Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მარტი 2nd, 2012

Death Penalty scene

პროფესიის მიუხედავად, იურიდიულ პრობლემებზე დღემდე არაფერი დამიწერია – სამართლებრივი თემატიკა, თუ საქმე პრაქტიკული დანიშნულების კონკრეტულ კითხვა-პასუხებს არ ეხება, ბლოგის ფორმატისთვის ოდნავ შეუფერებელი მეჩვენება.

თუმცა, გამონაკლისი ყველა წესს აქვს და ამ სპეციფიკურ, ფართო საზოგადოებისთვის არც თუ მიმზიდველ, სფეროშიც მოიძებნება საკითხები, რომლებიც ერთნაირად აინტერესებთ ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს, სოციოლოგებს, ჟურნალისტებს და თეოლოგებს  – მათ, ვისაც სამართალთან და კანონთან, დანაშაულთან და სასჯელთან თითქმის არაფერი აკავშირებთ, მაგრამ თავს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრად მიიჩნევენ და ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე საკუთარი პოზიცია გააჩნიათ.

თუ ილიას “სარჩობელაზედ” ან სტივენ კინგის “მწვანე მილი” გახსოვთ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ადამიანი ბუნებით მაინც ჰუმანური არსებაა და ჰომო საპიენსის მოკვდინების მშვიდად აღქმა უჭირს  – თუნდაც, საამისოდ, საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობდეს. ცხადია, ამ უკიდურეს ნაბიჯზე ბევრს კამათობენ. ასე რომ, დღევანდელი პოსტის თემა შემთხვევით არ შემირჩევია.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: