საიდუმლო არავისთვის არ არის, რომ ბავშვები ხახვზე მაინცდამაინც არ გიჟდებიან და არც გაემტყუნებათ – კაცმა რომ თქვას, რა საყვარელია მწარე, მძაფრი სუნის მქონე, შეუხედავი ბოლქვი, რომელსაც ნებისმიერ წუთს შეუძლია, ცხარე ცრემლით გატიროს. თუმცა, მაინც არსებობს ერთი ხახვი, რომელზეც უკლებლივ ყველა პატარა ჭკუას კარგავს. მას ჩიპოლინო ჰქვია და მზიან, ხმაურიან იტალიაში ცხოვრობს. მართალია, აქედან საკმაოდ შორსაა, მაგრამ მისი გმირობის ამბებმა ჩვენამდეც მოაღწია და ახლა, დარწმუნებული ვარ, ვინმეს თვალში რომ ჩაგივარდეთ, თითსაც არ ამოისვამთ. არადა, როგორი მოსათმენია ხახვი თვალში?
ჩიპოლინოს მამას – მოხუც ჩიპოლონეს პრინცი ლიმონოსთვის კოჟრზე რომ არ დაებიჯებინა, არაფერიც არ მოხდებოდა – იცხოვრებდა ხახვების მრავალრიცხოვანი ოჯახი თავის ბუდრუგანაში და მათი ამბები იქაურობას არ გასცდებოდა. ამ პრინცმაც რაღა მაინცდამაინც ის დაკოჟრილი ფეხი მიუმარჯვა საწყალ ჩიპოლონეს – თუ ასე სტკიოდა, შეეძლო, ცოტა მეტად გაფრთხილებოდა. სტაცეს უდანაშაულო ბერიკაცს ხელი და ციხეში გამოამწყვდიეს.
ჰოდა, ახლა მითხარით, რა გული მოუთმენდა პატარა ხახვუნიას, როცა მშობელი ასეთ დღეში ეგულებოდა? დატრიალდა ჩიპოლინო, მოახლე გოგო მარწყვა და შინაურებისგან თავგაბეზრებული, მარტოსული ბიჭი – გრაფების შთამომავალი ალუბალა შეიამხანაგა. თანასოფლელებსაც ჩამოურბინა და მარტო ერთგული მეგობრები – ბოლოკა და პრასა კი არა, დინჯი პროფესორი მსხალა, მეწაღე ყურძენა და ნათლიდედა გოგრიკოც აიყოლია. შეთქმულებს ვაივაგლახით აშენებული სახლის დაკარგვით გამწარებული ნათლიმამა გოგრაც შეუერთდა და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო…
ახლა, კავალერი პომიდორი, ეს მრისხანე და სერიოზული კაცი რომ ცხარე ცრემლით ატირა, ეგ მთლად ჩიპოლინოს ბრალი არ იყო – ბოლოს და ბოლოს, ხახვს თუ თმაში სტაცებდა ხელს, თვალები რომ აეწვებოდა, არ უნდა სცოდნოდა ამოდენა სენიორს? მოდგა და სამარცხვინოდ აბღავლდა – გუბე დააყენა ირგვლივ.
ჩიპოლინოს პომიდორის სანუგეშებლად სად ეცალა – მამა ჰყავდა ციხიდან გამოსახსნელი. ფათერაკს ფათერაკზე აწყდებოდა, თან აღარ იცოდა, ლიმონების არმიას დამალვოდა თუ უმაქნისი ბარონი ფორთოხალი და ისტერიული ჰერცოგი მანდარინი მოეგერიებინა. შეუპოვარი ხახვის ბიჭუნა გზადაგზა იმდენ უსამართლობას გადააწყდა, რომ სხვა აღარაფერი დარჩენოდა – ამ მტარვალებისაგან არა მარტო მამის, არამედ მთელი მშობლიური კუთხის გასათავისუფლებლად უნდა ებრძოლა. გამოჩერჩეტებულმა გრაფინია ალუბლებმა და კავალერმა პომიდორმა კი მეტი ვერაფერი მოიფიქრეს – მოუხელთებელ მოწინააღმდეგეს ბრიყვი მისტერ სტაფილუ ჩაუყენეს კვალში. ვაი–მაძებარმა ბევრი ეძახა თავის ძაღლს – დაიჭი–არგაუშვას – არიქა, ხელიდან არ გაგვისხლტნენო, მაგრამ საბოლოოდ ორივემ რომელიღაც ტბორში ამოყო თავი.
ასე იყო თუ ისე, ჩიპოლინომ და მისმა მეგობრებმა ბევრი კი იწვალეს, მაგრამ გარჯა დაუფასდათ – ციხიდან ჩიპოლონეც დაიხსნეს და უამრავი სხვა უდანაშაულო ტუსაღიც, გრაფინია ალუბლები პრინცთან და უსაქმურ ნათესავებთან ერთად სასახლიდან გააქციეს და გამარჯვება ისეთი ზარ-ზეიმით აღნიშნეს, ატეხილმა ხმაურმა იქვე, იტალიაში მცხოვრები მწერლის – ჯანი როდარის ყურამდეც მიაღწია. მან ჯერ კარგად გამოიკითხა აურზაურის მიზეზი, მერე კი არც აცია, არც აცხელა და ამ ამბიდან ისეთი მშვენიერი ზღაპარი გამოაცხო, რომ ხახვი, ერთხელ და სამუდამოდ, მარტო ბავშვებს კი არა, უფროსებსაც შეაყვარა.
ჩემი მამაცი და ჩკვიანი ჩიპოლინო. იმ ნაწარმოებთა რიცხვს ანეკუთვნება, საყვარელ მომენტს რომ ვერ გამოარჩევ, მთლიანად ნაწარმოები მიზს გულში :)
LikeLike
ერთმნიშვნელოვნად უსაყვარლესი როდარია ჩემთვის. სხვა წიგნებს ვერც შევადარებ.
LikeLike
ჩემი სულ სულ პირველი სიყვარული-კონკიჟღარუნა ჩიპოლინო :). მე ახლაც ხშირად ვიმეორებ ფრაზებს ამ წიგნიდან. მაგალითად, მეტირება? კბლის კბილზე ვაჭერ, ფეხს ვუბაკუნებ და შევყვირებ: შესდექ! ცრემლს ეშინია და უკან იხევს. ცუდ ხასიათზე ვარ? ნათლიმამას ოხვრებს ვიხსენებ და მეც ვაგროვებ მასავით და ასე შემდეგ :)
LikeLike
საწყალი გოგრა :) რა ოხვრა-ოხვრით აშენებულ სახლს ართმევდა ის უნამუსო პომიდორი…
LikeLike
რა საყვარლობაა :):)
მაგ ზღაპარში ყველაზე მეტად ალუბალაზე მეწვოდა გული, საწყალ ბავშვს დეპრესია დამართეს ლამის…
LikeLike
ასეთი დეიდების ხელში კიდევ კარგად იყო :)
LikeLike
მარწყვა რა ინტრიგანია მაინც, ბრაზილიური სერიალის მოახლესავითაა :)
LikeLike
მარწყვი ასეთი უნდა იყოს :) ტიპაჟს უხდება :)
LikeLike
მე მიყვარს ხახვი. :) ვიმე,რა სულელური განაცხადია. :) თუმცა,რომ გვატირებს ეგეც ძალიან მიყვარს,რაღაც განსხვავებულია და საინტერესო ბოსტნეული. (ხახვი,ხომ ბოსტნეულია?! :ს)
LikeLike
ბოსტნეულია, კი :) და მეც მიყვარს. უმიც და მოხრაკულიც :)
LikeLike
gasartobi posti iiko kargia (Y)
LikeLike
როგორ მიყვარს, რა სასიამოვნო რამ გამახსენე :) “ციტრუსების მაფია”
LikeLike
წინააღმდეგობის მოძრაობა :)
LikeLike
რა კარგი პოსტია და რა ცუდია წაკითხული რომ არ მაქვს :(
LikeLike
ეს როგორ მოგივიდა, ვივიენ? :) ჩიპოლინო როგორ გამოგრჩა?
LikeLike
რა კარგი იყო მოლი, ბავშვობა გამახსენდა:)) პატარა რომ ვიყავი, დედაჩემი რატომღაც ჩიპოლინოს მეძახდა და დღემდე ვერ ვხდები რატომ:))))
LikeLike
აბა, მთლად საშენო და შენი სეხნია პოსტი ყოფილა, იალინდა :)
LikeLike
აჰააა:)))
LikeLike
სულ ღიმილით წავიკითხე :)
LikeLike
ახლა როგორ ვთქვა და დილით რომ გადავიკითხე, მეც გამეცინა – ისეთი სერიოზული ტონით არის გარჩეული :) :)
LikeLike
რატომ უნდა გეჯავრებოდეს ხახვი არ მესმის :) ჩიპოლინო რომ წავიკიხე მერე კი ვეღარ ვჭადი ცოტა ხანი, მაგრამ გადამიარა :) როდარის “ლაჟვარდისფერი ისარი” მიყვარს ყველაზე მეტად, რაღაცნაირად სევდიანია, მაგრამ ლამაზი <3
LikeLike
ლაჟვარდისფერ ისარზე თამარას აქვს უგემრიელესი პოსტი დაწერილი.
http://dynamiteblog.wordpress.com/2011/12/01/winasashobao/
ჩემი ფავორიტი მაინც ჩიპოლინოა, მერე – ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები და მერე – სინიორა ბეფანას სათამაშოების მაღაზიის ამბები :)
LikeLike
სინიორა ბეფანა არ წამიკითხავს, ვერსად მოვიძიე.. :( მაგრამ…
:) მაგრამ მეორე რამდენიმე თვეში გავსტუდნეტდები, რაც ნიშნავს რომ სულ თბილისში ვიქნები და რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ უამრავ წიგნს “ვიშოვი” რაც არ წამიკითხავს და ზღაპრების გამოტოვებას ნამდვილად არ ვაპირებ :)
თავიდან დამეწყება ბავშვობა :)
LikeLike
ჰოდა ეხლა მივხვდი რომ გაუგებრად დამიწერია რა :) ლაჟვარდისფერი ისარი წაკითხული არ მაქვს :) ორი თავი იყო ერთ კლასგარეშე ლიტერატურაში, სკოლაში და იქიდან ვარ დაინტრიგებული რომ კარგია, მაგრამ სადაა წიგნი… :(
LikeLike
წიგნი მართლა დიდი იშვიათობაა. ახალი გამოცემა, მგონი, არ არსებობს და ძველი მეც არსად შემხვედრია. ვისაც შერჩა – შერჩა. მე, ჩემი, დავკარგე :((
ონლაინ იქნება აუცილებლად. რუსულად და, ალბათ, ინგლისურადაც.
LikeLike
სინიორა ბეფანა და მისი სათამაშოების მაღაზია “ლაჟვარდისფერი ისარია”, სოფი :)
თბილისში, მგონი, ისეთ დღეში ჩავარდები, იმდენ ახალ წიგნს მოიძიებ, რომ სწავლა სულ დაგავიწყდება :) :) :) ჯერ მარტო ბიბლიოთეკაა რამდენი და მერე წიგნის მაღაზიები :)
LikeLike
ხოდა იმიტომ მივაყოლე ის მეორე განმარტება მოლი, რომ წაკითხული არ მაქვს :) პირველ კომენტარში ისე დამიწერია თითქოს წაკითხული მაქვს :)
ეგ არაფერი მოლი, წიგნები მქონდეს და მე ყოველთვის მეშველება :)
LikeLike
უშველებელი და მოურჩენელი შენს მტერს, სოფი :) წიგნის კითხვით დაზარალებული მე ჯერ არავინ მინახავს და უწიგნურობით – რამდენიც გინდა :)
LikeLike
რა პოსტია :)))))
LikeLike
:)))) საბავშვო ოთახისთვის ამაზე უკეთესი ნამდვილად არ დამიწერია.
LikeLike
ჩიპოლინო! <3 წაკითხული არ მაქვს სამწუხაროდ, მაგრამ მულტფილმი მაქვს ნანახი. :) :) :)
LikeLike
რუსული მულტფილმი ფანტასტიურია და უმაგრესი :)
LikeLike
ხო. საყვარელია ძალიან! :)
LikeLike
მანდ მუსიკაა ღრმად იტალიური და უსაყვარლესი.
LikeLike
ნამდვილად! :)
LikeLike
როგორ მიყვარს როდარი :))))
მე მაქვს როდარის ჩიპოლინოს თანმედროვე წიგნი ულამაზესი ილუსტრაციებით. მასწავლლებეს ვათხოვე წავედი უნდა წავაღტვა :)
LikeLike
პოსტს სურათად რომ ადევს, ის? მეც მაქვს :)
ილუსტრაციები ერთია და თარგმანია ახალი – ასე ვთქვათ, იტალიზებული. ლიმონაჩო, ალ’უბალა, პრასონი და ასე შემდეგ :) ერთი სიტყვით,მშვენიერი გამოცემაა.
LikeLike
ნწუ, ის არა. მასწავლებელს რომ წავართმევ გადვუღებ სურფათს და გაჩვენებ :)
LikeLike
პალიტრა ელის გამოცემული ჩიპოლინო ვიცი. მეტი ქართული არ გამიგია :(
LikeLike
ჩემი უსაყვარლესი ზღაპარი :) თაია, შენ რომელი ჩიპოლინო გაქვს, ძველი გამოცემა?
LikeLike
ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატურული ზღაპარი. პოპინსი, ბისეტის ინგლისური ზღაპრები, პუჰი და ჩიპოლინო.
LikeLike
ჩიპოლინოს ნიღაბი მქონდა პატარაობაში, ძალით ვუკეთებდი ოჯახის წევრებს და ვაიძულებდი ჩემთვის ემაიმუნათ :D ძალიან მომეწონა პოსტი, მიყვარს როცა სერიოზულად ეკიდებიან საბავშვო ისტორიებს :) <3
LikeLike
დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი ახლა მაგ ნიღაბს :) მიყვარს მე ნიღბები.
საბავშვო ისტორიებს ყველაზე სერიოზულად უნდა მოეკიდო, აბა რა. და საერთოდ, ბავშვებისთვის წერა ასმაგად ძნელი და საპასუხისმგებლოა.
LikeLike
მოხუც ჩიპოლონეს პრინცი ლიმონოსთვის კოჟრზე რომ არ დაებიჯებინა, ეს იქნებოდა ჩემი ბავშვობის ტრაგედია :D გრაფინია ალუბლების სურათი რომ მახსენდება, დღემდე მეცინება :D
LikeLike
სამაგიეროდ, ხახვები იცხოვრებდნენ მშვიდად :)
ჩემი პირველი ჩიპოლინო რუსული იყო. უხვად დასურათებული, დანართად სიმღერებიც კი ჰქონდა, ანუ, უფრო ავტორიზებულ თარგმანს წააგავდა. თუმცა, ტექსტს, როგორც მახსოვს, ზედმიწევნით მიყვებოდა. ჰოდა, მანდ იყო ბევრზე ბევრი სურათი. მე სინიორ პომიდორი მომწონდა ძალიან და პრინც ლიმონის საზამთროს ცხენები.
LikeLike
მულტფილმი მაქვს ნანახი მხოლოდ, სამწუხაროდ. რუსულ არხზე, ადრე რომ აჩვენებდა მოცისფროდ. წაკითხული არ მაქვს.
LikeLike
ეს როგორ გამოგრჩა? :) სადმე აცდებოდი :)
LikeLike
არ გვქონდა სახლში :დ და მეზობლის ბიბლიოთეკიდან რაც ვინათხოვრე, ძმრად მადინა სულ :დ
LikeLike
საზიზღარი მეზობელი :)
LikeLike
ხახვი და მარწყვი ^^ :დ
LikeLike
სლადკაია პაროჩკა :)
LikeLike
აუ, როგორ მიყვარდა ეს ზღაპარი და, არც მახსოვს, რამდენჯერ მაქვს წაკითხული.
ამას წინათ ახალ გამოცემას გადავაწყდი და, რატომღაც, თხელი წიგნი მეჩვენა.
არადა, მახსოვს, ბავშვობაში კარლსონივით სქელ წიგნს ვკითხულობდი. რამე დააკლეს ახალ თარგმანში?
LikeLike
პალიტრა ელის გამოცემაზე ვერაფერს გეტყვი, უბრალოდ, ვიცი, რომ არსებობს, მეტი არაფერი. სულაკაურს აქვს ახალი ჩიპოლინო (აი, სურათზე რომელიც არის) ნოდარ ლადარიას უახლესი და ფრიად საინტერესო თარგმანით და მანდ ნამდვილად სრული ვერსიაა.
LikeLike
რომელი ლადარია მასონი როა ის? :)
LikeLike
კი :) და თარგმანიც იტალიზებულია :) ლიმონაჩო, ალ’უბალა, პრასონი :) ბევრი ვიხალისე :)
LikeLike
ისე, ამ კომუნისტმა კაცმა წითელი პომიდორი მშრომელთა მჩაგვრელად რომ გამოიყვანა, რას ფიქრობდა? :)
LikeLike
ესე იგი, მთლად კომუნისტიც არ ყოფილა – კომუნიზმ ს ჩელოვეჩესკიმ ლიცომ-ს აღიარებდა ალბათ.
LikeLike
ხახვი ბავშვობიდან არ მიყვარს, მაგრამ ჩიპოლინო საოცარ ასოციაციებს იწვევს ჩემში. ახლა უცებ ის დრო რომ გამახსენდა… არაჩვეულებრივია, მოლი! უცებ ერთი მომენტი ამომიტივტივდა, დასაძინებლად რომ დაწვებიან და ორი პერსონაჟი მთელი ღამე შუქს რომ ანთებს და აქრობს:) კონკრეტული გარემოება არ მახსოვს..
LikeLike
არადა, ხახვი მიყვარს… მწვადს რომ მოაყრი ალყა-ალყა დაჭრილს, ან შავ პურს რომ ლორის მოზრდილ ნაჭერს დაადებ და სანამ პირისკენ გააქანებდე, ხახვის კოხტად გაფცქვილ თავს უკბეჩ.. ან ქაშაყს რომ მიაყოლებ… ეჰ :((
LikeLike
მე მაინც ტელეფონით მოყოლილი მევასება ყველაზე მეტად.
და დღეს რომ ვუყურებ, ყველაზე მეტად დაცლილი იდეოლოგიისგან ასევე ეგაა. :) :)
LikeLike
მართალი ხარ, ისე :) ჩიპოლინოს რომ დააკვირდე, ღრმად იდეოლოგიზებული მოგეჩვენება. ალბათ, არის კიდეც… ბოლოს და ბოლოს, კომუნისტი იყო კაცი. თუმცა, ამ კუთხით არასოდეს გამიმახვილებია ყურადღება, უბრალოდ უმაგრესი საბავშვო წიგნია და ძალიან მიყვარს.
ტელეფონით მოყოლილ ზღაპრებზე ჩემი აზრი კი იცი – კარლსონში არ გამომერჩევა :))))
LikeLike
ხახვს მე ვაშლივით ვჭამ :) ძაანაც მიყვარს.
LikeLike
D’accord!
LikeLike
შიგ ჩაქსოვილი იუმორის ამბავში ყირამალა და ტელეფონი ერთ დონეზეა.
კაი იუმორი, ისეთი ნელ-ნელა რომ იხსნება.
LikeLike
ტელეფონზე კი დავწერე და ბისეტზეც აუცილებლად დავწერ. გამორიცხულია, მაგ წიგნს გვერდი ავუარო.
LikeLike
დინამიტს დაუწერე გესთ-პოსტად :)
LikeLike
დამბლოკავს და არც ერთ ბლოგზე აღარ შემიშვებს :)
LikeLike
მე ხომ დავთაგე ჩემს პოსტში, მარა არ გაუპროტესტებია :)
LikeLike
დათაგვა ერთია და გესტპოსტი მეორე :) ახლა, რომელიმე სტუმარმა, გოჩა მანველიძის აპოლოგია რომ დამიწეროს გესტ-პოსტად, ხომ წაიბილწა ბლოგი :)))
LikeLike
ზუსტად გუშინ თმა ისე მქონდა ზევით აწერული ცეკვის მასწავლებელი ჩიპოლინოს მეძახდა./
ხახვი ხახვი ;)))))
მომენატრა აქაურობა :)
LikeLike
:))))) აქაურობასაც მოენატრა ჯესის ავატარი და კომენტარები :)
LikeLike
miyvars xaxvi, nebismieri variaciiT, magram chipolino – gansakutrebiT :). ganstronomiuli personajebidan kidev grafi de simindo miyvars :)
LikeLike
ჩიპოლინო რომ ძალიან გიყვარს, ვიცი, ლუკა :) და შენს კომენტარსაც განსაკუთრებული ინტერესით ველოდებოდი :)
LikeLike
მიყვარს ჩიპოლინო. ყველაფერი საინტერესოა დ განსაკუთრებულ მომენტს რომ მევ ამოარჩევ <3 :)
LikeLike
ზუსტად :) მთელი წიგნი ერთი დიდი სიამოვნებაა :)
LikeLike
შემოგეკითხება. მზესუმზირასავითაა-იწყებ და ვერ ჩერდები ისე შეგითრევს :)
LikeLike
და რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო, მაინც არ გბეზრდება :))
LikeLike
ჰო :))
LikeLike
ჩიპოლინო ჩემი ერთ ერთი პირველი წიგნი იყო და ჩემდა სამარცხვინოდ მინდა აღვნიშნო რომ საკმაოდ გვიან მივხვდი რომ საქმე ხახვთან მქონდა და ძალიანაც გამიკვირდა. ეტყობა არც ისე დაკვირვებით ვკითხულობდი და იტალიური ნამდვილად არ ვიცოდი რამე საეჭვო რომ შემენიშნა სათაურში :D
LikeLike
მე რუსული გამოცემა მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი მაშინ და მხოლოდ სურათებს ვათვალიერებდი და კიდევ, რუსული მულტფილმი.
წაკითხვით უკვე ჩემით წავიკითხე.
LikeLike
[…] ვალი, ბლოგზე, ჯერ მხოლოდ “ჩიპოლინოთი” და “ტელეფონით მოყოლილი […]
LikeLike
[…] მოყოლილი ზღაპრები” და “ჩიპოლინო” უკვე მაქვს და ახლა ჯელსომინოს […]
LikeLike