Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მარტი 5th, 2012

Donald Bisset. The Lost Birthday

კარგად მახსოვს, როგორ გავბრაზდი, გაზეთში ჩემზე რომ დაწერეს, მოლი იმდენად პატარაა, ჯერ წერა–კითხვაც არ იცის, ჭადრაკს კი შესანიშნავად თამაშობსო. მეწყინებოდა, აბა, რა – სულ ხუთი წლის ვიყავი, მაგრამ ნახატებიანი წიგნები იმ დროს უკვე აღარ მაინტერესებდა, ტექსტებსაც მშვენივრად ვაბულბულებდი. ის აღმაშფოთებელი სტატიაც ჩემი თვალით წავიკითხე და კარგა ხანს დავდიოდი გაბერილი და ტუჩაბზუებული.

ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და მკითხველის კარიერა მაშინ მთლად ახალი დაწყებული მქონდა – რამდენიმე თვის წინ ანბანის ცოდნით დიდად ვერ დავიტრაბახებდი, ამიტომ, როცა დედამ თბილისიდან დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა“ ჩამომიტანა, წაკითხვის საპატიო მოვალეობა ბებიას ხვდა წილად.

ჰოდა, დავითრევდი ორიოდე ფუმფულა ბალიშს, მოვკალათდებოდი იატაკზე, სავარძელთან და სულგანაბული ვუსმენდი, თან თვალს არ ვაცილებდი ბებოს – შემთხვევით ორი ფურცელი არ გადაშალოს და რომელიმე ზღაპარი არ გამორჩეს–მეთქი.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: