მოგენატრათ ბავშვობა? აი, ის დრო, გაკვეთილებს ბოლოს რომ მოუღებდით და კისრისტეხით გარბოდით ტელევიზორისკენ, მულტფილმების საყურებლად… სუნთქვაშეკრული რომ მისჩერებოდით ეკრანს და ხან ცრემლი მოგადგებოდათ თვალზე, ხან კი, ბედნიერი ფინალით აღფრთოვანებულნი, სიხარულის ყიჟინას დასცემდით ხოლმე ველური ინდიელივით… თუ იმ პერიოდის ნოსტალგია ხანდახან მაინც გეძალებათ ჩემსავით, კარგი იქნება, საყვარელი ანიმაციური გმირები ერთხელ კიდევ გავიხსენოთ და ცხოვრების ყველაზე უზრუნველ ხანას თუნდაც რამდენიმე წუთით დავუბრუნდეთ.
Good luck!
1. ამ რეცეპტით აპირებდა “ტყის კვარტეტის” მამლაყინწა სოფლის აშენებას;
2. ეს საზრიანი და მოხერხებული კაცუნა განსაცდელში ჩავარდნილი ლეკვის გადასარჩენად ოკეანის მეუფე ნეპტუნთან სტუმრობასაც კი არ შეუშინდა;
3. ამ ცნობილი იგავ-არაკის მიხედვით გადაღებულ მულტფილმში მთავარ გმირებს “ივერიას” მომღერლები – თემურ წიკლაური და მანანა თოდაძე ახმოვანებენ;
4. ეს სახე მიიღო ციდან გამოქცეულმა, პაწია და საყვარელმა თოვლის გუნდამ;
5. ამ ფრიად კეთილი და თბილი მულტფილმის სახელი დღეს სათამაშოების მაღაზიასაც ჰქვია და საბავშვო გადაცემასაც;
6. ეს ძველმოდური, კეთილი და გულუბრყვილო ბატი, ცხელ გულზე, ტყეში მარტო წაჩერჩეტდა და კინაღამ ქვაბში ამოჰყო თავი;
7. ამ მულტფილმის მთავარ პერსონაჟს, კეთილი საქციელისგან ისე დაესხა თავბრუ, რომ გონზე მოსასვლელად ფეხის დადება და მიწაზე დანარცხება დასჭირდა;
8. ეს მხიარული და სიმპატიური მანქანა ალკოჰოლის გადამეტებულმა სიყვარულმა დაღუპა;
9. ასე ერქვა კომბლეს ნაფერებ და ნალოლიავებ ძროხას;
10. ეს ყველასთვის საყვარელი მულტფილმი ვაჟა-ფშაველას მოთხრობის – “ბუნების მგოსნების” – მიხედვითაა გადაღებული;
11. ეს შეფერილობა მიიღო საღებავით სავსე კასრში შემთხვევით ჩავარდნილმა თვითმარქვია ხელმწიფე მელიამ;
12. დაკვირვებული მაყურებელი ამ, ყველასთვის საყვარელ, მულტფილმში ლეგენდარული კინოკომედიის “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” მოტივებს ამოიცნობს;
13. ამ ბიჭს ფრიად უჩვეულო “ასტრონომიული” სიზმარი შესაშური სიზუსტით აუხდა;
14. ბრძენი კინა-ლოკო, ქონდარუხი, კვანტი დაუდე და სირბილა ამ მულტფილმის პერსონაჟები არიან;
15. ამ უფლისწულმა ჯეირანიც დაამარცხა, კენგურუც და ხარიც, თუმცა პატარა და სუსტ გამზრდელმა ჭკუით მაინც აჯობა.
მე არ მენატრება ბავშვობა, მაგრამ ეს მულტფილმები მიყვარს :)
LikeLike
მე მენატრება :)
LikeLike
1) ვიმღეროთ და აშენდებაო
2) ხელმარჯვე ოსტატი? გაიკას რომ ჰგავს :დ მაგ ლეკვი ბიჭუნას წაართვა ზღვის მბრძანებელმა, მერე ოსტატი ჩავიდა, იმას სათამაშო დაუტოვა, ნამდვილი ბიჭს დაუბრუნა :დ
3) მგელი და კრავი
4) წვიმა
5) ბაბილინა? აზრზე არ ვარ :დ რამდენი ხანია სათამაშოების მაღაზიაში არ შემიხედია :დ
6) ტასიკო
7) აააა, არ მახსოვს :დ
8. შაქრო თუ ზაქრო, ამ ორიდან ერთ–ერთია და კონკრეტულად რომელი იყო აღარ მახსოვს :დ :დ
9) ჩემი ჭრელა :დ
10) ვგიჟდები მე პირადად – ჩხიკვთა ქორწილი ^^ ზაქარა რას უმღერის, ეჰ, ეჰ ^^
11) ააა, შავი?
12) წრუნა და წრუწუნა ^^
13) სიზმარა
14) სალამურა… ესეც მიყვარს, აჰ სულაკაურს სხვა ზღაპრებიც აქვსო, დედამ, მზიაზე, დავეძებ სულ და ვერ ვპოულობ, მაგისთვის ბიბლიოში როგორ მივიდე :(
15) კატა და ლომი :დ :დ :დ :დ აჰაჰა, ვიცი რა ჯიშისაც ხართ და მაგიტომ არ ვასწავლე ხეზე ცოცვაო :დ
LikeLike
ბავშვობა ^^ ტკბილი ბავშვობა :დ
აი ახლა კი მშურს იმ მამაკაცების ბავშვურებად რომ რჩებიან მთელი ცხოვრება.. მეც მინდა და ვიქნები..
არ გავიზრდები (ც) პიტერ პენ
LikeLike
ბავშვობა არ დაკარგო, ამას ყველა ვერ ახერხებს, ქევან :) დიდზე დიდი ნიჭია.
LikeLike
რას გადაეკიდა ამ კაცებს მაინც ვერ გავიგე :) მე ჯერ რას მომენატრება, არც დამიმთავრებია :)
LikeLike
გამახსენდნენ, გოგო, გამახსენდნენ… დამაჯარიმე ჰა, კიდე უნდა ვახსენო სიტყვა კაცი :დ :დ :*
LikeLike
კაცის ხსენებაზე ჯარიმაა უკვე? :( ძედააა……
LikeLike
წახვალ წამოხვალ სულ კაცებს უნდა გაჰკრა კბილი :)
LikeLike
looooooooooooooooool :d :d
LikeLike
არ ვარ მართალი? :)
LikeLike
ლოლ :)
LikeLike
უნდა დავუთვალო ქევანას რამდენჯერ ახსენებს კაცებს და რა კონტექსტში :დ
LikeLike
დამითვალე, გენაცვალოს ჩემი თავი :*
LikeLike
პატარაა ჯერ :)
LikeLike
სალამ, როგორც დაგპირდით, გადასარევი დღის გადასარევი დასასრულისთვის მოვედი:
1. სოფლის შენებას რა უნდაო და სიმღერაო, ბანიო, პირველი ხმაო და რა ვიცი, მოკლედ;
2. ხელმარჯვე ოსტატი არაა მაგი?
3. მგელი და კრავი;
4. წვიმა :( აუ, რამდენს ვტიროდი მაგ მულტფილმზე :(4
5. ბაბილინა? – ბაბილინა, როგორა ხარ – ამ ხმაზე ელეთ-მელეთი მომდის :)
6. ტასიკო :)
7. რაიოოო??
8. აუ, ეგ არ ვიცი;
9. ხელს ვერ გახლებს, ჩემო ჭრელავ, დათვი, მგელი, ტურა, მელა… რა ერქვა ნეტავი, ჰა? ლამაზა, ალბათ ;):):)
10. ბულბულის იუბილე;
11. თეთრი, მგონი;
12. წუნა და წრუწუნა :) – “ვირო, რასა ხტები, ფეხით ჩამოდი, რაღა! “:)))))
13. სიზმარა :) აუ, ის გოგჩო რა ტიპია: ვაიმე, დედა, რა მემართება, მუხლი მეკვეთება, სული მეხუთება.. საჭმელსაც არ შევჭამ, სანამ ის ყმაწვილი არ ჩამეხუტება :)))))))))
14. სალამურა
15. პრინცი ლომი და გუვერნანტი კატა :)
LikeLike
ბავშვობა უბრალოდ კი არ მომენატრა, პასუხებს დავწერ თუ არა, მაშინვე წავალ შაქროს და ზაქროს საყურებლად :)
1. შენ იყეფე, მე ვიყივლებ და სოფელიც აშენდებაო
2. ხელმარჯვე ოსტატი
3. მგელი და კრავი
4. წვიმა
5. ბომბორა
6. ბატი ტასიკო
7. ბალადა მომღერალზე ???
8. შაქრო
9. ჭრელა
10. ბულბულის იუბილე
11. ლურჯი
12. წუნა და წრუწუნა
13. სიზმარა
14. სალამურა
15. ლომი
LikeLike
ხოოოტა დავიწყე :)
1. სიმღერა უნდოდა მაგ ამბავს – ერთი პირველი ხმით, ერთიც მეორე ხმით და კიდევ ერთი – კარგი ბანით :)
2. ხელმარჯვე ოსტატი ^_^ ჩემი კაცური კაცუნა <3
3. მგელი და კრავი.
4. წვიმა
5. ბაბილინა <3 ძალიანზე ძალიან გადასარევი მულტფილმი!
6. ბატი, ტასიკო ვიცი მე!
7. ღმერთო მომკალი, წარმოდგენა არ მაქვს :შ
8. ნამდვილად არ ვიცი, მანქანა საერთოდ არ მახსოვს ქართულ მულტფილმში თან ალკოჰოლის მოყვარული :შ
9. ჭრელა – „თავში ჩავცხებ ყველას, ყველას!“ :D
10. ბულბულის იუბილე.
11. ლურჯი.
12. წუნა და წრუწუნა.
13. სიზმარა – აქეთ მზით და იქით მთვარით.
14. სალამურას თავგადასავალი.
15. ვეფხვი, რომელსაც კატა მასწმა ხეზე ასვლა არ ასწავლა :)
ისე რავა ვთქვა და ცოტა გული კი დამწყდა, რამდენიმე ძალიან კარგი მულტფილმი რომ არ შემხვდა კითხვებში :შ ოჯახი, ჯადოსნური კვერცხი, საზამთრო, თერძი ბესო, მძლეთამძლე <3 თუ ნეტა შემხვდა და ვერ მივხვდი :( მაინც მადლობა, რომ გამახსენე :*
LikeLike
აუჰ, ამ დილით დამარტყა თავში – რა ვეფხვი, ლომი და კატა იყო მე–15ში :D
LikeLike
1) სიმღერა
2) ხელმარჯვე ოსტატი
3) მგელი და კრავი
4) წვიმა
5)
6) ბატი ტასიკო
7)
8 ) შაქრო ერქვა ხო?
9) ჭრელა
10)
11) ლურჯი
12) წუნა და წრუწუნა
13) სიზმარა
14)
15) კატის გაზრდილი ლომიდანაა მარა უფლისწულის სახელი არ ვიცი :)
მეტი ვერ. ეს ოთხი ვერ გამოვიცანი
LikeLike
1. მამალი იყივლებს, ძაღლი იყეფებს და სოფელიც აშენდებაო.
2. ხელმარჯვე ოსტატი
3 მგელი და კრავი
4 წვიმად გადავიქეცი… კაპ კაპ
5. ბომბორა
6 ტასიკო
7
8 (შაქრო და) ზაქრო
9 ჭრელა
10 ბულბულის იუბილე
11 ლურჯი
12 წუნა და წრუწუნა
13 სიზმარა
14 სალამურა
15 ლომი (კატა და ლომი)
მეშვიდეს ჯერ ვერ ვხვდები :(
LikeLike
1 ბასილაია? :P
4 ვგიჟდები მაგ მულტიკის სიმღერაზე.
8 პიპო პაპო? შაქრო?
10 საწყალი ნუკრი(
13 ნეტა მეც ეგრე ამიხდეს)
LikeLike
ახლა ისეთი დაღლილი ვარ ვერ ვაზროვნებ დანარჩენი ხვალისთვის იყოს თუ მოვაღწიე სახლში მანამდე,თუმცა 2 ნაღდად ვერ ვიცანი.
ზუსტად დღეს ვსაუბრობდით სამეგობროში რომ ბავშვობაზე კარგი არაფერი არ არსებობს,დრო როდესაც არ იცი,მთელი სიმძაფრით ვერ აღიქვამ რა არის სიკვდილი და საერთოდაც არ ფიქრობ არაფერზე.ცოტა არ იყოს ძნელია დიდობაში ბავშვობის შენარჩუნება.
ახლა კი წავედი დავიძინებ და იმედი მაქვს სიზმარასავით რაღაც კარგს დავისიზმრებ და ამიხდება კიდეც.
LikeLike
ძალიან ძნელია :( პიტერ პენმა შეძლო მხოლოდ და ქრისტოფერ რობინმა. მეტი არავინ მახსენდება.
LikeLike
1 მე ვიყივლებ, შენ იყეფე და სოფელიც აშენდებაა :) – სუფთა ქართული ლოგიკა
2 ხელმარჯვე ოსტატი
3 მგელი და კრავი
4 წვიმა
5 ბაბილინა?
6 ბატი ტასიკო
7 ნიუჟელი ეს მულწიკი არ მაქვს ნანახი – არ ვიცი
8 სახელი არ მახსოვს :)
9 ჭრელა
10 ბულბულის იუბილე
11 ლურჯი მელია მემგონი
12 წუნა და წრუწუნა
13 სიზმარა
14 აშკარად არ მაქვს ნანახი
15 ლომი და კატა
LikeLike
სიამოვნებით ვითამაშებდი.
ეხლა ჯანმრთელობა მთლად წესრიგში არ მაქვს, ფიქრი, თუნდაც ასეთ მსუბუქ და სახალისო თემაზე, არ შემიძლია. მაგრამ წინ რამდენიმე საათია და იმედს არ დავკარგავ. ყველას წარმატებები!
LikeLike
მადლობა ყველას სახელით, მაგრამ ხომ მშვიდობაა? იმედია, კარგად ხარ.
LikeLike
რაღაცა თირკმელიო, ისაო ესაო. :) ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შემაშფოთებელი არაფერი : ) მადლობა
LikeLike
რა დროს შენი თირკმელია, ჭიამაია :)
LikeLike
ბარემაც არაა დრო მაგრამ რას გაიგებ :)))
LikeLike
ეგეც მართალია :(
LikeLike
1.მე ვიყივლებ,შენ იყეფებ და სოფელიც აშენდებაო :)
2.-
3.მგელი და კრავი
4.ციდან გამოვიქეცი,წვიმად გადავიქეცი…
5.-
6.ტასიკო
7.-
8.შაქრო
9.ჭრელა
10.ჩხიკვთა ქორწილი
11.ლურჯი
12.წუნა და წრუწუნა
13.სიზმარა
14.სალამურას ამბავი ქვიამგონი ხო?თუმარტო სალამურა
15.ლომი(კატამ ხეზე ასვლა რომ არ ასწავლა)
LikeLike
1.სოფლის შენებას რა უნდა, სიმღერა უნდა :)
2.ჭანჭიკებისგან როა აწყობილი, მგონი ისაა :)
3.ჩხიკვთა ქორწილი
4.წვიმა
5.ბაბილინა
6. ტასიკო
7.
8. შაქრო და ზაქრო
9.ჭრელა
10. ბულბულის იუბილე
11. მელნისფერი ანუ ლურჯი
12. წუნა და წრუწუნა
13. სიზმარა
14. სალამურა
15. ლომი და კატა
LikeLike
ვერაფერი გავიხსენე :( სად ჯანდანაში მქონდა ბავშვობა?
მარტო ის მხასოვს გუნდა რომ დადნება, მაგაზე ვტიროდი მგონი ;დ
LikeLike
შენ რომ ბავშვი იყავი, როდე, სხვა მულტფილმები იყო მოდაში.ეს უფრო ძველია.
LikeLike
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბავშვობაში ტელევიზორი უბრალოდ ყუთის როლში იყო ძირითადად, მაინც შევეცდები, გავიხსენო…
მშვენიერი ჯეოპარდია, მოლ!
პატარაობას რომ მოგანდომებს, ისეთი <3
LikeLike
ჰო, მაგ დროს შუქი კვირაში ორი საათით თუ მოდიოდა :((
მიხარია, რომ მოგეწონა, მარიამ.
LikeLike
კარგა ხანია, მულტფილმს აღარ ვუყურებ, მაგრამ ბავშვობაში სიამოვნებით დავბრუნდები :)
LikeLike
მე ახლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ :)
LikeLike
დაველოდე, დედიკოს როდის ეცლებოდა და დავიხმარე (მე ნახევარი არ მაქვს აქედან ნანახი მგონი ან არ მახსოვს). აი, ჩვენი ერთობლივი პასუხებიც;
1. შენ იცეკვებ, შენ იყეფებ, მე ვიყივლებ და სოფელიც აშენდებაო (მგონი)
2. ხელმარჯვე ოსტატი
3. მგელი და კრავი
4. წვიმად გადავიქეციო : )
5. ცეროდენა?
6. ბატი ტასიკო
7. ყურშა
8. ღვინის მანქანა (შაქრო თუ ზაქრო ვერ გავიხსენეთ : )
9. ჭრელა
10. ბულბულის იუბილე
11. ლურჯი
12. წუნა და წრუწუნა <3
13. სიზმარა
14. სალამურას თავგადასავალი (აქ კიდევ ალე ჰოპი და მიდი მოადე არიან მგონი : )
15. ლომი
LikeLike
მეგონა ჩემს კომენტარს მივაბი, მაპატიეთ : ))
LikeLike
რა არის აქ საპატიებელი :) მიღებულია შენი პასუხები და დავთვლი ახლა.
LikeLike
1. “მე ვიყივლებ, შენ იყეფე და სოფელიც აშენდებაო”;
2. ხელმარჯვე ოსტატი;
3. “მგელი და კრავი”;
4. წვიმად გადაიქცა;
5. “ბაბილინა”;
6. ბატი ტასიკო (მგონი, მედეა ჯაფარიძე ახმოვანებს, ძალიან საყვარლად);
7. “ყურშა გაყოყოჩდა”
8. ზაქრო (პი–პა-პოო);
9. ჭრელა (“წამართვეს! წაიყვანეს ჩემი ჭრელა!”)
10. “ბულბულის იუბილე” ;
11. ლურჯად :);
12. “წუნა და წრუწუნა”;
13. სიზმარა;
14. “სალამურას თავგადასავალი”;
15. რეგვენი უფლისწული ლომი (“კატა და ლომი”).
LikeLike
ეჰ უმეტესობა არ მახსოვს და არც ნანახი მაქვს :(
LikeLike
მაშინ, სანდრო, პასუხებს დაელოდე და თუ რომელიმე მულტფილმი მოგეწონა, შეგიძლია, იუთუბზეც ნახო.
LikeLike
აუცილებლად :) მაინტერესებს
LikeLike
3.მგელი და კრავი
4. წვიმის
5.ბაბილინა
10.ტყის მგოსნები?
11.ლურჯა მელია
12. წუნა და წრუწუნა
13.სიზმარა
14.სალამურა
დიაგნოზი: ნაადრევი სკლეროზი :)
LikeLike
1. მე ვიყივლებ, შენ იყეფებ და სოფელიც აშენდება
2. ხელმარჯვე ოსტატი
3. მგელი და კრავი
4. წვიმის
5. ცეროდენა
6. ბატი ტასიკო
7. ყურშა გაყოყოჩდა
8. ზაქრო
9. ჭრელა
10. ბულბულის იუბილე
11. ლურჯი
12. წუნა და წრუწუნა
13. სიზმარა
14. სალამურა
15. უფლისწული ლომის ბოკვერია, მულტფილმს კი “კატა და ლომი” ჰქვია.
