პროფესიის მიუხედავად, იურიდიულ პრობლემებზე დღემდე არაფერი დამიწერია – სამართლებრივი თემატიკა, თუ საქმე პრაქტიკული დანიშნულების კონკრეტულ კითხვა-პასუხებს არ ეხება, ბლოგის ფორმატისთვის ოდნავ შეუფერებელი მეჩვენება.
თუმცა, გამონაკლისი ყველა წესს აქვს და ამ სპეციფიკურ, ფართო საზოგადოებისთვის არც თუ მიმზიდველ, სფეროშიც მოიძებნება საკითხები, რომლებიც ერთნაირად აინტერესებთ ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს, სოციოლოგებს, ჟურნალისტებს და თეოლოგებს – მათ, ვისაც სამართალთან და კანონთან, დანაშაულთან და სასჯელთან თითქმის არაფერი აკავშირებთ, მაგრამ თავს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრად მიიჩნევენ და ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე საკუთარი პოზიცია გააჩნიათ.
თუ ილიას “სარჩობელაზედ” ან სტივენ კინგის “მწვანე მილი” გახსოვთ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ადამიანი ბუნებით მაინც ჰუმანური არსებაა და ჰომო საპიენსის მოკვდინების მშვიდად აღქმა უჭირს – თუნდაც, საამისოდ, საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობდეს. ცხადია, ამ უკიდურეს ნაბიჯზე ბევრს კამათობენ. ასე რომ, დღევანდელი პოსტის თემა შემთხვევით არ შემირჩევია.
სიკვდილით დასჯა სასჯელის უძველესი სახეა და, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, კაცობრიობამ განათლებულ და პროგრესულ ოცდამეერთე საუკუნეშიც ვერ შეძლო ერთიანი, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პოზიციის შემუშავება – ზოგისთვის ეს ადეკვატური და უაღრესად ეფექტიანი საზღაურია ავკაცობისათვის, ზოგისთვის – რეპრესიული მანქანის ინდივიდზე ძალადობის აქტი და “დაკანონებული მკვლელობა”.
სასჯელის უმაღლეს ზომას დღეს, მეტწილად, აფრიკისა და აზიის იმ ქვეყნებში იყენებენ, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცულობის მაღალი ხარისხით ვერ დაიტრაბახებენ. თუმცა, ამგვარი განაჩენი დემოკრატიის ეტალონად მიჩნეული აშშ-ის 34 შტატის ტერიტორიაზეც გამოაქვთ – თითოეული მათგანის კანონმდებლობა საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს და, უკიდურესად რთული და ჩახლართული პრეცედენტული სისტემის წყალობით, ევროპული სისხლის სამართლისათვის დამახასიათებელი შეზღუდვები, დათქმები და წინაპირობები არ გააჩნია – სიცოცხლის წართმევა არასრულწლოვანისთვისაც კი შესაძლებელია.
ცხადია, ყველაზე მკაცრი საზღაური ამა თუ იმ სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკის მიხედვით უმძიმესად მიჩნეული დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული – სიკვდილით, როგორც წესი, ქვეყნის უშიშროების ან სხვისი სიცოცხლის ხელყოფისათვის სჯიან. კანონი დაუნდობელია ნარკორეალიზატორების მიმართაც. მუსულმანურ სამყაროში, სადაც რელიგიური სამართალი – შარიათი მძლავრობს, სასიკვდილო განაჩენის საშუალებით მორალური და ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებას ცდილობენ – სასჯელის უმაღლესი ზომა ქალისთვის შეუფერებელი საქციელის, ადიულტერის და ჰომოსექსუალური კავშირისთვისაც არის დადგენილი.
“სამართლიანი და კანონიერი“ საბჭოთა კოდექსი, სხვა სამარცხვინო დებულებებთან ერთად, დახვრეტას ქრთამის აღებისა და სავალუტო მაქინაციებისთვისაც ითვალისწინებდა. სხვათა შორის, ერთადერთი ევროპული სახელმწიფო, სადაც დღესაც სჯიან სიკვდილით, ბელარუსია.
საქართველოს, კომუნისტურ მემკვიდრეობად, სისხლის სამართლის კოდექსის ცამეტი “სასიკვდილო” მუხლი ერგო, მაგრამ განაჩენის აღსრულებაზე მალევე მორატორიუმი გამოცხადდა. 1995 წლის კონსტიტუციამ კი ეს სასჯელი საერთოდ გააუქმა, თუმცა მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი მსგავსი განაჩენის გამოტანის თეორიულ შესაძლებლობას მაინც ითვალისწინებდა. თანამედროვე კონსტიტუციური ჩანაწერი ორაზროვნებისთვის ადგილს უკვე აღარ ტოვებს – ჩვენთან სიკვდილით დასჯა აკრძალულია.
საზოგადოდ, ძნელია ისეთი სამართლებრივი საკითხის პოვნა, სადაც ერთადერთი სწორი, ცალსახა და გამოკვეთილი აზრია გაბატონებული. დიამეტრალურად საპირისპირო მოსაზრებები არსებობს სასჯელის ამ რადიკალურ ზომასთან დაკავშირებითაც. ერთის მხრივ, ადამიანის სიცოცხლე აბსოლუტურ ღირებულებას წარმოადგენს და სახელმწიფოს მიერ მისი ხელყოფა, თუნდაც ლეგიტიმური განაჩენის არსებობის შემთხვევაში, უაღრესად არაჰუმანურ აქტად შეიძლება ჩაითვალოს. მეორეს მხრივ – ძნელია აბსტრაქტულ ჰუმანიზმზე ფიქრი, როდესაც სერიულ მკვლელს, ნარკობარონს ან მოძალადე პედოფილს ასამართლებ და იმ შედეგებს წარმოიდგენ, მათ შემზარავ საქმიანობას რომ მოჰყვა.
მოლი ბლუმის ბლოგს სხვადასხვა სქესის, ასაკის, პროფესიის, განსხვავებული შეხედულებებისა და გემოვნების მკითხველი სტუმრობს და ეს ექსპერიმენტული პოსტიც სწორედ იმიტომ დაიწერა, რომ ყველამ, ვისაც სურვილი გაუჩნდება, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. დარწმუნებული ვარ, “ლეგალიზებული მკვლელობის” მოწინააღმდეგეებს არ გაგიჭირდებათ საპირისპირო არგუმენტაციის მოძიება, ხოლო მომხრეები იოლად გაიხსენებთ დანაშაულს, რომლისთვისაც სასჯელად “უმტკივნეულო” სასიკვდილო ინექცია კი არა, შუასაუკუნეობრივი ძელზე გასმა ან ინკვიზიციის საფირმო მეთოდი – “ესპანური ვირიც“ არასაკმარისად მოგეჩვენებათ.
ამ მცირე პოსტის მიზანი კვლევის ჩატარება როდი გახლავთ – ბლოგი რეფერატებისთვის არ არის განკუთვნილი. ბუნებრივია, შორს ვარ იმ აზრისგანაც, რომ ჭეშმარიტებას დავადგენთ და კითხვაზე საბოლოო პასუხს მივიღებთ. თუმცა, ვფიქრობ, მოსაზრებათა გაცვლა-გამოცვლა მეტად საინტერესო და აქტიური პროცესი იქნება. დღეს ჩემს ჩვეულებას ვუღალატებ, მოდერატორის ფუნქციით შემოვიფარგლები და ინიციატივას სტუმრებს დავუთმობ. მაშ ასე, თქვენი ვერდიქტი, ქალბატონებო და ბატონებო!
ხართ თუ არა სიკვდილით დასჯის მომხრე?
მე პასუხს ვერ გავცემ.. იმიტომ რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ეს კითხვაც ინდივიდუალურად უნდა წყდებოდეს. თუმცა, ვერ დაგეთანხმები, ადამიანი მაინც ჰუმანური არსებააო, არაფერიც.. შუა საუკუნეები, ამერიკა, .. ხალხს სიამოვნებს სიკვდილით დასჯის ყურება .. ეს მე ჭკუაზე შემშლიდა, მაგრამ ზოგი ისე მშვიდად უყურებს, თითქოს თეატრშია, თითქოს სიკვდილით დასჯა სანახაობაა… :(
LikeLike
სასჯელი არსებობდეს თუ არა, ეს ინდივიდუალური როგორ არის, ქევან? თუ ვიღაცისთვის უნდა არსებობდეს კოდექსში და დანარჩენებისთვის – არა?
LikeLike
მოლ, კანონში ხომ დიაპაზონი წერია, ყველა ქურდობაზე, დავუშვათ, 5 წელს ხომ არ აძლევენ? ზოგს 3–ს , ზოგს 4ს და ა.შ.
როცა ვამბობ ინდივიდუალურიათქო, ამდაგვარს ვგულისხმობ
სიკვდილით დასჯაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება საუბარი, როცა ადამიანი ადამიანობას დაკარგავს…
LikeLike
ქევან, ადამიანმა ადამიანობა კი არა, ცხრა ადამიანობა რომ დაკარგოს, თუ კოდექსში სასჯელის სახით სიკვდილით დასჯა არ არის მითითებული, ვერ დასჯი.
პოსტში ვიკითხე ეს – უნდა არსებობდეს თუ არა მეთქი. დღეს ჩვენთან არ არსებობს.
LikeLike
აჰა, მართლაც დიდი რეზონანსი მოჰყვება ჩემი აზრით.
სიკვდილით დასჯის მომხრე ვარ, დიახ. არსებობს ისეთი დანაშაულებანი, რომელთა პატიებაც არ შეიძლება, სიკვდილზე უარესი სასჯელია მთელი ცხოვრება ამ დანაშაულის შეხსენება და დატანჯვაო – შეიძლება, მაგრამ ჰიუგოს მოთხრობა ხომ გახსოვთ, სიკვდილმისჯილის წინა წუთები ყველაზე მძიმეა, ამაზე მეტი სასჯელი კი სისასტიკეა.
იქნებ დამნაშავისთვისაც კი უკეთესი გადაწყვეტილებაა სიკვდილით დასჯა, მაგრამ ამას სასჯელის უმაღლესი ზომა იმიტომ ჰქვია, რომ უკიდურეს შემთხვევებში უნდა იქნას გამოყენებული
პ.ს. ჩემი აზრით :)
LikeLike
ამას მართლა არ მოველოდი, ისე მე ვემხრობი სიკვდილით დასჯას ცოტა მძიმეა მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა.
LikeLike
არანაირ შემთხვევაში არ ვარ მომხრე, სისასტიკე სისასტიკეს ვერ კლავს, პირიქით
LikeLike
ერთია, ადამიანის სიცოცხლე მართლაც ძვირფასია, და აბსოლუტური ღირებულებაა, მაგრამ სანამ არ დადგინდება როდის კარგავს ადამიანი ადამიანობას, მანამდე სიკვდილით დასჯაზე საუბარი ძნელია…
ხო, მე პირადად, ვერ ვიტან პედოფილებს. ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა :)
LikeLike
შენ კითხვა ვერ გაიგე… ვის უნდა შეეფარდოს და ვის არა – ეს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. უნდა არსებობდეს თუ არა კოდექსში ასეთი სასჯელი – კითხვა ეს არის.
LikeLike
ვერ გეტყვი მოლ :( :( ვიცი, მივხვიდ უკვე.. სანამ ვპოსტავ ხო რეფრეშდება გვერდი..
მოკლედ, მე არ მაქ პასუხი, ვაი რომ არ მაქ :(
LikeLike
აჰა თუნდაც, პედოფილებიც, ზოოფილებიც, სერიული მკვლელები, მანიაკები… ჩემი აზრით განაჩენის გამოტანა მარტივია – სიკვდილით უნდა დაისაჯოს ყველა მსგავსი
LikeLike
ჩემი აზრით,რა სახის დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა(თუნდაც მკვლელობა) ,სიკდილით დასჯა გაუმართლებელია.
არცერთი ადამიანი არაა სიკვდილის ღირსი.”დასჯა” ადამიანისთვის რაღაცის შეზღუდვით მესმის,სიცოცხლის წართმევა კი მეტისმეტია.ამ შემთვევაში თვითონ დამსჯელი აკეთებს იმას,რისთვისაც სხვას სჯის.
LikeLike
საღამო მშვიდობისა!
ამ გამოკითხვას “გააჩნია”-ს მსგავსი ორაზროვანი პასუხი არ აქვს და ამიტომაც მომიწია, “დიახ” მეპასუხა…
მოდით, ცოტა იურისტის პოზიციას მოვიშველიებ. რა არის სასჯელის მიზანი? – სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავის რესოციალიზაცია ანუ საზოგადოებისათვის მისი, ასე ვთქვათ, გამოსწორებული სახით დაბრუნება. მაგრამ თუკი თავიდანვე ცხადია, რომ რესოციალიზაცია გამორიცხულია, მაშინ?
პირადად მე გამართლებულად მივიჩნევდი სიკვდილით დასჯას მხოლოდ მკვლელობისა და ისიც, მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისათვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არავითარი ობიექტური ეჭვი არ იარსებებს იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მცდარია.
ამას წინათ მოვისმინე, თუ როგორ მოხდა ამერიკაში გაუპატიურების ბრალდებით მსჯავრდებული პირის რეაბილიტაცია. დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, 30 წლის შემდეგ გაასაჩივრა და ვინაიდან ამ 30 წლის მანძილზე მტკიცებულებათა აღმოჩენის მეთოდები საგრძნობლად დაიხვეწა, მოხერხდა იმის დადგენა, რომ უდანაშაულო იყო. ასეთი რაღაცები ხდება და ამ შემთხვევაში იგი სიკვდილით რომ დაესაჯათ, გამოუსწორებელი შეცდომა მოხდებოდა.
მაგრამ რა ვუყოთ ცნობილი კრიმინალ პედოფილ მარკ დუტროს? ან სულ ბოლოდროინდელი მოვლენა გავიხსენოთ – ანდერს ბრეივიკი, რომელიც ფაქტიურად, სასათბურე პირობებში იხდის სასჯელს.
სიფრთხილე და მაქსიმალური შეზღუდვა აუცილებელია, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა პიროვნების რესოციალიზაცია გამორიცხულია, შესაბამისად, იგი ყოველთვის საფრთხედ დარჩება საზოგადოებისთვის. ასე რომ, რიგ შემთხვევებში სიკვდილით დასჯა დასაშვებია. მით უმეტეს, რომ სიცოცხლის უფლება, რაც არ უნდა მაღალი იყოს თითოეულ სახელმწიფოში მისი დაცვის ხარისხი, მაინც არ არის აბსოლუტური…
LikeLike
ბრეივიკის შემთზვევაში ეს “სასათბურე პირობები” მეც მებევრება, მაგრამ სიკვდილიც რომ მებევრება?..
ცოტა ხუმრობაში გამიტარეთ, და გლდანის ციხეში უნდა მოახდევინო სამუდამო პატიმრობა და, ვინძლო, ის სიკვდილით დასჯა სანატრელი გაუხდეს :)
LikeLike
რა გითხრა, თაბუ :) უვადო პატიმრობა, ფაქტიურად, ადამიანის ცოცხლად დამარხვას უდრის… თუ არ არსებობს იმის ოდნავი ალბათობაც კი, რომ რაღაც წლების შემდეგ შეიძლება ამ ადამიანს ამნისტია შეეხოს ან შეიწყალონ, უაზრობა გამოდის. სიკვდილით დასჯა უფრო ჰუმანური არაა?
:)
LikeLike
თამარა, გაიხარე, თორემ ეჭვი მქონდა, რომ აბსოლუტურ უმცირესობაში მომიწევდა ყოფნა და სისხლის მოყვარული მიზანთროპის იმიჯს დავიმკვიდრებდი. რა ვქნა, ჩემი პოზიციაც ასეთია – არსებობს შემთხვევები, როცა მსგავსი ვერდიქტი აუცილებლად მიმაჩნია. სასამართლო შეცდომა კიდევ ცალკე უბედურებაა, მაგრამ როცა დამნასავე თვითონვე აღიარებს ჩადენილს?
LikeLike
ასეა, არსებობს შემთხვევები, როცა აუცილებელია სიკვდილით დასჯა
LikeLike
კომენტარს ვერ ვალაიქებ ასე რომ ისევ კომენტარის სახით გამოვხატავ ჩემს სიმპათიას შენი კომენტარის მიმართ :D
LikeLike
სიკვდილით დასჯა ყოველთვის ადამიანური სიმხეცის გამოვლინებად მიმაჩნდა და ამას სწორად შეესაბამება პოსტში ხსენებული სიტყვათშეხამება ,,ლეგალიზებული მკვლელობა”. კანონი სამართლის სინონიმი უნდა იყოს და არ ეწინააღმდეგებოდეს მას.
ამის გარეშე არ შემიძლია:
LikeLike
მეც ეს გამახსენდა და კიდევ რაღაცები…
LikeLike
პირველი, რაც გამახსენდა, ეს იყო
LikeLike
მიუღებელია! სამუდამო პატიმრობაზე უფრო “მოვაწერდი ხელს”, და შეიძლება ეს უფრო არაჰუმანურიც კი იყოს… მაგრამ სიკვდილით დასჯა – არა.
LikeLike
მოვითხოვ @vader Lord-ს თავისი პროვოკაციული კომენტარებით :)
LikeLike
ჰეჰ :) მოვა, ამას გამოტოვებს, თაბუ? :)))
LikeLike
ამ კითხვაზე დაფიქრებაც არ მჭირდება – სიკვდილით დასჯა გაუმართლებლად მიმაჩნია, მიუხედავად დანაშაულისა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ასეთ შემთხვევაში კანონი წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთან (რომ არ შევეხოთ რელიგიურ ან უბრალოდ ადამიანურ მხარეებს). ჩემი აზრით, სასჯელის უმაღლესი ზომა უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა იყოს და ამ მხრივ სრულიად ვეთანხმები ჩვენს კანონმდებლობას.
LikeLike
ვეწინააღმდეგები, რადგან ჩემი აზრით, საზოგადოება და სახელმწიფო დამნაშავის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს და არა სიმსივნესავით მოშორებას. სიკვდილის დასჯის დიდი მინუსი ისიცაა, რომ შესაძლოა, უდანაშაულო ადამიანს გამოუტანონ ეგ განაჩენი. თუ განვიხილავთ დემოკრატიული მაჩვენებლით პირველ ადგილზე მყოფ ქვეყანას – ნორვეგიას, ვნახავთ, რომ იქ არათუ სასჯელებია შერბილებული (ყველაზე მძიმე სასჯელია 25 წლით თავისუფლების აღკვეთა), ციხეებიც კი კომფორტულადაა მოწყობილი, რომ ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემები არ შეექმნას. ანუ დამნაშავეებს არ ექცევიან, როგორც ,,დაბალი დონის” ადამიანებს.
საერთოდაც ძნელი წარმოსადგენია, რომ განათლების საუკუნეში სიკვდილით დასჯა ისევ არსებობს. ჩემთვის შუა საუკუნეების ბნელ ეპოქასთან ასოცირდება.
LikeLike
შემეშალა, 21 წელია მაქსიმუმი.
LikeLike
და თუ თავიდანვე ნათელია, რომ ამ დამნაშავეს ვერაფერი გამოასწორებს??
დაბალი დონე რა შუაშია!!! ცივსისხლიანი მკვლელი უაღრესად განათლებული და ერუდირებული ადამიანიც შეიძლება იყოს… სიკვდილით დასჯა “გაწმენდის” სახე კი არა, სხვა ადამიანების დასაცავად მიმართული უკიდურესი ღონისძიება უნდა იყოს… ასე ვხედავ პირადად მე და სხვა არ ვიცი :(
LikeLike
რაც არ უნდ აგამოსუწორებელი დამნაშავე იყოს,კეთილი ინებოს სახელმწიფომ და შექმნას ისეთი სისტემა რომელიც მას სინდისის ქენჯნას გაუღვიძებს ან სამუდამოდ იზოლირებული მდგომარეობით თუნდაც მარსსზე გაუშვებს საცხოვრებლად)))
ვის აქვს ის ფილმი ნანახი,სასტიკ მკვლელს ვითომ წამლით რომ მკურნალობენ ( ექსპერიმენტს ატარებენ) და ბოლოს ფსიქოლოგიური მეთოდით განკურნებული რა კარგი ადამიანი იჩითება,უბრალოდ საზოგადოებას აღარ სწამს რომ მასში შეიძლება იყოს რაღაც კარგი.
LikeLike
თუ საზოგადოებისგან გარიდება გვინდა, ხომ შეიძლება სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს? სიკვდილით დასჯა ზედმეტად სასტიკი მეთოდია ჩემი აზრით. და რეალურად დასჯა არცაა. ადამიანს ერთ დღეს არ არტყამს თავში, რომ მოდი, დღეიდან ცივსისხლიანი მკვლელი გავხდები და რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავხოცავო. ამ შემთხვევაში მთელი რიგი ფსიქოლოგიური ფაქტორებია, ხშირ შემთხვევაში ბავშვობაში გადატანილი ტრავმის შედეგი (მაგალითად, ედ გეინს დესპოტი დედა ჰყავდა და ისეთ გვამებს იპარავდა, რომლებიც დედას ჰგავდნენ), რომლებსაც ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა უნდა მიხედონ და დროთა განმავლობაში შეიძლება, ასეთი ადამიანების გამოსწორება შესაძლებელი გახდეს.
LikeLike
ციხეზე და ფსიქოლოგიურ კომფორტზე გამახსენდა, ჩარლიუს, ჩემი თანამშრომლები იყვნენ გერმანიაში სამსახურებრივი მივლინებით და რამდენიმე დღე ციხეშიც გაატარეს. ,მსჯავრდებული ქალები ერთ დიდ ოთახში მუშაობდნენ – რაღაცებს კერავდნენ. ჰოდა, ერთ დღესაც, შუა სამუშაოს დროს, შემოსულა ციხის თანამშრომელი, არიქა, ყველამ სპეც.ტანსაცმელი გამოიცვალეთ და რამე არაციხური ჩაიცვითო… თურმე, ერთ-ერთ მსჯავრდებულ ქალს პატარა შვილი უნდა სწვეოდა და მანდ წესი ყოფილა, ბავშვს არ უნდა მიახვედრო, რომ დედა ციხეშია.
ოღონდ, ჩვენთვის ადრეა ეს :(
LikeLike
ოჰო, აი თემა რომელზეც უსასრულოდ შეიძლება დავა.
მოდით ჯერ ჩემს აზრს დავაფიქსირებ. მე ვთვლი (როგორც ჩემი მორალური , ისე ქრისტიანული გადმოსახედიდან) რომ სიკვდილით დასჯა არ უნდა იყოს დაშვებული. სასჯელის უმაღლეს ფორმად სიკვდილით დასჯასთან ერთად “სამუდამო პატიმრობაც” ითვლება და ამ უკანასკნელის შემთხვევაში ვფიქრობ მსჯავდებულს საშუალება ეძლევა ცხოვრების ბოლომდე გაანალიზოს და მოინანიოს მაინც დანაშაული. ვინაიდან ქრისტიანი ადამიანი ვარ ჩვენი მრწამსი არ გვაძლევს ადამიანის ხელყოფის უფლებას.
დაემთხვა და ძალინ კარგი.მოკლედ ერთი კვირის წინ რაღაც პროექტის მეშვეობით ჩატარდა ფილმის ჩვენება “THE IDES OF MARCH”. ფილმი საპრეზიდენტო არჩევნებზეა სადაც სენატორი გამუდმებით ცდილობს კამპანიის სწორხაზოვნად წარმართვას და საკუთრაი თავის წარმოჩენას.
ერთი ეპიზოდი ასეთია. სენატორი მიწვეულია გადაცემაში და ჟურნალისტი მას უსვამს ასეთ შეკითხვას “აკრძალავთ თუ არა სიკვდილით დასჯას? ” სენატორი პასუხობს: ” რათქმაუნდა ავკრძალავ , რადგან ეს არ არის მართებული სასეჯლი . ბლაბ ბლა…….. ასაბუთებს რომ არ არის მიღებული და რომ აუცილებლად აკრძალავს.
ამ დროს ჟურნალისტი მეორე შეკითხავს უსვამს : ” წარმოიდგინეთ მოგიკლეს ცოლი, წამებით და თქვენ გაიგეთ მკვლელის ვინაობა რას მოიმოქმედებთ?.”
სენატორი პასუხობს: ‘ რათქმაუნდა მკვლელს ვიპოვი და მოვკლავ”
ჟურნალისტი: ” კი მაგრამ თქვენ ხომ ახლახანს თქვენივე პირით აღნიშნეთ რომ ამ სასჯელს აკრძალავთ და რომ მოკვლა არ არის სწორი სასჯელი.
სენატორი პასუხოსბ : ” მე მირჩევნია საზოგადოება იყოს უფორ წესიერი და მაღალ საფეხურეობრივი , ვიდრე ცალკეული ინდივიდი “.
ამით იმის თქმა შევეცადე რომ ასეა მოწყობილი ადამიანის აზროვნება, სანამ საკუთარ თავზე არ მოირგებს სიტუაციას ცალსახად აკეთებს დასკვნას. ახლა შეიძლება უმეტესობამ გასცეს პასუხი რომ ეს სასჯელი დაუშვებელია , მაგარმ განა უახლოესი ადამიანის დაღუპვის შემთხვევაში როცა ყველა ინსტიქტი ჩართულია და მითუმეტეს როცა დამნაშავის ვინაობა იცი , ყველა თგვენგანს არ შეიპყრობს გრძნობა დამნაშავის ამ მეთოდით დასჯის სურვილის შესახებ ?!! თქვენ ცალკეული ინდივიდი ნამდვილად გაივლებდით გონებაში ამ აზრს.
შევეწინააღმდეგოთ, ნეგატიურად შევაფასოთ, საზოგადოება ფორმალურ მაღლივზე ავიყვანოთ… გონება კი ისევ ბილწი , შავი არჩევნით დავტვირთოთ სიტუაციის შემთხევბვაში.
” არა სიკვდილით დასჯას !!! “
LikeLike
სახელმწიფო მოვალეა, დაიცვას თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლება… პარადოქსია, მაგრამ შეიძლება, ასის გადასარჩენად ერთი სიცოცხლის ხელყოფა იყოს საჭირო.
მაგალითად, ტერორისტის მკვლელობა, როდესაც მას მძევლები ჰყავს აყვანილი და აფეთქებით იმუქრება და ა.შ. დაშვებულია… იგივე პრინციპია ზუსტად! თუ ადამიანი საშიშროებას წარმოადგენს საზოგადოებისთვის, აუცილებელია მისი იზოლაცია, მაგრამ თუ იზოლაციაც უშედეგოა, მაშინ…
მაგრამ აუცილებელია ძალიან მკაცრი ზღვარის დაწესება და თუ საერთოდ არ გახდება საჭირო, მაგას რა სჯობს!!!
LikeLike
ლიკვიდაციის დროს თუ არ შეგიძლია ცოცხალდ აყვანა,დაე თავის ომში დაიღუპოს ტერორისტი,მაგრამ როცა ხელში გყავს დამნაშავე მისი უმწეობით არ უნდა ისარგებლო და წაართვა სიცოცხლე,დამიჯერე ამას მართლა სხვა პლანეტაზე გაშვება სჯობს.
LikeLike
ტერორისტზე ალბათ საუკეთესო მაგალითი იქნება ანდრეს ბრეივიკის საქმე, თუ არ ვცდები 11 თუ 20 წელი მიუსაჯეს თუ მგონი ამდენს ითვალისწინებს მათი კანონმდებლობა, ზუსტად არ ვიცი
LikeLike
21, სანდრო.. მსოფლიოში ყველაზე კეთილმოწყობილ და ჰუმანურ ციხეში…
LikeLike
იცი,ფილმებშიც და ზოგი ქვეყნის სერიული მკვლელების ბიოგრაფიებშიც ზოგჯერ ისეთი დეტალი ჩანს გინდა მოსპო ის ადამიანი რეალობიდან რომ საზოგადოება დაცული იყოს,მაგრამ მიუხედავად ამისა,თუ დაკანონებაზეა საქმე მე მაინც ხელს ვაწერ უარზე.
არ მსურს ჩემი ქვეყნის მეთაური დამნაშავის სიცოცხლით აღკვეთდეს დანაშაულს,ვინაიდან ამაში ხეირს ვერ ვხედავ.თუ პედოფილმა ან სერიულმა მკვლელმა იცის რომ დაჭერის შემთხვევაში სიკვდილით დასჯიან,ის მაინც ჩაიდენს დანაშაულს იმიტომ რომ სულიერად დაავადებულია და სასჯელის უმაღლესი ზომით სხვა მსგავსს სუბიექტს ეს ვერ გამოასწორებს,მხოლოდ მოცემულ მომენტში მოიშორებ მოცემულ პიროვნებას.
