Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი 24th, 2012

PLAYBOY cover. September, 2010

“არასოდეს ჩამითვლია “ფლეიბოი” ეროტიკულ ჟურნალად. ჩემთვის ის ცხოვრების სტილზეა, სადაც სექსი მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია.”

ეს ფრაზა ლეგენდარულ ჰიუ ჰეფნერს ეკუთვნის, გრანდიოზული მედია-იმპერიის მეპატრონეს და იმ გამოცემის სულისჩამდგმელს, თითქმის სამოცი წელია, განუხრელი პოპულარობით რომ სარგებლობს და ჟანრის კლასიკურ ნიმუშად არის აღიარებული. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც “ფლეიბოის”  შესახებ არაფერი სმენოდეს და მისი სახელგანთქმული ლოგო  – ამერიკელი მხატვრის არტურ პოლის შექმნილი ბოცვერი ბანი ერთხელ მაინც არ ენახოს.

კეთილი და პატიოსანი, მაგრამ სად მოლი ბლუმის ბლოგი და სად ‘ფლეიბოიო”, გაიკვირვებს ვინმე და მართალიც იქნება – ლინდგრენის, როდარის, ეკოს, ფამუქის, ო’ჰენრის გვერდით ასეთი პიკანტური სათაურის ხსენება, სულ მცირე, უჩვეულოა და, დარწმუნებული ვარ, ჩემს სტუმრებს ცნობისმოყვარეობით დააცქვეტინებს ყურებს.

საქმე იმაშია, რომ ჩემი წიგნების კარადის ერთი, დიდი და მუდმივად განახლებადი, თარო ფერად-ფერადი ჟურნალებით არის სავსე და თქვენი ბიბლიოფილი, მელომანი და გურმანი მასპინძელი, რამდენიმე სხვა გამოცემასთან ერთად, “ფლეიბოის” ერთგული მკითხველიც გახლავთ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: