კარგად მახსოვს, როგორ გავბრაზდი, გაზეთში ჩემზე რომ დაწერეს, მოლი იმდენად პატარაა, ჯერ წერა–კითხვაც არ იცის, ჭადრაკს კი შესანიშნავად თამაშობსო. მეწყინებოდა, აბა, რა – სულ ხუთი წლის ვიყავი, მაგრამ ნახატებიანი წიგნები იმ დროს უკვე აღარ მაინტერესებდა, ტექსტებსაც მშვენივრად ვაბულბულებდი. ის აღმაშფოთებელი სტატიაც ჩემი თვალით წავიკითხე და კარგა ხანს დავდიოდი გაბერილი და ტუჩაბზუებული.
ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და მკითხველის კარიერა მაშინ მთლად ახალი დაწყებული მქონდა – რამდენიმე თვის წინ ანბანის ცოდნით დიდად ვერ დავიტრაბახებდი, ამიტომ, როცა დედამ თბილისიდან დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა“ ჩამომიტანა, წაკითხვის საპატიო მოვალეობა ბებიას ხვდა წილად.
ჰოდა, დავითრევდი ორიოდე ფუმფულა ბალიშს, მოვკალათდებოდი იატაკზე, სავარძელთან და სულგანაბული ვუსმენდი, თან თვალს არ ვაცილებდი ბებოს – შემთხვევით ორი ფურცელი არ გადაშალოს და რომელიმე ზღაპარი არ გამორჩეს–მეთქი.
ყოველი დაბადების დღეზე რომ ბურუსს ველოდებოდი სტუმრად, ეგ კიდევ არაფერი – არც დედოფალი ვარ და არც აღლუმს ვმართავ, მაგრამ იქნებ ჩემთან მოსვლა მაინც მოუნდეს – სათამაშოებს დავათვალიერებინებ–მეთქი, ვფიქრობდი. იმასაც არა უშავს, ხალიჩის ქვემოდან ჩემს გამოყვანას რომ ვერ ახერხებდნენ – წარმოსახვით ცხენს და ვეფხვს ვეძებდი – შეილასთან თუ ცხოვრობდნენ, მე რითი ვიყავი ნაკლები… საუზმისთვის გადანახულ კვერცხებს ბულვარში რომ მივარბენინებდი პუშკინის ძეგლთან (ნელსონის ბიუსტი ბათუმში ვერსად ვიპოვე და რა მექნა) – არც ამით დაქცეულა ქვეყანა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ყინულივით ცივი წყლით სავსე აბაზანიდან რომ ამომიყვანეს – ცი ონკანის საშუალებით მალე გაზრდას ვაპირებდი და ცისარტყელას ბოლოს საძებნელად უნდა წავსულიყავი ძია ტიკ–ტაკივით – მაშინ კი გვარიანად მომხვდა. თან, მხედველობაში მიიღეთ, ჩემი კონსტიტუციური უფლებების შელახვას ხმამაღალი ყვირილით ვაპროტესტებდი. ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ ფაიფურის ფინია მიყიდეს საკომპენსაციოდ, მაგრამ საათის ცნობა ვერაფრით ვასწავლე და თავი დავანებე. სამაგიეროდ, ღამით საწოლთან ახლოს ვაწვენდი და იქვე პლასტმასის ხმალი მქონდა მომარჯვებული – მავნეებს ველოდი – არგაბედოს, ნუიზამს და გრცხვენოდესს.
ახლა ისე არ გაიგოთ, რომ ბისეტის ზღაპრებმა თავსატეხის მეტი არაფერი გაუჩინა ჩემს მშობლებს – ყიყლიყოს ჭამა დილაობით სწორედ მათი წყალობით დავიწყე – დარწმუნებული ვიყავი, რომ მზეც ჩემთან ერთად მიირთმევდა გახუხულ პურს. მერე დავდიოდი და გულმოდგინედ ვშიშინებდი მდუღარე ჩაიდანივით – ვამოწმებდი, შშშ ხომ არსად დავკარგე–მეთქი.
აი, ასე ვცხოვრობდი ბისეტის სამყაროში – ხოჭო–ფილოსოფოსის, მისის ქვითინას, მფრინავი გოჭუნას, პატარა და საყვარელი ურჩხულის, მისტერ კატანიანგის, ყვანჩალა ალისას გარემოცვაში და ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე. ძალიან მიყვარდა იმ ამბის მოსმენა, როგორ დადიოდა მეფე სემუელი ბებიასთან, ჩაის დასალევად, პოლისმენი არტურის და მისი ონავარი ცხენის – ჰარის ისტორიაზე გულიანად ვხითხითებდი და ფოსტალიონი რომ მოდიოდა, თვალებდაჭყეტილი მივჩერებოდი – ჭრაჭუნა ფეხსაცმელი თუ აცვია–მეთქი.
მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა – ჩემი ტკბილი, სათვალიანი ბებია უკვე აღარ არის ამქვეყნად, წიგნებს აღარავინ მიკითხავს და აღარც იმ ვარსკვლავს დავეძებ ღამით, სადაც პატარა მერი ცხოვრობს ბატკანთან ერთად, მაგრამ “ყველაფერი ყირამალა“ ისევ დევს ჩემს ბიბლიოთეკაში, ყდაგაცრეცილი, ფურცლებგახუნებული და ყოველთვის, როცა ხელს შევავლებ, სევდა და სითბო ერთდროულად მეღვრება გულში.
ილუსტრაციებმა მომხიბლა და პოსტმა ხომ საერთოდ :)
LikeLike
წიგნი ყველას ჯობია, სალ :)
LikeLike
ჩიპოლინოსნაირი პოსტია… აი, გადასარევზე გადასარევი <3<3<3
LikeLike
ბისეტი შენ რომ მოგეწონა, თამარა, ესე იგი, მართლა ძალიან კარგი პოსტია…
LikeLike
ალბათ მე ბისეტის ზღაპრები რომ არ წამიკითხავ ბავშვობაში იმიტომ არ მიყვარს ყიყლიყო თან ზრაპრების კითხვა მე ახლა დავიწყე :)
LikeLike
ზღაპრების კითხვა გვიან არასოდეს არის… მე ახლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.
LikeLike
რა ხასიათზეც უნდა ვიყო, გამორიცხულია, პოსტმა მოლის ბავშვობის წიგნებზე ძალიან კარგ განწყობაზე არ დამაყენოს.. კარგი კი არა, სხვა ჰქვია ამას, მაგრამ რთულია სათქმელად
LikeLike
გამახარე, მემე :) მადლობა დიდი :)
LikeLike
აუ რა თბილი პოსტია :ს მოლი, ძალიან მომეწონა შენი ბავშვობის ამბები, რა კარგი ვინმე იქნებოდიიი :)
LikeLike
:))) გამაცინე :) ბათუმი იყო კარგი, იაკო :)
LikeLike
უცებ გამახსენდა ყველაფერი. ამას წინათ, თამარას პოსტზე აღვნიშნე, მიყვარდა-მეთქი (ავტორი ვერ გავიხსენე, ოღონდ), და ასე აგიხდეს ყველაფერი :)) ძალიან გამიხარდა :)))
LikeLike
ასე ძალიან კომენტარი კარგა ხანია, არ გამხარებია :) მართლა :)
LikeLike
:))))
LikeLike
შშშშ… დაიკარგა
საიმპერატორო პინგვინები, ნისლი, რომელსაც აღლუმის ნახვა უნდოდა, ავტობუსი, რომელსაც სიბნელის ეშინოდა, მტრედი და ნელსონის ქანდაკება..
ვაიმეეე… ამ კაცზე ვაფრენ. ჩემი უსაყვარლესი მეზღაპრეა ცალსახად. ყველაზე არანორმალური, ხშირად მგონია, რომ ლსდ-ს კაიფში წერდა ტიპი ზღაპრებს
ნახეთ როგორ ერთობა ბუზი.. :დ
LikeLike
ელესდეზე არ მიფიქრია არასოდეს, მაგრამ ჩემი საყვარელი მეზღაპრეების სიაში უპირობოდ ხვდება :)
LikeLike
რავიცი, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანმა მსგავსი შიზოიდური ზღაპრები დაწერო ფხიზელ გონებაზე..
უამრტივესი მაგალითი: კინგ ქროსის სადგური, მეფე, მემანქანე და ძროხა ბებიასთან ჩაის დასალევად რომ მიდიან… ააა…
LikeLike
მე ასეთი ფანტაზია თავში არ მომივა არასოდეს, მაგრამ მე უბრალოდ მე ვარ და ბისეტი – გენიალური მეზღაპრე. მართლა გენიალური, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.
LikeLike
ყოველთვის, როცა ცუდ ხასიათზე ვარ ბისეტის ზღაპრებს ხმამაღლა და გამოთქმით ვკითხულობ და ძალიან კარგად მოქმედებს..
უჰ არის ძალიან საყვარელი ზღაპარი.. :) მარტორქა, რომელსაც ნამცხვარი ეფშხვნებოდა ლოგინში.. ვაიმე რა გამახსენე ახლა ეს.. გადავდე მე ჩემი იტალიური Sci-Fi მოთხრობების კრებული და ჩავუჯექი ისევ ბისეტს..
თან ჩემივე ფანქრებით გაფერადებული, ძალიან ძველი წიგნი მაქვს სახლში, სადაც იაკი რატომღაც იასამნისფერია.. :)
LikeLike
ჩემი ფავორიტები ბურუსის ამბავი, სემუელის, სადგურის და ბებიას ისტორია, არტური და ჰარი და რა თქმა უნდა, ძია ტიკ-ტაკია. სხვათაშორის, ახალი გამოცემაც მაქვს. მეგობარმა მაჩუქა – რომელიღაც ჟურნალს მოჰყვებოდა და დავტაცე ხელიო. იცის ჩემი ამბავი :))
იტალიური საიენს ფიქშენი? ელექტრონული ვერსია გაქვს? :ღრმადდაინტერესებულიმოლი:
LikeLike
არა წიგნი მაქვს.. :) მეგობარმა მათხოვა..
LikeLike
ყოჩაღ მეგობარს!
LikeLike
ჩემი შვილების საყვარელი წიგნი იყო. მე კი, რაც დრო გადის, მით უფრო ვიხიბლები მისი სათაურით…
LikeLike
იმედია, ჩემს შვილებსაც მოეწონებათ :)
LikeLike
საოცარი იყო, :) ბოლო ფრაზაზე ცრემლიც მომადგა, ჩემს ბავშვობის წიგნებთანაც იგივე დამოკიდებულება მაქვს, სევდიანი და თბილი………:)
LikeLike
სულ მეფიქრება, ჩემი შვილიშვილებისთვის თუ ვიქნები ასე გასახსენებელი… ყველაფერი, რაც ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, ბებოს წაკითხულია და არ იცი, როგორ მენატრება ის დრო :(
LikeLike
ალბათ ისევე უნდა მოვექცეთ ჩვენს მომავალ შვილიშვილებს, როგორც ჩვენი ბებოები გვექცეოდნენ და აუცილებლად ვიქნებით გასახსენებლები… :)
LikeLike
ასეა, მაგრამ ძნელია :( ძველი თაობა სხვანაირად კეთილი იყო…
LikeLike
მთლად ცრემლი არა, მაგრამ… :) 17 წლის წინანდელი ამბები გამახსენდა:)
LikeLike
ჩემს პოსტს სჯობს.
ცოტაც და ბისეტსაც აჯობებდი. ;)
LikeLike
პირველი შემთხვევაა მგონი, არ ვიცი, რა გიპასუხო :) ბისეტის ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები, ვისაც ვიცნობ, მერი პოპინსი და შენ ხართ. ფრიად ამაყი და კმაყოფილი ვარ, პოსტი რომ მოგეწონა :)
LikeLike
მე დაგავიწყდი( ფაიფური პირველად მაქედან გავიგე რას ნიშნავს.
LikeLike
მოლი, რა კარგი პოსტია :) არ მაქვს წაკითხული და მიუხედავად იმისა რომ არაჩვეულებრივი წიგნი ჩანს უკვე ვყოოყმანობ. რო წავიკითხო და ჩემებურად ავურიო?
LikeLike
წაიკითხე აუცილებლად :) მე თუ არა, ლორდს მაინც ენდე :)
LikeLike
სანამ დინამიტი არ დაწერს პოსტს, ხელი არ მოკიდო.
LikeLike
აბაზანის ეპიზოდი მახსოვს ყველაზე კარგად :) დღემდე გაოცებული ვარ, როგორ მომივიდა, რომ პრაქტიკაში არ განვახორციელე :D
LikeLike
მეც მხოლოდ თითქმის განვახორციელე :))) მალევე აღკვეთეს :)
LikeLike
ამ პოსტით თბილი განწყობის ისეთი დოზა მივიღე მთელი დღე გამყვება. დღის შესანიშნავ დასაწყისადაც შეიძლება შეირაცხოს (მერე რა რომ უკვე 11 საათია :) ).
LikeLike
მეც ახლა ვიწყებ დილას :) და საშინლად სასიამოვნოა, პოსტზე ამას რომ მოისმენ :) დანკე!
LikeLike
დღემდე ვკითხულობ ბისეტს დროდადრო :) გულისამაჩუყებლად თბილი, საყვარელი და ძალიან ინგლისური ზღაპრებია :)
LikeLike
მე ახალი გამოცემაც მაქვს, მერი :) მეგობრის საჩუქარი :) ჰოდა, დროდადრო იმასაც ვფურცლავ.
კლასიკურად ინგლისური ზღაპრებია. დახვეწილი და ელეგანტური.
LikeLike
თაგუნია დიკერი მიყვარს მანდ, ვეფხვის ბოკვერი ბერტი, მავნე გრცხვენოდეს და რა ვიცი… ყველა მიყვარს :)
LikeLike
ძროხა ანაბელი, მარტორქა, ძია ტიკ-ტაკი… მართლა ვერ გამოარჩევ და ყველა საყვარელია :)
LikeLike
შენი პოსტის კითხვისას სევდა და სითბო მეც ჩამეღვარა გულში მოლი, საოცრად წერ!!! ისე, დიდი ონავარი ბავშვი კი ყოფილხარ :) ეხლა თვალწინ წარმომიდგა პატარა, მოუსვენარი მოლი, თავისი საყვარელი წიგნით ხელში :****
LikeLike
არა, რას ამბობ, იალინდა :)) უწესიერესი ბავშვი ვიყავი :) ღრმად უპრობლემო და სანიმუშო :))))
LikeLike
ნუ მე ბისეტი არ მაქ წაკითხული :( მარააა, სადაა სოფი, შენზე დოსიეს რომ ადგენს :დ :დ :დ
LikeLike
სკოლაშია ალბათ. მოვა მალე და დოსიეს მიუმატებს რაღაცებს :)
LikeLike
სხვა პოსტებს უნდა გადავხედო, ამას ჯობია რომელიმე?
LikeLike
ჩემი გული, ერთი ექს-მინისტრის არ იყოს, მაინც ჩიპოლინოს ეკუთვნის :)
LikeLike
ჰო, მაგრამ ეს ძალიან ბავშვურად გამოგივიდა. ახლა ვფიქრობ ხომ არ გვატყუებ ასაკში, მაგრამ თავის “გადიდება” და ტყუილები რაში დაგჭირდებოდა, ცოტა რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი 20-22 წლის ბავშვობას მონატრებული გოგონაა მეთქი
LikeLike
22 წლისას თავი ძალიან დიდი მეგონა და ბავშვობა სულაც არ მენატრებოდა :) მონატრების პერიოდი ზუსტად რომ ახლა მაქვს :) საბავშვო ოთახისთვის აბა, სხვანაირად როგორ დავწერო :)
LikeLike
ჰო რა ვიცი :დ ზედმეტად ჭკვიანი ბავშვივით წერ
LikeLike
:))))))) ფლეიბოიც ზედმეტად ჭკვიანი ბავშვის დაწერილს ჰგავს და სასჯელის უმაღლესი ზომაც?
LikeLike
უფრო ამ პოსტზე ვამბობდი მე, მაგრამ ზოგადად მაინც არ დაგიკარგავს ბავშვურობა. ეს რასაკვრიველია ჩემი აზრი და ჩემი შთაბეჭდილებაა.
სერიოზული რომ ხარ ან ირონიული, მაშინაც კი ბავშვს გავხარ :) კარგი გაგებით, ჩემი აზრით ყველა ისურვებდა ხასიათის ასეთ შტრიხს (მეც, ოღონდ მე ჯერ პატარა ვარ :) :)
LikeLike
შენ მართლა პატარა ხარ ჯერ :) მე კი არაფერი მახარებს ისე, როგორც იმის აღმოჩენა, რომ ბავშვობა არ დამიკარგავს და დღემდე ვინარჩუნებ. რუსული “მერი პოპინსი” ნანახი გაქვს, სოფი? აი, ის ეპიზოდი, დიდები კარუსელზე საკუთარ ბავშვობას რომ ხვდებიან?
LikeLike
აუ კი კი როგორ არა :) მაგნუმელებმა გადამაწყვეტინეთ ყველა ქართული და რუსული მულთფილმი და საბავშვო ფილმი უნდა ვნახო თავიდან :)
ეგრეა მოლი დამიჯერე, ძალიან ლამაზი ბავშვურობა გაქვს შემორჩენილი, არ უნდა დაკარგო არასდროს ეგ
LikeLike
ყოჩაღ, მაგნუმელებს :) ერთი კარგი საქმე ნამდვილად გაგვიკეთებია.
ძალიან არ მინდა დაკარგვა, სოფი. ამაზე ფასეული, ალბათ, არც არაფერი მაქვს.
LikeLike
ხასიათში კიდევ ბევრი ფასეულობა გაქვს მოლი მაგრამ აღარ ჩამოვთვლი, ვინმეს პირფერობა არ ეგონოს :) მაგნუმელები ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ ძალიან და მიხარია მეც რომ ვიღებ მეტ–ნაკლებად ამაში მონაწილეობას
LikeLike
სამაგიეროდ, მე ის მიხარია, რომ ფანტასტიურად მოერგე მაგნუმს და მაგნუმი შენს გარეშე უკვე წარმოუდგენელია – და ამას ყველგან თამამად ვიტყვი :)
LikeLike
ამიწითლდა ლოყები :)
LikeLike
:)))) ნამდვილად ასეა.
LikeLike
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
მოოოლ შენ ერთადერთი ხარ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს შორის ვინც იცის ეგ წიგნი და შიგნით არსებული მოთხრობები ♥
მოლ მიყვარხარ ♥ ვაიმეე ახლა ავჩუყდი და ავცმუკდი ♥
აუაუაუ ნუ პოსტი ხომ კარგია ეგ უდავოდ მაგრამ ვაიმე აიაიაიაიაიაიაიაიაიაიიაიაიაია
LikeLike
ძალიან ძველი წიგნია, ჩორვენ :)) ჩვენ უფრო გვახსოვს. პატარები ახლა სხვა რაღაცებს კითხულობენ.
LikeLike
როგორ, როგორ მიყვარს <3 ძველისძველი გაცრეცილი წიგნი მქონდა <3
და ახლა უკვე დავიწყებული, გამახსენე <3 და მეც სითბო და სევდა ჩამიღვარე გულში : ))
LikeLike
სულ ახლახანს, ახალი გამოცემაც გამოჩნდა, ანაბელ. თუმცა, მეც ის ძველი მიყვარს ძალიან,
ასე გემრიელად თუ გაგახსენდა ყირამალა. პოსტს თავისი მისია შეუსრულებია :)
LikeLike
ძველი უფრო მიყვარს რა თქმა უნდა : )) თავისი მოგონებები აქვს იმას თანდართული : ))) ახლა ის სურათი გამახსენდა, ნავით ცისარტყელასკენ : ))
LikeLike
რა თქმა უნდა :) სხვათაშორის, იმ დროისთვის იშვიათად შესანიშნავი თარგმანია. რეზო ინანიშვილმა გადმოაქართულა.
LikeLike
მეც მოუსვენარი ბავშვი ვიყავი… :)
მომეწონა მოლი, ძალიან კარგი პოსტი იყო. რომ ვკითხულობდი, თვალწინ მიდგებოდა ყველა მომენტი, რაც კი აღწერილი გქონდა პოსტში :)
LikeLike
წარმოიდგინე, წიგნი როგორი საინტერესო იქნება, ქრისტინა :)
LikeLike
რახან პატარა მოლი დააინტერესა, ესეიგი ძალიან საინტერესო, სახალისო და კარგად ილუსტრირებული :)
LikeLike
დიდი მოლიც სიამოვნებით ფურცლავს ხოლმე :) ბისეტის ზღაპრებს ასაკი არ გააჩნია. ყველასთვის ერთნაირად საყვარელია.
LikeLike
ანუ არც ისე დიდი ქრისტინაც დიდი სიამოვნებით წაიკითხავს :)
ვეცდები ვიშოვო სადმე :)
LikeLike
უახლესი გამოცემა ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში მოიძებნება, ქრისტინა. რომელიღაც ფერად ჟურნალს მოჰყვა და ახლა ყველგან არის.
LikeLike
საბავშვო ჟურნალი იყო?
