მოლი ბლუმის ბლოგზე, კარგად მოგეხსენებათ, მეტწილად, ინტელექტუალები იკრიბებიან და, რამდენიმე განსხვავებულ მიმართულებას თუ არ ჩავთვლით, ყველაზე ხშირად მაინც წიგნებზე საუბრობენ – მთავარ კატეგორიას შემთხვევით როდი ჰქვია “მოლის ბიბლიოთეკა”.
ამ ათიოდე დღის წინ, პატარა ბიბლიოფილის – როკერმელომანის ეს მშვენიერი პოსტი წავიკითხე და ბავშვობა გამახსენდა – ახლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ოდესღაც არც ინტერნეტი არსებობდა, არც ონლაინ-რესურსები, მე და ჩემი თაობის მკითხველები კი სტელაჟების, კატალოგების, გაცრეცილი ფორმულარების, ფურცლების შრიალსა და სიჩუმეში ჩაძირული სამკითხველო დარბაზებისა და მუდამ შუბლშეკრული ბიბლიოთეკარების ეპოქაში გავიზარდეთ.
ბათუმში, ჩემი სახლის ყველა ოთახში წააწყდებოდით წიგნებით გაძეძგილ თითო კარადას მაინც, თბილისიდან და მოსკოვიდან ჩამოტანილი რუსულენოვანი ლიტერატურით და “საბჭოთა აჭარის” მეტნაკლებად ღირებული ყველა გამოცემით დახუნძლულს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მესამე კლასამდე ჩემთვის საინტერესო საკითხავის გარეთ მოძიება არც დამჭირვებია. თუმცა, უსასრულო და ამოუწურავი სხვა რა არის, ეს რომ ყოფილიყო… ამიტომაც, ერთ მშვენიერ კვირა დღეს, კინოდან მომავალმა, საბავშვო ბიბლიოთეკაშიც შევყავი ცხვირი და შინ პირველი “ნადავლით” – “ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალით” ხელდამშვენებული დავბრუნდი.
ყველაზე პატარებისთვის ადაპტირებული, უხვად დასურათებული “მიუნჰაუზენი”, აბა, რამდენ ხანს მეყოფოდა. ორიოდე საათში მოვუღე ბოლო და ისევ უკან წავცუხცუხდი – რაიმე ახალი შემირჩიეთ–მეთქი… ბიბლიოთეკარებმა ერთი კვირა კი ითმინეს ჩემი უმსგავსო საქციელი და მერე მკაცრად გამაფრთხილეს – წიგნის იმავე დღეს დაბრუნება არ შეიძლება, ცოტა მაინც დაიცადეო…
სკოლის სამკითხველოთი, კაცმა რომ თქვას, მაინცდამაინც აქტიურად არ მისარგებლია. დიუმას, მაინ რიდის, ჟიულ ვერნის, ფენიმორ კუპერის წიგნები, “სათავგადასავლო ბიბლიოთეკის” ყველა ტომი და ქართული საყმაწვილო ლიტერატურა შინ მქონდა და სხვაგან რა უნდა მომეძებნა… ერთი ის არის, ხელს რაღაც-რაღაცები გამოვაყოლე, მაგრამ ამაზე უკვე დავწერე და აღარ გავიმეორებ – ვერაფერი შვილი საამაყო საქციელია.
მოსწავლეობის ბოლო წლები ყველა გაგებით “შავბნელ” პერიოდს დაემთხვა – ხალხი არსებობისთვის იბრძოდა და საკითხავად ვის ეცალა, მაგრამ უნივერსიტეტის პირველ კურსზე, პირველივე სემინარზე, ენგელსის ღრმად უინტერესო ნაშრომიდან ორასი გვერდი რომ მოგვინიშნეს საზეპიროდ, მე და ჩემმა მეგობრებმა ვიკადრეთ და საჯარო ბიბლიოთეკას მივაკითხეთ, ძველი ყაიდის, სალათისფერი მკითხველის ბილეთებით შევიარაღდით და მას შემდეგ, ოთხი წელი ფეხი არ მოგვიცვლია – პერიოდიკის განყოფილებაში ძველ ჟურნალებს ვკითხულობდით, დიდ დარბაზში კი, მეცადინეობის პარალელურად, დეტექტივების დაგემოვნებას, ბოსხის და ეშერის ალბომების ფურცვლას, ლიტერატურულ და იურიდიულ საკითხებზე ჩურჩულით კამათს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჭადრაკის თამაშსაც ვახერხებდით.
დამამთავრებელ კურსზე უკვე ვმუშაობდი და საჯაროში ხანგრძლივი სტუმრობისთვის დრო აღარ მრჩებოდა, ამიტომ მაშინდელ დირექტორს – ლევან ბერძენიშვილს ვთხოვე და მანაც აბონემენტის განყოფილებით სარგებლობის ნება დამრთო. იქაურ თანამშრომლებს ისე გავუშინაურდი, გამგეს – ქალბატონ ნანას კრისტის, შელდონის, ჰეილის ამერიკიდან და ინგლისიდან ჩამოტანილი ფოქეთბუკები საგანგებოდ ჩემთვის, საკუთარი ბიბლიოთეკიდან მოჰქონდა.
ამას წინათ, საუბარს მოჰყვა და დავთვალე – ერთდროულად თორმეტი სხვადასხვა ბიბლიოთეკის მკითხველი გახლდით. დღეს ზოგი კარგად მახსენდება, ზოგი – არც ისე… ერთ ზაფხულს, უსაქმურობის ჟამს, ჩემი უბნის ბიბლიოთეკარს სამი სხვადასხვა სამკითხველოდან შეკრებილი ტომების დახარისხებაში დავეხმარე და ჯილდოდ ორი თვის ლიტერატურული მარაგი მერგო. უნივერსიტეტის სამეცნიეროს წიგნსაცავშიც არაერთხელ ვყოფილვარ, უშუქობის, ბნელისა და უკუნის პერიოდში და შეკვეთილი მასალა, ჯიბის ფარანმომარჯვებულს, თავად მიძებნია. ისიც კარგად მახსოვს, როგორ ვიჩხუბე – დაუდევრად მიყრილ წიგნებს საინვენტარიზაციო ნომრები ყდაზე, ცარცით ჰქონდა მიწერილი.
მერე მოუცლელობამ თავისი გაიტანა და ბიბლიოთეკებში სტუმრობაც გავაიშვიათე. ამასობაში ინტერნეტის, ელექტრონული ფორმატის, lib.ru-ს, ალდებარანის და lib.ge-ს დროც მოვიდა, წიგნის მაღაზიებიც სრული დატვირთვით ამუშავდა და სასურველი გამოცემის მოძიებაც გაიოლდა…
ახლა, როდესაც ვირტუალური ბიბლიოთეკიდან წიგნის ჩემს “ქინდლში” მოხვედრას ხუთი წუთიც არ სჭირდება, ქართულენოვან სიახლეებს ფერადი კატალოებიდან ვირჩევ, საფულეში რამდენიმე დაგროვებითი ბარათი მიდევს და გაკრიალებულ, საღებავის სასიამოვნო სუნით გაჟღენთილ მაღაზიებში მონატრებული მეგობარივით მხვდებიან, ხანდახან ის ძველი დრო მახსენდება, შუა ზამთარში, საჯაროს დიდ დარბაზში, ერთადერთ ნელთბილ გამათბობელს ჩახუტებულები, საცავიდან შეკვეთის ამოსვლას რომ ველოდებოდით. არა, კომფორტული გარემო ნამდვილად მირჩევნია, მაგრამ მაშინ ბიბლიოთეკას სულ სხვა ეშხი ჰქონდა – ახალგაზრდები ვიყავით და, ალბათ, ამიტომ. ან იქნებ წვალებით მოპოვებულ წიგნებს ვატანდით სხვა გემოს, ვინ იცის…
ახლა დავთვალე და, ჯერ-ჯერობით 7 ბიბლიოთეკა ჩემს აქტივზე :)
LikeLike
დღევანდელი დღისთვის ცოტა არ არის, ნინო.
LikeLike
გემრიელი, სასიამოვნო, ფამილარული, ნოსტალგიური პოსტია: შენ რომ გჩვევია და მე რომ მიყვარს, ისეთი! :)
LikeLike
მაგას რა ჯობია :) მადლობა, თაბუ :)
LikeLike
სადმე რამე საჩემო ანტიკვარ წიგნს არ წაწყდომიხარ? ყოველთვის ისეთ წიგნებს ვითხოვდი რომლის გამოტანაც არ შეიძლებოდა და დარჩენით ვერ ვრჩებოდი,მე ხომ ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა არ შემიძლია))) ჰოოდაა,ეჰ,ფანრის კი არა სანთის შუქზე გადავქექავდი საინტერესო ბიბლიოთეკას ჩემთვის საინტერესო წიგნების მოძიებაში.
პ.ს. წავედით მე და შენ ვატიკანის ბიბლიოთეკაში.
LikeLike
აბონემენტით ის წიგნებიც გამომქონდა, რომელთა გამოტანაც აკრძალული იყო :) მაგრამ ვატიკანში არ გაგვივა ეს ხრიკები. მანდ კარგი დაცვაა.
LikeLike
მეც მინდა ეგ აბონიმენტი,ვატკანის საცავში ვინ შეგვიშვებს,მე შეპარვას ვიგულისხმე,ხომ იცი ცოდნისთვის დანაშაულის ჩადენაც მოსულაო სადღაც წავიკითხე ამ შინაარსის ფრაზა.
LikeLike
მოსულა, როგორ არ მოსულა, უბრალოდ, ძვირი ღირს. ცოტა ხნით (ან დიდი ხნით) დაგასვენებენ სახელმწიფოს ხარჯზე, მეტი არაფერი.
LikeLike
ოო აღარც მაოცნებო((( ისე ცოტახნითაც დავისვენებდი,ისე მინდა მანდ შეძვრომა.
LikeLike
მაშინ პრობლემაც არ ყოფილა :) ოღონდ, იქედან ბლოგზე ვეღარ დაპოსტავ.
LikeLike
აი ფრთებიც წამაჭერი ოცნებაში რა)) არაუშავს,მოვითმენ,მერე რამდენი სიახლით მოვალ და დამხვდებით)
LikeLike
კი, კი… წარმოიდგინე, რა ანშლაგი იქნება. “ფაიფურის ანგელოზის ციხის დღიურები”, მხოლოდ ჩვენთან, ექსკლუზიური მასალა თვითმხილველისგან.
LikeLike
მიუხედავად იმისა, რომ კარგი მკითხველობას ვერაფრით დავიბრალებ, ბიბლიოთეკა ჩემთვისაც გამორჩეული დაწესებულებაა. პოსტი კიდევ კარგზე კარგი და მეტად სასიამოვნო:)
LikeLike
დანკე,რა თქმა უნდა, მაგრამ კარგ მკითხველობაზე უარს რატომ ამბობ? :) მე რომ სხვანაირად გიცნობ? :)
LikeLike
რაც მართალია, შენს მკითხველებს შორის ვერც ერთს შევედრები ბიბლიოფილობაში:) თუმცა ეს კია, გამოსწორებას ვცდილობ:)
LikeLike
რაც მართალია, შენს მუდმივ მკითხველებს შორის ვერც ერთს შევედრები ბიბლიოფილობაში:) ეს კია, გამოსწორებას ვცდილობ:)
LikeLike
არა მგონია, ასე იყოს. აქ მეტი და ნაკლები არ არსებობს და არც არის საჭირო.
LikeLike
შემოსული მეგონა თავი, არ გამიკვირდა, არადა, დავწერე-თქო:))
LikeLike
:))))))))) ჩვენთან არაფერი იკარგება :) ანონიმური კომენტარებიც კი :)
LikeLike
რა კარგი დრო გაგიტარებიათ ბიბლიოთეკაში თურმე :) ისე, პირველ კურსზე დავდიოდი საჯაროში რეგულარულად, მერე საჭიროებამაც იკლო და ამოვიკვეთე ფეხი იქიდან… აი, სკოლის ბიბლიოთეკა კი გადაღეჭილი მქონდა, გახანგრძლივებულ ჯგუფში ვსწავლობდი, მივჯდებოდი ჩემთვის და ვკითხულობდი, შენი არ იყოს, იმ დღესვე ჩამქონდა წიგნები :)
პოსტი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია :)
LikeLike
უჰ :) შენ იზამდი მაგას… რომელი წიგნი გადაგირჩებოდა? :) საჯაროში უარეს რაღაცებსაც ვაკეთებდით, მაგრამ ყველაფერს აქ ხომ არ დავწერ :) :)
LikeLike
რა კარგი პოსტია, გამაჟრჟოლა :) ჩემი წიგნებთან პირველი შეხება გამახსენდა… ,,ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი” ეს ერთ–ერთი პირველთაგანია რაც წავიკითხე, მგონი :დ ჯეიმს ფენიმორ კუპერი, ჟიულ ვერნი, მაინ რიდი, ჰენრი რაიდერ ჰაგარდი, სულ ბავშვობის იმ ტკბილ პერიოდს მახსენებენ, როდესაც ჩემთვის ჩავუჯდებოდი ხოლმე წიგნებს და დიდი ინტერესით აღვსილი ვკითხულობდი საინტერესო თავგადასავლებს, განსაკუთრებით ჟიულ ვერნით ვიყავი მოხიბლული :)
LikeLike
შენ სათავგადასავლო ლიტერატურა გყვარებია, ნათია :) რუსული ტომეულები მქონდა. ლამაზი ყდით, ვერნი, რიდი, კუპერი, რუსი ავტორები… ერთ-ერთი საუკეთესო გამოცემა. ჰოდა, იმდენჯერ გადავიკითხე, დავიზეპირე :)
LikeLike
კიი, მიყვარდა, მიყვარდა რა ახლაც მიყვარს :დ მეც რამდენჯერმე მაქვს წაკითხული მაინ რიდი და ჟიულ ვერნი, ოღონდ მე ქართულად :)
LikeLike
ძალიან კარგი, რომ გიყვარს :) თორემ, ისიც მომისმენია, რაღა დროს ჟიულ ვერნია ამ ციფრულ ეპოქაშიო. არადა, ვერნის დრო ყოველთვის იქნება.
LikeLike
ჰო, მეც მომისმენია და, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ მსგავს დამოკიდებულებას :)
LikeLike
არც მე :) ვერნი შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, ყველას საკუთარი გემოვნება აქვს, მაგრამ ციფრული ეპოქა რა შუაშია, ვერ ვხვდები და ვერც ვერასოდეს გავიგებ.
LikeLike
რა კარგი პოსტი იყო მოლი, იმდენი რამ გამახსენდა, ბავშვობის ყველაზე სასიამოვნო მოგონებად ის დღე დარჩა მაინ რიდის უთავო მხედარს, რომ ვკითხულობდი ბებიაჩემის ოთახში და ფარულად კასიუს კოლჰაუნისა და ისიდორას გულშემატკივარი, რომ ვიყავი :)
საჯარო ბიბლიოთეკაშ იმდენი წიგნი წავიკითხე, დიდი ბლოკნოტით შეიარაღებული ვიყავი და სასურველ მომენტებს ვიწერდი. პრახტის “ოკულტიზმი” არსად იშოვებოდა და მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი მისი წიგნის მნიშვნელოვანი ასპეტქები ერთ რვეულში მომეგროვებინა.
ყველაფერს თავისი ეშხი აქვს ნამდვილად, ჩემი ქინდლი სულ ოთხი დღეა რაც ჩამოვიდა და უკვე იმდენ წიგნს ითვლის :)
LikeLike
ოკულტიზმი რომ ითხოვე, იქაურებმა ეჭვის თვალით არ შემოგხედეს? :) მე მახსოვს, დე სადს და ზახერ მაზოხს რომ მატანდნენ, თვალები ჰქონდათ გაფართოებული :))))
ქინდლი ჩამოვიდა? :) რა მაგრობაა… მშვიდობაში და წიგნების კითხვით გაცვეთაში :)))
LikeLike
გაოცებულები მიყურებდნენ, ერთდროულად გამომქონდა იურიდიული ლიტერატურა (საკონფერენციო თემას ვწერდი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობაზე), ბორის აკუნინის აზაზელი და პრახტის ოკულტიზმი :) სხვათაშორის დღემდე მაქვს ის ბლოკნოტი სადაც ჩანაწერებს ვაკეთებდი და ერთი ჩანაწერი მაქვს წინ 60 წლამდე ჭაღარა მამაკაცი მიზის, გამჭვირვალე “ბრეტელიანი” მაისური აცვია, დიდი ჯაჭვი აქვს კისერზე ჩამოკიდებული და ხუთ წიგნს ერთდროულად კითხულობს მეთქი, საინტერესო საზოგადოება იკრიბებოდა.
ჰო, ჩემი ქინდლი ნაირ–ნაირი წიგნებით გავტენე “Life is a joke”–დან დაწყებული დანტეს ღვთაებრივი კომედიით დამთავრებული (გადაკითხვა გადავწყვიტე) :) ეს პირველი უიკენდი იქნება ქინდლთან ერთად :)
მადლობა :)
LikeLike
გაგიგიჟებია ხალხი :))))) მეც მასე ვიყავი, აბსოლუტურად სხვადასხვა თემატიკის წიგნები მქონდა ერთად შენახული. ვერც მიხვდებოდი, რას ვმეცადინეობდი და რას ვკითხულობდი.
პუბლიკა მართლაც ბევრნაირი იყო მანდ. აკა მორჩილაძეც მინახავს, პერიოდიკაში რომ იჯდა და ძველ გაზეთებს კითხულობდა. თინეიჯერებიც ბლომად იყვნენ (ნუ, მაშინ მე თავად გახლდით თინეიჯერი) განსაკუთრებით, სესიების დროს… სამეცნიერო განყოფილებაში არ გვიშვებდნენ, სერიოზული ხალხი მუშაობს და ხელს შეუშლითო… ერთხელ წიგნი მომპარეს :(( უნის იურიდიული ბიბლიოთეკიდან მქონდა წამოღებული. სანამ გარეთ ვეწეოდი, დაავლო ვიღაცამ ხელი და წაიღო. დიპლომს ვწერდი მაშინ.
მშვენიერი უიკენდი გელოდება წინ. ფრიად ისიამოვნებ :)
LikeLike
ძალიან, ძალიან, ძალიან დადებითი ემოცია მოდის ამ პოსტიდან, თან ნოსტალგიური სიოც უბერავს:)
მემუარული ჟანრი განსაკუთრებულად მიზიდავს მეც და დარწმუნებული ვარ, უამრავ შენს მკითხველს მოლი. კარგი იქნება, თუ ამ სახის პოსტებით მომავალშიც გაგვანებივრებ:*
პირადად მე, ყველაზე კარგად უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბნელ საცავებში გატარებული დრო მახსენდება, რამდენი საინტერესო და რარიტეტული წიგნი აღმოვაჩინე რომ იცოდე. საცავებში არანაირი პირობები არ არის, წიგნები დანესტილია და ლპობამდეა მისული. ხშირად წამომიღია სახლში განადგურებამდე მისული წიგნი, ყდებს სპირტით ვწმენდდი, ამოვარდნილ ფურცლებს ვაწებებდი და მერე ვაბრუნებდი:)
თუ დაგაინტერესებს, ეს ძველი პოსტი წაიკითხე, სულაკაურის გამომცემლობის კრებულშიცაა გამოქვეყნებული: http://ialinda.wordpress.com/2011/01/18/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D/
LikeLike
კრებულიდან მახსოვს ეს პოსტი. საჯაროში მეც ბევრ უგვან ბიბლიოთეკარს შევხვედრივარ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ძალიან მიყვარს იქაურობა და ერთი-ორი იმბეცილის გამო ამხელა ბიბლიოთეკას ცუდად ნამდვილად ვერ მოვიხსენიებ. მითუმეტეს, საჭირო წიგნს ყოველთვის ვაგნებდით ხოლმე და არც თუ იშვიათად, იქაური სპეციალისტებიც გვეხმარებოდნენ.
LikeLike
ბიბლიოთეკის დალაგებაზე გამახსენდა, სკოლას რომ გვირემონტებდნენ მუშებმა დაავლეს ხელი ამ წიგნებს და პირდაპირ ჩაყარეს სარდაფში, რომ გაიგო ბიბლიოთეკარმა კინაღამ ინფარქტი მიიღო, სულ ტიროდა. ხოდა მე მთხოვა დახმარება. მეც სამი კლასელი გოგონა ავიყოლიე და ორ თვეში დავალაგეთ ბიბლიოთეკა. ამაზე კარგი სამუშაო არ მეგულება რა, თანაც ეხლა ბიბლიოგრაფიას მშვენივრად ვიცნობ. საუბედუროდ ბევრი წიგნი არ გვაქვს ათი ათასამდე ეგზემპლარი ავღრიცხეთ :(
კარგი პოსტი გამოვიდა მოლი, საინტერესო იქნებოდა სხვებსაც დაეწერათ თავისი ბიბლიოგრაფიული მოგონებები :)
პ.ს. ესე იგი ბავშვობაში ბათუმში ცხოვრობდი? :)
LikeLike
კარგი პოსტი გამოვიდა, კი :))))
ჩემი ბავშვობის ბათუმზე ერთი დიდი პოსტი მაქვს დაწერილი.
LikeLike
მოვძებნი… არ წამიკითხავს :)
LikeLike
ისიც კარგი პოსტია :)))) ნუ, იმედი მაქვს…
LikeLike
მე ეჭვიც არ მეპარება :)
LikeLike
მაგას რა ჯობია :)))
LikeLike
წვალებით მოპოვებულ წიგნს მართლაც სხვა “გემო” აქვს :)
აი მე კი მიყვარს წიგნის მაღაზიებში ბოდიალი და ყველა ცუდი ისაა,რომ ხშირ შემთხვევაში ცარიელი ჯიბით შევდივარ და შესაბამისად ხელცარიელი გამოვდივარ :დ
LikeLike
შენს ასაკში მეც მასე ვიყავი, ნენსი :) და უარესადაც, იმიტომ, რომ მაშინ მაღაზიებიც არ იყო. ასე რომ, ყველაფერი წინ გაქვს :)
LikeLike
“ბიბლიოთეკარებმა ერთი კვირა კი ითმინეს ჩემი უმსგავსო საქციელი და მერე მკაცრად გამაფრთხილეს – წიგნის იმავე დღეს დაბრუნება არ შეიძლება, ცოტა მაინც დაიცადეო…” ჩემი ბავშვობა გამახსენდა… ზუსტად ასე მითხრეს ერთხელ… სამწუხაროდ ახლა ყველაფერი შეიცვალა :(
LikeLike
ახლა აღარ დავდივარ ბიბლიოთეკებში :( და ზოგჯერ საშინლად მენატრება და მაკლია :(
LikeLike
ახლა ფუნქცია დაკარგა(მე ასე მგონია) მეც მენატრებაა მართლაა ძალიან ძალიან :/
LikeLike
თუ ბოლომდე არ დაკარგა, მნიშვნელოვნად მაინც შეეკვეცა. რა წიგნს უნდა ეძებდე, ნეტში რომ ვერ იპოვნო. ან მაღაზიაში. ალბათ, უფრო, სამეცნიერო და სპეციალურ ლიტერატურას, თორემ საკითხავისთვის არა მგონია, ბიბლიოთეკაში დადიოდეს ხალხი. ყოველი შემთხვევისთვის, იმ ოდენობით ნამდვილად აღარ დადის. ახლა ელექტრონული ბიბლიოთეკების დროა.
LikeLike
გუშინ ველოდე მაგრამ 12 საათამდე ვეღარ მოვითმინე და დამეძინა ახლა ვნანობ, როგორც ყოველთვის სასიამოვნოდ წასაკითხი იყო :) ცოტა შემშურდა ჩემთან სულ 3 ბიბლიოთეკაა და სკოლის ბიბლიოთეკაში მარტო “ჟარგონების ლექსიკონი” და მარკესის “პატრიარქის შემოდგომის” ძველი გამოცემა დევს :(
LikeLike
მძიმე დღეში ყოფილა შენი სკოლის ბიბლიოთეკა :( მე ჩემსას დიდად არ ვწყალობდი და არც ვსტუმრობდი, მაგრამ წიგნები რომ ბევრი იყო, მახსოვს. თუმცა, მაშინ ბიბლიოთეკას სხვა დანიშნულება ჰქონდა და დაფინანსებაც უკეთესი იყო.
LikeLike
შემთან სამი მაინც ყოფილა :) ჩემთან ერთია და პლიუს სკოლის, ანუ ორი :) მაგრამ რაც არის იმას წავიკითხავ–თქო ჯერ, მაგით ვიმხნევებ თავს :)
LikeLike
კარგი იყო.
პ,ს, შენ ჯერ ისევ ახალგაზრდა ხარ! ;)
LikeLike
რაღა დროს ჩემი ახალგაზრდობაა :) ახალი თაობა აგერ თქვენ ხართ, თაია, მელომანი, შენ, მარიშკალია…
LikeLike
:) :) :) ხო კიდე მეც გამოვიტანე ერთხელ წიგნი, იმ დღესვე წავიკითხე და დავაბრუნე. რომ მივიტანე, არ დაიბრუნა, წაკითხული არ გაქვსო. ეჰ!
LikeLike
აი, ტუტუცი!
LikeLike
კი, კი, მეც გამომატან უკან, ოღონდ მე მეორე დღეს მივუტანე :)
LikeLike
ეგ ორმაგი ტუტუცობა ყოფილა :) ფუნკეს ქურდების მბრძანებელი, დილით დაწყებული, ექვს საათამდე არ მეყო და რას ჰქვია, ვერ წაიკითხავდიო..
LikeLike
ჰო რა ვიცი, რატომ არ უნდა სჯეროდეთ… ჰარი პოტერის არც ერთ წიგნზე დღეზე მეტი არ დამჭირვებია და… გახსენებაზე, როგორ მიყვარს პოტერიადა :)
LikeLike
შენ, ზოგადად, ჩქარა კითხულობ. თან, ჩვენ, დიდებს, ამდენი თავისუფალი დრო ვერ გვაქვს :)
LikeLike
შენც ხომ იყავი პატარა :) მე სხვა რამეში ვარ უსაქმური, ამისთვის ვიცლი მარტო :) ჯერჯერობით დედა მინახავს :) შენსავით რომ მომიწევს საკუთარი თავის შენახვა, მერე მეც ვეღარ წავიკითხავ ბევრს
LikeLike
ძალიან კარგი საქმისთვის იცლი :) და თუ ასე გააგრძელე, მერეც მონახავ დროს, გამორიცხულია, ვერ მონახო.
LikeLike
აუ რა მაგრად მომეწონა. ზუსტი შეფასებაა!
LikeLike
უტუტუცესი და თავკერძა :) სხვა რა უნდა უწოდო :)
LikeLike
მეცინება! კი აი ზუსტად ეგრე! :)))
LikeLike
უიჰ მეც გაგახსენდი! :P მე სკოლის ბიბლიოთეკა სანამ მქონდა ერთხელ ძალიათ გამომატანეს წიგნი! :დ შემოვიდნენ და წაიღეო! წამოვიღე და 1 დღეში დავამთავრე.. :( არადა არ მომეწონა! სახელიც კი არ მახსოვს, მაგრამ საბჭოთა კავშირი ისეთი გავლენა ჰქონდა, რომ 10 წლისასაც კი არ მესიამოვნა! საჯაროს აბონიმეტი კი მაქვს, მაგრამ იქ ჯდომა არ მიყვარს.. მე და დედაჩემს ოცნებად გვქონდა ოდესმე დიიდი ბიბლიოთეკა გაგვეხსნა სადაც პატარა კაფეც იქნებოდა და ხალხი იქ წაიკითხავდა-ხოლმე! <3 პოსტს რაც შეეხება ტრადიციულად ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე! :P
LikeLike
რას ჰქვია, გაგახსენდი :) ვისაც ვკითხულობ, ყველა მახსოვს მე :) ბიბლიოთეკიდან წიგნის ძალად გამოტანება რაღაც ახალია…. აქამდე პირიქით ვიცოდი :) მე წიგნის მაღაზიის გახსნა მაქვს ოცნებად :(
LikeLike
ოდესმე ოცნებები ახდება! :D (კი არ მჯერა, მაგრამ შენ გისურვებ ახდენას!) ეჰ ხომ გეუბნები ჩემი სკოლა არის საგანმანათლებლო დაწესებულების პროვოკაცია!
LikeLike
ახდება, მარიშკალია, აუცილებლად ახდება :) ჩემიც და შენიც :) ჰოდა, მე შენს ბიბლიოთეკაში მოვალ, შენ ჩემს მაღაზიაში შემოიარე ;)))
LikeLike
დიდი სიამოვნებით მოლი! <3
LikeLike
შევთანხმდით :)
LikeLike
პირობა დადებულია!
LikeLike
აბა რა :) შენ ბიბლიოთეკა გახსენი და მკითხველი ხომ თავისთავად გავხდები, საპრეზენტაციო პოსტიც ჩემზე იყოს :)
LikeLike
მოკლედ მთავარია გავხსნა! :)
LikeLike
მთავარია, გახსნა და გაგვაგებინო :)
LikeLike
სკოლის ბიბლიოთეკა გამახსენდა :) რატომღაც ყველა წიგნი საბჭოთა მოსწავლეებზე იყო :)
სტუდენტობის ჟამს მხოლოდ ერთხელ ვესტუმრე ბიბლიოთეკას და ისიც წარუმატებელი აღმოჩნდა. სამკითხველოში ჯდომის პერსპექტივამ არ მომხიბლა :)
P.S. Forget the cooking მომეწონა :D
LikeLike
ტიტუს ლივიუსის “ომი ჰანიბალთან” სკოლის ბიბლიოთეკას ვესესხე.
მე მომწონდა დიდი დარბაზი. ხალხმრავლობის დროსაც არაუშავდა და სესიები რომ ჩათავდებოდა, მერე ხომ მითუმეტეს. მშვენივრად ვკითხულობდით და სხვა რაღაცებსაც ვაკეთებდით. ახლა უკვე აღარ ვიცი, საუკუნეა, საჯაროში არ ვყოფილვარ.
LikeLike
ჩემი პირველი წიგნი არ მახსოვს რომელი იყო :(
სამაგიეროდ კარგად მახსოვს, რომ სკოლის ბიბლიოთეკით ვსარგებლობდი საკმაოდ დიდხანს მიუხედავად იმისა, რომ სახლშიც არ მაკლდა წიგნები, მაგრამ ბიბლიოთეკიდან გამოტანა მერჩივნა რატომღაც.
უნივერსიტეტის და საჯარო ბიბლიოთეკით არ მისარგებლია ჯერ :)
“ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავლი” კიდევ წელს წავიკითხე რატომღაც :D
LikeLike
პირველი წიგნის გახსენება მეც გამიჭირდება, მაგრამ ბიბლიოთეკიდან პირველად ნამდვილად “მიუნჰაუზენი” გამოვიტანე.
ახლა არც თუ პოპულარულია, ახლა უბრალოდ, სხვა საბავშვო წიგნებიც ბლომადაა და ადრე არ იყო ასე :)
LikeLike
პირველ წიგნში ზღაპრები არ ითვლება და მე ზუსტად მახსოვს “უთავო მხედარი” წავიკითხე პირველად, მეორე კლასი რომ დავამთავრე მაშინ :) მაგაზე სერიოზული არაფერი წამეკითხა :)
LikeLike
რა მაგარი პოსტია ^^
ჩემი პირველი წიგნი ზღაპრები იყო, ოღონდ არ მახსოვს რომელი :(
LikeLike
აი, ახლა მეც მომინდა პირველი წაკითხული წიგნის გახსენება, მაგრამ ვერა ჯერ :((( ძალიან ადრინდელები კი მახსენდება, მაგრამ პირველი – არა.
LikeLike
მე სათაური არ მახსოვს, მარა მახსობს ზღაპარი იყო… ვიღაც ბიჭი სახლიდან წავიდა და ისეთ ადგილს ეძებდა, სადაც არ დაბედრდებოდა.. ბოლოს იპოვა კიდევ, მარა მთელი ამბები დატრიალდა… :დ მახსოვს ნაწილობრივ… : ))) ყვეაზე დიდი წიგნი პირველი რაც წავიკითხე იყო ”კრაზანა”, მე-3 კლასში მგონი…. : )
LikeLike
მიწა თავისას მოითხოვს :)
LikeLike
აი ეგ წავიკითხე პირველი ზუსტად და მერე რწყილი და ჭიანწველა მგონი :დ მადლობა, რომ გამახსენე… : ))
LikeLike
ასეთი გემრიელი და ძველი წიგნის სუნით გაჟღენთილი პოსტი, არც არასდროს წამიკითხავს და დარწმუნებული ვარ, ვერც წავიკითხავ სხვაგან( შენს ბლოგზე შეიძლება კიდევ შევხვდე).
მოლი, ისეთ პოსტებს აქვეყნებ, რომელიც მუდამ წიგნის ხელში აღებისკენ მიბიძგებს. რამდენჯერ წამიკითხავს შენი პოსტი, დამიხურავს გუგლ ქრომი და მივჯდომივარ წიგნს, რომელიც კარგა ხნის დაწყებული მქონდა.
ერთ მეგობარს ვესაუბრებოდი ამ რამდენიმე კვირის წინათ და ორივემ ერთხმად ვაღიარეთ, რომ მოლი ბლუმის ბლოგი ყველაზე განათლებულია.
LikeLike
ჩემთვის ფრიად სასიამოვნო დასკვნამდე მისულხართ შენ და შენი მეგობარი :) სენს ე ლოთ :)
LikeLike
0 ბიბლიოთეკა.
ნუ საჯაროდან გამომიტანია 1-2 წიგნი სტუდენტობისას.
LikeLike
არ მითხრათ ახლა საჯაროდან წიგნის გამოტანა არ შეიძლებოდაო :)
LikeLike
შენროდის გამოგატანეს.. და რატო მე არ გამომატანეს? :( ეგ კი არა ქსეროქსებზე რომ გავდიოდი მეთვალყურე დამსდევდა :დ
LikeLike
ჩემს დროსაც არ შეიძლებოდა. გამონაკლისები იყვნენ მეცნიერები და აბონემენტის განყოფილების მკითხველები. ოთხი წელი დარბაზში ვკითხულობდი. მერე უკვე, აბონემენტით გამომქონდა.
LikeLike
ეხლა გამოტანა აღარ შეიძლება სამწუხაროდ.. :(
LikeLike
მე რო სტუდენტი ვიყავი წიგნს კი არა მთელ საჯაროს გამოიტანდი თუ გინდოდა. :)
დრო იყო ეგეთი.
LikeLike
მერეც იყო ეგ დრო :)) დაახლოებით, 92-დან 95-ის ჩათვლით :)
LikeLike
ჰოდა მთელი 90-იანები სტუდენტი ვიყავი მე :)
LikeLike
მძიმე დრო მოგსწრებია. მე 95-დან ვსწავლობდი და უშუქობა, უტრანსპორტობა, წიგნების არარსებობა და მსგავსი რაღაცები ჩემს დროსაც იყო. წარმომიდგენია, უფრო ადრე რა იქნებოდა.
LikeLike
:) მე კიდე მაგ დროს დაბადებულიც არ ვიყავი :) ნუ კი ვიყავი, 94-ში მაგრამ ფაქტიურად არ ვითვლებოდი :)
ზატო დუშეთში ბოლო ორ წელს თუ არ ჩავთვლით სულ 90-იანები იყო :) ეხლა იწყება ორიათასიანებიიი :)
LikeLike
ეჰ, მაგ დროს მე სკოლაში ვიყავი :( ჩვენს სკოლაში :(
LikeLike
მეც :(
LikeLike
როგორ ვინატრო მაგის გამო ეხლა ეგ დრო…. მაგრამ ჩემს მშობლიურ ქალაქში ყველა ბიბლიოთეკიდან გამომაქ წიგნები უპრობლემოდ. თანაც აქაურ ავტორებსაც ვიცნობ და ახალი წიგნის გამოსვლას უმალვე ვიგებ ხოლმე.. : )))
LikeLike
სკოლის ბიბლიოთეკიდან წიგნები გამომქონდა და მერე მიტანა სულ მავიწყდებოდა.. :) ჩემს სახლთანაც იყო ბიბლიოთეკა. ბავშვობაში გამოვიტანდი პატარა წიგნს, წავიკითხავდი და იმ დღესვე მიმქონდა. მერე უკვე დიდი ხნით წამოვიღებდი ხოლმე, თუ მიტანა დამავიწყდებოდა სახლშ მადგებოდნენ. ამ ბოლო ხანს დედაჩემი მიეხმარა წიგნების დახარისხებაში და თან ჩემთვის რამდენიმე კარგი წიგნიც გამოატანეს. ძალიან გამიხარდა…. : )
LikeLike
როგორ მიყვარს ბიბლიოთეკის სურნელი. <3 ის კი ფაქტია ყოველ დღე ნამდვილად ვერ ვკითხულობ,თანაც სამარცხვინო,რადგან ვერ ვახერხებ,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ წიგნებზე,გაბერილ ფურცლების დასტაზე არ ვგიჟდები.. <3 სიმართლე გითხრა,მოლი ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი არც ვარ,უფრო წიგნის მაღაზიის.მაგრამ რომ ვიცი,რომ ის ძველი,რაღაც წარმოუდგენლად მიმზიდველი სურნელით გაჟღენთილი წიგნი ვიცი მერე უკან უნდა დავაბრუნო,ამიტომ წამოღებაც აღარ მინდება. :(
LikeLike
ახლა უკვე მეც აღარ ვარ, ანა. სამწუხაროდ… და მეც მესაკუთრე ვარ მაგ ამბავში :) წიგნი, მითუმეტეს, თუ მომეწონა, საჩემოდ მინდა და დასაბრუნებლად არ მემეტება :)
LikeLike
მე ერთი ჩვევა მქონდა ბავშვობიდანვე. სახში ბევრი წიგნები მქონდა, მაგრამ ვერ ვკითხულობდი სახლის წიგნებს და იგივე წიგნები გამომქონდა ხოლმე ბიბლიოთეკიდან…. : )
LikeLike
აუუ ისეთი ცოტა რაღაც მინდა არადა.. ჩემი ბიბლიოთეკა და სხვა ამ ქვეყნად საქმე,რომ არაფერი არ მქონდეს. :(
:)
LikeLike
არც ისე ცოტაა, ანა :)) მე საკუთარი წიგნის მაღაზია მინდა. საქმეც იქნება და სიამოვნებაც :)
LikeLike
ა,ეგეც შეიძლებაა. :)
LikeLike
ოპტიმალურია :) ისე, შენი ვერსია ჯობია – კითხვის გარდა სხვა საქმე არ გქონდეს და არ გაწუხებდეს… მშვენიერია :)))
LikeLike
ლამაზი სურვილია, მაგრამ სამწუხაროა, რომ არ აგვიხდება… : )
LikeLike
და საიდან ასკვნი, რომ არ აგვიხდება? ასე კატეგორიულად რატომ?
LikeLike
უფროსწორედ მხოლობითში უნდა მეხმარა. არ ამიხდებათქო, რადგან ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ გარშემო იმდენი სხვა პრობლემაა, რომ მარტო წიგნებისთვის სამწუხაროდ ვერ მოვიცლი.
LikeLike
რატომ მიკლავ ოცნებას? :ს იქნება მიხდება..
LikeLike
ცუდათ არ მითქვია.. ჩემ თავზე ვიგულისხმე, თორე ღმერთმა ქნას და აგისრულდეთ…. : ))) მე მხოლოდ და მოხლოდ წიგნები ცხოვრებაში საკმარისად არ მიმაჩნია….
LikeLike
მე მინდა ეხლა კითხვის დრო და მომეცით თუ შეიძლება.. :(
კითხვის ხელის შემშლელი ფაქტორები
1) სტრესული სამუშაო გრაფიკი
2) ქარებისა და წნევის ცვლილების გამო გამოწვეული თავის ტკივილი
3) სახლში წამოღებული საქმეები :(
LikeLike
ოჰ, ეს სამუშაო :( თავის დროზე მასწავლეს მე, სამსახურის საქმე შინ არასოდეს წამოიღოო, მაგრამ არ გამოდის ეს ოხერი :(((
LikeLike
მძაგს ბიბლიოთეკები და უჟმური ბიბლიოთეკარები, რომლებიც არაფრის დიდებით არ გაქცევენ ყურადღებას, ვერც სამკითხველო დარბაზებში წაკითხულ წიგნებს ვატან გემოს, საბედნიეროდ ყველაფერი იყიდება.. ან ისევ მშობლიურ თაროებზე მოიძევება
LikeLike
უჟმური ბიბლიოთეკარი მტერს და ავს, ფსიქე :) იქ მე წიგნი ვიკითხო თუ გაავებული ქალი ვიგერიო :)))
LikeLike
მოლი, რა თბილი და რა კარგი ხარ<3
ჭკვიანი შენი ბლოგისავით <3
გული მომიწევს ხოლმე აქეთ <3
შემომიარე ვეცდები კარგად გაგიმასპინძლდე ..
LikeLike