პატარა დიშვილი და შვილი რომ მყავს, ხომ მემჩნევა? :)
LikeLike
ვაიმე სულ რამოდენიმე მათგანი გამახსენდაა :)), არადა მიყვარდა ბავშვობაში მათი ყურება… ისე მაინტერესებს პასუხები :)))
LikeLike
პასუხები სულ მალე იქნება. ახლავე გამოვაქვეყნებდი, მაგრამ ჯერ დროა და ვიღაც არ დამრჩენს თამაშის გარეშე…
LikeLike
ველოდები , ველოდები :))
LikeLike
:) ოლ რაიტ!
LikeLike
1. სიმღერა
2. ხელმარჯვე ოსტატი
3. მგელი და კრავი (როგორ მომწონს <3)
4. წვიმა
5. ბაბილინა?! (მაღაზია, როა ვიცი, გადაცემაცაა და …)
6. ბატი ტასიკო
7. "ყურშა გაყოყოჩდა"
8. "შაქრო და ზაქრო (ზაქრო იწვის)"
9. ჭრელა
10. არ ვიცი მარა "ბულბულის იუბილე" ხომ არა?!
11. ლურჯი
12. წუნა და წრუწუნა
13. სიზმარა
14. სალამურა <3
15. "კატა და ლომი" ქვია მულტფილმს, მგონი და ლომის ბოკვერის სახელი არ მახსოვს.
იმედია უმეტესობა სწორი მაქვს, მიყვარს მულტფილმები! რაც მე ესენი მაქვს ნანახი! ;)
LikeLike
მე ახლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ უმეტესობას <3 თოვლის გუნდა მიყვარს, ზაქრო და შაქრო და სოფლის მაშენებლები ყველაზე მეტად.. <3
LikeLike
მეც <3
LikeLike
აუ, რამდენი ხანია ქართული მულტფილმი აღარ მინახავს… იმედია არ დავაგვიანე.. კითხვებს რომ გადავხედე მგონი ყველა ნანახი მაქვს და უნდა შევება ჯეოპარდს :D
1.მე ვიყივლებ, შენ იყეფე და სოფელიც აშენდებაო :)
2.ხელმარჯვე ოსტატი
3.მგელი და კრავი
4.ციდან გამოვიქეციი, წვიმად გადავიქეცი :)
5.ბაბილინა??? ნანახი ნამდვილად არ მაქვს
6.ტასიკო
7.ყოყოჩი ყურშა :) პარა რამ პამ პამ პამ პა დელი დელი დელი დელასაა :D
8.შაქრო.. თუ ზაქრო? არა, შაქრო.. მოკლედ, რომელიღაცა :)
9.ჭრელა. :)
10.ბულბულის იუბილე
11.ლურჯი
12.წუნა და წრუწუნა
13.სიზმარა. ცალი ფეხი ბაღდადს ედგა, ცალი ბაღდადის ბოლოს. აქეთ მზე ეჯდა, იქეთ მთვარე და შუქურვარსკვლავი ხელ-პირს აბანინებდა :D
14.სალამურა
15.ლომი… ხეზე ასვლა არ ასწავლეს :)
კარგ ხასიათზე დამაყენე, მოლი. წავედი მე რამე მულტფილმს უნდა ვუყურო :)
LikeLike
ვაიმე,რაღა ვქნა. :) მხოლოდ
სოფლის მაშენებლები და წვიმა ვიცი მგონი. :ს
LikeLike
ორიც საქმეა :) დანარჩენებს პასუხებად გადახედე, ანა :)
LikeLike
დეიზი, არ დაგიგვიანებია არანაირად :) ზუსტად დროზე შემოიხედე.
LikeLike
სწორი პასუხები:
1. “მე ვიყივლებ, შენ იყეფე და სოფელიც აშენდებაო” (სხვათა შორის, ააშენეს კიდეც);
2. ხელმარჯვე ოსტატი;
3. “მგელი და კრავი”;
4. წვიმად გადაიქცა (“მე წვიმად მოვალ”);
5. “ბაბილინა” (თუმცა, ვფიქრობ, ბომბორაც უნდა ჩაითვალოს და ცეროდენაც. ჩამოვრჩი თანამედროვე საბავშვო მაღაზიებს და გადაცემებს);
6. ბატი ტასიკო (შე ბატოო, იწყინა და გავარდა ტყეში. მანდ ძველი ბიჭ მგლებზე, თუ გახსოვთ, დღემდე მეცინება);
7. “ყურშა გაყოყოჩდა” (სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ამ უსაყვარლესი მულტფილმის გახსენება ასე თუ გაგიჭირდებოდათ);
8. ზაქრო (“შაქრო და ზაქრო” – სხვათა შორის, ამისაც);
9. ჭრელა; :)
10. “ბულბულის იუბილე” (აი, ის, იუბილარს მოცეკვავე ოფოფები რომ ესალმებიან :) );
11. საღებავი ლურჯი იყო და მელიაც, შესაბამისად, გალურჯდა;
12. “წუნა და წრუწუნა” (ჩვენი პასუხი დისნეის მიკი მაუსს);
13. სიზმარა (და როგორც თამარამ აღნიშნა, მანდ მეფის ასული ფრიად რაღაცნაირი გოგჩოა);
14. სალამურას თავგადასავალი;
15. “კატის გაზრდილი ლომის” ლომი-უფლისწული;
წინასწარი შედეგები:
მერი პოპინსი – 15; Author – 15; ✿ Daisy ✿ – 15; tsotnee – 15; M.K. – 15; Kejeradze – 14; ნატო დავითაშვილი – 14; იაკომ თქვა – 13; mecmikvarkhar – 13; kevana – 12; Misha Chkhartishvili – 12; tamara – 12; გლეხის ბიჭი – 11; bellablaack – 11; vertikaluri – 8; faifuris angelozi – 4.
LikeLike
მე რა კარგად ვითამაშე))) მ-7 და მე-11 საერთოდ ვერ ვიცანი კიარადა მგონი არც მაქვს ნანახი…
აი მე-10 ზე შვლის ნურკი საიდან მოვიტანე ხომ არ იცი?)))
LikeLike
ვაჟას ასოციაციებს გაჰყევი და იქედან :)
ძალიან გვიან თამაშობდი და იმიტომ.
LikeLike
ჩემი პირველი 15! რა მაგარია! (მადლობა დედიკოს : ))
LikeLike
დედამ როგორ გაჯობა მულტფილმების ცოდნაში? :)
LikeLike
მეც გამიკვირდა : )) ალბათ იმიტომ, რომ მას ორმაგად აქვს ნანახი, თავის და ჩემს ბავშვობაში : ))
LikeLike
ესეც მართალია :) ანუ, შენც ნახავ მეორედ თავის დროზე :)
LikeLike
ჰო, მერე მე და ჩემი შვილ(ებ)ი ერთად მოგაკითხავთ და ვითამაშებთ მულტფილმების ჯეოპარდებს : )
LikeLike
ველქამ :) სიხარულით დაგხვდებით :)
LikeLike
მე-7 და მე-14 საერთოდ ვერ ვიცანი :( ბულბულის იუბლე ნანახი მაქვს, მაგრამ ვერ გავიხსენე რატომღაც.
ხო, სიზმარას პრინცესა მართლა რაღაცნაირია :დ მაგრად ვკაიფობ ხოლმე მაგაზე :დ
LikeLike
ნაშა გოგჩოა :)))
LikeLike
ვახ! რა მაგარია ყველაფერი სწორად მახსოვდა! :)))
LikeLike
ეჭვიც არ შემპარვია. ასაკი მნიშვნელოვანი ფაქტორია და იმიტომ.
