ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც რომანტიკული ადამიანი ვარ–მეთქი, მაგრამ არის დღეები, რომლებსაც გვერდს ვერაფრით აუვლი და 14 თებერვალიც სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება. მოლი ბლუმის დღევანდელი ჯეოპარდი წმინდა ვალენტინის დღეს და ყველა შეყვარებულ წყვილს ეძღვნება.
1. არტურ ჰილერის ამ ფილმს “ოსკარი” ფრენსის ლეის ულამაზესმა მუსიკამ მოაპოვებინა;
2. შექსპირის ამ ტრაგედიის, ალბათ, საუკეთესო ეკრანიზაცია ფრანკო ძეფირელის ეკუთვნის;
3. ეს ქართველი კომპოზიტორი ღრმად რომანტიული “სიყვარულის ზღაპრის” ავტორია;
4. ამ მულტფილმში სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული შევარდნაძეები და ქორიძეები სიყვარულმა შეარიგა;
5. ეს ფერმკრთალი, დიდთვალება, შავთმიანი გოგონა გახლდათ ამადეო მოდილიანის ერთადერთი სიყვარული და მუზა;
6. ამბობენ, რომ ამ ქართველი მწერლის მეუღლემ, მარიკა ელიავამ, ანდერძად, თავისი ნეშტის კრემაცია და ფერფლის მეუღლის საფლავზე მიმობნევა დაიბარა;
7. ვლადიმერ ვისოცკის და მისი მესამე მეუღლის, რუსული წარმოშობის ამ ფრანგი კინოვარსკვლავის სიყვარულზე დღესაც ლეგენდებს ჰყვებიან;
8. ამ ქალაქში შეუყვარდა პრინცესა ანა ამერიკელ რეპორტიორს – ჯო ბრედლის;
9. ასე ეწოდება ჯონ მედენის შვიდი ოსკარის მფლობელ რომანტიკულ ტრაგიკომედიას;
10. ამ პოეტის ლექსს “მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ” განსაკუთრებული გზნებით გურამ საღარაძე კითხულობს;
11. ამ ფრანგმა ფილოსოფოსმა სიყვარული მოჩვენებას შეადარა – ყველა მასზე საუბრობს, ნახვით კი თითო-ოროლას უნახავსო;
12. ნანა ჯორჯაძის ამ ფილმში მთავარ როლს ფრანგი ვარსკვლავი პიერ რიშარი ასრულებს;
13. ამბობენ, რომ სწორედ ეს ქალბატონი გახლდათ პატარა უფლისწულის ვარდის პროტოტიპი;
14. ჯაკომო პუჩინის ეს ოპერა ამერიკელი მეზღვაურისა და იაპონელი გეიშას ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას გვიამბობს;
15. ავტორმა ეს წიგნი საქართველოსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ყველა ნინო ყიფიანს და ალი ხან შირვანშირს მიუძღვნა.
“ამბობენ, რომ სწორედ ეს ქალბატონი გახლდათ პატარა უფლისწულის ვარდის პროტოტიპი”-ვაიმე, ამის პასუხი როგორ მაინტერესებს
LikeLike
ზუსტად 24 საათში იქნება პასუხები :)
LikeLike
მეცცცც :(
LikeLike
ფავორიტი ასპარეზს უბრუნდება – ასე დაწერდნენ შენზე “ლელოში” :))
LikeLike
მეც ვერ ვუპასუხე მაგ კითხვას და მეც მოუთმენლად ველი :)
LikeLike
ამბობენ, იმ ვარდივით ლამაზი, ცივი და კაპასი იყოო :)
LikeLike
კი მეცნო რაღაცეები, მაგრამ სიყვარულის თემაზე პრინციპულად უარს ვაცხადებ!!! :) :)
LikeLike
ვინ გაგაბრაზა ასე, სოფი? :)))
LikeLike
მეც არ ვიცი მოლი :) პირადმა გამოცდილებამ და სერიალებმა უპირველეს ყოვლისა :) მერე რამდენიმე წიგნმა და კიდევ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებმა სიყვარულის შესახებ :) დანახვაც არ მინდა! დანახვა რაა და შეგრძნება რა :)
LikeLike
პატარა ხარ ჯერ შენ და ასე ბოლომდე ნუ გადაუწურავ შანსებს :) ყველაფერი წინ გაქვს.
LikeLike
შენთან ვარ სოფ :))))
LikeLike
+1 :D
LikeLike
კარგი ახლა, იაკო :)
LikeLike
კი, კი :) მე იმაზე ვბრაზდები ვიღაცის (ან ამ ვიღაცის არ ყოფნის) გამო რო მაკრია “მარტო–ხელას” იარლიყი/დღეს დავაკვირდი ამ სიტყვას და ნამეტანი ავიღრინე :)
LikeLike
ადამიანი მარტოხელა მრავალსულიან ოჯახშიც შეიძლება იყოს… და საერთოდ, იარლიყების მიკვრა დიდი უმსგავსობა და სისულელეა.
LikeLike
მართალი ხარ შენ, მარა კიდევ დიდი ამბავია ჩემს შემთხვევაში, რომელიც ამისთანა სასიამოვნო კითხვების ქვეშ არ დაიწერება:) ვიჯდები აგერ ჩემთვის აფოფრილი და პასუხებს დაველოდები ჯობია :)
LikeLike
შენ ტყუილად არაფერზე გაბრაზდებოდი და რაკი აიფოფრე, ასაფოფრი ყოფილა, მაგრამ მაინც არ მომწონს, აფოფრილი რომ ხარ :)
LikeLike
:დ მარტოხელა. მეც ახლა დავაკვირდი, იაკო, შენი კომენტარი რომ ვნახე :დ დიდი მაკვარანჩხი რამეები ვართ ეს ქართველები.ამ შეფარვა-პარვაში რამდენ რაეს ვამბობთ :დ
LikeLike
სისულელეა თქო, გეუბნებით და დიდი უსინდისობა იარლიყების მიკვრა. და არ უნდა აყვე ამას.
LikeLike
აბა?! :) განამუსებენ ადამიანს ვიღაცა რო გაიჩინო, თუ არა და რაღა შენ და რაღა ხელმარჯვე ოსტატი :შ :)
LikeLike
საზიზღარი მეტაფორაა :)
LikeLike
მერე მოგდგებიან და უნამუსოს დაგიძახებენ კაცს :დ
LikeLike
მარტო–ხელა? მარტო მარტოა და ხელი – გიჟს ნიშნავს ძველ ქართულში. მარტო გიჟი? :) ამასაც ორგვარი გაგება აქვს :) მხოლოდ გიჟია და მეტი არაფერიო, ან გიჟია და მარტოაო :) თქვენ რა იფიქრეთ? :)
LikeLike
ჩვენ რაც ვიფიქრეთ, იმას წესიერ ბლოგზე ვერ დავწერთ :))))))))
LikeLike
:) კარგი მაშინ… :)
LikeLike
:)))
LikeLike
მარტოა და ხელს იმარჯვებსო :) მოლი გვცემს ახლა :) მოვრჩი მე :D
LikeLike
პატარაა მელომანი :)))
LikeLike
:) ჰაჰაჰაჰა :) მაგას კი ვერ მოვიფიქრებდი :)
LikeLike
სოფო : )) ასე მგონია, ერთი წლის წინანდელ ჩემს ნაწერს ვკითხულობ : ))
დღესაც ცოტა ხანს თავს ვარიდებდი ამ ჯეოპარდს, მაგრამ ერთი თვისება აქვს აქაურობას–ერთი პასუხი მაინც რომ იცოდე, თავისას იზამს, ვიდრე არ დაგაწერინებს თავს : ))
არადა, მართლა სასიამოვნო თემაა, კაცმა რომ თქვას <3
LikeLike
თქვენ ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ :) ჰოდა, კარგად რომ იქნებით მაგ ფრონტზე, გამიხსენეთ მაშინ :)
LikeLike
კარგი, მოლ, მასე ვიზამ : ))
LikeLike
ჰო მარიამ მაგრამ მე ძალიან პრინციპული ვარ ამ საკითხში :)
LikeLike
ვაიმე, რა საყვარლობაა :) ვიწყეეებ :სავალენტინობოგანწყობა:
1. ლავ სთორი, ალბათ :)
2. რომეო და ჯულიეტა;
3. ალექსანდრე ბასილაიას გულისხმობ ალბათ :)
4. მტრობა;
5. ჟანა ებიუტერნი;
6. სიმონ ჩიქოვანი… სხვათა შორის, თურმე, ნოდარ დუმბაძე რომ ავადმყოფობდა, მეუღლემ უამბო ეს ამბავი: გაიგე, ნოდარ, რა დაუბარებია მარიკას, მეც ასე ვიზამო :) ნოდარმა კიდევ, კარგი, კარგი, პილპილივით მომეყარე ბარემ, აქ არ მეყოფიო? :):):)
7. მარინა ვლადი;
8. რომი!!!
9. ჯონ მედენი ვიღაც სპორტსმენი ვიცი მარტო :( შემდეგი;
10. შანდორ პეტეფია, მაგრამ ძალიან არ მიყვარს ეგ ლექსი :(
11. აუ, არ მახსენდება, არადა, ვიცი აშკარად… თუ გამახსენდა, დავამატებ;
12. შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი;
13. ვაიმე, არ ვიცი :(
14. ჩიო ჩიო სანი/მადამ ბატერფლაი :)
15. ალი და ნინო? :)
კარგი იყო :)
LikeLike
დავიწყე:
1. სიყვარულის ისტორია,
2. რომეო და ჯულიეტა;
3. ბასილაია;
4. ფრინველთა ომი (ასე მახსოვს)
5 მოდილიანის ცოლი ჟანა
6 სიმონ ჩიქოვანი
7. მარინა ვლადი
8 რომი
9 შეყვარებული შექსპირი
10 შანდორ პეტეფი (ლექსი ცოლს მიუძღვა, არადა ძალიან ცუდად ექცეოდა მას :()
11 ———
12 შეყვარებული შექსპირი
13 ავტორის მეუღლე – ქალბატონი კონსუელო
14 ჩიოჩიოსანი (მადამ ბატერფლაი)
15 ალი და ნინო
LikeLike
11 იყოს ჟან ჟარ რუსო
LikeLike
რა კარგია, რომ გამოჩნდი, ნატო :) საუკუნეა, არ გითამაშია :))
LikeLike
სიყვარულის თემის გამოტოვება როგორ შეიძლებოდა :)))
ვეღარ ვიცლი-ხოლმე. :(
LikeLike
შენ ისეთ საქმეს აკეთებ, მოცდენა არ შეიძლება არაფრის დიდებით. ისევ ჩვენ, მკითხველები დავზარალდებით :)
LikeLike
ეს უკვე ჩემი საქმეა! :) ხანდახან,მგონია ჩემზე რომანტიკოსი ქვეყნად არ დადის და ხანდახან საერთოდ უკანასკნელი რეალისტი მეჩვენება საკუთარი თავი.მოდი ვნახოთ რომანტიკოსობა თუ დავამტკიცე.. :)
1.Love Story (1970) ვაიმე,როგორ მიყვარს მოლი ეს ფილმი არ იცი. :)
2.რომეო და ჯულიეტა მგონია.შეიძლება სხვებიც იყოს,მაგრამ ინტუიციით დავწერ რადგან არ ვიცი ზუსტად. :)
3.მაჭარაშვილი. (?)
4.მტრობა. :)
5.ჟანა.
6.ვაიმე,სიმონ ჩიქოვანი და რა საოცრებაა მერედა ეგ ამბავი..
7.მე არ გამიგია,რაღა ვქნა. :)
8.ააამ,”რომაული არდადეგებიი” <3 <3 რომში,რაღა თქმა უნდა.
9.შეყვარებული შექსპირი.
10.შანდორ პეტეფი <3
11.ვაიმე,რა ნაცნობი სიტყვებია და ვერაფრით ვიხსენებ ვისი.. :ს
12.მასხსოვს ეს ფილმი,მაგრამ სახელი არ მახსოვს..
13.ეს აუცილებლად უნდა გამაგებინო,მოლი. :)
14.ტოსკა. (?)
15.უპს. :ხხ
ჰაჰ,რა გამოვიდა ვნახოთ.. :)
LikeLike
2. რომეო და ჯულიეტა
4.მტრობა
5.ჟანა ებიუტერნი
6. სიმონ ჩიქოვანი
8. რომი
10. შანდორ პეტეფი
12. 27 მოპარული კოცნა
15. ყურბან საიდი – ამ წიგნზე მხოლოდ მსმენია და ლოგიკური ჩანს:)
რამდენიმეს პასუხი განსაკუთრებით საინტერესოა, დაველოდები :)
LikeLike
მემე, შენი პასუხებიც მიღებულია და რომელმა კითხვებმა დაგაინტერესა ასე?
LikeLike
ზოგადად, ყველამ, რაც არ ვიცი, მაგრამ 7, 11, 13 – განსაკუთრებით:)
LikeLike
მეცამეტე, ჩემდა გასაკვირად, მართლა კერკეტი კაკალი აღმოჩნდა… არადა, ლამაზი ისტორიაა.
LikeLike
1) სიყვარულის ისტორია
2) რომეო და ჯულიეტა
3) ალექსანდრე ბასილაია
4) ჩხიკვთა ქორწილი
5) ჟანა ჰებიუტერნი
6) ჩიქოვანი
7) მარინა ვლადი
8) რომი
9)
10) პეტეფი
11) ლაროშფუკო
12)
13) ეგზიუპერის მეუღლე(?)
14) მადამ ბატერფლაი
15) ალი და ნინო
LikeLike
აი, მეცხრეზე ვერსია არ მომდის საერთოდ. არადა, ადამიანმა რომ მკითხოს, ფილმებში, ასე თუ ისე, კარგად ვერკვევი.
LikeLike
ლოგიკურად, სიყვარულთან და შეყვარებულთან უნდა იყოს დაკავშირებული :)
LikeLike
ზოგადად, ამ რეჟისორს არ ვიცნობ. შეიძლება ნანახი მქონდეს ფილმი, მაგრამ არ ვიცი.
LikeLike
გაგონილი მაინც გექნება :) და, სავარაუდოდ, ნანახიც.
LikeLike
დაველოდები პასუხს. ჯერ არ მითხრა :დ
LikeLike
ok!
LikeLike
ჩხიქკვთა ქორწილი. ლოლ!
LikeLike
თითქმის იგივეა :)
LikeLike
ვაიმე, ნანახი მაქვს! :@
LikeLike
2.რომეო&ჯულიეტა
3.ბასილაია
4.მტრობა
5.ჟანა ებიუნტერი
6.სიმონ ჩიქოვანი
7.მარინა ვლადი
8.რომი
9.მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მიყვარხარ ცხადად,მალვით,
როგორც აროდეს არვინ,არ ჰყვარებია არვის-მართლა მაგრად კითხულობს შანდორ პეტეფის ამ ლექსს.
12. ” შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი
LikeLike
ყველაზე მეტად ფრანგი ფილოსოფოსი და უფლისწულის პროტოტიპი მაინტერესებს:P
LikeLike
ვარდის პროტოტიპი :) და იმ ფილოსოფოსის გამონათქვამიც ძალიან მომწონს. ზუსტი შედარებაა და ლამაზიც.
LikeLike
1. love story
2. romeo and juliet
4. მტრობა
5. ჟანა
7. მარინა ვლადი
8. რომი
9. შეყვარებული შექსპირი
10. შანდორ პეტეფი
12. შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი
14. ჩიო ჩიო სანი, მადამ ბატერფლაი
15. ალი და ნინო
LikeLike
პასუხები მიღებულია, თაბუ. დამატებებისთვის ხვალ ღამემდე დროა :)
LikeLike
მეტს ვერ დავამატებ, მოლი. სხვა კითხვებზე აპსუხი არ ვიცი :)
LikeLike
ოლ რაიტ. პასუხებიც მალე იქნება.
LikeLike
1. Love Story
2. რომეო და ჯულიეტა?
3. ალექსანდრე ბასილაია
4. “მტრობა”
5. ჟანა ერქვა როგორც მახსოვს. მოდილიანის სიკვდილის მეორე დღეს მოიკლა თავი :|
6. სიმონ ჩიქოვანი რა თქმა უნდა
7…………………………….
8. რომი
9…………………..
10. შანდორ პეტეფი
11. ბოდრიარი? ფუკო? დიდრო თუ ვოლტერი? რომელიმე იტყოდა :დ
12. რა თქმა უნდა “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი”
13. :)
14………..
15. ურბან საიდის “ალი და ნინო”
LikeLike
ყურბან საიდი მოლი:)
ჩამისწორე,შემიჭამა delete-მ:)
LikeLike
დღეს დიდ სპორტში დაბრუნების დღეა :) თამარა, ნატო, მემე, ახლა მანანაც… ღრმად კმაყოფილი ვარ :)
მივხვდი, მანანა :) მაინც ჩავასწორებდი :) ვინ არის delete, მაგას რომ გავატანინოთ :) :)
LikeLike
ჰო, აშკარად დიდი დღეა:)
კარგი იყო შენი ჯეოპარდი, საღამოს რელაქსაციისათვის :)
LikeLike
შენთვის ღამის ორი საათი თუ საღამოა, წარმომიდგენია, როგორ და რა ტემპში მუშაობ…
LikeLike
უი, ახლა დავხედე საათს სამი დაწყებულა:))
წავედი, გაქრი, ხვალ რომ მოვიცლი ბლოგისთვის სავარაუდოდ პასუხები უკვე გამოქვეყნებული იქნება. მეცხრე კითხვა მაინტერესებს განსაკუთრებულად :)
LikeLike
კი, აშკარად გამოქვეყნებული იქნება :) თორმეტამდე შენ ვერ მოიცლი და.. :) :) აბა შენ იცი და წარმატებები. პასუხებს დაგახვედრებ.
LikeLike
მშვენიერი კითხვებია, როგორც ყოველთვის :) თან ამჯერად კინოცაა გარეული <3
LikeLike
ჰო, კინოს გარეშე არაფერი გამოვიდოდა :)
LikeLike
აი ჩემი პასუხები :
1. Love Story
2. რომეო და ჯულიეტა
3. ბასილაია
4. მგონი მტრობა ქვია :( შინაარსი ზეპირად ვიცი ისე
5. ჟანა აბუნტენი
6. არ ვიცი
7. მარინა ვლადი
8. რომი
9. შეყვარებული შექსპირი <3
10. პეტეფი
11. ლაროშ ფუკო
12. შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი
13. კონსუელო, ეგზიუპერის ცოლი
14. მადამ ბატერფლაი
15. ალი და ნინო
LikeLike
შუადღე მშვიდობისა, გეთაყვა :) უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ განვლილ სიყვარულის დღეს, ახლა კი, თქვენის ნებართვით, თამაშს შევუდგები :)
LikeLike
შუადღე მშვიდობისა, მერი :) შენც გილოცავ და პასუხებსაც ველოდები :)
LikeLike
1. “სიყვარულის ისტორია” :გულაჩუყებულისლუკუნისსმაილიკი:;
2. “რომეო და ჯულიეტა” ულამაზესი ოლივია ჰაასით;
3.
4. “მტრობა” (ბავშვობაში დიაფილმი მქონდა :));
5. ჟანა ებიუტერნი;
6. სიმონ ჩიქოვანი;
7. მარინა ვლადი;
8. რომი;
9. “შეყვარებული შექსპირი”? არ ვარ დარწმუნებული;
10. შანდორ პეტეფი;
11. ეგ, მგონი, ლაროშფუკომ თქვა;
12. “შეყვარებული კულინარის 1000 რეცეპტი”;
13. ანტუან დე სენტ–კზიუპერის მეუღლე – კონსუელო;
14. “ჩიო ჩიო სანი”;
15. “ალი და ნინო”.
LikeLike
შენი პასუხები მიღებულია, მერი :)
LikeLike
პირველად ვთამაშობ ჯეოპარდს :) თა ნ მგონი ცუდად ვიწყებ :)
LikeLike
დაწყებაა მთავარი :) დანარჩენს დრო მოიტანს :)
LikeLike
1. ავტორი,ავტორი
2. რომეო და ჯულიეტა
3.
4.მტრობა
5.ჟანა ებიუტერნი
6.სიმონ ჩიქოვანი
7.მარინა ვლადი
8.რომი
9.შემოდგომა ნიუ იორკში
10.შანდორ პეტეფი
11.
12.1001 რეცეპტი
13.
14.
15. ალი და ნინო
LikeLike
2. “რომეო და ჯულიეტა”
3. ფალიაშვილი?
4. მტრობა (მიყვარს ქართული მულტფილმები)
5. ჟანა
8. რომი
9. შანდორ პეტეფი
12. არ მახსოვს ზუსტად, არადა ნანახი მაქვს. მგონი რაღაც რიცხვი და მერე რეცეპტი (ეს სიტყვა შედის მგონი).
15. ყურბან საიდი
LikeLike
1. love story
2. რომეო და ჯულიეტა
3. ალექსანდრე ბასილაია
4. მტრობა :)
5. ჟანა ებიუტერნი
6. სიმონ ჩიქოვანი ?
7. მარინა ვლადი
8. რომი
9. შეყვარებული შექსპირი ?
10. შანდორ პეტეფი
11. ლაროშფუკო ?
12. შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი
13. ალბათ ეგზიუპერი ცოლს იგულისხმებდა :)
14. მადამ ბატერფლაი ?
15. ალი და ნინო
LikeLike
აუჰ, როგორც შემოვედი ისე გავედი მე . . . ოდნავი წამოდგენაცა არ მაქვს , სამაგიეროდ აწი მეცოდინება :)
LikeLike
:))))) გამაცინე :)))))))
LikeLike
მიუხედავად ჩემი და სიყვარულის დღეების დამოკიდებულებისა, მინდა გითხრა, რომ მშვენიერი ჯეოპარდია, მოლ!
ბევრი არაფერი მცოდნია, მაგრამ აი, ესაა, რაც გამოვიცანი (ნახევარი მიკარნახეს : ))
3. ალექსანდრე ბასილაია
4. მტრობა
7. მარინა ვლადი
8. რომი და იქაური არდადადეგები
10. შანდორ პეტეფი
12. ფრანგი კულინარის 100 რეცეპტი
LikeLike
სწორი პასუხები:
1. “Love story” (1970, “ოსკარი” საუკეთესო მუსიკისთვის);
2. “რომეო და ჯულიეტა;
3. ალექსანდრე ბასილაია;
4. “მტრობა”;
5. ჟანა ებიუტერნი;
6. სიმონ ჩიქოვანი;
7. მარინა ვლადი;
8. რომი;
9. შეყვარებული შექსპირი (1998);
10. შანდორ პეტეფი;
11. ფრანსუა დე ლაროშფუკო;
12. “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” (თუმცა, ფორმალურად, “27 მოპარული კოცნაც” სწორია);
13. კონსუელო დე სენტ-ეგზიუპერი;
14. ჩიო-ჩიო სანი (მადამ ბატერფლაი);
15. ყურბან საიდის “ალი და ნინო”.
წინასწარი შედეგები:
Kejeradze – 15; მერი პოპინსი – 14; mecmikvarkhar – 14; ნატო დავითაშვილი – 13; TamaRa de Palma – 12; გლეხის ბიჭი – 12; Author – 11; მოხეტიალე緑 – 10; faifuris angelozi – 9; სანდრო – 9; »♥» ana «♥« – 8; Meme – 8; tsotnee – 7; M.K – 6.
LikeLike
:)
LikeLike
:)))
LikeLike
მოდი და დაუჯერე კეჟერაძეს, რომ შეყვარებული არაა :) რა ყველაფერი სცოდნია ჰაჰ :)
LikeLike
არ დავუჯეროთ :) 15 ქულა გემრიელად მიითვალა და შეყვარებული როგორ არ იქნება :)))
LikeLike
აბსოლიტურად გეთანხმები :)
LikeLike
უტყუარად ასეა :)
LikeLike
ამ შემთხვევაში ჩემთვის სიყვარული კი არა, ინტუიცია იყო გადამწყვეტი… :)) …კარგი, ვაღიარებ – ცოტა სიყვარულიც, ოღონდ ლიტერატურის და კინოსი :D
LikeLike
ჰმჰმჰმ :) ეგრე ამბობენ ხოლმე და…. :)
LikeLike
ზუსტად :)
LikeLike
ესეც,ასე. :) რამდენი საინტერესო და უცნობი პასუხი.
LikeLike
აწ უკვე ნაცნობი და ეს არის მთავარი :)
LikeLike
მიყვარს როდესაც ვკითხულობ ისეთ ნაწარმოებს როგორიცაა “ალი და ნინო” , ამ ნაწარმოებში ძალიან მომეწონა ქართველი ქალი ( ნინო) როგორ არის დახასიათებული დასაწყისში…საერთოდ მიყვარს სიყვარულზე საუბარი….შემიძლია ავღწერო თუ როგორია როდესაც გიყვარს,თუმცა მე პირადად არასდროს არ მყვარებია ისე გიჟურად როგორც წარმომიდგენია ხოლმე.
:D მოლი ძალიან მიყვარს შენი საიტი….
გილოცავ სიყვარულის დღეს …..გუშინდელს ,დღევანდელს,ხვალინდელს…. ;*
LikeLike
ალი და ნინო მეც ძალიან მომწონს. მადლობა, თეკო :) შენც გილოცავ და დიდზე დიდი სიყვარულის პოვნას გისურვებ :)
LikeLike
ოოოო აქ თურმე რა სიყვარულები დატრიალებუულააა :))) <3
LikeLike