა, ვიდრე დეკამერონი :დ ლოოლზ
LikeLike
ბევრად :)
LikeLike
დედაჩემი მეუბნება სულაც არაო, მაგრამ არ იცის მე რომელ ზღაპრამდე მივედი და რა აღწერები იყო :დ :დ რის გამოც მოვისროლე წიგნი :დ
LikeLike
დეკამერონზე თავს ვერ დავდებ, წაკითხული ნამდვილად არ მაქვს :)
LikeLike
ბევრად მეთქი, ვიხუმრე, რა თქმა უნდა. ათას ერთი ღამე შედევრია და რაც არ უნდა ეწეროს შიგ, ძალიან მომწონს. ერთი, აწ უკვე მივიწყებული, ზნეობრიობის მქადაგებელი კომენტატორისგან განსხვავებით, კინოს, წიგნებს და ნახატებს ბიწიერება-უბიწოების მიხედვით არ ვარჩევ :)
LikeLike
ხო, მართალია :დ :დ
ყველაფერს სუბიექტური აზრი მართავს :დ :დ
LikeLike
კარგი გაგებით სუბიექტური.. ანუ იმის თქმა მინდა, რომ გემოვნება ისეთი რამეა, არ დავობენო და მაინც დავობენ :დ :დ
LikeLike
გემოვნებაზე ნამდვილად არ დაობენ, ქევან :) მაგრამ მე რომ იმ კომენტატორის გემოვნებამდე დავალ, პაზოლინის რომ ლანძღავდა, ამორალურიაო და მერე პორნო-პოსტების წერა რომ დაიწყო, ბლოგზე აღარ შემოიხედო და ფბ-ზე დამბლოკე :))))))
LikeLike
შენ ისე შემიყვარდი, ვერ დაგბლოკავ რაც არ უნდა მთხოვო და რაც არ უნდა დამიშავო :დ :დ :(
ამ დონემდე დავეშვი :( :დ :დ :დ :დ
LikeLike
:))))))) ხომ იცი, რომ არაფერსაც არ ვაშავებ მე :)
LikeLike
ეს გამოთქმა არ მიყვარსსავით.
ტვენს უთქვამს და: ,,გემოვნებაზე არ დავობენ. მის გამო ერთმანეთს სცემენ, ლანძღავენ და ეომებიანო” :დ
LikeLike
მოსწრებულად უთქვამს. :დ :დ
LikeLike
გააჩნია, ვის ედავები… პრინციპში, თუ მოსაუბრე შენთვის საინტერესოა და მნიშვნელოვანი, დავა კი არა, პოზიციების გაცვლა-გამოცვლა უფრო გამოდის. თუ უმნიშვნელოა და უინტერესო – რა აზრი აქვს, რა ეგონება და რას იფიქრებს? თვლის გოჩა მანველიძეს საუკეთესო მწერლად? ჩათვალოს. აი, დარდი…
LikeLike
რას ერჩოდნენ ყოფილიყო :) მახსოვს მაშინდელი ამბები, ძალიან სასაცილო იყო ვიღაცეებმა მორალის კითხვა, რომ დაიწყეს, თან ისეე :)), ახლა გამახსენდა :) ისე ხელმეორედ რომ სცადონ გაკეთება ხომ შეიძლება??
LikeLike
როგორ არ შეიძლება :) რამდენიმე ქვეყანაში დაიხურა სხვადასხვა მიზეზით და ისევ განახლდა. ჩვენთანაც შეიძლება განახლება, მაგრამ რად გინდა, ისევ ატყდება ერთი ამბავი…
LikeLike
ჰეჰ! ოდესმე გვეშველება ალბათ რამე :)
LikeLike
აუცილებლად. მაგრამ მეც მინდა, მოვესწრო.
LikeLike
მოესწრები მოლი აუცილებლად :)
LikeLike
იმედი მაქვს :)
LikeLike
Reblogged this on and commented:
))))))
LikeLike
ზოგადად, გრიგოლიას ,,რე-აქციას” (მგონი აქ იყო) არ ვუყურებდი, მაგრამ მაგ გადაცემას ვუყურე და ლამის ის ,,ვინანე”, ,,გაფუჭებულ” წიგნებს რომ ვკითხულობდი. :დ
ისე, ადვილი ყოფილა, ცხოვრების გარკვეული ეტაპის მერე კოჭი დამალო და მორალზე ისაუბრო :დ ( რა აქ მოსატანია, და ,,ჟანდარმი ქალები” გამახსენდა : ლ.დ.ფ.- ,,ჟანდარმის ფორმას ნუ შეურაცხყოფთ, გოგონებო” (არ მახსოვს კარგად)
ჟანდარმი ქალები: ,, ნუ ღელავთ, ჟანდარმო, ჩვენ მას გავიხდით”)
პლეიბოიზე წინა პოსტის კომენტარად აღვნიშნე, რომ მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე ნომრის ყიდვა შევძელი :დ
LikeLike
სად იყავი აქამდე :((( ასი პლიუსი ამ კომენტარს.
LikeLike
აფრიკაში, კაიროს ქუჩაზე (თუ დასახლებაში და ინტერნეტი ფბს მეტს არაფერს მიხსნიდა) :დ
LikeLike
კომენტარი მომეწონა ძალიან მეთქი, ეს ვთქვი :)
LikeLike
:)
LikeLike
დღს შენი პოსტების ხელმეორე გადაკითხვის დღე მაქვს :)
პრესის გამავრცელებელ ქალზე რომ გიწერია, ის გაამხსენდა ერთ-ეღთ ცემს მშობლებს როგრო “ჩაუშპიონა: ტქვენი შვილი დიდების ჟურნალებს კითხულობსო. მოკლედ რამდენიე წლის წინ რუსულის დახვეწის მიზნით ჟურანლაებს მივადექი. თითქმის ყოველდღე დავდიოდი ჯიხურში და ის ქალიც შეშფოთდა, უეჭველი ეს ბავშვი ჩუმ-ჩუმად დაძვრება აქ, თორემ მშობლები ისეთი ჟურნალების ყიდვის უფლებას როგრო მისცემენ, ჰოდა როცა, დედაჩემი ჯიცურში შევიდა ადგა და ყველაფერი ჩაუკაკლა :)))))))) ყველაფერი საკაიფო ის იყო, რომ დედაჩემმაც ანალოგიური ჟურნალები მოსთხოვა :)
LikeLike
ველქამ! :)
ასეთი არამკითხე მოამბეები საშინლად არ მიყვარს :(
LikeLike
ამ არდადეგებზე მეც შენ ძველ პოსტებს ვეცნობი შიგადაშიგ. იმ გადაცემის შემდეგ, მეორე დღეს წიგნის ფესტივალზე დავათვალიერე ჟურნალი და ძალიან მომეწონა! გამყიდველი ამბობდა,მშვენიერი რეკლამა გაგვიკეთეს, ყველა ეგზემპლარი გაიყიდაო.
LikeLike
ჰო, მართლა, ზიუსკინდზე რა იყო? მე,როგორც ზიუსკინდის ერთ-ერთი სპეციალისტი, დავინტერესდი.
LikeLike
რეკლამის რა გითხრა და ფრიად გამაღიზიანებელი გადაცემა აშკარად გამოვიდა.
ზიუსკინდის ახალ ქართულენოვან კრებულზე – “სამი ამბავი და ერთი დაკვირვება”, რეცენზია დაბეჭდეს.
ფბ არ გაქვს, როგორც მახსოვს, რუსა და შენი ელფოსტა შემახსენე, რა.
LikeLike
ჩემი თარგმანია ეგ, წაკითხული გაქვს? ვისი რეწცენზია იყო?
rusudan2705@gmail.com
LikeLike
წაკითხული მაქვს და ბიბლიოთეკაშიც მიდევს :)
კარგია :) ავტორს არ უთითებდნენ მანდ, როგორც მახსოვს. ჟურნალის სახელით იბეჭდებოდა.
LikeLike
შეგიძლია გამომიგდო მეილზე?
დალოცვილო, ჩემი თარგმანები თუ მოგწონს, რამე დამიწერე ბლოგზე, ასე ობლად არის ზიუსკინდი.
LikeLike