LikeLike
ხო. აი მე-5 არ მაქვს მარტო ნანახი, მაგრამ დანარჩენი 2 მინიშნება საკმარისი იყო. :)))
პ.ს. ხო ყველა მაგარი და საყვარელია, მაგრამ ქართული მულტფილმებიდან “თოვლის გუნდა”, “ბომბორა” და “სალამურა” განსაკუთრებით მომწონს. :)
LikeLike
უხხხ ჯეოპარდი სულ დამავიწყდაარადა დღს ვაპირებდი დაწერას.
P.S კარგი დიზაინია, ხალისიანი :)
LikeLike
არადა, შენი თემა იყო…
LikeLike
დიზაინი მომწონს :X ეჰ, დადგა უკვე გაზაფხული :)
სიზმარაში ის გოგჩო მართლა რაღაცნაირია :D
LikeLike
მერე რა, თუ გარეთ ისევ ცივა… აქ გაზაფხული გვაქვს.
გოგჩო არის, ნუ, რა გითხრათ, ნამეტანი ისეთი… აი, მოვა თამარა და იტყვის.
LikeLike
ვაჰ, მარტო მე არ ვყოფილვარ მაგ აზრის :))
LikeLike
აქტიურად სექსუალური :) ფამ ფატალ :)
LikeLike
აუ ბომბორააააააააააა :დ
როგორ არ გამახსენდა :დ
ორნაირი ბომბორა გვაქვს ჩვენ :დ ორი მულტფილმი მახსოვს
LikeLike
კიდევ ერთი მულტ-პაკეტი უნდა გავაკეთო. ეგერ, იაკომ იმდენი ჩამოთვალა, ადგილი არ მეყო, ერთ თხუთმეტეულს თავისუფლად გაავსებს.
LikeLike
კაია, გაუშვი მეორე სერიაც :*
LikeLike
კი, ნამდვილად საჭიროა, ისეთი მულტფილმები მოვიტოვე უკან, გული დამეწვა.
LikeLike
რომელი ბომბორა ეზში კითხვას რომ ასწავლის/ აუ მაგრად მომწონს ის ტიპი ბოლოს ყვავილს რომ მიუტანს აი იაო))
LikeLike
თან მორცხვად რომ მალავს ზურგს უკან :ქსუტუნი: მშვენიერი მულტფილმია, მაგრამ მე მაინც ნახატი ფილმები მერჩივნა ბავშვობაში. თუ ბომბორაც ნახატია?
LikeLike
აბა არ არის?
LikeLike
მე თოჯინური მახსოვდა და არა, ნახატი ყოფილა.
LikeLike
თოჯინური თუ არ ვცდები საზამთროა,ამწუთას სხვებს ვერ ვიხსენებ.
LikeLike
ბევრია თოჯინური. “კომბლე”, თუნდაც, ან სახელგანთქმული “კოჯრის ტყის სიზმრები”.
LikeLike
ხო ერთი ეგ ბომბორაა და მეორე ქალაქელი ბომბორაა, ფარნებს რომ აქრობს ^^
LikeLike
ახლას ფარნებიც გამახსენდა :))
LikeLike
სალამურას თავგადასავალი არის თოჯინური.
მე მიყვარს ლურჯი მელია.
LikeLike
მეც მიყვარს. განსაკუთრებით, მუსიკალური გაფორმება.
LikeLike
es viqtorina rogor gamomepara (: ase icis chutyvaviula batonebma (:
LikeLike
აუ “წუნა და წრუწუნაზე” გამახსენდა,ბავშვობაში რომ ვუყურებდი ამ მულტფილმის ფინალს ,როდესაც ქორწიდებიან და თაგვი რომ კითხულობს ( ვინც წუნა მოიტაცა) :–ჩვენა არ წაგვიყვანენო?, გული მწყდებოდა ხოლმე ,წაიყვანონ ცოდვაათქო :დ ….
LikeLike
:)))) მე არ შემცოდებია არასოდეს :)
LikeLike
[…] წყალობით, ერთხელ უკვე იმოგზაურეს ბავშვობაში. ეს პროცესი იმდენად სახალისო და […]
LikeLike