ედიკამ კი გააუქმა დასჯა მაგრამ მე პირადად მიმაჩნია რომ, თვითმფრინავის ბიჭების ამბავი,როგორი დამნაშავენიც არ უნდა ყოფილიყვნენ ვერასოდეს შეამსუბუქებს მის სინდისს,სიკვდილით დასჯის გაუქმებით.
პ.ს. სახელმწიფოს სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილის დასჯა აქვს,ხალხს ლინჩის წესით გასამართლება,კორსიკელებს და სვანებს ვენდეტა,ამ ყველაფრიდან ვენდეტა მირჩევნია,თუმცა ყველაზე სასტიკი ადამიანიც კი არ მიღირს მოსაკლავად,მათი დასჯა სინდისის ქენჯნის გაღვიძებით უფრო მესიმპათიურება,სხვა საქმეა ეს როგორ მოხერხდება..
LikeLike
შევარდნაძემ კი გააუქმა, მაგრამ ისეთი ჩანაწერი იყო კონსტიტუციაში, თუ ვინმე მოინდომებდა, მშვენივრად გამოიტანდა განაჩენს.
თვითმფრინავის ბიჭების საქმე ცალკე თემაა. ერთხელ მაგაზეც დავწერ. რაც აქამდე წამიკითხავს, ყველა დახვრეტას აპროტესტებს და ტერორიზმზე ხმას არავინ ძრავს. ოღონდ, ეს მერე.
LikeLike
მაინც არ იყვნენ დასახვრეტები,თან ასე უსაფლავოდ.
აფერისტია ეგ კაცი,გავაუქმეო დიდის ამბით და თურმე შეხედე რაა :@
LikeLike
არა, მორატორიუმიც გამოაცხადა და გააუქმა და რეალურად, არც განაჩენი გამოუტანიათ მას შემდეგ და ბუნებრივია, არც აღუსრულებიათ. უბრალოდ, ჩანაწერი იყო ასეთი:
“15-2. სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა, მის სრულ გაუქმებამდე, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ორგანული კანონით სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ამ სასჯელის შეფარდების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოს”.
2006 წელს შეცვალეს.
LikeLike
აჰა,ანუ რომ სდომოდა კიდევ დასჯიდა ვინმეს,მნიშვნელობა არ აქვს სასამართლო მიუსჯიდა თუ თავად პრეზიდენტი.
LikeLike
ნუ სიკვდილით დასჯა რომ არაჰუმანურია ეს ყველამ იცის და ეჭვი მეპარება ვინმემ გამიკითხვაში დიახ მისცეს მაგრამ აქ ცოტა სხვა ფაქტორებიცაა. მე ცოტა მიჭირს წარმოდგენა როგორ შეიძლება ამერიკელი პედოფილი რომელმაც უამრავი მცირეწლოვანი გააუპატიურა (რეპორტაჟს ვუყურებდი) სასამართლოში დაცვით დადიოდეს რომ იმ ბავშვების მშობლები ვერ კიწვდნენ და ციხეში ცალკე საკანი ქონედს რომ პატიმრებმა არ მოკლან.
LikeLike
იმიტომ, რომ ეგ ადამიანიც მოქალაქეა და საზოგადოების ნაწილი, რომლის დაცვაც სახელმწიფოს ვალია. მიუხედავად იმისა, რამდენად მძიმე დანაშაული აწევს კისერზე.
LikeLike
ისე მე სიკვდილით დასჯის მომხრე არ ვარ , არსებობს დანაშაული რომლის ჩამდენიც იმსახურებს ყველაზე მკაცრად დასჯას და ეს სამუდამო პატიმრობა უნდა იყოს, ყველაზე ცუდ პირობებში და არასოდეს ამნისტია არ უნდა შეეხოს!! როგორი სასტიკი ვარ :(
პ.ს.ხვალ კიდევ ერთხელ წავიკითხავ და კიდევ დავწერ აუცილებლად კომენტარს
LikeLike
რა მაგის პასუხია და ერთი ენჯეო (ერთი კი არა, რამდენიმე და წონიანი) საკან-საკან დადიოდა და ითვლიდა – უვადოდ თავისუფლებააღკვეთილებს ყველას თუ უდგას ტელევიზორი და რამდენი არხის ყურება შეუძლიათო…
LikeLike
ვემხრობი სიკვდილით დასჯას… :| რეციდივისტები, სერიული მკვლელები, პედოფილები, სადისტები და რაც მთავარია უცხო ქვეყნის აგენტები – ჩემი აზრით ეს ის კატეგორიაა რომლებიც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენით უნდა დაისაჯონ :) პირველი 4 კაატეგორიის გამოყენება კონკრეტულ “პროგარამაში” (რომელსაც არ დავასახელებ :) ) შესაძლებელია, ბოლო პუნქტი კი კასაციას არ უნდა ექვემდებარებოდეს…
LikeLike
დიდი მადლობა სტუმრობისთვის :)
LikeLike
არასწორად პასუხობთ.
და კითხვაც არასწორადაა დასმული.
იმთავითვე ყველა გულისხმობთ რომ აგერ დაიჭირეთ ჩიკატილო და უნდა სიკვდილით დასაჯოთ… ჰოდა სანამ ჩიკატილოს დაიჭერდნენ თუ არ ვცდები 3 თუ 4 მაგ ამბებში უადანაშაულო კაცი დაიჭირეს იქედან მინმუმ ერთის სიკვდილით დასჯაც მოასწრეს.
ჰოდა ასეთი შემთხვევები უამრავია.
ასე რომ თუ ვინმე მომცემს გარანტიას რომ არ შეცდება და მართლა დამნაშავეს დასჯის – კი ბატონო თუ არადა, ვინც შეცდება ყველა გამომძიებლიდან დაწყებული, პროკურორიან-მოსამართლე-მსაჯულებამდე მივაყოლოდ ტყუილად სიკვდილით დასჯილს.
მოსულა?
და DIXI.
LikeLike
კითხვა რატომ არის არასწორად დასმული, ეს მითხარი და იყოს დიქსი.
მე იმას კი არ ვკითხულობ, ვის შეუფარდებდით და ვის არა მეთქი. მე ვიკითხე, ასეთი სასჯელი, ზოგადად უნდა არსებობდეს კოდექსში თუ არა თქო. რა არის ამაში არასწორი?
რა დანაშაულისთვის უნდა არსებობდეს, ეს მეორე თემაა, თუ პირველს დადებითად გაეცა პასუხი, მერე განსახილველი.
და სასამართლო შეცდომის დაშვების რისკი ერთ-ერთი პირველია (თუ პირველია არა) რაც უნდა გაითვალისწინო ზუსტად ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას – თუ თანახმა ხარ, ასეთმა სასჯელმა იარსებოს, ეს რისკიც გათვლილი უნდა გქონდეს.
LikeLike
იმიტომ რომ კითხვა პოსტის ნაწილია და პოსტი კი ადამიანს უქმნის იმ განწყობას რომ ბუნებრივი პასუხი არის – დიახ. მანიპულირება ხდება მკითხველის და ის აღიქვამს ისე, როგორც აღიქვამს.
სოციოლოგი არ ვარ, მაგრამ ეგენი ცოტა მეც მასწავლეს. :) და ფაჩულია უფრო კომპეტენტურად იტყოდა.
მწვანე მილის მაგალითიც კი არასწორად გაქვს მოტანილი.
მანდ ჰუმანური მომენტი სულაც არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ ის ადამიანი უბრალოდ უდანაშაულოა.
დეივიდ გეილია კიდევ მაგაზე და 12 განრისხებული მამაკაციც რაღაც ასპექტიტ მაგაზეა.
სარჩობელაზედ კი. ეგ უფრო ჰუმანურობაზეა აგებული, თუმცა სოციალური ასპექტით და ა.შ. საზოგადოების როლის გამოკვეთა იყო ილიას მიზანი და იმიტომ, თორემ უდანაშაულოდ დასჯილი ხალხი მაშინაც ბევრი იყო. შეეიძლო მაგ კუთხითაც დაეწერა.
LikeLike
კითხვით მანიპულირება არც მიცდია, პირიქით, მაქსიმალურად ობიექტური ვიყავი და რომც მეცადა, შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, არანაირად არ უმოქმედია.
მწვანე მილს რაც შეეხება – მე მთავარი სიუჟეტური ხაზი არ მქონია მხედველობაში. თითოეული სიკვდილით დასჯა ძალიან მძიმედ განვიცადე და ვისაც წაკითხული აქვს, დამეთანხმება, რომ ძალიან მძიმე იყო. ნუ, ყოველ შემთხვევისათვის, ჩემთვის ასე იყო და პოსტიც საკუთარი იმპრესიებით დავწერე.
უდანაშაულოდ და საქმისთვის დასჯა-არ დასჯა სხვა თემაა. კითხვა მაქვს ერთი – უნდა იყოს თუ არა. შესაძლოა, კოდექსში გქონდეს და ასი წლის მანძილზე ერთი განაჩენიც არ გამოიტანო, არ ჩაიდინოს არავინ, ან ჩაიდინოს და არ მიუსაჯო, ან მიუსაჯო და არ აღასრულო (შეიწყალო), მაგრამ რომ გაქვს, ეს უკვე პოზიციაა.
LikeLike
კაი იყოს ეგრე :)
მაგრამ მაშინ ჩემთვის ეგ მომენტი უმნიშვნელოა. მე შეიძლება მიზანთროპი ვარ და შეიძლება დრაკონის კანონების შემოღებასაც დავუჭირო მხარი. :)
მაგრამ სასამართლო სისტემაში ღმერთები არ მუშაობენ და სულ რომ ფრთები ჰქონდეთ, ადამიანები არიან მაინც და შეცდომებს უშვებენ, მთავარი ჩემთვის ესაა.
სხვა ყველა მეორე პლანზე გადადის და აბსოლუტურად უმნიშვნელოა.
თორემ ეგრე მოსკოვში ერთი ძაღლი ცხოვრობდა მეტროში. ცნობილი ამბავია. ჰოდა ვიღაცა ტიპმა აიღო და მატარებელს ჩაუდო რელსებქვეშ. მე მაგ ტიპს თუ დასვამენ სკამზე – სულ არ დამწყდება გული.
ამიტომ ობიქტურად ადამიანმა თავის თავში უნდა უპასუხოს – მზადაა თუ არა თავის თავზე აიღოს ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე – იმ ფასად რომ ათი დამნაშავე გაუშვას ეშაფოტზე. აი ესაა ის კითხვა, რასაც უნდა უპასუხოს.
დაახლოებით აბორტის კითხვას გავს.
აიკრძალოს თუ არაო… ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ ცოცხალი არსება რა მომენტიდანაა და მერე შეიძლება აკრძალვის კითხვაზე პასუხი.
LikeLike
” სასამართლო სისტემაში ღმერთები არ მუშაობენ და სულ რომ ფრთები ჰქონდეთ, ადამიანები არიან მაინც და შეცდომებს უშვებენ, მთავარი ჩემთვის ესაა.”
სრული ჭეშმარიტებაა. მე რომ ეს პოსტი მენახა სადმე, საწინააღმდეგო არგუმენტების ჩამოთვლას ზუსტად ამით დავიწყებდი – სასამართლო შეცდომა უსერიოზულესი რისკია.
ჰოდა, აქაც ახსენეს, აგერ შენც ახსენე და ეს მიმართულებაც გვაქვს კომენტარებში. მეც ზუსტად ეს მინდოდა.
LikeLike
იმიტომ ვახსნე რომ სხვა ყველა არგუმენტი ჩემთვის უმნიშვნელოა.
რელიგიური არ ვარ.
ადამიანის გამოსწორების არ მჯერა.
და ჰეინეს სრული თანამოაზრე ვარ ადამიანებისა და ძაღლების შედარებაში. :)
ასეთი რომ არ ვიყო შეცდომის ალბათობა სულაც არ გამახსენდებოდა, როგორც ორ ადამიანს გაგვახსენდა სულ. კომენტარებში. :)
P.S.
ნუ იაკო, დარწმუნებული ვარ, ჩემსავით მიზანთროპი არაა. :)
LikeLike
ოთხს :) თამარას, ჩარლიუსს, იაკოს და შენ :) და მთელი ხვალინდელი დღე – აქტიური ფაზა – წინაა.
ყველას თავისი საზომი აქვს. დარწმუნებული ვარ, ბევრი რელიგიური და ჰუმანური მოსაზრებებით შეეწინააღმდეგება. მე, საწინააღმდეგო პოზიციას, მხოლოდ შეცდომაზე ავაგებდი და საკმარისად ჩავთვლიდი.
LikeLike
ერთადერთი, რაც ამ საკითხში მაფიქრებს, სწორედ სასამართლო შეცდომაა. რელიგიური და ჰუმანური არგუმენტები, როცა საქმე პედოფილებს, ნარკომოვაჭრეებს და მსგავსი ჯურის სუბიექტებს ეხება, არ მაღელვებენ.
LikeLike
დასმულ კითხვას ვერაფერს დავუწუნებ, დანარჩენში +1
LikeLike
აი ლორდ, მაგარი ხარ :დ :დ
გარანტია რომ უდანაშაულო არ მოხვდება გაზის კამერაში, მეც ეგ გარანტია მინდა და მაშნ კი ბატონო :)
LikeLike
სიკვდილით დასჯას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები! ყოფილა შემთხვევები, როცა სიკვდილით დასჯის შემდეგ დამტკიცებულა პირის უდანაშაულობა, ჰოდა ამის რისკი – თუნდაც 0.1 პროცენტით, ყველთვის არსებობს:/ რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ პედოფილები, სერიული მკვლელები და სხვა ასეთი, მძიმე კატეგორიის დამნაშავეები სიკვდილს იმსახურებენ – არ ვეთანხმები, სიკვდილი ზედმეტად ჰუმანური სასჯელია მათთვის, ისინი ცხოვრების ბოლომდე ტანჯვას იმსახურებენ. გაითვალისწინეთ, რომ ყველას არ სწამს ჯოჯოხეთის, ამიტომ, მეტი სიზუსტისთვის ისინი აქვე, ჩვენს დასანახად უნდა ეწამონ სამუდამო პატიმრობაში.
LikeLike
მე მ მიმაჩნია, რომ სიკვდილით დასჯა მიუღებელია, ვფიქრობ უვადოც საკმარისია, მგონია, რომ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს შანსი გამოსწორების , და ის 25 წლიანი ლიმიტიც მომწონს, რაც შემდგომ ჩადეს, თუმცაღა მიუხედავად ჩემი ასეთი მოსაზრებისა, პრაქტიკაში მინახავს ისეთი საქმეები სადაც მიფიქრია სიკვდილით დასჯის სამართლიანობაზე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ასეთი ადამიანები სამუდამო პატიმრობაში უფრო დაიტანჯებიან. ასე, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა სავსებით საკმარისია ყველაზე საზარელი დამნაშავის დასასჯელად. საინტერესო პოსტი იყო :)
LikeLike
ადამიანს, რომელსაც ხუთი წლის ბავშვის სხეული სურვილს აღუძრავს, რა გამოასწორებს? კაცს, რომელსაც მკვლელობა ჩირად არ უღირს, რა აქცევს კანონმორჩილ მოქალაქედ? არ მჯერა მსგავსი მეტამორფოზების.
LikeLike
არც მე მჯერა, მერი.
სურვილი ცალკე საშინელებაა და ამას ძალადობაც რომ ემატება ზედ… წარმოდგენაც არ მინდა :((
LikeLike
ძალადობაზე ვამბობ მეც, თორემ თუ თავის ბინძურ სურვილებს თავისთვისვე შეინახავს, კიდევ ჯანდაბას. გასამართლებით, ყოველ შემთხვევაში, ვერ გავასამართლებთ.
LikeLike
დიდად მეც არ მჯერა, მაგრამ მაინც ჰუმანური გზა მირჩევნიაა, სხვათაშორის ზუსტად მაგდაგვარი საქმე ვიხილე, ინცესტი პლუს პედოფილია, საშინლად გულისამრევი საქმე იყო, ასეთს მართლაც არაფერი გამოასწორებს და სამუდამოდ უნდა დაიტანჯოს ციხეში.
LikeLike
ამ თემაზე დებატებიდან დაწყებული პირადი კამათით დამთავრებული ყველგან მაქვს მგონი ჩემი აზრი დაფიქსირებული. არ მინდა ბევრი ვისაუბრო საკუთარი შეხედულების სისწორეზე, უბრალოდ ვიტყვი, რომ ვემხრობი სასჯელის ამ ზომის არსებობას (ერთადერთი რაც მაფიქრებს ხოლმე არის ალბათობა, როდესაც უდანაშაულო ადამიანს ცნობენ დამნაშავედ), მგონია რომ ამ ეტაპზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ზედმეტად ჰუმანურია.
LikeLike
არა!
LikeLike
მე წინააღმდეგი ხარ. სიკვდილს უსჯიან ვის? ვინც ვიღაცა მოკლა ან სასტიკად გააუპატიურა თუი რაღც მსგავსი ქმედებებისათვის ხო? შენ თუ მიუსაჯე მას სიკვდილი, (შეიძლება მართლაც ღირსია), მაგრამ შენც მკვლელი გამოდიხარ. მერე რა რომ ვიღაცა მოკლა ღმერთის წინაშე ყველანი ერთნარები ვართ და როგორც მკვლელის მსხვერპლი იყო უბრალო ადამიანი, ასევე მკვლელიც უბრალო ადამიანი და “პლაწიწ ტოიჟე მანეტაი” არ არის მთლად სამართლიანი, მაშინ სამართლიანად იქცევიან მთებში “სისხლის აღებით’, მაგრამ შედეგი? ამ სისხლის აღებით და შურისძიებით რამდენი ადამიანი უაზროდ დაიღუპა.
კი შეიძლება მსხვერპლის ახლობლებმა მოითხოვონ სიკვდილით დასჯა და უყურონ და ისიამოვნონ , მაგრამ ნუთუ შვებას გრძნობენ მათი შვილის (ახლობლის) მკვლელობის ნახვით? ამას ვერ ვხდები, შენ არ ინატრებდი შენი შვილისთვის სიკვდილს , სხვისთვის რატომ ნატრობ? ათუ შვილი დაგიბრუნდება ამით. არა უბრალოდ შურისძიების მომენტია ალბათ სადღაც
არანაირად არ ვამართლებ სიკვდილით დასჯას. უკეთესია იჯდეს დიდხანს ციხეში.. ისეთივე მკვლელები არიან ჩემ თვალში ვინც უსჯიან პატიმარს სიკვდილს
(სორრით მახელა კმენტისათვის(
LikeLike
რატომ უნდა დავსაჯოთ ადამიანი სიკვდილით? ამისი რამე აუცილებლობა ხომ უნდა იყოს? თუ გვინდა რომ ადამიანმა ზიანი არ მიაყენოს საზოგადოებას – სამუდამო პატიმრობა ამ ფუნქციას მშვენივრად ასრულებს თუ გვინდა რომ ადამიანი დაისაჯოს, დაიტანჯოს და ასშ ამასაც მშვენივრად აკეთებს სამუდამო პატიმრობა. მაშ რაღათ გვინდა ეს სიკვდილით დასჯა – კანონი უნდა სჯიდეს და გვიცავდეს, შურისძიებას კი არ უნდა ემსახურებოდეს.
არის უამრავი შემთხვევა როცა ხდება შეცდომით ადამიანისთვის სასჯელის მისჯა – ბბს ის თუ დისქავერის გადაცემა იყო ამ თემაზე და კვლევა ჩაატარეს – რამდენად სანდოა ადამიანის ჩვენება (თვითმხილველის) და გამოჩნდა რომ საკმაოდ დამახინჯებული და ხშირ შემთხვევაში არასწორი ჩვენებები მისცეს გამოკითხულებმა.
ამავე გადაცემაში აჩვენეს კაცი რომელმაც 20 წელი მოიხადა ქალის გაუპატიურებისათვის და მხოლოდ დნმ ის ანალიზის შედეგად დადგინდა რომ მას ეს არ ჩაუდენია და ჩაიდინა სულ სხვა ადამიანმა არადა თავად მსხვერპლი ხელს ადებდა რომ ამან გამაუპატიურაო. ანუ მსხვერპლის შეცდომის გამო ადამიანმა 20 წელი ციხეში გაატარა.
ეს რომ რემე უფრო მძიმე დანაშაული ყოფილიყო და ეს ადამიანი ჩამოეხრჩოთ მაშინ? მაშინ რა მოხდებოდა – ბოდიშით თქვენი შვილი ან მამა შემთხვევით ჩამოვახრჩვეთ და მეტს აღარ ვიზავთო?
LikeLike
მეც ზუსტად ეგ მაგალითი მოვიყვანე, მერე… და ზუსტად მაგას ვამბობ, ცდომილება გამორიცხული უნდა იყოს-მეთქი! :(
LikeLike
კაიდა ვთქვათ მოსამართლემ ჩათვალა რომ ფაქტები იძლევა საშუალებას ცდომილება გამოვრიცხოთ მაგრამ ხომ არის შანსი რომ ცდიმილება მაინც გაიპარა სადმე?
LikeLike
კანონმა მსგავს ინდივიდებს არ უნდა დაუტოვოს იოტისოდენა შანსიც კი იმისა, რომ ისინი ოდესმე ეღირსებიან თავისუფლებას და საშუალება ექნებათ, კიდევ ვინმეს მიაყენონ ზიანი. და კიდევ – ერთი ამისთანა რომ დაიჯება სიკვდილით, მეორე ოდნავ მაინც დაფიქრდება, სანამ თავის ინსტინქტებს გასაქანს მისცემდეს.
LikeLike
ჩემი არჩევანი რომ იყოს მირჩევნია 10 მაინიაკს ქონდეს თავის დაღწევის პატარა შანსი ვიდრე ერთი უდანაშაულო დაისაჯოს.
LikeLike
და თუ ადამიანი თავად აღიარებს?
LikeLike
არა.
სტატისტიკურადაა დამტკიცებული რომ სიკვდილით დასჯის ნორმა არ ამცირებს იმ დანაშაულებს, რომლისთვისაც ისაა გათვალისწინებული. სხვათა შორის ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი მე-19 საუკუნის ჰუმანისტებისთვისაც – უკვე მაშინ იყო ეს გამოკვლევები. ილიას გამოქვეყნებულიც აქვს ევროპული სტატისტიკა.
LikeLike
ასეა თუ ისე, ჩემი პოზიციაა – დიახ. ერთი ეგ არის, არ ვიცი, მოსამართელ რომ ვიყო, ამ განაჩენის გამოტანას შევძლებდი თუ არა – სხვა სხვის ომში ბრძენიაო.
LikeLike
ვინ დაფიქრებულა?სწორედ ამაზე დავწერე იმხელა კომენტარი
არ მსურს ჩემი ქვეყნის მეთაური დამნაშავის სიცოცხლით აღკვეთდეს დანაშაულს,ვინაიდან ამაში ხეირს ვერ ვხედავ.თუ პედოფილმა ან სერიულმა მკვლელმა იცის რომ დაჭერის შემთხვევაში სიკვდილით დასჯიან,ის მაინც ჩაიდენს დანაშაულს იმიტომ რომ სულიერად დაავადებულია და სასჯელის უმაღლესი ზომით სხვა მსგავსს სუბიექტს ეს ვერ გამოასწორებს,მხოლოდ მოცემულ მომენტში მოიშორებ მოცემულ პიროვნებას.
LikeLike
უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდების რისკი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამას ასე იოლად სათვალავიდან ვერავინ ამოაგდებს, მაგრამ ერთი ასეთი შუალედური კითხვა მექნება – თავად დამნაშავე (ჩავთვალოთ, რომ საქმეზე უტყუარი ჭეშმარიტება დავადგინეთ), მკვლელი, ნარკორეალიზატორი ან მოძალადე, თუ იმსახურებს სიკვდილს ჩადენილისთვის?
LikeLike
ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრე ვარ მე!
LikeLike
სიკვდილს მე ვფიქრობ რომ არ იმსახურებს. და სამუდამო პატიმრობა რატომაა მსუბუქი სასჯელი მართლა ვერ ვხვდები. რა აუცილებელია მოკლა – მკვდარი არაა ცხოვრებაში ვერ გამოაღწევს ციხიდან. თუ სამუდამო პატიმრობის ვადა გეცოტავებათ 2 სამუდამო მიესაჯოს ზედიზედ.
LikeLike
ფრიად გონებამახვილური იდეა, ვერაფერს იტყვი. იუმორისტული კონკურსისთვის უთუოდ ივარგებდა.
ცხოვრებაში ციხიდან ვერ გამოაღწევს – ეს საკამათოა. არსებობს უვადოდ თავისუფლებააღკვეთილის ციხიდან გამოსვლის მინიმუმ სამი, აბსოლუტურად ლეგიტიმური, კანონიერი და კოდექსში გაწერილი გზა. აი, ამიტომ ეცოტავება მერის სამუდამო პატიმრობა.
LikeLike
არა,არა და არა. ეგ ციხიდან გამოსვლის მინიმუმ სამი გზა სრულიად ნორმალურია,იქნებ გამოსწორდა?
ეგრე არ იჯდა ფილმის “კოკაინის” მთავარი გმირის რეალური პერსონა? თუ გამოუშვეს?
LikeLike
იცი, რაშია საქმე, ანგელოზო, სკამზე მიბმულ დედ-მამას სამ ბავშვს რომ დაუუთოვებ თვალწინ და მერე აუკუწავ და იმ კაცს სამუდამოს მიუსჯიან, ცოტა ძნელია იმ დედ-მამის დაჯერება, გამოსწორდაო. რაღაც არ მგონია, “კოკაინს” უყურონ და დაიჯერონ – რაგინდარა კინომანები იყვნენ.
LikeLike
მოლ,ეგეთს რომ სიკვდილით დასჯი რა ხეირი? სხვა დეგენერატი აღარ წავა და აღარ დააუთოვებს ბავშვებს თუ ამაზე ნაკლებ დანაშაულს ჩაიდენს სიკვდილის დასჯის შიშით?
მამენტ იმ მშობლების ჰუმანურობაცაა,ვაფშე არ ვეხები რელიგიას, კარგი,შვილი მოგიკლეს მაგრამ თუ გამწარებული ხარ ადექი და მოკალი,ვენდეტას ვამართლებ-თქო ამიტომ დავწერე,მაგრამ გაუშვა და სახელმწიფოს უყურო როგორ მიუსჯიან უმაღლეს სასჯელს უაზრობაა,იმიტომ რომ ხეირი არ არის.
LikeLike
აქ ხომ სიკვდილით დასჯაზე არ ვსაუბრობდით, ანგელოზო, აქ უვადო პატიმრობაზე, გამოსწორებაზე და ვთქვათ, 20-25 წლის შემდეგ გარეთ გამოშვებაზე იყო ლაპარაკი.
ხეირი ის არის, რომ სხვის შვილებს ვეღარ აკუწავს. და იმიტომ არა, რომ გამოსწორდა.
LikeLike
აღიარება მართლმსაჯულების დედააო!
აბა ვინ თქო? :)
LikeLike
ვიშინსკიმ :) ოღონდ, მტკიცებულებათა დედოფალიო.
LikeLike
ჰო დოკაზატელსტვ :)
LikeLike
ზოგადად, გენერალურ პროკურორ ვისინსკის მიეწერება, მაგრამ რეალურად ძველი რომის სამართლიდან არის.
LikeLike
ისე კი, მე ისეთი რადიკალური ზომის მომხრე ვარ, როგორიც წარღვნა იყო.
მგონი დადგა დრო მეორედაც გაიმეოროს იმან… ზემოთ რომაა მსაჯული.
LikeLike
მერე, იმედი გაქვს, რომ კიდბანში ადგილი შეგხვდება? :დდდდდდდდდდდ
LikeLike
მე თუ მკითხავ, კიდობანი საერთოდაც იაღლიში იყო :)
LikeLike
ჰო, მაგაში ვერ შეგედავები :)
LikeLike
ჩემი პასუხია არა. რაც არ უნდა სასტიკ და საშინელ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე.
მე ქმედების წინაპირობა უფრო მაინტერესებს დანაშაულში, რაც უმეტეს შემთხვევაში საზოგადოების ბრალია, შესაბამისად ვიმკით იმას, რასაც ვაშავებთ.
დოსტოევსკისეული პრობლემაც გასათვალისწინებელია.
“12 განრისხებული მამაკაცი”, “დანაშაული და სასჯელი”, “ძმები კარამაზოვები”.
რთული საკითხია.
LikeLike
ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრე ხომ ხარ?
LikeLike
კი, ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჰოლანდიის მსგავსი გავხდებით კანონმდებლობით, მენტალობით და განვითარებით :)
LikeLike
სამწუხაროდ, როდე, იმისთვის, რომ შენ მშვიდად იკვლიო დანაშაულის წინაპირობები, შინ არავინ შემოგივარდეს და ქუჩაში არავინ დაგაყაჩაღოს, ჩვენ, ბევრად ნაკლებად ინტელექტუალური საქმიანობით გვიწევს დაკავება და დოსტოევსკის, როუზის და დიურენმატისთვის ვერ ვიცლით.
იმედია, გვეპატიება.
LikeLike
რა თქმა უნდა. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საკითხი ამდენ დროს ვერ მოითმენს… და ამასობაში თავად აღმოვჩნდეთ მსხვერპლნი.
ბედის ირონია გათამაშდება…
LikeLike
აუჰ! ყველა კომენტარი წავიკითხე. (რაც არანაკლებ საინტერესოა ვიდრე პოსტი). გამოკითხვას პასუხი არ გავეცი. რადგან აღარ ვიცი რას ვფიქრობ, ერთი მხრივ რელიგიიდან და ფიქრის შემდგომ დასკვნილიდან გამომდინარე, მიმაჩნია რომ ეს ყოვლად არაჰუმანური საქციელია, ეს უბრალოდ ბრძოლაა შედეგთან და არა მიზეზთან, რომ ამის აღმსრულებელი ისევე როგორც მომთხოვნი და დასაჯელი თანაბარია და ძნელია გაარკვიო, რომელია უარესი. მეორე მხრივ კი თუ ასეთების არსებობა უფრო დიდი ზარალის მომტანია, ვიდრე ნაადრევად მათი მიწასთაბ შეერთება, ეს ყველაფერი გამაღთლებულად და საჭიროდ მიმაჩნია. ხანდახან კი ისეთ დანაშაულს ვიგებ ხოლმე, რომ ეს ყველაზე უპრიან და საჭრო სასჯელად მესახება.
უკვე არ ვიცი! :(
LikeLike
ჰეჰ… ასეთი კომენტარები ჯერ არც ერთ პოსტზე არ დაწერილა.
ისე, ცოტნე, მაგ ლოგიკით, ნებისმიერი სასჯელი, შედეგთან ბრძოლაა და არა მიზეზთან. დანაშაულის მიზეზებს სასჯელით არ ებრძვიან. მანდ სხვა მეთოდები არსებობს.
LikeLike
ხო და რავი მიჭირს უკვე! :) ნეტა ისეთი სიტუაცია იყოს, რომ აღარ იყოს სალაპარაკო ასეთი სასჯელის არსებობა-არარსებობაზე. :) ხო შედეგთან ბრძოლაა თუმცა ძალზედ საშინელი.
LikeLike
ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ მარტივ პრინციპს ვეყრდნობი ყოველთვის. სიკვდილით დასჯა იგივე მკვლელობაა. ვინც სიკვდილით სჯის (ან სასიკვდილოდ იმეტებს ადამიანს)–მკვლელი. ამ სასჯელის დაკანონება მკვლელების რიცხვს კი არ ამცირებს, ზრდის
LikeLike
არამ.. მომხრეებს არგუმენტები საკმარისად აქვთ, მაგრამ მაინც არა. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხო პრევენციაა? ჰოდა, არ მგონია ეს მიზანი იოლად მიღწევადი, ვინც ასე სასტიკი დანაშაულის ჩამდენია, რა სასჯელი შეაშინებს?!.. საზოგადოების მისგან დაცვა ციხეშია შესაძლებელი. დაზარალებულს რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, პირადად გაუსწორდებოდა? ჰოდა, სახელმწიფო მხარის პოზიციაში რატომ უნდა წარმოვიდგინოთ, იდეაში ხომ სამაგიეროს გადახდა არაა მისი მიზანი, მით უფრო, შეცდომისგან დაზღვეულნი არ ვართ.
LikeLike
imsaxurebs tu ara mravali adamiani sikvdils?
ki.
iqneboda tu ara sazogadoebisatvis am adamianta sikvdili?
ki.
unda iyos tu ara sikvdilit dasja dasashvebi kanonit?
ara.
ratom?
amerikashi araerti shemtxvevaa cnobili roca adamiani dapatimrebidan 40-50 welshi gaumartlebiat. es adamianebi ijdnen mkvlelobasa da sxva danashaulebisatvis. axla warmoidginet, es adamianebi rom sikvdilit daesajat? realurad udanashaulo adamians klav.
aseve sikvdilit dasja mravalma dzalauflebis mqonde adamianma sheidzleba tavisuflad gamoiwenos borotad.
LikeLike
ამ პოსტზე ჩემი ბავშვობა გამახსენდა :დ
არა,უფრო სწორად ის რისიც ბავშვობაში მეშინოდა.
სიკვდილით დასჯის მეშინოდა ძალიან,ყოველთვის წარმოვიდგენდი ხოლმე და რაღაც საშინელება მემართებოდა :D (არვიცი რატო მაგრამ აკვიატებული მქონდა) :D
LikeLike
თუ კითხვა იმაზე უნდა დაისვას, უნდა იყოს თუ არა კოდექსში ეს მუხლი, ჩემი პასუხი დადებითია ისევ… აი, ის მეორე საკითხია, თუ რამდენად შეძლებს თითოეული მოსამართლე, სასიკვდილო განაჩენს მოაწეროს ხელი. არ ვიცი, ვერ გეტყვით. პირადად მე ალბათ პედოფილი, სერიული მკვლელი, ნარკომოვაჭრე და სუტენიორი ალბათ არასოდეს შემეცოდება…
LikeLike
არა არა და არა!
ყველა კომენტარს ვერ გადავხედე, თუმცა იყო აქ ასეთი აზრიც რომ მსგავსი განაჩენის გამომტანიც ზუსტად ისეთივე მკვლელია, ვისი დასჯაც გადაუწყვეტია.. და ამ აზრს უნდა დავეთანხმო, იმიტომ რომ მეც ასე მიმაჩნია. მესმის როცა პედოფილებს, მანიაკებს და კიდევ სხვა ჯურის ბოროტმოქმედებს წარმოვიდგენთ, მათი მოკვლის სურვილი ყველაზე ჰუმანურ ადამიანსაც შეიძლება გაუჩნდეს და ალბათ ამ სასჯელსაც ღირსეულად მიიჩნევს. თუმცა, პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები და არა ცხოველები რომ კაბალური გზებით გადავწყვიტოთ პრობლემა. ასეთი ადამიანებისთვის მთელი ცხოვრება აბსოლიტური იზოლაცია და არა ჩვეულებრივი ციხე, მაქსიმალური სასჯელი იქნებოდა. აბა წარმოდგინეთ ვინმემ, როცა 30-40 წელი, თუნდაც მეტი 4 კედელში გხდება სული ისე რომ ხმის გამცემს თვალითაც ვერავის ხედავ. სიკვდილი კი მხოლოდ შვებაა ასეთი ადამიანითვის. სიცოცხლის წართმევა ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია, სასჯელად კი ათასჯერ უფრო რთული პირობები შეგვიძლია შემოვიღოთ და მართლა ვაგებინოთ პასუხი დამნაშავეს.
LikeLike
საკმარისია, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილისთვის პირობები ოდნავ, სულ ოდნავ გააუარესო, რომ ცალკე ათასი ენჯეო ერთად აღნავლდება, ცალკე ოპოზიცია ჩავარდება ისტერიკაში.
ეს ის, კ სლოვუ.
LikeLike
სიტუაციიდან გამომდინარეა ყველაფერი.
თუკი კანონი აკრძალავს სიკვდილით დასჯას ეს არაფერს წყვეტს.
მაგ:
ვიღაცამ რომ ჩაიდინოს რაღაც დანაშაული, ბრბო თვითონვე გადაუხდის სამაგიეროს ჩაქოლვით და კანონს არც დაელოდება.
ჩემი აზრით, კანონი მაინც უნდა კრძალავდეს სიკვდილით დასჯას.
LikeLike
ბევრ სასამართლო პროცესს დავსწრებივარ მათ შორის საკმაოდ მძიმე დანაშაულებსაც და ბევრიც გამიგია მაგრამ ბრბოსგან ჩაქოლილი რეალური ფაქტი არსად გამიგია, ამიტომ საჭირო არის სიკვდილით დასჯის მუხლის ყოფნა კოდექსში
LikeLike
მე უარყოფით პასუხს ვაფიქსირებ.
გამონაკლისის გარეშე!
და მაინტერესებს “პოლის” შედეგებიც.
შევარდნაძის პასუხი გამახსენდა ერთი ინტერვიუს დროს:
საქართველოში სიკვდილით დასჯა ნაადრევად აიკრძალაო.
LikeLike
ჩვენი მცირე გამოკითხვის შედეგები ასეთია:
არა – 51 ხმა, 84%
დიახ – 10 ხმა, 16%
პოსტში საკუთარი პოზიცია არ დამიფიქსირებია და ვფიქრობ, სწორადაც მოვიქეცი. ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია დანამდვილებით, რომ სასამართლო შეცდომის ალბათობა, ჩემის აზრით, სიკვდილით დასჯის სასჯელის სახედ შემოღებას თითქმის შეუძლებელს ხდის.
LikeLike
მოსალოდნელიც იყო და ალბათ, კარგიცაა, უმრავლესობა ასე რომ ფიქრობს :)
LikeLike
კანონის მისაღებად რეფერენდუმის ჩატარება რატომ არის აკრძალულიო, ვინმემ თუ იკითხა, ეს პოსტი მიასწავლე, თამარა.
LikeLike
აუცილებლად… ნამდვილად კარგი დადასტურება!
LikeLike
მსგავს შედეგს მოველოდი მაგრამ ასე დიდ სხვაობას არა
LikeLike
ნამდვილად არ არსებობს ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი, იმის წარმოდგენაც კი, რომ შეიძლება სრულიად უდანაშაულო ადამიანი გახდეს სამართალდამცავების მსხვერპლი, ნამდვილად საკმარისია რომ უარი გათქმევინოს ამ სასჯელის არსებობაზე. მაგრამ ისეთი დანაშაულების, სამწუხაროდ არც თუ მცირერიცხვოვანი ჩამონათვალი არსებობს რომელთა ჩამდენთათვის ძელზე გასმაც კი არ იქნებოდა საკმარისი სასჯელი. პირადად მე თანახმა ვარ რომ თუ კი ფაქტზე დაიჭერ პედოფილებს, “ბარიგებს”, მანიაკებს და მსგავსი დამნაშავეებს მაშინ შეიძლება მიღებული იყოს სასჯელის ეს უმკაცრესი ზომა!
LikeLike
მადლობა, რომ მოიცალე და კომენტარი დატოვე, თაკო :)
LikeLike
ჩემი აზრით სიკვდილით დასჯა არ უნდა იყოს,რადგან სიცოცხლის ხელყოფის უფლება უფლის გარდა არავის არ აქვს.
სკოლაში დავწერე მეათე კლასში ამასთან დაკავშირებით თემა და მახსოვს იმ თვეში, თბილისში მანიაკმა, პატარა ბიჭი აკუწა. მაშინ ამ ფაქტით ისეთი აღშფოთებული ვიყავი დავწერე ,რომ სიკვდილით დასჯა უნდა არსებობდესთქო .
კარგია მე რომ არავინ აარაფერს მეკითხება (ჩ ემი დის გარდა) ,თორემ ცხრა პარასკევი მაქვს კვირაში : დ
LikeLike
არა!
რა პლიუსი იმაში,რომ ერთ გარდაცვლილს მეორე მიუწვეს გვერდით?!
LikeLike
მოლი ამას წინად სადღაც წავიკითხე ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი არგუმენტი იმისი თუ რატომ უნდა იყოს სიკვდილით დასჯა აკრძალული და მაშინვე ვიფიქრე რომ აქ დამეწერა.
“ამ სასჯელის არ აკრძალვით ჩვენ აუცილებლად ერთ ადამიანს ძალაუნებურად ვაქცევთ მკვლელად, იმიტომ რომ რაოდენ ცივილურიც არ უნდა იყოს მეთოდი ჯალათის მაგივრად ვიღაც მაინც დგას, ვინც ღილაკს აჭერს ხელს” დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ეს არგუმენტი რომელმაც საკმაოდ დამაფიქრა და შეიძლება ითქვას აზრიც შემაცვლევინა :)
LikeLike
მართლა მნიშვნელოვანი არგუმენტია. თუმცა, პროფესიას თავად ადამიანი ირჩევს. მაგ ლოგიკით, სამხედროც პოტენციური მკვლელია და რაღაც შემთხვევაში, პოლიციელიც. არადა, ორივე ფრიად ჰუმანური პროფესიაა, თუ დააკვირდება კაცი.
LikeLike
სიკვდილით დასჯა ნამდვილად სასტიკი და ამაზრზენია. ჩემი აზრით კოდექსში არ უნდა იყოს მითითებული, მაგრამ გამონაკლისები ნამდვილად არსებობენ. მაგალითად ისრაელის სახელმწიფოში ერთადერთი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით და მიუხედავად ჩემი ჰუმანურობისა ვერავინ გადამარწმუნებს რომ სისასტიკეს და არაადამიანურ სასჯელს ჰქონდა ადგილი
LikeLike
კოდექსში თუ არ მიუთითეს, ვერც გამონაკლისი იარსებებს, თამი :)
თუ სწორად მახსოვს, ისრაელში ეიხმანი დახვრიტეს.
LikeLike
ერთადერთი პასუხი მაქვს: არა! სხვა ყველა არგუმენტს შევეშვები და ერთს ვიტყვი: თუ არსებობს სიკვდილით დასჯა, მაშინ არსებობს პროფესიონალი ჯალათი, რომელიც სასიკვდილო ინექციის შეყვანისათვის ხელფასს იღებს. რომელი თქვენგანი ისურვებდა მსგავს სამსახურს?? პირადად მე პას…! :)
LikeLike
saertod vpiqrob, rom qristiqni adamianistvis sikvdilit dasja yoveltvis religiurobastan unda asocirdebodes, kai davushvat sheveshvat religias, mashin shevekhot humanurobas, rac titoeul adamianshi asetu ise devs, da tu imasac davushvebt rom humanurobasac sheveshvebit mashin qreba yvelanairi adamianuri grdznoba da nebismieri adamiani aughelveblad ityvis: “chamoakhrchvet”
LikeLike
არაა !!!!
LikeLike
შევყევი სიკვდილით დასჯის მეთოდებზე ინფორმაციის ძიებას, ფოტოების თვალიერებას, მოქმედების მექანიზმების გაცნობას…
აი, რა მინდოდა?! :(
LikeLike
რას ერჩოდი თავს? :))) რა დაგიშავა ასეთი :))
LikeLike
უფრო მეტად რომ განმტკიცებოდა რწმენა სიკვდილით დასჯის მეთოდის არქაულობის და ბარბაროსულობის თაობაზე :)
LikeLike
ისე ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ, სიკვდილით დასჯა უფრო მსუბუქ სასჯელად მიმაჩნია (არა იმიტომ რომ სასტიკი ადამიანი ვარ და მსიამოვნებს ხალხის წამება) უბრალოდ როდესაც ადამიანს კლავ ის წამიერ ტკივილს გრძნობს (თუ წამებით არ კლავენ).. ჩემი აზრით მოგისაჯონ ე.წ ”პაჟიზნი” უფრო რტულია ვიდრე წამებში დასრულებული სიკვდილი. თანაც შენ არ მიგიცია სიცოცხლე ადამიანისთვის, რომ წართმევა შეგეძლოს.. გმერთის მიცემულია და თავად გადაწყვეტს მისი გარდაცვალების თარიგსაც და სიკვდილის ფორმასაც :)
LikeLike
ნერვებს მიშლის ვორდპრესი
LikeLike
ამ ბოლო დროს – მეც :)
LikeLike
ჩემი (არცთუ ისე) მოკრძალებული აზრით, არა. ადამიანს უნდა ჰქონდეს მონანიების და ცხოვრების შეცვლის უფლება.
LikeLike
რათქმაუნდა სიკვდილით დასჯა გაუმართლებელია,არავისა ააქვს სიცოცხლის ხელყოფის უფლება,არცერთ ინდივიდს არა აქვს უფლება ღვთის მიერ ბოძებული სიცოცხლის წაართმევისა,არც მთავრობას და არც ინდივიდს.რატომ უნდა გამოვასალმოთ ადამიანი სიცოცხლეს???რატომ არ უნდა მივსცეთ დრო იმისთვის,რომ მოინანიოს ჩადენილი დანაშაული??? ოდესღაც ხო ყველა მოინანიებს თავის დანაშაულს და უფალს პატიებას შესთხოვს.თვით ნორვეგიელი ტერორისტიც(ანდერს ბრეივიკიც) კი არ იმსახურებს ამას,მას უნდა მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა.
LikeLike
რა თქმა უნდა სიკვდილით დასჯა გაუმართლებელია, მაგრამ ერთი ასეთი კითხვა გამიჩნდა არ ჯობს დაშვებული იყოს სიკვდილით დასჯა იმ შემთხვევაში თუ თავად, დავუშვათ სამუდამო პატიმრობა მისჯილი ადამიანი ითხოვს ამას? ყველა ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება. პატიმარს, რომელიც აპირებს ხვალ-ზეგ თავი ჩამოიხრჩოს მას რომ ჰკითხო რა თქმა უნდა უარს არ გეტყვის სიკვდილით დასჯაზე, მითუმეტეს დღეს არსებობს მარტივი მეთოდები (თუნდაც გაუტკივარებით ერთი ინექცია და მორჩენილი ამბავია). რელიგიური კუთხითაც თუ შევხედავთ, გამოდის რომ ავარიდებთ იმ საშინელ ცოდვას, რასაც თავის მოკვლა ჰქვია… ორი აზრი არ არის, რომ სანამ შესაძლებელია უნდა გადაარწმუნოს ის ნებისმიერმა სხვა ადამიანმა ეს საშინელი ცოდვა არ ჩაიდინოს მაგრამ, თუ მაინც არ ეშველება მას არაფერი ხომ არ სჯობს გავუმარტივოთ მას ეს პროცესი ? არ ვიცი შეიძლება და არცაა გამორიცხული რომ ვცდებოდე, მაგრამ ჩემი აზრით მაინც უნდა იყოს სიკვდილით დასჯა დაშვებული, მიუხედავად მისი არსისა…
LikeLike
საინტერესო პოსტია!
მე ამ თემაზე ბავშვებთან დებატების ჩატარებას ვაპირებ. ვნახოთ მომავალი თაობა რა აზრს გამოხატავს ამის შესახებ.მე კი მიმაჩნია ,რომ არ უნდა იყოს სიკვდილით დასჯა,რადგანაც ყველა მათგანს თავისი მიეზღვება.და თანაც ნელნელა იქნებ ამაღლდეს საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერება და მოხდეს დანაშაულის პრევენცია.
LikeLike
ზუსტად ეს საკითხი ავირჩიე ქართულის საკონტროლოზე. მართალია იქ დავწერე რომ სიკვდილით დასჯა არ უნდა იყოს მაინც მივიჩნევ რომ ამგვარი ტიპის სასჯელი აუცილებელია!
LikeLike
Patriarqis azri tu gadamiwyvitavda tu ara shemovigebdi rom shemedzlos! Da is rom ert-ertma udidesma mefem tamarma akrdzzala!
LikeLike
unda daisajos damnashave , magram sikvdilit ara
LikeLike