LikeLike
არა, “თბილისელები”. თუ არ ვცდები, საბავშვო ბიბლიოთეკის სერიის წიგნად გამოსცეს.
LikeLike
რომელიმე კონკრეტულ ნომერს მოყვება, თუ როგორ ვნახო?
LikeLike
ის ნომერი აღარ იქნება უკვე ჯიხურებში. “ბიბლუსის” ნებისმიერ მაღაზიაში შეიარე და აუცილებლად ექნებათ თაროზე.
LikeLike
ჰო, ძალიანაცვ კარგი “ბიბლუსის” ხშირი სტუმარი ვარ :)
LikeLike
ვაიმე როგორ მომეწონა ეს პოსტი! <3 შშშშ დაიკარგა რომ წავიკითხე ორი კვირა სულ შშშ-ს გავიძახდი! :დ ისეთი კარგი პოსტია მეშინია არ მოგპარონ! :(
LikeLike
:))))) წიგნიც წაგიკითხავს და მოგწონებია, მარიშკალია :) მომპარავენ და აგერ არ ხართ თქვენ? კუდით ქვას ვასროლინებთ :)
LikeLike
კი ოღონდ პატარა რომ ვიყავი! :) მძიმე არტილერიას ჩავრთავთ და თუ რამეა სანაცნობოსაც! :):)
LikeLike
ახლა დიდი ხარ, არა? :)))))
ყურებს ხელში დავაკავებინებთ სათითაოდ :)
LikeLike
არა მოლი მე სულ რომ 100 წლის გავხდე, მაინც სულ პატარა ვიქნებიი!! :) ტანკით გადავუვლით! :დ
LikeLike
ასე უნდა, მარიშკალია :) ბავშვობა არ უნდა დაკარგო არასოდეს.
LikeLike
:ფორევერბავშვი:
LikeLike
მაგას რა ჯობია :)
LikeLike
ძალიან ტკბილ-სევდიანი მოგონებებით სავსე პოსტია! <3
ისეთი სითბოთია გადავსებული სიტყვები არ მყოფნის რომ მოვიწონო :)
LikeLike
რაც თქვი, თეო, ისიც საკმარისია :) მადლობა შენ ასეთი თბილი კომენტარისთვის :)
LikeLike
აქამდე სადაც არ უნდა მეთქვა არავის არაფერი ჰქონდა გაგონილი ბისეტის შესახებ და ბრაზისგან სულ ვმწვანდებოდი აქ კიდევ იმდენს გაქვთ წაკითხული “ყველაფერი ყირამალა”, რომ ბრაზი კი არა სულ ია-ვარდით ვარ მოფენილი… <3<3<3
სახლში ჩემი პატარაობის წიგნებთან დევს საპატიო ადგილზე. გაცრეცილი, ათასჯერ წაკითხული… აი ახლაც მეცინება იმის გახსენებაზე როგორ წაიყვანა არც ისე ჭკვიანმა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სპილო :) ძია ტიკ-ტაკის ვეფხვი ღრრი მარტო სამშაბათობით რომ იყო ბრაზიანი… :) ჩემს წიგნში ნახატი იყო, როგორ იბანს არწივი დევიდი ბრჭყალებს იმდენჯერ გადავხატე სანამ ნორმალური არ გამომივიდა :)
მიყვარს ჩემი ძველი წიგნი <3
LikeLike
აქ ბისეტის მოყვარულთა პატარა კლუბი გვაქვს :) ჰოდა, შენც შემოგვიერთდი ახლა.
ლორდ ვეიდერს აქვს მშვენიერი გესტ-პოსტი გლამთაიას ბლოგზე. მეტი, ბისეტზე დაწერილი, არაფერი მინახავს :(
LikeLike
მგონი მოვედი :)
LikeLike
ნამდვილად მოვედი :)
LikeLike
აი, ახლა ნამდვილად მოხვედი :) ბლოგმაც დაგიმახსოვრა და აწი გიცნობს ხოლმე :)
LikeLike
moli, rogor momnatrebia sabavshvo otaxis postebi:) aseti shesanishnavi postistvis girda lodini, gmadlob :)
LikeLike
მე შენს სტუმრობას და კომენტარებს ველოდებოდი, ლუკა :) თან, ყირამალა ის პოსტია, პირველ რიგში შენი ასაკის მკითხველმა რომ უნდა შეაფასოს :) მადლობა დიდი :)
LikeLike
tkbili qadebi momandome :)
LikeLike
tanaxma var. zolebic shevwiro, rom mqondes :)
LikeLike
არ დაგჭირდება ზოლების გაწირვა, ლუკა :) დედას უთხარი და აუცილებლად გამოგიცხობს :)
LikeLike
ღამის 2 საათია და მე ეხლა ამ პოსტის კითხვისას ისე ვისიამოვნე :*
ძალიან თბილი პოსტი იყო …..
ტკბილი მოგონებები აღმიძრა და მადლობა შენ მოლიიიიიიიი :* !
<3
LikeLike
ღამის ორ საათზე თუ წაიკითხე და მოგეწონა, მართლა კარგი პოსტი ყოფილა :)
LikeLike
[…] 1. ყირამალა პოსტი – როგორც ყოველთვის საინტერესო და სახალისო პოსტია! უკვე არაერთი წიგნის შესახებ გავიგე შენი ბლოგიდან, ბევრი წავიკითხე, ბევრიც წასაკითხ წიგნთა სიას ემატება! განსაკტრებით მახალისებს საბავშო წიგნები! <3 […]
LikeLike
meris hyavs batkani erti patara tovlivit tetri… mgoni magwignidanaaa. axla rom vkitxulobdi ragaceebi gamaxsenda, bavshvobashi miyveboda dedachemi mag motxrobebs…
LikeLike
ჩემთვისაც ბავშვობის მოგონებებია, ნინო. ერთდროულად თბილიც და სევდიანიც.
LikeLike
წიგნის ახალი, ინგლისური გამოცემა ახსენე. ხომ არ გახსოვს რომელი გამომცემლობის გამოცემულია და დაახლოებით რომელ წელს?
LikeLike
ინგლისური არა, ახალი ქართული გამოცემა მაჩუქეს.
LikeLike
ახლა შენ იცი რა ქენი? მთელი ჩემი ბავშვობა და ტკბილი მოგონებები ,, გადამიყირამალავე” :)) არ დამაწყებინო ამ შუა ღამე ,, ჩარლი და შოკოლადის ქარხნის” წაკითხვა:დ;;დ
LikeLike
“ჩარლი და შოკოლადის ქარხანაზე” ერთხელ დავწერე, ისიც ღრმად პოლიტიკურ ჭრილში :) ისე, კარგი მითხარი, საბავშვო ოთახს ეს წიგნი ნამდვილად აკლია.
ზუსტად გადაყირამალავება მინდოდა მეც :)
LikeLike
ამ წიგნის პოლიტიკურ ჭრილზე არასოდეს დავფიქრებულვარ, თუმცა მაშინ იმდენად პატარა ვიყავი ასეთ რაგაცეებზე ვერც ვიფიქრებდი, ეგ უფრო მაღელვებდა რომ ჩარლის,უკვე მერამდენედ წყალწყალა სუპი აღარ ეჭამა და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო როდესაც მას შოკოლადის მდინარიდან სავსე ჭიქით შოკოლადი მიაწოდეს, მან კი სულმოთქმელად გადასანსლა:d:d
LikeLike
არა. საკუთრივ მანდ პოლიტიკური არაფერია :) უბრალოდ, ჩვენი განათლების სამინისტროს ერთ აქციასთან პარალელი გავავლე.
http://wp.me/p1gQ1e-1F
პრინციპში, ამის მეტი პოლიტიკურ ტონალობაში არაფერი დამიწერია.
LikeLike
ამ თბილ და სასიამოვნო განწყობაზე გემშვიდობები.დროებით :)
LikeLike
დროებით, ნატალია და მომავალ სტუმრობამდე :)
LikeLike
[…] გრიმების და ანდერსენის ზღაპრები, ბისეტი, “პიტერ პენი”, ტოლინები და […]
LikeLike
Hello Molly, can you please be so kind to tell me the name of the book you posted phots from? Is it from Donald Bisset The lost birthday? Thanks!
LikeLike
Yes )
LikeLike
Tnx! They are incredibly beautiful! It has awful pictures in the Romanian version compared to the original version.
LikeLike
ვაა საღოლ საღოლ, კარგი პოსტია, მაგარი იყო ეგ ძია ტიკტაკი, წაუშლელი მაქვს გონებაში. აუ არგებედო. ნუიზამ და გრცხვენოდეს :) :) :)
LikeLike